დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტური. დღეს სამი მატჩი გაიმართა. "დინამოების" დაპირისპირება ბათუმში ფრედ, 2:2 მორჩა, ანუ სხვაობა ლიდერსა და მეორეადგილოსანს შორის 7 ქულა დარჩა; გორის "დილამ" ცუდი სერია შეწყვიტა და "სამგურალს" 2:0 აჯობა; "თელავმა" კი მორიგი თამაში მოიგო: ამჯერად "საბურთალოსთან" 1:0...

დინამო ბთ 2:2 დინამო თბ

"დინამოების" დაპირისპირებაში ოთხი გოლი გავიდა. ფრე, 2:2 და შესაბამისად, ლიდერსა და მეორეადგილოსანს შორის სხვაობა არ შეცვლილა: ისევ 7 ქულაა. ბათუმელები ჯერ იგებდნენ, მერე აგებდნენ და საბოლოოდ მოახერხეს გათანაბრება.

სწრაფი გოლი ვნახეთ. პაატა ღუდუშაურის პასს მოჰყვა ვლადიმერ მამუჩაშვილის ზუსტი დარტყმა... ეს მამუჩაშვილის მე-11 გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

ტაიმის ბოლოს კი ესპანელმა მცველმა ენრიკე კადეტემ დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერი გასროლით მშვენიერი გოლი გაიტანა. კადეტეს დებიუტი ჰქონდა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და გოლით აღნიშნა. ესპანელი ავსტრალიური "მელბურნ ვიქტორიდან" გადავიდა "დინამო თბილისში".

52-ე წუთზე თბილისელები წინ გავიდნენ. ოსეი ბარნსმა ცენტრში წაართვა ბურთი მეტოქეს. ამას მოჰყვა დავით სხირტლაძის დაფარული პასი და გიორგი ხარაიშვილმა პირისპირ გასვლისას გაუტანა როინ კვასხვაძეს - 1:2.

მეორე ტაიმის შუაში ბათუმელებმა პენალტის უფლება მოიპოვეს (ღუდუშაური წააქციეს). პენალტი მამუჩაშვილმა დაარტყა და გიორგი ლორიამ მოიგერია. გიორგისგან ასხლეტით ბურთი ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი ჯოვინო ფლამარიონმა თავით სცადა გატანა და... ისევ ლორია.

ბათუმელებმა მაინც გაიტანეს: 73-ე წუთი, ცოტნე ფაცაციას პასი და პაატა ღუდუშაურის დაბალ კუთხეში დარტყმა - 2:2.

დილა 2:0 სამგურალი

გორელებმა ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს და მეოთხე ადგილზე გადავიდნენ. პირველი ტაიმის ბოლოს ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა ვანდერსონმა უძლიერესი დარტყმით გაიტანა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში მიშიკო სარდალიშვილმა თავით დაამატა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს - 2:0.

სარდალიშვილისთვის ეს მეცხრე გოლია სეზონში. აქედან ექვსი "შუქურაში" მიითვალა.

"დილამ" ორი ქულით გაუსწრო "სამგურალს".

საბურთალო 0:1 თელავი

თელაველებმა ბოლო შვიდი მატჩიდან ხუთი მოიგეს და მეშვიდე ადგილზე არიან. "საბურთალოს", პირიქით, ცუდი სერია აქვს და ბოლო ხუთი მატჩიდან სამი წააგო.

ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე ირაკლი რუხაძემ გაიტანა პენალტით.

"საბურთალო" მესამე პოზიციაზე დარჩა, თუმცა უკვე 11 ქულით ჩამორჩა ლიდერ "დინამო ბათუმს".

erovnuliliga.ge

Tornike
პირველ რიგში ვიტყვი რო საიტის ხშირი მომხმარებელი ვარ ყოველდღიურად, ქართულ ფეხბურთზე ხო შეიძლება მეტი კომენტარი გააკეთოთ? ვერსას ვნახე დინამო ბათუმის ან თბილისის დინამოს მწვრთნელების მატჩის შემდეგ კომენტარი, ფეხბურთელის კომენტარზე ზედმეტია საუბარი, პრესკონპერენცია არ ქონდათ? ან იქნებ ის მაინც დაწეროთ რო უკომენტაროდაა იქნებ არ ყოფილა კომენტარი
ც.ხ
კვასხვაძე რა ბურთებს იღებს )) რატო გყავთ 1 მეკარე ეგ რატო ამიხსენით?
Ბათუმის გორის დილა
ბათუმი დილას ლეგიონერებსაც ეკურკურებაო-მართალია? აიტ თქვე ოღრაშებო თქვენა...
დიმა
მიქაძე არის მაგალითი, რომ სწორი მუშაობით, საქართველოშიც შეიძლება შედეგის დადება.
Ბათუმს ქათქათას
ბათუმის გორის დილა-გორში არგენტინელი მწვრთნელი ჩამოყავთო და ხო არ გინდათ?
ave
ბათუმის დინამო არა. ბათუმის გორის დილა უფრო მოუხდება.დ.დ.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ზურაბ მუსელიანი "დილას" ფეხბურთელია
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
"ყველაზე დიდი გამოწვევა იმ გუნდებთან მქონდა, რომელთაც ქართველი მწვრთნელები ჰყავდათ..." - "სამგურალის" მთავარი მწვრთნელი ტიაგო გომისი
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] სტატუსის შესაფერისი ვერ გამოვიდა - "იბერიამ" გამარჯვებით დაიწყო
ნიკოლოზ მალი "დილას" ფეხბურთელია
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
"დილას" ამბები - გორელებმა 21 წლის მცველი 100 000 დოლარად გამოისყიდეს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა