ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კვარაცხელია კვიპროსთან დაამტკიცებს, რომ თავისი ნაკრების სახელით საუკეთესოდ თამაშობს - სანიოლი მატჩების წინ

კვარაცხელია კვიპროსთან დაამტკიცებს, რომ თავისი ნაკრების სახელით საუკეთესოდ თამაშობს - სანიოლი მატჩების წინ

სანაკრებო მატჩები მოახლოვდა - 12 ოქტომბერს ტაილანდელებს "მიხეილ მესხზე" ამხანაგურ შეხვედრაში (20:00 სთ) დავუპირისპირდებით, 15-ში კი, ამავე არენაზე, თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებთან ოფიციალური მატჩი (17:00 სთ) გვაქვს. ეს ორი გუნდი შესარჩევ ეტაპზე ჯგუფის აუტსაიდერია. უახლოეს დღეებში მწვრთნელები შემადგენლობებს დაასახელებენ.ქ მანამდე საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცმა ვილი სანიოლმა "პირველ არხთან" ექსკლუზიურად ისაუბრა:

"ჩვენი ჯგუფის ნაკრებები სხვა სამყაროდან არიან, ძალიან გამოცდილები და ძლიერები. ვიცოდით, მათთან დიდი ბრძოლა გველოდა და მაქსიმუმი უნდა გაგვეკეთებინა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ შევძელით. შესაძლოა, უკანასკნელ პერიოდში პრობლემებს წავაწყდით, თუმცა მოგეხსენებათ, ევოლუცია არასდროსაა სწორხაზოვანი. განვითარებისთვის თავდაუზოგავი მუშაობაა საჭირო. საუკეთესო შედეგს ყოველთვის ვერ მიაღწევ.

ესპანეთთან კატასტროფული მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა ნორვეგიაში შემართება აჩვენეს. ვიცი, რომ სწორ გზას ვადგავართ!..

შესაძლოა, ბურთი მუდმივად არ გქონდეს, თუმცა მის გამოყენებასთან

სტაბილური იყო. ნორვეგიაში ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მათზე მეტი. რაც შეეხება მათი მწვრთნელის ნათქვამს, რომ არ ვუტევდით, მის ადგილას კომენტარს საკუთარ გუნდზე გავაკეთებდი, რომელიც ასევე არაა სრულყოფილი. ამ კრიტიკას არ ვიღებ.

ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიამ ბევრი კარგი რამ აჩვენა და კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ დაამტკიცებს, რომ თავისი ნაკრების სახელით საუკეთესოდ თამაშობს.

ჩვენს გუნდში ბევრი ახალი მოთამაშეა, უნდა მივცეთ მათ დრო, რადგან "ერთა ლიგიდან" მონიჭებულ პლეი-ოფში უნდა ვითამაშოთ.

არ ვფიქრობ, რომ კანკავას წასვლის შემდეგ საყრდენი ზონა პრობლემურია. ამის მერე ტაქტიკა შევცვალეთ და აბსოლუტურად ახალი სისტემა გვაქვს. დიდი ხანი წაუგებლად ვასპარეზობდით.

ტაილანდთან და კვიპროსთან ბევრი ცვლილება იქნება. მაინტერესებს, ფეხბურთელები როგორ განვითარდნენ."

წყარო: პირველი არხი სპორტი

• სვანსკი

კი ხართ ღირსი მოგადგეთ ბულდოზერით და ეგ ხალხის გადასახადებიდან ,,მოპარული,, ძვირფასი ავტომობილები გაგიპრტყელოთ კაცმა

• ზურა

თუ ოდნავ მაინც შეგტკივათ გული ქართულ ფეხბურთზე, მოაშორეთ სანიოლი და დააბრუნეთ ცხადაძე!!! ვინც მიწუნებთ ცხადაძეზე კომენტარს, უყურეთ მისი მწვრთნელობის დროს გერმანიასთან გასვლით თამაშს, როცა ჩვენთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, გერმანიას კი ჰაერივით ჭირდებოდა მოგება, რა უქნეს ჩვენება - შეჭამეს გერმანიის ნაკრები. მატჩის შემდეგ ინტერვიუზე გერმანელი ფეხბურთელები გაფითრებულები იყვნენ - დიდი შანსი იყო წაგვეგოო.

• მდა

ფედერაციის ხალხი რომ სტატიას პლიუსებს უწერს და კრიტიკას მინუსებს ესაა მშვენება ამ კომენტარების

• Spain

თავის უნიათობას კვარას აბრალებს თუ მეჩვენება? რას ქვია კვარა დაამტკიცებს? შენ რა დაამტკიცე თავად? ერთ ფეხბურთელს ჰკიდებთ მთელს ნაკრება და ის წაგებაც ბარემ კვარას ბრალი იყოს ხო? მერამდენე ბინძური ხელი უნდა შეეწმინდოს ამ ბიჭს და მერამდენედ უნდა გამოვიდეს სხვები სუფთად მის ხარჯზე.

• დავითი

ფედერაცია ძაან ჯიუტობს, სანიოლის როგორც მწვრთნელს არაფერს მიუხწევია ,შემოგვაჩეჩეს ,მეორეც ნორმალური მწვრთნელი არ დაიყენებს "თანაშემწეებად" ხიზანიშვილებს და მისნაირ ძალად ქართველ მწვრთნელებს , ეგ ფედერაციას აწყობს ეტყობა ფეხბურთელებს ურჩევს სავარაუდოდ კიდე სხვა... კობიაშვილის საძმო სანათესაო ცხვირს სანამ ჩაყობს ნაკრების მწვრთნელის საქმეში მანამ არაფერი ეშველება ნაკრებს ,თორემ ალბანეთის ნაკრებს მაინც როგორ ვერ ვჯობივართ შემადგენლობით ვერავინ ვერ დამაჯერებს,მაგრამ იქ ეტყობა შინაურობა და ნეპოტიზმი არ მოსულა იმიტომაც აქვთ ჩვენზე უკეთესი შედეგი , სამწუხაროდ სიმართლე ეგაა ....

• niko

კვიპროსთან სულაქველიძე რომ გაიყვანოთ ისიც დაამტკიცებს. ეს მწვრთნელია გამოსაცვლელი.

• ვანჩოპე

მე და ჩემი მეგობრები არ მივდივართ სტადიონზე. ბოიკოტი ფედერაციას. ერთა ლიგაზე ფინალშიც ვერ გავალთ. ყაზახეთი გადაგვივლის. ან ესენი გაყიდიან, როგორც მაკედონიასთან იჩალიჩეს და სტადიონზე არ დაუშვეს ხალხი.

• სოსა

არ გაიშვათ

• ზურიკო

რაო სად დაამტკიცებსოო?

• ტყე

ბურნუდის შემდეგ

• ლექხო

აქ მრავალი გამოხმაურება წავიკითხე ბევრი წერს რა გვეშველება ამ მწვრთნელის ხელშიო ქრისტიანებო ჩვენი რელიგია გვასწავლის ხელი გაანძრიე და გეშველებაო სანიოლი უნდა მოშორდეს ნაკრებს

• 912

სანიოლი:"ამ კრიტიკას არ ვიღებ" ხელფასს???

• სანიოლ. ხვიჩას სანტა ხარ რააა

აუხდა ხვიჩას დიდი ხნის ნატვრა, ტაილანდს ეთამაშება, ნახავს თავის კუმირებს ცოცხლად. ))))))))))))

• ლუი საზანგეთიდან

ლესოტოს როდის ეთამაშებით?

• ნ.კ.

ჯობია ბიჭებმა დათმონ თამაში კვიპროსთან. ამათ ხომ მოიცილებენ საბოლოოდ და თემურსაც შეუნარჩუნებენ ადგილს მწვრთნელის პოსტზე. მერე კი, თუ რამე შეულიათ დაამტკიცონ შოტლანდიასთან და ესპანეთთან ახალი მწვრთნელის ხელში. სტადიონზე არავიმ უნდა მივიდეს არც კვიპროსსთან და არც ტაილანდთან. ამათთან ამხანაგური ერისა და ქვეყნის შეურაცყოფა და დაცინვაა.

• ლექხო

ძმებო სანიოლი ტყემალზეა ნორვეგიასთან თამაში მოეწონა ბიჭს გაიგეთ ხალხო ეს კაცი მწვრთნელი არაა ფეოლასავით ეუბნევა ბიჭებს მიდით ბიჭებო მე თქვენით კმაყოფილი ვარო ფეხებზე არ კიდია ფულს ხომ ხვეტავს სანამ გვიანი არაა სანიოლი უნდა გაუშვად ნაკრებიდან რამენაირად

• Ucxo

სანიოლს თავს გაუვიდა რაღაც ხვიჩა ცოტა ათამაშდა და აჭიკჭიკდა აქამდე ჩასვრილი იყო თუ ქეცბაიამ მოგვიგო სულ კუდით ქვა უნდა ასროლინო ამას არადა ვფიქრობ მოგვიგებს.

• beqa

კვიპროსთან კიარა ხარისხი მიეცი გუნდს რაა მერე კვიპროს რო მოუგებენ ამით რაა ნანახი გვაქ ეგ კინო ბოლოდან მეორე

ბოიკოტი ფედერაციასა და ნაკრების მწვრთნელებს! არც ერთი კაცი სტადიონზე!!!

• semi

სანიოლი შეცდომას უშვებს როდესაც ხვიჩას აყენებს თავდამსხმელის პოზიციაზე. ნაკრებში შედარებით ძლიერი მარცხენა ფლანგია ხვიჩას გამო, როცა ხსნი ამ პოზიციიდან, მარცხენა ფლანგს ასუსებ და თავდასხმასაც ვერ აძლიერებ. ამას ჯობია მეორე ფორვარდად ბუდუ ან ქვილითაია ან ვოლკოვი აირჩიოს, იმის მიხედვით თუ როგორ ფორმაში არიან, ვინაიდან ხში შემთხვევაში მეორე სართულზე იღებენ უპირატესობას. ასევე მარჯვენა ფლანგი გვაქ სუსტი როცა არ თამაშობს კაკაბაძე. ამ დროს გოჩოლეიშვილი ვერ ასწრებს სირბილს წინ და უკან და არის ფლანგი მოშიშვლებული, ჯობია მარჯვენა მცველი თითქმის არასდროს წავიდეს შეტევაში და იყოს დაზღვეული, ირბინოს მარტო საბამ წინ და უკან და მარცხნიდან აზაროვმა, აი ცენტრალურ ნახევარმცველებში უფრო რთულად გვაქ საქმე. აქ უნდა მოვძებნოთ ვინმე ტანმაღალი მოძრავი ფეხბურთელი ჩამშლელად, ფიზიკურად ძლიერი, რომელიც კიტეიშვილთან ერთად დადგება და წინ ან ზურიკო ან ჩაკვე დაეხმარება.

• Levani

ტაილანდთან რა ტაქტიკა უნდა დაამუშაო რაც სხვასთან გამოგადგება? ვთქვათ საყრდენს უტოვებს ფორვარდი და იმას გადააქვს მარცხნივ ხვიჩასკენ რომელსაც აზაროვმა უნდა ჩაურბინოს.. იგივე ტაქტიკა მერე ძლიერ გუნდთან - ფორვარდს არ მიუშვებენ ბურთთან და თუ დაუტოვა- საყრდენს დაასწრებენ უფრო სწრაფი მეტოქეები და თუ გადაიტანა ხვიჩა ჩაკეტილი ეყოლებათ და თუ ჩაურბინა აზაროვმა პასს ჩაუჭრიან და აზაროვის ფლანგიდან დამკაში გავლენ.

• რაო კაცო?

ნორვეგიასთან ჩვენ უფრო მეტი მომენტი შევქმენით, ვიდრე ნორვეგიელებმაო?! ეს სხვა თამაშს ხომ არ უყურებდა? აუფ, ეს არ მომეწონა. გამოდის, რომ ჩვენ უშანსოდა ვართ, თუ ეს პრობლემას ვერ ხედავს.

• ირაკლი

ეს კაცი ნორმალური არ ჩანს ან დრო გაყავს რომ დიდხანს ერქვას ნაკრების მწვრთნელი. ამის ხელში ყაზახეთი გაგვანადგურებს და შეიძლება კვიპროსმაც შავი დღე დაგვაყაროს!

• რეზო

ჩვენი ჯგუფის გუნდები თუ სხვა სამყაროდანაა, მალადეც შენ! წადი მაშინ, ბიძია. აბა ტაილანდთან და გიბრალტართან მეც შეიძლება მოვიგო, მარტომ

• გიგი

100%

• ფეხბურთი

ეს კიდევ მწვრთნელია?!

• შულაია

ხაა ხაა ხაა!! კი არ შეგეშალა ჟორიკ, შენც ეგრე ფიქრობ ქვეცნობიერში გეტყობა, როგორც ჩანს სულ მთლად არ გამოჟორიკებულხარ ჯერ კიდევ, ცოტა კიდევაა გიორგი შენში შემორჩენილი, ცოტაა........

• გიორგი

თუ წარნატება გვსურს, გულშემატკივარსაც გვაკისრია პასუხისმგებლობა. ბოიკოტი ფედერაციასა და ნაკრების მწვრთნელებს! არც ერთი კაცი სტადიონზე!

• გიორგი

არ წავიდეთ ხალხო სტადიონზე,სანამ ეს არ მოგვშორდება.

• გიორგი

უკაცრავად, შემთხვევით მოვიწონე ამ ბოღმიჩას პოსტი. ხვიჩას თავი დაანებე და შენს საქმეს მიხედე, ჯობია.

• ლმ

რა შენიშვნას არ იღებ ბიჭო შენ ხომ არ გაჟრიალებს ? საყრდენ ზონაში ვისაც არ ეზარება ყველა გვივლის და ეს პრობლემა არაა? აბურჯანია რომ ვერ ქაჩავს და მაინც ძირითადშია ეს რა ლოგიკაა? ტიპი ვერ დარბის საერთოდ ...

• ჯარჯი

რაღა კვიპროსი, ტაილანდი გეთქვა შე კაცო, უფრო ნაღდია. ვაი შენს პატრონს უბედურს და შენს აქ ჩამომყვანს.

• გია

გვაბოლებს! 90 წუთი კვირკველიას შეცდომებს უყურებდა და არ შეცვალა. რომ 1-7 გავნადგურდით, კითხვებს ნუ დამისვამთო. შედეგიც წააგო უშანსოთ და "სწორ გზას ვადგევართო" ამას ჩვენი ტკივილი არ ესმის და გვაბოლებს!

• ციციკორე

ჯიგრები მოუგებენ ტაილანდს და ჯიბის ჟურნალისტები და ე.წ ფანკლუბი დაიწყებენ ისევ ტრაბახს, სანამ კიდევ ერთხელ არ ჩაგვახედებენ სარკეში.

საყრდენ ზონაში პრობლემას თუ ვერ ხედავს ეს, სამაგიეროდ მე ვხედავ უფრო დიდ პრობლემას - სანიოლის მწვრთნელობა დაკარგული დროა და უკანსვლა.

• გივი

ვინმე უკეთესი გუნდი ვერ ჩამოიყვანეს რა ტაილანდი

• შულაია

ეჭვიც არ მეპარება კვარა და საძმო კვიპროსისა და ტაილანდის ჩვენზე მაჩანჩალა ნაკრებთან,რომლის შედეგსაც სატურნირო თუ სპორტული თვალსაზრისით ჩალის ფასი აქვს გაილაღებენ და ჩვენც ტრადიციულად დაგვაბოლებენ, რომ სწორ გზაზე ვართ, მაგარი თაობა გვყავს, კვარა და მიქაუტაძე მსოფლიო ზვეზდები არიან და შედეგის დასადებად დრო სჭირდებათ.....რამე ახალის მოგონება კი არ სჭირდებათ-არ დავიჯერებთ თუ რაა.....ხოდა ასე დოლ-გარმონით წავალთ ახალ წრეზე......ვის რაში სჭირდება მისი კვიპროსთან რამის დამტკიცება, როცა გადამწყვეტი თამაშები იყო ნორვეგიასთან ბათუმში,შოტლანდიაში და ესპანეთთან არაფერი გააკეთა-თავმოჭრილი ქათამივით დარბოდა მინდორზე,მეტიც იმ პერიოდში ხელფასისა და კონტრქტის ამბებით იყო დაკავებული, ხოლო ახალგაზრდულში საერთოდ იუკადრისა თამაში და ისტორიული შანსი დაგვაკარგვინა ჩვენც და თვითონაც სამუდამოდ დაკარგა -ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით თამაში.

• o o n

წადი წადი პოპი

• გოგა

აუფ გადაუწყვიტა

• მდა

უთავმოყვარეო ხალხი ხართ. ხვიჩას ჩამოკიდებენ ეხლა მთელ პასუხისმგებლობას. შეგირცხვათ პატრონი

• ზვიადი

ანუ, რა ხდება? ჯერ ამ ჟურნალისტს არ აძლევენ აკრედიტაციას, აქ წერს და შემდეგ შეუშვეს. ახლა მხოლოდ პირველ არხს ელაპარკეს, მანამდე მატჩის შემდეგ პრესკო არ იყო. ასე აპირებენ დაძვრენას?

• ლშა_იუვენტინო

საქართველოს და ბრაზილიის შედარბეა კაი იყო :D :D :D სად ერეკელო და სად ჩემი ... ეო

• სოსო

ეს კაცი სადმე პარალელურ სამყაროში ხო არ ცხოვრობს? რა მომენტები ნორვეგიასთან? რა კარგი თამაში, ?? კვარა რომ კვიპროსთან იფრენს ეგ ვილის დამსახურება საერთოდ არ არის!!! თვით ვილი როგორც მწვრთნელი რო მართლა "დაფრინავს" ბოლსა და ოცნებებში ეგ ფაქტია. მთელი თამაში გუნდმა არაფერი გააკეთოს შენი დავალებით(ნორვეგიასთან) და მერე ბოლოს 2,5-3 წუთის დამატება/არდამატებაზე ედავე მსაჯს და ამას დააბრალე ყველაფერი. მაგ სიმართლით იარე

• pepe

კვიპროსტან კი არა ესპანეტან უნდა დაამტკიცოს ისიც არიცის კვიპრპსმა ბურტი დაგახია ტავზე

• კახა ქ.

ეს კაცი დაგვცინის.რეებს ბოდიალობს, ნორვეგიაში უფრო ბევრი მომენტი გვქონდაო( 2:0 აგებდნენ და ცენტრის იქით არ გადასულან) კანკავას წასვლის მერე პრობლემა არ გვქონიაო(ყოველ თამაშში ცვლის საყრდენს) და ა.შ.კიდია, რასაც უნდა იმას იძახის,ვინაა პასუხის მომთხოვნი

• Gio

ფედერაციის პრეზიდენტ კობიაშვილს რომ კაცი შეაქებს მის პრეზიდენტობის დროს ნამოღვაწარში, ან მწარე ქოცი უნდა იყოს, ან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდეს, რეალობის აღქმის.

• დათო

სანამ ხალხი სტადიონს ავსებს, იქამდე შერჩებათ ეს ყველაფერი

• დიმო

კანკავას წასვლის მერე პრობლემები არ არისო, იმდენი შენ გაგიხმა თავი! ბებიაშენს მოუყევი ეგ ზღაპარი!

• ცისფერი მთები

რაც ტავი მახსოვს სულ მწვრთნელს აბრალებენ აბა ეს რო წავიდეს რო მოვა ის ხო მოიგებს და გაცამტვერებს ყველას .. იგივე მკვდრების ხროვა იქკნება.. ფეხბურთელები არ ყავს და მწვრთნელმა რა ქნას .. ფეხბურტელმა თუ არ ირბინადა თუარ დართყა კარში ვილი სანიოლი დაურტყამდა ან ვილი გადეფარება ბურრთს?/ ზოგადად ქართველები ყოვითვის სხვის დადანაშაულებაა,, რაშუაშია აქ მწვრთნელი ერთი ხებურტელი დასახელეთ რომელიც უკეტესი იყო ესპანელებზე არ ვართ მაგტ დონეზედა ესა დაბლი დონი ფეხურთელები გვყავს ერტი ორს ტუ არ ცავთვილით და ერტი ორი ფეხბურთელი თამაშს ვერ მოიგებს.. ანცელოტი რო ყოფილიყო მწვრთენლი ან ზიდანი და გაადარჩენდა ვითომ.. არიციან ამ ფეხბურთელება ბურთის თამაში ესპანეთის დონეზე.. ცვენ ვიციტ ბელორუსიას მოუგებთ ყაზახეთს ესტონეთს და ასეტ გუნდებს .. საერთოდ რატო გკონდათ ილუზია რო ესპანეთს რამეს უზამდნენ.. მე ვფიკრობდი რო წაგებდა საქართველო სამზე მეტი ბურთით და კი დავსვი..

• ჩვენ არავინ გვეკითხება?

ვისურვებდი მომავალ პრესკონფერენციაზე ვინმე ჟურნალისტად წოდებულმა ვილი ჯიგარს პირდაპირ შეეკითხოს, აქვს თუ არა მას ალკოჰოლის პრობლემა… ან რამდენჯერაა თვეში ფხიზელი… როგორ ახსნიდა თავის შესახედაობას…. თვლის თუ არა, რომ ლოთები ბევრს ოცნებობენ… ფრანგულად როგორ იქნება სიტყვა ,,შეგვეშვი”…

• დავით 67

რაო კაცო ნორვეგიასთან მომენტები გვქონაო???? თვით ნორვეგიელი მწვრთნელი იყო განცვიფრებული აგებდნენ და ვერ გავიგეთ რატომ არ გვიტევდნენო. ეჰ რა შორს ვართ რეალობისგან. ბრაზილიამ 1-7 რომ წააგო გერმანიასთან იმ დღესვე მწვრთნელი გადადგა, არც დალოდებია ვინმეს ,რომ მიეთითებინათ.. ეს კიდევ აქ რაღაც ზღაპრებს გვიყვება, თითქოს რადიოში ვუსმენდით საქართველოს ნაკრების თამაშს! არავინ არ გაგინებს, უბრალოდ ადექი წადი! თავმოყვარეობის ამბავია.

• ჩელენჯერი

რეალობის აღქმა აქვს დაკარგული! ამ ჩვენს ნაკრებზე გამოცდილების დაგროვება როდის უნდა დამთავრდეს?!

• Zellllll

არც მასეა მეგობარო ჩვენი ფეხბურთელები საკმაოდ ნორმალურ კლუბებში თამაშობენ რომ ვერ ვიოცნებებდით ისეთებში და ზუსტად მაგ ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან შევსებული გუნდით უკეთესი შედეგები გვქონდა, დღეს ნაკრებში ტოპ ხუთი ლიგიდან უფრო ბევრი გვყავს ვიდრე დაბალი ლიგებიდან სანიოლმა ჩემი აზრით ამოწურა თავისი შესაძლებლობები და განვითარებისთვის ცვლილებაა საჭირო ვეღარ ვითარდება ნაკრები და ვართ ერთადგილზე, არიან ისეთები ვისაც არ იძახებენ ან არ ენდობიან პირადი ურთიერთობის გამო მაგალითად არაბიძე და ბევრი სხვა, ამიტომ ჩემი აზრია რომ ნაკრებში ცვლილებაა საჭირო

• Las

შეგვპირდა ახალ სახეებს გამოვცდიო დაველოდოთ

• დიმო

1:7 წაგების მერე , თავმოყვარე ადამიანი უნდა გადადგე!

• საქართველო

თუ იცოდით რომ სხვა სამყაროდან იყვნენ და ჯგუფიდან გასვლის შანსი მინიმალური იყო, კვარა და მიქაუტაძე დაგეთმოთ ახალგაზრდულისთვის და ეხლა ოლიმპიადის საგზური ჯიბეში გვექნებოდა და გაზაფხულზე ევროპისთვისაც ვიბრძოლებდით ფსიქოლოგიურად დაწყნარებული.

• გელაშვილი

ყველა გუნდს აქვს ჩავარდნა ცოტა რეალურად შევხედოთ ამ ყველაფერს, გუნდმა წააგო თამაში ისეთ გუნდებთან ვისი ფეხბურთელებიც უმაღლეს ჩემპიონატებში თამაშობენ, და ჩვენ გვინდა ყაზახეთის პოლონეთის აზერბაიჯანის ჩემპიონატებიდან მოუგოთ ესპანეთს ან შოტლანდიას? ვინც გვყავს უმაღლეს ჩემპიონატში კი თამაშობს და დიდხანს ითამაშებს კიდე მაგრად, ერთი ფეხბურთელით ვერ მოიგებს თამაშს. ცოტა რეალურადაც შევხედოთ ამ ყველაფერს. რაც შეეხება სანიოლ უნდა იყოს კიდე დიდხანს საქართველოს ნაკრების მწვთნელი. ხო კიდე კობიაშვილს რო მიადექით მაგ კაცის დროს იმხელა ფინანსები ჩაიდო იმდენი სტადიონი აშენდა რომელ პრეზიდენტის დროს გაკეთებულა მაგდენი, აქ კობიაშვილის ბრალი კი არ არის იმ გუნდების პრეზიდენტების ვინებიც იმ ფულად დახმარებას სწორ მიმართულებას რო ვერ აძლევს და საკუთარ ჯიბეებზე ფიქრობენ. მოკლედ რო გითხრათ ტრა..ში ვართ და კიდე დიდი ხანი ვერ ამოვალთ ესაა რეალობა.

• ქუთაისელი

სანიოლს რეალობის შეგრძნება აქვს დაკარგული. დაგვღუპავს ეს კაცი! თუ ამას ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, ე.ი. არ აქვს ჩვენს ნაკრებს საქმე მთლად კარგად...

• გია

ახალი ცოცხი კარგად გვისო... დაძველდა ეს ცოცხი, ახალია საჭირო.

• ირაკლი

1:7 რომ გაგათახსირებენ, სულ სწორ გზაზე რომც იდგე თავმოყვარე მწვრთნელი უნდა გადადგე დაკავებული თანამდებობიდან. ესე იგი ამას თავმოყვარეობა არ გააჩნია, შესაბამისად კიდევ უფრო მტკიცედ მჯერა რომ სანიოლი ფეხბურთის მაფიოზური ფედერაციის შირმაა და რეალურად არაფერს წყვეტს.

• Anti

ნაჭყებია სამტრედიიდან, არაბიძე და შერგელაშვილი ტორპედოდან გამოსაძახებელია ნაკრებში, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს, ასევე უნდა გამოიცადოს გადრანი და ბერიაშვილი დაცვაში

• გურიჯიო

არაადეკვატურობის ზეიმი

• ქუთაისი

ნორვეგიაში მომენტები გვქონდაო?! ეს გვაშაყირებს?! იმ წამყვანს უნდა შეეწყვიტა ინტერვიუ როგორც კი ეს თქვა. ასეთ კაცთან რა აზრი აქვს ლაპარაკს.

• ბესო

დაივიწყეთ 2024 ევროზე გასვლა!!... ეს არაფრის შემცვლელი არაა და არც ფეხბურთელები შეიცვლებიან მარტამდე. ასე რომ, კიდევ მოგვიწევს ჭაობში ყოფნა! ეს ჩვენი ბრალიცაა, თავმოყვარე გულშემატკივრები აქამდე საპროტესტო აქციას მოაწყობდნენ და გადააყენებდნენ ფედერაციას (საძმაკაცო ბანდას) სანიოლის თამადობით! ჩვენ კი მარტო კლავიატურის "მგლები" ვართ!

• გოᲩა

აგენტებთან ფულის კეთებას დაანებოს თავი ზოგ,ზოგიერთმა მანდ თანაშემწედ,რომ გიზის,დღეს ერთი შეცდომა გოლია,ერთჯერ შეცდა დილორენცო და მიიღო ნაპოლიმ გოლი,ჩვენი ნაკრები კი ერთი დიდი შეცდამაა,7-0 რომ წააგებ უნდა გადადგე სტაფთან ერთად,სანამ დრო არის ახალგაზრდები ათამაშე,ლოჩოშვილი,საზონოვი,გადრანი მომეწონა ისიც,რა აზრი აქვს ისევ ისე იქნება,ყახახები ბრდღვნიან ყველაფერს ჯგუფიდან შეიძლება გავიდეს,დაბალანსებული გუნდია,დარბიან მაინც,ვერ თამაშობს კაშია ძველებურად დასვა ვაისმა სკამზე,ეს არ ეშვება.სწორად გაგაკრიტიკა ნორვეგიელმა,სახლში ფრეზე თამაშობდი,გასვლაზე მინიმალური ანგარიშიყ წაგებაზე თანახმა იყავი არ ხარ შენ ბაბულიკა ჯერ მზად ნაკრების მწვრთნელობისათვის.

• გოგა

ნორვეგიასთან ბევრი საგოლე მომენტი გვქონდაო?:) აბა ჩვენ რას ვუყურეთ? ბოლო დამატებით წუთებზე დარტყეს მარტო კარში, ეჰ აურია ამანაც ძან უკვე

• geo

ეხლა ვუყურებ ანტვერპენი შახტარის მატჩს. დაცვაში აზაროვი - უბრალოდ კატასტროფაა

• გიგა

75 წუთზე. ორით ნულს რომ აგებ და პრესინგის თამაშის სურვილიც რომ არ გაქვს, რომელ სწორ სტრატეგიაზე გველაპარაკები თუ ძმა ხარ.

• kaka

კვიპროსმა ბურტი ტავზე დაგახია რეებს იზახი

• ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!

ეს ბატონი ქართველებს უკიდურესად განუვითარებელ, ყოველმხრივ ჩამორჩენილ ხალხად მიგვიჩნევს. თვლის, რომ ბედნიერი უნდა ვიყოთ, ასეთი დონის უცხოელი მწვრთნელი რომ გვყავს. კინწისკვრითაა გასაგდები. ასეა ეს.

• :D

რა სწორ გზას ადგახარ? ესპანეთმა ვინც კი ჰყავდა, ყველა ჩამოიყვანა და საცერივით დაცვა დაახვედრე. ნორვეგიასთანაც იგივე იყო, უბრალოდ იმათ თავი აღარ მოუკლავთ.ჩამოვა აქ შოტლანდია და გასწავლის სწორ გზას

• Givi

აბსოლიტურად ალოგიკურს ლაპარაკობს, ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან გლახად დამთავრდეს და ავცდეთ ევრო 2024, რაც ძალიან არ მინდა...

• მწვრთნელი

ამან სულ გაუტია! ვინც არ უნდა იყოს ჯგუფში 7-1 წაგება როგორ უნდა გაამართლო!? რაღა მაინც და მაინც ესპანეთთან გამოხვედი ორი ცენტრალური მცველით და ნორვეგიასთან კიდევ სამი ცენტრალურით!? ნორვეგიასთან დაცვითი ტაქტიკა გქონდა არჩეული და ნორვეგია ფიზიკურად ვერ გაიტანდა 7 ბურთს! ესპანეთიც ვერ გაიტანდა თბილისში მაგდენს ტაქტიკური მონახაზი, რომ არ შეგეცვალა! შუა ხაზში კიდევ ჩამჭრელი და ბურთის ამომტანი არა გყავს და მაგას ეძახი პრობლემა არ არისო!? ვეღარ არის ეს თავის ჭკუაზე!

• beqa

მოდი იდი ნახ რა!! ვინ დაგიწერა ასე ილაპარაკეო?!

• L.J .

Es gadaobs tu martla ase piqrobs??ra momentebi gvkonda norvegiashi??sad vnaxulobt aset mwvrtnelebs arada taobaa riyac sheodzleba kargi gundis dayeneba ogond mwvtneli unda iyos da ara masxara!!!

• სოსო

ეჰ ეს ისევ ძველ სიმღერას მღერის!!!

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ