საქართველოს ნაკრები არაევროპულ მეტოქესთან ამხანაგურ მატჩებს შეეჩვია. რადგანაც ახლა ჩვენი მთავარი მიზანი მარტისთვის მზადებაა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა "ერთა ლიგისგან" ბოძებული პლეი-ოფიდან შეგვიძლია, მანამდე ჩატარებული ამხანაგური თუ ოფიციალური შეხვედრების დანიშნულება იმ დროისთვის სათანადო მომზადებაა. აქედან გამომდინარე, შედეგზე მნიშვნელოვანი ტაქტიკური მრავალფეროვნება, ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრაცია და ხასიათის გამოსწორება ხდება. "ჯვაროსნები" ბოლო დროს ცუდ ფორმაშია, ვილი სანიოლის მოღვაწეობა კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა ოპტიმიზმს არ ვკარგავთ, რომ ევროფორუმზე გასვლას შევძლებთ. კვიპროსთან ოფიციალური დაპირისპირების წინ, ხუთშაბათს, 12 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ამხანაგურ მატჩში ტაილანდის ნაკრებს "მიხეილ მესხზე" ვუმასპინძლებთ.

ტაილანდის ნაკრები გაცილებით სოლიდური გუნდია (ფიფას რეიტინგში 112-ე), ვიდრე მონღოლეთი (183), რომელიც ცოტა ხნის წინ დიდი ანგარიშით (6:1) დავამარცხეთ. მათ მსოფლიო ჩემპიონატის გზაზე პირველი ეტაპი გადალახეს და ახლა ძალიან რთული მისია აქვთ, ჩინეთსა და სამხრეთ კორეას აჯობონ.

ტაილანდელებს 47 წლის ბრაზილიელი სპეციალისტი ალექსანდრ პოლკინგი წვრთნის. ფეხბურთელობისას მას გერმანიასა და კვიპროსში უთამაშია, სამწვრთნელო კარიერაში კი აზერბაიჯანიც ყოფილა. ბოლო პერიოდში ის გუნდს 3-4-1-2 ტაქტიკური სქემით ათამაშებს. მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს დანიურ "ოდენსეში" მოთამაშე ნიკოლას მიკელსონს. ის მთელ მარჯვენა ფლანგს იკავებს და გააქვს კიდეც. მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ვეტერანი ფორვარდი, 35 წლის "ათიანი" ტეერასილ განგდა. ტაილანდელები ევროპაში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ და ჩვენ შემდეგ ესტონელებს ესტუმრებიან. მათი მთავარი სწორება 16 ნოემბერზეა, როცა ჩინელებს უმასპინძლებენ.

საქართველოს ნაკრები "მიხეილ მესხს" საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ამხანაგურ მატჩებში აქ, როგორც წესი, ბევრი გაგვაქვს, ბოლოს სამი მატჩი - ლატვია (5:0), ლიეტუვა (4:0, გიორგი ჩაკვეტაძის სადებიუტო გოლი ნაკრებში) და ესტონეთი (2:0). ვილი სანიოლის მხრიდან როტაციას ველით. სწორებად მონღოლეთთან მატჩი რომ ავიღოთ, სასტარტოში იქ მყოფთაგან, რამდენიმე დღეში, ნორვეგიის ნაკრებთან, ძირითად შემადგებლობაში ვერცერთი ვნახეთ. ეს მწვრთნელს აშკარად წინასწარგანზრახული ჰქონდა, არადა, ზოგიერთი მათგანის კარგ სათამაშო ფორმაში დავრწმუნდით. ახლაც ბევრ ცვლილებას ველით და ისევ საინტერესოა, სანიოლი კვიპროსთან სულ სხვა თერთმეტეულს ხომ არ გაიყვანს?

სავარაუდო შემადგენლობის პროგნოზირება რთული იქნება. არ გამოვრიცხავთ, კარის დაცვის საშუალება ლუკა გუგეშაშვილსაც მიეცეს. იმედია, ფრანგი მთავარი მწვრთნელი დაცვის ხაზის როტაციას ამხანაგურ მატჩში მაინც გაბედავს, კვიპროსთან კი ამას ნაკლებად ველით. ივა გელაშვილს ყველა რესურსი აქვს, მომავალში ჩვენი დაცვის ლიდერი იყოს. თუ კვლავ 3 ცენტრალური მცველით ვითამაშებთ, ივამ კაშიას ადგილი, შუაში უნდა დაიკავოს, მარცხნივ კი სანდრო კალანდაძის თამაშია მოსალოდნელი. მარჯვენა ცენტრალური მცველი საზონოვი (რომელიც ახლა ნაკრებში არაა) და კვირკველია არიან. ვნახოთ, ტაილანდელებთან ვის სად ვიხილავთ.

მიგვაჩნია, რომ მარჯვნივ ვლადიმერ მამუჩაშვილი დროს მიიღებს. ამავდროულად, ამ პოზიციაზე საბა ლობჟანიძის სრული ინტეგრაციის იმედი გვაქვს. თუკი ვილი გადაწყვეტს, რომ ირაკლი აზაროვი უნდა დაასვენოს და სხვა ალტერნატივა სცადოს, 3-მცველიან ტაქტიკაში ამას ვერ შეძლებს (შენგელიას მოსინჯვა არ უნდა გამოვრიცხოთ), 4 უკანახაზელის შემთხვევაში კი მარცხნივ თამაში კალანდაძეს შეუძლია. ამ შემთხვევაში, ნომინალური მარჯვენა მცველი არ გვყავს.

გაბრიელ სიგუას "ბაზელში" პროგრესი აქვს. რადგანაც ის ახალგაზრდულ ნაკრებს არ დაუთმეს, სავარაუდოა, რომ სანიოლი მასზე იმედებს ამყარებს. შუა ხაზში საკმაოდ დიდი კონკურენციაა. ვივარაუდოთ, რომ ამხანაგურ შეხვედრაში სანდრო ალთუნაშვილზე დაკვირვება მოხდება. ამავდროულად, ნაკრებს გიორგი ქოჩორაშვილი კარგად შეეწყო. კიტეიშვილისა და კვეკვესკირის გამოჩენას პირველივე წუთებიდან ნაკლებად ველით. ოთო კარგ ფორმაშია და კვიპროსთან მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება.

ისევ მონღოლეთთან მატჩიდან რომ ამოვიდეთ, ტაილანდელებთან ხვიჩა კვარაცხელიას სათადარიგოთა სკამზე ველით, გიორგი ჩაკვეტაძემ კი მარცხნიდან უნდა შეუტიოს. "ჩაკვეს" კარგ პერიოდს თითქოს ვხედავთ, მაგრამ კლუბში დრო მაინც არასტაბილურად ეძლევა. გიორგიმ ესპანელებს გაუტანა და იმედია, ამას ახლაც შეძლებს. მარჯვნივ ზურიკო დავითაშვილის შემცვლელიც, რეალურად, არ გვყავს და საინტერესოა, სანიოლი რას მოიფიქრებს. ფორვარდად კი დავით ვოლკოვისთვის შანსის მიცემას რეალურად მივიჩნევთ. თუ არა ამხანაგურ მატჩში, ეს სხვაგან სად უნდა მოხდეს?! ორფორვარდიანი ტაქტიკის "დატესტვის" შემთხვევაში, ის მიქაუტაძესთან ერთად შეუტევს, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა ასევე ძალიან სჭირდება.

დანარჩენს შეხვედრა გამოაჩენს!..

Skeleton
გვითხრა ამ კაცმა (სანიოლმა), ყველა კმაყოფილია ჩემითო და ვინმე ანონიმური პირები თუ მლანძღავენ სოც. ქსელში მაგას მნიშვნელობა არ აქვსო. მართალია მერე. ფეისბუქზე დღეს შეიძლება ერთმა კაცმა გააკეთოს 50 ფეიკი გვერდი და ყველგან ერთი და იგივე კომენტარი დაწეროს. ამიტომაც დაკარგა ყველანაირი ფასი და ღირებულება მანდ დაწერილმა კომენტარებმა. თვითონ ხალხის ბრალია, აზრის გამოთქმა არ შეუძლიათ არგუმენტირებულად და თავიანთი რეალური პროფილებით. ყველა ფეიკს აკეთებს და სისულელეებს წერს. ამიტომაც დაიკარგა მნიშვნელობა. მაინტერესებს, როცა მწვრთნელს პრესკონფერენცია აქვს და იძახის ყველაფერი კარგად არისო და მარტო ფეიკები მლანძღავენო, სად არიან ამ დროს ჩვენი სახელგანთქმული სპორტული ჟურნალისტები? ისინი, ვისაც ფეიკს ამოფარება არ სჭირდებათ და თავიანთი სახელით შეუძლიათ კრიტიკული შეკითხვები დასვან? სად არის ის ჟურნალისტი, რომელიც მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა, თითქოს ერთადერთი მისია ჰქონდა ცხოვრებაში, კვარაცხელიას გალანძღვა, დაბულინგება, დაცინვა, "ნაპოლი იყო ტყუილი" და მსგავსი განცხადებების კეთება. ეგ იყო მარტო მნიშვნელოვანი მისთვის? ან სად არიან სხვა ჟურნალისტები? ქართული ფეხბურთისთვის სასიკეთო საქმე რომელმა გააკეთა? 2021 წლის მარტში, კვარაცხელიასთვის განკითხვის დღის და სამსჯავროს მოწყობა იყო მაგ ჟურნალისტების ერთადერთი ამოცანა და თან აბსურდული ბრალდებებით, ისეთით, თვითონვე რომ შეირცხვინეს თავები და სხვა არაფერი მისია არ ჰქონიათ? თუ რამის თავი აქვთ, მართლა რეალური პრობლემები ეძებონ და დაადგნენ თავზე კრიტიკული შეკითხვებით ყველა ზემდგომს, ვისაც ეგ საქმე ეხება. წაგებული თამაშის მერე რომ ილანძღებიან და ღლიცინებენ, ის ჰგონიათ ჟურნალისტობა და სასიკეთო საქმის კეთება სპორტისთვის? ხოდა სანამ რეალურ პრობლემებზე არ ამოიღებს არავინ ხმას და სანამ მიკერძოებულად მოხდება ადამიანების ამორჩევა, გალანძღვა ან ქება-დიდება, მანამდე ასე იქნება ეს სფერო დაქცეული და ათწლეულში ერთხელ ინდივიდუალურად ნიჭიერი ადამიანების იმედზე, ვისაც საბოლოოდ ისევ თვითონვე გამოვუყვანთ წირვას.
თენგო
აშკარად, ვგრძნობ მჯერა, რომ ჩვენ ბიჭებს შემტევი ლამაზი ფეხბურთი შეუძლიათ. დირიჟორი ვერა ყავს, ცუდად ურევს!
თენგო
ჩვენი მწვრთნელი ორიენტაციაზე შემოწმებულია? თუ იქითაა, აშკარად გამყიდველი!
Levani
ხო-ეგ ცალკე თემაა. სულ მგონია რომ ნაკრები შეიკრიბება და ითამაშებს კარგ ფეხბურთს,შემტევი შემადგენლობით. არადა ყველა მწვრთნელის ხელში ერთია. ერთი საათით ადრე -"საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დასახელდა" 7-2-1 ასე ათამაშებს ყველა მწვრთნელი,გინდა კობიაშვილი იყოს ფედერაციაში და გინდა დომენტი სიჭინავა.საერთოდაც 1994-2002 წელი იყო სიმპათიური გუნდი,მერე სულ სვარკაა
zaza
ეს კაცი ბაიერნში და საფრანგეთის ნაკრებში თამაშობდა არ იცის დავიჯერო , რომ ადამიანი , რომელიც ვერ მოძრაობს , ვერ დარბის , ფეხბურთს ვერ ითამაშებს ?!!!თუ იცის , მაშინ კვეკვესკირი , კვირკველია , კაშია ( ეს მაქსიმუმ სკამზე ჯერ ) ძირითადში რომ ყავს და ვერ ელევა , რა ტაქტიკით ? ესპანეთთან რო აკეთებდა ექსპარიმენტებს , ფეხებზე ეკიდა ის თამაში , ან მთლიანად შესარჩევი თუ რას ფიქრობდა ? ერთა ლიგიდან გასვლას დაცვით ( ისიც არაფრის მაქნისით ) აპირებს და პენალტების იმედად თუ რა ხდება ? გყავდეს კვარაცხელია , მიქაუტაძე , ბუდუ , ჩაკვეტაძე და შეტევაზე არ ფიქრობდე შეიძლება ? ვინ აყენებს ,,სასტავს" ეგეც საკითხავია . ეს ყოფილი , დიდი დინამოელები არც ისეთი ბებრები არიან , რომ ლაპარაკი არ შეეძლოთ და რას დადუმებულან ? ან , ამდენ კომენტარს არავინ კითხულობს თუ შტერები ჰგონიათ ყველა , ვისაც ფეხბურთში არ უფაფხურია ( სხვანაირად ვერ ვიტყვი ხიზანას , მუჯირის ,დვალიშვილის და ეგეთი დონეების თამაშზე ქართული ფეხბურთის ისტორიიდან გამომდინარე )? მართლა ნაცარს გვაყრიან თვალებში და ეგაა .
მიდი კვარა, მიაწექი
ყველამ თავისი საქმე უკეთ იცის, მარა, ნეტაი , რომელი გულმხურვალე მიდის სტადიონზე...
Levani
ევროპაზე რა გვინდა რო გავიდეთ? ანუ თუ ვერ გავალთ ესეიგი არ ყოფილა იქ ჩვენი ადგილი. გუნდი რომელიც ვერ გადის კვალიფიკაციას სამართლიანად არ თამაშობს ფინალურზე
მწვრთნელი
ქეცბაია ნიჩიას გაუგორებს სანიოლს და იფიქროს მერე რამდენიც უნდა!
Givi
სანამ დაცვის ცენტრი და საყრდენი ზონა არ დალაგდება არაფერი შეიცვლება, ფეხბურთი მაქედან იწყება დღეს და მარტო შემტევი ფეხბურთელებით ფონს ვერ გახვალ...
ქორ-პარიკმახერი
პესიმისტური განცხადებაა, რეალისტურ ფერებში! ან პირიქით, რეალისტური-პესიმისტურში! ვისაც როგორ გინდათ ;-)
დათი
რეალურად შევაფასოთ სიტუაცია: ვერ გავალთ სავარაუდოდ ევროპაზე ვერც მეორე ვარიანტით: ვერ მოვუგებთ ამ ეტაპზე ვერც საბერძნეთს, ვერც თურქეთს, ვერც ლუქსემბურგს და ვერც ყაზახეთს. სამწუხაროდ არ გვყავს არც ფეხბურთელები, არც მწვრთნელი და არც ფედერაცია კვალიფიციური: -სანიოლს ცხოვრებაში არასდროს მწვრთნელის რანგში არაფერი არც მოუგია და როგორც მწვრთნელი საფეხბურთო სამყარო მას არ იცნობდა და ჩვენ გავხადეთ მწვრთნელი: -ფედერაციაში ხელმძღვანელები გაზულუქდნენ, გასუქდნენ (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) და თავისი საქმე უკვე გააკეთეს: მოიხვეჭეს და მოიწყვეს ცხოვრება; -ფეხბურთელები: არ გვყავს ჩვენ იმ დონის მცველები თუნდაც ცხადაძე და შელია, რომ იყო; იმ დონის ნახევარმცველები როგორიც ქინქლაძე, ჯამარაული და ნემსაძე იყვნენ, არც არველაძეების და ქეცბაიას დარი შემტევები გვყავს: - ჩაკვე რაც არი ვნახეთ უკვე, მორჩა მისი წინსვლა;- მიქაუტაძე, რაც არის გამოჩნდა აიაქსში, ტიპზე ამბობენ ელემენტარული კომბინაციის გათამაშება უჭირსო; ზივზივაძის/ბერიძის/კიტეიშვილის/ალთუნაშვილის/მამუჩეიშვილის/კვეკვესკირის/გოჩოლეიშვილის/აბურჯანიას და ა.შ დონეზე გთხოვთ არ ვიკამათოთ- საშუალოზე დაბალი დონის ჩვეულებრივი ფეხბურთელები. ერთი კვარაცხელია კი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. უახლოეს მომავალში ჩვენი საბალეიშიკო იქნება კვარაცხელია, სამწუხაროდ სხვა პერსპექტივა არ გვეჯღანება!
simartle
ვაისი? კარგა ხანია შეიცვალა და ამას მაინც სჯობდა, საჭირო მწვრთნელი რომელიც გუნდს ფეხბურთს ათამაშებს და მოედანზე შიშით გასვლას მოუხსნის.
მეზღვაური
2020 წელს დაწერე ეს კომენტარი და ახლა გამოაქვეყნეს? :დ
ლექხო
თუ გვინდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ვაისი სერიოზული კვალიფიკაციის მქონე მრწვთნელით თორემ მერე ძალიან გვიან იქნება. ძალიან გვიან,
ლადო
მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი,არც ახალი თაობის იმედი არ მაქვს და არც ძველი თაობის!!!
იბერია
სანიოლის ბოლოდროინდელ აზრებს თუ გავყვებით სავარაუდოდ გუნდი აქცენტს დაცვიდან თამაშზე გააკეთებს და შეეცდება მეტოქეს პრობლემები კონტრშეტევებზე შეუქმნას ამგვაროდ მოემზადოს მომავალ წელს გასამართ საპლეიოფო მატჩებისათვის. -ეს ლაითად რომ ვთქვათ, ხოლო ურბანულ/ქალაქურ/რეალურად მოედანზე ვიხილავთ უფანტაზუო ჩაჯვით მორბენალ "გუნდს" რომელსაც გუნდის საერთოდ არაფერი არ სცხია და რომელიც ვერც დაცვაში ვარგა და ვერც წინ თუ სეტანტასეტე ხასიათზე არ არის (ვაგლახ, რომ მასაც ბოლო დროს უხასიათობა დასჩემდა) სამუშაო მართლაც ბევრია კვარას გადაუგდეთ რამეს იზავს. ეგრე არ გამოდის. არც კობი ბრაიანტია და პახოდუ, არც კალათბურთი. მარტო მონდომება და ჯიგარი კი არა ცოტა აზრი და ტვინი უნდა დაატამოთ ყველაფერს და არა მარტო თქვენ მთელ საფეხბურთო როგორც იტყვიან - თემს ეხება და იდუოტობებს ნუ ბჟუტურობთ ხალხი ყველაფერს ხედავს და ყველამ ყველაფერი იცის ვინ რუთი სუნთქავთ. როგორც ჟოზე იტყოდა - რისფექტ, რისფექტ, მოდით ცოტა გონს
lsd
ასე თქვეს ჩქარა დარბიანო..
las
რათქმაუნდა მაქსიმალურად ახალი მოთამაშეები უნდა მოისინჯნონ. ჩაკვეტაძე აუცლებლად ძირითადში და ალბათ მოედნის ცენტრში. ფაქტია ცენტს შემქნელი კრეატივი ჭირდება და ჩაკვეზე უკეთესი არ გვყავს. რავიცი ძველი გვარდიას პესიმისტურად უყურებ. როგორ წარმოგიდგენიათ რომ გავიდეთ ევროპაზე ამ ნაფტალინით უნდა წავრსდგეთ? :)
მურთო
ტაილანდებს, მონღოლებს და მსგავს ნაკრებებს რომ ვეთამაშებით ამხანაგურებს, მაგიტომაც მიდის წინ ნაკრები!!!
XXX
რა ტაილანდი, არ გრცხვენიათ? ჩემი უბნის ბიჭები გადავუვლით მაგათ :))))
მიხო
ჰო, ნამდვილად ისეთი "სერიოზული" მეტოქე კვყვავს რომ თავსატეხი ბევრი გვექნება
Vos
დღეს წერტილისხელა გიბრალტარი უელსს ეთამაშება
ჟორა გაბრიჭიძე
მიუხედავად 35 წლიანი მცდელობისა ჩვენი ნაკრები ვერცერთ ოფიციალურ ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, ამიტომ ხომ არ გვეფიქრა აზიის ფედერაციაში გადასვლაზე და იქიდან აზიის ჩემპიონატზე და მსოფლიოზე მოხვედრა
ზურა
30 წელი ერთი და იგივეს ვუყურებთ, აბსოლიტურად ერთნაირი სიტუაცია. ერთი შანსი ერთა ლიგაა, იმედია საბერძნეთი და თურქეთი ჯგუფიდან გავლენ, მაგის გარეშე შანსი მინიმალურია. მთავარი უბედურება კი ის არის, რომ დამნაშავეები მხოლოდ მწვრთნელები გვყავს, თორემ ფედერაცია ყოველთვის "ყველაფერს" აკეთებდა!!! არა და ყველა ფედერაციას ქონდა დრო, ბოლო ორს(სიჭინავა,კობიაშვილს) რესურსებიც, რომ რამე წინსვლა გვქონოდა. ის მაინც ვიცოდეთ რომ უდაბნოში დავდივართ და 7 წელი დაგვრჩა აღთქმულ გუნდამდე:)))
გიორგი
ქარავანი ხრამისკენ მიემართება.
გიორგი
ბოიკოტი ფედერაციასა და ვაი-მწვრთნელებს.
ციციკორე
აზრი რა აქვს? ტაილანდთან და მონღოლეთთან, 10-0 რომ მოიგო, კაი, 5 დღე იბაქიბუქებ, მერე? შეხვდები ძლიერ ნაკრებს და ჩაგახედებს სარკეში.
გიორგი
ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!
Givi
მთავარი ნაკრები მესმის პრიორიტეტია, U21 ნაკრებზეც მოიძიებ ინფორმაციას, მაგრამ ხვალ U17 ნაკრები იწყებს შესარჩევს და არცერთ საიტზე თვით ფეხბურთის ფედერაციის საიტზეც კი არ მოიპოვება ინფორმაცია ან რა შემადგენლობაა ან ვის ვეთამაშებით, რომელ საათზე და სად??? გასაოცარი ფაქტია მითუმეტეს საქართველოში ტარდება როგორც ვიცი და რათქმაუნდა ტრანსლაციაზე ხომ ზედმეტია ოცნება, როგორც ბნელ 90 ში ხდებოდა ალბათ მეორე დღეს გავიგებთ რა შედეგით დამთავრდა თამაში...
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ