საქართველოს ნაკრებმა ერთი თვის პერიოდში ჯერ ანტირეკორდი (ესპანეთთან 1:7) დააფიქსირა, შემდეგ კი - რეკორდული (ტაილანდთან 8:0) გამარჯვება. მეტოქე რომ სუსტი იყო, ვიცით, ამიტომ ამ მატჩიდან სწორი დასკვნების გამოტანაა საჭირო, სარგებელი რომ მოვიღოთ და არა პირიქით, ცუდი სამსახური გაგვიწიოს.

მსგავსი ტიპის მოგებებს თავისი დანიშნულება აქვს. ასე რომ არ იყოს, გრანდები ამხანაგურად მხოლოდ ერთმანეთში ითამაშებდნენ. არ ვიცით, რა ამოძრავებდათ მაშინ, როცა მოწინააღმდეგე შეირჩა, ამჟამინდელ ვითარებაში კი ხასიათზე მოყვანის და სტატისტიკის გაუმჯობესების გარდა, "ერთა ლიგიდან" მონიჭებული პლეი-ოფის გზაზე ბევრს ვერაფერს შეგვძენდა. საკუთარ ძალებში ზედმეტად რომ დავრწმუნდეთ, ამის საფრთხე რეალურია...

რადგანაც ასეთი შეხვედრის განხილვისას, გამოსაფხიზლებლად კი, ნეგატივზე ჩაჭიდება რთულია, დადებითი პასაჟები გამოვყოთ. საქართველოს ნაკრებმა ორი ფორვარდით ითამაშა და ზურიკო დავითაშვილი ამ როლში მშვენიერი იყო. ნაკრებში, განსაკუთრებით, ძლიერი გუნდების წინააღმდეგ, ის ნახევარდაცვას აქტიურად ეხმარებოდა, კართან ახლოს კი მოძრავი, მებრძოლი, მწვავე და შედეგიანი იყო. მონღოლეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ სანიოლმა ნორვეგიასთან თითქმის ყველა მოთამაშე შეცვალა. ახლაც ვშიშობთ, რამე მსგავსი არ ვიხილოთ და თუნდაც ასე სუსტ მეტოქესთან აღმოჩენილი თუ შეძენილი უნარები განვითარების ნაცვლად, დავკარგოთ. გიორგი ჩაკვეტაძეზე არაერთი მსჯელობა გვქონდა, რომ არსებულ ტაქტიკაში მისთვის ადგილის პოვნა რთული იყო, რადგან მარცხნივ კვარაცხელია თამაშობს, "ჩაკვეს" ადგილი საყრდენი ზონა არაა, სანიოლი კი გამთამაშებლით არ გამოდის. ტაილანდთან ჩაკვეტაძისთვის იდეალური ადგილის ძებნის წარმატებული მცდელობა ვნახეთ, ის ორ ფორვარდსა და ნახევარდაცვას შორის მოძრაობდა, რამდენიმე მწვავე პასი გააკეთა, ორჯერ კი პარტნიორებს გაატანინა (ერთხელ კუთხურიდან). ვნახოთ, რა იქნება ცოტა უფრო უკეთეს ნაკრებთან, თემურ ქეცბაიას კვიპროსთან. აქაც იმავეს გავიმეორებთ, არ ვიცით, ფრანგ მთავარ მწვრთნელს რა მონახაზი აქვს, ტაილანდთან ხომ კიტეიშვილსა და კვეკვესკირს საერთოდ არ უთამაშიათ. ძველი გამოცდილებით, ისინი სასტარტოში ახლა უნდა მოვიაზროთ, კიტეიშვილი ნამდვილად მშვენიერ ფორმაშია, რასაც "კვეკვეზე" ვერ ვიტყვით.

ნახევარდაცვა განვიხილეთ და მიუხედავად იმისა, მოწინააღმდეგის დონიდან გამომდინარე, შეფასებას რომ ვფრთხილობთ, გიორგი ქოჩორაშვილის ბრძოლიუნარიანობას, აზრიან თამაშს და ტაქტიკასთან კარგად ადაპტირებას გამოვყოფთ. ტაილანდელთა მწვრთნელი პრესინგს კი გვიანონსებდა, მაგრამ მეორე ტაიმამდე მათ ეს საქმე არ გამოსვლიათ და ასეთ დროს ჩვენ ნახევარდაცვას ბოლომდე ობიექტურად ვერ შევაფასებთ. სანდრო ალთუნაშვილსაც აშკარა პროგრესი აქვს, ფიზიკურად ძლიერი, მოძრავი და პასის კულტურაში უფრო დახვეწილი გამოჩნდა, ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი "ასისტი" გაუკეთა.

რაც შეეხება "კვარას", სანიოლმა თქვა, რომ მასთან გარკვეული ეპიზოდები განიხილა და ეს კარგია. შესაძლოა, როგორც მწვრთნელი, ვილი არ მოგვწონდეს, მაგრამ ის საფრანგეთის ნაკრებსა და "ბაიერნში" დიდი ფეხბურთელი იყო და მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. კვარაცხელიას ვარსკვლავური სენი ნამდვილად არ შეყრია, მაგრამ ასეთი ხასიათის მატჩებში მისი კალიბრის სპორტსმენს პუბლიკაზე თამაში სჩვევია. ამიტომ ვერ გაიტანა მან მეორე გოლი, როცა ყველაფრის გაკეთება შეეძლო და მეკარეზე ეფექტურად გადატარება მოინდომა. ხვიჩამ კარგი გაიტანა, რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი გვაჩუქა და ყველანაირად ეცადა, ბუდუ ზივზივაძე მინდვრიდან "მშრალად" არ გასულიყო, რაც სამწუხაროდ, არ გამოუვიდა.

ვინც მშრალი და ცუდი პერიოდი დაძლია, ეს გიორგი მიქაუტაძეა. საკმაოდ დიდი ხანი გავა და ამ რეკორდს "საფრთხე" არ დაემუქრება, ერთ მატჩში 4 გოლი ტაილანდზე სუსტ გუნდებთანაც რთული იქნება. მიქაუტაძეს გაუმართლა, რომ სასტარტოდან მან დაიწყო, რადგან პირველივე წუთებიდან ძალიან აგრესიულად შევუტიეთ. სანიოლმა "ჟორჟს" მოუწოდა, რომ "აიაქსში" თავის შანსს დაელოდოს და შესაბამისად გამოიყენოს.

ახლა უკვე კვიპროსელებზე ვფიქრობთ, მათთან სხვა სტილის დაპირისპირება იქნება. ერთხელაც გავიმეორებთ, იმედია, სანიოლი ამ მატჩში მიღებულ ბენეფიტებს უფრო სრულყოფილს გახდის და ისევ მთელი გუნდის ცვლილებას არ ვნახავთ. მაგალითად, ძალიან გვაინტერესებს, ივა გელაშვილი ოფიციალურ მატჩში თავს როგორ წარმოაჩენას, მომავალში ის დაცვის მთავარ ღერძად წარმოგვიდგენია; გარკვეულ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. მაგალითად, ირაკლი აზაროვმა "მოახერხა" და ასეთი შეხვედრის ბოლოს გაფრთხილება მიიღო. ის ადრე უზბეკეთთან ემოციებს აჰყვა, ამის გამო გააძევეს და მწვრთნელს ერთგვარად დასჯილიც ჰყავდა. ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, აზაროვი ახლა კარგ ფორმაშია, კვიპროსთან მისგან ბევრს ველით, მსგავს თემებზე დაკვირვება კი მთელ გუნდს მართებს. თემურ ქეცბაია ეცდება, პირველი ქულა თბილისში მოიპოვოს და ამისთვის უფრო მეტი დაგვჭირდება, ვიდრე კვიპროსელებთან სტუმრად გავისარჯეთ!..

Spain
ტაილანდელები ძაან საყვარლები არიან. მაგათი საფეხბურთო გვერდი ვნახე და კომენტარები ვთარგმნე. კვარას ფოტო ედოთ და მსოფლიო დონის ფეხბურთელმა პატივი დაგვდო და ითამაშაო წერდნენ. თავიანთ ნაკრებსაც როგორ პატივისცემით იხსენიებდნენ გამიკვირდა. რამდენი რამე გვაქვს სასწავლი კიდე
ბესო
32 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს, 2 წელიწადში ერთხელ გვეძლევა იმის შანსი, რომ დიდ ტურნირზე მოვხვდეთ და ეს დღემდე ვერ შევძელით. სახლშიც კი წავაგეთ ჩრდილოეთ მაკდეონიასთან!!! არა და ალბანეთი აი უკვე მეორეჯერ მოხვდება ევროზე!!! სირცხვილია უბრალოდ.... ამათი იმედი პლეი-ოფებზე 2024-ის მარტში მე არ მაქვს. სასწაული თუ მოხდება და რაღაცნაირად გავძვრებით. მაგრამ ამ ვაი ფეხბურთელებით, რომლებსაც სირბილი არ შეუძლიათ (ან ეზარებათ) და თანამედროვე ფეხბურთს (ტემპი, პრესინგი, ხარისხიანი კომბინაციები, ჭკვიანი შეტევა) ვერ თამაშობენ, ევროზე არაფერი გვესაქმება...
ანაგელი
დღეს თანამედროვე ფეხბურთში ფიზიკა უმთავრესია, თუ ამას მივაღწევთ შედეგიც დაიდება. ჭკუა და ტეხნიკა ქართულ ფებურთს არასდროს არ აკლდა. მოვამზადოთ ბავშვები ფიზიკურათ და მენტალურათ .გამარჯვება მოვა, მე ამის იმემაქვს.
ანაგელი
დღეს თანამედროვე ფეხბურთში ფიზიკა უმთავრესია, თუ ამას მივაღწევთ შედეგიც დაიდება. ჭკუა და ტეხნიკა ქართულ ფებურთს არასდროს არ აკლდა. მოვამზადოთ ბავშვები ფიზიკურათ და მენტალურათ .გამარჯვება მოვა, მე ამის იმემაქვს.
Las
რა ვთქვა. სანიოლას არჩეული აქვს გზა. ეს არის ძველი ვითომ გამოცდილი სასტავი. რომელმაც დღემდე ვერაფერს მიაღწია და სავარაუდოდ ამ მიხრწნილობაშიც ვერაფერს იზამს. რა აზრი ქონდა ამ ამხანაგურს. ვინც კარგი შთაბეჭდილება დატოვა არ მოიაზრებს ძირითადში. არც ჩაკვეს. არც ლოჩოს. არც საბას.
კახა ქ.
ხასიათის გამოსაკეთებლად ჯობდა მთელ გუნდს კარგი კომედიისთვის ეყურებუნა ერთ ჭიქა შავ ღვინოსთან ერთად, ვიდრე ამათთან ეთამაშათ. აქედან ნახევარზე მეტი არ ითამაშებს კვიპროსთან.რაც შეეხება თამაშს--1:1 მგონია.(ყოველ შემთხვევაში კიპრელები გაიტანენ ბურთს)
Davit
თუ თურქეთი , ლუქსემბურგი და ყაზახეთიც შესარჩევიდან გავიდნენ ჯგუფიდან ჩვენ ერთა ლიგაზე ვის შევხვდებით ნახევარ ფინალში და თუ გავედით ფინალში ?
magari
აი სარგებელი როგორ უნდა მიიღო ეხლა გასწავლით კაროჩე უნდა წახვიდე მასაჟის სალონში)).xx
ლევან კუტალია
ტაილანდს მე 5ს გავუტანდი
Levani
რა გახდა ერთი კარგი ცენტრალური ნახევარმცველი კიტეს რო შეუწყვილდეს. ეს კვეკვე რით ვერ მოვიცილეთ.
თენგაბი
ჭადრაკის სახელმძღვანელოში წერიაო, თუ გინდა თამაში ისწავლო, ეთამაშე შენზე ძლიერს.ფეხბურთის ფედერაციაში ეს უნდა იცოდნენ, მაგრამ, მეც ამის ეჭვი მიჩნდება, რომ მათ ურჩევნიათ გამარჯვების და წინსვლის ყალბი ილუზიები შექმნან და ამით ფედერაციაში ფუნქციონირების ვადა გაიხანგრძლივონ, ვიდრე ნაკრები რეალურად გაძლიერდეს, მაგრამ გულშემატკივარს ვერ მოატყუებ. ისე სახალისო ბურთაობა გამოვიდა, შვილიშვილები გაერთნენ
ესკიმოს უშანგის
ნაცო! შენნაირებს ომი მართლა უნდათ.
გიორგი
როგორც ყოველთვის საქმიანი და საქმის ცოდნაზე დაფუძნებული სტატიაა, ზომიერების დაცვით, სადღერგრძელოების გარეშე. ესე გააგრძელე.
ადოლფ ჰიტლერი
ოსვენციმში ვაკანსია მაქვს
ამაზე ყურადღება მხოლოდ ამ ავტორმა გაამახვილა და მადლობა
გარკვეულ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. მაგალითად, ირაკლი აზაროვმა "მოახერხა" და ასეთი შეხვედრის ბოლოს გაფრთხილება მიიღო. ის ადრე უზბეკეთთან ემოციებს აჰყვა, ამის გამო გააძევეს და მწვრთნელს ერთგვარად დასჯილიც ჰყავდა. ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, აზაროვი ახლა კარგ ფორმაშია, კვიპროსთან მისგან ბევრს ველით, მსგავს თემებზე დაკვირვება კი მთელ გუნდს მართებს.
ნაურუს პრეაიდენტი
სანიოლი 2030 წლამდე.
ესკიმოსი უშანგი
აბა ომი გინდათ?
რუსთავი
თურქეთს ან ალბანეთს ან სხვა გუნდებს შეხედეთ ბრდღვნიან ყველაფერს , ამ მოყვარული მწვრთნელით შანსი არ გვაქვს. თურქეთი რომც აგვცდეს და ლუქსემბურგს მოვუგოთ, ყაზახეთი დაგვანგრევს
გიორგი
ამ თამაშის ერთაედრთი მიზანი სანიოლის მწვრთნელად დატოვებაა. საფეხბურთო მაფიას სურს ყველაფერი ისე გაგრძელდეს, როგორც აქამდე. ქართული ფეხბურთის ბედი ამათ არ ანაღვლებთ. ფულის ქაფვა გაგრძელდება.
მწვრთნელი
კაია ოპტიმიზმი, მაგრამ არა ასეთ სიტუაციაში, როდეცაც სანიოლი მთლიანად აჭრილია და რას უნდა ველოდოთ შემდეგ თამაშებში არავინ არ იცის! არადა ნოემბერში შოტლანდია ჩამოდის და ესპანეთში მივდივართ! გაზაფხულზე კიდევ ერთა ლიგის ფინალური თამაშებია! კი კაია 8-0 ხასიათის გამოსაკეთებლად და რეკორდების დასამყარებლად, სხვა არაფერი!
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
"გაცილებით დაბალ დონეზეა, ხვიჩაზე ეს ამას არ ამართლებს..." - რას წერენ პსჟ-ის ფანები კვარაცხელიას შესახებ "მონაკოსთან" მატჩის შემდეგ
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლის კაპიტულაცია
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია