საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის დაძლევის შანსები ოფიციალურად დაკარგა. ევროპის ჩემპიონატზე თამაში "ერთა ლიგიდან" მიღებული პლეი-ოფიდან შეგვიძლია. რადგანაც ვილი სანიოლის გუნდს C ლიგაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა, ნახევარფინალურ მატჩს საკუთარ მოედანზე, თანაც ამავე ლიგის ყველაზე სუსტ ნახევარფინალისტთან ჩაატარებს. სავარაუდო მეტოქეებში ცვლილებები მოხდა.

"ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულები, ჩვენ გარდა, თურქეთის, საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებები გახდნენ. ჩვენი მეტოქეები ყაზახები უნდა ყოფილიყვნენ. რადგანაც თურქები ევროპირველობაზე შესარჩევი ეტაპიდან გავიდნენ, უდიდესი ალბათობით, "ერთა ლიგაზე" ისინი ლუქსემბურგელებმა ჩაანაცვლეს. შესაბამისად, ისინი გახდნენ ყველაზე ნაკლებრეიტინგული ნახევარფინალისტები და მარტში თბილისში მათ ვიხილავთ.

შესარჩევი ეტაპის დაძლევის თეორიულ შანსს საბერძნეთის ნაკრებიც ინარჩუნებს, მაგრამ ეს უფრო ფანტასტიკის სფეროდანაა. ბერძნებს ბოლო მცდელობა უშუალო კონკურენტ ნიდერლანდებთან ჰქონდათ, თუმცა (0:1) დამარცხდნენ. იმის შესაძლებლობა, რომ საბერძნეთის ნაკრებმა "ერთა ლიგის" ნახევარფინალში ყაზახეთი დაამარცხოს და ფინალში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდეს, საკმაოდ დიდია. მოგეხსენებათ, ფინალის მასპინძლის ვინაობა წილისყრით ირკვევა. წინა ეტაპზე ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთან გაგვიმართლა და გადამწყვეტ მატჩს ვუმასპინძლეთ.

ზედმეტი მოლოდინები რომ არ შევიქმნათ, "ერთა ლიგის" ნახევარფინალში მყოფი გუნდები შესარჩევი ეტაპის დასაძლევად ბოლომდე იბრძოდნენ, რაც ჩვენს შემთხვევაში არ მომხდარა. მიზერულ თეორიულ შანსს ლუქსემბურგი ჯერ კიდევ ინარჩუნებს. მე-8 ტურში ისინი სლოვაკებთან დამარცხდნენ და რეალურად, მათ მეორე ადგილისთვის გზა გაუხსნეს.

ლუქსემბურგელებზე, შესაძლოა, ძველი წარმოდგენები გვაქვს, არადა, მათი არაერთი ფეხბურთელი გერმანიაში თამაშობს - "კიოლნი", "მაინცი", "სტ. პაული"... მთავარ მწვრთნელ ჰოლტცს ტაქტიკური მრავალფეროვნება გამოარჩევს, გუნდს 4-4-2 სქემითაც ათამაშებს, 3-5-2-ითაც და 5-4-1-ითაც. დიდი ჩავარდნა მათაც ჰქონდათ, პორტუგალიასთან ორი მატჩის ჯამში (0:15) განადგურდნენ. თანაც ისე, შეხვედრაში, რომელიც 9:0 დასრულდა, რონალდო არ ყოფილა. სხვა მხრივ, გუნდი საკმაოდ ცოტას უშვებს და ჯგუფში ისლანდია და ბოსნია ჩამოიტოვა.

ყაზახეთის ნაკრებთან შეხევდრას ველოდით და მათზე წარმოდგენაც უფრო გვაქვს. ბერძნები მათთან ფავორიტები იქნებიან. საბერძნეთის ნაკრები ჯგუფში ჩვენთან ერთად ცოტა ხნის წინ იყო. მათი ხელწერა არ იცვლება, თითქოს არაფრით გამორჩეული გუნდი გარკვეულ ეტაპამდე წარმატებას ინარჩუნებს. გასვლით მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მშვენიერი გოლი გაიტანა. იქაურ პუბლიკას ის გოლი ისევ ემახსოვრება, შეხვედრა კი ფრედ (1:1) დასრულდა. ბათუმურ დაპირისპირებაში უშანსოდ (0:2) წავაგეთ. ამას კარგი პერიოდი მოჰყვა, ვილი სანიოლმა ტაქტიკა შეცვალა და კოსოვოდან მოყოლებული, წაუგებელი სერია გვქონდა.

ბერძნებს საერთაშორისო ვარსკვლავი არ ჰყავთ, მათი ფეხბურთელები უფრო მეტად შინაურ არენაზე გამოდიან. თუმცა აქ ინგლისის პრემიერლიგელებიც არიან - "ლივერპულელ" ციმიკასს უფრო მეტი იცნობს. ის ნაკრებში შემტევადაც თამაშობს. ასევე, "ვესტ ჰემის" ცენტრალური მცველი მავროტანოსი და მეკარე ვლახომიდოსი, რომელიც "ბენფიკადან" "ნოტინგემში" გადავიდა, თუმცა არ თამაშობს. ბერძენთა ფორვარდი გიაკუმაკისი "ატლანტაში" საბა ლობჟანიძის თანაგუნდელია. ერთ დროს ევროპის ჩემპიონებს სოლიდური მწვრთნელი ჰყავთ, 55 წლის ურუგვაელი გუსტავო პოიეტი, რომელიც გუნდს 4-3-3 სათამაშო სისტემით ათამაშებს.

მარტის დაახლოებითი სიტუაცია აღწერილია. საქართველოს ნაკრები ნოემბერში შოტლანდიას (შინ) და ესპანეთს (სტუმრად) ეთამაშება, ამის შემდეგ კი სანაკრებო ფანჯარა არაა და ის ნაკრებები, რომლებიც პლეი-ოფში არიან, დამატებით ვერ მოემზადებიან. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი ივნისში დაიწყება.

ლევან მაღლაკელიძე.
თურქეტი აგვცდა. ყაზახეთს გასვლის რეალური შანსი აქვს და ალბატ გავა კიდეც და ეგაც აგვცდება, თორე კაი გუნდი ყავს და ან მოვუგებთ, ან არა. დანიას მოუგეს, ფინეტს, ირლანდიას და სლოვენიასაც ალბათ მოუგებს. ვნახოთ. მინდა რომ აგვცდეს, ტორე არ მაქ იმედი. დარჩა საბერძნეთი, რომელსაც ჰოლანდიამ ძლივს მოუგო. 2 პენალტიდან ერთი გაიტანეს და მოუგეს ძლივს და იმედი გაქვთ, რომ საბერძნეთს მოვუგებთ? ეგეც რომ გავიდოდეს, შეიძლება მართლა გაგვიმართლოს. ისე აქვს თეორიული შანსი. საფრანგეტს ქულა აღარ სჭირდება. ისე, ლუქსემბურგსაც ნუ ეხუმრებით.
ქომაგი
ნაკრებს ახლა ქართველი მწვრთნელი ჭირდება რადგან მაგარი თაობაა ნაკრებში ახლა მათ ქართველი მწვრთნელი აათამაშებდა კარგად.ცხადაძე, არველაძე,თუნდაც იგივე ქეცბაია,გეგუჩაძე ჭიაბრიშვილი,სვანაძე, ქართველ მწვრთნელებს მეტი დაფასება და ნდობა ჭირდებათ.სანიოლი კი თავის 5 მცველიან და დაცვითი მქონე ტაქტიკით აგრეთვე უშინაარსო და მოედნის სივრცის მეტოქისთვის გადაცემისთვის თან ისე რომ უბრძოლველად, ბევრს ვერაფერს გახდება, მოკლედ რომ ვთქვათ სანიოლი არ არის კვალიფიციური მწვრთნელი და მისი იმედი არ აქვს ქართველ გულშემატკივარს, იმიტომ რომ ნაკრები მის ხელში ძალიან არასანახაობრივ და უსახურ ფეხბურთს თამაშობს, არადა ძალიან მაგარი თაობა წამოვიდა ძლივს ნაკრებში და ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა მოდის ნამდვილად.
ლაშა
ფინალში დიდი ალბათობით გავალთ, მაგრამ ფინალში იმედია იგივე არ გამეორდება. წინააღმდეგ შემთხვევაში წყალი დაგვინაყია!…
ნიკო
ყველაზე მეტად ფახბურთელების "სამოყვარულო" დონე და საქმისადმი არაპროფესიონალური დამოკიდებულება იწვევს თამაშის დაბალ ხარისხს.
ზურა
100%-ით ვეთანხმები გიორგის - სანიოლის ხელში შანსი არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელების უმეტესობა მაღალი დონისაა. თუ რამის მიღწევა გვინდა აუცილებლად გვჭირდება კახა ცხადაძისნაირი მებრძოლი და კვალიფიციური მწვრთნელი. სანამ დამიწუნებთ კომენტარს, ჯერ ნახეთ რა უქნა გერმანიას გასვლაზე გაცილებით დაბალი დონის ფეხბურთელებით. მითუმეტეს, რომ ახალი დანიშნული იყო მწვრთნელად.(რატომ გაუშვეს და ვაისი რატომ დანიშნეს ვერ ვხვდები).
ირაკლი ქუთაისელი
თუ აზარტით და ჟინით მოენზადებიან და მერე ითამაშებენ ამ კატეგორიის გუნდებთან ყოველთვის უპირატესობა გვექნება. მარტო ჩაკვეტაძე რად ეღირება თუ ოფლის ღვრას არ მოერიდება მატჩებამდე მოსამზადებლად. ხვიჩაზე არაფერს ვიტყვი, ის ყველასთვის პატრუქ მოკიდებული დინამიტივით იქნება.
სანდრო
ადამიანს თუ სურვილი აქვს პატრიოტიზმი გამოხატოს, არსებობს მრავალი ამის შესაძლებლობა: დროშა გადმოკიდოს აივანზე, ქართული წარწერებით მაისური ატაროს, დალაგებული ქართული ენით ისაუბროს და ასე შემდეგ. ფეხბურთის ყურება კი დაკავშირებული არის ფეხბურთისგან სიამოვნების მიღებასთან.საქართველოს ნაკრები მთლად რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდეს, სპორტული და სანახაობრივი თვალსაზრისით რა მნიშვნელობა აქვს? საზიზღარი ხარისხის,წინა საუკუნის 60 წლებში ჩარჩენილი ფეხბურთი, სადაც მოედანზე გამოდიან არა სპორტსმენები ,არამედ ნახევრად პროფესიული "ფუტბოლისტები", რომლებსაც ცხოვრებაში გაუმართლათ და არ უნდა იარონ ყოველდღე ფაბიკასა თუ რაიმე დაწესებულებაში სამუშაოდ. რა შუაშია პატრიოტიზმი ამათი თამაშის ყურებასთან?
რეალობა
განა ვერ ხვდებიან მაგდენს მაგრამ შეგნებულად წერენ მაგ საშინელებებს. რაღაც პატარა ჯგუფია და სხვადასხვა სახელებით არიან.
შახრუდინი
ვკითხულობ კომენტარებს და ისეთ საშინელებებს ვაწყდები რომ რავიცი რა)წინასწარ ვმარხავთ გუნდს და რატომ ხალხნო რატომ!????ამას ფეხბურთელებიც კითხულობენ აქ და იმუხტებიან უარყოფითად!პიროქით დაწერეთ რომ დავბრდღვნით საბერძნეთსაც ლუქსემბურგსაც და ყაზახეთსაც გავალთ აუცოლებლად გავალთ ბიჭებო გვჯერა თქვენი გთხოვთ გვასახელეთ!რა გჭირთ რა რა რა ვართ ეს ქართველები ასეთი ამბიციურები ღმერთმანი!ხვიჩამ რაღაცას მიაღწია უკვე რონალდინიოობას თხოვენ ყველა თამაშში გოლი უნდათ რო გაიტანოს
სიმართლე
ბელგიაში ბოლო, ადამიანების ზოოპარკი თან თუ გინდოდა იყიდდი კიდევაც "ცხოველს ან ცხოველებს", 1954 წელს გაუქმდა. გალიებში გამოკეტილების შთამომავლები ბევრნი არიან ეხლა. დაგუგლეთ და ნახავთ სურათებს
საბურთალო
ყველაზე მაგრად ის არ მესმის, მოხვდი კაცი ნაკრებში ან კანდიდატი ხარ, ივარჯიშე ეხლა მაინც ვირივით, თქვენი სპეციალობა ეგ არის, არა მგონია უმეტესობას რაიმე სხვა სპეციალობა ჰქონდეს, პელე რვა საათს ვარჯიშობდა, არა მგონია მეოთხედს ვარჯიშობდეს რომელიმე ყოველ დღე. თუ ხარ მაგარი უნდა იყო და არა ბემვეს რომ იყიდი და მორჩა, იმუშავეთ და იწვალეთ, შედეგი იქნება, გადააწყვეთ ორგანიზმი ევროპულზე თავადვე............
Givi
ისე სხვათაშორის ტაილანდმა 1-1 ითამაშა ესტონეთში, ასე რომ არც ისეთი სუსტი ყოფილა...სხვათაშორის რეკორდული წაგება აქვთ 0-9 1956 წელს ინგლისთან...
ბექა
ძალიან ცდებით პირველ რიგში მექვაბრიავილია ისეთი რომელიც დარბაზიდან ვერ გამოყავთ ძლაიან მშრომელი ბიჭია
Son1c
ლუქსემბურგთან ალბათ მაინც როგორმე გავათრევთ, ისიც არა გუნდურობით, არამედ კვარას ან დავითაშვილის ხარჯზე, ფინალში საბერძნეთთანაც და ხაზახეთთანაც უშანსოდ წავაგებთ. კანკავას წასვლის მერე ცენტრალური ნახევარმცველი არ გვყავს გუნდში, ევროპაში ალბათ სან მარინოს და ლიხტენშტაინის მერე ყველაზე სუსტი ცენტრალური ნახევარდაცვა ჩვენ გვყავს. ანდორა, მოლდოვა და ეგეთი ნაკრებებიც გვჯობნიან მაგ რგოლში, ჰაილაითებს რომ ვუყურებ პიტბულებივით დარბიან ისენი, ჩვენებს შეხედავ და ყველა ცენტრალური ნახევარმცველი მარფინისტის ვიდზეა მაგათ ან რა უნდა ირბინონ ან ბურთი ვის უნდა წაართვან. 20 წლისები რომ გახდებით ტატუები კი არ უნდა დაიხატოთ დარბაზიდან ვერ უნდა გაგდებდეთ ვერავინ, მექვაბიშვილებს და დინამოს სხვა "ვუნდერკინდებს" ეხებათ პირველ რიგში
Xisti.
სანიოლის და კობიაშვილის ხელში გინდ ლუქსემბურგი ყოფილა გინდ ნაურუ ან ვანუატუ. და საერთოდ რომ გავიდეს საქართველოს ნაკრები მერე წავა ისევ სანიოლის პიარი ეგ წარმატება მაგას მიეწერება რაც სასტიკად არასწორია არაფრით არ შეიძლება. ჯერ რაც აქამდე უკეთებიათ მაგის შერჩენა არ შეიძლება, ყველაფერი გვახსოვს ეგ არაფრით შესარჩენი არ არის ჯერ მაგის გულზე მიიღოს მისაღები სუყველამ და დანარჩენი მერე დადგეს "კეთილდღეობა". სულ ფეხებზე მკიდია ვერაფრით ვერ გაექცევით პასუხისგებას
ირაკლი
საქმე იმაში კი არ არის თურქეთს შევხვდებით, საბერძნეთს, ყაზახეთს თუ ლუქსემბურგს, საქმე იმაშია რომ ჩვენი ნაკრები ვერ თამაშობს თანამედროვე ფეხბურთს. ამის მიზეზი კი უამრავია, დაწყებული ფეხბურთის ფედერაციის კორუმპირებულობით, გაგრძელებული პენსიონერი ფეხბურთელების გამოძახებით, სანიოლის ბუტაფორიული მწვრთვნელობით და ქართველ ფეხბურთელთა უმრავლესობის სამოყვარულო დონით. ასეთი მოცემულობით კი მიზერული შანსია წარმატებას მიაღწიო ნებისმიერ მეტ ნაკლებად ნორმალურ მოწინააღმდეგესთან.
Master-ს
გასაგებია,მადლობა.
შულაია
ხოდა შენ როგორ ითამაშე მოსაგები თამაში ესპანეთთან, რამდენით წააგე-გაგახსენო?? არა და ნიდერლანდები ფიფას რეიტინგით მე-7-ა ესპანეთი კი მე-10-ე საბერძნეთმა კი ნამდვილი ბრძოლა გაუმართა მრისხანე მეტოქეს და ბოლოს გაშვებული პენალტით წააგო,ამასთან თვითონაც ქონდა რეალური შანსი გოლის გატანის-გაცუდებული პენალტი. ასე რომ ბაქი-ბუქი არაფერს მოგვიტანს-საბერძნეთი ერთ-ერთი უხერხული მეტოქეა ჩვენთვის და არასდროს მოგვიგია.....რეიტინით 120 ადგილზე მყოფი კვიპროსის დამარცხებით მაინც და მაინც ნუ გაჯეჯილდებით.
მახო
ორი შანსი გვაქვს . 1) ტაილანდთან თუ გვათამაშებენ და იმ თამაშით თუ გადაწყდება ჩვენი მონაწილეობა... 2) ცალკე რომ ტარდებოდეს რეიტონგით 50 მიღმა ნაკრებებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი - ბოდიში , ახლა, რუსული სიტყვიზა, დაჟე პრიზიორები გავხდებით. საბერძნეთს რაც შეეხება - ჩვენთან შეიძლება ვიწვალოთ, მაყურებლის მხარდაჭერა, ემოცია , რაცხა ასე თუ გავაღწევთ.. იქ თუ მოგვიწია თამაში - რა მოგახსენოთ... რაის ფეხბურთელები გვყავს, ხალხო , კაცურად , დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი??!! არ გვყავს ჩვენ ტურნირის ფინალურ ეტაპზე თამაშის ღირსი გუნდი. სამწუხაროდ, ჩვენი ზოგი ფეხბურთელის კლასი ... პიროვნულად - გადასარევი ხალხია , როგორც სპირტსმენები - საშუალოზე დაბალი დონის.
Master
მასეთ შემთხვევაში სამივე აგროვებს თანაბარ ქულებს და წესდებით მხოლოდ ამ სამთაშორის ურთიერთშეხვედრების მიხედვით დგება პირველ მეორე მესამე ადგილოსნები.შესაბამისად თურქეთს ახლა აქვს 6 ქულა,მოუგო უელსს და ხორვატიას.უელსიც 6 ქულას აგროვებს,თურქეთს რომ მოუგოს ბოლო ტური.ხორვატიას კი აქვს უკვე 4 ქულა,წააგო და ფრე ითამაშა უელსთან და მოიგო და წააგო თურქეთთან.იმედია ნორმალურად აგიხსენი...
დავით 67
თამაშს უყურე საერთოდ? რას ჰქვია გოლი მიიღეს? გოლი პენალტით გაუშვეს.
რაბუ
ბერძნების კი არ გვეშინია, ისევ ჩვენი თავის გვეშინია ფეხები რომ არ აგვიკანკალდეს, როგორც ხდება გადამწყვეტ თამაშებში.
ბესოს
რაში გაგვიმართლა? ლუქსემბურგი გაცილებით რთული მეტოქე იქნება ვინემ ყაზახეთი.
ალექს
ვერაფრით გავიგე თურქეთი უკვე გასული რატომ არის. უელსმა და ხორვატიამ დარჩენილი ორი შეხვედრა თუ მოიგეს უთანაბრდებიან თურქეთს 16 ქულით და შემდეგ წესით ბურთების შეფარდება უნდა იყოს გადამწყვეტი. რა ხდება ვინმე ახსნის?
ბესო
შეიძლება ითქვას ეხლაც გაგვიმართლა და ეს შანსიც თუ ვერ გამოვიყენეთ, მაშინ არაფერი გვესაქმება გერმანიაში!! არც ლუქსემბურგია გრანდი და არც საბერძნეთი! თუმცა გვახსოვდეს მწარე მარცხი საკუთარ სტადიონზე მაკედონიასთან და დიდი მოლოდინი ნუ გვექნება...
ბობი ფიშერი
გაუშვით კაშია,კვირკველია და კვეკვესკირი და ყველაფერს მოევლება,კაშიას შეცდომა ვერ გამოიყენა უკლასო კვიპროსელმა თავდამსხმელა,სხვა არ გვაპატიებს,თან წარმოიდგინეთ,ეს მოხდეს თამაშის დასასრულს(ღმერთმა დაგვიფაროს).
Master
რა გეშინიათ ამ ბერძნების?გუშინ სახლში მოსაგებ თამაშში 80 წუთი თავისი საჯარიმოსთან გაატარეს,მხოლოდ ბოლოს როცა კუმანმა ხავი სიმონსი გაიყვანა,მერე გაბედეს წინ წასვლა და ვითომ რაღაც გაიფაფხურეს,ამ დროს კი დარჩათ სივრცეები და გოლიც მიიღეს.ხავი სიმონსის ეშინიათ და კვარას შიშით ესენი ცენტრს არ გადმოსცდებიან,ერთი ეგაა უხეშები არიან ძაან და ჩაკვეს არ გაახარებენ.მწვრთნელიც ძალიან სუსტი და პრიმიტიული ყავთ.ჯერ ესეც საკითხავია ყაზახეთს თუ მოუგებენ...
გიორგი
სანიოლი-ხიზანიშვილის ხელში შანსი არ გვაქვს.
Irakli
კიბატონო სუსტი არც ლუქსემბურგია და არც საბერძნეთი, მაგრამ გუშინ საბერძნეთი ნიდერლანდების თამაშს ვინც ადევნა თვალი მიხვდება, რომ თუ ამ საბერძნეთს ვერ უგებ ევროპაზე არაფერი გესაქმება. ჩემი აზრით საქართველოს ნაკრები დღესდღეობით ორივეზე ძლიერია და ვალდებულია (თუ ვილიმ არ აურია) ორივე დაამარცხოს და ვითამაშოთ ევროპაზე!
leqso
აბა რაა, შიშით ვეღარ დაიძინებენ ბერძნები მარტამდე, აქადა კვარამ ფიფას რეიტინგით 118-ე ადგილზე მყოფ ტაილანდსა და 120-ეზე მყოფ კვიპროს გოლები გაუტანა და ჩვენ რას გვიზამსოო. არ გვინდა ეს გადამეტებული ბაქი-ბუქი, ხვიჩა ნაკრებში ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელია, რადგანაც სხვა დანარჩენები იმდენათ სუსტები არიან ერთი ხვიჩა ვერაფერს გახლდება-გამორიცხულია. მისი კლასი და ნიჭი შეიძლება მაღალი დონის გუნდში გამოჩნდეს შესაბამისად, ასე იყო ნაპოლი-შიც, როცა გუნდი აწყობილი საათივით იყო კვარაც სასწაულებს ახდენდა. გინდ დაიჯერეთ გინდ არა-ფეხბურთი გუნდური თამაშია და ერთი, თუნდაც სუპერ ფეხბურთელი პრინციპულ თამაშებს მარტო ვერ მოიგებს. გაიხსენეთ ყველა მესის და მასთან მიახლოვებული ფეხბურთელები ვინც ეროვნული ნაკრების რიგებში რაიმე მოიგო მაგარ ნაკრებებში თამაშობენ და იმიტომაც დებენ შედეგს, თორემ მხითარიანიც მაგარია,არც ჰალანდია ხვიჩაზე ბევრად ნაკლები, მაგრამ მათი ნაკრებებიც ჩარჩნენ ჯგუფში-კიდევ ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება....
las
30 წელი საკმარისია ლოდინი. უნდა გავიდეთ დარწმუნებული ვარ. ბორმა რუსების ჯინაზე :)
ჰოო
არც საქართველოა ის გუნდი, ლუქსემბურგს რომ ჩვენი ეშინოდეს. არც ჩრდილოეთმაკედონია იყო ის გუნდი. მოკლედ, ნებისმიერ შეხვედრას უნდა სერიოზული მზადება, ყველა ნიუანსის გათვალისწინებით. მთავარია არ იბლატავო. ჯერ გადხტი და მერე იბლატავე.
G.LA
რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის პლეი ოფებამდე ფანჯარა იქნება თუ არაა? ყველა თამაშს სხვა და სხვა ტაქტიკით ვთამაშობთ. პლეი ოფებშიც გაგრძელდება ექსპერიმენტები ალბათ.
goga
ჯიგარი ხარ. ლუქსემბურგის, საბერძნეთის, ყაზახები რომლებიც აგვცდნენ ასეთი დონის გუნდებთან თუ პირველ გუნდად არ გადიხარ აბა რა ჩემი ფეხები გვინდა ევროპაზე. აგერ ჩრდილოეთ მაკედონია რამდენს მიაღწია ყველას გვახსოვს. იმიტომ რომ ჩვენს საკუთარ მოდანზე ჩამოვიდა მოსაგებად (მეორე გუნდი იყო) და მოიგო კიდეც. ყველასთან უნდა ითამაშო.
ბათუმელი ექსპერტი
პლიუს იმ ტაქტიკის დახვეწა რითიც ბერძნებს (დიდი ალბათობით) ერთა ლიგის ფინალში უნდა ვეთამაშოთ.
მალხაზ ჯობავა
დაიწყეს უკვე, ლუქსემბურგი ესეთია, მაგის ფეხბურთელები იქ თამაშობენ, აქ თამაშობენ, მე ის თამრო აღარა ვარ და ა.შ. რა წუწუნი დაიწყეთ, ლუქსემბურგი ლუქსემბურგია, მაგათი თუ გვეშინია ევროპაზე საერთოდ რა გვინდა? კარგით რააა!
ლაშას
არაა ფანჯარა მარტამდე, იანვარში თუ ითამაშებ, ლეგიონერებს არავინ გამოუშვებს
ლაშა
მარტამდე აუცილებლად გვჭირდება მეტოქეთა დონის ნაკრებებთან ამხანაგური მატჩები! მანამდე კი უმოტოვაციო სკოტებთან და ესპანეთთან ერთგვარი რევანშია საჭირო…
beqa
ძაან კაი გუნდია ლუქსემბურგი
კობი 74
ამ ეტაპზე ლუქსემბურგი ყაზახეთზე ძლიერი მგონია. თუ ევროპაზე თამაშის პრეტენზია გვაქვს ეს მეტოქეები უნდა დავამარცხოთ. იმედი მაქვს წილისყრაში გაგვიმართლებს და ფინალი თბილისში გაიმართბა.
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ