თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდს 8 ნოემბერს ფიბა-ევროპის თასზე მორიგი მატჩი ელის გერმანიის ბუნდესლიგის წარმომადგენელ „გიოტინგენთან“. წინა შეხვედრა, რომელიც 25 ოქტომბერს კვიპროსის „კერავნოსთან“ თბილისში გაიმართა, თსუ-მ ბრძოლაში მოიგო, მანამდე კი გერმანიაში „გიოტინგენთან“ თანაბარ თამაშში დამარცხდა.

ამით იმის დაფიქსირება გვსურს, რომ ევროტურნირზე, რომელშიც XXI საუკუნეში ქართულ კლუბებს მხოლოდ 3 გამარჯვება აქვთ მოპოვებული (ეს „არმიამ“ 2011 წელს მოახერხა), თსუ ღირსეულად ასპარეზობს და ეროვნული ნაკრებისგან შექმნილ დადებით საკალათბურთო იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე ამაგრებს.

5-წლიანი პაუზა, რომელიც საერთაშორისო საკლუბო კალათბურთში საქართველოს ჰქონდა, თსუ-მ დაასრულა და გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ გადაწყვიტა, ძალები ევროტურნირებზე მოესინჯა. ეს ვერ მოხერხდებოდა იმ დახმარების გარეშე, რომელსაც ჩვენი კლუბი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგან და რა თქმა უნდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან იღებს.

მოგეხსენებათ, საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა სხვა მასშტაბებთანაა დაკავშირებული და რომ არა ფედერაციისა და უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში, შემდეგ კი ფიბა-ევროპის თასზე ასპარეზობა წარმოუდგენელი იქნებოდა.

ფინანსურ დახმარებას ყველა ის 39 კლუბიც იღებს, რომლებიც ფიბა-ევროპის თასზე თსუ-სთან ერთად ასპარეზობს, თუმცა, ჩვენი კლუბისგან განსხვავებით, ეს მათი სპონსორებისგან მოდის. ჩვენი კლუბის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც ამ ეტაპზე სპონსორ(ებ)ის მოძიებაა. გუნდს, რომელსაც ეროვნული ნაკრების ის 4 მოთამაშე ჰყავს, რომლებიც 2 თვის წინ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდნენ, ევროტურნირში სპონსორის გარეშე ასპარეზობს.

ჩვენი კლუბის შესაბამისი სამსახურის მიერ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რათა კერძო სექტორის წარმომადგენლები მოგვეზიდა, მაგრამ საქმე დაინტერესების იქით არ წასულა. ვერ გამოიძებნა კომპანია, რომელიც ევროტურნირზე მოასპარეზე გუნდს თუნდაც სასმელი წყლით მოამარაგებდა, საუბარი არაა იმ მსხვილ თანხებზე, რომლებიც საერთაშორისო მგზავრობების უზრუნველყოფას სჭირდება.

გვსურს, ამ განცხადებით ხმა მივაწვდინოთ კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც უყვართ სპორტი, კალათბურთი და თვლიან, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელის გატანა სჯობს წლობით ვაკუუმში ყოფნას და ქართული კლუბების ერთ წრეზე ტრიალს. ჩვენი კლუბი მზადაა, ითანამშრომლოს კომპანიებთან, რომლებსაც თუნდაც მცირედით შეუძლიათ დახმარების ხელი გამოგვიწოდონ ქართული კალათბურთის სახელის ევროპულ ასპარეზზე წარმატებით გასატანად.

Zviads
სამწუხაროდ ქართულ ბიზნესს არ მომერიდება და ვიტყვი სამშობლო არ უყვარს, მაგალითად, 2 წლის წინ მთლიანი ბიზნესის მოგება საქართველოში იყო 7 მილიარდი, და რამდენი იყო ქველმოქმედება ვინ იცის? -ნოლი. მეორე მაგალითი, ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესი, ალბათ ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდი, 120 მილიონით წლიურ მოგებაზე, და თხოვეს რომ რეგიონში 5-10 % დატოვე, ან სპორტი დააფინანსე, ან სახვა რამე, და პასუხი, გვკიდიაო.. აი ესაა სამწუხაროდ ქართული ბიზნესი.. გუშინ ბანკების მოგება გამოქვეყნდა 9 თვოან ჭრილში, 2 მილიარდია წმინდა მოგება ჯამში, მაგათაც კიდიათ (თუმცა ძირითადად უცხოელები არიან მეწილეები და ეგ ფული გარეთ გადის, მამენტ გვძარცვავენ, ხარკია რა) აი ესაა რეალობა...
ლაშა
დიდი ბიზნესმენები, სახელმწიფო ტენდერების მომგებები თუ სარფიანად მიწის ნაკვეთის ადგილმომნაცვლეები არიან ერთ მისამართზე-პარლამენტში! 1-ტრანსპორტით, გადაჯდომის გარეშე შეგიძლიათ მიაკიტხოთ თსუ-დან პარლამენტამდე...
ლუკა
სპორტსა და კულტურაში ფულს თითქმის არავინ ხარჯავს. სპონსორები თითზე ჩამოსათვლელია და მათი ნაწილიც ისევ სახელმწიფოს ჩარევით და თხოვნით იმეტებს მცირე თანხას. სახელმწიფოს მხარდაჭერა და დაფინანსება რომ არა, სპორტული ფედერაციები საერთოდ არ იარსებებდნენ. არათუ საერთაშორისო ტურნირებში მიიღებდნენ მონაწილეობას, ეროვნულ ჩემპიონატებსაც ვერ ჩაატარებდნენ. სპონსორები არ არსებობენ და უამრავი მცდელობის მიუხედავად, გუნდებს არ აფინანსებენ. თუ ვინმე რაიმეს იხდის, მინიმალურია. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს არ ეხალისება სპორტული კლუბების და სპორტსმენების დაფინანსება, მაგრამ როდესაც სხვა გზა არ არის და არც პერსპექტივაში სჩანს, მათ შენახვას საკუთარ თავზე იღებენ. ვიღაცას ჰგონია, ბანერებზე, ან სპორტსმენების მაისურებზე წარწერებისთვის სპონსორები დიდი თანხით ეხმარებიან. არა, ეგ წარწერა უმეტესად, მთელი წლის განმავლობაში 5, ან 10 ათას ლარიანი დახმარების სანაცვლოდ კეთდება. მოკლედ, ის შედეგები, რასაც სპორტსმენები აღწევენ და გულშემატკივრებს გვახარებენ, ძირითადად სახელმწიფოს დაფინანსებით ხდება და სპონსორების წილი ძალზე მცირე, ზოგჯერ კი საერთოდ არ არის.
ქომაგი
ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს რომ კლუბის მენეჯმენტი არი ნულის ტოლი!
იბერია-ს
საქართველოში სპორტს სახელმწიფო რომ არ ეხმარებოდეს და ზოგს მთლიანად არ ინახავდეს, სახეობების მინიმუმ 50% საერთოდ გაქრებოდა. ეს ადამიანები კალათბურთზე საუბრობენ, რომელიც მსოფლიოში პოპულარობით სპორტის მე-2 სახეობაა და ევროთასებზე კი არა, სამინისტროს და ფედერაციის გარეშე საქართველოს ჩემპიონატშიც ვერ იასპარეზებდნენ. რაღა შორს წავიდეთ, კალათბურთის ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და სახელმწიფო რომ არ დახმარებოდა, იაპონიაში ვერც წავიდოდნენ. სახელმწიფო დაფინანსების გაუქმების, დანადაფინანსების და გარკვეული პროცენტების შესახებ მსჯელობა ადრეც მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ სპონსორების მოძიება შეუძლებელია. უბრალოდ, სპორტში ნორმალურ თანხას არავინ დებს. პრინციპში, ბაზარზე იმდენი დიდი კომპანიაც არ არის, თუნდაც სურვილის შემთხვევაში, სპორტის სხვადასხვა სახეობებს, სხვადასხვა კლუბებს საკმრისი სპონსორობა გაუწიონ. ასე რომ, საქართველოში, სახელმწიფოს დახმარების გარეშე სპორტის არსებობა შეუძლებელია და რაიმე პერსპექტივა არც მომავალში მოსჩანს.
გივი ჩვენ ვართ
მე მახსოვს, უამრავი გულშემატივარი გაყვა თურქეთში,( თსუ ატრიბუტიკით.) სავარაუდოდ კლუბის ხარჯით,. ბენფიკასთან. რომ 60 ქულით წააგეს, მენეჯმენტი არ უვარგა და სამი ტურის მერე არ უნდა ტიროდნენ თუ არ იცოდნენ სად მიდიოდნენ, ვითა მახსენდება, ვითიბი ლიგაზე რომ გავიდა
kombato
mazgach iko tavis droze kerdzoc da kovelcels icvleboda da kreboda gundebi. madloba tkvi rom afinansebs saxelmcifo. da aravis ushlis shevides kerzoc. da meorec erti vinc kerdzoa imat ratom ar kavs sponsorebi mag logikit?
Dato
წადი ორი წიგნი წაიკითხე, იქნებ წაკითხულის შინაარსის გადმოცემა ისწავლო.
Giga
ჯერ გაერკვიე კალათბურთში, მერე ცოლის ნაყიდი ლუდი გამოცალე და მერე დაწერე კომენტარი საკლუბო კალათბურთზე.
ნიკა
უმადური და გაუნათლებელი რო ხარ მეტი რა უნდა დაგეწერა პრინციპში..
Dato
თქვენნაირი დაუნახავები, უმადურები და მოღალატეები რომ არიან ამ ქვეყანაში ბლომად იმიტომ გვაქვს კარგად საქმე!!
Georgian
შე მართლა ლუზერო და ცოლის/დედის კმაყოფაზე მყოფო..
იბერია
თყველა პრობლემის საფუძველი იმაში მდგომარეობს რომ სპორტი სახელმწიგოს ნემსზეა ჩამოკიდებული რაც კერძო სექტორის გარიყვას იწვევს. როდესაც არცერთ პროფესიულ კლუბს აღარ დააფინანსებს სახელმწიფო მერე შეიცვლება ყველაფერი. კი თავიდან გჭირდება ბევრი კლუბიც გაკოტრდება მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში დადებითი შედეგის მომტანი იქნება. რატო უნდა შემოვიდეს ჯერძო ბიზნეში იმ მორევში სადაც იგივე ფეხბურთში პირობითად 100 კლუბიდან 98 -ი სახელმწიფოსია? კაცი გახსნის თონეს ან ჩადებს თინეში ინვესტიციას როდესაც იცის რომ ფქვილის შემომტანი, წესების დამწერი და თონეების 98 % სახელმწიფოსია? შემოვა ასეთ ბიზნეზში? ბიზნესი არაა ქველმოქმედება მას თავისი კანონები აქვს და ყველა ბიზნესი ერიდება იქ შესვკას სადაც კონკურენტი სახელმწიფოა. თუ ვინმე გაიგებს ამას საქართველოში ხომ კარგი თუ არადა და ასე იქნება სულ საქმე.
The
სირცხვილია!!!
suares
ras da cylis qonas ,magdens ver xvdebi da kalatburtshi rames gaigeb shen
დააT
ხარისხით მეოთხე დონის ტურნირი, სადაც მონაწილეობას იღებენ ლუზერები. ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრების კალათურთელები ძლივს ფაფხურობენ, თუ სპონსორი არ ჰყავდათ რა უნდოდათ, ან ჩვენ რას გვერჩოდნენ ან თვითონ რას წვალობდნენ?
ეეე
რას ახერხებენ სხვები?
Gio
ჯერ რა გააკეთეს ფულს რომ ითხოვენ. სამარცხვინო თამაშს თამაშობენ.სპონსორების მეტი რა ყავთ.თქვენ იმაზე იფიქრეთ რომ გაირღვეს კალათბურთში ჯადოსნური წრე და ნაცნობ_მეგობრების ნაცვლად მართლა ნიჭიერ ბავშვებს მისცეთ გასაქანი. სანამ მაგ დღეში იქნებით არავინ არ დაგასპონსორებთ. თვითონ ასპონსორეთ ერთმანეთი. ფული მოუნდათ ბიჭებს
დათო
მენეჯმენტი არ გყავთ ვარგისიანი ეტყობა , ან მუქთამჭამელები არიან და იმიტომაც ვერ მონახეს სპონსორები ...
ლაშა
აქ კომპანიების წუწურაქობაზეა საუბარი, თორე სახელმწიფოსთან თსუ-ს არ აქ პრობლემა თქვენ რა პრეტენზიები გაქვთ?
datos
sxva gundebi rogor axerxeben? orbi, gau, kaktusi, rustavi, tkibuli, mega?? magat ra cvivat cidan?
datos
ra ra biujeti haeridan gaxdnen chempionebi she mazgacho? federacia gverdahi daudga evropaze da tsu xom idgat da udgat da 5000 lari cylis ver gamoinaxa gundia biujetshi?
უყურე შენ
ომი გინდათ ხომ? ქვეყანაში ორნიშნა მატებაა, დუღს და გადმოდის ყველაფერი, გაავსეთ ოცლიტრიანები და ატარეთ თან. მალე ბორჯომს და ნაბეღლავს მოითხოვთ. ეგრე სად არი)))
ლაშა
რექტორი გყავთ მილიონერი და კაი ტიპი... მიაკითხეთ პირველ რიგში
დათო
რა ბიუკეტი აქვთ, იფიქრე აბა ჯერ, სანსმ რამეს დაწერ...
kesha
შენ ჭყონიამ დაგავალა ამ კომენტარის დაწერა?
kombato
biujeti xom gakvt da ikidet tkve kai xalxo cyali
"NBA-ის ჩემპიონებს, მსოფლიო ჩემპიონებს არ უნდა ვუწოდებდეთ, მათ ევროლიგის ბევრი გუნდი დაამარცხებდა" - თურქეთის ნაკრებისა და "პანათინაიკოსის" მწვრთნელი
[VIDEO] იოკიჩი VS დონჩიჩი - სერბეთის ნაკრებმა სლოვენია 34 ქულით დაამარცხა
3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
თსუ-მ "კერავნოსს" 17 ქულა გაუბათილა, მაგრამ ბოლო წუთებზე ბრძოლაში დამარცხდა
ანდრონიკაშვილის 31 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - თსუ "გიოტინგენთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
თსუ კვიპროსში "კერავნოსთან" დამარცხდა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა