"შავი ლომი" და ისრაელის "თელ-ავივ ჰითი" 18 ნოემბერს, ჩვენი დროით 21 საათზე, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილის დასაკავებლად შეიბმებიან.

ორი ტურის შემდეგ ორივე გუნდს ქულათა მაქსიმუმი მოუგროვდა – 10-10 და პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. "შავი ლომი" მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით აღემატება და პირველ ადგილზეა. მდევრები – პორტუგალიური "ლუზიტანუში" და ესპანური "იბერიანსი" უქულოდ არიან და ლიდერებს ვეღარ დაეწევიან. შესაბამისად, "შავ ლომს" და "ჰითს" თასის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაში გარანტირებული აქვთ და მომავალი შეხვედრა მხოლოდ იმას წყვეტს, თუ ვინ იქნება ჩვენი მომავალი მეტოქე.

შეგახსენებთ, სუპერთასის ახალი ფორმატის თანახმად, "ა" ჯგუფიდან ნახევარფინალში სამი გუნდი გადის და პირველადგილოსანი "ბ" ჯგუფის საუკეთესო გუნდს მასპინძლობს (რუმინული "ვულვზი", ან ბელგიური "დევილზი"), მეორეადგილოსანი კი მესამეს დაუხვდება.

ორი ხაზში და ორი შერკინებაში

გასულ შაბათს ლისაბონში "ლუზიტანუშთან" 22:0 მოგების შემდეგ, "შავი ლომის" სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილებაა – ორი ხაზში და ორიც შერკინებაში.

ტრავმა მოიშუშა და გუნდს უბრუნდება ბურჯი გიორგი ჩხარტიშვილი, ნიკა ხატიაშვილმა კი მარქაფაში გადაინაცვლა. როტაციის პრინციპით, მეორე ხაზში თამაშს დემურ ეფრემიძე იწყებს, ხოლო გრიგორ ქერდიყოშვილი მარქაფაშია.

კვლავ სასტარტოთა შორის არიან ბურჯი დათო აბდუშელიშვილი, კვაჭი ირაკლი ქვათაძე და მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი. მესამე ხაზში მიჯრით მესამე თამაშს იწყებენ ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი და ილია სპანდერაშვილი. ასევე უცვლელია ღერძი – თენგიზ პერანიძე და ლუკა მატკავა.

ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს თორნიკე კახოიძე შეუწყვილდება, გიორგი კვესელაძე კი ამჯერად მარქაფაშია. ფრთაზე ოთარ ლაშხის ნაცვლად შალვა აფციაურს ვიხილავთ, ხოლო მეორე ფრთა და ფულბეკი აკა ტაბუცაძე და ლუკა ცირეკიძე არიან.

ზემოთ ჩამოთვლილ მოთამაშეთა გარდა, "შავ ლომს" მარქაფიდან გააძლიერებენ კვაჭი ბექა მამრიკიშვილი, ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე, მესამეხაზელი გიორგი კერვალიშვილი, მგეზავი გიორგი მარგალიტაძე და ფრთა სანდრო თოდუა.

რაგბი ევროპის სუპერთასი 2023

ა ჯგუფი. III ტური.

18 ნოემბერი. ლიმასოლი (კვიპროსი). „ცირიონ სთედიუმი“. 21:00 საქ. დრო

თელავივ ჰითი (ისრაელი) – შავი ლომი (საქართველო)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო თოდუა, 23. გიორგი კვესელაძე.

Rugby.ge

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
"რეალის" ფანების სიყვარულს კარგავს" - პედრეროლმა მბაპე მკაცრად გააკრიტიკა
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
"მთელი ოფისი ავურიე, კომპიუტერები და ლეპტოპები დავამტვრიე" - არტეტამ "არსენალში" მუშაობის პირველი დღე გაიხსენა
[VIDEO] ქულებით მხოლოდ დონჩიჩს ჩამორჩა - მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი და "ლეიკერსის" გამარჯვება "საკრამენტოსთან"
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
სუპერთასის ფინალი თბილისში!
სუპერთასი | "ჰითთან" მეექვსედ, ამჯერად ლიმასოლში
სუპერთასი. "შავმა ლომმა" წვიმასა და ავდარში "ჰითს" მოუგო
სუპერთასი | ზედიზედ მეორედ ფინალში "ჰითთან"
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - როტაციით სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონთან