ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრები - რა გვანერვიულებს, რა გვიხარია და რა გვჭირდება წარმატებისთვის...

საქართველოს ნაკრები - რა გვანერვიულებს, რა გვიხარია და რა გვჭირდება წარმატებისთვის...

საქართველოს ნაკრების შესახებ წლის დასაწყისიდანვე ვღელავთ, მარტში ხომ ევროპის ჩემპიონატთან ისევ ახლოს ვიქნებით (კვლავ "ერთა ლიგიდან") და იმედი გვაქვს, თბილისში ამჯერად საწადელს ავისრულებთ. დარჩენილ დროში ბევრი საუბარი იქნება, კრიტიკაც და ქებაც, ჩვენ კი რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფთ და მასზე გესაუბრებით...

ბალანსი

ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ, ფიზიკურთან ერთად, ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც უნდა ვიფიქროთ. პოლუსური აზროვნება, რაც საკმაოდ ხშირად გვახასიათებს, სასარგებლო ვერ იქნება. რას ვგულისხმობთ? - ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა არც ის უნდა იფიქროს, "ერთა ლიგიდან" ბოძებულ ნახევარფინალში ლუქსემბურგის დამარცხება და გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობა მარტივიაო და არც ის უნდა დაუშვას, დისკვალიფიცირებულ ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე რა გვეშველებაო. რატომ? - ერთი მხრივ, დამატებითი წნეხი, რაც პლეი-ოფებს ისედაც თან სდევს, ჩვენს ბიჭებს უფრო დაძაბავს და მეორე - ჩრდ. მაკედიასთან იმ დაწყველილ ფინალამდე, ლიდერის არყოფნაში, წარმატების არც ფეხბურთელებს სწამდათ, არც მწვრთნელს და დიდად, არც გულშემატკივარს; მსგავსი აღარ უნდა დავუშვათ!..

განწყობის თემაზე კიდევ ერთ მაგალითს დავასახელებთ. ესაა ამონარიდი სტატიიდან, რომელიც ფინალში პოტენციურ მოწინააღმდეგესთან, საბერძნეთის ნაკრებთან ბათუმური მარცხის (0:2) შემდეგ გამოქვეყნდა - "როგორც ჩანს, ჩვენს ფეხბურთელებს დამატებითი პასუხისმგებლობა მოტივაციას უზრდის კი არა, პირიქით - ძაბავს და საკუთარი თავს შესაძლებელზე უარესად წარმოაჩენინებს. ამჯერად ბათუმში მომხდარი ტრაგედია არ აღმოჩნდა მიზეზი, რის გამოც მოთამაშეები საკუთარ თავზე მაღლა ახტებოდნენ."

მოლოდინი

რა თქმა უნდა, ევროფორუმზე უნდა ვფიქრობდეთ, მაგრამ ამავდროულად, ვითარებას რეალურად უნდა შევხედოთ და შესაბამისი, ადეკვატური მოლოდინები დავისახოთ. ვინც ამ სიტყვების უკან "გაპრავებას" და "თავის დაზღვევას" დაინახავს, უბრალოდ, არაობიექტური იქნება.

მაინც რას ვგულისხმობთ? საქართველოს ნაკრებს მოკლე დროში ორი ამ რანგის მატჩის მასპინძლობა მოუწევს, რასაც მათ შორის ემოციებისა და რესურსების გადანაწილება სჭირდება. უნდა შევთანხმდეთ, რომ ახლა მთავარი შედეგია და ამისთვის ყველაფერი "მოსულა". სადაც თითოეული შეცდომის ფასი დიდია, იქ ვერც განსაკუთრებულად შემტევ ტაქტიკას მოვითხოვთ და ვერც მხოლოდ თვალსასეირო სანახაობაზე ვიფიქრებთ. ეგაა, ვილი სანიოლის მხრიდან შესაბამისი, წარმატების მომტანი სქემა უნდა ვნახოთ, მხოლოდ "ბრძოლით ბედნიერების" დრო ახლა არ იქნება!..

კიდევ ერთი ამბავი ისაა, რომ გადამწყვეტ მატჩში საბერძნეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით თუ ბოლო დროს ძალიან თანამედროვედ მოთამაშე ყაზახებს, მზად უნდა ვიყოთ, რომ მიზნის მისაღწევად დიდი ჯაფა დაგვადგება. გასაგებია, ხვიჩა კვარაცხელია გვყავს; გვესმის, მამარდაშვილისა თუ ჩაკვეტაძის დიდი იმედი გვაქვს, მაგრამ ყველაფერი გუნდურად გადაწყდება. მთავარია, როგორც სტრატეგიულად, ასევე ფიზიკურად, ყველაფერი დავდოთ.

შემადგენლობა

ვილი სანიოლმა მოღვაწეობის დასაწყისში ნაკრების კარი საკმაოდ ბევრ დებიუტანტს თამამად გაუღო, მოგვიანებით კი ასე ნაკლებად იყო. "ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის დასრულებისა თუ გასული წლის სექტემბერში კატასტროფული შედეგების შემდეგ ჩვენ როგორც სამწვრთნელო, ასევე საკადრო ცვლილებების აუცილებლობაზე ვწერდით, თუმცა იმასაც აღვნიშნავდით, რომ ეს თუკი მაშინ არ განხორციელდებოდა, შემდეგ გვიანი იქნებოდა; მაშინ, როცა 2024 წლის დასაწყისში ამხანაგურების ფანჯარაც არ არსებობდა, პლეი-ოფისთვის მოსამზადებლად ხომ ცოტა დრო რჩებოდა.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შემადგენლობაში განსაკუთრებულ ცვლილებებს, ფაქტობრივად, არ ველით; მათ შორის, არც საშუალო ასაკის შემცირებას. ახლა ყველამ უნდა ვისურვოთ, ფრანგი მთავარი მწვრთნელის გზამ მიზნამდე მიგვიყვანოს. ამის მიუხედავად, რამდენიმე ახალი ფეხბურთელის გამოჩენა სავსებით შესაძლებელია, მით უმეტეს, როცა ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას ჩანაცვლება მოგვიწევს. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ 21-წლამდელთა ნაკრები ევროპირველობაზე კარგად გამოვიდა.

კადრები და შესაძლო სიახლეები

ფაქტია, "ჯვარიანების" საკადრო რესურსი უკეთესის სურვილს ტოვებს; ლეგიონერთა უმეტესობა იდეალურ კონდიციებში არ იმყოფება.

მეკარის საკითხი მოგვარებულია, გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ ფორმაშია; ცუდია, რომ დავით ხოჭოლავა მომჯობიმებას ვერ ასწრებს, მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ის უალტერნატივოა; საბა საზონოვის პროგრესი აშკარაა და მას "ჯვაროსნებში" აქამდეც მეტი დრო უნდა მიეღო; მშვენიერია ოთარ კიტეიშვილის მომჯობინება და ამხანაგურ შეხვედრებში 90 წუთით დატვირთვა; გიორგი ჩაკვეტაძის სტაბილურობა, მაგრამ გიორგი ქოჩორაშვილის ტრავმა გვანერვიულებს; კარგია ბუდუ ზივზივაძის გოლები, თუმცა ფორმაში მყოფი გიორგი მიქაუტაძე აუცილებლად გვჭირდება...

გულშემატკივრებში ახლა ორ შესაძლო სიახლეზე მსჯელობენ. პირველი კონტანტინე მარადიშვილის ამბავია, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება მიიღო. ფაქტობრივად, გამოვრიცხავთ, სანიოლმა ასეთი მნიშვნელივანი შეხვედრების წინ ნაკრების დებიუტანტისთვის სათამაშო დრო გამონახოს. ამიტომ, მოდით, ამ თემას, რომელზედაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ახლა ნუ გავააქტიურებთ... მეორე გიორგი არაბიძეა. ლევან კობიაშვილმა თქვა, რომ ის ფედერაციის "შავ სიაში" არ იმყოფება. გასული სეზონის შედეგების მიხედვით, გიორგი სანაკრებო სიაში ყოფნას იმსახურებს, ეს უდავოა!..

გარემო

კონსტრუქციული შენიშვნები მისაღები უნდა იყოს, სხვა მხრივ კი, 21 და 26 (იმედია!) მარტის მატჩებისთვის მაქსიმალურად ერთიანად უნდა მოვემზადოთ. გარემოს როგორც შეხვედრამდე, ასევე მის განმავლობაში, დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, ამ მხრივ პრობლემები არ შეიქმნას.

ბილეთების რეალიზება ის ამბავია, რომელიც ყველაფრის დასაწყისია. ვისურვებთ, ეს პროცესი გამართულად წარიმართოს და გულშემატკივართა ნერვული სისტემა არ "შეიწიროს". ამავდროულად, ფასებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, საკუთარი მოედნის ფაქტორი სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ და ისე არ უნდა მოხდეს, ჩვენი ფეხბურთელები ამან უფრო დაძაბოს. დისკვალიფიკაციის დროს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდთან ერთად ყოფნას დიდი მნიშვნელობა ექნება...

დაბოლოს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი უკანასკნელ ხანს შემადგენლობაში ბევრ ცვლილებას არ გვთავაზობს. სავარაუდო თერთმეტეულზე სასაუბროდ ჯერ ადრეა, ისე კი, ლუქსემბურგთან სანიოლისგან ამ ფეხბურთელებს ველით - (3-4-1-2) - მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია (C), ლოჩოშვილი - კაკაბაძე, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, აზაროვი - ჩაკვეტაძე - დავითაშვილი, ზივზივაძე.

ხოჭოლავას იმედი ნაკრებში, ვინმეს ოდესმე გქონიათ??!!

• დინამოელი

ამხანაგო ლევან უბრალო მოკვდავებსაც დაგვიშვებთ სტადიონზე საგულშემატკივროდ, თუ ისევ მხოლოდ პარტკომის წევრები ისხდებით?

• ვაჰმე

ჩინებული,ზუსტი კომენტარია. თქვენც ასიანი ხართ,ბატონო სოსო.გაიხარეთ ორთავემ!

• სოსო

კი ამბობ,სწორს,მაგრამ როგორ ატყობ,ვინმე გისმენს?აქ შემომსვლელთა კარგა მოზრდილ ნაწილს,იმის გაფიქრებაზეც კი აჟრიალებთ,რომ საქართველოს ნაკრებმა შესაძლოა გაიმარჯვოს და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს.საერთოდ საქართველოს წარმატება არ სურთ,არც ერთ სფეროში,სანამ მათი რჩეულები არ დაბრუნდებიან,ქვეყნის მართვაში,ესე იგი,არასოდეს!

• სიმართლე უნდა ითქვას

რა თქმა უნდა ფეხბურთელების ზედმეტად დაძაბვა კარგი არ იქნება. გვერდით უნდა დავუდგეთ და ერთიანობა უნდა იგრძნონ. თუმცა წამითაც არ უნდა დაუშვან გონებაში რომ ვერ მოიგებენ. შემართებით უნდა გავიდნენ მოედანზე. ეს არ ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე არ დააფასონ. ყველაფერი კარგად უნდა გააანალიზოს სამწვრთნელო შტაბმა. ნამდვილად უკეთესი გუნდი გვყავს და თამამად უნდა ვეთამაშოთ საკუთარ კედლებში. დაცვაში გადახალისება აუცილებელია. საზონოვი, გველესიანი და ლოჩოშვილი ნამდვილად იმსახურებენ შანს. ორმაგად მოტივირებულებიც იქნებიან. სისწრაფე და თამაშის ხარისხიც დანარჩენებზე უკეთესი აქვთ. გელაშვილიც შეიძლება. არაბიძესაც აუცილებლად უნდა მიეცეს შანსი. მოტივირებულია, კარგ ფორმაშია, კარგი დრიბლინგი, კარგი შორეული დარტყმა, კარგი ხედვა მოედნის და რაც ყოველთვის გვაკლდა, სტანდარტულების კარგად შემსრულებელია. დღევანდელ ფეხბურთში ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სტანდარტულების კარგად შესრულებას. კანკავას თამაში ძალიან კარგი იქნებოდა და დანაშაულია რომ ეს კაცი არავინ შეაჩერა წასვლისას. მაგრამ ახლა როგორ შეთამაშდება გუნდთან ამდენი ხნის უთამაშებელი ეგეც საფიქრალია. არა და ერთი კარგი ჩამშლელი ნამდვილად გვჭირდება. ლუქსემბურგთან 4-3-3 ტაქტიკითაც თავისუფლად შეუძლია თამაში. ფეხბურთელების რესურსი აძლევს ამის საშუალებას. გაჯიუტების დრო არაა. ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს რაც ხელთ აქვს სანიოლს.

• ზაკოია

ვერც კი წარმომიდგენია, რა მოხდება საქართველოში თუ ლუქსენბურგთან ჩავფლავდით. არადა ამის შანსი არსებობს, თუ გავაანალუზებთ შესარჩევ ჯგუფში ჩვენი და ლუქსემბურგის მიერ ნაჩვებებ შედეგებს. ცოტა დააკლდათ მათ ჯგუფიდან გასვლამდე, ჩვენ კი ...ასე რომ, ფრთხილად.

• lamara chkonias

Otelos mgheris.

• ინტრიგანი

ჟოფრეი გამოგრჩა.

• გიორგი

ავტორს ხშირად ვეთანხმები, მაგრამ ახლა სამ რამეში არ ვეთანხმები. 1) ახალგაზრდულის თამაში არ საერთოდ არ მომეწონა. დაცვაში დგომა ქართული ფეხბურთის მომავალია? 2) ხოჭოლავას იმედი არასდროს მქონია. სამი მშვენიერი ცენტრალური მცველი გვყავს:საბა, ივა, ლუკა. 3) გამოცდილების მიუხედავად ბალასტი ნაკრებს უნდა მოშორდეს. აი ჯაბას კი ბოდიში უნდა მოვუხადოთ და ვთხოვოთ დაგვეხმაროს!

• გია

ვინ არის ნაკრებიდან კობიაშვილის ან სანიოლის ნათესავი შეგიძლიათ თქვათ? ვინ ხვდება ნეპოტიზმით ნაკრებში?

• გოგა

დიდი ალბათიბით ლუქსემბურგს ნერვიულობუს გარეშე მოუგებთ, აი საბერძნეთან კი შანსები 50/50 ზე იქნება, თუ ისე მოხდა და ყაზახეთი შეგხვდა ფინალში, 90/10 ჩვენ სასარგებლოთ.

• გივის

ითქვა გივი, ითქვა.დ

• QT

ერთიანობაო წერთ, მაგრამ კაშია იყოს კაპიტანი თუ არაო ეგეთ სტაიტიებსაც ეს გვერდი აქვეყნებს.ორო თვეა დარჩენილი, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი ბიჭები თამასს მოუმატებენ და ფორმააი იქნებიან, ხოლო მოწინააღმდეგეების ბანაკში კი პირიქით მოხდება. რაც შეეხება არაბიძეს, თუ სადმე გადავა და ექნება პრაქტიკა აუციკებლად უნდა გამოიძახონ, მაგრამ თუ არ წავიდა, ორო კვირის დაწყებულიკი საქართველოს ჩემპიონატიდან ნამდვილად არ უნდა გამოიძახონ.

• Givi

მარადიშვილს მისცეს ნება ნაკრებში თამაშის? არსად თქმულა ეს ინფორმაცია და ამ სტატიაში საიდან მოიტანეს ნეტა?

• რაბუ

სანიოლი ტაქტიკის შერჩევაში მხეცია, მოვა მარტის თამაშები და დააყენებს კვირკველიას კაშიას კვეკვესკირს ძირითადში. კიდე რავიცი გამოიძახებს მენთეშაშვილს და გოგიტა გოგუას.

• მწვრთნელი

ეს გადადგება მემგონი!

• kako

მე მოხარშული წაბლი მინდა.

ხოჭოლავას იმედი არც მქონია!არც არასდროს მქონდა!

• გენა

ლუქსემბურგთან კაშია დუბლს შეასრულებს თავის კარში.. კალაძის დიადი ტრადიციების ბუმბერაზი გამგრძელებელი

• ადამიანი

ავტორს კარგი სტატიაა,მადლიბა

• ჰაჰა

"მაგრამ ყველაფერი გუნდურად გადაწყდება. მთავარია, როგორც სტრატეგიულად, ასევე ფიზიკურად, ყველაფერი დავდოთ."- ასეთი მართლა ჭკვიანური დასკვნის მერე, გვარების ჩამოთვლა აღარ იყო საჭირო. სამწუხაროდ, ყველაფერი ძველებურად მიდის, ხალხს ფეხბურთის მწვრთნელი მაიკების ჩამომრიგებელი ჰგონია.

• გიორგიპირველი

5 მცველით ლუქსემბურგთან?

• პესიმისტებს!

წინდაწინ ნუ წუწუნებთ და ნუ სტრესავთ გულშემატკივრებს, თქვენი უაზრო არაფრის მომცემი ვაი-ვიშით. ეხლა საქმეზე: მარტამდე ქომაგები უნდა ვიყოთ ძალიან იმედიანად, შენართებულნი, მობილიზებულნი, როგორც იტყვიან, ერთ მუშტად შეკრულნი! ამ ყველაფერს ძალიან დიდი ძალა აქვს! კომენტარებში აღარ გვინდა ზოგიერთი ფეხბურთელების მწვავე კრიტიკა, პირიქით შევაგულიანოთ ბიჭები, რო მათ გვერდით ვდგავართ და ყველანაირად ვუქომაგებთ! მხარდაჭერას თუ იგრძნობენ ფეხბურთელები, ამით უფრო მეტი ძალა, ენერგია და სტიმული მიეცემათ! ისე, რო გულშემატკივრებო ჩვენზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული!

• კოლხი

აქ ხალხი წუწუნებდა, ნაკრებზე აღარ წერენო და აშკარად არ იწვებს ჯერ დიდ ინტერესს. ოკ, როცა წავაგებთ, მერე იყოს

• Lamara Chkonia

საზონოვი ვინ არის?

• რაბუ

ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ პესიმისტურად ვარ განწყობილი რატომღაც რიგი მიზეზების გამო.

• Givi

ლუქსემბურგთან 3 ცენტრალური მცველით არ უნდა ვითამაშოთ ჩემი აზრით და თუ ვითამაშებთ ერთი უეჭველი საზონოვი უნდა იყოს...

• irakli

რამდენიც აფ უნდა წეროთ გასვლის შანსი მაინც მინიმალურია, მაგრამ ყველას უკვე პირზე აკერია წაგების მთავარი მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიას არ ყოფნა - აი ეს გადაარჩენს ისევ ფედერაციას, როგორც ჩრ.მაკედონიასთან და მერე ისრაელთან წაგების დროს. მთავარია ფედერაციაში კარგად იყვნენ და ქართუი ფეხბურთი წყალს მიაქვს!

• დარი-დური

ვეშაპიძე უალტერნატივოა დაცვაში, გელა ნუგზარაშვილი - თავდასხმაში. მუსიკა შალახო ჯობია, თანაც ჩახურული, დარი-დურისაც არა უშავს. შენ დაუკა! რაღა დროს კაშია-კვირკველიიაა ბიჯო, მაინც და მაინც ყავარჯნებით უნდა გამოვიდნენ, რომ მიხვდეთ რა შენელებული კადრებია? მიეცით ახალგაზრდებს შანსი, აირჩიეთ ხვიჩა კაპიტნად და ეშველება ქვეყანასაც და ნაკრებს. თუ არა და იტრიალეთ წრეზე, ეს ბებრები, ის ცისფერები, აქეთ ნათლულები, იქეთ ძმაკაცის შვილები და იტანჯეთ მთელი ცხოვრება.

• ტურნირზე მონაწილეობის მიღების ერთადერთი მოტივაცია გვაქვს. ამნაირი ცხოვრების დედა ვატირე , მარტო ეს არის სადღეისოდ ქართული ფეხბურთის და (სამწუხაროდ) გულშემატჯივრობის ობიექტი. რომ არსებობდეს ჯანსაღი ს ა ე რ თ ა შ ო რ ი ს ო კონკურენციის შექმნის საშუალება - სხლა რომ ნაკრებსი ვიძახებთ - უწინდელი მეორე , საუკეთესო შემთხვევაში პირველი ლიგის დონეა. კაკაბაძე კაშია კვერკველია , დავითაშვილი... ვფიქრობ , ბორდოში აბსოლუტური შტერები არიან - დავითაშვილის სპორტული უნარების მქონე ფეხბურთელში ფულს ნორნალური არ გადაიხდის. სირცხვილი არაა , ხალხო, ამნაირი გუნდით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ?? იმ უეფადაც მ.. შტაბი, საერთოდ ბარეღამ შეყაროს 60 ნაკრები და დანთავრდება კინო.

• ვაჟა

მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, ბარამიძე, არაბიძე, ზივივაძე, წივწივაძე, ბარნს ოსეი

• las

წავიკითხე შემადგენლობა და გული შემიწუხდა. კვეკვესკირი სასუალოზე დაბალი კალსი დავითაშივლი მეორე ლიგის დონესაც ვერ აკმაყოფილებს. იქაც არ მოიაზრება ძირიტადში. კაშია დაცვის ცენტრი. თავის გუნდში ვერ ხვდება ძიორითადში. (ნუ ცენტრალური მცველი და კაპიტანირომ ძირითადში ვერ ხვდება სლოვანის დონის კლუბში, რავიცი კომენტარი ზედმეტია) კაი კვეკვესკირს და დავითაშვილს მოუძებნი შემცცვლელს. მაგრამ კაშიაზე რას აპირებს სანიოლი? საერთოდ მისი დუბლიორი არც კი გამოუცდია და უნდახავს სამქეში.

• lomi

კაშია კვერკველია არ დაგეკარგოთ არსად ვაი ვაი

• ვაჰმე

კობიაშვილს,კალაძეს ფული უფრო აინტერესებს ვიდრე ეროვნული ნაკრების წარმატება? ტყუილად არაა ნათქვამი "ენას ძვალი არა აქვსო".თქვენზე და თქვენისთანებზეა ზედგამოჭრილი.ტონობით ოფლი აქვთ ამ ბიჭებს,მათ მეგობრებს ეროვნული ნაკრებიდან, ეროვნულის მაისურით საფეხბურთო მინდვტებზე.როგორ ბედავთ ასეთ ადამიანთა პატრიოტიზმში ეჭვის შეტანას და საჯაროდ ასეთი სისაძაგლის მტკიცებას?!სამარცხვინოა ეს,სამარცხვინო.

• არტ

ჩვენ რომ კვალიფიციური, თუნდაც საშუალო ევროპული დონის მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბი გვყავდეს, ლუქსემბურგთან გასვლაზემოგებაზე დიდი კითხვის ნიშანი არ იქნებოდა. ფეხბურთელების რესურსით საქართველო ჯობია ლუქსემბურგს, ამას საკუთარი კედლების ფაქტორიც ემატება. ახლა კი ეს კითხვის ნიშანი ჩნდება სამწუხაროდ. მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ჩვენ მეტი შანსი გვაქვს მოგების. იმედია ასეც იქნება. თამაშამდე ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა და ისტერიული გარემოს შეექმნა არაა საჭირო, ფეხბურთელების დასტრესვაც არაა საჭირო. აი სტადიონზე გიჟური ქომაგობა კი ნამდვილად უნდა იყოს.

• ზვიადი

ვინც ამინუსებთ, დაწერეთ მაინც, რას არ ეთანხმებით. აა, მარადიშვილის დედის გინება არ წერია და ძალიან დიპლომატიურად და სწორადაა ახსნილი? ბოდიში. მერე რას ქვია გასვლას რა აზრი აქვს, მერე ის თქვით, ჯგუფიდან მესამედან გასვლას რა აზრი აქვს, მერვედფინალში მაინც წავაგებთ. ღმერთებო

• giorgi

მაშინ არ გავიდეთ საბერძნეთი და ჩეხეთი მოიგებს ყველა თამაშს ან უნგრეთი შეიძლება თურქეთმა მოიგოს ყველა თამაში!! შენ ალბათ გულდაწყვეტილი იყავი 21 ევროპა საქართველოში როიყო რააზრიაქო იძახდი მოი.ალი თავი უიმედოობის გამო

• გიორგი

ეეჰ, ოპტიმიზმს რა ვუთხარი, თორემ სანიოლის "შერჩეული" ნაკრების იმედზე მტერი იყოს. სანიოლი კი კობიაშვილ-ხიზანიშვილის მორჩილი მსახურია. კობიაშვილ-ხიზანიშვილის ერთადერთი მიზანი ფულის შოვნაა. ამათ უკან კალაძეა და ა.შ.

• დდდ

რა აზრი აქვს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, მაინც ყველა თამაშს წავაგებთ

• რეალი

მამრდაშვილი- დაცვა-კაკაბაძე,კაშია,ლოჩოშვილი.ნახევარდაცვა ცენტრში ქოჩორაშვილი,კიტეიშვილი.ფლანგებზე აზაროვი,გოჩოლეიშვილი.გამთამაშებელი ჩაკვეტაძე.ორი ფორვარდი მიქაუტაძე და ზივზივაძე( ან ზურიკო).სქემა 3-4-1-2

• მანჩო

არაბიძე ყოველმიზეზის გარეშე გამოსაძახებელია

• ქ. გ.

არაბიძე აუცილებლად გამოიძახონ ნაკრებში. მიქაუტაძე მარტამდე ფორმას აღიდგენს. უნდა იყოს სასტარტოში. მარჯვენა ფლანგზე გოჩოლეიშვილი უნდა იყოს.

• temo M

გული ცუდს მიგრძნობს.

• ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..

სანიოლს თმა გაუთეთრეს ,მალე იმასაც გაიგლიჯავს და მერე წავეედიმეო იტყვის.

• Jeko

Arabidze nakrebshi

• llcl

კაშია-კვირკველია-კვეკვესკირი არ გამოგრჩეთ არსად! დიდი ცისარტყელა დროშა ხომ არ გამოვფინოთ სტადიონზე ავტორო რომ ჩვენი გურამიკო გავამხნევოთ?)))) ტიაგო სილვა ასაკს უმაღლესი კლასის ხარჯზე აკომპენსირებს, თუმცა შეცდომებს უკვე მაინც ხშირად უშვებს და კაშიას და კვირკველიას კლასი ახალგაზრდობაშიც არ ჰქონდათ და ეხლა ხომ საერთოდ, ამას დამატებული კვეკვესკირი, მაინდამაინც უნდა დაგვღუპონ გადამწყვეტ მომენტში თუ რატომ არ ვეშვებით ამ ხალხს

• inviz9

დაცვაში საზონოვი და კალანდაძე კვირკველიასა და ლოჩოშვილის ნაცვლად. ნახევარდაცვაში არაბიძე კვევკვესკირის ნაცვლად და ჰიმნის მერე აუცილებლად დაუკარით სიმღერა "თავისუფლება ლომთა ხვედრია-ან გამარჯვება ანდა სიკვდილი"-დამიჯერეთ იმუშავებს განწყობაზე დადებითად

• კაკო

არაბიძის ნაკრებში გამოუძახებლობა მე ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაული მგონია.

• რონი

ჯარიმის ნორმალურად შემსრულებელიც არ გვყავს და ასეთ დრო არაბიძის არ გამოძახება დაუშვებელია.... ძველი დროა ნაკრებში ჩემიანი იმისიანი... რაც იციან და რაც მოსდგამთ იმას აკეთებენ აბა მაგათმა სხვა არ იციან და.. შეისისხორცეს ეგეთი მიდგომა.. იმდენ უაზრო ფეხბურთელს იძახებენ საქართველოს ჩემპიონატიდან რომ ვინც ღირსია იმათ ვერ და არ იმჩნევენ. გასაყრელები არიან დიდიან პატარიანად

• ქუთაისელი

შეცდომები რომელიც აქამდე დავუშვით: 1. ბებერი დაცვის იმედად ყოფნა. არსებობენ ხანში შესული მცველები, რომლებიც გამოცდილებით აკომპენსირებენ სიჩქარის ნაკლებობას. სამწუხაროდ ასეთი მცველები არ არიან ჩვენი ვეტერანები. ახალგაზრდებს კი არ მისცა შანსი სანიოლმა, რომ შეთამაშებულიყვნენ და გამოცდილება დაეგროვებინათ. 2. არაბიძის ფაქტორის არ გამოყენება. გადამწყვეტ მომენტში არაბიძეს შეუძლია თამაშის თავზე აღება და უპირატესობის შექმნა. ზოგჯერ მგონია, რომ იმიტომ არ მისცა შანსი, რომ თავის კარგად წარმოჩენის შემთხვევაში "ვიღაცის" ძმაკაცი ამოვარდებოდა. ამის გამო ქვეყანამ არ იზარალოს.

ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

სანიოლი: მივიღეთ პასუხები კითხვებზე - მხოლოდ 11 მოთამაშით მიზნებს ვერ მივაღწევთ

ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...

საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა

კონფერენს ლიგაზე "ტორპედოს" და "დილას" მეტოქეები ცნობილია

U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

7-კაცას მე-7 ადგილი

18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში

"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა

მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება

სამწუხარო ამბავი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა

"მართალია გავიმარჯვე, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი" - უტა აბე

7-ქალა | არის პირველი მოგება!

"ნაპოლი" "ახალი კვარას" დაუსრულებელ ძიებაშია - კიდევ ერთი მემკვიდრე აღმოაჩინა

აბუაშვილი: მზად ვართ - ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები

სუპერბიჭები საქმეში - ბექაური და მაისურაძე ბუდაპეშტში ოქროს შეუტევენ

სვანაძე: გვაქვს რეალური შანსი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე

"ლიონის" შემტევის შეძენას "ჩელსი" შეეცდება

[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა

ჯეკო "ფიორენტინაში" გადაბარგდება

დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან

ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...

ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი

"იცით, ხვიჩა რომ "ლოკომოტივიდან" გაუშვეს, რა დამემართა?" - იური სიომინი

კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

კოკე: პსჟ გამარჯვებას არ იმსახურებდა!

"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა

"როდესაც ენრიკეს პრობლემები შეექმნა და დახმარება დასჭირდა..." - რა თქვა სიმეონემ კვარაცხელიაზე?

საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია