საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ახლა "ერთა ლიგაზე" მხოლოდ მისგან ბოძებული ნახევარფინალი და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა აინტერესებს, თუმცა არ გამოგვრჩეს, რომ დღეს, 8 თებერვალს, 21:00 საათზე (პირდაპირი "სილქ უნივერსალზე") პარიზში მომავალი გათამაშების წილისყრაა. მოგეხსენებათ, "ჯვაროსნები" B ლიგაში დაწინაურდა.

"ერთა ლიგა" მსოფლიო ჩემპიონატისთვის მებრძოლ საგზურს იმავე პრინციპით არ იძლევა, მაგრამ ამის შანსი 4 ნაკრებს პლეი-ოფის გზით აქვს (ვინც შესარჩევი ეტაპიდან ვერ მოხვდება) და გამორიცხული არაა, მათ შორის ჩვენი დივიზიონის წევრიც იყოს. საინტერესოა, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ერთა ლიგის" მასშტაბით 6 გოლის ავტორია.

ეს უკვე მეოთხე გათამაშებაა. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა "ერთა ლიგაზე" დაწინაურება უკვე 2 ლიგით მოახერხა და ევროპირველობის შანსიც კიდევ ერთხელ აქვს. რაც შეეხება მეორე გათამაშებას, როცა ტურნირი მუნდიალის წინ ტარდებოდა, ვლადიმირ ვაისმა ექსპერიმენტებს მიმართა, ჩრდ. მაკედონიასთან ფინალურ მატჩზე ფიქრობდა და პირველობა სომხეთის ნაკრებს "გადაულოცა". A დივიზიონში გადასვლა და გრანდებთან დაპირისპირება კარგი გამოწვევაა, მაგრამ 2028 წლის ევროპის ჩემპიონატზე ამ ტურნირიდან მოხვედრის შანსებს (წმინდა სპორტული პრინციპით) ობიექტურად უფრო შეამცირებს.

19 წლის ლევან კობიაშვილი და დევიდ ბექჰემი

წილისყრის წინ ვილი სანიოლის გუნდის სასურველ მეტოქეებზე მსჯელობა შეგვიძლია. მაგალითად, პირველი კალათიდან ასეთი შეიძლება თუნდაც უელსის ნაკრები იყოს. ამავდროულად, ინგლისის ნაკრებთან შესაძლო დუელიც დამაინტრიგებელია. ინგლისელებთან ადრე 1998 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე გვითამაშია. მაშინ თბილისურ მარცხს (ზედიზედ მეხუთე) ალექსანდრე ჩივაძის მწვრთნელობა შეეწირა. დასამახსოვრებელი იყო თემურ ქეცბაიას თამაში; ის მალე "ნიუკასლის" წევრი გახდა. დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით წავაგეთ (კვლავ 0:2) გასვლითი მატჩი, სადაც დანაკლისი გვქონდა. კვარაცხელიასა და ბელინგემის დუელიც საინტერესო იქნება. მეორე კალათიდან ნორვეგიასთან ისევ დაპირისპირების შანსიც არსებობს. აქაა უკრაინის ნაკრები. იქნებ მესამე კალათიდან ირლანდიის ნაკრები გვერგოს და მათთან გამარჯვების გემო "გავსინჯოთ".

I კალათა: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი;

II კალათა: ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია;

III კალათა: სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო;

IV კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი.

ჯგუფური ეტაპი 2024 წლის 5 სექტემბრიდან 19 ნოემბრამდე ჩატარდება, 2025 წლის მარტიდან კი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი აიღებს სტარტს.

Garrincha
შეიგნეთ, ფეხბურთი ღარიბების თამაშია და ბრაზილია 5 გზის მსოფლიო ჩემპიონია ნომერ პირველი საფეხბურთო ქვეყანაა დღემდე უღარიბესი ქვეყანაა თან. ასევე მთელი სამხრეთ ამერიკა. , თემაში ვერ ერკვევი , წადი სადმე ბუღალტერიის სფეროში იკითხე ლექციები მაგ ლოგიკით შენ რასაც პროფესოტობ სულ ინგლისი და ამერიკა უნდა იყვნენ ჩემპიონები მაგრამ ჯიბეში ყავთ ბრაზილიას და არგენტინას იმიტომ რომ ტალანტი თამაშობს ფეხბურთს და არა ფულის ტომრები
თაზო
მართალი ხარ ეს საიტი დიდიხანია პოლიტიკურად გადააკეთესბსამწუხაროდ
უცხო
გასაგებია პატარა ქვეყანა ვართ საბჭოთა კავშირის დროსაც პატარა ვიყავით მარა დინამო მსოფლიოს აზანზარებდა და ბიჭებიც მგლები გვყავდა თანაც ყველა ქართველი იყო. დღესაც გვყავს კარგი ფეხბურთელები მაგრამ სამწუხაროდ ყველას არ ათამაშებენ ამათუიმ მიზეზთა გამო და როცა ეს მიზეზები აღარ იქნება და ყველა ითამაშებს ვინც მართლა თამაში იცის მაშინ გვეშველება ასე რომ ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ ფეხბურთს და არა ნათესავები ძმაკაცები და ძმაკაცების შვილები.
fani
"ნუთუ ჩვენა ვართ ქვეყანა და ჩვენცა გვქვია ნაცია? ცხოვრებით ბუზიც კი ცხოვრობს, მაგრამ სად? ------" - ეს არის აკაკი წერეთლის ერთი ლექსიდან ციტატა, რომელიც შეგნებულად არ დავასრულე. უამრავი ვარიანტი წავიკითხე - ეს ჯობია, ის ჯობია და უბრალოდ ღიმილი დამეუფლა სახეზე. ხალხნო, ნუთუ რეალიზმის გრძნობა სულ დავკარგეთ?! ნუთუ გვსიამოვნებს საკუთარი თავების მოტყუება?! გასაგებია, რომ ფეხბურთი ყველას ძალიან გვიყვარს და პრეტენზია გვაქვს რომ ის ჩვენს გენებშია. თუმცა, ვცხოვრობთ იმ მსოფლიოში სადაც ჩვენზე ათჯერ და მეტჯერ განვითარებული ერები ცხოვრობენ. ჩვენ ჯერ ვისწრაფვით ასეთი ცხოვრების დონისკენ და რას ვითხოვთ, რომ ფეხბურთმა (რომელიც ჩვენი ყოფის მხოლოდ ერთი სფეროა) გაასწროს ჩვენი ცხოვრების დონეს? რეალურად თუ შევხედავთ, გვყავს ორი მაღალი დონის მოთამაშე (კვარა და მამარდა) და რამდენიმე საშუალო დონის ფეხბურთელი. არ ვიძახი რომ არ უნდა ვიბრძოლოთ ან არ გვაქვს შანსები წარმატებისთვის. თუმცა, გადაჭარბებული მოლოდინებიც არ უნდა შევქმნათ - ვფიქრობ, ბ ლიგის ჩვენს ჯგუფში თუ მეორეზე გავალთ, ეს ნაღდად წარმატება იქნება და იქნებ მსოფლიოს საგზურისთვისაც ვიბრძოლოთ!
გიორგი
მე ვერ გავიგე ეს საიტი სპორტულია თუ პოლიტიკური ისე რომ იცოდეთ ვინც წარმატებულია კორუპცია აღებ მიმცემლობა თამაშების გარიგება იქ უნდა ნახო .
გიორგი IV
უელსი.უკრაინა.ალბანეთი.საქართველო. იდეალური იქნება.
გოგა
ინგლისი რომც ამოგვივიდეს მაინც მეორე ადგილი დაგვჭირდება, ინფლისი პირდაპირ გავა შესარჩევიდან 100% აი სხვებზე მაგას ვერ ვიტყვით, მესამე კალათიდან ისტორიულად სულ კარგად ვეთამაშებით ხოლმე ალბანელებს და ვუგებთ, მართლია გაძლიერდნენ კარგი ნაკრები ყავთ მაგრამ მაინც, არ უნდა იყოს არასასურველი მეტოქე, მორედან კი ძან ძლიერი ნაკრებები ყავთ, უკრაინას და ნორვეგიას, ფინეთი ან ისლანდია გვაწყობს
კ ო მ ბ ლ ე
რომელ ნაკრების? სად გვყავს ნაკრები? დავიჯერო საქართველოში 11 ფეხბურთელს მონახავთ? არა ხომ? 11 არ მინდა 7 მონახეთ! არც შვიდი გვყავს? ხუთი მაინც რომ იყოს? ხუთ მართლა ფეხბურთელს დამისახელებთ? აბა რის ნაკრებზეა საუბარი, არ გცხვენიათ მაინც? მასე თქვენი წესის ანგარიშით 3 მილიონი ექსპერი და ორჯერ მეტი პოლიტიკოსი გვყავს, მარააა... ხუთ ფეხბურთელს ნაღდად ვერ დაასახელებთ, ვისაც არ გჯერავს გავმაზოთ!
Solo
ბრაზილია ?
მოსეხონელი
და რატო არ უნდა მოუგო როცა პრიმერას ერთერთი საუკეთესო მეკარე გყავს გყავს სერიას ფეხბურთელები ჩემპიონბშიპის ძურითადის მოთამაშე საფრნგეთის ლიგა 1ს და ბორდოს ძირითადი ფეხბურზტელები გყავს კარსლეუს ბომბარდირი შახტარის ძირითადის 2 ფეხბურთელი.უბრალოდ არ გყვავს იტალიელი მწვთნელი და ან ქეძბაია მაინც არომ შედეგი დაიდოს.ესაა პრობლემაა.და არა ფეხბურთელები.
ციციკორეს
ვინმემ თუ მოუგო ტაილანდს 8:0 აბა გადახედე შე მართლა ციციკორე
გოგა
კარგით რა, 2 და 3 კარგი ფეხბურთელით დიდი შედეგი მოთხოვო ნაკრებს სისულელეა, ერთადერთი ხვიჩა თამაშობს თავის გუნდში სულ მაღალი კლასის ფეხბურთს, გადავხედოთ აბა დანარჩენები სად თამაშობენ და რა თამაშებს თამაშობენ, რატომ.მოვუგებთ ნორვეგიას ან უელს და თუნდაც ალბანეთს?
სხვა რამე-ს
არ არის საქართველო კორუმპირებული ქვეყანა. ნუ ავრცელებთ ნაც პროპაგანდას.
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
რა კარგად დაგიწერია, გენაცვალე!
ჰაჰა
ერთი მთავრობის და საერთოდ პოლიტიკოსების. მაგრამ ყოველგვარი ქათინაურების, ქების გარეშე, არც ისეთი კორუმპირებული ქვეყანა არ ვართ, როგორც ვყვირით. მაგალითად, სამეზობლოში ჩვენზე კორუმპირებულია ყველა: აზერბაიჯანი, სომხეთი (აქ უკეთესობისკენ მიდის საქმე), თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, Bულგარეთი, მოლდოვეთი, რუმინეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ა.შ. არ გინდათ ეს თვითგვემა. ჩვენი ნაკლია არაპროფესიონალიზმი ყველაფერში. ეგ როცა გამოსწორდება, მაშინ გვექნება ლუქსემბურგივით აყვავებული ქვეყანა.
ინტრიგანი
ქალბატონო ცისანა, უკაცრავად და დიდი ხანია ინგლისური ისწავლეთ?
სხვა რამე
არც ერთი კორუმპირებული ქვეყანა არ არის წარმატებულუ სპორტში ( დ სხვა რამეშიც ), ავტორიტარულს იშვიათად მაგრამ მაინც აქვს პერიოდულად, იარაღს რომ დაადებენ გუნდს და მეტი გზა არ აქვთ რაღაც შედეგს აღწევენ მაგრამ კიდევ ერთხელ - კორუმპირებული ვერასდროს, ასე რომ ვინ შეგხვდება აე აქვს მნიშვნელობა
კარგით რააა!!!
ნორვეგიას ხომ დაუღუნეს შტანგები, ეხლა ჰარი კეინის ჯუდის ჯერია,ღამმეები აღარ სძინავთ თურმე ,ეე მან!! კვარას და კამპანიას არ შევხვდეთო. რას ბაქი-ბუქობთ ზოგიერთები, ელემენტალური აზროვნების უნარი ხომ მაინც უნდა გქონდეთ, უბრალოდ ფიფას რეიტინგებს მაინც გადახედეთ სად ვიმყოფებით ჩვენ და ყაზახეთი და სხვა დანარჩენი უკლებლივ... იგივე ყახახების გარდა რომელი გუნდისთვის მოგვიგია სატურნირო თვალსაზრისით გადამწყვეტი თამაში? რეალურად ორი მართლა მაღალი დონის ფეხბურთელზე- კვარასა და მამარდაზე ვართ დამოკიდებული, თორემ კაშია ჭაკვე,დავითაშვილი, მიქაუთაძე ან ახალი ქართველები საზონოვი და მარადიშვილი ყველა ერთი -საშუალოზე დაბალი დონისანი არიან და სერიოზულ-პრინციპულ თამაშებში ვერაფერს გახლდებიან....თუ ვცდები ნაღდათ არ მეწყინედა!!...აქ, ყველაზე ამორალური,მაინც იმ გადაგვარებული პუტინისტების კომენტებია, რომლებიც ვითომდა საქართველოს დიდი პატრიოტები არიან, მაგრამ შანს არ უშვებენ უკრაინას, არშემდგარი უწოდოს და უკრაინელებს დეზერტირები,რომლებიც უკვე ორი წელია სისხლის და ნგრევის ფასად, როგორც გამოსდით იცავენ საკუთარ ქვეყანას-არშემდგარი ყოფილა, ხოლო ქვეყანა რომელის ტერიტორიის ლამის მეოთხედი ოკუპირებულია,მოსახლეობა ეთნიკური ნიშნით ცოფიანი ძაღლებივით ჩახოცილი და გამოყრილი, ეზოებიდან და ბოსტნებიდან სისტემატურად იტაცებენ ქართველებს- შემდგარი ყოფილა, ოღონდ ეს შემდგარი სახემწიფო შიშისგან კრინტსაც ვერ სძრავს. ეს გადაგვარებულები იმაზე დარდობენ აქ ვინმემ უკრაინის დროშა არ ააფრიალოსო, ვითომდა უკრაინელებმა წაგვართვეს ის ტერიტორიები და არა რუსებმა, ვის წიმააღმდეგაც უკრაინა ახლა სამკვდრო სასიცოცხლოდ ბრძოლობს....უკრაინელების დეზერტირობაზე კი საერთოდ როგორ ლაპარაკობთ! იქნებ იმაზე გეფიქრათ გაჭირვებისა და უსამართლობის გამო რომ გარბის ამ შემდგარი ქვეყნისგან ასი ათასობით ახალგაზრდა, მაგრამ რას იფიქრებთ ისე ხართ გადაგვარებულები და ტვინგამორეცხილები რუსული პროპაგანტით-მტერი და მოყვარე ვერ გაგირჩევიათ.....
Walter White
))) ქართველი რომ სხვა ქვეყანაზე იტყვის - ვერ შემდგარი ქვეყანაო))))
ციციკორე
ტყუილად აწყობთ აქ გეგმებს. სანამ ჭაობში ვიქნებით, წარმატების იმედი ნუ გექნებათ. გულშემატკივარს რომ გაგილახავს ფედერაციის ჩინოვნიკი, ყვითელ ბარათებს ვერ დაგითვლის, ტაილანდის და მონღოლეთის დონის გუნდთან ჩაგინიშნავს ამხანაგურს, 2 კვირის წინანდელი ჩასვრილის გამოსაწმენდად და ყველაფერ ამაზე, ნაკრების არცერთ ფეხბურთელს, რეაქცია არ ექნება, მე ასეთი ნაკრების არ მჯერა. ვისაც გჯერათ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
ციციკორე
ვინაა ბიჯო საკუთარ თავში გაურკვეველი ხალხი? 2 წელია ომობენ. აბა ვინ იბრძვის, თუ არა უკრაინელი? აქ ზოგიერთს, პუტინის გინების გაგონებაზე, შიშისგან კუჭი ეშლება, ეგენი ამდენი ხანია იბრძვიან. შენნაირების დასაცინი რა ჭირს მაგ ხალხს?!
pablo
ასეთ შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის თვალსაზრისით დიდი აზრი არ აქვს თუ ვინ შეგვხვდება პირველი კალათიდან, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ინგლისის ნაკრების თამაში ყოველთვის უამრავი საფეხბურთო სკაუტის ყურადღების ცენტრშია, დიდია იმის შანსიც , რომ ავტომატურად რომელიმე ჩვენი ფეხბურთელიც მოექცეს მათი ინტერესის არეალში. ამ მხრივ ინგლისის ნაკრებთან დაპირისპირება პერსპექტივაში ნამდვილად სასარგებლო იქნება.
G.la-ს
ინგლისი ჯგუფში იმას ნიშნავს, რომ ა ლიგაში ვერ გადავალთ. ისე, როცა შესარჩევიდან მსოფლიოზს პირდაპირ ერთი გადის, არავინ იცის, იქ ინგლისი მოხვდება თუ არა
G.LA
ვისურვებდი ინგლისს ჯგუფში, რადგან ინგლისი ყოველთვის გადის შესარჩევი ჯგუფიდან და მათან გამოცდილების მიღება მშვენიერი იქნება. ასვე უკრაინაც მგონია რომ გავა შესარჩევი ჯგუფიდან რადგან საკმაოდ კარგი ნაკრები ყავთ. მე-3 კალათოდან ირლანიდიის გარდა სულ ერთია რომელი იქნება. ასეთი ჯგუფიდან გავალთ ისევ პლეი ოფში.
გულშემატკივარი
დიდი ხანია, ინგლისი არ მიგვინგრევია.
123
ანგლია არაქვია. რუსკი კარაბლ.
მაიცა რა
ანგლია მინდა თბილისში ტო.. და ალბანეთი
ობიექტურად
ერთ ადგილზე მიიმაგრონ იმათი დროშები, თუ რომელიმეს გაუჩნდება მათი ფრიალის სურვილი. საკუთარ თავში ვერგარკვეული ხაკხი , დეზერტირებით სავსე მოსახლეობა, ვერშემდგარი ქვეყანა, დროშა კი არა გარაშენდნენ იქედან
ცოტნე არჩვაძე
უკრაინას რომ შევხვდეთ, არა მგონია, ჩვენს გულშემატკივარზე მეტად გამოხატოს რომელიმე ქვეყნის გულშემატკივარმა უკრაინისადმი სოლიდარობა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს გულშემატკივრებში ქართულ დროშებთან ერთად უხვად იქნება უკრაინული დროშებიც.
თენგო
უელსი 2.ისლანდია 3.ირლანდია 4.საქართველო
Gomako
დარწმუნებული ხარ?!კარგად ჩახედე უელსი რა კრიტერიუმით თამაშობს ჩვენსავით ფლეიოფს?!
მოსეხინელი
ჩეხეთი ფინეთი ალბანეთი საქართველო
gomako-ს
მაგას მაშინ ექნება აზრი, თუ ჯგუფში ბოლოზე არ გახვალ და ისევ არ დაქვეითდები
გიო
დიდი ხანია ინგლისთან არ გვითამაშია
goga
დაველოდოთ უეფას პასუხს გიოს შეთავაზებაზე და მერე სხვა გეგმა ავირჩიოთ.
soso
სოფლის გუნდებს შეგახვედრებთ და იქნებ იქედან უფრო ადვილად გახვიდეთ ან ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე სხვაგვარად გამორიცხულია.
Gomako
გარდა მაგისა კარგი რეიტინგი უკეთეს კვალიფიკაციას არ მოგვცემს ჩვეულებრივ შესარჩევზე?!
Gomako
ცუდი ჯგუფი ინგლისი,(უკრაინა,ნორვეგია),ირლანდია,საქართველლო ინგლისზე-ბევრს არაფერს ვიტყვი უკრაინა-ძლიერი გუნდია და უარყოფითი ბალანსი გვაქ,თანაც პოლიტიკურად ეცდებიან გაათრიონ დიდ ფორუმზე ნორვეგია-ძლიერი გუნდია და ერთხელ ჰალანდის თაობამაც უნდა გაისროლოს,ასევე უარყოფითი ბალანსი ირლანდია-ამათ წესით ყველა თამაშს უნდა ვუგებდეთ ახლანდელი მდგომარეობით,მაგრამ ბენფიკას წყევლასავით არიან საშინელი უარყოფითი ბალანსით სასურველი ჯგუფი 1.უელსი-ყველაზე სუსტია,თან აღარც ბეილი ყავთ და მათთან თამაში გამოგვდის 2.ისლანდია-ყველაზე სუსტია და ჯოხი ცხრაჯერ არ ისვრის 3.აი აქ ძაან ძნელია რამე თქვა ალბანეთი- დადებითი ბალანსი გვაქ მაგრამ ზურგს უკვე დიდი ფორუმების გამოცდილება აქვთ მონტენეგრო- ურიგო გუნდი არ ყავთ და ესე ხელაღებით ფავორიტები ვიქნებით და ორივე თამაშს მოვუგებთ ვერ ვიტყვით სლოვენია- სტაბილური გუნდია,სჩვევია ჩაქიმარებაც,მაგრამ ძალიან სახიფათოა კონტრშეტევებზე და წესით ჩვენ შესატევ თამაშში დაცვაში ყრუდ ჩაჯდებიან,ასეთ შემთხვევაში კი რაც გვემართება კი ვიცით
Gomako
ღვთისავარ ერთ შენიშვნას შევიტან დიახაც კარგი წილისყრის შემთხვევაში A ლიგაში ანაცვლებაზე უნდა ვიფიქროთ,რატომ?! იმიტომ რო მეტი პერსპექტივა გვაქ ზუსტად მაქედან გავიდეთ სადმე ევროპა იქნება თუ მსოფლიო...(გარდა იმისა რომ გრანდებთან თამაში ჩვენს ბიჭებს უკეთეს შანს მისცემს ნორმალურ ევროპულ გუნდებში მოხვდნენ) A ლიგაში მყოფი ყველა გუნდი გავა დიდ ტურნირზე,აი ჩვენ კი პლეიოფი გარანტირებული გვექნება,საბერძნეთზე სუსტი B ლიგიდან პლეიოფში ვინმე შეგვხდება?!ან რა გარანტია გვაქ რო ჯგუფს ვიგებთ?! იღბლიანი წილისყრას ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს ახალ ერთა ლიგაზე(ინგლისი აგვცდეს მთავარია) და მარტში ერთად უნდა ავიხდინოთ ჩვენი დიდი ხნის ნატვრა
rigiti
ერთი მეორეს არ გამორიცხავს
დათო
ახალი მწვრთნელით მოხდება ეგ ყველაფერი თან ისე რომ ვერც ერთა ლიგას გამოიყენებს მოსამზადებლად შესარჩევისთვის და პირიქით ვაი იმას ვინც მოვა
beqa
ალბანეტი ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს მეორედ ბევრს სუსტი გგონია
დიმა
მაგარია ჩაკვეტენაძე
გიპნოზა
ვისურვებდი: ავსტრია, ისლანდია, ალბანეთი, საქართველო.
შახრუდინი
ჩეხეთთან მოგვიწევს ისედაც ევროზე თუ გავედით ერთ ჯგუფში ვხვდებით
Cisana Chkadua
What do they want? Why do they do that?
გოგა
უელსი ფინეთი ალბანეთი ან ირლანდია ისე მგონი ჩეხეთან არასოდეს გვითამაშია ხო?
odala
ჩვენ B ლიგაში ადგილის დამკვიდრების და წარმატებული გამოსვლის შედეგაც უფრო განვვითარდებით, ვიდრე ერთხელ ევროპის ჩემპიონატზე გაძრომით. A ლიგაში აღზევება უფრო დიდი წარმატება იქნება, ვიდრე ევროპაზე გასვლა.
beqa
უელსი.ისლანდია.მონტენეგრო.საქართველო.:)))) ევროზე გამოცდილებაც გვექნება
gio-ს
კარგია. გადაუგზავნეთ აწი უეფას ეგ სია. :)
უცნობი
აქედან მსოფლიოსთვის ბრძოლა შეიძლება თუ მინიმუმ ჯგუფში მეორე ადგილს მაინც ავიღებთ
dato
წარმატებები ბიჭებო
ზვიადი
ვინც ამინუსებთ, ჩვენი ბ ლიგაში ყოფნა არ მოგწონთ, ინგლისთან თამაში თან კარგი რომ იქნება და თან ცუდი ეგ თუ ჩივაძე რომ გააგდეს? მთავარია, ბ ლიგაში დავრჩეთ, ძალიან ობიექტური შეფასებაა
gio
უელსი ფინეთი ალბანეთი საქართველო
შოთა
თუ გაგვიმართლა კენჭისყრამ, შეიძლება ბრძოლა და ჯგუფის მოგებაზე ფიქრი.
გიორგი
სანამ სანიოლი ჰყავს პედერაციას თონინად, მანამ დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს.
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ