საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე გათამაშებაში B1 ჯგუფში ჩეხეთთან, უკრაინასთან და ალბანეთთან ითამაშებს. პარიზში ჩატარებულ კენჭისყრაზე კომენტარი უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სერგეი რებროვმა გააკეთა:

"სინამდვილეში წილისყრისგან არაფერს არ ველოდი, ვინაიდან ახლა ევრო 2024-ის პლეი-ოფის მოლოდინში ვართ, რის შემდეგაც ყველა ამ გუნდზე ინფორმაციას შევაგროვებთ. ვთვლი, რომ ამჟამად მარტის გამოცდებზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული.

ჩეხეთისა და ალბანეთის მატჩებს ბევრჯერ ვუყურე, საქართველოსას - ნაკლებად. ალბანელები ძლიერად თამაშობენ, ევროზე გასვლა დაიმსახურეს, ისევე, როგორც ჩეხებმა, აგრეთვე - ქართველებმა, რომლებიც შესარჩევის პლეი-ოფში ითამაშებენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ჯგუფში რთული ბრძოლა იქნება.

დიახ, პლეი-ოფისათვის მომზადებაზე ვართ კონცენტრირებული, მაგრამ ერთა ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია. იქიდან ევროპირველობაზე გაღწევის შესაძლებლობა ყველას აქვს. ადრე ამხანაგური შეხვედრები იმართებოდა, ახლა კი ნაკრებებს უფრო მნიშვნელოვანი დაპირისპირებები აქვთ. ჩვენი ამოცანა ლიგა A-ში დაბრუნება იქნება? დიახ".

სტალინი
გაიხარე!
სტალინი – სტალინს
რუსეთს რომ თავისი სიდიადის აღდგენის მანია აწუხებს სულაც არ გამორიცხავს ამერიკელთა ქმედებებს. არ დაპირებოდნენ უკრაინას ნატოში შესვლას, აეძულებინათ შეესრულებინა მინსკის შეთანხმებები და დონბასის ავტონომია ეღიარებინათ უკრაინის ფარგლებში, რაშიც შუამავლებად თვით ნატოს ქვეყნები, გერმანია და საფრანგეთი მონაწილეობდნენ და არ იქნებოდა ომი, ამდენი დაღუპული და 10 მილიონი ლტოლვილად ქცეული უჯრაინელი, დანგრეული ქალაქები. კი იქნებოდა უკრაინა ბელორუსი N2, როგორც თვით უკრაინელები იძახიან, მაგრამ რის ფასად?
სტალინს
აბა, აბა სულ ამერიკამ ჩაუდო რუსებს ავადმყოფ იმპერიულ თავებში სესერეკას ანუ რუსეთის იმპერიის აღდგენის სურვილი. და უკრაინელებსაც ვიღაც სხვამ შთააგონა სურვილი შეენარჩუნებინათ თავისი ქვეყანა და თავისი უკრაინელობა . რუსეთი ავადმყოფი ქვეყანაა რომელსაც სხვისი ტერიტორიების მითვისების ავადმყოფური ლტოლვა ქონდა საუკუნეების მანძილზე და დღემდე არ შეცვლიათ, ამერიკის პროვოცირებული არა ტოროლა! და არ გინდა ახლა ერთი ერიო... არაფერი ერთი ერი ეგ არ არის. ეგრე ყველა სლავური ენა ერთმანეთს გავს. და რა ყველა სლავი რუსია? აბა უთხარი ხორვატს, ან პოლინელს, ან ბულგარელს რუსები ხართო და მერე თუ გაასწრებ, კარგი სირბილი გცოდნია )))
უცნობი
შესარჩევიდან პირდაპირ მხოლოდ 12 ჯგუფების პირველადგილოსანი ნაკრებბეი გადის მსოფლიოზე და იმის გათვალისწინებით რომ ერთა ლიგის A ლიგაში 16 ნაკრებია და უმეტესწილად სწორედ ისინი დაიკავებენ იმ 12 საგზურს, უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინა მთელ ძალისხმევას სწორედ ერთა ლიგაზე გადაიტანს. თანაც, მსოფლიოს შესარჩევი ჯგუფები, მხოლოდ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დამთავრების შემდეგ გაირკვევა და B ლიგის პირველ–მეორე ადგილოსანი სულაც ერთა ლიგის ფინალებამდე არ ებმება მსოფლიოს შესარჩევში, არა მგონია ძლიერმა გუნდებმა მსოფლიოს შესარჩევის ანაბარა დატოვონ თავისი ბედი. მითუმეტეს უკრაინელთა მწვრთნელმა თქვა რომ მათი მიზანი უძლიერესთა შორის ანაცვლება და პირველი ადგილის დაკავებაა ჯგუფში. რაც შეეხება ვარაუდს, მესამე ადგილზე გასვლა თუ მოგვცემს მსოფლიოზე გასვლისთვის ბრძოლის შანსს, მოდი საკითხი ასე დავაყენოთ: მსოფლიოზე ჯამში გადის ევროპიდან 16 ნაკრები, აქედან 12 პირდაპირ, რაც ზემოთ ავღნიშნე. პლიუს – მსოფლიო შესარჩევი ჯგუფების 12 მეორეადგილოსანი, ერთა ლიგის იმ 4 საუკეთესო ნაკრებთან ერთად, რომლებიც აღნიშნულ 24 საუკეთესოს შორის ვერ მოხვდნენ, გაითამაშებენ მსოფლიო შესარჩევის დასრულების შემდეგ ფლეი–ოფს დარჩენილი 4 საგზურის გამოსავლენად. ელემენტარული არითმეტიკაა: 24 საუკეთესოს შორის სავარაუდოდ იქნება, მცირე გამონაკლისის გარდა, ერთა ლიგის უმაღლესი დივიზიონის ყველა 16 + მეორე ანუ ჩვენი B დივიზიონის 8 საუკეთესო ნაკრები, ანუ 1–2 ადგილოსნები. თუ ასე დალაგდა ყველაფერი, კი ბატონო გვექნება შანსი მსოფლიოსთვის ბრძოლისთვის ჯგუფში მესამე ადგილითაც ჩეხეთისა და უკრაინის შემდეგ. მაგრამ, ტყუილად არ ვახსენე გამონაკლისები. აუცილებლად ვიღაც, როგორც B ასევე შესაძლოა ქვედა С ლიგიდანაც(მაგ. შვედეთი) მსოფლიოს შესარჩევიდანც მოხვდეს საუკეთესო 24–ში. ამ შემთხვევაში ერთა ლიგის B ჯგუფის მესამეადგილოსანს, ანუ საქართველოს, თითქმის აღარ ექნება შანსი გააგრძელოს ბრძოლა 2026 წლის მუნდიალისთვის ერთა ლიგიდან.
სტალინი
გამარჯვებულია ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ამ ომის მაინიცირებელია და რომელიც ამ ორი ქვეყნის ალიანსის დაუძინებელი მტერია.
არტ
ობიექტირად უკრაინასაც და ჩეხეთსაც ჩვენზე ძლიერი ნაკრები ყავთ. მაგრამ ჯერ ეგ ერთი, ეს არ ნიშნავს რომ შანსი მათთან არ გვაქვს, და მეორეც, ორივე ამ გუნდს, განსაკუთრებით კი უკრაინას , შესარჩევიდან გასვლის კარგი შანსი ექნება, რაღაც საშინელ ჯგუფში თუ არ მოხვდა. ხოდა ეგ დამატებითი შანსია ჩვენთვის. ასეთ შემთხვევაში მეორე ან მესამე ადგილითაც კი გვექნება გასვლის შანსი.
არტ
ობიექტირად უკრაინასაც და ჩეხეთსაც ჩვენზე ძლიერი ნაკრები ყავთ. მაგრამ ჯერ ეგ ერთი, ეს არ ნიშნავს რომ შანსი მათთან არ გვაქვს, და მეორეც, ორივე ამ გუნდს, განსაკუთრებით კი უკრაინას , შესარჩევიდან გასვლის კარგი შანსი ექნება, რაღაც საშინელ ჯგუფში თუ არ მოხვდა. ხოდა ეგ დამატებითი შანსია ჩვენთვის. ასეთ შემთხვევაში მეორე ან მესამე ადგილითაც კი გვექნება გასვლის შანსი.
სოსო
ჩეხეთიც და უკრაინაც,ფიზიკურად უაღრესად ძლიერი,მობილური და ტექნიკურდაც საკმაოდ ძლიერი,ორგანიზებული ნაკრებია და მათთან ბრძოლა,ჩვენთვის უძნელესი საქმე იქნება.ორივე ნაკრები საჯარიმოს გარედანაც სახიფათოა და ჩვენი საყრდენი ზონის სისუსტის ფონზე,ამ დარტყმების დაბლოკვას რამდენად შევძლებთ,დიდი კითხვის ნიშანია.მთელი ნაკრები,ფიზიკური კონდიციების პიკზე უნდა შეხვდნენ,ამ თამაშებს.თანაც მთელი შემადგენლობა.მოკლედ რომ ვთქვა,ასე გავლით,ჩვენი ნაკრების ჯგუფში გამარჯვების დიდი იმედი არ მაქვს,თუმცა ჯგუფში ადგილის შენარჩუნება,უნდა შევძლოთ.უკრაინას გამარჯვებას და ომის დამთავრებას ვუსურვებ,თუმცა ვთვლი,რომ ამ ომის უკვე დაწყებით,რუსეთიც და უკრაინაც დამარცხებულია. ამას,ომის დამთავრების შემდეგ,უფრო მწვავედ იგრძნობენ.
გოგა
შეშვით ამ პოლიტიკას აქ და სპორტზე ისაუბრეთ, სიმართლ მწარეა, მაგრამ უკრაინა ყოველთვის გვჯობდა, გინდა დინამოების დაპირსპირებიდან დღემდე ნაკრებების დაპირისპირებით, ეხლა იმედია ჩვენ მოუგებთ, მაგრამ რო მოგვიგოს უკრაინამ ორივე არ იქნება რამე უცნაური, ძალიან ძალიან ბევრად უკეთესი ნაკრები ყავს. წარმატებები საქართველოს ნაკრებს.
gpi
გოჩას შენ იყავი შემდეგი და მე არ ვაპირებ , გინდაც არათუ უკრაინა , არამედ პოლონეთიც ჩამოიშალოს . მართლა ეგრე თუ გჯერა , რომ უკრაინაზეა ჩვენი ყოფნა-არ ყოფნა დამოკიდებული , რას უზიხარ აქ , რატომ არ მიდიხარ უკრაინაში საომრად ??? ჩვენი საქმე აქ , ჩვენთან წყდება და არა უკრაინაში , რუსეთში , ან ამერიკაში . კარგად დაიმახსოვრე ეს !
სტალინი
უკაცრავად გამომრჩა, 16 ნოემბერს ვმასპინძლობთ უკრაინას!
სტალინი
ცნობილი გახდა შეხვედრების კალენდარიც: ტურნირს ჩეხეთთან 7 სექტემბერს მასპინძლობით ვიწყებთ, შემდეგ 10 სექტემბერს ალბანეთს ვსტუმრობთ, შემდეგ ვთამაშობთ 11 ოქტომბერს გასვლას უკრაინასთან და სამი დღის შემდეგ 14 ოქტომბერს ვმასპინძლობთ ალბანეთს. ტურნირს ვამტავრებთ ორი შეხვედრით ნოემბერში. ჯერ ვმასპინძლობთ 16 ნოემბერს და ბოლოს მივდივართ სტუმრად ჩეხეთში. ანუ ვიწყებთ და ვამთავრებთ ჩეხებით
გოჩა
და ვინ გითხრა რომ ჩამოიშლება, უკრაინა თუ ჩაბარდება, შემდეგი ჩვენ ვიქნებით ადვილი ლუკმა პუტინისთვის, დააფინანსა ამერიკამ 60 მილიარდით არამგონია ეგრე დათმოს უკრაინამ
გიორგი
ახალგაზრდული ნაკრები რომ მართლაც უმძიმეს ჯგუფში მოხვდა პორტუგალია ნიდერლანდები ბელგიასთან და პირველ ადგილზე გავიდა თანაც ხვიჩას და ჟორჟიკას გარეშე როგორ ახსნით.მე ამ ჯგუფში ფავორიტი საქართველო მგონია რაც უფრო მაშინებს.
tngh
სამწუხაროდ, უმძიმეს ჯგუფში მოვხვდით... ძნელია საიმედო პროგნოზის გაკეთება!!!
სტალინი
ერთ არაპოპულარულ რამეს ვიტყვი. თუ შემოდგომამდე უკრაინის სახელმწიფო ჩამოიშლება და შესაბამისად მათი ნაკრებიც მოიხსნება გათამაშებიდან, მაშინ შანსი გვექნება ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების და 2026 წლის მსოფლიოზე ბრძოლის გაგრძელებისა, თორემ A ლიგის მესამე ადგილოსანთან, თუნდაც უნგრეთი ან პოლონეთი, ორი მატჩის ჯამში მომგები ჩვენ არ ვართ რომ უძლიერეს ლიგაში ავინაცვლოთ. მართალია, სხვის უბედურებაზე ხეირი კარგი საქმე არაა, მაგრამ ასეთი რამ ჩვენს სპორტში უახლოეს წარსულში არაერთხელ უკვე მოხდა: 1) არ დავაკნინებ ხელბურთელების უნგრელებთან გასვლაზე მიღწეულ წარმატებას, მაგრამ უნდა იტქვას, რომ ხელბურთის ევროზე რუსეთის და ბელორუსის ძლიერი ნაკრებების, რომლებიც ამ გათამაშების მუდმივი მონაწილენი იყვნენ, ჩახსნის შემდეგ დავიკავეთ მათი ადგილი. 2) კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზეც პირდაპირ რუსეთის ნაკრების დისკვალიფიკაციის გამო გავედით, თორემ ესპანეთთან და იტალიასთან ერთად შესარჩევ ჯგუფში რუსეთი უნდა ყოფილიყო და ისლანდიის სუსტ ნაკრებთან სახლში ვერ მომგები, არა მგონია ასეთ ჯგუფში მესამე ადგილზე გავსულიყავით 3) წყალბურთელებს ვერ დავუკარგავ გარჯას, მაგრამ ერთხელ იქაც, 2022 წლის აკუსტიკის მსოფლიო თასზე ჩვენი ნაკრების მსოფლიო 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრაც რუსეთის ნაკრების ჩახსნის შედეგია და ბოლოს 4) ფუტზალშიც გვქონდა მსოფლიოზე გასვლის შანსი ახლახანს, რუსეთის ძალიან ძლიერი ნაკრების დისკვალიფიკაციის შემდეგ, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ ბრაზილიელი ლეგიონერები ვერ დათვალა და უკვე ჩვენ ჩაგვხსნეს შესარჩევიდან. და ისმის კითხვა, თუ ამდენჯერ ვიხეირეთ რუსეთის ჩახსნით, რატომ არ შეიძლება იგივე გავაკეთოთ უკრაინის ჩახსნით? წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვართ ჩვენ არც ჩეხეთზე და მითუმეტეს არც უკრაინაზე ძლიერები ფეხბურთში და მოგვიწევს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მესამე ადგილისთვის ალბანეთთან, რათა პირდაპირ არ დავქვეითდეთ ქვედა ლიგაში და მერე ასევე იქ გავარდნისგან C ლიგის მეორეადგილოსანთან ჩრდ.ირლანია იქნება ის, სლოვაკეთი თუ სომხეთი, ასევე უშეღავათო ბრძოლა
სტალინი
უკრაინა არა, ამერიკის შეერთებული შტატები
მწვრთნელი
თუ ვერ გადახვედით A ჯგუფში, ბორელს დაურეკეთ და გადაგიყვანთ!
რუსოფილო-ს
ფეხბურთში საქართველოს და იტალიიის ავტორიტეტებს ადარებ:)? რაც იტალიას ვერ გაუბედეს, საქართველოს არაფრად ჩააგდებენ.
არა და
პირიქითაა ეგ, პირიქით !
შენი ლოგიკა ...
კომენტარების მიხედვით და არა მარტო, ისე გამოდის, რომ უკრაინა/უკრაინელებია საქართველოს ყველაზე დიი..დი მტერი ... მართლა "რა(ღაცა) გჭირთ, ტო" ?!
რუსოფილო
მოდა რომ ყოფილიყო,მსოფლიოზე გაიყვანდნენ და არც იტალიასთან დაჩაგრავდნენ!და ბოლოს:ჩვენი სტატისტიკა უკრაინასთან ურთიერთ შეხვედრებში:9 თამაში;0მოგება;3 ფრე და 6 წაგება!თუმცა,ამჯერად მჯერა,რომ სახლში მოვუგებთ და ნავსსაც გავტეხავთ!
სიმართლე
10000000% ხარ!!!! ჩვენ ხო ყველას ვაფასებთ ჩვენიანების გარდა....
სვანსკი
100 % მეც ეგ ვიფიქრე
დათო
ისე ხომ რას ამბობ, დაანგრევდი ხო? გაიხსენე ერთი როდის მოგვიგია უკრაინისთვის? ფეხბურთში კი არა და კალათბურთში და ფუტზალშიც კი მოგვიგეს ბოლოს
სსს
ჯობდა უკრაინა არ შეგვხვედროდა ეგ იქნება ბინძური თამაშები ყველა მხრივ ეხლა არ დაგიწყებთ მტკიცებას მერე გაგახსენებთ.
გენა
რუსეთუმეები, აქაც შემოძვერით?
თემო
უკრაინა მოიგებს ორივე მატჩს ჩვენთან. ახლა მოდაა უკრაინა არ დაიჩაგროს
zura222
ამას თანამდებობა მობეზრდა ? არ აპატიებენ ამის თქმას--საქართველომ დაიმსახურა პლეი ოფიო ! ეგრევე მიაკერებენ ქართველების (რუსების) აგენტობას !
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
ალბანეთი
საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
უკრაინელთა დანაკლისი საქართველოსთან მატჩის წინ - რებროვს შემადგენლობაში ცვლილებები მოუწევს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
პლეი-ოფში გასვლისთვის უკრაინას პრემიალური გაუორმაგეს
უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს
"უკრაინას ნორმალურად თამაში არ შეუძლია და პროლეტარული ფეხბურთით გაიმარჯვა" - განაცხადა უკრაინელმა ბლოგერმა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
რებროვი: ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს - როგორ შევაჩეროთ კვარაცხელია?
რებროვი: შეაჩერა კონოპლიამ კვარაცხელია? რა ვუთხარი მუდრიკს - მადლობა ქართველებს!
"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი
უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?
რებროვმა საქართველოსთან გასვლითი მატჩის წინ უკრაინელებს პირობა მისცა
სერგეი რებროვი: კვარაცხელიას უკან დახევა უწევდა - რატომ ვიკამათე მეორე ტაიმში ქართველებთან?
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..