საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გაიმარჯვა და ახლა ჯგუფურ ეტაპამდე საბერძნეთის ეროვნული გუნდის დამარცხება სჭირდება. სამშაბათამდე საკმაო დროა და მანამდე მწვრთნელებიც, ფეხბურთელებიც, გულშემატკივრებიცა და ჟურნალისტებიც ყველაფერს უფრო მშვიდად გადავაფასებთ, მანამდე კი ლუქსემბურთან დაპირისპირება განვიხილოთ.

შემადგენლობა

ჩვენ მიერ შემოთავაზებული სავარაუდო შემადგენლობა, ფაქტობრივად, სრულად გამართლდა. ქოჩორაშვილის ახლახან მომჯობინებამ და კანკავას ნაკრებში დაბრუნებამ ცოტათი "დაგვაბნია", თორემ "ლევანტეს" ნახევარმცველი სასტარტოში ყოფნას ნამდვილად იმსახურებს.

სანიოლმა გათვლა იმაზე გააკეთა, რომ ბურთი ჩვენ მეტად უნდა გვქონოდა და ორი ფორვარდით მეტოქე მაქსიმალურ წნეხში მოგვექცია. შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ფრანგმა მწვრთნელმა ფეხბურთელების ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური მდგომარეობა კარგად შეისწავლა და გარკვეულ პოზიციებზე აზრთა სხვადასხვაობის პირობებში, სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. პრობლემები კვლავ გამოჩნდა, მაგრამ ისევ გავიმეორებთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშების წინ, დიდი საკადრო რყევები არ ხდება...

ჩვენი სცენარი

მატჩამდე იმაზე ბევრს ვსაუბრობდით, რომ საქართველოს ნაკრებში ზედმეტად ბევრი საყრდენი ნახევარმცველი იყო, ზოგიერთი ფეხბურთელის არგამოძახების პირობებში კი თამაშის გაძლიერებისა და პროცესში ცვლილებების რესურსი, სიტუაციის გადატრიალების შესაძლებლობა რამდენად გვქონდა. სწრაფი გოლი ვერ გავიტანეთ (არადა, ჩაკვეტაძე-ზივზივაძის ბრწყინვალე კომბინაცია ვნახეთ), თუმცა შეხვედრის მიმდინარეობა ისე წარიმართა, სანიოლის სცენარმა კარგად იმუშავა. იყო რამდენიმეწუთიანი ის ჩავარდნა, სადაც მამარდაშვილმაც გვიხსნა, გოლიც (გაუქმებული) გავუშვით და სცენარის შეცვლას სიტუაცია მაშინ ითხოვდა, საბოლოოდ კი ყველაფერი ჩვენთვის იდეალურად გაგრძელდა.

ამიტომაცაა, ფინალში ასეთი ჩავარდნები და "გათიშვები" არ გვეპატიება. ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდება, რაც კონტრშეტევებზე ხეირის ნახვის შანსს ზრდის, მაგრამ კარგად დავინახეთ, ჩვენს უკანა ხაზს არ აქვს ფუფუნება, მოწინააღმდეგის მასირებულ შეტევებს გაუმკლავდეს.

საქართველის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს მოწინააღმდეგეზე ნამუშევარი ჰქონდა. ასე იქნება ბერძნების შემთხვევაშიც, მაგრამ ერთ დროს ევროპის ჩემპიონებისგანაც იმავეს უნდა ველოდოთ. ამიტომ სანიოლის მხრიდან სწორ და ეფექტურ კორექციებს დიდი მნიშვნელობა ექნება.

კრიტიკა

გვესმის, როცა მთავარ მწვრთნელს საკადრო საკითხებს უწუნებ, შესაძლოა, მან ყველაფერი ჩვეულებრივად არ მიიღოს, საბოლოოდ კი შედეგით გამართლდეს. ჩვენ ამ პერიოდს ორი დაპირისპირების (ფინალის ჩათვლით) ჭრილში ვუყურებთ. ამიტომაც გვსურს, ყველა შესაძლო რესურსი გამოყენებული იყოს. მუდამ ხაზგასმით ვამბობთ, რომ სავარჯიშო პროცესიდან გამომდინარე, მწვრთნელმა მეტი იცის, მაგრამ არის მომენტები, როცა "გარედან" თქმაც აუცილებელია. ერთ დროს სანიოლს დავით ვოლკოვის არგამოძახებაზე ვკითხეთ. მან გვიპასუხა, რომ ისედაც ბევრი ფორვარდი ჰყავდა, საბოლოოდ აზერბაიჯანში მოასპარეზე ფეხბურთელი მიიწვია და მისით მაშინ ძალიან კმაყოფილი დარჩა.

ზივზივაძის დუბლმა ის ხუმრობა გაგვახსენა, თავად ბუდუმ ჭადრაკის თამაშზე რომ გაავრცელა მას შემდეგ, რაც ის ვლადიმირ ვაისის სიაში ვერ ხვდებოდა. ახლა ყველა ვფიქრობთ, რომ მაშინ მნიშვნელოვანი რესურსი დაიკარგა, რადგან მწვრთნელის გემოვნება სხვა იყო. გვაქვს კი ჩვენ დასაკარგი რესურსი?!

მსაჯი

თავდაპირველად, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად ცოტა უცნაური ვითარებისა, შეხვედრის ესპანელი მსაჯი სწორად მოიქცა, რადგანაც VAR-ის ეპოქაში მსგავსი გადაწყვეტილება (გოლის გაუქმება და წინა ეპიზოდში დაბრუნება) შესაძლებელია. მეორე საკითხია, რომ ასეთ დროს მსგავსი გადაწყვეტილების არმიღებაც რეალურია, ასე რომ, როცა კრიტიკულ მომენტში არბიტრი ჩვენთვის მისაღებ გადაწყვეტილებას აფიქსირებს, ეს მნიშვნელოვანი ამბავია (კაკაბაძის უხეშობის ეპიზოდიც გავიხსენოთ). თუკი ჩვენი ფეხბურთელები თამაშს მანამდე, თუნდაც ჯარიმის აღებით შეაჩერებდნენ, ეს ტაქტიკურად გამართლებული იქნებოდა (ამაზე არავის უფიქრია), ეპიზოდი მალევე გადამოწმდებოდა და არც გოლს მივიღებდით. მეორეცაა, გოლი და შესაძლო უსამართლობის დიდი რისკი რომ არა, იქნებ ვიდეოგამეორების ოთახში ის ეპიზოდი "გაეტარებინათ". ყველაფერი ჩვენთვის სასურველად დასრულდა...

მოკლე ანალიზი ასეთია და ფეხბურთელების ინდივიდუალურ შეფასებას შაბათს, 23 მარტს, შემოგთავაზებთ.

გიორგი-ს
უკეთესი თამაშის ხარისხისთვის თაობები უნდა გაიზარდოს უკეთესი მწვრთნელების, ინფრასტრუქტურის პირობებში და უკეთესი განათლებით რაც ზოგადად სპორტულ ცხოვრებას ან თუნდაც კვებას ეხება. მხოლოდ ტალანტი ზოგჯერ არ კმარა.
დავით
ხო აბა, როგორც შენ იტყვი. იმ ერთ გოლსაც პენალტით გაგვიტანენ.
გიორგი
4-1 დავანგრევთ , ბერძნებს დაერხათ მაგრად ჩავარდება საბერძნეთის დაცვა და ნახევარდაცვა.
შენი მებახე
შენი გამზრდელი და გამჩენი დაღალა დინამოს სტადიონმა 26 მარტს
მირო
არც სტადიონზე ისმოდა მეგობარო((
რაბუ
საქართველო 2-0 საბერძნეთი ... დასქრინეთ
დავით 67
ფავორიტად მაინც საბერძნეთი რჩება, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. გუშინ აშკარად ეტყობოდა ხვიჩას არყოფნა.არ ვიცი წვიმის ბრალი იყო თუ რისი კაცნაკლულ ლუქსემბურგს მეტი გოლი უნდა გაუტანო. ეგეც რომ არა, მეორე ტაიმში ჩვენს სტუმრებს სულაც არ ეტყობოდათ, რომ 10 კაცით იყვნენ. Var-ის ოთახში მყოფებმა ცოტა დაგვეხმარნენ. გოლს არ ვგულისხმობ, კაკაბაძის უხეშობა მაქვს მხედველობაში. გასაგდები იყო ნამდვილად. ასე თუ ისე საფეხბურთო ფორტუნა გუშინ ჩვენს მხარეს იყო, რაც იშვიათობაა. ბედის ამბავში სულ გვიჭირს. ხვიჩას დაბრუნების შემთხვევაში ალბათ მიქაუტაძეს დასვამს სკამზე. ორი ფორვარდით არ შეიძლება საბერძნეთთან. კონტრშეტევებს სწრაფად ახორციელებენ,თან ჩვენზე სწრაფები არიან. ჩემი აზრით ფრე მგონია ძირითადი დრო
ჰა?
0-რაღა იყო, 1/2 (0.5) მაინც დაგეწერა ჩვენს მხარეს
ლევანს
შენი პოზიცია გასაგებია მარა მცდარია )) ეს რომ ყოფილიყო ფინალი 100 % დაგეტანხმებოდი მთავარი შედეგია. ახლა შედეგი რაა ლუქსებს მოვუგეთ?? და გუშინ ბერძნების 5-0 უყურე? ვიმშვიდოთ თავი რომ კარგად მიდის საქმე და აღარ მინდა გაგრძელება... მოკლედ არ ვართ ჩასაფრებულები ..კარგი გვინდა..მარა მაგალიტად როგორ უნდა თქვა ჩაკვეტაძემ კარგად ითამაშაო?? გაიგეთ ხალხო ამ სტილით ამ დაცვით ბერძნებტან გაგვიჭირდება. იქნებ რამე შევცვალოთ ავრიოტ თუნდაც შემადგენლობა მოწინააღმდეგეც დაიბნეს მოკლედ სპეციალისტების საქმეა.. სადღაც დავწერე ნუ ვიქნებიტ სირაქლემის მდგომარეობაში და ვიღაცეებმა გამლანძღეს )) დავიჯერო გუშინდელი ორივე თამაშის მერე საფრთხეს ვერ გრძნობთ?
ირაკლი
მსაჯს თამაში არ უნდა განეახლებინა სანამ ეს მომენტი არ ამოიწურებოდა! ცოტა უხერხულობა შეიქმნა გოლოს გაუქმება და ჯარიმის დანიშვნა! პორველივე გამეორებაზე ეკრანიდან მე დავინახე რომ საეჭვო მომენტი იყო და ვარ-ის მსაჯებმა რა ვერ დაინახეს? თამაშის რეჟისორი კიდევ სასწრაფოდ შესაცვლელია, ტიპი აზრზე არ არის როდოს რომელი კამერა ამუშაოს! გამეორებას გვიჩვენებს იმდენჯერ და ისე უადგილოდ, რომ ლაივი სახიფათო მომენტი ბევრჯერ გამორჩა! ტრიბუნის კადრებს გვიჩვენებდა მაშონ როცა ფანები მშვიდად იყვნენ და ბევრი სხვა რამ! თოფურიას ქამრის წარდგენა კიდევ რა იყო? მიზეზი გვაქვს რომ შოუ დავდგათ და გაფორმება არ იციან! ბიჭო თუ არ იცი იკითხე, სირცხვილი კი არაა! იმ მიკროფონში რომელიც ილიას ეჭირა მარტო სტადიონზე ისმოდა, ტელევიზურში არა ან კიდევ ხომ შეიძლებოდა სხვანაირი გამოცხადება ყოფილიყო? ჯერ ვინმე მიკროფონით გამოსულოყო, გამოეცხადებინა სრული რეგალია ილიასი და ქამარი შემდეგ გამოეტანათ? ან კიდევ ნუცა ბუზალაძეს ევროვიზიის სიმღერის ნაცვლად ცოცხლად საქართველოს ჰიმნი ემღერა? ( ევროვიზიის სიმღერის რეკლამირებაც საჭიროა მაგრამ არა სხვა რამის ხარჯზე)! რა გახდა ერთი უცხოელი რეჟისორის( ვისაც ესმის ფეხბურთის გაშუქება)ჩამოყვანა და შოუს დადგმა? ორგანიზქტორებს 0! მიუხედავად ამისა: ბიჭებს მადლობა ამ სიხარულისთვის! 26 ში ან ვიგებთ ან ვიხოცებით მოედანზე! წინ საქართველო, ჩვენ ეს შეგვიძლია
Bs
მადლობა რომ ის დაწერეთ რისი დაწერაც მე მეზარებოდა;-)
გიორგი
სამართლიანობა გაწყობს - არ მაწყობს ჩალიჩი არ არის. გამარჯვება ყველას გვიხარია, მაგრამ უკეთესი თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გაგვიხარდება.
ქ. გ.
ვაგან ბიძია! შენ მართლა გელის იმედების გაცრუება.
ნიკა
ქეცბამ კვიპროსით დაამარცხა ერთი წლის წინ საბერძნეთი და იმედია რაღაც კონსულტაციებს გაივლიან.
ვანგა ბებია
გამარჯობათ, საქართველო 0:3 საბერძნეთი კიდევ ერთი იმედგაცრუება
Qomagi
ხალხო თუ ვინმე კრიტიკულს დაწერს ნამდვილად არ ნიშნავს რო ჩასაფრებულია და ცუდი უხარია. სიმართლე სიმართლეა დაბნეული ბატებივით დარბოდნენ გუშინ გადაახვიეთ უყურეთ მოედნის ერთ მონაკვეთზე რამდენჯერ იყო 4 5 ფეხბურთელი. შეცდომები უნდა გამოსწორდეს,დროული პასები უნდა გაკეთდეს რამდენჯერ იყო როცა მარტივი პასი შეილებოდა გაკეთებულიყო და კორპუსს დგავდნენ
ქ. გ.
1. ხვიჩა დაბრუნდება. 2. ჩაკვეტაძე, მამარდაშვილი, შენგელია, ზივზივაძე, მიქაუტაძე ძალიან კარგ ფორმაში არიან. 3. გუნდს საკმარისი დრო აქვს შემდეგ თამაშისთვის მოსამზადებლად. დაისვენებენ, ივარჯიშებენ და უფრო კარგ ფორმაში იქნებიან, ვიდრე ლუქსემბურგთან. დადებითი ფაქტორების სია გრძელია: გუნდი კარგ ხასიათზეა, მწვრთნელები დაცვაში შეცდომების ალბათობას შეამცირებენ და ა.შ. აუცილებლად მოვიგებთ.
ქუთაისელი
ქვილითაიას შემოყვანა გუშინ იყო მარაზმი! კინაღამ ავდექი და წამოვედი. კანკავაც შემოდიოდა და მისი ხათრით დავრჩი. ანუ, ქვილითაიამ არც გახსნა იცის არც დაცვა, რატომ იძახებენ. გუშინ ორი ორზე შეტევაში მცველს თავად ეფარებოდა რომ პასი არ მიეცათ. არასდროს არ დამავიწყდება, შვედეთთან შეხვედრაში კვარა ერთი-ერთზე გადიოდა და ეს ბედოვლათი წინ გადაუდგა.
ირაკლი
მსაჯს თამაში არ უნდა განეახლებინა სანამ ეს მომენტი არ ამოიწურებოდა! ცოტა უხერხულობა შეიქმნა გოლოს გაუქმება და ჯარიმის დანიშვნა! პორველივე გამეორებაზე ეკრანიდან მე დავინახე რომ საეჭვო მომენტი იყო და ვარ-ის მსაჯებმა რა ვერ დაინახეს? თამაშის რეჟისორი კიდევ სასწრაფოდ შესაცვლელია, ტიპი აზრზე არ არის როდოს რომელი კამერა ამუშაოს! გამეორებას გვიჩვენებს იმდენჯერ და ისე უადგილოდ, რომ ლაივი სახიფათო მომენტი ბევრჯერ გამორჩა! ტრიბუნის კადრებს გვიჩვენებდა მაშონ როცა ფანები მშვიდად იყვნენ და ბევრი სხვა რამ! თოფურიას ქამრის წარდგენა კიდევ რა იყო? მიზეზი გვაქვს რომ შოუ დავდგათ და გაფორმება არ იციან! ბიჭო თუ არ იცი იკითხე, სირცხვილი კი არაა! იმ მიკროფონში რომელიც ილიას ეჭირა მარტო სტადიონზე ისმოდა, ტელევიზურში არა ან კიდევ ხომ შეიძლებოდა სხვანაირი გამოცხადება ყოფილიყო? ჯერ ვინმე მიკროფონით გამოსულოყო, გამოეცხადებინა სრული რეგალია ილიასი და ქამარი შემდეგ გამოეტანათ? ან კიდევ ნუცა ბუზალაძეს ევროვიზიის სიმღერის ნაცვლად ცოცხლად საქართველოს ჰიმნი ემღერა? ( ევროვიზიის სიმღერის რეკლამირებაც საჭიროა მაგრამ არა სხვა რამის ხარჯზე)! რა გახდა ერთი უცხოელი რეჟისორის( ვისაც ესმის ფეხბურთის გაშუქება)ჩამოყვანა და შოუს დადგმა? ორგანიზქტორებს 0! მიუხედავად ამისა: ბიჭებს მადლობა ამ სიხარულისთვის! 26 ში ან ვიგებთ ან ვიხოცებით მოედანზე! წინ საქართველო, ჩვენ ეს შეგვიძლია
ლევანი
იცით? თუ კიდევ რამე გამიკვირდებოდა ჩვენი ხალხისგან, არ მეგონა. გასაგებია, როცა მსაჯი შენს საწინააღმდეგოდ უსტვენს, უკმაყოფილო ხარ, უსამართლობის გრძნობა გიჩნდება და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ როცა პირიქითაა, შენ გაწყობს მისი გადაწყვეტილება, მაშინ როგორ უნდა იყო უკმაყოფილო?ვკითხულობ კომენტარებს და გაოგნებული ვარ, მსაჯმა მოგვაგებინაო ხალხო, და ეს იმ თამაშზე, რომელშიც, პირველ ტაიმში ფეხბურთის ნამდვილი გაკვეთილი ჩაუტარეთ ლუქსემბურგს. ერთადერთი, კაკაბაძეს უხეშობა იყო საყვითლე, საყვითლე. დანარჩენი, აბსოლუტურად სწორად მოიქცა, ვარიც და მსაჯიც, ნახოს, ვისაც უნდა, თუ არ იყო ჟორჟზე ჯარიმა, თან ერთი ერთზე გადიოდა, აბა წითელი არ არის? ბოდიში ბატონებო, თუ ვინმეს ეს არ მოეწონა, ბოდიში, საქართველო ფინალშია! ახლა ადექით და ბერძნებს უქომაგეთ... მაინც გაუყრით, აი ასე! დიდება საქართველოს!
მწვრთნელი
ხვიჩამ და ჟორამ უნდა დაიწყონ თამაში ძირითადში და დაღლილ ბერძნებთან ბუდუ შემოვიდეს! კანკავასი რა გითხრათ და კიტეიშვილი აუცილებლად უდა იყოს ძირითადში! სხვათაშორის შენგელიაც ცაციაა წიტაიშვილივით, მაგრამ ამ ცაცია მოთამაშეებს სანიოლი მარჯვენა ფლანგზე არ იყენებს კაკაბაძესთან ერთად ტანდემში დიდი ხანია! თუ გვინდა, რომ ცენტრში დავშალოთ ბერძნების თამაში მაშინ კანკავა უნდა გამოვიდეს და ქოჩორაშვილი დაჯდეს "ზამენაზე"! ვნახოთ არჩევანი არის და ჩაკვეტაძის კრეატივიც არ უნდა დაგვავიწყდეს! მე მგონი ისევ სამი ცენტრით დავიწყებთ თამაშს, რასაც ელოდება ბერძენთა მწვრთნელი და ყაზახებსაც ასეთი ტაქტიკა დაუპირისპირა და ჩვენთანაც ამას აპირებს! მთავარია რაღაც მოულოდნელი რამე შევთავაზოთ ისეთი, რომლის გადაწყვეტასაც ბერძნები დიდ დროს მოანდომებენ! დაცვაში ჩაჯდომა სიკვდილის ტოლფასია! აი ისეთი თამაშია საჭირო როგორც შოტლანდიასთან 2-2 რომ დამთავრდა თბილისში!
რაბუ
ბრძოლას იგებს ტაქტიკა. ასე რომ ბერძნებს ტაქტიკურად უნდა ვაჯობოთ. კვარა დიდი პლიუსია ჩვენთვის, მასზე მეურვეობას დააწესებენ, 2-3 კაცს მაინც. ასე რომ ჩაკვეტაძემ უნდა იყოჩაღოს და თავისუფალი სივრცეები აითვისოს მაქსიმალურად. დაცვა კიდე რა ვიცი საკუთარი ტყავებიდან უნდა ამოძვრნენ და კარიერის თამაში უნდა დადონ
გამყიდველი:D
აბა ფედერაციას და სანიოლს გაყიდული აქვს ეს თამაშიო რო წერდით?ასე ტვინ გაყინულები და ბოროტები როგორ ხართ? რაში აწყობდა ამ თამაშის წაგება ან სანიოლს ან ფედერაციას ვერ ვხვდები, პირიქით არ უნდა იყოს ეგ? ძალად ექსპერტებო ეხლა საბერძნეთან ვინ ყიდის თამაშს და ვინ ღებულობს ამ ფულს ვერ დაწერთ? თქვენ ხო იცით ყველაფერი!
ქ. გ.
კრემლებოტებო! თავს ნუ შეიწუხებთ. თქვენი კომენტარები არ გვაინტერესებს.
Pepelu
აბსოლუტურად სწორი მსჯელობაა!! თამაშზე ვიყავი და კომბინაცია ქონდათ დამუშავებული შენგელია ამოიტყუეს, თავდამსხნელს ამოყვა ზემოთ. ცარიელ ზონაში პასი გაკეთდა და გოლიც მივიღეთ. საბოლოოდ შენგელიამ ძალიან კარგად ითამაშა. იმედია სანიოლი მიხვდა ჩვენი დაცვის სისუსტეები როგორ დამალოს. აშკარად ჩანდა, როდესაც ჩვენი ფლანგის მცველები ოდნავ ზენოთ იწეოდნენ და აყვებოდნენ თავდამსხმელებს, ცენტრალური მცველები დაზღვევის დროს პოზიციებს კარგავდნენ და ირეოდნენ. როგორც ვთქვი ბიჭებმა ითამაშეს, იბრძოლეს და გაგვახარეს!! შემდეგი საბერძნეთის ნაკრებია!!!
ვიტო
დიდი იმედი მაქვს საბერძნეთთანაც გახარებულები დავრეჩბით! ეს სტადიონის გამომცხადებელი რატო გაკივის? ის მეორე უფრო კაცურად რომ აცხადებს სად გყავთ ცარიელ დინამოს რომ აზანზარებს ახლა არ ჯობია?
Givi
კაკაბაძის ასეთი სუსტი თამაში არ მახსოვს ნაკრებში, ჩვენს კარში გოლის დროს მაგრად შეეტყო მარცხნივ მცველის მაგივრად შემტევი რომ გვყავდა, სად იყო შენგელია მაგ დროს გამეორებაზეც ვერ შევნიშნე, იმედია ბერძნები ვერ გამოიყენებენ მაგ მცირე უპირატესობას.
ლუდვიგ
რას ერჩით ამ სანიოლის ვერ ვხვდები. მასზე უკეთესად გესმით ფეხბურთი რომელიმეს ? ისეთი მოთხოვნები გაქვთ, თითქოს სუპერსტარები გვყავდეს ნაკრებში, კვარაცხელიას და მამარდაშვილი გარდა. ამ კაცმა მაქსიმალური შედეგი დადო ამ გუნდით ჯერ-ჯერობით.
გია_544
ძალიან ძლიერია ბუდუ! ოსიმენიც ვერ გააკეთებს ხვიჩას გვერდით იმდენს, რასაც ბუდუ... ბერძნებთან ხვიჩა და ბუდუ ერთმანეთის გვერდით დინამიტი იქნებიან!
ტოტო
ბრავო ბიჭებს ბრავო სანიოლს!!!!!! ხალხნო ნუ უკარგავთ სანიოლს შედეგს, რაიყოთ რატო ვართ ესეთიუკმაყოფილი და უმადური ხალხი? არ შეიძლება ესე ყველას ლანძღა როგორ შეიძლება, რა დაგისავათ ესეთი ამ სანიოლმა? კაცმა ფინალში გააღწია და ჩვენ მაინც ვლანძღავთ, რა გჭირთ რაიყოთ რა უკვე ზედმეტებში გადავდივართ!!
რაბუ
ძალიან ძლიერი ნაკრებია საფრანგეთი, ესპანეთი, არგენტინა, ბრაზილია, ინგლისი. ძალიან ძლიერს საბერძნეთს ნუ უწოდებთ. აი რომელი ხასიათი გვჭირდება იციით გასვლაზე რომ კვარამ შეაგდო და ბურთი წამოიღო მოსაგებად
ბ. დილანიშვილი
კი გეტყობა, რა დღის წესრიგით ცხოვრობ. მაგათ სიტყვებს ყირგიზეთშიც აღარ აქცევენ ყურადღებას. გაიღვიძე, გრიშა ბიძია, დეპოში ვართ.
რობის
ხისტად ვითამაშებთ და არა მგონია ის რაც მაგალითად კაკბაძეს გაუტარეს ფინალშიც გაგვიტარონ. მოგვარჭობენ წითელს და დავრჩებით 10 კაცით. სიხისტეს ცოდნა უნდა რაც ჩვენ არ გვაქვს.
TATO
შედიოდნენ ისე გიწერია ვითომ ჩვენ საჯარიმოში იყვნენ სულ, ერთხელ შევიდნენ მხოლოდ. პირველი ტაიმის განმავლობაში ჩვენი კარისკენ ვერც გაიხედეს, ჩაწოდებაც კი არ გაუკეთებიათ
მწვრთნელი
საბერძნეთი, რომ ლუქსემბურგის დონე არაა ეს დამტკიცდა იმ 5 გოლში, რომელიც ყაზახეთს გაუტანა! საბერძნეთს თითქმის არ მოსდის ბურთის გადაცემების (ზუსტი გადაცემების) დროს შეცდომა, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენ ნაკრებზე და აი ამაშია ზუსტად სანიოლი დამნაშავე, რომ დღემდე ვერ შეკრა და ვერ შეათამაშა ძირითადი გუნდის ბირთვი! ნახეთ რამდენი ბურთი უადრესოდ და უაზროდ გადავეცით ლუქსემბურგს! ასეთ რამეს ზუსტად არ გვპატიობენ ჩვენზე უფრო მაღალი კლასის გუნდები და ამისთვის არის საჭირო პროფესიონალი მწვრთნელი და ფსიქოლოგი გუნდში! მე მაინც მჯერავს, რომ გულშემატკივარი, კვარაცხელიას დაბრუნება და ბიჭების თავგანწირვა გაგვიყვანს ევროზე! ადრეც დავწერე და ეხლაც ვიმეორებ 2-1 საქართველოს სასარგებლოდ! ლუქსებურგთან ვთქვი 2-0 და დაჯდა! კახელმა პაპამ, ნეტა თუ დადო თავისი სამი თვის პენსია (1200 ლარი) საქართველოს მოგებაზე!? ალბათ აქეიფა ბიჭები უკვე!
რობი
თუ გვინდა რომ მოვიგოთ ბერძნებთან მინდორზე უნდა გავიდეთ როგორც მხეცები და ბერძნებს უნდა ვეთამაშოდ ბერძნულად, ხისტად და აგრესიულად! არ უნდა მივცეთ ბურთის მიღები და დამუშავების საშუალება!
ქ. გ.
შედით ნებისმიერ სოციალურ ქსელში და წაიკითხეთ, რას წერენ რუსები. გაცოფებულები არიან. აი მათი კომენტარების მოკლე შინაარსი: "Незаслуженная победа. Судью подкупили. Греки вас живьём съедят! Путин вас не добил в 2008 году!" პოლიტიკურად გაუნათლებელ ქართველებს მიაჩნიათ, რომ მარტო პუტინი არის ყველაფერში დამნაშავე, და რუსებს ეფერებიან: "Ми вас лиубим. Прастыи рускии ни винаваты!"
ენძო
ბევრს არ მოეწონება რასაც ვფიქრობ,მაგრამ მაინც-ასეთი დაცვით ვერსად ვერ მოვხვდებით!ლუქსემბურგის ფეხბურთელები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შედიოდნენ საჯარიმოში.ასე დაბნეულები თუ ვეთამაშეთ ბერძნებს წავაგებთ ულაპარაკოდ!ღმერთმა ჰქნას სწორი დასკვნები გამოიტანოს სანიოლმა,თუმცა ეჭვი მეპარება.

კაშიას ყვითლების ამბავი როგორ არის?
გულშემატკივარი
კაცი ყოფილა სავიოლინო თქვენ კიდევ ენასტირნებოდით
misterik
ბილეთები როდიდან დაიდება გასაყიდად?
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ