საქართველო - ლუქსემბურგის (2:0) მატჩის შემდეგ ფეხბურთელებზე, ტრადიციულად, ინდივიდუალურად გესაუბრებით, მაგრამ ახლა მათ შეფასებებს ქულებში არ გამოვხატავთ. გადამწყვეტი შეხვედრის წინ, ჩვენი მთავარი მიზანი საუკეთესოს გამოვლენა არაა; ასევე დავწერთ, საბერძნეთთან პლეი-ოფის ფინალამდე, ყურადღების გამახვილება რაზე მოგვიწევს. ისტორიული შეხვედრის წინ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბიჭებს ის რჩევაც მისცა, ტელეფონების გამოყენებაზე უარი თქვან, რადგან ზედმეტმა ქებამ ან კრიტიკამ მათზე გავლენა არ მოახდინოს; ტრადიციულად, ვეცადეთ, ყველაფერი მაქსიმალურად ობიექტურად შეგვეფასებინა.

გიორგი მამარდაშვილი - მეკარისთვის რთულია, როცა საქმეში იშვითადაა, მაგრამ ისეთი რთული ბურთის მოგერიება უწევს, რა დროსაც "მამარდამ" გადაგვარჩინა. გიორგისგან კიდევ ერთი "მშრალი" მატჩი ვიხილეთ.

"ვალენსიას" კიპერის ფეხით თამაში ისევ გამოსწორებას საჭიროებს, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ბერძნებისგან უფრო მეტი პრესინგია მოსალოდნელი და მამარდაშვილს პასებით თანაგუნდელებიც "დატვირთავენ."

საბა კვირკველია - ვეტერანმა მცველმა რამდენიმე ეპიზოდში დაგვანახა, რომ მას სათამაშო კლასი და გამოცდილება არ დაეწუნება - იბრძოდა, პოზიციებს სწორად არჩევდა. საბას ზუსტი პასების კომპონენტი ბოლო მატჩებთან აშკარად გამოსწორებული ჰქონდა და ფიზიკურადაც უკეთეს ფორმაში ჩანს, ვიდრე შემოდგომაზე.

კვირკველიას, ისევე როგორც ყველას, საბერძნეთის ნაკრებთან მეტი დატვირთვა ექნება და მათ სახიფათო შემტევებთან სისწრაფე და მოქნილობა აუცილებელი გახდება.

გურამ კაშია - არჩათვლილი გოლის დროს, კაპიტანმა უშუალო მეურვეს, "სლოვანში" თანაგუნდელ როდრიგესს ხელი ვერ შეუშალა და მას ბურთის კარგად დამუშავების საშუალება მისცა, თუმცა ამ დროს კომპლექსური პრობლემებიც იყო. ზოგიერთ ეპიზოდში ჩანდა, გურამს სისწაფის კომპენსირება სხვა უნარებით უწევს. რაც ფინალში უნდა გაითვალისწინოს ისაა, შეხვედრის ბოლოს ემოციების გამოვლენისგან თავი რომ ვერ შეიკავა, არადა, მატჩი უკვე მოგებული იყო და ამ დროს ახალგაზრდა თანაგუნდელებს სიმშვიდეს თავად უნდა გადასცემდეს. გადამწყვეტ დაპირისპირებაში მისი გამოცდილებისა და დაცვის ხელმძღვანელობის უნარის იმედი გვაქვს.

ლაშა დვალი - შეხვედრის დასაწყისში სანიოლი დვალს რჩევებს საკმაოდ ხშირად აძლევდა, შემდეგ კი უკანახაზელმა ორთაბრძოლები მოიგო და ბურთს კარგადაც ათამაშებდა. გაშვებული და არჩათვლილი გოლისას მას შენგელიას დაზღვევა მეტად უნდა მოეხერხებინა. ლაშას სითამამე არ აკლდა, ბერძნებთან კი თითოეული შეცდომა შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს, ამიტომ მაქსიმალური კონცენტრაცია სჭირდება.

ოთარ კაკაბაძე - თუკი მასზე ვამბობთ, რომ დაცვით ფაზაში გიორგი გოჩოლეიშვილზე კარგად გამოიყურება, ახლა რამდენიმე კარგი ვარდნის მიუხედავად, შეცდომები აქაც ჰქონდა. რაც შეეხება შეტევას, მარჯვენა ფლანგი გაცილებით პასიური იყო, თუმცა არ გამოგვრჩეს, რომ პირველი გოლისას, კუთხური სწორედ კაკაბაძის კარში დარტყმის შემდეგ მოვიპოვეთ. ოთარი პირველ ტაიმში გაძევებას აშკარად გადაურჩა და ამ მიმართულებით ყურადღება ახლაც დასჭირდება.

ლევან შენგელია - შეტევაში ძალიან ენერგიული და პროდუქტიული იყო, შეუძლებელია, ამით კმაყოფილი არ დარჩენილიყავი, მაგრამ ვიცით, რომ მას მთელი ფლანგის კონტროლი ევალება, დაცვაში კი ჩავარდნები ჰქონდა. საბერძნეთის ნაკრები აქცენტს ხშირად ფლანგურ ჩაწოდებებზე აკეთებს და ლევანს დაცვაშიც ბევრი მოეთხოვება.

ოთარ კიტეიშვილი - მას ტრავმების გამო ნაკრებში არასტაბოლურობა აქვს, ისე კი ყოველთვის შეუძლია, ამ დონის შეხვედრა ჩაატაროს. "შტურმის" ნახევარმცველი ჩვენი გუნდის ყველა შეტევას იწყებდა და ბურთს მუდმივად აკონტროლებდა, საჭოროების დროს კი არც ორთაბრძოლებსა და ართმევებს ერიდებოდა. ფინალში ისეთი მეტოქე გვყავს, ნახევარდაცვას მეტი წინააღმდეგობის დაძლევა დასჭირდება და კიტეიშვილმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს, ბურთის ნაკლები დაკარგვა ჰქონდეს.

გიორგი ქოჩორაშვილი - საქართველოს ნაკრებს ამ მატჩში ნამდვილად თანამედროვე ნახევარდაცვა ჰყავდა და ამაში თავისი დიდი წვლილი "ქოჩორამაც" შეიტანა. ის დაუღლელად მოძრაობს, შეტევის გაგრძელების ვარიენტებს ეძებს, არც ართმევას ერიდება და არც ზომიერ სიხისტეს. გიორგის ბევრი გაუცდა და საბერძნეთთან დაპირისპირების წინ მთავარი ისაა, ძალების აღდგენას რამდენად შეძლებს.

გიორგი ჩაკვეტაძე - "ჩაკვე" ძალიან მოგვეწონა. ის ცდილობდა, ლიდერის ტვირთი აეღო და ამ დროს, ეგოისტურ ქმედებას მხოლოდ მინიმალურ ეპიზოდებში თუ დავწამებდით. გიორგის პასები და დრიბლინგები არ გვიკვირს, ართმევით ფაზაში კი ძალიან აქვს მომატებული, თანაც თამამად მოქმედებს, არანაირი ფიქრი იმაზე, რომ ერთ დროს ტრავმირებული იყო. ხვიჩა კვარაცხელია ბრუნდება და ამ დუეტისგან ბერძნებს ბევრი თავსატეხი ელით. ჩაკვეტაძე "ერთა ლიგის" პირველი გოლის ავტორია და დაგავირგვინებაც შესაბამისი გვინდა!..

გიორგი მიქაუტაძე - ის შევედრის საკვანძო მომენტის მთავარი გმირი იყო, ჯერ ბურთისთვის იბრძოლა, რომელიც ჩაკვეტაძეს ჩაუვარდა, გიომ დიდებული პასი გააკეთა და მიქაუტაძემ მოწინააღმდეგეს წითელი ბარათი აჰკიდა. "მეცის" ფორვარდს საერთაშორისო შეფასება დაბალი აქვს, არადა, ის მთელი მატჩის განმავლობაში ბევრს მოძრაობდა და მუდამ მეტოქის კარისკენ მიიწევდა. ვნახოთ, სათადარიგოთა შორის გადაინაცვლებს თუ ფინალში კვარაცხელიას შეუწყვილდება.

ბუდუ ზივზივაძე - სიტყვები ზედმეტია, დუბლი, ძალიან დიდი შემართება და სარგებლიანობა. როცა თავდამსხმელი ფორმაში და თავდაჯერებულია, მისი შეჩერება ძალიან რთულია!..

გიორგი წიტაიშვილი - მოედანზე ისეთ დროსა და ვითარებაში შემოვიდა, მისგან მეტ აქტიურობას ველოდით, მაგრამ ჩაკვეტაძის გასვლის შემდეგ, მარცხენა ფლანგი ისეთივე დატვირთული აღარ ყოფილა, როგორც თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში. გიორგიმ დრო ფინალშიც უნდა მიიღოს.

ზურიკო დავითაშვილი - ტრადიციულად, ენერგილად შემოვიდა და თამაში რამდენჯერმე გაამწვავა. ფინალურ დაპირისპირებაში მისგან მეტ ცივსისხლიანობასა და შედეგიანობას ველით.

ნიკა კვეკესკირი - ჯარიმა საინტერესოდ შეასრულა. მისი შემოსვლის შემდეგ ცენტრში მეტ სიმშვიდეს და ბურთის მოძრაობას ველოდით, რაც მაინცდამაინც არ მომხადა, თუმცა ამას მხოლოდ "კვეკვეს" ვერ დავაბრალებთ. მისი გამოცდილება ფინალშიც გამოგვადგება.

ჯაბა კანკავა - ნაკრებში თამაშს მოწყურებული იყო და ტრადიციულად, ენერგიულად შევიდა, მაგრამ იმას ვიტყვით, რაც კაშიაზე დავწერეთ - გამოცდილ ფეხბურთელებს საჭირო დროს მეტი სიმშვიდე მოეთხოვებათ. კიდევ კარგი, ჯაბა მეორე გაფრთხილებას გადაურჩა...

გიორგი ქვილითაია - მას მცირე დრო მიეცა, სადაც მეტად უნდა ეცადა, კაცნაკლული მოწინააღმდეგეების დაცვაში თავისუფალი ზონები ეპოვა.

ვილი სანიოლი - არავინ იცის რას დავწერდით, ჩვემ კარში გოლი რომ არ გაუქმებულიყო, ახლა კი იმას ვიტყვით, რომ ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა სწორად შეარჩია და თამაში კარგად დაგეგმა. "ჯვაროსნებმა" მეორე ტაიმში ინიციატივა დათმეს, რაც კინაღამ გაშვებულ გოლად დაგვიჯდა, კიდევ კარგი ეს ამბავი დიდხანს არ გარძელდა... ვილი ფინალში რაღაც ახალსა და არაორდინალურს ვერ მოიფიქრებს, მაგრამ მატჩის განმავლობაში დიდი სამწვრთნელო დუელი ელის, მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი!

ილია
საბერძნეთი არ არის ნორვეგიაზე ძლიერი,უფრო პირიქით,მაგრამ ჩვენთან ფსიქოლოგიურ უპირატესობას გრძნობენ.სწორედ აქ გვჭირდება დარიგება,რომ თითოეული ფეხბურთელი,თითოეული რგოლი და მთლიანად გუნდი კერკეტ კაკლად იქცეს.
გოგა
რეალურად ბერძნებს არაფლით ჩამოუვარდებით, ალბათ შანსები მაინც 50/50 ზეა, მაგრამ მგონია, რო დადგა ის დრო გავიდეთ ევროპაზე, როდესმე ხო უნდა გავსულიყავით და ეს ეხლა მოხდება, გული ძალიან კარგს მიგრძნობს
სოსო
შარშანდელი სეზონი,უზარმაზარი ზედმეტი წონით დაიწყო და თანდათან დაიყარა წონა.ნაკრებში რომ დაუძახეს,უკვე მაგრად ჰქონდა დაფერთხილი,მაგრამ ფორმის ბოლომდე აკრეფა,მაინც ვერ მოასწრო.არაბეთში სერიოზული ფეხბურთელები თამაშობენ,ასევე სერიოზული მწვრთნელები მიიწვიეს და თუ კარგად მიჰყვები,ფორმაშიც შეხვალ.ორიოდე კვირის წინ,მატჩის საუკეთესოდ გაოაცხადეს და უკვე მაშინ მომეცა იმედი,რომ ნაკრებში კარგ ფორმაში შესული მოდიოდა.
ტოტალიზატორი
და იქნებ განზრახ კეთდება? მოიგებს ის ვინსაც მაღალ კოეფიციენტზე დადებს, ჰააააა?
მირო
მეგობრებო,ეხლა შევედი ბეთლაივზე და კოეფიციენტი არი 3.2--2,95--2.15...გუშინ იყო 2,6...2.4.,ანუ გამოდის რომ ქართველმა ბუკმეკერებმაც კი ბევრად გააუმჯობესეს საბერძნეთის შანსები2.4-დან 2,15-მდე.დასკვნა,ძალიან დიდი და მთავარია ,სწორი მიმართულებით,მონდომება და შრომა დაგვჭირდება მოსგებად....ცოტაზე მეტი გამართლებაც გვინდა,სპორტში ეს დიდს ნიშნავს.
Master
საბერძნეთთან შინ ვთამაშობთ.საბერძნეთი ალბათ შოტლანდიაზე და ნორვეგიაზე ოდნავ სუსტი გუნდია.შოტლანდიას ბოლო წუთებამდე ვუგებდით და ფრე ვითამაშეთ.ასევე ფრე ვითამაშეთ ნორვეგიასთან.ლოგიკურად საბერძნეთთან მინიმუმ არ უნდა წავაგოთ ძირითად დროში.ბერძნების უპირატესობა ალბათ მეტი გამოცდილება,ფიზიკა და ძლიერი ხასიათია.ამიტომ დამატებითამდე თუ მივა საქმე სავარაუდოდ მათ მეტი შანსი ექნებათ... ლოგიკურად ასეა.სამაგიეროდ ჩვენ კვარა გვყავს...50/50ზეა შანსი.
პასუხი
ანუ რადგან კაკაბაძეს (ეგეც ვინმე ცნობილი ფეხბურთელი არ იყოს) კარგად არ ვიცნობ, ესეიგი კომენტარის დაწერის უფება არ მაქვს?... ჯერ იფიქრე სანამ რამეს დაწერ!
გია
წარმატება ჩვენს ნაკრებს, ერთს დავწერ კოხრდიძე მომეწონა შეუძლია კაცის მოტყუებაა და კაი დარტყმა აქვს. ნამდვილად გამოვიძახებდი და ვათამაშებდი საჭირო დროს. წინ ფი ალია ავიზრულოთ ოცნება და ვიზეი მოთ ყველამ ერთად.
ჟორა გაბრიჭიძე
მოგება კარგია, მაგრამ ეს ნახევარფინალი იყო, ანუ ჯერ შუა ხიდზე ვდგავართ. მონდომება იგრძნობოდა, მაგრამ ბერძნები ამდენ შეცდომას არ გვაპატიებენ. ყველაზე თვალშისაცემ შეცდომას ბურთის მეკარესთან დაბრუნების დროს უშვებენ. მეკარეს ბურთს მაშინ უბრუნებენ, როცა მცველები დაკეტილები არიან და მეკარე იძულებულია ბურთი მოიგერიოს. მოგერიებული ბურთის 90%-ს კი მოწინააღმდეგე ეუფლება, ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ საკუთარ კართან ბურთის გაკატავებას მოეშვათ და მეკარეს იმ დროს დაუბრუნოთ ბურთი, როცა მას მისი მიზნობრივი გადაცემა შეუძლია და არა წინ უმიზნოდ გადაგდება.
მადრიდსკი რეალ
იასონას უდარს, ბესოს და კიდევ ორ იუზერისგან რომელთა სახელები არ მახსოვს შეკრავენ სამთაურო-სამწვრთნელო შტაბს და მთელ ქართულ ფეხბურთს მათშორის, ფეხბურთის ფედერაციას და ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ამათ ჩააბარაბენ!!!!!!!!! დაზუსტებული ინსაიდერული ინფორმაციაა იასონას უდარმა უკვე უთხრა თავის შტაბს!!!
ბესო-ს
კაკაბაძე თუ არ იცი, კაცი დაბერდა საქართველოს ნაკრებში რა კომენტარს აკეთებ?! პირველად უყურე საქართველოს ნაკრების თამაშს? "...მეორე ნომერს (კაკაბაძე მგონი)"...
სოსო
კვეკვესკირი,შესვლაზე შემოსვლისთანავე გააყვითლა,მსაჯმა.ჯაბა კანკავაც,შემოსვლისთანავე გააყვითლა.მატჩამდე ყველაზე დიდი კრიტიკა და ღვარძლი,მათზე იყო,ქართველი ვითომ გულშემატკივრებისაგან.ბიჭები მზად იყვნენ მოედანზე თავი დაედოთ და არაფერი დაეთმოთ.მეტისმეტმა სურვილმა,დიდი დაძაბულობაც გამოიწვია და სრულიად არასაჭირო გაფრთხილებებიც ემოციურ ფონზე მიიღეს.ამიტომ უნდა მოვზომოთ ყოველი სიტყვა და თუ ვინმე გასაკრიტიკებელია,იქაც კეთილმოსურნის პოზიციიდან ვთქვათ,სათქმელი. ბერძნებთან,არ გამიკვირდება,თუ სანიოლი,ჩაკვეს ცენტრში გადმოსწევს და კიტესთან ერთად,მეორე საყრდენის ფუნქციას გაინაწილებენ,მორიგეობით.მივიღებთ ძალიან მობილურ და შემოქმედებით ცენტრს,რომელიც თვითონაც გაამწვავებს შეტევებს და პასებითაც მოამარაგებს,შეტევის ხაზს ხვიჩა ითამაშებს და მის ფლანგზე,შესაძლოა უფრო დაცვაში ძლიერი ნახევარმცველი იყოს დასაყენებელი,ვიდრე შენგელიაა.არ ვამტკიცებ,რომ ეს სუკეთესო ვარიანტია,უბრალოდ ასეც შესაძლებელია.ლობჟანიძეს რომ არ დაუძახა,ვფიქრობ,რომ სანიოლს შესაძლოა რაღაცა აქვს მოფიქრებული.იქნებ ჩაკვე მარჯვნიდანაც დააყენოს?
ვახო
დიდი უპირატესობა??? შენ დიდი ოპტიმისტი ყოფილხარ.. როგორმე გავაღწიოთ და არ დავეძებ თუნდაც კიდევ დაგვეხმაროს მსაჯი ვარი
პატივისცემით
ეგ არავინ იცის რა ჯობია. ბუდუ თავიდან თუ მიქაუტაძე. წინა თამაშში მიქაუტაძე უკან თამაშობდა, ეგ მისი ადგილი არ არი.
მდააა
აბა? ჩკეტაძეს როგორ დააყენებს ზივზივაძის წინ? როგორ არის ასეთი შესაძლებელი? ყოფილა ასეთი? მითუმეტეს კვარაცხელია იქნება. საიდან ეს ვარაუდი?
ქართველი
აუცილებლად კვჭირდება კარში დამტყმელი, არა უაზროთ მეზობლის ნათესავებთან არამედ სწორად და მიზნობრივად, მითუმეტეს მათი მეკარე მაინც და მაინც ვერ ქაჩავს. თუ არ დაარტყი კარში აბა გოლო როგორ გავა ?
ბესო
მოდი ვიყოთ რეაისტები. ლუქსემბურგთან მსაჯობაში ძალიან გაგვიმართლა! ბევრი მსაჯი მეორე ნომერს (კაკაბაძე მგონი) უეჭველი გააძევებდა, ისე ეუხეშა მეტოქეს. და მერე სულ სხვანაირად წავიდოდა მატჩი. მთლიანობაში ჩვენები ხშირად უხეშობდნენ და ეს დიდი რისკია. მცველები ზოგჯერ უაზრო გადაცემებს აკეთებდნენ მამარდაზე და რამოდენიმეჯერ რამის ბურთი ჩაგვიჭრეს. გოლის გაშვების მომენტში ხომ საერთოდ ძალიან ჩაიჭრნენ. 4-5 მა კაცმა ერთს ლუქსემბურგელს მისცა დარტყმის უფლება! გუნდს კარგად გამართული სტრატეგია და ტაქტიკა არ აქვს. გადაჯაჭვული პრესინგი და შეტევა უჭირდათ. ქაოსური მოქმედება ბევრი იყო. არ ვამბობ რომ მოგებას არ იმსახურებდით, თუმცა ძალიან გაგვიმართლა და ლუქსემბურგსაც თამაში ვერ წაუვიდა. ესეთი თამაშით ბერძნებთან ცოტა შანსი გვაქვს. ასე რომ, ფეხბურთელებმა საკუთარ თავებს უნდა გადაახტნენ, ემოციები მოთოკონ და ცხოვრების მატჩი ჩაატარონ!
ლევანი
შეუძლებელია "რეროს" არ დაეთანხმო. მეც ვფიქრობ, რომ ჟრრჟი (მიუხედავდ იმისა, რომ ვთვლი ძალაინ ბევრი გააკეთა ლუქსმბურგთან) ალბათ ძირითადში არ იქნება კარაცხელია, ბუდუ და ჟორჟი, მითუმეტეს, როდესაც ჩაკვეც იქნება ძირითადში ერთად? არა მგონია ვილიმ დააყენოს.
გიორგი
კარგი ანალიზია ცოტას დავამატებდი კაშია ძალიან დაძაბული იყო მიზეს ვერ ვხდები გამცდილი და თანაც კაპიტანი სხვებისთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს, არ მომეწონა სანიოლის განმარტება საზონოვთან მიმართებაში ბიჭი სერი ა ში კარგ გუნში გამოდის და ბევრ დროს თხოვს მაღალ კონკურენციაში მყოფი ახალგაზრდა ფეხბურთელი რაც დრო ეძლევა ვფიქრობ კარგათ გამოიყურება ყოველ შემთხვევში პოლონურ და სლოვაკურ კლბებში გამომსვლებლებს მაინ ჯობს.
ქ. გ.
პროგნოზი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საბერძნეთთან მატჩში დიდი უპირატესობა გვექნება და მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას. პასუხისმგებლობა რაში გამოიხატება? აი ამაში: თუ ჩემი პროგნოზი არ გამართლდება, აქ ერთ კომენტარსაც აღარ დავწერ.
თავდასხმა
თავდასხმაში ჩაკვეტაძე და ზივზივაძე ჩაკვეტაძე უკან დაწეული ასე თუ დაააყენებს მოვიგებთ თუ არადა ჩაკვეტაძე თუ დააყენა ზივზივაძის მაგივრად შანსი არ გვაქვს....თავდამსხმელს რომელსაც სისწრაფე არა აქვს იმას რა უნდა ნაკრებში.
ქ. გ.
ობიექტური შეფასებაა.
გია_544
კარგი ანალიზია, ადეკვატური. ფაქტია - ჯერ არ დაგვიმარცხებია საბერძნეთი (არ გვითამაშია ევროპის ფინალში) ფაქტია - მეტოქეზე მაღლა არა ვდგევართ (არც შედეგებით) ფაქტია - სახლში ვართ, ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს და გამარჯვების ჟინი გვაქვს! ეხლა უნდა გავერთიანდეთ, ადეკვატურად შევაფასოთ სიტუაცია და დავიხარჯოთ! ჩვენი შანსები ამოცანსტან სწორ მიდგომაშია. ღმერთი ჩვენსკენ! ჩვენ ერთმანეთის გვერდით!
ბმ
ან ფეხბურთი არ მესმის, ან ფეხბურთელების ფსიქოლოგიას არ ვიცნობ, ასეთი პერფორმანსი კვირკველიასგან გასაოცარია. ან რა დიაგონალები აკეთა, ან რა სწრაფად იძლეოდა მოკლე პასებს, არ ვიცი, მგონი ძველი კვირკველია დაბრუნდა. ეს ძაან მაგარია.
თენგიზ ჯემალაშვილი
კარგი შეფასებაა
Რერო
კვარას ალბათ ბუდუ შეუწყვილდება თავდასხმაში. დიდი პატივიცემის მიუხედავათ ჟორჟი სკამზე გადაინაცვლებს.
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ