ჟურნალისტმა იანის სერეტისმა gazzetta.gr-ში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, რომ მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა საბერძნეთის ნაკრებში დიდი სამუშაო გასწია, ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალა, თუმცა 26 მარტს საქართველოს ეროვნულ გუნდთან დამარცხება გამორიცხული არ არის:

"წელს ბერძენმა გულშემატკივარმა ცოტა მეტად ირწმუნა თავისი გუნდის შესაძლებლობები, უკეთესის იმედადაა. ყოველთვის კრიტიკულები ვიქნებით წარუმატებლობებისას, ხმამაღლა აღვნიშნავთ წარმატებას და პრეტენზიებს გამოვთქვამთ. ჩვენი ტემპერამენტი უცვლელია, მაგრამ წელს გარკვეულწილად რაღაცები შეიცვალა, სწავლა დავიწყეთ.

მაშ ასე, ჩვენ ეროვნული გუნდის აღორძინების ხანაში ვცხოვრობთ, რენესანსში. ცუდი არაა. ზეიმში მიუღებელი არაფერია, ყაზახეთი ურიგო რეპუტაციით არ სარგებლობდა, მე-40 წუთზე 4:0 გავხადეთ ანგარიში და საქმე მოვუთავეთ. ამას ტალანტით და ძალისხმევით მივაღწიეთ. ფეხბურთელებისთვის ეს ნახევარფინალი კი არა, ფინალი იყო. ვის ეპარება ეჭვი, რომ მაქსიმუმი არ გააკეთეს? პოიეტმა მიიღო რა ზოგიერთი ირაციონალური გადაწყვეტილება, სამუშაოს სწორად წარმართავდა. ყველაფრის შეცვლას ცდილობდა, რეფორმირებას, არჩევანი 30 მოთამაშეზე გააკეთა, რამაც უკვე დაგვანახა პროგრესი. გუნდი უფრო მყარი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარდაცვაში არაა საკმარისი ხარისხი, ის ათწლეულის მიღწევასთან ერთ ნაბიჯში აღმოჩნდა.

თუ მას გამოუვიდა, ძალიან კარგი იქნება. თუ ჩავარდა? არ შეიძლება ჩავარდეს? ნუთუ წარმოუდგენელია საქართველოსთან 55 ათასი მაყურებლის წინაშე მარცხი? ეს შესაძლებელია. ეს სავსებით შესაძლებელია. თუმცა, საბერძნეთის ნაკრები ეყრდნობა რა თავის ნიჭს, ყველაფერს აკეთებს, რაც ძალუძს და გულშემატკივართა მხარდაჭერასა და სიყვარულს იმსახურებს - თუნდაც სახლში ხელცარიელი დაბრუნდეს. იგივე ეხება პოიეტსაც.

ბერძენმა გულშემატკივარმა უკანასკნელ ხანს თავისი გუნდის წარმატებები და წარუმატებლობები იხილა და დროა ფეხბურთელთა ძალისხმევის დაფასება არა მარტო გამარჯვებისას ისწავლოს. მეტადრე მაშინ, როდესაც ეს შეუპოვრობით, ერთიანობით, ღირსებით, ტოქსიკურობისა და ეგოიზმის გარეშე კეთდება".

ანა
ზედმეტი თავდაჯერებულობა მარცხისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. სწორედ იქცევიან ბერძნები ამზადებენ გულშემატკივრებს მარცხის მისაღებად და თუ მოიგეს მარცხის მომლოდინე ხალხიდან ასმაგ სიყვარულს და დაფასებას მიიღებენ
bergs
შევეშვათ, ქართველი გულშემატკივრები, ზედმეტ ბაქი-ბუქობას! პირიქით შევაფასოთ მეტოქე და ისე ავყვეთ ემოციებს! ჩვენს ნაკრებს ვუსურვებ წარმატებას და სასურველ გამარჯვებას! დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველი ვინ გაიტანს გოლს, ეს თავისთავად დამატებითი სტიმული იქნება თითოეული ქართველი ფეხბურთელისთვის!
გია
რა თქმა უნდა მოგების გარდა არაფერზე არ ვფიქრობ. მაგრამ მოგებას სწორი თამაში უნდა . ამისთვის ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. რაც რა თქმა უნდა ჩვენი გუნდის ხელმძღვანელებმა უკეთ იციან. პირადად ჩემთვის თვალში საცემია დაცვაში სუსტი თამაში. სუსტები ვართ ბურთის ამოტანაში თუ მეტოქე პესინგს გვეთამაშება. თამაშის დროს გვაკლია სტაბილურობა და ა. შ. მაგრამ წინ გვყავს ხვიჩა რომლის ბადალი ბერძნებს ნამდვილად არ ყავთ. გვყავს მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, ზივზივაძე,შენგელია ამათ სუყველას შეუძლიათ თამაშის გაკეთება და თამაშის თავის თავზე აღება .როგორც ეს თავის დროზე ვიტალი დარასელიამ გააკეთა. ასე რომ 26 მარტი უნდა ვაქციოთ 13 მაისად. წარმატებას გისურვებ საქართველო
dato
ზედმეტი თავდაჯერება კარგს არაფერს მოგვიტანს
ზურა
ძმებო! წინასწარ ნუ ვტრაბახობთ, რო მოვიგებთ, ემანდ ცუდად არ შემოგვიტრიალდეს, პირიქით, დაე მეტოქემ იტრაბახოს და იბუქოს რამდენიც გაეხარდებათ. ისე დარწმუნებული ვარ, თამაში ისე წაგვივა, როგორც როგორც ქართველ გულშემატკივრებს გაგვიხარდება!
berg
ესენი ბედს ეგუებიან.. არაუშავს ძმებო შემდეგში თქვენც გახვალთ სხვა დიდ ტურნირებზე... ეხლა ჩვენ ნაკრებს სულ რო საფრანგეთი ხვდებოდეს ეგ ვერ გააჩერებდა.. ასე რო ძაანაც გული არ დაგწყდეთ..
გიორგი
3;1 ვიგებთ დაერხათ ბერძნებს
ქომაგი
წარმატებები საბერძნეთის ნაკრებს✌️ ოღონდ 27 მარტიდან
2024
"არჩევანი 30 მოთამაშეზე გააკეთაო"! ეს ნიშნავს, რომ 30-ვე ფიქრობს თავის პერპექტივაზე და ცდილობს მაქსიმალურ ფორმას მიაღწიოს. გუნდში არის ჯანსაღი კონკურენცია და არავინაა, რომელსაც გარანტირებული აქვს ადგილი ნაკრებში ან პირიქით, შანსი არა აქვს მოხვდეს გუნდში. საქართველოს ნაკრების შემთხვევაში საწინააღმდეგო სურათია! რატომღაც ერთხელაც არ მიეცა შანსი რამდენიმე უნარიან ფეხბურთელს, თუნდაც ამხანაგურ შეხვედრაში! მიუხედავად გულშემატკივრების მხრიდან მხარდაჭერისა, ერთხელაც კი ვერ ვიხილეთ ნაკრების შემადგენლობაში გველესიანი და არაბიძე. და ეს ხდება მიუხედავად დაცვის ცენტრალურ ზონაში არსებული სერიოზული პრობლემისა! არც თავდასხმას აწყენდა განსხვავებული სტილის მოთამაშის შემოსვლა თუნდაც მეორე ტაიმში. ლუქსებურგის სუსტი გუნდის დამარცხება ეიფორიაში არ უნდა გვაქცევდეს. თუმცა, რა გასაკვირია! ასეთი არაკონკურენტული გარემოა დღევანდელ საქართველოში მთლიანად - ხელისუფლებაში და ოპოზიციაში, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებში...
ლაშა
ნამდვილად ბერძნებო, თქვენი წაგება სავსებით შესაძლებელია, რადგან შოტლანდიის ნაკრებზე სუსტები ხართ!
geo-geo
საბერძნეთს ვაფასებთ და პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენთვის ეს ბრძოლაა სადაც გამარჯვების გარდა არცერთი შედეგი არ იქნება მისაღები.. ევროპის შემპიონატზე გასვლა ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენს დიდებულ საქართველოს, ჩვენ ეს გვჭირდება, ჩვენს უფროს თაობას, ჩვენს მომავალ თაობას დიდ ბიძგს მისცემს.. წინ გამარჯვებისკენ
ასეა ეს
ჰოდა წააგებთ კიდეც!
მალხაზ ჯობავა
აი ღმერთმა აგიხდინოს ყველაფერი, ჩვენთან დამარცხდით და მერე, თუ გინდა მსოფლიოზე გაიყვანე გუსტავო შენი ბერძნები. გიქომაგებ!
სოსო
ის რომ ამაზე ლაპარაკობს,ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ?!
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
წიტაიშვილი "მეცში" გამოარჩიეს - ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
საქართველოსთან მარცხის შემდეგ საბერძნეთის ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა
სკანდალი - ბერძენი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს დოპინგ-ტესტზე ჩავარდა
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
საქართველო ევრო 2024-ზეა. "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ" - ამის მუდმივობაში გადაზრდა გვმართებს
საქართველოსთან მატჩის შემდეგ საბერძნეთის ნაკრებიდან წასულმა პოიეტმა, ახალი სამსახური იპოვნა
Сакартвелос гаумарджос! - ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას თინა კანდელაკი ულოცავს
გუსტავო პოიეტი: ჩემი ფეხბურთელები განადგურებული არიან
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
საქართველოსთან დამარცხებულმა პოიეტმა ირლანდიას უარი შეუთვალა
ნაკრების ექიმმა კვარაცხელიას და შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა
სიომინი: ჩივაძის და კალაძის შემდეგ, ახლა კვარაცხელიას ეპოქაა
ბუდუს თამაშს თბილისში თურქული კლუბის სკაუტები დააკვირდნენ
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
გუსტავო პოიეტი: საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობთ - კარგად მომზადებული ჩამოვედით