ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დღე, რომელსაც მარტო ვერ გაუძლებ! - უფრო მეტი, ვიდრე ერთი ფინალის მოგება - სავარაუდო შემადგენლობები

დღე, რომელსაც მარტო ვერ გაუძლებ! - უფრო მეტი, ვიდრე ერთი ფინალის მოგება - სავარაუდო შემადგენლობები

არის დღეები, რომლებსაც მარტო ვერ გაუძლებ და ის მთელ ქვეყანას აერთიანებს. ასეთია დღევანდელი, 26 მარტი - ქართულ ფეხბურთს, დამოუკიდებლობის ჟამს, აუცილებლად სჭირდება ის მინიმალური წარმატება, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. წარმოიდგინეთ, როგორ გაიზრდება ინტერესი, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა; წამით გავიფიქროთ, ევროპირველობაზე გასვლა ჩვენს საფეხბურთო ფასსა და სიამაყის ხარისხს როგორ ასწევს.

ლეგენდარულ ზინედინ ზიდანს აქვს ნათქვამი, გამარჯვებულის მენტალიტეტი მაშინ ჩამომიყალიბდა, როცა გავაცნობიერე, რომ შედეგზე პასუხისმგებელი მე ვიყავი და წაგება ნამდვილი დრამა იყოო. რა თქმა უნდა, ჩვენი ფეხბურთელები ამ ჟინის, განწყობისა და პასუხისმგებლობის გამო არ უნდა დაისტრესონ, მაგრამ ყველას გათავისებული აქვს, მიღებული შანსის ხელიდან კიდევ ერთხელ გაშვება არ შეიძლება!..

"თუ სხვებს არ ენდობი, წარმატებას ვერ მიაღწევ" - "ვარსკვლავური ომების" ეს ფრაზა დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება, საქართველომ ერთიანობის მაგალითი უნდა აჩვენოს და ეს ძალა ერთ წერტილში მოექცეს. რასაც ამ დღეებში ვხედავთ, საქმე სწორედ ამასთან გვაქვს.

"ჯვაროსნების" მისია უფრო მეტია, ვიდრე ერთი ფინალის მოგება. ესაა ქართული ფეხბურთის აწმყოსა და მომავლის მნიშვნელოვანი გარდატეხა, რაც თავისთავად, წარსულის ფესვებზე სუნთქავს. ესაა ხვალ უფრო მეტი "კვარასა" და გიორგი მამარდაშვილის არსებობა...

ერთია ემოციური მხარე და მეორე - წმინდა საფეხბურთო. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ბევრს იფიქრებდა იმაზე, რა იქნება წარმატების გასაღები დღეს საღამოს. ერთ რამეზე ყველა უნდა შევთანხმდეთ, არც მხოლოდ შეტევაში იქნება გამოსავალი და ვერც მარტო მოწინააღმდეგის შეცდომებზე ავაგებთ საკუთარ გეგმებს. ჩვენმა ბიჭებმა საუკეთესო თვისებები ბოლომდე უნდა გამოავლინონ. ესაა მატჩი, რომელიც მათ ცხოვრებასა და კარიერას უკეთესს აუცილებად გახდის.

დღევანდელი შეხვედრის შესახებ ჩვენც ბევრი დავწერეთ, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში მთელ ქვეყანას მხოლოდ ამაზე ეფიქრება, რამდენჯერმე შემოიხედებიან სპორტულ გვერდებზე, გაიხსენებენ ძველ ვიდეოებს, ეცდებიან, არაფერი გამორჩეთ. ნახევარფინალის შემადგენლობა თითქმის სრულად გამოვიცანით, ახლა კი ბევრი ცვლილება არ იქნება. მთავარია, დიდი გამოწვევისთვის ყველა მზადაა!..

საღამოს იდეალურ ხასიათზე უნდა ვიყოთ!..

ფინალი. 26.03.24 21:00 "დინამო არენა"

საქართველო - საბერძნეთი

სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო: მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, კანკავა (ან ქოჩორაშვილი), კიტეიშვილი, შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე (ან ზივზივაძე);

საბერძნეთი: ვლახომიდოსი - ბალდოკი, მავროპანოსი, ხაციადიკოსი, ციმიკასი - ბაკასეტასი, კურბელისი, მანტალოსი - მასურასი, იონადისი, პელკასი.

მსაჯი: მარცინიაკი (პოლონეთი)

• სოსო

იურჩიშინმა,წინა სეზონში,მეორე ლიგაში 42 გოლი გაიტანა და იქაც კი,ეს შედეგი,მართლაც ძალიან შთამბეჭდავი იყო.ალბათ ამის იმედზე შემოიყვანეს,ყიფიანზე,მაინცდამაინც თვალი არ უფრიალებდათ ნაკრების მწვრთნელებს,რადგან კიეველი და მოსკოველი ფეხბურთელებისაგან სრულიად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობდა.მანუჩარ მაჩაიძეც საერთოდ ვერ იგუეს ნაკრებში,ასევე ვოვა გუცაევი და რამაზ შენგელიამაც შედარებით ცოტა ითამაშა.

• G.LA

სოსოს პაპაც და მამაც იქ ცხოვრობდნენ. ნავალოვსკის მამა მოცეკვავე იყო და საკმაოდ კარგადაც ცეკვავდა. ახლა არ ვიცი მამა ისევ თელავშია თუ არა.

• ფიგუ

აი ახლა ვუყურებ ტაიმაუტს დინამოს სტადიონიდან[და არა „არენიდან“]და მიკვირს სად გაქრა ის ტრადიცია თამაშის დაწყებამდე ორი საათით ადრე რომ იწყებოდა და თამაშამდე ქართული მუსიკები რომ ჟღერდა ადგილობრივ რადიოში.რატომ არ წამოწევენ ამ ხაკითხს ვეტერანები ნუთუ ეს ცუდი იყო?? ნუთუ ეს სტიმულს არ აძლევდა ფეხბურთელებს???

• სოსო

გიორგი ნავალოვსკის პაპა,ნამდვილად თელავში ცხოვრობდა და ნამდვილი კახელი იყო.პაპის ძმა ცოცხალია და ისიც კახეთში ცხოვრობს.

• მიხა პაპა

საქართველო არის პირველი ევროპის ჩემპიონი ქვეყანა. თუ ვინმეს ახსოვს 1960 წელი, კარგად ემახსოვრება, რომ სრულად ამინდს საბჭოთა ნაკრებში ქმნიდნენ მესხი და მეტრეველი. თავდამსხმელად პონედელნიკის ნაცვლად კალოევი რომ დაეყენებინათ დამატებით დრომდე არ მივიდოდა საქმე. დაცვას კი ჩვენი კახელი კაცი გივი ჩოხელი დირიჟორობდა. კარში კოტრიკაძე ვინმეს გგონიათ იაშინზე ნაკლები იყო? არავითარ შემთხვევაში. ასე, რომ საქართველო ევროპაზე უნდა დაბრუნდეს, და რაც მთავარია კახელები უნდა დაბრუნდნენ ნაკრებში, დიდი ხანია უკვე ჩვენებური არ გამოჩენილა ნაკრებში და შემდეგ მუნდიალზე იმედია 2 ან 3 კაცი გვეყოლება წარმომადგენელი. დიდი იმედით ვართ, ეს მოგება ქვეყნის წინსვლას უნდა წაადგეს.

• გუსანი

რა საკამათოა ,რომ ბერძნებს ამ მომენტისთვის უკეთესი ნაკრები ყავს, ჩვენ მხოლოდ ხვიჩა და მამარდაშვილი გვყავს ევროპირველობაზე სათამაშო დონის, სამწუხაროდ მეტი არა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი მოსულა და იქნებ დღეს ვარსკვლავებიც ჩვენს სასარგებლოდ განლაგდეს, გაიხსენეთ იტალია ჩრ. მაკედონიამ რომ გამოთიშა, ბოლოს გაუტანეს შორიდან...ასე რომ უკეთესი ყოველთვის ვერ იგებს, იქნებ ჩვენი დღეა და გაიბრწყინებს საქართველო!. თორემ ვინ რას იმსახურებს სხვა საკამათო თემა...

• გუსანი

პირდაპირ დავწერ, მეტი და არავისზე ნაკლები პატრიოტი ვარ, და უძალიანესად მინდა მოვიგოთ, ისე განვიცდი, არ ვიცი როგორ ვუყურო რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ შევიქმნა.... რეალობა მწარეა და სამწუხაროდ სხვაა, ადვილი გამოსაცნობი სულ 2 ფეხბურთელი გვყავს ევროპირველობაზე სათამაშო დონის, ნუ ,,ნეპოტიზმით ''შეიძლება კიდევ 2 ,მაქს 3 მიუმატო და ეგ არის ...არც მენტალობით, არც ფიზიკით, არც ტექნიკური არსენალით და არც სათამაშო დისციპლინით არათუ ეროვნულში, ასაკობრივ ნაკრებებშიც არ ჩანს უკეთესი მომავალი, ვისაც არ გჯერად უყურეთ იგივე მაგ დანიასთან 17 წლიანების თამაშს , სრული ფიასკო ვითომ მოსაგებ თამაშში, მინიშნება: სრული თამაშის ყურება არც არის საჭირო, პირველ გოლების მომენტებს ცოტა ფართო თვალებით უყურეთ და დააკვირდით ჩვენი ბიჭების მოქმედებებს და მერე მეკამათედ, შემდეგ უმოტივაციო გახდნენ და იმიტომ დანებდნენო რომ არ თქვად. არც სხვა ასაკობრივი ნაკრებები ბრწყინავენ, იქნებ რამდენიმეს მაინც გაეხსნათ უნარები და გაიზარდონ საჭირო მიმართულებით, თორემ დავრჩებით ერთეული, გადახუნებული გამონათებების ამარას, წლები რომ გრძელდება -გიბრალტართან უფერულო მოგება რომ გაგახარებს....

• ვიგებთ და გავდივართ ევროპაზე

3-1

• „ავლიპ ზურაბიშვილს“!!

ავლიპ ზურაბაშვილი და არა ზურაბიშვილი. დონე, დონე ანუ IG.

• ვეხმაურები ფიგუს

ეგ ისტორია მეც მახსოვს იმ წაგებული თამაშის მერე რუსთაველზე მაგ შეთქმულებს კარგა მაგრად მოხვდათ ქეჩოში და შემდეგ თამაშზე ლენინგრადის ზენიტთან ვეღარ გაბედეს ეგ მიქარვა. დინამომ მოიგო 6:4 ,აქედან სამი გაიტანა მიშკამ ,ხოლო სამი მისი პასიდან გავიდა.[თუ წავაგეთ --ღმერთმა ნუ ქნას--სანიოლი კი არა დამნაშავე.....] ზენიტთან ეგ შეხვედრა მიშას 250-ე თამაში იყო დინამოში მე მგონი. მთელი გულით მინდა, რომ დღეს გამარჯვება ვიზეიმოთ!!!!

• რობი

ეგრე მოხდეს და შენ ისეთი ბნელი ხარ ეგრე გეგონოს...ორონდ გავიდეთ და შენ რაც გინდა იფიქრე...მაინც ეგეთად დარჩები

• ავლიპ ზურაბიშვილი

კარგით ხალხო მორჩით ბოღმას მხოლოდ პოზიტივი,შემართება,ბრძოლა,ერთად დგომა და გამარჯვება გვინდა სხვა არც მიზანი გვაქვს და არც შედეგი განიხილება

• kvar010

კაი ფულის მოგებაც შეიძლება. ჩაწყობილია საქმე და გავდივართ ევ. ჩემპიონატზე, თან ერთ გოლს კმარაცხელია იტანს

• ფიგუ

დღეს ყველაზე დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნნება გუნდური გრძნობის პრინციპს. „ის რატომ უნდა გამოჩნდეს ჩემზე უკეთესი“. ჩვენ გვაქვს ამის მწარე გამოცდილება, როცა მიხეილ მესხს მთელი 90 წუთის განმავლობაში ერთ პასს არ აძლევდნენ. ცუდი წინათგრძნობა მღრღნის. ნეტავ ვცდებოდე ღმერთმა ქნას,მაგრამ ვაგლახ.!!! [თამაშის დროს გაიხსენეთ ჩემი სიტტყვები] დღეს კიდევ ორი კომენტარი არ დამიბეჭდეთ. გთხოვთ ეს მაინც არ დამიბლოკოთ. დიდი მადლობა.

• ვახო...

მთელი ქვეყანა და თითოეული ადამიანის სული და გული თქვენთანაა! უდიდესი, უდიდესი წარმატებები ჩვენს ეროვნულ ნაკრებს!

• Pepelu

უსამშობლო აგენტებს ზუსტად ამიტომ გეძახიან!!! და სამართლიანადაც!!!!! შენი ქვეყანა და გულშემატკივარი რას იმსახურებს ამაზე გიფიქრია? ღარიბ და პრობლემების მქონე ქვეყანაში ნახევარი მილიონი დამიანი იდგა ბილეთის რიგში!! ამას გარდა გადამყიდველებთან იხდიან დიდ თანხას მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი ქვეყნის ჰიმნი ხმამაღლა იმღერონ და ნაკრებს დაეხმარონ გამარჯვებაში!!! იმსახურებს საქართველო, ქართველი ხალხი, საქართველოს ნაკრები და ღვთის წყალობით გავალთ კიდეც!!!!!!!!!!

• Pepelu

ყოველივე საუკეთესოს გისურვებ! თუმცა ამ კომენტარის შემხედვარე დარწმუნებული ვარ ცოტა დაცურებული გაქვს შიფერი :)))))))))))))

• c

ადმინს ვთხოვ არ წაშალოს რა. აქაც მინდა გთხოვოთ: ხ ო რ უ მ ი ს რიტმი დაუკარით ბარაბანზე, დოლზე, რაც მოგხვდებათ, სკამებზე! ყველამ ერთად რომ დავუკრათ, თუნდაც სკამებზე, ხორუმის რიტმზე ბიჭებს ფრთები ამოუვათ, დამიჯერეთ. ვერ წარმოგიდგენიათ როგორ ქართულ და კონცენტრორებულ ატმოსფეროს შექმნის! ეს საბრძოლო რიტმი ძალიან მოუხდება დღევანდელ თამაშს, მთების გადადგმაში მიეხმარება ჩვენებს სტადიონზე

• juna

დღეს მთავარია იყოს ბრძოლა, თავიდან ბოლომდე. ვის მეტი შანსია აქვს, ვის ნაკლები, ამაზე ახლა მსჯელობა (თამაშამდე 6-7 საათით ადრე) არის ფუჭი. ვისურვოთ ბრძოლა, გაუტეხლობა და მერე იქნება შედეგი. გამარჯვება ლომთა ხვედრია! ვიყოთ ყველანი ლომები!

• გიზოგ

მშვენიერი კომენტარია, ქართულით რომ იყვეს დაწერი.

• გულშემატკივარი

ეს ჩვენი უსაზიზღრესი ჩვევაა, უნდა ვაკრიტიკოთ ვიღაც, თუნდაც უაზროდ მაგრამ მაინც.

• გიზოგ

შენგელია სწორე მებრძოლობით გამოირჩევა. წარმატებები მას.

• მარი

შენგელიამ ძალიან კარგად ითამაშა ლუქსემბურგთან!!არ დამავიწყდება მისი გმირული თამაში სომხეთთან,თავგატეხილმა და დაბინტულმა როგორ ითამაშა ბოლომდე!!!

• ირაკლი 17

ნუ თარსავ ნაკრებს ძმაო რაა!

• inviz9

ღვთისო არ გეკადრება კოპი პეისტით შემადგენლობის დაწერა-მეტი ანალიზია საჭირო: 1. ჯერ ერთი იმათ მხარეს რომ 3 თავდამსხმხელს წერ ჩვენ ისევ 3 ცენტრალური მცველით უნდა დავუხვდეთ? 2. კაკაბაძის დაყენება არ შეიძლება რადგანა გარდა იმისა რომ ფორმაში არ არის-ბოლო ორ მატჩში ბერძნებს ერთი საგოლე პასი აჩუქა ბათუმში და ერთიც ავტოგოლი საბერძნეთსი-ამიტომ იგი ფსიქოლოგიურად შებოჭილი იქნება და დათრგუნული 3. კარგი ჩამშლელი კი გვინდა მაგრამ ჯაბაას დრო წავიდა ლუქსებთან ტამაშში ეს აშკარად გამოჩნდა -არც მისი დაყენება შეიძლება. გთავაზობთ ჩემი აზზრით ოპტიმალურ შემადგენლობას, განლაგება უნდა იყოს 4-1-3-2 და ესენია: მამარდა-დვალი, კაშია, კვირკველია, გოჩო-ქოჩორა-ჩაკვე, კიტე, ზუკა -კვარა, ბუდუ

• Pepelu

მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე, როდესაც ვახერხებდით გაერთიანებას ყოველთვის ვიმარჯვებდით!!! დღესაც გუნდის და მთელი ერის ერთიანობით, მხარდამხარ დგომით, უნდა მოვიგოთ ეს თამაში!!! და მოვიგებთ კიდეც!!! როგორც მერაბ კოსტავამ თქვა ჩვენ ქართველები!!!!!!! დიდება უფალს!!!!!!!!!!!!!! დიდება საქართველოს!!!!!!!!

• გოგა-ს

ტიპიური პროვინციული აზროვნება. იმას კი ნუ ფიქრობ, სხვა (ანუ სანიოლი) რას იმსახურებს. შენ, მე, მთელი საქართველო რომ ვიმსახურებთ გამარჯვებას, ეგ უნდა აღნიშნო. თუ შენ არ გინდა ჩვენი ნაკრების გამარჯვება (რაც ისეც ჩანს), თქვი პირდაპირ.

• გიზოგ

გილოცავთ ოთარ, ორმაგად ბედნიერი და გამარჯვებით გახარებული დღე ყოფილიყოს შენთვის და მთლიანად საქართველოსთვის!

• ALONZO

ამას ვწერ და ვტირი ! ჩვენები პენალტს აიკიდებენ. კვარა ისე იფრენს როგორც არასდროს.მოგება კი მათ დარჩებათ.

• გიზოგ

გისმინოს უფალმა ბატონო სოსო!

• გაიოზი

დღეს, თუ არა როდის უნდა გავიხსენო, ევროპის პირველის 1980 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე გამართული მატჩი საბერძნეთას და სსრკ-ის ნაკრებს შორის. სიტუაცია ისე ჩამოყალიბდა, რომ ბოლო თამაში იმართებოდა ათენში და სსრკ-ს ნაკრებს ევროპირველობაზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა. თამაში გვიან ღამით გადმოიცემოდა. მთელმა თამაშმა ბერძნების გამაყრუებელი ხმაურისა დასტვენის ფონზე ჩაიარა. ნაკერიბის შემადგენლობაში იყო დავით ყიფიანი და ამიტომაც ვიხსენებ იმ მატჩს. პირველ ტაიმში ყინიანმა, როგორც იცოდა მთელი 45 წუთი იბრძოლა განსაკუთრებულად და რომ იტყვიან კბილებით დაიჭირა ბურთი და ტაიმი დამთავრდა 0:0. მეორე ტაიმში გამოდის გუნდი და ყიფიანი არ არის შემადგენლობაში, მის ნაცვლად შემოიყვანეს ვინმე იურჩიშინი, ლვოვის კარპატის თავდამსხმელი, იმ გუნდის მოთამაშე რომელიც უმაღლეს ლიგაშიც კი არ თამაშობდა. ის თამაში სსრკ-მ წააგო და ახიც იყო. ხოლო ბერძნებმა დასავლეთ გერმანიასა (რომელიც ჩემპიონი გახდა), ნიდრლანდებთან და ჩეხებთან ერთად ისე დაამთავრეს ჯგუფური ეტაპი, რომ მხოლოდ ერთ ფრეს მიაღწიეს. ეს იყო ქართველი ფეხბურთელისთვის უდიდესი შეურაცხოფის მიყენება. რომელიც რუსებს ჯგუფში ჩარჩენად დაუჯდათ.

• ლევან მაღლაკელიძე.

მამარდა-კვერკვე, კაშო, გველესიანი, დვალი - ქოჩორა, შენგო, კიტე, ჩაკვე, კვარა, ზიფო. რთულიაა

• Charley

დღეს წარმატების მთავარი გარანტია და ოცნების ახდენა ჩვენი ფეხბურთელების ნაკლები შეცდომების დაშვებაზე გადის. საბერძნეთი არაა ის გუნდი ვინც მთელი თამაში ერთ დონეზე მაღალი ტემპი, აგრესიული პრესინგი შემოგთავაზოს მაგრამ საქმეც იმაშია რომ საკმარისი არ იყოს ის დრო როცა ისინი ამას მოახერხებენ. ამ ფორმაციის საბერძნეთი ძალიან სწრაფად გადადის დაცვიდან შეტევაში და არამარტო მხოლოდ კონტრ იერიშის დროს, ნაპრალები არ უნდა დავუტოვოთ არცერთ შემთხვევაში ბერძენთა სწრაფ შემტევებს ეს მაშინებს ყველაზე მეტად რომლებიც ძალიან ოპერატიულად ითვისებენ მეტოქის "ნაჩუქარ" სივრცეებს. ჩვენ ლატერალებს ძალიან დიდი შრომა მოუწევთ ბერძენთა ვინგერების შესაჩერებლად. და რაც ყველაზე მთავარია ყველაზე დიდი დაწოლა ჩვენ ცენტრალურ მცველებზე წამოვა განუწყვეყელი ჩაწოდებებით ჩვენ საჯარიმოში და მათ შეცდომები არ უნდა დაუშვან არცერთ შემთხვევაში. საბერძნეთს არ ყავს არც გერმანიის და არც საფრანგეთის დონის შემტევები მაგრამ მათ ჩვენ დონეზე ყავთ საჯარიმოში მუდამ გამწვავებაზე მოძრავი ფინიშერები რომლებიც არცერთ მოდუნებას და პოზიციურ შეცდომას არ გვაპატიებენ. ცენტრში იმედი მაქ ქოჩორაშვილს არ შეცვლის და დღეს კიტეიშვილსაც მიახმარს ექვსიანზე მეტოქის იერიშების შესაჩერებლად, წინ კი დარწმუნებული ვარ ელადელთა "მოუხეშავი" დაცვა კვარას მთელი თამაში ვერ გააჩერებენ და მგონია ხვიჩა მათ კაცსაც გააძევებინებს და კარის ბადესაც შეურხევს.

• გოგა

არ ვამბობ რომ ოპტიმისტები არ უნდა ვიყოთ, მაგრამ დღეს კიდევ ერთი იმედ გაცრუეების დღე იქნება ეს მწვრთნელი არ იმსახურებს ამ დიდებას გუნდი ისტორიაში პირველად გაიყვანოს ევროპაზე, არც იმსახურებს და არც შეუძლია და მაგას მალე მიხვდებით რომ სრულიად ზეროა. 1-4 სამწუხაროდ

• გიზოგ

მეტოქე ბევრათ გამოცდილი და ძლიერია გუნდურად, ამიტომ მათთან მხოლოდ ჩვენ ნაკრებს გაუჭირდებათ მოსაგებად ბრძოლა, აქედან გამომდინარე გულშემატკივარმა უნდა აიღოს თავის თავზე გადამწყვეტი მე-12 მოთამაშის ფუნქცია. რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ ვისაც ბედმა გაუღიმა და ბილეთები შეიძინეს სთადიონზე უნდა მოაწყონ ე. წ. ჯოჯოხეთი. როდსაც მეტოქე გუნდ ექნება ბურთი უნდა გაისმოდეს გამაყრუებელი სტვენა და ხმაური, რათა მათ დაკარგონ ურთიერთკავშირი გამაყრუებელი ხმაურის ფონზე. ეს გამოცდილი მეთოდია, ამაში დამეთანხმებიან დინამოს ძველი გულშემატკივრები. ასე ვამარცხებდით იმ დროინდელ გრანდებს (ლივერპული, ფეინოორდი....) და ასე უნდა გაკეთდეს დღესაც. გთხოვთ იღბლინო გუშემატკივრებო გაითვალისწინოთ ჩველი ნაცადი ხერხი და ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყოთ საბერძნეთის ნაკრებს, რომ სამუდამოდ დაამახსოვრდეთ ამ ამპარტავნებს ქართველების ფეხბურთი.

• რონი

რაუნდა ამ სანიოლს მოგზავნილია???? საზონოვი კიდევ არ ჩასვა განაცხადში. კაკაბაძე ბერძნების ბულკი როა და არ გამოზდის მათან თამაში ხო უნდა შეიგნოს? დააყენოს გოჩოლეიშვილი გაცილებით სწრაფია და ეფექტური შეტევაში. რა გახდა ერთი რასაც ქვია კარგი მწვრთნელის ჩამოყვანა და არა ამ პრაქტიკანტების?!!!!

• aburjga

მე ვფიქრობ ძირითადში ზივზივზძე და კანკავა უნდა იდგეს!

• Pepelu

ჰოლანდიის ჩენპიონატის საუკეთესო ბომბარდირს არ ათამაშებენ ბერძნები მარა პოიეტის გინება და ფედერაციაში მიტინგის მოწყობა თავშიც არ მოსვლია!!! აქ კიდე არაბიძეს და აზაროვს გადააყოლეს მთელი კვირა სისულეები წერეს და გვაკითხეს!!!!

• ლექსო

ძალიან რთული თამაში იქნება. მაგრამ იმ 11 ქართველ ვაჟკაცს რომლებიც მოედანზე იქნებიან უნდა სრული მხარდაჭერა და ჩვენი ნდობა დავანახოთ. ბიჭებო დღევანდელი დღე არის თქვენთვის და არამარტო თქვენთვის არამედ ყველა ქართველისათვის მეორე დიდგორი. აბა თქვენ იცით ბიჭებო არავითარი შიში. არ დაგავიწყდეთ ვისი გორისა ხართ. წინ ქართველებო ვძლიოდ ცბიერ ბიზანტიელებს. დღეს მთელი საქართველო ერთად ვართ თქვენს გვერდით

• დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს

გულშემატკივარი თქვენთან არის! ტრიბუნებზე ოვაციების ცეცხლს დაანთებს. შეეცადეთ ფეხბურთელებმაც დაანთოთ ცეცხლი მოედანზე!

• სოსო

დღეს,ოთარ კიტეიშვილის დაბადების დღეა!ვულოცავ ოთარს და ვიცი,საიუბილეო ტორტზე მის მიერ ჩათქმული სურვილი რა იქნება.ისიც ვიცი,რომ ოთარიც და მისი მეგობრებიც თავებს გადადებენ,მისი,მისი მეგობრების,მთელი საქართველოს ნატვრის ასრულებისათვის.დღეს მისი დღეა,დღეს,საქართველოს ნაკრების 30 წლიანი ნატვრის ასრულების დღეა.ოთარ,ბიჭებო,ამ ნატვრის ასრულებას გაუმარჯოს!ამ საღამოს,ოთარის დაბადების დღესთან ერთად,საქართველოს ისტორიული გამარჯვებაც გვეზეიმოს.

• semi

შებგელია და ქოჩორაშვილი ძალიან დაღლილი ჩანდა, სავარუდოდ არც კანკავას დააყენებს, კვეკვესკირი იქნება ძიღითადში ჩემი აზრით, დანარჩენში გეთანხმებით.

• მწვრთნელი

სამ მცველიანი ტაქტიკა გაშიფრული აქვს საბერძნეთის მწვრთნელს და რაღაც მოულოდნელი თუ არ შეთავაზა ტაქტიკურად სანიოლმა დავრჩებით მარტო კვარაცხელიას იმედად! დაცვაში ჩაჯდომა არ ივარგებს! ამ მოცემული შემადგენლობით ბერძნების ფლანგებს შენგელია და კაკაბაძე მარტონი ვერ გადაკეტავენ! დარჩა ცენტრი და ცენტრიც, თუ ვერ ავიღეთ მოგვიწევს დაცვაში ყურყუტი! რავი დვალი უნდა დაეხმაროს შენგელიას და ქოჩორაშვილი კაკაბაძეს ალბათ! სანიოლია მე მგონი გაითვალისწინებდა ამ სიტუაციას და 2-1 ჩვენ უნდა მოვიგოთ!

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

"ბორნმუთთან" მატჩში "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ალისონის მე-300, სათადარიგო მამარდაშვილი და "ლივერპულის" გამარჯვებით დაწყებული პრემიერლიგა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ცნობილი გამოცემების პროგნოზები - მამარდაშვილი სანაკრებო პაუზას შესაძლოა, 1 თვის უთამაშებელი შეხვდეს

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

[VIDEO] მამარდაშვილი ისევ არ ათამაშეს - სობოსლაის ბრწყინვალე ჯარიმით "ლივერპულმა" "არსენალს" სძლია

[VIDEO] მამარდაშვილის გარეშე - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ნიუკასლს" დრამატულ მატჩში სძლია

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება