ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

სამი ფეხბურთელი სიის მიღმა - სანიოლმა საბერძნეთთან შეხვედრის სამატჩო განაცხადი დაასახელა

სამი ფეხბურთელი სიის მიღმა - სანიოლმა საბერძნეთთან შეხვედრის სამატჩო განაცხადი დაასახელა

<p>საბერძნეთთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალური მატჩისთვის ვილი სანიოლმა საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.</p><p>26 ფეხბურთელიდან შეხვედრისთვის ფრანგ სპეციალისტს სამი მოთამაშე უნდა ამოეგდო და ესენი ანზორ მექვაბიშვილი, საბა საზონოვი და ვლადიმერ მამუჩაშვილი აღმოჩნდნენ.</p><p>რა თქმა უნდა, სიაში დაბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 7-ნომრიანი მაისურით საბერძნეთს 21:00 საათიდან შეუტევს.</p><p>ჩვენი გუნდის საბოლოო შემადგენლობა ასეთია:</p><p>მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)</p><p>დაცვა: სოლომონ კვირკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)</p><p>ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია).<br></p>

  • ბუხუტი

    ვისაც ჩვენი ნაკრების წაგება უნდა ყველას დედას დავადე.არ მოგვწონს სანიოლი ხუის გადაწყვეტილება მარა ბიჭებს რას ვერჩით სანიოლი თუ კვერცხია მიდით ბიჭებო წინ გამარჯვებისკენ თქვენ გენაცვალეთ გაგვახარეთ ერი და მჯერა რო დღეს ვიზეიმებთ.რაც შეეხება ვინის უეჭველი უნდა გააჯვას და თან უნდა მიყვეს ყველა ფედერაციის პრეზიდენტიდან დაწყებული ბოლო ლაქიამდე,!!!!!! ბიჭებო ბიჭებო ბიჭებო გამარჯვება ბიჭებოოოო,,,!!!!!!!!

  • ბადრი

    პირველ არხზე

  • კონსტანტინე

    https://myfootball.top/11410587-gruziya-gru-greciya-gri-pryamaya-translyaciya-futbol-chempionat-evropy-otborochnyy-turnir-26-marta.html

  • გიორგი

    შენი საყვარრლი ქვეყნის ნაკრები სადაა ჯიგარ?

  • Gela

    Dadet linki rame sad vuyurot

  • ვაჟას

    და გაგიხარდება მასე რომ მოხდეს რაც დაწერე?? ესეთი ხალხი საიდან მოდიხართ ქართველი არ ხარ?? სულ რომ 10:0 წავაგოთ მაინც ბოლომდე დავუჭერ ჩვენს ბიჭებს მხარს. იმიტომ რომ ესაა ეროვნული ნაკრები. მოგვწონს თუ არა ესაა ჩვენი, ქართული ფეხბურთის სახე. მსგავს კომენტარებს კი არც ისე ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. 1:ტოტალიზატორს თამაშობ და ბოლო დროს ბევრი წააგე. 2:პირადი პრობლემებით იმდენად დაიღალე ყველაზე და ყველაფერზე დაიბოღმე. 3:არ ხარ ქართველი(ეს მეეჭვება ქართული შრიფტით წერ და ვაჟა გქვია). ან რავიცი სხვა რა მიზეზი შეიძლება გქონდეს. დიდება საქართველოს.

  • ბაჩურას

    ვაისი არა გაიოზ დარსაძე

  • ბაჩო

    საზონოვი 21 წლამდეებისთვის მაინც დაეთმო ვაისს რა ცუდად მოექცნენ ბიჭს

  • ნიკი

    რუსეთიდან ზარი(ბრძანება) შემოვიდა: საბამ ჩვენ ქვეყანას, რომელმაც გაზარდა ფეხბურთელად, უღალატაო და არ ათამაშოთო თორემ .......

  • Bdhdb

    სირცხვილია ეს ყველაფერი 21წლანდელები 4 გოლს როვერ გაიტანენ არსად არაა მათი ადგილი რავარ 14ათას ვიგებდი ფუუ დაბალი დონეა და კიც ეტყობათ სადა არიან სუყველგან სკამს ხედავენ და ესეგააგრძელებენ ბოლომდე იმიტომ რომ გიბრალტართან 50 პას მეკარეს გაუკეთებ არა მაგათი ადგილი უმაღეს დონეზე საზიზღრობა იყო 3ს ორისაათი დღესეც ეგრე იქნება

  • armena

    დგეს გახევე გეორგიას

  • დათო

    პენალრებს ყველაზე მაგრად მიქაუტაძე ურტყამს… მგონი 18 პენალტი აქვს ზედიზედ გატანილი

  • თზ

    ასაკობრივებში პირველი ტაიმის შემდეგ დანიასთან 3:0 და იტალიასთანაც 3:0 ვაგებთ.სადღაც ხომ უნდა გატყდეს ნავსი.წარმატება საქართველოს,ღმერთი თქვენთან ბიჭებო!

  • Levani

    ბოლო დღეებია სახლიდან რო გავდივარ პირდაპირ ომეპრაზოლს ვყიდულობ 50 წლის მარაგი მაქვს უკვე

  • ჯუდო

    კაშიაა გასაგდები და საზონოვი გაუშვეს?ვაი თქვენს პატრონს უბედურს,რა გიყოთ და რა დაგმართათ ცისარტყელა ბიჭმა

  • იბერი

    კი კიი მაგრამ სამწუხაროდ ასეთ გაპიურებულ თამაშებზე უფრო მეტად იყრის ხოლმე თავს საფეხბურთო კუთხით სრულიად გაუნათლებელი საზოგადოება, რომელიც არა ფეხბურთზე - არა საგულშემატკივროდ, არამედ რაღაც ივენთზე მოდის რომელიც არ უნდა გამოტოვო - თუნდაც ჯიგარი სელფისთვის. ყველამ თავის ფბ მეგობრებში ჩაიხედოს:) ისეთი ხალხის სურათები ამომიხტება დღეს ჩემ სტადიონიდან რომელსაც ნეიმარი - ადრიატიკის ზღვაზე მდებარე კურორტი ჰგონია.:))

  • ანი

    "საქართველოს სიყვარულით არ დავიღლებით"!!!წინ საქართველო!!

  • დინამიტი

    აუ საღოლ ნიკა ძმაოო:))) ვერ ითმენ ხომ თამაშამდე:)) მაგარი იყო. 90 იანების გულდემატკივრის სავარაუდო სცენარი რომ გითხრა? გულშემატკივების 30 % მოდის დაგვიანებით და ყველა თავის ადგილს სადღაც 32 წუთისთვის პოულობს. თუმცა გულმხურვალე ქომაგობა გუნდს მაინც არ აკლია. ამის მიუხედავად თითქოსდა კარგი თამაშია გვაქ მომენტები მაგრამ ტაიმის ბოლოს 43 დან 47 წუთამდე ვუშვებთ გოლს თავით. მეორე ტაიმიც ენერგიულად იწყება მაგრამ ახლა უკვე მეტი გყლშემატკივარი ეძებს თავის ადგილს და არიან ისეთებიც რომლებიც ახლა მოვიდნენ -ასეთებს როგორც წესი ლამაზი მანდილოსნები ახლავთ ხოლმე თან, რომლებიც როგორც არ უნდა წავიდეს თამაში 7-8 წუთით ადრე მაინც ტოვებენ ტრიბუნებს და წარმოდგენა არ გაქ რატომ იყიდეს ბილეთი და რატომ მოვიდნენ საერთოდ. საფეხბურთო მხარე - ბევრი ჯახი ბევრი ჯუხი - ჩხუბი დედის გინება და 70 წუთისთვის ვწყანრდებით როდესაც ვიღებთ მეორე გოლს. :)) იმედია, არცერთი ზემოაღნიშნული დაკვირვება არ ახდება მაგრამ ამას ვუყურებ 25 წელი:))

  • ქ. გ.

    ვინ რამდენ გოლს გაიტანს კვარაცხელია 3 ჩაკვეტაძე 3 ზივზივაძე 2 მიქაუტაძე 2

  • გიორგი

    ყველას მოგიწოდებთ ერთობისკენ! დღეს ესენი გვყავს და არაფერი არ შეიცვლება. ყველამ თავდადება უნდა ჩართოს და ჩვენც ჩვენი დადებითი ენერგიით დავმუხტოთ ბიჭები!!! სანიოლს დიდი გამოცდილება აქვს, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე და დარწმუნებული ვარ, სწორ გეგმას შეიმუშავებს. მსაჯს, ვერ ვიტან, ღმერთმა მაპატიოს, დიდი ყოყლოჩინა ტიპია. იმის მაგივრად, თამაში რომ სწორად წაიყვანოს, სულ პირველობას ჩემულობს. მჯერა გავიმარჯვებთ! საქართველოს გაუმარჯოს!!!

  • იბერია

    ჩაწოდებები, კუთხურები მინიმუმადე უნდა დავუყვანოთ ყველაზე სუსტი რგოლი ჩვენი დაცვის ცენტრია და პლუს ეს მათი ძლიერი მხარეა. კაი ეს უკვე არაერთხელ ითქვა... მოკლედ, როგორ ჯენარომ ერთხელ თქვა - ბევრი უნდა ვირბინოთ.:) მიდით ძმებოოოო მთავარია ბოლომდეეე

  • jeje

    თუ რამეს არ ვიყიდი არასოდეს, ესაა ,,ომეპრაზოლი გობენს" და ეს რაღაც ,,თანა", ეს მეორე არც ვიცი რაა.

  • !!

    მთავარია დავითაშვილი და წიტაიშვილი იყვნენ

  • ლია

    ბიჭებო! ვლოცულობ თქვენთვის და საქართველოსთვის!!

  • Levani

    ისეთი თამაშია ვითომ 0-0,1-1,1-0 მაგრამ სინამდვილეში ალოგიკურად წამოვა 4-2 ვიგებთ

  • გიორგი

    2-0 დავადუღებთ დღეს ბერძნებს დაერხათ !

  • ალექსანდრე-ს

    დაბერდი, ასაკში ხარ და შენც არ იცი რა და რატომ გახსენდება. ხდება ხოლმე.

  • ნიკა

    ცოტა გავერთოთ, დღევანდელი თამაშის შესაძლო სცენარები: 1. გულშემატკივრების მხურვალე მხარდაჭერის ფონზე თამაშს ვიწყებთ აგრესიულად, თავდაპირველ ხუთ წუთში ვქმნით რამდენიმე მწვავე მომენტს, მე-15 წუთზე ჩაკვეტაძეს ასისტით კვარაცხელიას საჯარიმოს გარედან გააქვს გოლი, ბერძნები კიდევ უფრო იბნევიან. თამაში სრულდება 3 - 0 საქართველოს სასარგებლოდ. 2. გულშემატკივრების მხურვალე მხარდაჭერის ფონზე თამაშს ვიწყებთ აგრესიულად, თავდაპირველ ხუთ წუთში ვქმნით რამდენიმე მწვავე მომენტს, მე-15 წუთიდან ბერძნები ახერხებენ ბურთზე კონტროლის მოპოვებას, 25-ე და 28-ე წუთებზე მამარდაშვილი აკეთებს წლის სეივებს, 35 წუთზე კვარაცხელიას ცენტრიდან მიაქვს ბურთი ატყუებს სამ ბერძენ ფეხბურთელს დინამო, არენა ფეთქდება, ბურთი სრიალდება საჯარიმოს მარჯვენა ფლანგისკენ და ბუდუს მორიგი გოლი. ბერძნები მატჩის განმავლობაში ქმნიან ორ სახიფათო მომენტს. მსაჯი მატჩს ამატებს 9 წუთს. თამაში სრულდება 1 - 0 საქართველოს სასარგებლოდ. 3. გულშემატკივრების მხურვალე მხარდაჭერის ფონზე იწყება თამაში, ძლიერი წვიმა, ბერძნები აკონტროლებენ ბურთს და თამაშობენ უხეშობის ზღვარზე, კვარაცხელია რამდენიმეჯერ გადარჩა ტრავმის მიღებას, საქართველო ვერ ახერხებს ინიციატივის მოპოვებას. მე-13 წუთზე ვუშვებთ გოლს, დინამოს ტრიბუნებზე ხმაური კლებულობს. 47-ე წუთზე მამარდაშვილის სეივით სრულდება ტაიმი. წვიმამ გადაიღო, მეორე ნახევარს ვიწყებთ ბურთის კონტროლით, ბერძნები დაცვაში დგებიან, 75 წუთზე კაშიას ჩაჭრის შემდეგ ჩაკვეტაძეს მოაქვს ბურთი ატყუებს ორ მოწინააღმდეგეს, შედის საჯარიმოში, მთელი საქართველო ფეხზე დგას, ბერძენი მცველი მავროპანოსი უვარდება ფეხებში, ინიშნება თერთმეტმეტრიანი. გიორგი მიქაუტაძე და 1-1. ინიშნება დამატებითი ტაიმები, კონტრშეტევის შედეგად ბაკასეტასის ძლიერი დარტყმით 2-1. 116-ე წუთზე ჯაბა კანკავა ბურთს ართმევს მეტოქეს, დიაგონალური გადაცემა მარცხენა ფლანგზე გაქცეულ კვარას, ქართველი ერთი შეხებით ცდება მეტოქეს, მეორეს, შედის საჯარიმოში და ვლაჰოდიმოსის ნახტომი საკმარისი არაა, სიხარული აერთიანებს ქვეყანას. დინამო არენაზე ინიშნება თერთმეტმეტრიანების სერია. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წუთები . . .

  • გიზოგ

    მინდა შეგახსენოთ ოთარ გაბელია მოგონება ლივერპულის 3:0-ზე დამარცხების შესახებ. "რამ განაპირობა ეს მოგება? რა თქმა უნდა, ჩვენ სწორად ვითამაშეთ და დავჯაბნეთ ეს მართლაც დიდი გუნდი, მაგრამ ალბათ ძალიან გაგვიჭირდებოდა, რომ არა გულშემატკივარი. ასეთი ქომაგობა მე არ მინახავს, ამდენი გულშემატკივარი კი ალბათ ერთხელ ვნახე "დინამოს" სტადიონზე, როცა საქართველოში გერმანიის ეროვნული ნაკრები ჩამოვიდა". "ლივერპული" რაღაც მომენტში დაიბნა. მათ კონცენტრაცია აღარ ეყოთ მეორე ტაიმზე. ჯერ ვოვა გუცაევმა გახსნა ანგარიში, მერე რამაზ შენგელიამ დაამატა, წერტილი კი საშა ჩივაძემ დასვა თერთმეტმეტრიანით. წარმოიდგინეთ, ხალხი სტადიონის კიბეებზე იჯდა და აბა, რა უფლება გვქონდა, წაგვეგო?! ამიტომ ვთხოვ სტადიონზე მისულ იღბლიან გულშემატკივრებს, არა მხოლოდ 90 წუთი უნდა იყოს გამაყრუებელი ხმაური, არამედ გუნდების გამოსვლიდან მსაჯის საფინალო სასტვენის ჩათვლით. როცა ბურთი ექნება მეტოქეს უაღრესად გამაყრუებელი სტვენით და ხმაურით კონცენტრაცია უნდა დავაკარგვინოთ მეტოქის ფეხბურთელებს, როცა ჩვენ ავიღებთ ბურთს ყიჟინა და ტაში. მაშინ ნამდვილად იქნებით მე-12 მოთამაშე და გამარჯვებაც ჩვენ დაგვრჩება. თამაში როგორც არ უნდა დაიწყოს ამ სცენარით უნდა უგულშემატკივროთ ჩვენს საყვარელ ნაკრებს. იღბლიანებო აბა თქვენ იცით. ვინც ხმა ჩახლეჩილი ანაც ხმაწართმეული, (როგორც მე ვიყავი ხოლმე) არ გამოვა სტადიონიდან ის ქართველი ვერ იქნება. ეს ეხება პრეზიდენტ, პრემიერმინისტრიდან დაწყებული და დამთავრებული რიგითი მოქალაქით.

  • პელე

    რას ითარსები, შენ ბერძენი ხომ არ ხარ?!

  • inviz9

    ადმინ რატომ არ გამოაქვვეყნეთ ჩემი კომენტარი 2 საათის წინ დავწერე?! ჩემი აზრით არანაირად არ უნდა მივიყვანოთ საქმე დამატებით დრომდე, რადგან ფიზიკურად გვაჯობებენ. ამიტომ მეტ-ნაკლებად დაბალანსებული შემადგენლობა რომ იყოს შეტევასა და დაცვაში, ასევე მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე ასეთი განლაგება 1-4-1-3-2 უნდა იყოს შემდეგი შემადგენლობით: მამარდა-დვალი,კაშია,კვირკველია,გოჩო-ქოჩორა-ჩაკვე,კიტე,ზუკა-კვარა და ბუდუ შენგელიაზე გული მწყდება, მაგრამ ის მცველი არ არის ამიტომ დვალმა უნდა გადაიწიოს მარცხნივ და მკაცრად დაცვაში უნდა ითამაშოს, მარცხენა ფლანგზე შეტევას კვარა და ჩაკვეც ეყოფა მარჯვნივ კაკაბაძის დაყენება არ შეიძლება გარდა იმისა რომ ცუდ ფორმაშია ბერძნების ამ თაობასთან შარსანწინ საბერძნეთში ავტოგოლი აიკიდა ხოლო ბათუმში საგოლე პასი მისცა მგონი პავლიდისს. ამიტომ იგი ფსიქოლოგიურად დაკომპლექსებული და შებოჭილი იქნება. შესაბამისად რადგან სხვა ალტერნატივა არა გვყავს მარჯვენა მცველის პოზიციაზე გოჩო უნდა დადგეს, რომელიც შეტევაში მაინცდამაინც არ ბრწყინავს, ამიტომ მარჯვნიდან ზურიკომ უნდა შეუტიოს -არ უნდა ავიკიდოთ წითელი, რადგან მკაცრი მსაჯია და არ დაგვინდობს. -მაქსიმალურად უჯარიმოდ უნდა ვეთამაშოთ მაღალი პრესინგი და სანამ დავიღლებით 2 გოლი უნდა გავუტანოთ-ამიტომ დასაწყისიდანვე გრიგალი უნდა დავატეხოთ თავს -მამარდა უნდა უფრთხილდეს ბაკასეტასის მოულოდნელ შორეულ დარტყმებს ცაციათი. -საჯარიმოში ახლოს უნდა მეურვეობა მეტოქეს და არა ისე როგორც როდრიგესს მიაღებინეს და დაარტყმევინეს თავისფუფლად -მამარდა არ უნდა გაშტერდეს როგორც მაკტომინეის გოლების დროს ახლო კუთხეში რომ გაუშვა 2-ჯერ იქაც და აქაც -პენლებში მამარდა არ ვარგა ამიტომ ძირითად დროში უნდა მოვუყომაროთ - ისე ეს ბერძნები სულაც არ არის გადაულახავი ზღუდე-მაგრები რომ ყოფილიყვენენ ბოლო 10 წლის განმავლობაში ან ევროზე ან მსოფლიოზე მოხვდებოდნენ რაც შეეხება მაგათ პაკაზუხობას, ვითომ მწვრთნელის დაუკითხავად რომ გავიდა 4 კაცი ქალაქში ყავის დასალევად-ეგ მაგათი ჭკუით ფსიქოლოგიური ფანდია, ვითომდა არ გვეშინიაო-არადა მაგაში გამოჩნდა რომ სწორედაც ეშინიათ და გაითამაშეს ეს სპექტაკლი. რა მარიოტში ვერ დალევდნენ ყავას? მოკლედ არანაირი შიში და რიდი ბერძნების წინაშე-უნდა გადაუაროთ!

  • Levani

    საბოლოო დასკვნა. ჩვენ სულ იმას ვფიქრობთ-ახლა მოვიგოთ და მერე ხვიჩა გვეყოლება,ჩაკვე ფორმაში შევა,ჟორჟი ათამაშდება. აგერ ყველა გვყავს და ყველა თამაშობს. ჩამოდის საშუალო დონის გუნდი და ვხვდებით ჩვენი დრიმ თიმით. თუ ვერ მოვუგეთ ესეიგი არ ვყოფილვართ საკმარის დონეზე. მაგრამ რას ვერ მოვუგებთ- გადაუვლის დღეს საქართველო

  • ვაჟა

    იქნებ ფხორვა ეხლა არიქა მოვიგოთ, მერე 2:0 წააგებენ და დაიწყებთ ეს უნდა ყოფილიყო, ის უნდა დაეყენებინა..არაბიძე რატო არ იყო, საბა ლობჟანიძე გვიშველიდა და ათას სისულელეს. ვერცერთი ვერ ხვდებით, რომ ათლეტიზმში ვერ მოუგებთ ევროპელებს. ჩვენს ნაკრებზე სამჯერ მეტს ირბენენ, ცხრაჯერ სწრაფად, გადაუვლიან კაშიას და 2:0 მოგვიგებენ. აგრე მე და აგერ თქვენ

  • ვაჟა

    ეს რუსული ნიკები ვერ მოიშორეთ აფხაზეთიდან ლტოლვილებმა? სუხუმჩანინ არა ის კიდე. მოსკვიჩ..

  • ალექსანდრე

    ადრე კომუნისტების დროს იყო ასეთი ნაცადი ხერხი - თუ გასტრანომში რამე დეფიციტური, განსაკუთრებული შევიდოდა გასაყიდად, მას დირექტორთან შეთანხმებით დახლზე არ გამოფენდნენ, რადგან დადგენილი ფასით უნდა გაეყიდათ! მაგალითად სიგარეტი "ჩესტერ ფილდი" რაც იმ დროისთვის ძალიან მოდურად ითვლებოდა და მისი გასაყიდი ფასი მაღაზიაში ლარს თუ ვერ გაცდებოდა, მაღაზიის დირექტორის ნდობით აღჭურვილი სპეკულიანტები მას 2,50 ყიდნენ! აბა წარმოიდგინეთ რამხელა მოგება ჰქონდა მაღაზიის დირექტორს, არაფერში დიდ მაყუთს ჭრიდა და რა თქმა უნდა ზედა ეშელონებსაც აჭრევინებდა! ხო ეს რატო გამახსენდა ახლა ალბათ კი ხვდებით ყველა!

  • ენძო

    თურქეთი შეიძლება ევროპიდან მოკვეთონ და დიდი შანსი გვექნება ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდეთ.არც თურქეთთან ვიყავით უშანსოდ მაგრამ უფრო იოლი გზა ჯობია.ძალიან მინდა გერმანიაში მოვხვდე,მაგრამ ფინანსები არ მაძლევს საშვალებას.

  • mate

    დღეს მაინც მოერიდეთ ცუდი კომენტარების დაწერას

  • ^^^

    დღეს იწყება ქართული ფეხბურთის ახალი ფურცელი!! აბა თქვენ იცით!!!!!

  • გენა

    ძალიან გვინდა მოგება ცხადია, მაგრამ ეს გუნდი საბერძნეთთან რა ვიცი..დიდი იმედით არ ვარ მართალი ვთქვა..საბერძნეთის დიდი უპირატესობას ვხედავ.

  • ადამიანი

    შეტავიში კავარა და ზივზივაძე მათ უკან ჩაკვეტძე და თამაში მოგებულია

  • Master

    ნუ იწყევლები თუ ძმა ხარ.რა გინდა თქვა საზონოვი,ანზორა მამუჩაშვილი გაამაგრებენ დაცვის ხაზს???საზონოვი რამდენჯერაც გამოვიდა ტორინოში,იმდენი ნერვიულობს და ბაბშვურ შევდომებს უშვებს და როგორ წარმოგიდგენუა ასეთ თამაშში მას ანდო ძიროთადში ადგილი?აბსურდია.მოვა საზონოვის დრო,მატა ახლა ნამდვილად არაა ამაზე წუწუნის დრო.

  • ისე მაინც

    შენ გაიხარე!!!

  • გოჩა

    მოგება და სხვა არაფერი მოგების გარდა.დავამთავრე მატჩისწინა განხილვა

  • გულშემატკივარი

    ნიკა პროფესორო, ერთი იქ ხართ მართალი , საქართველოს და ირანის ჩემპიონატს აყენებთ ერთ დონეზე და მეორე მონეტებზე. ნამდვილი გულშემატკივარი და პატრიოტი კაცი წერს, რომ ყველა შემთხვევა 50/50-ზეა მაგრამ, თუნდაც 99-01-ზე რომ იყოს იმ 01-საც აქვს შანსი მოსვლისა და ახლა სწორედ მას ელოდება ყველა.

  • გაიოზი

    ირანი მონაწილეობს აზიისა და მსოფლიო ჩემპინატებზე და საკმაოდ წარმატებითაც. მის ჩემპიონატში მონაწილეობენ მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე გუნდები, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურით და ჩვენ ჩეპიონატის დონეს როგორ ადარებთ? ეს იმ შეთხვევად მიმაჩნია რაეც მუხრანი ამბობდა „ან უგნური მოყვარეა ან მოსისხლე მტერიაო“. მორალი - როცა საქვეყნო საქმე კეთდება საკუთარ ნაჭუჭში არ უნდა ჩავიკეტოთ

  • ზვიადი

    ასეთი დაცვის ხაზის იმედზე ჩემი მტერი იყოს! რა დროს კაშია და კვირკველიაა ხალხო?! ყველა ევროპული რუსული თუ აზიური სპორტული საიტები წერენ რომ დაცვა ნულია!!!! ვიტესის და ლოკომოტივის დონეს ვერ გასცდნენ! კვარაცხელიას ზურგს უკან ვინ უნდა გაუმაგროს ფლანგი და დააზღვიოს? მაინტერესებს რა ტაქტიკას სახაზავის მწვრთნელი ( თუ უკვე არ დაუხაზეს და დაუწერეს ფედერაციაში ვინ იქნება სასტარტო შემადგენლობაში). ამ თამაშს ამ შემადგენლობით ნებისმიერი ნორმალური მწვრთნელი მოიგებს!

  • გომორძგუა მარგალეფც

    ვფიქრობ სწორად იქცევა სანიოლო საბასთან მიმართებაში,მას უნდა რომ საბამ სერია აში მეტი სათამაშო დრო მოიპოვოს თავისი შრომით რათა ევროპის ჩემპიონატზე დაეყრდნოს მას,ადრე მსგვსად იქცეოდა ჩაკვეტაძესთან მიმართებში და ამან შედეგი გამოიღი წარმატებით ბიჭებს✊❤️

  • ალექს

    გვინდა არ გვინდა სავარაუდო პენალტების სერიაზეც უნდა ვიფიქროთ და შემადგენლობა შეძლებისდაგვარად სწორად უნდა შეირჩეს ამ მხრივ. მაგალითად, მიქაუტაძე კარგად ურტყამს და შესაბამისად ძირითადში ბუდუმ უნდა დაიწყოს, თან ბრწყინვალე ფორმაშია. კვარამ გასაგებია რომ თავიდან ბოლომდე უნდა ითამაშოს. ჩაკვე ან კიტე- ორივე პოტენციური დამრტყმელი და შესაბამისად ორივე ერთად ძირითადში არ უნდა იყოს. თან ჩაკვეს ისედაც ძალიან გაუჭირდება 120 წუთი. ჩემი აზრით, კიტე ჯობია შეცვლაზე და თუ საქმე მივიდა პენალტებამდე მან დაარტყას. მეოთხე დამრტყმელი დავითაშვილი ან შენგელია. მეხუთე კვეკვესკირი ან კაშო.

  • M-33

    აი ზუსტად დღეს უნდა ითამაშოს კვარაცხელიამ პირველი 10 წუთის მერე სავარაუდოდ დავთმოთ ინიციატივას და კონტრებზე ვითამაშებთ. ხოდა კონტრებზე ცარიელ სივრცეებში უნდა ირბინოს ეგაა მაგის ფეხბურთი თორე პოზიციურ შეტევების დროს როცა სივრცე არ აქვს და მცველები სივრცეებს იცავენ არაფერი გამოვა. ხოდა თუ დათმობენ ჩვენები ინიციატივას და ბერძნები მეტ-ნაკლებად მასიურად შეგვიტევენ, ის სივრცე შეიქნნება ეგ სივრცე უნდა გამოიყენოს როგორც აეროპორტში ასაფრენი ბილიკი უნდა აკრიფოს ნელ-ნელა ხოდზე და მერე აფრინდეს. ეგაა მხოლოდ ჩვენი შანსი, მეტი არ გვაქვს ნუ თუ რამე რიკოშეტი ან სტანდარტი არ გავიდა ანუ იღბალი თორე კონკრეტულად ფეხბურთის გააზრებული თამაშით მხოლოდ ეგაა შანსი, ხოდა დანაშაული იქნება ჩვენები თუ არ ეცდებიან მაგის გამოყენებას. ბერძნებმა თუ პირველებმა გაგვიტანეს 90% მორჩენილი იქნება თამაში მერე თუ 11 კაცი ბურთის ხაზის უკან დადგნენ ჩათვალეთ რომ თერმოპილეა ეგ და უბრალოდ ვერ გავარღვევთ, ნუ თუ რამე სტანდარტი რიკოშეტით არ გავიდა ;დ ამიტომ არ შეიძლება გიჟებივით შეტევა დღეს, პირველი 10 წუთი მხოლოდ სანამ აზრზე მოვა ყველა მთავარია არ გავუშვათ და კონტრებზე 2-3 შანსი მაინც ექნება კვარაცხელია რო გაიქცეს და აუცილებლად უნდა გამოიყენოს ვინაიდან ასეთ თამაში პოტენციური შანსების განიავებას არ გპატიობს არავინ. მოკლედ შანსები არის და საკაიფო პროსტა ჭკუით უნდა ვითამაშოთ, ემოციებს არ ავყვეთ მაქსიმალურად ცივსისხლიანად და საკუთარ მომენტს დაველოდოთ, რომელიც აუცილებლად იქნება და გამოვიყენოთ თორე ემოციურობა ფეხის აკნაკლაებასაც გამოიწვევს ნერვიულობის გამო ვინაიდან ასეთი სტატუსიანი მატჩის გარემოება აწვებათ, არასწორი გადაწყვეტილებების მიღება გახშირდება ძალიან, ჯერ ისედაც რა საფეხბურთო განსწავლა ჩვენებს აქვთ ემოციურად შეიძლება შეგუილიანებულებმა და ადრენალინ მოზღვევებულებმა უაზრო შეტევბი დაიწყონ და გაუმართლებელი რაც აქეთ შეიძლება კონტრშეტევად დაგვიჯდეს, მოკლედ ემოცია იქნება დღეს პირველი მტერი რომელიც საკუთარ თავში უნდა დაამარცხონ მერე სხვა დანრჩენი.

  • აკო

    სირცხვილი არა. გულდასაწყვეტი.

  • nika7-ს

    კაცურად, გველესიანს რატომ მიადექი? სკამზეა და არც მაგას ათამაშებენ. კაშიაზე გეთქვა რამე. მთავარია, მოვიგოთ!

  • qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

    ატლეტიკი მადრიდი რო თამაშობს სული და გულით და ჯილკით სახლში ისე უნდა ითამაშონ. ჯილკა თუ არ იქნება ესენი გამორიცხულია სადმე რო გავიდნენ. თორე ამ ბერძნებზე ძლიერია კიც ნორვეგია და კიც შოტლანდია. ამათან წაგება მაგარი სირცხვილი იქნება

  • ზვიადი

    ისე აკომენტარებთ ხალხო და საქმეში ხართ, ვითომ ახალი გაიგეთ რამე. ორი ისედაც ვიცოდით და ხვიჩას ნაცვლად მამუჩა ამოაგდო. ახლა აღარაა ამის დრო, გამარჯვება საქართველო!

  • აბა თქვენ იცით

    ძნაკაცმაც ნახა სიზმარი. 1:0 მოვიგეთ, მარცხენა ფრთიდამ ჩაკვეტაძე შევიდა და “დალნიში” დაბალი შეუგდოო. გამოცხადება გაქვთ ეტყობა ნამდვილ გულშემატკოვარს ;)) ღმერთმა აგიხდინოთ სიზმრები დღწს ორივეს ))

  • არჩი

    აგიხსნით რატომ გველესიანი და არა საზონოვი: მარჯვენა ცენტრალური მცველები არიან საზონოვი და კვირკველია, დვალი და ლოჩოშვილი მარცხენა ცენტრალური მცველები არიან, ხოლო კაშიას დუბლიორია გველესიანი. კვირკველია კარგ ფორმაშია და თავის ჩემპიონატში მართალია სუსტ გუნდში თამაშობს, თუმცა პირადი შეფასების ქულები მაღალი აქვს. ლუქსემბურგთან ცუდი თამაში არ აჩვენა და თავისი ზონიდან რამდენიმე ისეთი გრძელი გადაცემა გააკეთა მარცხენა შეტევის ფლანგზე, ესეთები დღესაც რომ გამოუვიდეს, ხვიჩა მაგრად გაამწვავებს. ანუ, საზონოვს კვირკველიას არჩევს სანიოლი და თუ ამ უკანასკნელის შეცვლა გახდა საჭირო, ცენტრში შეიწევს კაკაბაძე და მის ფლანგზე გოჩოლეიშვილი დადგება. ეს არის ჩემი აზრით სანიოლის გეგმა. მიუხედავად იმისა, რომ დისი გამოცდილება არ ქონდა, ჭკვიანი მწვრთნელია, ისევე როგორც იყო ჭკვიანი ფეხბურთელი. სამ ცენტრალურ მცველზე გადასვლამ გუნდის შედეგები და თამაში გააუმჯობესა. ერთადერთი შეცდომა დაუშვა ესპანეთთან სახლში, როცა რატომღაც ოთხი მცველით ეთამაშა. ალბათ, მოულოდნელობის ეფექტი ან ნახევარდაცვის გაძლიერება უნდოდა. სხვა მის სერიოზულ შეცდომებს მე ვერ ვიხსენებ. არაბიძეს რაც შეეხება - ქუთაისში იყო ჩასული სანიოლი სპეციალურად მისი თამაშის სანახავად და გიორგიმ ბევრი ვერაფერი გააკეთა და არც ირბინა. დინამო-ტორპედოს ვუყურე რამდენიმე დღის მერე სპეციალურად - არაფრით სხვებისგან გამორჩეული არაბიძე არ იყო. სამწუხაროდ, დიდი ტალანტები იკარგებიან ხანდახან - ჭანტურია, ყენია, მჭედლიძე, ანანიძე. ოქრიაშვილმაც ვერ ითამაშა დიდი ფეხბურთი. მადლობა ღმერთს, ჩაკვე ბრუნდება. ასეა - დიდი პროფესიონალიზმი, ჯანმრთელობა და გამართლებაც ჭირდება დიდ ფეხბურთელობას.

  • რაცაა, ეგაა

    ვეღარაფერს შევცვლით, უნდა ვენდოთ ბიჭების თავგანწირვას. სანიოლის არც მჯეროდა და არც ეხლა მწამს, იშოვა სარფიანი სამსახური და ჩვენზე სწავლობს, როგორც ვაისი. ხვიჩას ძალიან დიდი იმედი მაქვს, ძალიან მეშინია ბერძნებმა თავიდანვე არ გამოიყვანონ მწყობრიდან, ეგენი ყველაფერს იკადრებენ მიზნის მისაღწევად. ჩაკვე მგონია უფრო ფარული ჯოკერი, მაგარ ფორმაშია ძალიან! რა თქმა უნდა ბუდუ და ჟორჟიც კარგია, მხოლოდ ჟორჟმა ცოტათი მეტი უნდა იმოძრაოს, და საერთოდ, ნამდვილად არ გვაწყენდა 4-5 კაციანი პრესინგი ბერძნების საჯარიმოსთან. ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მივცეთ, მეტ შეცდომებს დაუშვებენ. კვირკველიას სწრაფი და გრძელი პასები იქნება კარგი ხვიჩაზე და ბუდუზე. არავითარი უაზრო ბურთის გორება და მამარდაზე უკან პასები. წარმატებები ლომებო!

  • ოთო777-ს

    არასწორად გისწავლია სტატისტიკის კურსი )) “წესიერ” მონეტას და კამათელს აქვა თანაბარი შანსი ნებისმიერი გვერდი დაჯდეს აგდების შემდეგ. პირველს 1/2 მეორეს 1/6 ალბათობოთ ყველა გვერდზე. შენი თეორია სწორი იქნებოდა, ყველა თამაშზე რომ 50-50-ზე ჰქონოდათ გუნდებს მოგების შანსი. საქართველო - საბერძნეთზე მოგების ალბათობები ყველა თამაშის წინ სხვადასხვა ჰქონდა და რაც მთავარია არცერთ შეხვედრაში არ ყოფილა ალბათობა 50-50-თან ახლოსაც კი. ბერძნების არ წაგების ალბათობა (მოგების არა, არწაგების, ანუ მოგების ან ფრის ერთად, თუ ჩათვლი რომ მოგებას, ფრეს და წაგებას ყველას თავისი ალბათობა აქვს, რომელთა ჯამი 100% უდრის) ყოველთვის იყო მინიმუმ 70-80% მაინც და დღემდე ეგ ალბათობა მართლდებოდა. ანუ მათემატიკა მუშაობდა. დღეს შეიძლება ოდნავ მეტი შანსი გვაქვს მოგების ვიდრე წინა თამაშებში მაგრამ ბერძენთა ძირითად დროში არ წაგების ალბათობა მაინც უფრო დიდია, ვიდრე წაგების. ამიტომ მათემატიკურად სწორედ რომ ცუდად გვაქვს საქმე, მაგრამ აქ შემოგვაქვს სხვა ფაქტორები, რომლებმაც სტატისტიკის და ალბათობის კანონები უნდა დაარღვიოს. მაყურებელი, ბიჭების შემართება, ხვიჩინიო და ცოტა გამართლებაც. ვნახოთ. ღმერთი ჩვენსკენ

  • დ

    კაკაბაძის ნაცვლად გოჩოლეიშვილი ჩასვას

  • დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს

    გულშემატკივარი თქვენთან არის! ტრიბუნებზე ოვაციების ცეცხლს დაანთებს. შეეცადეთ ფეხბურთელებმაც დაანთოთ ცეცხლი მოედანზე!

  • Levani

    კაი რა აზრი აქვს გველესიანი თუ საზონოვი,ან ალთუნაშვილი თუ მამუჩაშვილი-მაინც არ ათამაშებდა.5ცვლილებაა. უეჭველი ითამაშებენ მამარდა კაშია კვირკველია დვალი კაკაბაძე შენგელია კიტე ჩაკვე ხვიჩა ბუდუ მიქაუტაძე ზურიკო ქოჩორა ჯაბა დარჩენილი 2 ადგილი ალბათ ქვილითაია და გოჩოლეიშვილი ესეც შენი 16 კაცი შეცვლებიანად

  • aleksandre

    არ ვიცი საზონოვზე გული რაზე აიცრუეს, თუ ამ ბიჭს იმდენს ენდობიან რომ იტალიის ჩემპიონატში შეცვლაზე მაინც გამოჰყავთ, აქ რას დააშავებდა განაცხადში მაინც დარჩენილიყო

  • nika7

    ჯერ მადლობა რომ პატრიოტი ხარ და სულმოუთმენლად ელოდები ჩვენი ნაკრების გამარჯვებას. მარა რატომ იჩემებ მათემატიკოსობას და პროფესორობას როცა ელემენტარული არ გაგეგება მონეტის ნებისმიერი აგდების დროს შანსი 50/50 ზეა და არ აქვს მნიშვნელობა წინა ცხა ჯერზე რომელი მხარე ამოვიდა გეიიგეე აინშტეინ ))))))

  • გიზოგ

    „ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია ....“

  • suxumchanin

    ბერძნები ფლანგებიდან (განსაკუთრებით მე-7 ნომერი) მოგვაწვებიან საჯარიმოში მაღალი ჩაწოდებული ბურთებით. არ ვიცი ახალგაზრდა ტანმაღალ საზონოვს თუნდაც სერია ა-ს სათადარიგო მცველს როგორ უნდა აჯობოს დაბალმა ჭ ლიგაში მოთამაშე მცველმა. მთავარი მე-12 მოთამაშე ჩვენ ვართ გულშემატკივრები და ჩვენზეა დღეს მატჩის ბედი, ბოლომდე დავუჭიროთ მხარი ბიჭებს და მოვიტანოთ სიხარული გამარჯვება!

  • oto777

    დღეს განსაკუთრებული დღეა მთელი ერისთვის და მინდა ჩემს ქვეყანას წარმატება ვუსურვო!ძალიან იმედიანად ვართ და გვჯერა გამარჯვების,ალბათ ასეც მოხდება და მოგვიწევს ხვალიდან უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრი და გარჩევა მომავალი მეტოქეების.სხვათა შორის ბევრს ჩვენი სტატისტიკა აშინებს ბერძნებთან რაშიც არ ვეთანხმები მე და პირიქით ეს სტატისტიკა მაიმედებს მე ძალიან.8თამაში არცერთი მოგება,მათ შორის სახლში 4-დან 4წაგება ჩვენ.ალბათობის თეორიით თუ ვიმსჯელებთ მათემატიკური მოლოდინი არის გარდაუვალი მოგება ჩვენი,ეს ის ვარიანტია მონეტარომ ააგდო ბევრჯერ რამოდენიმე აგდებს შემდეგ უნდა თანაბრად დაეცეს ორივე გვერდზე,ამხელა უპირატესობის მერე რაც ბერძნებს ააქვთ სტატისტიკაში არის უკვე ჩვენი გამარჯვებისა და სტატისტიკის შეცვლის დრო ჩვენს სასარგებლოდ.ასე,რომ ამ მხრივ ძალიან იმედიანად ვარ და თუკი ამს დავუმატებთ იმ მუხტს რაც მთელ ქვეყანას ექნება საკუთარ მოედანზე,დავუმატებთ იმ მწარე გამოცდილებას რომელიც გვაქვს მაკედონიისგან და პლუს ჩვენს ნიჭიერ და უკვე მომწიფებულ გუნდს,აუცილებლად გავიმარჯვებთ მჯერა!!!

  • პავლე

    ისეთი სიზმარი ვნახე რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს ანუ ვიგებთ

  • ზურა

    + + +

  • nika7

    გველესიანი შემადგენლობაში რომელიც საქართველოს ჩემპიონატის დონის ჩემპიონატში თამაშობს, გამოვარდებიან ეხალა ირანის ჩემპიონატი წინააო ნეტა რა იცით და საზანოვი შემადგენლობის მიღმა. გენიოსები არიან სანიოლო იაშკა-ხიზანას ტანდემი. როგორ დავიჯერო საბა 15-20 წუთით ვერ ითამაშებდა თუ საჭირო გახდებოდა ვინმეს ჩანაცვლება და რავი ამ ორის დონეში სხვაობას ერეკლეც უნდა ხედავდეს და ჩემი ხიზანა-იაშკაც

  • ლადო

    იმედია მოვიგებთ, მაგრამ საბას არდაფასება დიდი იაღლიში მგონია

  • რრრ

    მაინც არ გამოიყვანდა, მარა დღეს სიმბოლურად მაინც გველესიანის ნაცვლად განაცხადში საზონოვს შევიყვანდი, უბრალოდ მხარდაჭერის გამნნოხატვა იქნებოდა.

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ