"უმცროსი ბორჯღალოსნები" 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე დასკვნით მატჩს ხვალ, 7 აპრილს, ჩვენი დროით 17:30 საათზე ინგლისის წინააღმდეგ გამართავენ.

ინგლისი ერთადერთი გუნდია, რომელმაც 8-გუნდიანი ფესტივალის ფარგლებში ორივე შეხვედრა მოიგო. მან პირველ ტურში უელსი 36:35, მეორეში კი შოტლანდია 28:6 დაამარცხა.

თავის მხრივ საქართველო პირველ მატჩში შოტლანდიას დაუპირისპირდა და მას 8 ქულით ჩამორჩა (14:22), ხოლო სამი დღის წინ საფრანგეთი ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით 20:19 დაამარცხა.

ისტორიული გამარჯვების შემდეგ, სავალდებულო როტაციის პრინციპით უმცროსი ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში 8 ცვლილებაა – 4 ხაზში და 4 შერკინებაში.

შერკინებაში შეიცვალა სამივე პირველხაზელი და თამაშს არჩილ ნოზაძე, ანრი შველიძე და გიორგი ტურაშვილი იწყებენ, მესამე ხაზში დაბრუნდა ლუკა გაბუნია. საფრანგეთთან გამარჯვების შემდეგ მესამედან მეორე ხაზში გადაინაცვლა თორნიკე ტორაძემ. დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს მეორეხაზელმა ნიკოლოზ ჩხორთოლიამ და მესამეხაზელებმა – ლუკა საღინაძემ და გიორგი არძენაძემ.

ხაზში ძირითადში დაბრუნდნენ მგეზავი გიგი სირბილაძე, ცენტრები დავით ბარბაქაძე და დათა ახვლედიანი და ფულბეკი ნიკოლოზ ხალვაში. ადგილი შეინარჩუნეს გიგა ყიფშიძემ, რომელიც ფრთაზე გადაინაცვლებს, მეორე ფრთა ლეონიდე სალდაძემ და ჰავბეკმა დავით წიკლაურმა.

ფესტივალის ფარგლებში სასტარტოთა შორის მესამე თამაშს სამი მორაგბე იწყებს. ესენი არიან გუნდის კაპიტანი ლუკა საღინაძე, მეორეხაზელი ნიკოლოზ ჩხორთოლია და ხაზის მოთამაშე გიგა ყიფშიძე.

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი. 7 აპრილი

პარმა (იტალია). სტადიო სერჯიო ლანფრანკი

საქართველო – ინგლისი (17:30 საქ. დრო)

საქართველო:

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. დავით წიკლაური (ხვამლი);

შერკინება: 1. არჩილ ნოზაძე (ყოჩები), 2. ანრი შველიძე (ბრივი), 3. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 4. თორნიკე ტორაძე (აია), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი), 6. ლუკა გაბუნია (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. გიორგი არძენაძე (ჩაქვი).

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. ლევან ეზიეშვილი (კლერმონი), 18. ნიკა კუმარიტოვი (ლოკომოტივი), 19. დავით ბარამია (ლელო), 20. გიორგი მეფარიშვილი (აია), 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. ლუკა თვაური (ხვამლი), 23. საბა შარვაშიძე (აია), 24. იკა კვარაცხელია (ლელო), 25. იოანე ბასილაია (ლელო), 26. გიორგი ზაზაძე (ხარები).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი

30 მარტი

საქართველო – შოტლანდია 14:22

იტალია – პორტუგალია 30:14

ირლანდია – საფრანგეთი 7:50

ინგლისი – უელსი 36:35

3 აპრილი

უელსი – პორტუგალია 35:10

შოტლანდია – ინგლისი 6:28

საქართველო – საფრანგეთი 20:19

იტალია – ირლანდია 10:36

7 აპრილი

პორტუგალია – ირლანდია

საფრანგეთი – უელსი

ინგლისი – საქართველო

შოტლანდია – იტალია

Rugby.ge

სოსო
შარშან,საქართველოში,ინგლისელებთან განმეორებითი მატჩი ხომ გახსოვთ?პირველ თამაშში ჩვენმა ბიჭებმა ნახეს,რომ ინგლისელებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან,მეორეში კი,თვითონაც გაიხარეს და ჩვენც გაგვახარეს.ამ ბიჭებიდან არავის უთამაშია,მაშინ,მაგრამ ეს ხომ იციან და ალბათ ნანახიც აქვთ.ასე რომ მთლად ფანტასტიკაც არ არის,ჩვენი გამარჯვება.მართლაც ძალიან მაგრები და მძიმეები არიან,ინგლისელები,წელს ზემოთ ბოჭვის გარეშე,მათი შეჩერება ისედაც ძნელი იქნებოდა,მაგრამ ჩვენ,ამ ასაკშიც სრულფასოვანი ბოჭვებით ვთამაშობთ,მათგან განსხვავებით და ამის გამო ხშირი ჯარიმები გაგვიორმაგებს,ამოცანის სირთულეს.დიდი პრობლემები შეგვექმნა დერეფანში და საღინაძის გარეშე,ყველაფერს ვაგებდით.ინგლისელებმა ისიც თუ გაშიფრეს,პარალიზებულები აღმოვჩნდებით.თუ ამ ამოცანებს გასაღები მოვუძებნეთ,მიზანს მივაღწევთ.რა თქმა უნდა უმკაცრესი სათამაშო დისციპლინა, ჩვენი ბიჭებისათვის საფირმო თავდადება და შეუპოვრობა,თავისთავად იგულისხმება.
G.LA
ნეტავ რაც დაწერა ასრულდეს და ერთ კი არა 19 დისლაიქს აიტანს ამიტანი. DDD
ამიტანი
ამინ,ეგრე იქნება. რა უბედურებაა, დისლაიქზე მოხვდა თითი. შეცვლა არ უნდა შეიძლებოდეს?
სოსო
არ ვიცი,როგორ წარიმართება ეს მატჩი,მაგრამ ჩვენებმა უკვე დაამტკიცეს,რომ ამ ასაკში მაინც,არავისზე ნაკლებები არ არიან.ამ თამაშში,მათ უფრო მეტის დამტკიცების შანსი აქვთ და სწორედ ამას შეეცდებიან.პნგლისი ერთადერთია,ვინც ორივე თამაში მოიგო და ამ ერთადერთობას თუ შევაწყვეტინებთ,დიდებული იქნება.თუ შებოჭილობა მთლიანად მოიხსნეს,ამის შანსიც მოგვეცემა.ძალიან ძლიერები არიან,ინგლისელები,მაგრამ არც ჩვენი ბიჭები ჩანან,ნამეტანი ხათრიანები.დერეფანში შეცდომები და წესების სხვაობით გამოწვეული ჯარიმები,საგრძნობლად თუ შევამცირეთ,ყველა შანსი გვექნება,მიზნის მისაღწევად.თავისუფალ,ლაღწარმატებულ თამაშს ვუსურვებ, ჩვენ ბიჭებს.
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
20 წ. | იტალიასთან ქუთაისში
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | როტაციით და ცვლილებებით ინგლისთან
18 წ. | როტაციით ინგლისთან
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
18 წ. | ინგლისთან რევანშამდე ცოტა დაგვაკლდა
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით