საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა, 2026 წლის სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის პირველ მატჩში, ორივე ტაიმის მეორე ნახევარი პირველზე უკეთ ჩაატარა და ჯამში ხუთი ლელო გაიტანა, თუმცა თავად ორჯერ მეტი გაუშვა - 33:66.

გიორგი ნემსაძის შეგირდები შეტევაში კარგად გამოიყურებოდნენ, თუმცა მძლავრ და სხარტ ინგლისელებთან დაცვაში თამაში უჭირდათ. მეტოქე ბურთს ჩვენზე დიდხანს აკონტროლებდა და შესაბამისად, ორჯერ მეტი ლელო გაიტანა, რამაც საბოლოო შედეგი განაპირობა. თუმცა, საერთაშორისო სერიის მიზანი, ადრეულ ასაკში მეტი გამოცდილების მიიღებაა და ამ მხრივ ინგლისთან მატჩი ნაყოფიერი გამოდგა.

დურბანის უმაღლესი სკოლის მოედანზე, თამაში ინგლისელების შეტევებით დაიწყო. პირველი მათი იერიში ზედ ლელოს ხაზთან მოვიგერიეთ, თუმცა პირველმა 6-მა წუთმა მათი შეტევებით ჩაიარა და გრძელი გადაცემის შემდეგ ფრთაზე პირველი ლელო მივიღეთ. მე-9 წუთზე მეტოქემ სუფთად გაგვიჭრა ხაზი და მეორე გარდასახული ლელო მიითვალა, თანაც ამ ეპიზოდს სინბინით ლუკა ჭაკუა შეეწირა.

მიუხედავად ამისა, 14-კაციანმა საქართველომ ბურთზე კონტროლის დამყარება მოახერხა, 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლით ორჯერ შეუტია და მეორე ჯერზე ალექსანდრე გამყრელიძემ ლელო გაიტანა. თამაში რომ განახლდა პირველი ბურთი ვერ ავიღეთ, მეტოქემ მაღალ ტემპში შემოგვიტია და მესამე ლელო გაიტანა, რასაც მათი ლამაზი, ხელდახელ შეტევა მოყვა და რამდენიმე თავგანწირული ბოჭვის მიუხედავად, მორიგი ლელო მივიღეთ. 25-ე წუთზე ფეხით გადაკიდებული ბურთი ვერ დავიმორჩილეთ და შედეგად, მეხუთე ლელო მივიღეთ.

ამის შემდეგ ინიციატივას დავეუფლეთ და შესვენებამდე კიდე ორი საპასუხო ლელო გავიტანეთ. განსაკუთრებით ლამაზი 28-ე წუთზე გატანილი ლელო იყო. ხელდახელ შეტევის შემდეგ, მოედნის ცენტრში მათე მახარაძემ შებრუნებული გადაცემით რეზი ცხვედიანს ხაზი გააჭრევინა, რომელმაც კარგად ირბინა და ლელოში ბურთი გიორგი ხონელიძეს შეაყოლა. ტაიმის ბოლოს ინგლისი ზედიზედ რამდენჯერმე დავაჯარიმეთ, რასაც მათი მეორეხაზელის სინბინი მოყვა, 5-მეტრიანი შერკინებიდან აგორებულ მოლს კი გამყრელიძის მეორე ლელო მოყვა. ჭაკუამ ბოლო ორი გარდასახვა გამოიყენა. გაწითლებულ დროზე ინგლისელებს ჯარიმა გაუცუდდათ და ტაიმი 19:31 დასრულდა.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად მძიმედ დავიწყეთ. ინგლისმა ხელდახელ, ოფლოუდებით შეტევებით სამი ლელო გაიტანა და უპირატესობა გაზარდა, რაზეც 62-ე წუთზე მათე ბერუაშვილმა ჯარიმის სწრაფად გათამაშებით და ლელოთი უპასუხა. 7 წუთში კარგი შეტევა გვქონდა და ლუკა მუშკუდიანმა ბურთი ლელოში დაამიწა, მაგრამ მანამდე მასზე წინ პასი დაფიქსირდა.

ინგლისელებმა ორი ლელოთი საკუთარი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს, მატჩის მიწურულს კი საბა გოგრიჭიანმა მოლი მორიგი ლელოთი დაასრულა და თამაში 33:66 დასრულდა.

საქართველო სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის მეორე მატჩს 11 აგვისტოს ბოლანდ ლანდბოუში, ჩვენი დროით 13:30 საათზე მასპინძელთა წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც დღეს ირლანდიას დაძაბულ ბრძოლაში 32:31 აჯობა.

18-წლამდელთა საერთაშორისო სერია

სამხრეთ აფრიკა. დურბანის უმაღლესი სკოლა

I დღე. 7 აგვისტო. 15:30 (საქ. დრო)

ინგლისი - საქართველო 66:33 (31:19)

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ალექსანდრე მამაიაშვილი, 13. დავით ახვლედიანი, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. რეზი ცხვედიანი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;

შერკინება: 1. საბა მერებაშვილი, 2. ალექსანდრე გამყრელიძე, 3. გიორგი ბერძენიშვილი, 4. ნიკოლოზ ფანცულაია, 5. ნიკოლოზ ხარებავა, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. მათე ბერუაშვილი (კაპ.), 8. ლუკა შულაია.

მარქაფა: 16. საბა გოგრიჭიანი, 17. ლუკა ბარბაქაძე, 18. იაგო ღუდუშაური, 19. საბა გიორგიძე, 20. ნიკა ჯანგულაშვილი; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ნიკოლოზ ჩაჩანიძე, 23. გოგა ბერიძე; 24. ბართლომე ხამაშურიძე, 25. ლუკა მუშკუდიანი, 26. გიორგი სუთიაშვილი.

სამხრეთ აფრიკა ა - ირლანდია 32:31

სამხრეთ აფრიკა - საფრანგეთი (17:30)

11 აგვისტო. ბოლანდ ლანდბოუ

სამხრეთ აფრიკა ა - საქართველო (13:30)

ინგლისი - საფრანგეთი (15:30)

სამხრეთ აფრიკა - ირლანდია (17:30)

15 აგვისტო. სტელენბერგის უმაღლესი სკოლა

სამხრეთ აფრიკა ა - საფრანგეთი (13:30)

ირლანდია - საქართველო (15:30)

სამხრეთ აფრიკა - ინგლისი (17:30)

Rugby.ge

ინგლისელები ჩვენზე გაცილებით დიდ გაბარიტიანები იყვნენ,მაგრამ სისხარტითაც გვჯობდნენ და ხელის ტექნიკითაც.დაცვაში,მაღალ ბურთებზე სრული უსუსურობა გამოვამჟღავნეთ და საკმაოდ შედეგიანი შეტევა,დიდ შეღავათად ვერ განიხილება.დაახლოებით 10 წლის წინ,ჩვენ 6 ერის 18 წლამდელთა ნაკრებებს ვეთამაშბოდით ევროპის ჩემიონატზე და იმდენი მოვახერხეთ,რომ 6 ერის თითქმის ყველა მაკრებს მოვუგეთ და ისინიც,ერთიმეორეს მიყოლებით ტოვებდნენ ევროპის ჩემიონატს,ჩვენ კი,შარშანდლამდე მუდმივ ჩემიონებად ვიქეცით.შარშან ევროპის ჩემიონატიც დავთმეთ არადა ინგლისსაც ვაჯობეთ ორი წლის წინ.წელს კი,მათი უპირატესობა,უკვე ძალიან დიდი იყო.მათი პირველხაზელებიც კი,ჩვენზე უკეთეს ოფლუდებს აკეთებენ,ჩვენი ბიჭები,თითქმის ყველა,რაღაცა ტრავმით და სახვევებით თამაშობენ,ინგლისელებისაგან განსხვავებით.რაც უფრო მეტი ბავშვი ვარჯიშობს,თითქოს ჩამორჩენა მატულობს,წამყვან ქვეყნებთან.ეტყობა რაღაცას არასწორად ვაკეთებთ.
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
[VIDEO] წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
18 წ. | როტაციით და ცვლილებებით ინგლისთან
18 წ. | როტაციით ინგლისთან
U18. საქართველო - ინგლისი. "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | ინგლისთან რევანშამდე ცოტა დაგვაკლდა
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან