"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

საქართველო 16 აგვისტოს პაარლის გიმნაზიის მოედანზე ინგლისს ჩვენი დროით 15:30 საათზე ეთამაშება.

პირველ მატჩში "უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკას შეხვდნენ და მასპინძლებმა 20:3 მოიგეს, ინგლისს კი ირლანდიამ 42:28 მოუგო.

სამწუხაროდ, აფრიკელებთან მატჩში ორივე მარჯვენა ბურჯი დაშავდა – გიორგი ტურაშვილი და ნიკოლოზ კუმარიტოვი. მათ სამშობლოში მოუწიათ დაბრუნება, აფრიკაში კი "ყოჩების" ბურჯი არჩილ ნოზაძე ჩავიდა, რომელიც ინგლისთან მატჩს მარქაფიდან იწყებს.

პირველი თამაშის შემდეგ სასტარტო 15-ში რვა მოთამაშე შეიცვალა. ცენტრში თამაშს იწყებს დავით ბარბაქაძე, ფრთაზე გივი სოსელია დადგება, 9 ნომერი კი დავით წიკლაური იქნება. შეიცვალა ორივე ბურჯი და ძირითადში ნიკოლოზ ოლქიშვილს და ლევან ეზიეშვილს ვიხილავთ; მეორე ხაზში ნიკოლოზ ჩხორთოლია დაწინაურდა, ხოლო მესამე ხაზში ლუკა საღინაძე და მიხეილ შიოშვილი.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი 18-წლამდელები წელს ინგლისს ერთხელ უკვე ეთამაშნენ. იტალიაში, პარმაში მიმდინარე ექვსი ერის ფესტივალზე, შეხვედრა ფრედ სრულდებოდა, მაგრამ გაწითლებულ დროზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" კონტრშეტევის შედეგად გარდასახული ლელო მიიღეს და მეტოქემ 26:19 გაიმარჯვა.

ამჟამინდელი დამწყებებიდან მაშინ სასტარტო შემადგენლობაში 8 მოთამაშე იყო: ნიკოლოზ ხალვაში, ლეონიდე სალდაძე, დავით ბარბაქაძე, გიგი სირბილაძე, დავით წიკლაური, ნიკოლოზ ჩხორთოლია, ლუკა გაბუნია და ლუკა საღინაძე.

18-წლამდელების საერთაშორისო სერია

სამხრეთ აფრიკა. 16 აგვისტო. პაარლის გიმნაზია

საქართველო – ინგლისი (15:30 საქ. დრო)

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. გივი სოსელია (კოლხი რაინდები), 10. გიგი სირბილაძე (ლელო, კაპ.), 9. დავით წიკლაური (ხვამლი);

შერკინება: 1. ნიკოლოზ ოლქიშვილი (ლელო), 2. დავით არჩვაძე (ლელო), 3. ლევან ეზიეშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), 4. დავით ბარამია (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), 6. ლუკა გაბუნია (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 8. მიხეილ შიოშვილი (ლელო);

მარქაფა: 16. ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), 17. დაჩი ჭელიძე (ლელო), 18. არჩილ ნოზაძე (ყოჩები), 19. გიორგი მეფარიშვილი (აია), 20. გიორგი ზაზაძე (ხარები); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. თემურ ძოძუაშვილი (აია), 23. იოანე ბასილაია (ლელო), 24. დავით არავიაშვილი (არმაზი), 25. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 26. გიორგი არძენაძე (ჩაქვი), 27. ლუკა თვაური (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

Rugby.ge

დიმა
წარმატება ინგლისთან! ჟინი და მონდომება არ გვაკლია. მეტი სილაღე შეტევაში და გამარჯვება ჩვენია!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
18 წ. | როტაციით ინგლისთან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
U18. საქართველო - ინგლისი. "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ინგლისთან რევანშამდე ცოტა დაგვაკლდა
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს