დიდი ფორუმების წინ ყოველთვის არაერთი სახის სტატია იწერება, რომლებიც მომავალი ტურნირის ფეხბურთელებზე ავანსად გვესაუბრება. ახლა საშუალება გვაქვს, ამ პროცესთან ახლოს ვიყოთ, თავადაც აქტიურად ჩავერთოთ და მხოლოდ იმას არ დავაკვირდეთ, უცხოური მედია რას გვთავაზობს. Sportall.ge დღეს წარმოგიდგენთ სამ მეკარეს, რომელთაც ბოლო დროს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ, ჯერ პატარა ასაკში არიან და ევროპის ჩემპიონატზე მათი თამაში დაკვირვებას იმსახურებს, ბოლოს კი ყველაზე სახელოვნებსაც შეგახსენებთ...

ბარტ ვერბრუგენი (ნიდერლანდები)

გასულ ზაფხულს, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ზურიკო დავითაშვილმა ნიდერლანდების ნაკრებს ძალიან მაგარი გოლი რომ გაუტანა, მათ კარს მაშინ "ანდერლეხტის" მეკარე ბარტ ვერბრუგენი იცავდა. ამის შემდეგ ბარტს სერიოზული პროგრესი აქვს და 21 წლის კიპერი უკვე ეროვნული გუნდისა და ინგლისური "ბრაიტონის" შეუცვლელი წევრია.

ვერბრუგენი, რომელიც 194 სმ-ია, კარიერას "ბრედაში" იწყებდა, რასაც ბელგიურ "ანდერლეხტში" ტრანსფერი მოჰყვა. ბრაიტონელები წელს ბევრ უშვებენ, მაგრამ ამაში მეკარის დადანაშულება სწორი არ იქნება, დე ძერბის გუნდს ბალანსის პრობლემა აქვს. ნიდერლანდელებს პრემიერლიგაში კიდევ ერთი კიპერი ჰყავთ, 30 წლის მარკ ფლეკენი "ბრენტფორდის" ღირსებას იცავს.

ვერბრუგენის სატრანსფერო ფასი 14.9 მილიონია. ნიდერლანდელების ჯგუფში საფრანგეთი, რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთი და ავსტრია არიან.

გიორგი მამარდაშვილი (საქართველო)

"ვალენსიას" კიპერს მართლაც ხელშესახები წინსვლა აქვს და პრობლემურ ასპექტებში ყოველდღიურად უკეთესი ხდება. მაგალითად, ასეთი პენალტების ვერმოგერება იყო, მაგრამ ამ მხრივ "მამარდას" სერიოზული წარმატება აშკარაა. ისე გამოჩნდა, მის მიმართ უკვე ერთგვარი რიდიც გააჩნიათ, რაც თერთმეტმეტრიანის დამრტყმელს საქმეს ურთულებს. ქართველის კლუბი წერს, რომ მათი მეკარე საუკეთესოა. Opta-ს მონაცემებით, მიმდინარე ჩემპიონატის 35 ტურში "ვალენსიას" კარისკენ 131-ჯერ დაარტყეს, მათგან მამარდაშვილმა მხოლოდ 34 ბურთი (ავტოგოლების გამოკლებით) გაუშვა – "ღამურების" მეკარემ საშუალოდ ყველაზე მეტი დარტყმა მოიგერია.

გიორგი 23 წლისაა და 197 სმ სიმაღლის (სატრანსფერო ფასი 35 მილიონი ევრო). კარიერას ის "გაგრაში" იწყებდა, რასაც თბილისის "დინამო" მოჰყვა, რომელმაც ჯერ "რუსთავში", შემდეგ კი "ლოკომოტივში" გაანათხოვრა. ამ უკანასკნელის რიგებში ევროპა ლიგაზე შესანიშნავი თამაშის შემდეგ ის ესპანურმა "ვალენსიამ" თითქოს სათადარიგო კიპერად გადაიბირა, მაგრამ მალევე გუნდის შეუცვლელ ფიგურად იქცა, რომელმაც ამ მაჩვენებლითაც რეკორდი დაამყარა და გოლგაუშვებელი მატჩებიც ამ სეზონში 13 დაუგროვდა.

საქართველოს ნაკრები ევროზე აუტსაიდერის სტატუსითაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მამარდაშვილს ცოტა საქმე არ უნდა ჰქონდეს. მისი დამაჯერებელი თამაში ქართველ გულშემატკივრებს პორტუგალიასთან, ჩეხეთთან და თურქეთთან დამატებით იმედს აძლევს.

ანდრეი ლუნინი (უკრაინა)

ისეთი კლუბის მეკარის, როგორიც მადრიდის "რეალია", პროგრესირებადებს შორის განხილვა ცოტა უხერხულიც კია, მაგრამ რომ არა კურტუას ტრავმა, არავინ იცის, ლუნინს შანსი რამდენად მიეცემოდა, კეპასთან კონკურენცია კი დიდებული თამაშით დაძლია. 25 წლის კარის დარაჯს პრობლემებიც აქვს და ჩემპიონთა ლიგაზე "სიტისგან" გაშვებული ჯარიმა ამაზე მეტყველებს, მაგრამ ასე საჭირო ინტენსივობას, გამოცდილებასა და წნეხს ანდრეი ახლა იღებს.

191 სმ ლუნინი ჯერ "მეტალისტსა" და "დნიპროში" თამაშობდა, "სამეფო კლუბში" კი ლუგანსკის "ზარიადან" მოხვდა. მისი სატრანსფერო ფასი ახლა 16 მილიონი ევროა. უკრაინელებს ჯგუფში რუმინეთი, სლოვაკეთი და ბელგია ჰყავთ.

ევრო 2024-ის ყველაზე სახელოვანი მეკარეების ხუთეული: ნოიერი (გერმანია), დონარუმა (იტალია), ობლაკი (სლოვენია), შჩესნი (პოლონეთი), მენიო (საფრანგეთი).

ვეხმაურები ხალხს
მართლაც, ზოგიერთი საიტი, გვარს არ დავასახელებ, ასეთ სტატიას ნახავს სადღაც ჭ კლასის უცხოურ გვერდზე და დიდი სიამოვნებით გვაცნობს, მამარდა დაასახელესო. დაჯექი და შენ დაწერე, ვინ გიშლის, მარა უცხოს და საუცხოოს თემაა
სოსო
ზვიად,შენი პოსტი რომ არა,ყურადღებას არც ვაქცევდი და თარგმანი სტატია მეგონა.სულ ამას გავიძახი ბოლო ხანებში.ღვთისავარ ანთაძის სტატიები,ძალიან ხშირად უცხოურებს სჯობია ხარისხით და ობიექტურობით.ნეტავი სხვებმაც მიბაძონ და სხვადასხვა დისციპლინებში,საკუთარი სტატიების წერა დაიწყონ.ერთი ეგაა,სანამ წერას დაიწყებენ,რაღაც მინიმალურ დონეზე მაინც გაერკვნენ,ამ სპორტში და მის პრობლემატიკაში.რაღაც სისულელე რომ გამოერევათ,მეც ხშირად გავკრავ ხოლმე კბილს,მაგრამ თუ არ წაიქეცი,სიარულს ვერ ისწავლი და გული არ უნდა გაიტეხონ.თუ რაიმე კარგად დაწერილს შევხვდი,პირველი ვიქნები,ვინც შეაქებს და დაუფასებს.ღვთისავარმაც ხომ ასე დაიწყო და გამოუვიდა.სხვებსაც,ზოგიერთს მაინც გამოუვა.მთავარია გული არ გაიტეხონ და წერა გააგრძელონ.სტილიც მოვა და ცოდნაც.
სოსო
სილესენია,მისი გვარი,სეხნიავ.დღეისათვის მამარდა ისე თამაშობს,რომ ვფიქრობ,კურტუასაც ძალიან გაუჭირდებოდა,მასთან კონკურენცია.
ზვიადი
საქართველოში არ მგონია თავი. მართლა ისეთი სტატიებია ნაკრებზე, იქეთ თარგმნონ, ჩვენ რომ ყველაფერს ვაქართულებთ
სოსო
იმან კურტუას ტრავმა გამოიყენა,გიომ კიდევ თავის დროზე ნიდერლანდელი(სახელი დამავიწყდა)მეკარის ტრავმით,ეს ნიშნავს საჭირო დროს საჭირო ადგილას...
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"მამარდაშვილი კარგი მეკარეა, მაგრამ" - სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა ქართველი
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"ოქროს ბუცის" მფლობელ მიქაუტაძის მადლობა - "მონაკო" გაიწელა და იქნებ "რომა" კვლავ აქტიურობს...
ჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - ისევ დავრუნდებით!..
"მამარდაშვილს შეიძლება მოთმინება არ ეყოს - "ლივერპული" სხვა მეკარის დამატებას აპირებს?" - ინგლისური მედია
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
მიქაუტაძის 2024 - ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, შერწყმა "ლიონთან" და დიდი პერსპექტივები ჩერკისთან...
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ცოტათი დაუჯერებელი - მიქაუტაძე ევრო 2024-ის "ოქროს ბუცთან" ახლოსაა...
დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!
ეს უკვე მეტისმეტია. მამარდაშვილი თასზეც არ ათამაშეს - "ლივერპულმა" "ბრაიტონს" უპრობლემოდ სძლია
[VIDEO] შემდეგ მატჩს მამარდაშვილი ჩაატარებს? - "ლივერპულმა" "სანდერლენდს" ვან დეიკის გოლით მოუგო
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია