ევრო 2024 პარასკევს, 14 ივნისს, მასპინძელი გერმანიისა და შოტლანდიის მატჩით გაიხსნება. ტურნირის წინ დიდი მოლოდინებია, რომლებსაც დებიუტანტი საქართველოს ნაკრებიც უერთდება. Sportall.ge ევროპის ჩემპიონატის შესახებ მორიგ მასალას გთავაზობთ, რომელიც ამჯერად ყველა მონაწილეზე გიამბობთ.

ფულკრუგი გოლს აღნიშნავს

A ჯგუფი: გერმანია/შვეიცარია/შოტლანდია/უნგრეთი

მომავალი ტურნირის მასპინძელ გერმანიის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის დროს ბევრი პრობლემა გამოჩნდა. საბოლოოდ, გუნდში ზარ-ზეიმით მიყვანილი ჰანსი ფლიკი (უკვე "ბარსელონაშია") გაათავისუფლეს და ნაკრები იულიან ნაგელსმანს ჩააბარეს. გერმანელებს კრიზისი საკმაოდ გაუგრძელდათ და ახლა მის დასრულებას ელიან. "ათიანი" ჯამალ მუსიალა ფორმაშია; ტონი კროოსის დაბრუნებასა და კაპიტან ილქაი გიუნდოგანთან ერთად თამაშს სასიკეთო ძვრები უნდა მოჰყვეს; ნიკლას ფულკრუგს წელს "ბორუსიაში" გაჰქონდა (ჩემპიონთა ლიგის ბრწყინვალე სეზონშიც), გატანის იმედები კი კეი ჰავერცსაც უკავშირდება.

ბოლო 20 წლის განმავლობაში შვეიცარია მხოლოდ ერთ დიდ ტურნირზე ვერ გავიდა (ევრო 2012). ასე რომ, სტაბილურობა შესაშურია. ისინი ჩემპიონატს ვერ მოიგებენ, მაგრამ ძლიერი გუნდი ჰყავთ - მეკარე ზომერი, აკანჯი, შერი, ჯაკა... ზეკი ამდუნს (ბარნლი) ბოლო დროს ცოტა გააქვს, არადა, მისი ეიმედებათ.

2022 წლის მუნდიალის გამოტოვების შემდეგ მარკო როსის უნგრეთს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. მთავარი ვარსკვლავი აქ "ლივერპულელი" სობოსლაია, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია. უნგრელები ჯგუფიდან გასასვლელად (6 ჯგუფიდან 4 მესამეადგილოსანიც გადის) აუცილებლად იბრძოლებენ.

ანრი დელონეს თასის ფავორიტები არც შოტლანდიელები არიან, მაგრამ სკოტ მაკტომინეისა და ენდრიუ რობერტსონთან ერთად ისინი ბევრს ეცდებიან.

ტორესი ესპანელთა მთავარ დანაკლისს, გავის ამხნევებს

B. იტალია/ხორვატია/ესპანეთი/ალბანეთი

იტალიას ევროზე გასვლაში მსაჯის გადაწყვეტილებაც რომ დაეხმარა (უკრაინასთან), ცნობილი ამბავია. ლუჩანო სპალეტიმ "ნაპოლისთან" ერთად სასწაული შეძლო და მას რასპადორის აქაც ეიმედება (პოლიტანოზე უარი თქვა). დიდი მნიშვნელობა ექნება მეკარე დონარუმას თამაშს. ევროპის მოქმედი ჩემპიონების მთავარი ვარსკვლავები მაინც ბარელა და კიეზა არიან.

ევრო 2024 ხორვატების განსაკუთრებული თაობისთვის ბოლო უნდა იყოს. ლუკა მოდრიჩმა შესარჩევის დროს თქვა, რომ დიდი ხანია, ასე ცუდად არ უთამაშიათ, საბოლოოდ კი თურქეთს ჩამორჩნენ და მეორეზე გავიდნენ. "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლისა (მცველისგან დუბლის შესრულების მიუხედავად) და კოვაჩიჩისგან უკეთეს სეზონს ელოდნენ.

დე ლა ფუენტემ დაამტკიცა, რომ ის "ფურია როხას" თავკაცობას იმსახურებდა. ესპანეთის ნაკრებიდან ვერაფერს გამოვრიცხავთ. მთავარი პრობლემა გავის ტრავმაა, რომელიც მან თბილისში მიიღო. ესპანელები გუნდურობით გამოირჩევიან. თუკი ვინმეს გამოყოფა იქნება საჭირო, ასეთი როდრია, მორატამ კი არაერთი უნდა გაიტანოს.

ალბანელებისთვის ეს მეორე ევროა. მათი რამდენიმე ფეხბურთელი იტალიაშია; "ბარსელონას" ყოფილ მცველ სილვინიოს გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.

ინგლისელთა კაპიტანი კეინი

C. სლოვენია/დანია/ინგლისი/სერბეთი

პირველი ევროდან 24 წლის შემდეგ, როცა სლოვენიის ნაკრებში გენიალური ზლატკო ზაჰოვიჩი თამაშობდა, ისინი კვლავ აქ არიან. რაც შეეხებათ სერბებს, ევროპირველობაზე პირველად მონაწილეობენ მას შემდეგ, რაც 2006 წლიდან მხოლოდ სერბეთი დაირქვეს.

კასპერ ჰიულმანდის დანია საკვალიფიკაციო ეტაპზე არასტაბილური იყო, წააგეს ყაზახეთსა და ჩრდ. ირლანდიაში, რთულად მოუგეს სან-მარინოსაც კი და ახლა ჯგუფში მყოფ სლოვენიელებსაც ვერ აჯობეს.

ფეხბურთის "სახლში დაბრუნებაზე" ისევ ბევრს ისაუბრებენ, ინგლისელებს ხომ 1966 წლის შემდეგ არაფერი მოუგიათ. საუთგეიტის ბიჭებს აქვთ ნიჭი და ახლა უკვე გამოცდილებაც, წინა ტურნირის ფინალში წააგეს, მთავარი მწვრთნელისთვის კი ეს ბოლო შანსია, რომელსაც ზედმეტი კონსერვატიზმის გამო აკრიტიკებენ. ინგლისელებს მაღალი კლასის ფეხბურთელების დეფიციტი ნამდვილად არ აქვთ - ბელინგემი, ფოდენი, კეინი...

მბაპეს შეჩერება გაუჭირდებათ...

D. პოლონეთი/ავსტრია/საფრანგეთი/ნიდერლანდები

პოლონეთის ნაკრები ბოლო დროს დიდ ტურნირებზე გადის. გუნდის მთავარი ვარსკვლავები "ნაპოლიდან" წასასვლელად გამზადებული პიოტრ ზელინსკი და რობერტ ლევანდოვსკი (პირველ ტურს გამოტოვებს) არიან. ლეგენდარულ "ცხრიანს" შესარჩევი ეტაპი ნაკლებად წარმატებული ჰქონდა.

რალფ რაგნიკი, რომელიც ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გვახსოვს, ერთ დროს კი ლევან კობიაშვილის "შალკეს" თავკაცობდა, ავსტრიის ნაკრებს მშვენივრად მოერგო. 2022 წლის მუნდიალის გამოტოვების შემდეგ ავსტრიელების პროგრესი აშკარაა. მათი მთავარი პრობლემა დავიდ ალაბას ტრავმაა.

საფრანგეთის ნაკრები ტურნირის მთავარი ფავორიტია და დაველოდოთ, ამ სტატუსს როგორ გაამართლებს. გუნდს გარკვეული პრობლემები მარჯვენა მცველის პოზიციაზე თუ აქვს, სადაც უფრო "მარსელელი" კლაუსი თამაშობს, ვიდრე "ბარსელონელი" კუნდე; ცენტრში "არსენალელი" სალიბას პროგრესს ვხედავთ; ისედაც ძლიერი ნახევარდაცვა 18 წლის უორენ ზაირე-ემერმა (პსჟ) უფრო გააძლიერა, კილიან მბაპეს შეჩერება კი, იდეალური სეზონის არქონის პირობებშიც, ყველას გაუჭირდება. არც ანტუან გრიზმანი გვავიწყდება.

მეორედ დაბრუნებული როლანდ კუმანის ნიდერლანდელებს ხარისხი აშკარად აკლიათ. გაკპო მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი იყო, მაგრამ გაგრძელება სათანადო არაა; ხავი სიმონსი პერსპექტიული ბიჭია, მემფის დეპაი კი ცუდი საკლუბო პერიოდის დროსაც, ნაკრებში სახიფათოა. კვლავ ბევრი იქნება დამოკიდებული კაპიტან ვან დეიკზე, "მანჩესტერში" ვერგამართლებულ ვერგჰორტს კი "ჰოფენჰაიმში" გააქვს.

ლუკაკუმ შესარჩევში 14 გოლი გაიტანა...

E. რუმინეთი/ბელგია/სლოვაკეთი/უკრაინა

ედვარდ ლონდარესკუმ რუმინელებთან ერთად ერთგვარი სასწაული მოახდინა და ვნახოთ, ეს სადამდე გაგრძელდება...

დომენიკ ტედესკომ ბელგიის გაახალგაზრდავება დაიწყო. ბელგიელებს ბოლო მუნდიალის შემდეგ არ წაუგიათ. რომელუ ლუკაკუს ისევ გააქვს, შესარჩევ ეტაპზე მის ამგარიშზე 14 გოლი იყო. ტროსარი "არსენალში" შედეგიანია, გუნდშია "სიტის" დრიბლიორი დოკუ, კევინ დე ბრუინს კი დიდ ფორუმზე გადამწყვეტი სიტყვის თქმა კიდევ ერთხელ შეუძლია.

სლოვაკეთს შესარჩევ ჯგუფში გაუმართლა, მთავარი კონკურენტი მხოლოდ ლუქსემბურგი იყო, მაგრამ "ნაპოლის" მწვრთნელმა კალცონამ 2022 წლის ნოემბრის შემდეგ ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა. მთავარი ხალხი შკრინიარი და ლობოტკა არიან.

რებროვის უკრაინამ ნეიტრალურ მოედანზე ითამაშა, მაგრამ მიზანს "ერთა ლიგიდან" მაინც მიაღწია. აქ რუსეთის შემოჭრის შემდეგ განადგურებული ხალხის განწყობა ამაღლდა. უკრაინელებს მშვენიერი ახალგაზრდები ჰყავთ, მეკარე ლუნინიდან დაწყებული, შემტევ მუდრიკით დასრულებული.

"შვიდიანები" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან...

F. ჩეხეთი/თურქეთი/პორტუგალია/ საქართველო

საქართველოს ნაკრები დიდი ტურნირის დებიუტანტია, რომელსაც ჯგუფიდან გამსვლელთა შორის არავინ დაასახელებდა, თუმცა ამის დიდი მოლოდინია - გუნდს ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს, რომელსაც "ფლანგის ჯადოქრად" იცნობენ. დიდი სატრანსფერო ინტერესებია მეკარე გიორგი მამარდაშვილის მიმართაც. ვილი სანიოლის ბიჭები გუნდურობით გამოირჩევიან.

ივან ჰასეკის მეორედ დაბრუნება და ღამის კლუბის სკანდალის შემდეგ ისევ დალაგებული ჩეხეთის ნაკრები ყველასთვის რთული მოწინააღმდეგე იქნება.

კუნცის გათავისუფლებამ და მონტელას დანიშვნამ გაამართლა, თურქეთის ნაკრებმა ცუდად დაწყებული საქმე კარგად დაასრულა, მაგრამ ბოლო ამხანაგურ მატჩებში ცუდი შედეგები აქვთ. ავტრიასთან (1:6) განადგურების შემდეგ, ვინჩენცოს გადადგომა ზოგიერთმა ჟურნალისტმაც სთხოვა. აღსანიშნავია, რომ თურქები დიდ ტურნირზე გახსნით მატჩებს მუდმივად აგებენ, ამ სტატუსით კი ახლა საქართველოსთან დაპირისპირება აქვთ.

პორტუგალიელებმა, მარტინესის ხელმძღვანელობით, შესარჩევ ეტაპზე ათივე მატჩი მოიგეს, გაიტანეს 36 გოლი (მხოლოდ კრიშტიანო რონალდომ და ბრუნო ფერნანდესმა - 16). გუნდმა სანტუშის შემდეგ შემტევი ფეხბურთი დაიბრუნა, მაგრამ გადამწყვეტ ეტაპებზე მარტინესის ბელგიას პრობლემები ჰქონდა. ვნახოთ, ახლა რა იქნება.

დავით 67
რაც არ უნდა მოხდეს,შენ უკვე შერცხვენილი ხარ ამ კომენტარისთვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ზოგჯერ სიმართლის ლაპარაკი არცაა გამართლებული. სიმართლე ზოგჯერ ტყუილზე უარესია
შოთა
არ ვიცი რა უნდა გიწოდო, ვინ ხარ ესეთი პესიმისტი და განადგურებული
Zaza
4 ქულით გავალთ ჯგუფიდან
ტოლსენი
ვერცეთ თამაშს ვერ მოვიგებთ შევრცხვებით
G.LA
ამ ჩემპიონატზე მხოლოდ ჩვენი ნაკრები მაინტერესრბს. ოცნება ასრულდა და ასეც მეჯერა. ფავორიტები კი არ იცვლება იგივეა რაც ადრე და არ გავაგრძელებ. ჩვენი ნაკრებიდან მგონია მიქაუტაძე და დავითაშვილი იქნება აღმოჩენა. ხვიჩა უკვე აღმოჩენილია და მისგან ყველა მოველით საუკეთესოს. დავითაშვილი ძალიან კარგად შემოდის შეცვლაზე უკვე რამდენი თამაშია აძლიერებს თამაშს.
ქობულეთიდან
ჩემი აზრით, ფავორიტი მაინც ინგლისია.
bebe
საქართველოს ნაკრები 1/4 ფინალს ითამაშებს. რაც შეეხება პირველ მატჩს თურქეთთან, გავიმარჯვებთ 2-1, მგონია რომ ჩვენი კაპიტანი გოლს გაიტანს ამ თამაშში.
roma bejanidze
ჩეხეთს ისტორიაში არცერთხელ არ შევხვედრივართ. ამიტომ დაგიწერე დისლაიქი. ისე კარგი ბრძოლით და მინიმალურამდე დაყვანილი შეცდომებით შეგვიძლია ჯგუფიდან გავიდეთ რადგან ჩვენ გვყავს კვარა, ჟორჟი, ზურა, ჩაკვე და მამარდა რაც ძალიან დიდ უპირატესობას გვაძლევს თურქებთან და ჩეხებთან. აი პორტუგალიას რაც შეეხება მათ უნდა წააგონ ჩვენთან
Master
გერმანია კრიზისიდან მოხუცებით ვერ გამოვა,ტყუილად აქვთ გიუნდოგანის და კროოსის იმედი.მუსიალა კი არაა ის რაა.ბელგიის ფავორიტობები წარსულში დარჩა,ისევე როგორც ჰოლანდიის,ისევ ლუზერი დეპაის იმედადაა.საფრანგეთი კი მგონია რომ ჩააგდებს ამ ევროს,ისევე როგორც წინას.იტალიას კარგი მწვრთნელი ყავს და შორს წავა.ესპანეთიც დასტაბილირებული ჩანს.ინგლისს ქონდა მომენტები ბოლო წლებში როცა თითქოს უნდა მოეგოთ რაღაც,მაგრამ...თუმცა შემადგენლობა მართლა კარგი ყავთ და რაც მთავარია ბულინგემი..ყველაზე ძლიერი გუნდი პორტუგალია მგონია ამ ევროზე...
aleko
რო იძახით ჯგუფიდან გასვლას ვერ მოთხოვთო რატო ვერ მოვთხოვთ ჩეხეთი ტურქეთი რა გუნდები არიან გრანდები არიან? ყოველ შესარჩევში ამათ არ ვეთამაშებით . კაი პორტუგალიას შეიძლება ვერ მოუგოთ მაგრამ ჩეხეთი და თუქრეთი ისეთი გუნდები არიან რო შეიძლება ორივეს მოვუგოთ
მწარე
მინდა ამ საერთო უაზრო, უარგუმენტო აჟიოტაჟს გამოვეხმაურო. წინასწარ ზეიმი დამარცხებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ობიექტურად საქართველოს ყველაზე სუსტი გუნდი ყავს. (გვარების ჩამოთვლაც სისულელეა). მოკლედ, პირველი -კარგია რომ გავედით ევროპაზე. მეორე, თუ გავნადგურდით-ეს გამოიწვევს დიდ კრიზისს. მესამე-ჯობს ამ ეტაპზე ვიფიქროთ, რომ არ შევრცხვეთ. ერთი ფრე მაინც რომ ავიღოთ, უკვე შედეგია. ორი ფრე, კარგი შედეგი. აი, ეს უნდა იყოს ორიენტირი და არა უაზრო ბლატაობა.
ჯონი
ჩვენი ბიჭები ნაღდათ გავლენ ამ ჯგუფიდან ! მაგარი იმედი მაგვს !! ეს ხომ ჩვენი ვაჟკაცები არიან!!
fani
სიტყვა "უნდა" სჯობს ჩაანაცვლო სიტყვით "შეგვიძლია"
გიო
ერთ ადგილზე გაიკეთე ეგ შენი კანონი--თავის ოპოზიციანათ
ბენტლი
საქართველოს მიქაუტაძე ჰყავს!!! ისაა ამჟამად საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი
Georgia
ჯერ მიქაუტაძე თქვით. ჟორჟია და არა კვარა ამ ეტაპზე საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი. ამას სტატისტიკით ამტკიცებს
Master
ევროს მონაწილე 24 ნაკრებიდან 23-ს გაწერილი აქვს ევრომდე ორი ამხანაგური თამაში.ზოგს სამი...მხოლოდ ერთს აქვს ჯერ მხოლოდ ერთი თამაში ჩანიშნული.ეს ერთი საქართველოს ნაკრებია.რაღაც განსაკუთრებული გეგმა გვაქვს ალბათ,ან თამაშს და ტაქტიკას ვუმალავთ მომავალ მეტოქეებს...ხომ ელემენტალურია,მაგრამ აქედანაც ჩანს,ასეთი მიდგომით რისი იმედი შეიძლება გვქონდეს ჩემპიონატზე.ფედერაცია რაღაც კანონის გაპრავებითაა დაკავებული და არა მოსამზადებელი გეგმით.24 დან მხოლოდ ჩვენ გვაქვს ერთი თამაში ამ დროისთვის დანიშნული!!!
მიხო
ან uefa -ამ უნდა ჩახსნას, რუსეთი ხო ჩახსნეს.
ზაზა
შენი აზროვნება რა ვთქვი ეს არის თქვენი მოღალატეობრივი პოლიტიკა. ბიჭებმა კი უნდა ითამაშონ და სული და გული დადონ გერმანიის მინდვრებზე. წინ საქართველო
კახა
ამათ უარი უნდა განაცხადონ ევრო 24-ზე მონაწილეობაზე. სანამ ამ კანონს არ გაიწვევენ.
უცხო
ჩვენი ნაკრებიც მეტნაკლებად დალაგებულია ეგაა დაცვა უნდა გავაძლიეროდ რამენაირად დაცვა თუ გაუვალი გვექნება შეტევაში არ გაგვიჭირდება ისეთი მგლები გვყავს შეტევის ხაზში გოლს გოლზე გაიტანენ.
Master
კი მარა ერთი თვეა დარჩენილი და მხოლოდ ერთი ამხანაგური თამაში მონტენეგროსთან საკმარისი იქნენა მოსამზადებლად?მეორე მეტოქეს არ ვეძებთ თუ ვერ ვპოულობთ?ასეთები კითხეთ ფედერაციას სამფურცლიანი წერილების თხვზას და არქიფოს დიდებას ჯობია მოსამზადებელ ციკლზე იფიქრონ....
irakli
ამ ჯგუფიდან უნდა გავიდეთ!
რაბუ
ღირსეულად გამოვიდეთ მთავარია. ისე ჯგუფიდან გასვლას ვერავინ მოთხოვს ნაკრებს, შესაბამისად წნეხიც არ ექნებათ და ეგარის ჩვენი კოზირი
sys-s
და მამარდა რა დონისაა შენი აზრით? კვარაზე ნაკლების, ეგრე გგონია მართლა? ლა ლიგის ერთერთი საუკეთესო მეკარე საერთაშორისო დონის არ ყოფილა თურმე! საიდან ამდენი ფეხბურთის უცოდინარი ამ საიტზე, ნანდვილად მიკვირს!
ფანი
კვარაზე კარგ ფრმაში და მსოფლიოში არანაკლები სახელით ახლა ჟორჟი და მამარდა არიან, თუმცა ზურიკო, ბუდუ და კიტეც კარგ ფორმაში შევიდნენ.
Sys-ს
აქ ევროზე ისეთი სტატიები იდება, უცხოეოლებიც რომ შემოვლენ და თარგმნიან. ხომ იცით, რომ საერთაშორისო დონის მხოლოდ კვარაა და სხვები რაც არიან, სხვა სტატიებშია, ყველა ფრანგი და ინგლისელია ჩამოთვლილი?
დავითი
მთავარი ვარსკვლავი გამოგრჩა მამარდა..დღეს დღეობით არც კვარა და არც სხვა ვერ მივა მსათან.
Sys
მიქაუტაძე, ზურიკო, ბუდუ და აშ, რატო მარტო კვარა
მე ქართველი ვარ
ოღონდ რონალდო იყოს ძირითადში ჩვენთან თამასის დროს. არეულობის,პრეტენზიების და მსაჯთან ჩხუბის მეტს რამეს ვერ გააკეთებს. ბონუსია ჩვენთვის ეს აქლემების პასტუხი და უნდა გამოვიყენოთ.
ვატო
ხო "პავაროტში" არ მოცურდეთ.
100%
ყველაფერი უფლის ნებაა. გავლენ ბიჭები გამარჯვებისთვის და თავს არ დაზოგავენ რწმენით, შეიძლება ღმერთმა გვიშველოს. გავლენ შეშინებულები, ან ფლეგმად, გამოვვარდებით.
ბესო
ერიჰაააა
ჰაჰა
თურქებს კარგი შემადგენლობა ყავთ. 2 თვეში უეჭველი დალაგდებიან. ჩვენც წავაგეთ 7:1 მაგრამ შევძელით ფეხზე წამოდგომა. თან კარგი ფეხბურთელები ყავს. ჩეხეთი ჩვენთან ეცდება გამარჯვებას, ამიტომ ეცდება შემოგვიტიოს. მთავარია მაღალ ბურთებზე და სტანდარტულებზე სწორად თამაში, თან ზონები უნდა შევუზღუდოთ. ფაქტიურად ბერძნებთან არჩეული ტაქტიკა უნდა გავიმეოროთ. ოღონდ შეტევა უფრო სწრაფი გვინდა. მოკლედ ჩვენც ჩეხეთისთვის უნდა მოვემზადოთ, ამიტომ თურქებთანაც დაცვაში უნდა ჩავდგეთ და სივრცეები შევზღუდოთ, ანუ ვემზადოთ ჩეხებთან სათამაშოთ. თან ბურთი მრგვალია, ვინ იცის და თურქებმაც ბერძნებივით ზემოდან დაგვიწყეს ყურება, მაშინ კი გავუმეორებთ "ბერძნულს."
კოკა
წადი ჯოკერს და სეკას უფანე
მიხო პაპა
ვანდა ნარა როგორაა კაცოო? დიდი ხანია არაფერი მსმენია. შამახედეთ მაინცააა.
G.LA
6 ჯგუფიდან 4 მესამე ადგილოსანი გადის. თურქები ფორმაში ვერ არიან. დიდ ტურნირებზე ღვთისავარის თქმით ყოველთვის პირველ თამაშს აგებენ. ჯგუფში ბოლო თამაში ჯგუფის უპირობო ფავორიტთან პორტუგალიასთან გვაქს. ისინი ჩვენამდე უკვე 6 ქულით იქნებიან დარწმუნებული ვარ. დებიუტანტები ყოველთვის აუტსაიდერათ მოიაზრებიან და ამითაც შეიძლება ვისარგებლოთ. რატომაც არა?? ჯგუფიდან გასვლა უნდა დავიჯეროთ. ბიჭებმა უნდა იფრინონ.
გია
დორტმუნდის ბორუსიას აქვს საუკეთესო სავარჯიშო ინფრასტრუქტურა ამის შედეგია ჰალანდი და ბელინგემი,ჩვენ პირველი თამაში გვიწევს დორტმუნდში თურქებთან და ადრე რომ ჩავიდეთ და ბორუსიას ბაზაზე მოვემზადოთ უფრო კარგ ფორმაში იქნება ჩვენი ნაკრები,ამას ორგანიზება უნდა კობიაშვილს და იაშკას აქვს კავშირები გერმანიასთან და იქნებ მოახერხონ მაგდენი.თურქები მაგალითად ორ თამაშს თამაშობენ დორტმუნდში შეიძლება ემზადებიან კიდეც მაგრად.თან ბევრი თურქი იქნება სტადიონზე ბევრი ცხოვრობს გერმანიაში
roma bejanidze
არანაირ გაკვირვებას არ გამოიწვევს ჩემში რომ მერვედფინალში გავიდეთ. რაცარუნდა გაგიკვირდეთ ყველაზე მაგარ ფორმაში მყოფი ზურიკოსი და მიქაუტაძესი მეიმედება. რათქმაუნდა მთავარი კაცი ჩვენ ნაკრებში კვარაა და ალბათ თურქებიც და ჩეხებიც შეეცდებიან 2 კაცით შეაჩერონ და მესამე ყოველთვის მზად იყოს დააზღვიოს ის ორი. რადგან ყველამ იცის კვარა 2 კაცის მეურვეობას შეეჩვია და ნებისმიერ მომენტში თუ უმეთვალყურეოდ დატოვებენ 2 კაცის ამარად კვარა ერთხელ მაინც გაისეირნებს. ხვიჩაზე გაზრდილი ყურადღება კი დავითაშვილის და მიქაუტაძისნაირი ფეხბურთელობისთვის ზედგამოჭრილია. ელემენტარული სივრცე და ორივე გამქცევია. წარმატებები ბიჭებს და ღმერთი ფარავდეს საქართველოს
დემე
ბიჭები მოტივირებულები არიან და ბოლომდე დაიხარჯებიან
ყოფილი კომუნისტი
ვისზე ნაკლები არ ვართ??დდ
ზვიადი
დარწმუმებული ვარ, ვინც გაამინუსა, მხოლოდ სათაური აქვს წაკითხული და საქართველო ჩემპიონატის ფავორიტად დასახელებული ჰგონია
გიორგი
ბიჭები მაქსიმალურ კონდიციებში შეხვდნენ თამაშებს და ყველა ნახავს რაც მოხდება. არავისზე ნაკლები გუნდი არ გვყავს.
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"ნებისმიერ ნორმალურ ნაკრებში ამას დიდი განხილვა და გუნდიდან მოკვეთა მოჰყვებოდა" - უკრაინელმა ჟურნალისტმა საქართველოსთან მატჩამდე თავისი ქვეყნის ნაკრებზე სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
"ფეხბურთელები ველურები არ ვართ" - მბაპემ ჰაკიმი დაიცვა
"საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მეტოქემ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა" - დეშამი იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
ცნობილია, როგორ დაითანხმა რონალდომ ფელიქსი "ალ ნასრში" გადასვლაზე
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საფრანგეთმა ბელგიას, იტალიამ კი ისრაელს მოუგო [VIDEO]
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ
"კრუიფზე, ზიდანზე და რონალდოზე მაღლა დგას" - ლინეკერმა მესის შესახებ ისაუბრა
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო
კრიშტიანო რონალდო 2025 წლის "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის არყოფნას გამოეხმაურა
"ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ" - დიდიე დეშამი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] "ასე როგორ შეიძლება?" - რონალდო ამ ქმედების გამო მკაცრად გააკრიტიკეს
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
კრიშტიანო რონალდომ ჯორჯიანა როდრიგესს 6 მილიონი ევროს ღირებულების ბეჭედი აჩუქა
ცოტათი დაუჯერებელი - მიქაუტაძე ევრო 2024-ის "ოქროს ბუცთან" ახლოსაა...
დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"ოქროს ბუცის" მფლობელ მიქაუტაძის მადლობა - "მონაკო" გაიწელა და იქნებ "რომა" კვლავ აქტიურობს...
ჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - ისევ დავრუნდებით!..
მბაპემ ვინისიუსს პირზე ხელი ააფარა და შესაძლო გაძევებას გადაარჩინა
მიქაუტაძის 2024 - ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, შერწყმა "ლიონთან" და დიდი პერსპექტივები ჩერკისთან...
"პსჟ-მ მბაპეს პრობლემა "რეალს" გადაულოცა" - ესპანელი ჟურნალისტი
ფელიქსი, რომელიც "ბენფიკაში" დაბრუნებასთან იყო ახლოს, საუდის არაბეთში მიდის