"უმცროსი ბორჯღალოსნები" 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადებას "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე აგრძელებს.

ლადო კილასონიას შეგირდებმა 4 მაისს საფრანგეთთან გამართული გასახურებელი თამაშის (17:26) შემდეგ რამდენიმე დღე დაისვენეს და შეკრება განაახლეს. წვრთნები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შაბათ-კვირა კი დასვენების დღეებია.

"მზადების სტილში ბევრი არაფერი შეცვლილა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ საფრანგეთთან თამაშის შემდეგ მეტ ყურადღებას ვამახვილებთ დეტალებზე. განვლილმა შეხვედრამ ნათლად დაგვანახა ჩვენი ძლიერი მხარეები, რომელთა კიდევ უფრო გაუმჯობესებაზეც ვმუშაობთ და ასევე ის დეტალები, რომელთაც გამოსწორება სჭირდება", - ამბობს მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია.

20-წლამდელთა ჩემპიონატს სამხრეთი აფრიკა 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. მანამდე "უმცროს ბორჯღალოსნებს" კიდევ ორი გასახურებელი თამაში აქვს – 7 და 12 ივნისს "ავჭალაზე" ინგლისს ვუმასპინძლებთ. აღსანიშნავია, რომ ინგლისი შარშანაც გვეწვია და პირველი შეხვედრა უკანასკნელ წუთებზე 35:41 დავთმეთ, მეორეში კი ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ – 40:38.

"ეს ორი თამაში გამოცდილების მიღებასა და განვითარებაში დაგვეხმარება. ასევე, დაგვანახებს სურათს, თუ რამდენად შევძელით კონკრეტული დეტალების გაუმჯობესება საფრანგეთთან მატჩის შემდეგ. ეს იქნება ბოლო რეპეტიცია სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე და კიდევ ერთხელ მოვინიშნავთ იმ დეტალებს, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. რადგან საფრანგეთის ჩემპიონატებში (მათ შორის, ესპუარების) პლეი-ოფებია, ჯერ ზუსტად არ ვიცით, ინგლისთან თამაშებისთვის რომელი ლეგიონერები შეძლებენ ჩამოსვლას. ჩვენი სურვილია, რომ ამ თამაშებშიც მაქსიმალურად ბევრ მორაგბეს მივცეთ თამაშის შესაძლებლობა", - აღნიშნავს კილასონია.

საქართველოსა და ინგლისის 20-წლამდელების პირველი შეხვედრა "ავჭალაზე" 7 ივნისს, 18 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

Rugby.ge

ქორ-პარიკმახერი
ამ ბიჭების და მათი მწვრთნელის მაგრად მეიმედება! წარმატებები!
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია
ლადო კილასონია: დისციპლინა დაგვერღვა და უელსმა ამით ისარგებლა
20 წ. | მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის
ლადო კილასონია: საფრანგეთთან თამაში ძალიან მაგარი ბიძგი იყო
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან
"ჩვენ ვართ ტიერ1 - საქართველო ტიერ2-ის სარაგბო ქვეყანა არაა" - რა ითქვა ახალზელანდიელებთან ნამატჩევს
20 წ. | ლადო კილასონია – იგრძნობა სურვილი, გავხდეთ უკეთესები
20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა
20 წ. | ლადო კილასონია: ამაყი ვარ ამ გუნდს რომ ვწვრთნიდი
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს