მთელი საქართველოსთვის ასე ნანატრი წუთები სულ უფრო ახლოვდება, როცა ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს ჩაატარებს და თურქებს დაუპირისპირდება - დღეს, 18 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე.

უკვე მესამე თვეა, ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე, შესაძლო სცენარსა თუ მოწინააღმდეგის დადებითსა და უარყოფითზე ვწერთ და თითქოს ახალი რა უნდა ვთქვათ. განსაკუთრებული მოტივირება არც ბიჭებს სჭირდებათ - ვილი სანიოლის გუნდს ყველაფერი გათავისებული აქვს და პირიქით, ამ პასუხისმგებლობამ ზედმეტად არ უნდა დაძაბოთ!..

კვარაცხელიას შეჩერება გაუჭირდებათ...

რა დიდიც უნდა იყოს "კვარას" ცნობადობა, რაც უნდა თქვას მეტოქის დამრიგებელმა მატჩამდე, დებიუტანტ საქართველოსთან თავს მაინც ყველა ფავორიტად მიიჩნევს და ეს საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ!.. მონტელამ კი აღნიშნა, ქართველები კონტრშეტევებზე სახიფათონი არიანო, თუმცა ამის თავიდან ასაცილებლად ისინი იერიშებზე უარს ვერ იტყვიან... ამ დაპირისპირებას სხვადასხვა ხასიათი და სიუჟეტები ექნება და წარმატებას მიღწევს ის, ვინც კონცენტრაციას ნაკლებად დაკარგავს. როცა მოწინააღმდეგეებს ერთმანეთი შესწავლილი ჰყავთ, აქ სიახლის ძალა დიდი შეიძლება იყოს, მაგრამ რას ნიშნავს კვარაცხელიას, მიქაუტაძისა თუ ჩაკვეტაძის "შესწავლა?!" მათ თამაშის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ წამს შეუძლიათ! მთავარი მაინც გუნდურობა და ერთსულოვნება იქნება.

რაც შეეხება შემადგენლობას, სანიოლისთვის კიტეიშვილის ბოლომდე მომჯობინება უმნიშვნელოვანესი ამბავი იყო, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა. სასტარტოში ველით კვირკველიას. რაც შეეხებათ თურქებს, მათ ირგვლივ გარკვეული საკადრო პრობლემებია. პერსპექტიული ახალგაზრდები - როგორც "რეალის" წევრი გულერი, ასევე "იუვენტუსელი" ილდიზი, სასტარტოში იქნებიან.

სანიოლის მთავარი დანაკლისი კიტეიშვილია...

ესაა მატჩი, სადაც ამ ნაკრებების აქამდე არსებული დაპირისპირებები თუ სხვა დეტალები აზრს კარგავს, ეს მთელი საქართველოსთვის სრულიად ახალი ათვლის წერტილია!..

სავარაუდო შემადგენლობები:

თურქეთი (4-2-3-1) : გუნოკი - აიჰანი, დემირალი, ბარდაქჩი, კადიოღლუ - ოზჩანი, ჩალჰანოღლუ(C)- გულერი, ილდიზი, აქტერქოღლუ - ილმაზი

მწვრთნელი - მონტელა

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია(C), დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი - შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე

მწვრთნელი: სანიოლი

მსაჯი: ტელო (არგენტინა)

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

დავით 67
მსაჯის ფაქტორი არ მომწონს. ეს არგენტინელი ზედმეტად მკაცრია. უამრავ ყვითელ ბარათს იძლევა. წითელსაც არ ერიდება. მაინც ვერ გავიგე ევროპაზე რა უნდა სამხრეთამერიკელ მსაჯს.
თენგო
პირველად მონაწილეობენ მოედანზე გასვლისთანავე ფეხები მოეკეცებათ. მაგრად ინერვიულებენ. ამას უნდა შეხვდნენ მაგრად როგორმე გადალახონ ნერვიული წინააღმდეგობა და მერე ყვწლაფერი კარგად წავა
უფალი ფარავდეს ქართველ ერს!
დაიმახსოვრეთ ბიჭებო მთელი საქართველო თქვენთან არის ყველა კუთხე კუნჭულში იბრძოლეთ უნდა გავიმარჯვოთ აუცილებლად სხვა ანგარიში გაამორიცხეთ თავი დადეთ იბრძოლეთ უფალიც ჩვენსკენ არის ეს იცოდეთ თუ იბრძოლებთ წარმოიდგინეთ ეს არის ტერიტორიული ომი წააგებ დაკარგავ ტერიტორიას მოიგებ შეინარჩუნებ.........!!!!!!!!
Bs
დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაგარი ფეხბურთელის (პაიჭაძის თამაში არ მინახავს), დიდი ,,დინამოს" დიდი მაესტროს, დათო ყიფიანის დაბადების დღეა! სიმბოლურია! დღეს ჩვენი დღეა ბიჭებო! კარგს მიგრძნობს გული! დამიჯერეთ!
დავით 67
შენი ფანტაზიები უკვე ქოცნახირთა ფანტაზიებს სცდება.
დავით 67
მე რაც ვუყურე ფავორიტებიდან, მხოლიდ გერმანიამ და ესპანეთმა ითამაშეს მაღალ დონეზე. იმედია რომ ეს ეგრეთწოდებული ფავორიტი თურქეთი ვერ მოგვიგებს. ჩვენი ნაკრები შეიძლება მხოლოდ ფიზიკური მომზადებით ჩამორჩებიდეს თურქეთის ნაკრებს, ვგულისმობ ორივე ტაიმის დაუღლელად თამაშს. ამიტომ პირველ ტაიმში უნდა მოუმთავროთ საქმე. თან დღეს 18 ივნისს ჩვენი ლეგენდის დავით ყიფიანის დაბადების დღეა და მჯერა რომ მისი სული გაიხარებს დღეს. მიდით ბიჭებო თავი არ დაზოგოდ, ყველანი თქვენს გვერდით ვართ!
სიმართლე
ბიჭებო უფალი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართვრლოსს!!!!!!!!!!!!ბიჭებო მეც მანდვარ და დიდ ომს ვუგებთ ერთად თურქეთს თქვენ ეს შეგიძლიათ უნდა გავიმარჯვოთ!!!!!!!!!
G.LA
პირველი 15-20 წუთი ფსიქოლოგიურ წნეხს უნდა გაუძლონ ბიჭებმა და ყველაფერი კარგად იქნება. იმედია ამაში ჩვენი გულშემატკივრები მიეხმარებიან. ამ თამაშს მთელი საქართველო 33 წელი ელოდა და მჯერა ჩვენი დროშა ამაყად იფრიალებს. გამარჯვება საქართველოს.
მანფრედ კალცი
დაყარეთ ანგარიშები. 3-1. ვიგებთ, რა თქმა უნდა!
რეალისტი
შანსები ასეთია: 50% - თურქეთის მოგება, 25%- საქართველოს მოგება, ფრე - 25% იქნებ ღმერთმა გადმოგვხედოს და ჩვენი 25% ახდეს
zura222
ხედაავთ ხალხო უკრაინის წაგების სტატიის კომენტარში იმ გადაგვარებულ ნაცს ვიღაცა "ზურას" როგორ წამოსცდა საქართველოს განადგურება თურქებთან @ მთელი სანაცეთი ჩასაფრებულია და ელოდება დღეს საქართველოს განადგურებას @@@ და ჩვენებიდან მაგათი სურვილით მარტო ბუდუმ და ქოჩორამ უნდა გაიტანონ გოლები (გასაგებია რატომაც უნდათ მარტო ის ორი) ანუ ნატრობენ ასე 7-2 10-2 წააგოს ჩვენმა ნაკრებმა და ის ორი გოლი ბუდუმ და ქოჩორსმ გაიტანონ ! წარმოგიდგენიათ რა დონეზე არიან გადაგვარებულები და რა დონის მოღალატეები არიან ?? @@@@
მამუკა
მოვიგებთ, როგორც ფილმშია " პირველი მერცხალი", თურქები გაბოროტებულები რომ დარბიან, აი ისე :)
zura222
ჯაბა პირიქით კვეკვეზე უარესი იქნებოდა ხომ ვნახეთ რა ფორმაში იყო ლუქსემბურგთან
zura222
მოგება ! მარტო მოგებაააააააა !!!!!!!
ქობულეთიდან
დადგა ნანატრი ჟამი, რომელსაც 30 წელი ველოდით. დღეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდება და სტადიონზე, სადაც ჩვენი ნაკრები ითამაშებს დაახლოებით 12 ათასამდე ქართველი გულშემატკივარი იქნება, რაც ფეხბურთელებს კიდევ უფრო დამუხტავს და მჯერა რომ ღირსეული დებიუტი გვექნება,მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების. წინ საქართველო❤
roni
რასაც თურქეთის თამაშებს ვუყურებ დაცვის ცენტრი და ჩამშლელები ძალიან ცუდები ჰყავთ, ჩანჰალუღლუ შეტევაში კარგია დაცვაში ძააან აგვიანებს.. სწრაფ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას და იმედია სანიოლს ღმერთი არ გაუწყრება და კვეკვეს არ გამოიყვანს მასეთი ნელი ფეხბურთელი სწრაფ ფეხბურთში ბევრ თავისუფალ ზონებს დატოვებს. ჯაბა მაინც გვყოლოდა რა უაზროდ წავიდა ნაკრებიდან. მიქაუტაძე გაიტანს დღეს და 1-0 მოვიგებთ. მიდით ქართველებო!!!!!
კოტე
მე არ წამიყვანა ვილიმ.არც ვარ ფეხბურთელი,მაგრამ რო გამოვეძახებინე ხმას არ ამოვიღებდი
kombato
mazgach bosnia montenegrosgan ver gagirchevia razea saubari
ბესო
ის შეცდომები რაც ბოსნიასთან დავუშვით , ნუღარ გაიმეორებთ ბიჭებო !!! ვგულისხმობ დროულ პასებს . ნუ იღორებთ . მიეცით პასები იმას ვინც უკეთეს პოზიციაზეა
Pepelu
კვირკველიას დამცველი არ ვარ მაგრამ სისწრაფეზე რადგან აქცენტს აკეთებ, გეტყვი, რომ კვირკველია ნაკრებში ერთი-ერთი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია არამხოლოდ მცველებში არამედ ზოგადად. კვეკვესკირი კი ბატონო ძალიან ნელია და ნაღდად შეანელებს ჩვენს შეტევებს. იმედია კიტეიშვილი მოასწრებს გამოჯანმრთელებას.
დიმა
მამარდა, კვარა და კოტე.აქედან ნებისმიერის გამოკლება გუნდს საგრძნობლად შეეტყობა.
გიორგი
კარგი სტატიაა. ბერძნებთან კვერკველიას თამაშმა აჩვენა რომ მისი სტაბილურობის და ხარისხის იმედი უნდა გვქონდეს დიდი წნეხის ქვეშ თამაშის პირობებში, ასე რომ მისი ალტერნატივა სადღეისოდ არ მეგულება. მთავარი ისაა თუ აღიდგინა სათამაშო უნარები.
ემიგრანტი
გველესიანს ველოდები ძირითადში კვერკველიამ ტრანვა ახლა მოირჩინა და ჯობია. შეცვლაზე შევიდეს წარმატებები ნაკრებს
Pepelu
მეგობარო დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთს უყურებ და ძალიან კარგადაც ერკვევი!!! მაგრამ კვირკველიას ნაცვლად გიორგი გველესიანის დაყენების მოთხოვნა უბრალოდ არასწორი მგონია!! ბევრი მიზეზის გამო მათშორის, კვირკველია ნაკრებვის სათამაშო სისტემას მიჩვეულია და სრულად არის ინტეგრირებული ხოლო სისტემა პირველ რიგში დაცვის ხაზიდან იწყება შესაბამისად ექსპერემინტები ამ ეტაპზე სრულიად უადგილოა! კვირკველია გველესიანზე ბევრად სწრაფია, უფრო მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები და ზოგადად სოლომონს უფრო დიდი წნეხისთვის გაუძლია ვიდრე გიორგის. ამ თამაშში კიდე თურქი გულშემატკივრები მაგარ წნეხს დაგვადებენ და იმედია ბიჭები გაუძლებენ!! თუმცა ზოგადად გველესიანის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს თავით ძალიან მაგრად თამაშობს და პასის კულტურაც ძალიან მაღალ დონეზე აქვს. წარმატებები ბიჭებს!!!!!!
ამიკო
პატ. ადმინ. გთხოვთ გაასაჯაროოთ სია ვინც არის წარდგენილი ღირსების ორდენის მიღებაზე.ფეხბურთელებს და მათთან სქკავშირ3ბულ პირებს ვგულისხმობ. მადლობა
დდდ
კვირკველიათი და განსაკუთრებით კვეკვესკირით ნაკრები კარგავს მთავარ კოზირს - სწრაფ კონტრშეტევას და ბურთის უკან გორაობით ევროზე ვერავის მოუგებ...

ბერლინის არა
ზაკო
საბა აუცილებლად უნდა მიეცეს შანსი ამ თამაშში და აი რატომ: 1) თურქებს ორთავე ფლანგზე ეს ბიჭები ძალიან სწრაფები ყავს---ილდიზი და არდა; 2) საბამ კარგად იცის თურქების მენტალობა, ენაც,სათამაშო სტილი და საფეხბურთო აზროვნება, რაც კონკრეტულ მომენტი შეიძლება გადამწყვეტიც იყოს; 3) თავისი სისწრაფის და დარტყმის ხარისხით იქეთ გააწამოს თურქები. P.S ეს ჩემი მოკრძალებული აზრია და რა თქმა უნდა ვილიმ ყველაზე უკეთ იცის ამ წუთას ვინ როგორ ფორმაშია ნაკრებში
Levani
ისე რაც არ უნდა ვიმსჯელოთ,ვილიამ იცის ფეხბურთი და ვილიამ იცის ფინალური ეტაპის ფსიქოლოგია-მეთოდოლოგია. რაც არ უნდა შემადგენლობა დააყენოს მაინც გააკეიტიკებენ,მაგრამ ერთზე შევთანხმდეთ რომ იმან ჩვენზე მეტი იცის
roni
ძალიან გაპიარებული ყავთ ჟურნალისტებს ეს კვეკვესკირი რა მოსწონთ ალბათ ვერც იტყვიან.. როცა მინდორზეა ცენტრს ვკარგავთ მისი უაზრო მატაობით თუ არასწორი გადაწყვეტილებების გამო.. ერთ რამეში ეკუთვნის მადლობა ბოლო პენალი რომ შეასრულა კარგად მაგრამ მაგის გამო მისი გაღმერთება და მაგარი ფეხბურთელობის ძახილი მაგარი სისულელეა. კანკავა სჯობია ამ ასაკშიც კი
Levani
ყიფიანმა ხო გარისკა და მაშინ მრისხანე სკუადრა აძურასთან კალაძე და კობიაშვილი ათამშა,ორივემ გაამართლა. ასე რომ მე სიგუას მივცემდი შანსს. სიგუა სწრაფია მაღალია და ტექნიკური,თან გოლის ალღოც აქვს
rable
კვირკველიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ გველესიანი ჯობია დააყენოს ძირითადში, მითუფრო სოლომონი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და დინამიკიდან ამოვარდნილი იქნება.. გველესიანი შეტევაში(სტანდარტულებისას)ბევრად ეფექტურია..
ლაშა
ლობჟანიძე იქნებ შეცვლაზე გამოვიდეს. კაცმა მესის გუნდს მოუგო, გაიტანა რა ორი გოლი!
ქართველი
ბიჭებმა რაც გააკეთეს იმით უკვე არიან გმირები. და აწი ითამაშონ თავისუფლად, ყველაფერი დადონ და ევროპას ქართული ფეხბურთი აჩვენონ
bud
საფეხბურთო აიქიუ კვეკვეს შეიძლება დიდიაქ მარა ძაან ნელია თან ძაან ბევრ უკან პასს აკეთებს
Deme
Kites tamashi aucilebelia,sul ro gamayucheblebit itamashos unda itamashos sxva gza araa
ირაკლი
თუ კიტეიშვილი არ იქნება (რისი შანსიც როგორც ჩანს ძალიან დიდია), მაშინ კვეკვესკირს ალთუნაშვილი ამჯობინონ ბევრად უკეთესია. კვეკვესკირისადმი პატივისცემის მიუხედავად მისი ძირითადში დაყენებით ჩათვალეთ -1 ფეხბურთელით გავდივართ მოედანზე.
ZIZ
რაც არ უნდა მოხდეს ჩვენი ზეიმი უკვე შედგა, და ის ხვალ 8 საათამდე გაგრძელდა მერე ახალი ათვლის წერტილია... 26 მარტ მხოლოდ ერთი რამ დამაკლდა-მინდოდა ვინმეს ერთი ქართველის სიტყვები დაედო ამ გამარჯვებისთვის მაგრამ, ესე რომ არ მოხდა მაგასაც აქვს თავისი ახსნა! ეხლა სულ მცირე იმედს ვიტოვებ რომ 14 ივლისს, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე ვინმე ქართულად იტყვის: წარმომიდგენია ეხლა რა ხდება საქართველოს დედაქალაქში, ჭექს თბილისი, ჭექს მთელი ქვეყანა!..
Givi
კიტე თუ არ იქნა გაგვიჭირდება, კვეკვე ვერ გაქაჩავს სისრაფეში თურქები დაჩაგრავენ, მაგას სჯობს მექვაბიშვილი ან ალთუნაშვილი ათამაშოს, მე საერთოდ მგონია სიგუა უფრო შეცვლის სრულფასოვნად კიტეს, მაგრამ ასეთ მატჩში ძნელია გარისკო და 18 წლის ბიჭი ათამაშო...
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს - ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს
სანიოლი: გამარჯვება? რატომაც არა, ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში?
"სხვა არჩევანი არ გვაქვს... რაც შეეხება ნოიერს..." - კვარაცხელიას კომენტარი "ბაიერნთან" მარცხის შემდეგ
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
ნადირობა პსჟ-ს ფეხბურთელებზე. "კვარა" გადარჩა, ჰაკიმი - ვერა
ცოტათი დაუჯერებელი - მიქაუტაძე ევრო 2024-ის "ოქროს ბუცთან" ახლოსაა...
"ენრიკე ამაზე საუბრობს, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს" - ცნობილი ჟურნალისტი კვარაცხელიას სათამაშო პოზიციით აღშფოთებულია
დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"ოქროს ბუცის" მფლობელ მიქაუტაძის მადლობა - "მონაკო" გაიწელა და იქნებ "რომა" კვლავ აქტიურობს...
ჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - ისევ დავრუნდებით!..
მიქაუტაძის 2024 - ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, შერწყმა "ლიონთან" და დიდი პერსპექტივები ჩერკისთან...
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!