7 სექტემბერს "ერთა ლიგას" ჩეხეთის მასპინძლობით დავიწყებთ. ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრებს მათთან ნათამაშები არ ჰქონდა, მოკლე დროში კი მეორედ მოუწევს. ჩვენ გთავაზობთ სტატიას, რომელიც ივნისში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ჩეხეთის მატჩის შემდეგ გამოქვეყნდა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ისტორიული ქულის (1:1) მოპოვება და ამავდროულად, პარალელები დღევანდელ დღესთან გავავლოთ - რა უნდა შეცვალოს სანიოლმა?..

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებისგან ღირსეული თამაში თუ პირველი გოლი რომ აღვნიშნეთ, ჩეხეთთან კიდევ უფრო მეტი იყო - სადებიუტო ქულა! ეს ამბავი უამრავი ქართველი გულშემატკივრის სტადიონზე ყოფნით უფრო შთამბეჭდავი და სასიამოვნო გამოდგა. შეხვედრაზე მსჯელობის დროს ისევ იქიდან ამოვალთ, რომ როგორც ქება, ასევე კრიტიკა მოზომილი უნდა იყოს...

რა შესთავაზეს მწვრთნელებმა ერთმანეთს

ჩეხეთის ნაკრებმა მთელი მატჩის განმავლობაში ითამაშა ის, რაც მათ ყველაზე უკეთ გამოსდით, მაღალი ჩაწოდებებითა და ტანმაღალი ფეხბურელებით უპირატესობის მოპოვება. ჰასეკის გუნდი ცდილობდა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს თავი ცენტრში მოეყარათ, შემდეგ კი ფლანგზე თავისუფალ მდგომარეობაში მყოფი პარტნიორი მოეძებნათ, რომელიც ჩვენს საჯარიმოში ბურთს სახიფათოდ დაატრიალებდა.

ვილი სანიოლმა სასტარტოში გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ზურიკო დავითაშვილი დააყენა, რაც ორი რამით უნდა ყოფილიყო განპირობებული - ზურიკოს მოწინააღმდეგისთვის ფრთებიდან იერიშის განხორციელების საშუალება ნაკლებად უნდა მიეცა და კონტრშეტევებზე მის სისხარტეს გამოვიყენებდით. ამასობაში, ისედაც ოთარ კიტეიშვილის არყოფნაში, მოედნის ცენტრში ძალიან გაგვიჭირდა, ბურთისა და ტემპის გაკონტროლებას საერთოდ ვერ ვახერხებდით. ცენტრალურ მცველებს ამხელა ზეწოლის ფონზე ძალიან უჭირდათ და მხოლოდ მამარდაშვილის იმედზე ვრჩებოდით, რომელმაც "იფრინა" (ამიტომაც, ახლა პირველივე წუთებიდან კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის თამაშით სცენარის შეცვლა უნდა შევძლოთ).

"კვარა" და "ჟორჟი"

პირველ ტაიმში გუნდის ამოსუნთქვას რის ხარჯზეც ვახერხებდით, ჩეხებს კვარაცხელიასა და მიქაუტაძის ჯარიმის გარეშე შეჩერება უჭირდათ. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის მერე, როცა "ჟორჟზე" თამაშის წესები კიდევ ერთხელ დაირღვა, ბურთთან "კვარა" ცოტა გვიან მივიდა, თავდაჯერებულმა თავისთვის "გაისწორა" და მას მოჰყვა ჩაწოდება, რაც ბოლოს პენალტითა და გოლით დასრულდა. პლეი-ოფის ფინალში მოულოდნელი აცილების შემდეგ მიქაუტაძემ ერთხელაც დაამტკიცა, რა კარგი პენალტისტია (სამწუხაროდ, ახლა "ლიონშიც" ვერ გამოიყენა).

ჩვენი შემტევებისგან უფრო პროდუქტიულობის მიღება იმ ფონზე, როცა ბურთის სახიფათო ზონაში მიტანას იშვიათად ვახერხებთ, რთულია, ისე კი, მათ დიდი განსხვავების შექმნა შეუძლიათ, მოწინააღმდეგეები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავთ.

სხვა დონის მეტოქეები...

საქართველოს ნაკრებმა ბოლო წლებში საკუთარი ხელწერა გამოკვეთა, რაც შანსების კონტრშეტევებზე ძიებას გულისხმობს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ბურთი დროულად ჩაჭრა, მოწინააღმდეგის იერიში ჩაშალო/მოიგერიო და შენი შანსები შემდეგ იპოვო. ევროპის ჩემპიონატი სხვა ტურნირია, აქ არც "ერთა ლიგის" მოწინააღმდეგეები გვყავს და ძალიან რთულია, მასირებულ იერიშებს გაუძლო. ასეთ დროს, პერიოდულად, ინიციატივის მეტად აღებაა საჭირო. თურქეთთან თუ ბურთს შიგადაშიგ ვფლობდით, ჩეხები მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურ პრესინგს გვეთამაშნენ და კონტრიერიშებზეც მინიმალური შანსი მოგვცეს.

ეს განსხვავებები, რაზეც ვწერთ, ყველაზე მეტად ნახევარდაცვაში იჩენს თავს. რთულია, ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელებთან ტოლ-სწორად ითამაშო.

სანიოლის მიგნებები

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ყოველთვის ახერხებს, გაგვაოცოს და ეს უნარი არც ევროზე დაუკარგავს. ამჯერად უფრო შორს აღარ წავალთ და მხოლოდ იმას ვიტყვით, რა მოეწონა ლუკა ლოჩოშვილის ფლანგზე თამაშიდან თურქეთთან, ამას ისევ რომ მიმართა?! არის პერიოდები, როცა სანიოლი თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებს, მისმა გადაწყვეტილებამ აუცილებლად რომ უნდა გაამართლოს. გარკვეული დროის შემდეგ იქნებ ასეც იყოს (პორტუგალიასთან ეს ნათქვამი დამტკიცდა, ლოჩოშვილმა ისევ ითამაშა და თერთმეტმეტრიანის მოპოვებით, ამჯერად გააამართლა), მაგრამ ახლა, ამ მნიშვნელოვან ტურნირზე, ამის დრო მაინც ნაკლებადაა. გამოჩნდა, რომ იმის დრო ნამდვილადაა, გიორგი გველესიანმა მეტი (ესეც გამართლდა) ითამაშოს (იმ ცოტა კურიოზული გაფრთხილების მიუხედავად).

სხვადასხვა ინსპირაცია საჭირო არაა, მაგრამ ბუდუ ზივზივაძისთვის დროის საერთოდ არმიცემა უცნაურია, იმის მიუხედავად, რომ გიორგი მიქაუტაძე ძირითადის უალტერნატივო წევრია და ტაქტიკური მოსაზრებებით, არც გიორგი ქვილითაიას შემოყვანაა რაღაც განსაკუთრებული. ჩვენ ვნახეთ მატჩები, სადაც ზივზივაძე-მიქაუტაძის ერთად თამაშმა გაამართლა, ახლა კი ამის მცდელობა არ ყოფილა (ახლანდელი სათამაშო ფორმისა და შინ თამაშიდან გამომდინარე, სასტარტოში ზივზივაძეს ველით).

მიუხედავად იმისა, თურქეთის ნაკრებს საკმაოდ აქტიურად შევუტიეთ, ვილის ხელში ჩვენი ნაკრები ჩამოყალიბებული "ბ" გეგმით მაინც არაა და ეს აშკარა პრობლემაა (იმედი გვაქვს, თბილისში ეს შეიცვლება). საბა ლობჟანიძის შემოყვანა და სწრაფი ფებბურთელით მეტოქის "დასჯა" თეორიულად სწორი გადაწყვეტილება იყო და ასეც განვითარდა, თუმცა ბოლომდე არ გამოვიდა. აქვე, ჩვენი მხარდაჭერა საბას - ასეთებიც ხდება!..

რა იქნება...

პორტუგალიის ნაკრებმა პირველი ადგილი გაინაღდა და ამ დროს პრესკონფერენციაზე რაც უნდა თქვან, ვიცით, რომ ფეხბურთელები მაინც მოდუნებული არიან. შორს რომ არ წავიდეთ, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ კორეასთან ზუსტად ამ ვითარებაში დამარცხდნენ (დიახ, ჩვენც გავიმარჯვეთ). ასე რომ, საქართველოს ნაკრები თავისას უნდა ეცადოს. საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვედრის შანსი 2 ქულითაცაა, მაგრამ ამ შემთხვევაში თურქეთის ნაკრებმა ჩეხეთი უნდა დაამარცხოს. თურქებთან არაორდინარულ ვითარებაში გაშვებული მესამე ბურთის გამო ახლა თანაბარ ქულებზე ჩეხებს ჩვენთან უპირატესობა აქვთ (იმ გოლმა საბოლოოდ მნიშვნელობა იმაზე შეიძინა, რომ ინგლისის ნაცვლად ესპანეთს შევხვდით). მნიშვნელოვანია, ბიჭებს როგორი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა აქვთ, ორი ტურის შემდეგ გადაღლა ჩვეულებრივი ამბავია და შემადგენლობაში ცვლილებებს ამის მიხედვითაც უნდა ველოდოთ.

შანსი რჩება, გამარჯვება, საქართველო!

ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგი-ვუპერტალი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

დავით 67
ბს-ს! კი ბატონო ვინ დაგიშალა აზრის გამოხატვა. თამაშის შემდეგ გააკეთე კომენტარი აქ, ამ ჩემს კომენტარზე. ბეგი-ბეის მოხსენიება არ დაგავიწყდეს. რომელ ტექნიკურ ფეხბურთზე ლაპარაკობ, როდესაც 22ივნისს ბურთის ფლობის მაჩვენებელი 30-70% - ზე იყო. ტექნიკურ ფეხბურთის მოთამაშე გუნდებს ბურთის ფლობის მაღალი მაჩვენებელი რომ აქვთ ეგ არ იცი?? კი ბატონო თუ მოვუგებთ ჩეხებს მეც და ყველას გაგვიხარდება რა თქმა უნდა. ბოდიშსაც მოვიხდი. მე ისევ ფრე მიმაჩნია ეს დაპირისპირება.მაგრამ მოგება მინდა.
Dewt=s - ს
გაგვატანინეს არა კვახი! ქარხნის დირექტორად რომ გნიშნავდნენ ედიკას დროს ახლობლობით, მარტო იმიტომ რომ დანადგარები მოგეხსნა და თურქეთში ჯართად გაგეყიდა, ეგეც ევროპელების ბრალია? ახლა ქვეყნის გაჩანაგების და გიყიდვის შედეგად ნაშოვნი ფულით ისევ სახელმწიფო სტრუქტურებში რომ მოიკალათეთ ნაპარავი ფულით აწყობილი ბიზნესების დასაკრიშად, ეგეც ევროპის ბრალია? და თქვენი ბიზნესის და საახლობლოს იქით რომ არაფერი გაინტერესებთ, არც ქვეყანა, არც სამუშაო ადგილები და არც ქარხანა და ინდუსტრია, ესეც ევროპის ბრალია უთუოდ ხომ?
სიმართლე
მოლოდინი ესეთი მაქვს წავაგებთ იმიტომ რო ჯერ გვაკლია კიდე ჩეხეთამდე და უკეთეს გუნდებამდე ბევრი თუ მოვიგე ვიტყვი რო ვცდებოდიი იმედია ვცდები და დამტკიცებენ ბიჭები რო ძალიან მაგრრები არიან და პორტოგალიასთან მოგება დიდი აფიორა არიყო ....
გენა-ჯან
ცავატანემ, ტუნ გნა ელი! (ადმინ ნუ ბლოკავ, გინება არ არის!)
ბს
ზოგიერთები კი არა კონკრეტულად მე დავწერე ეგ სიტყვა, თუმცა პიროვნულად კი არა სტილით არიან ჯორცხენები, განსხვავებას მეგონა გაიგებდით დამატებითი ახსნის გარეშე. და რაც შეეხება იმას თუ რატომ არინ ჯორცხენები. იმიტომ რომ თამაშობენ ,,ბეი-ბეგი"-ს გახსოვთ ხომ საბჭოეთში მაგ სტილით მოთამაშე რამდენიმე გუნდი? ნიკ-ნეიმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ წესით უნდა გახსოვდეთ. ასე რომ მიუხედავად ასაკისა თქვენი დიდაქტიკური ტონი ამ შემთხვევაში უადგილოა და მე ისევ ჩემ აზრზე დავრჩები რომ ეგენი არიან ჯორცხენები და მაგ სტილით მოთამაშე გუნდს ტექნიკური ფეხბურთით ნერვები უნდა დააწყვიტო და გაამწარო, ეს უბრალოდ ერთ-ერთი და ძალიან ეფექტური ტაქტიკური ხრიკია მასეთი ფეხბურთის მოთამაშე გუნდების წინააღმდეგ თუ რა თქმა უნდა ტექნიკური არსენალი ამის საშუალებას იძლევა. ხოლო ჩვენ ბიჭებს არა მხოლოდ შემტევებს თითქმის ყველას აქვს დრიბლინგის და ბურთიანად კაცის მოტყუების ნიჭი. სწორედ ამოტომ მე მჯერა რომ მოვიგებთ, ხოლო თქვენ გეჯეროთ რომ ვერ მოვიგებთ, ეგ თქვენი ნებაა. ასევე თქვენი ნებაა რამდენად მოგწონთ და პატივს ცემთ ,,ბეი-ბეგის" მოთამაშე ჯორცხენებს
ქუთაისელი
დაგვღუპავს სანიოლი.
d
მოვიგებთ აუცილებლად ფსონებში მკვეთრად ფავორიტი ჩეხეთია. ლოგიკას ვერ ვიგებ :) ერთი შეხედვით შემედგენლობა უკეთEსი ყავს, უკეთEს კლუბებში თამაშობენ. მაგრამ ეს ერთი სეხედვით. უბრალოდ დღეს ჩეხური ფეხბურთი უფრო ავტორიტეტულია და დიდი კლუბების ინტერესის სფეროში უფრო ხვდებიან. სულ ესაა მიზეზი. თორე ბუდუ, ჩაკვე და ქოჩორა ეხლა მეორე ლიგის გუნდებში უნდა თამაშობდენ? ევროზე ჩავტოვეთ ჯგუფში და რა მიზეზია ეხლაც არ მოვიგოთ მიტუმეტეს სახში ყველა ჩვენი ლიდერი ფორმაშია :)
თენგო
კიტემ თუ ბოლომდე ითამაშა წარმატებების იმედი მაქვს
დავით 67
ვფიქრობ რთული თამაში იქნება. ფრე მგონია რეზულტატი. რატომ აქვთ ზოგს ასეთი აგდებული წარმოდგენა მეტოქეზე, ზოგი ჯორცხენებსაც კი უწოდებს. მეტოქე რომ დაამარცხო ჯერ უნდა დააფასო. ჩეხებს არ ჰყავთ ცუდი გუნდი და რატომ ხართ ასე დარწმუნებული რომ აუცილებლად მოვუგებთ და თანაც 2-0-ს
Tete1234
ევროპაზე კიტეიშვილი არ გვყავდა ჩეხეთან და მაგიტომ ქონდათ ცენტრში უპირატესობა მაგრად ალაგებს ცენტრს კიტე და დიდი სივრცეებს უქმნის კვარას დაჩაკვეს
იბრუხ მართალი
იმედიანად ვარ და მგონია მინიმალური ანგარიშით მოვუგებთ. იმედია მაშინდელივით ბევრს არ ჩავაწოდებინებთ საჯარიმოში.
დათო
წააგებთ, დაიშლებით, შენ ქართველი არ ხარ? არა, მგონი გაბოროტებული და გადაგვარებული ქართველი ხარ, რაღაც არა მგონია სხვა ეროვნებისა იყო...
ნუგზარი
1000000 % !!!
Dewt=s
მაგ ოცნებაში ამოგხდება სული. რა ხელფასი, რის პენსია. აღმოსავლეთ ევროპას რაც კარგი ჰქონდა, ყველაფერი მოუსპეს და გაუნადგურეს. 1 საწარმო არ გაგახსნევინეს და რაც ქარხნები გვქონდა ამ 33 წელიწადში ჯართად გაგვატანინეს საზღვარგარეთ
გენა
ნუ წუწუნებთ. მარტივად 2:0 წააგებთ ჩეხეთთან და დაიშლებით კუდამოძუებულები. სანიოლს კიდე ციყვად გამოაცხადებთ
რეალობა
სანიოლის ინტერვიუ https://youtu.be/3PMscJzoDiM?si=siC3kR_hvMjjxE9R
tngh
კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებისთვის ფრიად საჭირო და სასარგებლო ფეხბურთელია. ამ თამაშში გვეყოლება!!! წარმატებები 'კიტეს' და საქართველოს ნაკრებს!!!
Bs
ტაკტიკა ტაქტიკად და მაგ ჯორ-ცხენებს ნერვები უნდა დააწყვიტონ ჩვენმა ტექნიკურმა ბიჭებმა, რასაც ქვია სულ უნდა ამატავონ და აწვალონ. მაგათ სირბილში ვერ ვაჯობებთ და ჩაწოდებებში. უნდა მოვიპოვოთ ბურთი და ყოველგვარი შიშის გარეშე ვეთამაშოთ. ფსიქოლოგიურად უნდა დავტანჯოთ, გავამწაროთ და შესაბამისად საბოლოოდ გავტეხოთ კიდეც. მესმის რომ რასაც ახლა ვწერ დილეტანტნიზმად მოეჩვენება ბევრს, მაგრამ რაც ვთქვი არ გამორიცხავს ტაქტიკურ მონახაზს, ბრძოლას თითოეული ბურთისათვის, პრესინგს და ა.შ. უბრალოდ მგონია რომ ინდივიდუალური ტექნიკა ჩვენი ფეხბურთელების კოზირია და ამ შემთხვევაში ამ იარაღის უფრო მეტად და უფრო აქტიურად გამოყენება, არა მხოლოდ ლამაზი ფეხბურთისათვის, არამედ გამარჯვებისათვის უმთავრესი არგუმენტი იქნება ! არადა ნამდვიალდ შეუძლიათ თავბრუ დაახვიონ!
Soso90
რა მაგარი შეგრძნებაა როცა ქვეყნის სიყვარული გაერთიანებს განურჩევლად კუთხისა მხარისაა.. როცა შენი ეროვნული ნაკრების თამაშს ელოდები.ეროვნული გამოძახილი აჭარიდან გურული კაცის. ჩეხეთს ისტორიულად კარგი გუნდი ყავს დღეს ბუკმეიკერულ საიტებს ვუყურებდი და შანსები თითქმის თანაბარია, მოდი ჯერ ამას მივაქციოთ ყურადღება ბოლო წლებს თუ გადავხედავთ სად ვიყავით და დღეს რა რეალობაა უკვე ამაყნი უნდა ვიყოთ, ჩვენმა ბიჭებმა, საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ოქროს თაობამ დაგვიბრუნა ეს განცდა. ჩეხებს მიუხედავად თავიანთი ათლეტურობისა თუ ფიზ მომზადებისა მოვუგებთ აუცილებლად.
დიმა
ჩეხებთან არ გვყავდა კიტეიშვილი, ახლა გვეყოლება და სხვა თამაშიც იქნება, კიტეიშვილი შეცვლის თამაშს, სანიოლს იგივე ტაქტიკა ექნება.
dewf=
რა მაგარი იქნება ევროკავსირის წევრი ქვეყანა გავხდებით სამუშაო უფლება გვექნება ხელფასები პენსია მოიმატებს ამერიკასთან უვიზო თავისუფალი ვაჭრობა ამოისუნთქვას ქვეყანა!! არა რუსულ ოცნებას 26 არჩევნებზე
გიზოგ
არ შერცხვა გიას თავის ნაბოდიალების, სადმე ბოდიში მოიხადა?
ცოცხალი მატიანე
არაფერი არ უნდა შეცვალოს,გადავუვლით ჩეხებს ისევე როგორც ევროპის ჩემპიონატზე..წინ საქართველო..
bd
ევროპის ჩემპიონატზე როგორც გადაქვთელეს იმედია ასე არგამოუვათ წარმოდგენა არამააქ ასეთ მძლავრ მაღალ გუნდს რა დაუპირისპირო
bejo
თაზო - ს შენზე კარგად ვიცი როგორ იწერება მობილურში გვერდიგვერდაა ეგ ასოები და ბოტოტა თითებით მ - ზე გამეკრა და ნუ პროფესორობ თუ ძმა ხარ , აზრი ვერ გამოიტანე ? თუ გინდა დატოვე ნომერი და ჩაგიტარებ ქართული გრამატიკის გაკვეთილს მუქთად ...
ლუკა
კანონზომიერება სწორმა მუშაობამ მოიტანა და არა თქვენნაირმა ენაყრანტალებმა!
ალექს
იმპერატორო, არ ვიცი ვინაა სიგუა და არც ეს ალექს ვიცი, მე რომ არა ვარ ნაღდია, სხვაა !
T.q
გენაცვალეთ ქუთათურებო კახეთიდან კერძოდ ლაგოდეხიდან. საინტერესო გამოვიდა ეს ჩემპიონატი, მთლიანად ჯერ არსად არაფერი გარკვეული არ არის რამოდენიმე გუნდის გარდა და ყველას გვჯერა რომ ჯგუფიდან გავალთ.
ჟორა
ძალიან მოწადინებული ყოფილხარ. კარგი ბატონო,იყოს ათიანი და მხოლოდ ტენდერში გამარჯვება. მაგრამ შედეგი იგივე გამოდის. ქოცება მაინც დიაგნოზია, არაფერი გეშველებათ.
Pepelu
ბიჭო ჟორა 5 იანებს მარტო მიშა გიწერთ:))))) შეფასების სისტემა 10-ბალზეა გადასული მარა ნაცები ისევე ტყემალზე ზიხართ და ბლის კურკებს ისვრით :)))))))))) !!! ჩვენ შორის სსიპ ააიპ მერიაში ან რაიმე სახ სამსახურში დასაქმებულის ……..!!!! ეს ნაცები ასე ყველა ერთი … რანაირად ხართ ნაკეთები?!!! :))))))))))
ჭიჭიკო
მე ქუთაისიდან ვარ, 18-ში ას საფეხურიან კიბესთან დიდ ეკრანზე სხვა ქუთათურებთან ერთად ვუყურე თამაშს ჩეხებთან, წარმოუდგენლად დადებითი ატმოსფერო იყო. მხოლოდ ჩემ სუბიექტურ აზრს გამოვთქვამ. შუა ხაზი არ გვყავს - ზედიზედ 2 ზუსტი პასის გაკეთებაც გვიჭირს, დაცვა არ გვყავს - მამარდაშვილის იმედზე ვართ მთელი საქართველო, შეტევაში მიქაუტაძე დიდებულია, თუმცა დანარჩენისგან ამდენი მომენტის განიავება წარმოუდგენელია, ფიზიკურად გვიჭირს როგორც ყოველთვის. ჩემპიონატის დაწყებამდე ითქვა, რომ საქართველო ყველაზე სისტი გუნდია ევროზე, სამივე თამაშს წააგებს და ვერცერთ ბურთს ვერ გაიტანს, თუმცა თავდადების და ბრძოლის ხარჯზე ერთი ქულა უკვე ავიღეთ და 2 ბურთი გავიტანეთ (ისე 4 ქულა მაინც უნდა გვქონდეს - თურქეთთან ფრე ბოლო წუთებზე და ჩეხებთან გამარჯვება დამატებულ მე-5 წუთზე). მჯერა ჩვენი ბიჭების, რომ პორტუგალიასთან საუკეთესო თამაშს ითამაშებენ და ყველას გაგვახარებენ!!!
ჟორა
მწარეჯან უმუშევარი იყო როცა კობიაშვილმა მიაკითხა პრინციპულობით ცნობილია? სად? როგორ? იქნება და ცხელ ხინკალს არ მიირთმევს არავითარ შემთხვევაში? რაც არ უნდა წეროთ ამ საბიუჯეტო სტრუქტურების დაბალჩინოსნებმა,ყველას ყველაფერი ესმის და ნუ გაგვიხურეთ სამი გადაღებილი სტადიონით და შეჭმული 200 მილიონით.( რეალობაში ნაღდი ციფრები დაიდება როცა ფედერაცია სასამართლოში ჩვენებებს მისცემს)
ჟორა
Pepelu ყოჩაღ,ხუთიანი. ეხლა დაჯექი და მოემზადე ხვალ მერიაში ( საკრებულოში,სიპში...) შეგაქებენ, შეიძლება პრემიაც გადაგიხადონ. ისე როგორც ვხედავ შენი თავი მიგაჩნია მხოლოდ ფეხბურთის და პოლიტიკის დიდ მცოდნედ( იმ 200 "გულშემატკივართან" ერთად). დანარჩენი ყველა ვყოფილვართ "ომის პარტიის" და მანჯურიის აგენტები, რადგან სათანადოდ ვერ ვაფასებთ ქართული ჩემპიონატის დონეს და ტელევიზიით ევროპულ საკლუბო თამაშებს ვამჯობინებთ. პ.ს. გერმანიიდან ხომ არა გვწერ ბიუჯეტიდან დაფინანსებული "ფეხბურთის მოყვარული" ტურისტების რიგებიდან?
Bianconero
ძაან კაი კომენტარია. არ გეტყობა მაგრამ იმედია ტროლი ან რომელიმე პარტიის წევრი არ ხარ. ბიჭებო მგლები ხართ მადლობა. ვამაყობთ და მუდამ თქვენს გვერდით ვართ!!
კახა
დაიმახსოვრეთ, პორტუგალიასთან ყველაზე ლამაზ და მაგარ მატჩს ჩავატარებთ, ჩვენ ნაკრებს ყოველთვის უჭირდა ფიზიკურათ ძლიერ გუნდებთან თამაში, ტეხნიკურ გუნდებთან ყოველთვის კარგათ ვთამადობდით. თან ზურიკოს,და წიტეიშვილს პორტუგალია თბილისში ყავთ უკვე დამარცხებული 21 წლამდელები და ეხლა ეროვნული ნაკრების დროა. უფალი თქვენთან ბიჭებოოოოოოოო.
ლადო
ეგეთი კმაყოფილი რომ ხარ ისიც გეცოდინება რატო არ შეცვალა კაკაბაძე გიჩოლეიშვილით და წიტაიშვილი შენგელიათო და რატო მიაკლა ორივე 90 წუთი.როცა ხედავ ფლანგები გადაღლილი გყავს და იცი რო ღირსეული შემცვლელები გყავს თუ უკეთესი არა.მერე ცენტრში რო გაგიჭირდა კვეკვესკირით მექვაბიშვილის შეცვლა რატო არ შეილებოდა.რატო არ შეილებოდა ლოჩოშვილის მაგივრად შენგელია ფლანგზე.რატო არ შეიძლებოდა კვარაცხელია თავის პოზიციაზე გადაეყვანა და ზივზივაძე მიქაუტაძეთი შეეტია 70 წუთის მერე მაინც.რატო არ წაიყვანა აზაროვი რომელიც საუკეთესო იყო ფლანგზე.რატო არ წაიყვანა არაბიძე რომელსაც უამრავი რამის გაკეთება შეეძლო ამ ტაქტიკაში.იმიტო რო იდიოტია და თუ რამეს მიაღწია ნაკრებმა იმის ხარჯზე რომ ფეხბურთელწბი გახდნენ პროფესიონალები და საქმეს უდგებიან სწორად.თორე ყაზახეთს მაკედონიას და ლუქსემბურგს რო უგებ არ თქვა მწვრთნელის დამსახურებააო.საშვალო დონის მწვრთნელი ამ ორ თამაშში ჩვენი ფეხბურთელებით 4 ქულას აიღებდა.
კახა
ბუდუს თავიდანვე უნდა ათამაშებდა ჯაიანი მებრძოლი ბიჭია და შეუძლია მეტოქე მცველები დაღალოს არაქათი გამოაცალა აქ კი ჟორჟს მეტი შანსი აქ ს ტექნიკა უფრო გამოიყენოს დაღლილ მცველებმა იგივე კვარაცხელია და შემოტევებს მეტ გასაქანს მისცემდა ამიტომაც გაუგებარია ბუდუს იგნორირება ვილი გამოიღვიძე ეიფორია ჩაშლილი...
Pepelu
მაგას რასაც წერ ინტრიგნობა ქვია!! ახლა უმაგრეს ესპანურ ხამონზე და სზვა გემრიოლობებზე რომ არ ვიყო დაპატიჟებული კი გაგცემდი პასუხს:)))))) მაგ ციფრები რაც გიწერია და ანალიზი ყველაფერი ტყუილია!!! ხბო კიდე შენს გარშემო მოიკითხე!!!! :)))))
Pepelu
საქართველოს ჭირს ყველაზე ცუდი რამ რაც შეიძლება სახელმწიფოს და საზოგადოებას დაემართოს!! 10 დაქირავებულ კრეტინს და 10 გულწრფელ მაგრამ უჭკუოს შეუძლია ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება. რადგან კოლექტიურად საზოგადოებას უჭირს რეალობის შეფასება!! ინდივიდუალურად დარწმუნებული ვარ ყველა გონიერი და რაციონალური ადამიანია!!!! მაგრამ ერთიანობით აზროვნება გვიჭირს!! იოანე პეტრიწი ამბობდა შენი ფიქრი შენვე უნდა დაბადო!! და ჩემი აზრით ამის შემდეგ კარგად ნაფიქრი და გააზრებული მიაწოდო საზოგადოებას!! ხალხი სერიოზულად განიხილავს ზივზივაძის პოლიტიკოსობის გამო უთამაშებლობას!! მიშა სააკაშვილის დემოკრატობას, ოპოზიციის ევროპულობას!! მითიურ ომის პარტიებს და სხვა მისთანა სულელურ თეორიებს. რატომ უნდა დავიჯერო რომ სანიოლზე მეტი იცის პირობითად ქართველმა გულშემატკივარმა?! უბრალოდ არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროფესიონალიზმი და სწავლა-განათლება არ არსებულა!!! 10 წლის უკან 145 ადგილზე ვიყავით რეიტინგში!!!!!! 145 ადგილზე!!!!!!და ფედერაციის შენობა არველაძის დრინდელ ფედერაციას ბანკში ქონდა ჩადებული ვალების გამო!!!!!! ბოლო 5 წელიწადში ნაკრებმა ერთა ლიგის ჯერ ც დივიზიონი მოიგო მერე დ დივიზიონი ამას გარდა ევროპაზეც გავედით!! საქართველოში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა და ჰოლანდიას, ბელგიას და პორტუგალიას მოვუგეთ და ჯგუფიდან გავედით!!! ასაკობრივი ნაკრებები ყოველ წელს მინიმუმ ელიტ ლიგაში ხვდებიან და ხშირად ფინალურ ეტაპებზეც!! სტადიონები და ფეხბურთის ფედერაციის აკადემიები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია!! საბოლოოდ შედეგს გამოიღებს ნელნელა უკვე მოაქვს კიდეც!! აქ და სოც ქსელებში ანალიზებს დებთ, თავი მოგაქვთ, ბაქიბუქობთ და ეროვნულ ჩემპიონატზე 200 კაციც არ მიდის არადა უმაგრესი თაობა ყავს თუნდაც დინამოს და საბურთალოს!! ჯადოსნური ჯოხი არ აქვს არავის რომ უცბად ესპანეთი გავხდეთ მაგრამ ქართველებს სისხლში გვაქვს ფეხბურთი და მაქამდეც აუცილებლად მივალთ!!!! დიდება საქართველოს!! მადლობა ბიჭებს!!!!!! და ერთად დგომით ყველაფერი გამოგვივა!!!!!!!!
ჰოო-ს
ეგ „მიგნებები“ არ მოგიშალოს ღმერთმა.
მწარე
არავინ არ გეუბნება ძეგლი დაუდგიო. უბრალოდ უმადური არ უნდა იყო. კარგი ფეხბურთელები ადრეც გვყავდა და კაი ძვირიც ღირდნენ იმ დროისთვის, მაგრამ მაქსიმუმი ერთხელ ჯგუფში მესამე ადგილი იყო.
კიეზა
დიახ შანსი გვაქვს პორტუგალიის მოდუნებული მოტივაციით..პლუს ლეაო არ ეყოლებათ..იმედია კიტე ითამაშებს..გამოჩნდა რომ ცენტრი სუსტია..თუ ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა სანიოლმა..ბიჭრბის მჯერა..ვიმსახურებთ 4 ქულას და გასვლას..ყველა ქართველი დღეს ფეხბურთით ვცხოვრობთ..იმედი გავქვს და მიდით ბიჭებო..
ავთო
უკაცრავად მაგრამ კარგი თაობა რომ გაიზარდა ფედერაციის და მწვრთნელების დამსახურება არაა? თუ ციდან ჩამოფრინდნენ?
პატივისცემით
სწორი თქვა. ჩვენ უნდა გავიზარდოთ. შემდეგ ევროზე უნდა გავიდეთ აუცილებლად, უკვე ჯგუფიდან. შემდეგზე უფრო მეტი ქულა უნდა ავიღოთ. მსოფლიოზეც უნდა გავიდეთ. ეს არის ევროპული აზროვნება. აბა, რა უნდა ეთქვა? ცუდია ის ჯარისკაცი გენერლობაზე რომ არ ფიქრობსო? ხალხო გაიგეთ, სანიოლი მწვრთნელად გვყავს მოწვეული და არა თამადად. რომ წავიდეს, მე კი არ ვიტირებ, მაგრამ არც ვიცინებ, მადლობას ვეტყვი. ოღონდ ისევ ევროპელ ტრენერს ვისურვებ და არა ქართველ თამადას. პ.ს. მე ვნახე წინა პრესკონფერენცია, სადაც დამტვრეული ინგლისურით დაუსვა კითხვა ქართველმა ჟურნალისტმა (ამ დროს მთარგმნელი იქ იყო), რაზეც სანიოლმა დაცინვით უთხრა, მადლობა რომ ინგლისურად მკითხეო. ასე რომ სანიოლს ნუ აბრალებ ვაისის ცოდვებს.
ამატაკი
რატომღაც დღემდე არ ნელდება ხბოს შეძახილები, რომ თოთქოს სანიოლმა ჩაიდინა რაღაც სასწაული, ჯერ რომ ევროზე გაგვიყვანა და მერე თავად ჩემპიონატზე თამაშით. ამასთან დაკავშირებით მინდა ფაქტები მოგიყვანოთ: ყველა მონაცემი ტრანსფერმარკეტიდანაა (ამაზე კომპეტენტური შემფასებელი ღირებულების ჯერ არ არსებობს, რომ იქნება იმით შევაფასებთ). ევროზე მონაწილე გუნდების ღირებულება ვისაც საქართველო ( 161.05 მლნ) აღემატება: სლოვაკეთი (156.4 მლნ.) სლოვენია (141.55 მლნ.) ალბანეთი (111.6 მლნ.) რუმინეთი (92.13 მლნ.) უნგრეთი თითქმის თანაბრად ფასდება (165.45 მლნ.) მინდა შეგახსენოთ ეს ქვეყნები ყველა შესარჩევის ჯგუფებიდან მოხვდნენ ევროზე, ზოგიერთმა საერთოდ მოიგო ჯგუფი. ამ ჩემპიონატზე ჯერ უნგრეთს არ აქვს ქულები(ჯერ ლიდერებს შეხვდა) , სხვებს უკეთესი შედეგი აქვთ ნაჩვენები. საქართველო შესარჩევ ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზე , ხოლო ევროზე ერთა ლიგიდან გავიდა. ამ ტურნირზე გამოთიშა ლუქსემბურგი (12.75 მლნ.) არცთუ დამაჯერებლად და საბერძნეთი ( 134 მლნ.) პენალტების სერიით. იმავე ტურნირის პლეიოფს საქართველომ ვაისის დროსაც მიაღწია. მაშინ საქართველოს მთლიანი ღირებულება დღევანდელი მამარდას ფასის ტოლი იყო, თითქმის 46 მლნ. და დამარცხდა ფინალში გუნდთან - ჩრდილო მაკედონია, რომელიც მაშინ ფასდებოდა -71.43 მლნ-ად. ამ ციფრებიდან გამომდინარე სანიოლის მღაღადებელი იტყვის, რომ ჩვენი ნაკრების ფასის ძირითად ნაწილს წამყვანი ფეხბურთელების (პირველი3-4 ) ღირებულება განსაზღვრავსო. საპასუხოდ გეტყვით, რომ სხვა ნაკრებებშიც თითქმის ანალოგიური სიტუაციაა, მეტნაკლებად პირველი 3-4 ფეხბურთელია გდამწყვეტი მთლიანი ნაკრების ღირებულებაში. აქვე აღსანიშნავია რომ ამ ნაკრებებიდან სხვადასხვა მიზეზების გამო ( ჩემპიონატის დონე, მენეჯმენტი, მდებარეობა, არაევროკავშირი და სხვა) საქართველოს ნაკრების ბევრი ფეხბურთელის ღირებულება არ შეესაბამება მათ პოტენციალს. ეს ყოველივე აჩვენებს, რომ როცა გვაქვს ნაკრებიდან კარგი ფეხბურთის მოლოდინი, არ გვაკმაყოფილებს მაჩანჩალა პოზიციები და ვითხოვთ გამართულ თამაშს, გამოვდივართ ნაკრების რეალური შესაძლებლობებიდან და გულისამრევია ზოგიერთის მუდმივი წამოყვედრება, თითქოს სანიოლს ძეგლებს უნდა ვუდგამდეთ, რადგან ევრო გვაღირსა. ჩვენი ევროპაზე მოხვედრა კანონზომიერია. თუ მწვრთნელი და ფედერაცია ადექვატურად გაუძღვებოდნენ საქმეს, ჩვენ ბიჭებს ძალუძთ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ ევროპულ ფეხბურთში.
იკა
იმის გათვალისწინებით რომ პორტუგალიელები სამხრეთელები არიან, და შეიძლება გერმანელებივით მაქსიმალისტები არ არიან,- იმ ვითარებაში რომ გუნდი გასულია, შესაძლებელია სწორი ტაქტიკით მათი დამარცხება, ჩვენ ათჯერ დიდი მოტივაცია გვაქვს და ყველაფერი შესაძლებელია, დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბურთი მრგვალია
მწარე
ქართული ფეხბურთის პრობლემების სანიოლზე დაბრალება, სირცხვილია და ქართველებს არ გვეკადრება. რაც სანიოლმა ექსპერიმენტები ატარა, რაც მაგან ფეხბურთელები გამოცადა. მე მგონი არ დარჩენილა ტაქტიკური სქემა რომ არ გამოეცადა. ჩვენ ქართველები უმადური ხალხი არ ვართ. რადგან აზაროვი ან არაბიძე არ წაიყვანა ამიტომ არ შეჭამეს? სამაგიეროდ გუნდი ყავს შეკრული. პ.ს. ზოგიერთს გონია სანიოლი "ოცნების" ჭკუაზე დადის და ამიტომ ბუდუ არ ათამაშა. მინდა ამ ხალხს ვუთხრა, რომ სანიოლი ევროპელია, ცნობილი თავისი პრინციპულობით. ჰოდა, თუ ეგრეა აუცილებლად იტყოდა სათქმელს, იმიტომ რომ თქვენნაირი რუსულად მოაზროვნე არ არის და სამსახურის შოვნაც არ გაუჭირდება.
თენგო
ჩვენი ნაკრები ისტორიულად უფრო კარგად თამაშობენ გრანდებთან, თან ეს ნაკრები დისი პოტენციალისაა. ბუდუ და კიტე თუ შემოემატებათ, ღვთის შეწევნით, მაშინ იმედი უნდა ვიქონიოთ.
555
სიმენონს მინდა ვკითხო.რომელ პალატაში წევხარ?
555
გაიხარე თედო.
იასონას უდარი
ისევ იგივე,ცრუ მოლიდინების შექმნა არ შეიძლება.ჩვენ ვერ მოვუგებთ პორტუგალიას,ამის შანსიც არ გვაქვს.რის საფუძველზე ვფიქრობთ რო მოვუგებთ,სადღაც სამ. კორეასთან წაგების გამო? პორტუგალია როტაციას განახორციელებს და ათამაშებს ჟოტას,რამოშ და ფელიშს,სხვებსაც და რომელია საჩუქარი? თან ამ სამიდან ყველა ფიქრობს რო სასტარტოს იმსახურებ,ხოდა მოტივაცია არ ექნებათ? თან მარტინესის მოსვლის მერე,გადახედეთ სტატისტიკას,საშუალო და დაბალი დონის გუნდებთან არ აგებ,რაღა ჩვენთან გამოიმნაირდებიან? რაც შეეხება შემადგენლობას,ყველა უნდა მიიღო დრო,თუ საშუალება იქნება და თან ზივზივაძეს არც არაფერი გაუკეთებია ისეთი რო უპირობოდ ის უნდა შემოსულიყო.ეს არის პირველი დიდი ტურნირი,გამოცდილება ყველამ უნდა მიიღოს. თქვენ რო რაღაცას მოელით ან გინდათ,არ ნიშნავს რეალობას.ნუ უსმენთ ამ ვითომ ჟურნალისტებს,პოპულარობის ამაღლება სურთ და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის.
555
ყოჩაღ ლევან.ზუსტად ის თქვი რასაც ვფიქრობდი.
გურულო
ჩელეს რომ ბურთი აქვს აცილებული ,,არარატის,, ცარიელ კარში აცილება ისაა:))აქ მეკარე მაინც იდგა კარებში. მაინც გვიყვარს ,,ჩელე პელე,, საბა, გული არ გაიტეხო,ყველაფერი კარგად იქნება P.S. საბა, მაგრამ გახსოვდეს ვალი გაქვს და გოლები შენზეა:))
გურულო
ადრეც დავაკომენტარე,რომ ჩეხეთი ათლეტური,ძალისმიერი,ფიზიკურად და ტაქტიკურად გამართული გუნდია და მძიმე თამაში გვექნება თქო.არ მესმის იმ ხალხის რომლებიც ამბობდნენ ჩეხებს ბურთს გადავახევთ,3:0 მოვიგებთ და ა.შ სისულელეების,ასევე არ მესმის იმ ,,გენიოსა ფეხბურთის სპეციალისტების,, რომლებიც დივანზე წამოწოლილები იძლევიან რჩევებს ვინ უნდა წაეყვანა და ათამაშოს სანიოლმა.მესმის რომ სანიოლს ბევრი შეცდომა აქვს, გამოუცდელია და თვითონაც სწავლობს,მაგრამ გუნდი შეკრა?შეკრა!ევროზე გაგვიყვანა? გაგვიყვანა! ახლა აცალეთ მწვრთნელსაც და ბიჭებს ამ ტურნირის ჩამთავრება,ნუ ცდილობთ არეულობის და ნერვიული ატმოსფეროს შექმნას.მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის(არავის არ გამოვყოფ)!წარმატებები,სპორტული იღბალს, უტრავმო კარიერასა და დიდ ბედნიირებას გისურვებთ!ვამაყობთ თქვენით.
Tazo
სწორია ,,პრესკო ნ ფერენცია,, არასწორია ,,პრესკო მ ფერენცია,, ვისწავლოთ ქართული მართლწერა.
roni
ფეხბურთელებმა უნდა დაივიწყონ აქამდე რაც იყო.. პორტუგალიასთან ცარიელი ფურცლიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი..... გადაღლილი ბიჭები დაასველოს გოჩოლეიშვილი შენგელია ზივზივაძე გველესიანი იმედია კიტეიშვილიც ჯანზე იქნება სხვა გამოსავალი არაა უნდა შეაკლან თავი
bejo
კი არ მიქვეყნებთ კომენტარებს აზაროვზე მაგრამ თქვენ ხო მაინც ნახულობთ, ღვთისავარ ძმურად პრესკომფერენციაზე კითხე ვილის ნანობს თუ არა? ირაკლი რომ არ გამოიძახა ან სხვა რომელიმე ნომინალური მარცხენა მცველი.
ლევან მაღლაკელიძე.
რა ჩაიხვიეთ ლობჟანიძე, კაშიას უკეტესი მომენტი არ ქონდა? დაწოლილ მეკარეს ვერ ააცილა 5 მეტრიდან. მექვაბიშვილს? კვარას პასის მერე არ უნდა შეეგდო? სამართლიანი უნდა იყო. ადრე უნდა სემოეყვანა, ეგეც და ბუდუც
სიმენონი
კოლხები მეგრელები არ იყვნენ, ესაა ყველაზე დიდი თანამედროვე ზღაპარი, რომელიც აქტიურად დამკვიდრდა რატომღაც საზოგადოებაში, კოლხებს ჰქონდათ G2a ჰაფლოჯგუფი, რომელიც მეგრელებში და მითუმეტეს ლაზებში არაა დომინანტი, G2a ჰაფლოჯგუფს ატარებენ სვანური და დვალური ტომები და ეტრუსკთა შთამომავლები აპენინებზე.
მაშ
ეჰჰჰ პაპი, პაპი.... გადახედე აბა შენს ცხოვრებასა და მიხარ ერთი შენი გენერალი მწვრთნელი ჰაა? ვისა ჰგულობ გენერლადა ვიცა გვყავდა? და ვინ გააკეთა უკეთესი? თუ სკლეზოზს არა უჩივი. აქ რასაც და ვისაც ვკიტხულობ არის უმადურებით დაგეშილი ხალხი და არ გავა ეგ ნომერი პაპიიიი, თედოი იქნები თუ მიხოი, გინა მიტუაი.. ყველა ეგრე უმადური კი არ არის, გენა
123
შანსი პორტუგალიასთან ესეთი თამაშით, რავიცი, ალბათ უფრო ისტერიული, ვიდრე ისტორიული
თედო პაპა
როგორც ყველა ჯარიკაცი ოცნებობს გენერლობაზე, ასევე ყველა მწვრთნელი უნდა იყოს მაქსიმალისტი და არა მშიშარა. სანიოლი გვეუბნება რომ გასაზრდელად ვართ ჩასულებიო))) რატომ გაძლევდათ ვაისი პრესკონფერენციებზე პასუხებს რუსულად? რუსები ვიყავით? ქართულად სალამსაც არ ამბობდა. იგივეა სანიოლის შემთხვევაშიც. ორივე დაბალი დონის მწვრთნელებია და იმიტომ. უღარიბეს ქვეყანაში ჩამოვიდნენ სამუშაოდ და რატომ მოიკლავდნენ თავს. უნდა ვუმადლოდეთ ბიჭები წაიყვანა თავისთანო. იცოდა რომ კარგები იყვნენ და იმიტომ, თორემ რატომ ოქრი არ წაიყვანა, ჯანო ან მჭედლიძე? ჩვენი გულისთვის არავინ არ მოიკლავს თავს. სანამ ჩვენ არ ვიშრომებთ და არ გვეყოლება საკუთარი ნოდარ ახალკაცები. ცხონებული, ამ ბიჭებით, სკამიდან არ წამოდგებოდა ისე გვექნებოდა უკვე 6 ქულა. კარგი მწვრთნელი პირველ რიგში დიდი ფსიქოლოგი, სტრატეგი, ტაქტიკოსი და პატრიოტი უნდა იყოს. წარმოგიდგენიათ, დიუსელდორფში რომ ეთქვა, ჩვენ აქ გასაზრდელად და სიამოვნების მისაღებად ჩამოვედითო, ავიღებდით თასს? დიახაც რომ ევროპის ჩემპიონობა უნდა დაისახო მიზნად, რომ ჯგუფიდან მაინც გახვიდე. თორე, რა გახდა ეს ისტორიული ქულა, ძეგლი დაუდგით ბარემ სანიოლას რო ჩამოვა და ეგ იქნება.
ბაგრატიონი
ნაპოლეონ ბატონო კოლხები იცით ვინ იყვნენ? ქუთაისის ავტოქარხანაში დამზადებული "კოლხიდები" კი არ იყვნენ.
ჟორა გაბრიჭიძე
მესამე ტურში საქართველო ამარცხებს პორტუგალიას, ხოლო ჩეხეთი თურქებს, ამიტომ საუკეთესო მესამე ადგილოსანი ან ჩეხეთია ან საქართველო.
ეეე
1-0, არ გყოფნის?DDDDDDDDD
ჯუბა
ნეტა რა გესმის ან რა გინახია?? ანჩელოტი აქ არ ჩამოვა და სხვა???
დავითი
ოქროს თევზი პუშკინის ზღაპარია და მსოფლიო ლიტერატურის შედევრს წარმოადგენს...
გიო
ნუ გიყვართ ტყუილები!! 2-3 გოლს თუ გაუტან პორტუგალიას შეიძლება გვეშველოს
garu
26-ის მერე ესენი მაყურებლის სტატუსით თუ დარჩებიან..გვაქ შანსი ეს რომ არ მიხდეს თუ გავრექილ და უმაქნის კვარაცხელიას არ დააწყებინებს ძირითადში
d
ლოცოშვილის შემოყვანას რა დიდი ახსნა უნდა წიტაიშვილს არ შეუძლია ფიზიკურად 2 ტაიმის თამაში, ხოლო შენგელია ტურისტად ყავს წაყვანილი სანიოლას. ილულებულია ლოჩოშვილი შემოიყვანოს. გველესიანი კიდევ ძირითადში უნდა იდგეს
რეალობა
ლივერპულს ვერ მოუგებდა თბილისის დინამო, ახალკაცს რომ ეთქვა: "ბიჭებო! აქ გამოცდილების მისაღებად ვართ. ლივერპული უძლიერესი გუნდია ევროპაში. ვერ მოვიგებთ!" ახალკაცმა მიაჩვია გუნდი დომინირებას და ყველასთან მოსაგებად გაჰყავდა დინამო.
გიორგი
მეტისმეტი ნუ მოინდომე! საბერძნეთთან თამაშის წინ საერთოდ იმაზე იყო ლაპარაკი რომ "ოღონდაც ევროზე მოვხვდეთო!!!" და ახლა ღირსეული თამაში და ქულის აღებაც აღარ გყოფნის??? ანუ მოგივიდა მადა ჭამაში??? კარგია!
ნუკრი
აი ეს აზროვნება გვღუპავს. რეალურად უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის შეფასება. დღეს რომ არ შეგიძლია ევროპის მოგება ეს რეალობაა. ან შეხედავ რეალობას თვალებში და იმუშავებ თავჩახრილი, რომ ეს რეალობა შეცვალო. ე.ი. გახდე გუნდი, რომელიც როცა იტყვის ევროპის მოგება შემიძლიაო არ დასცინებს დანარჩენი მაოფლიო. ან დარჩები ილუზიებში და იქ სადაც ხარ. ერთა ლიგის, ვარის და კიდევ ათასი დამთხვევის შედეგად გასულ გუნდად. ეს არის ნაბიჯი წინ. ახლა ვიფიქროთ შემდეგ ნაბიჯებზე. მე რომ ვწყვეტდე ვილის დავტოვებდი დიდ ხანს კიდევ. და სხვათა შორის, სტადიონზე მისული გულშემატკივრებიდანაც ეკუთვნის დაფასება. იმედია ქომაგები ამას გაითვალისწინებე!
გიორგი
სანიოლი უსუსტესი მწვრთნელია. გამოცდილების მისაღებად ჩამოვედითო. რა? სავსე ტრიბუნები არ გინახიათ, გერმანიაში არ ხართ ნამყოფი, აქამდე გოლფისტები იყავით და ეხლა იწყებთ ფეხბურთის თამაშს, თუ რა გამოცდილებას იღებთ? ვერცერთ დასმულ შეკითხვაზე ვერ გასცა დასაბუთებული პასუხი, სულ ორაზროვნად და ბუნდოვნად გველაპარაკება. არანაირი დამუშავებული კომბინაცია ამდენი წლების განმავლობაში, ჯარიმებს და კუთხურებს ჩვენ ვერ ვასრულებთ, გაუაზრებელი ცვლილები, რომლებიც არასდროს ამართლებს, როგორც მოვედით აქამდე - ეს არის ბიჭების დამსახურება და არა სამწვრთნელო შტაბის. ნახევარ გუნდს შეუცვალა ამპლუა და ვინ სად თამაშობს ვეღარ გაიგებ. მგონია, ლოჩოშვილს თავდასხმაში დააყენებს პორტუგალიასთან და ქვილითაის დაცვაში. საერთოდ რას ერჩის ამ ბიჭებს, რატომ გამოყავს, მათაც აწვალებს და ჩვენც დაგვტანჯა მათი საცოდაობის ყურებამ. აუტის მოწოდება მაინც ესწავლებინა ჩეხებივით პირდაპირ საჯარიმოში. იწყება თამაში და ვდგებით დაცვაში, რამდენს გაუძლებ ბებერი კაშიათი? ვერ ხედავ რომ რეაქცია შენელებულია? თუ პრაქტიკანტი ხარ და მართლა გამოცდილების მიღება გინდა, წაგეყვანა საზანოვი, აზაროვი, გეთამაშებინა სიგუა, ცოტა გვყავს ახალგაზრდები? შენგელიაზე დუმხართ, მამარდას გამოსვლაზე თამაშს ვერ ასწავლით, (ხაზზე ბრწყინვალეა, ვერაფერს იტყვის კაცი), გუნდში გრძელი პასის გამკეთებელი არავინაა, ბოლო-ბოლო "სტენკით" მაინც შედით საჯარიმოში. გყავდეს ხვიჩა და ჟორჟი და მთელ თამაშში 10-ჯერ მაინც ვერ დაარტყა კარში, ეს ნიშნავს, რომ არც ტაქტიკა გივარგა და ამ ვარსკვლავ ბიჭებსაც აწვალებ. რა ყველას ჩვენზე უნდა გაზრდა, მართლაც რომ გაუგებარია. ვაისი გავზარდეთ, სანიოლს ვზრდით თურმე, შემდეგი ვინღა იქნება ნეტა? მოკლედ ამ მცირე რესურსითაც კი, რაც გვყავს, ნებისმიერი კარგი მწვრთნელი უკვე გასული იქნებოდა მერვედფინალში! ეგ იცის ვაცალოთ-ვაცალოთ ძახილმა. გაცლით ბატონო, ვნახავთ როგორ ათამაშებთ და ვის დააყენებთ პორტუგალიის მეორე შემადგენლობასთან. ბიჭების იმედი კი გვაქვს, მაგრამ თქვენი არა. გააგრძელეთ გაზრდა, ვინ გიშლით?
ნაპოლეონი
მარგალი ხარ პატივცემულო?. . . შეიქნა თვენი საშველი რა. . ქართულ სივრჩეში სომხური ავადმყოფობა იმაზე მაგრად გჭირთ ვინემ სომხებს. . . თავი და თავი ქართლოსიანთი აღმოსავლეთ ქართველები არიანო. . ეს სიტყვები ვის ეკუთვნის ისტორიაში ხომ ვერ გვეტყვი ჰა. . .8000 წლის წინანდელი ქვევრი ზუგდიდში იპოვეს თუ ზეზვა და მზია წალენჯიხაში ჰა?!. . .მთელ დასავლეთ საქართველოს მეფე მთავრები ერთად რომ აიღო სოლომონის გამოკლებით,დავით ულუს ფრჩხილის ფასიც არ არიან. . . მეგრელებმა გაგვაკეთილშობილეს თურმე გაგიგიათ კაცო. . .მე-19 საუკუნის ბოლოს ძლივს მოიშალეს ბებიაბმა და ბაბლუანმა საკუთარი შვილიშვილების მოპარვა და სტამბოლში გაყიდვა და ეს მელაპარაკება აღმოსავლეთ ქართველების გაკეთილშობილებაზე. . .ყველაფერს საზღვარი აქვს. . საქართველოს ისტორია ქართლის ცხოვრება ჰქვია და არა მარგალეთის გაიგე. . . მეგრელებს სიცოცხლე და გეხუტუნეთ ყველას,მარა მარგალები ყველა კედელთანაა მისაყენებელი
გიოს
მაგ ტრამვის მერე, რაც საბერძნეთთან მიიღო, მონტენეგროსთან ითამაშა და არაფერი ეტყობოდა, მერე არსად გაჟღერებულა ტრამვა აქო, თუ კიტეზე ამბობენ, შენგელაზე რატო დამალავდნენ ვითომ.არანაირი ტრამვა არაა სანიოლის ხუშტურებია და თუ ფორმაში არაა(რაც მონტენეგროსთან ვერ შევატყვე) მაშინ აზაროვი წაეყვანა.
ყველანი არჩევნებზე, ბიულეტენში მოვნიშნოთ ბუდუ ზივზივაძე!
თავისუფლება პატიმარს..., არა პოლიტპატიმარს.... არა არა .... სინდისის პატიმარს - ბუდუ ზივზივაძეს! ზივზივაძე გადაარჩენს საქართველოს და დღეს ჩვენ ყველანი ბუდუ ვართ! მხარი დაუჭურეთ თავისუფლებისთვის მებრძოდ ეროვნულ გმირს,
Nukri
თურქეთთან რა კარგად ვითამაშებთ, აი ჩეხეთთან ნაღდად არ ველოდი ასეთ უსუსურ თამაშს, ისინი თამაშობდნენ თავის გემოზე, აკეთებდნენ რასაც უნდათ, რადგან ნახეს ჩვენი სისუსტე და დაგვაჯდეს თავზე, ორ თამაშში კარისკენ დაგვირტყეს 48 ჯერ, რაც იმაზე მეტყველებს რომ ნახევარდაცვა არის ძალიან სუსტი, თუ გვინდა პორტუგალიასთან რამეს მივაღწიოთ, უნდა ვითამაშოთ უფრო აგრესიულად, უფრო თავდაჯერებულად და მივაღწევთ რამეს
ნაპოლეონი
ნატოში უფრო ადვილად მიგვიღებენ ,ვიდრე ეგრე დალაგდეს
ნაპოლეონი
ჭერისანერა და სტილი სახელების წარმოთქმის აშკარად დაინტერესებულზე მიუთითებს და არა იმაზე ნაკრებმა მოიგოს წააგოს. . . ვინაა შენი ეგ სიგუა საინტერესოა
Gio
მსოფლიომ დაინახა რომ სტადიონზე ხალხის მიყვანა შეგვიძლია (არ ვგულისხმობ ქართველებს), ამიტომ მსოფლიოზეც გავალთ
ალექს
მგონი უკვე დღესავით ნათელია თუ რა შეიძლება გახდეს პორტუგალიასთან იმ მინიმალური შანსის შექმნის საწინდარი, რომელმაც ეგებ ამჯერად მაინც გაგვიმართლოს- ბურთის ფლობა. სიგიჟედ ჟღერს ეს პორტუგალიასთან, თუნდაც მესამე შემადგენლობა დააყენონ,მაგრამ ვთანხმდებით თუ ისევ დავთმეთ ცენტრი გაგვგლიჯავენ. ჩეხეთი ძალიან ხისტი პრესინგით ახერხებდა მათ განეიტრალებას, ამას კი ჩვენ ვერ მოვახერხებთ, გამორიცხულია. ამიტომ, ბურთი ბურთი და ბურთი. შესაბამისად, ჰაერივით გვჭირდება კიტე და ძალიან სერიოზული ტაქტიკური ცვლილებები, ფაქტიურად ვაბანკივით- კონკრეტულად, მგონია რომ კიტე-ჩაკვე-ქოჩორასთან ერთად სიგუა-მექვაბიშვილი უნდა დააყენოს და ერთადერთ ნომინალურ თავდამსხმელად კვარა. ჩაკვე რეალურად კვარას ადგილს დაიკავებს, კიტე playmaker და დარჩენილი ტრიო საყრდენ და ცენტრალურ ზონაში იმოქმედებენ. თუ კიტე არ იქნება ორი საყრდენი ამ შეხვედრისთვის მაინც აუცილებელია ჩემი აზრით. ასევე, აუცილებლად გოჩო და ლოჩო სასტარტოში, გველესიანიც შეიძლება, რადგან უკიდურესად გადაღლილია ჩვენი ისედაც საწყალი დაცვის ხაზი. მოკლედ, იღბალი, მამარდა, პორტუგალიელთა ნაკლები მოწადინება და თამამი ტაქტიკური ცვლილებები გვჭირდება მოსაგებად.
გიო
როგორც ვიცოდი, ჰქონდა და თუ მოირჩინა და მზად არის, მით უკეთესი და ბოდიშს ვიხდი.
მათე
ბუდუ! ბუდუ! ბუდუ!
გიოს
ყველაფერში გეთანხმებით, მარა შენგელიას ტრამვა აქო საიდან მოიტანეთ.
აბა ჰეს
შეეშვით ამ ობიექტურ სტატიებში მაინც შავის, მტრების და უბედურების ძებნას. "ავტორის მწვრთნელი" ვინაა ნეტა, დელ ბოსკე თუ გვარდიოლა? მართლა ორი უკიდურესობის ქვეყანა ვართ
ჰაჰა
მე მაინც პირველ ჩვენებას მივაწვები: ა ჯგუფი) შოტლანდია-უნგრეთი დამმთავრდეს ფრედ ბ ჯგუფი) იტალია -ხორვატია, ან ფრე ან ხორვატიის მოგება. ც ჯგუფი) ინგლისი უგებს სლოვენიას; დანია სერბეთს ან ფრე. ჩვენი ჯგუფი) თურქეთი უგებს ჩეხებს. ჩვენ არ ვაგებთ პორტუგალიასთან. ამ შემთხვევაში 2 ქულით გავდივართ.
HK
პორტუგალიას მოგება არ ჭირდება ამიტომ აუცილებლად მოეშვებიან ასევე ძალიან დიდი რისკია ტრამვის და ეგ უკვე თურქებთანაც კარგად მიხვდნენ და როცა ქულა არ გინდა ამ რისკზე ჭკვიანი ნაკრები არ წავა და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ სიუხეშეც საჭიროა რომ მიხვახვედროთ სწორედ ამ რისკებზე და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვფიქრობ თურქეთი ჩეხეთის დონის გუნდი იქნება თავისი ტამაშით პორტუგალია და სასწორზე არ დადებს და არ გარისკავს ფეღბურთელების მდგომარეობას ასევე ეცდება არ გადაღალოს ძირიტადი ბირთვი მოკლედ იმედიმაქვს შანსი გვექნება ჯგუფიდან გასვლის თუ ასე არ მოხდა არაუშავს ჩვენ ბიჭებს უდიდესი თავდადებისთვის მადლობა და სიამოვნებისთვის მარტო რად ღირს ასეთი დიდი გამოცდილების მიღება წინ საქართველო
ეეე
ისე ერთი ევროპის ჩემპიონის(საბერძნეთის) დამარცხებით ევროზე გავედით და იქნებ მეორის(პორტუგალიის) დამარცხებით პლეიოფში გავიდეთ.დ
გიო
პირველმა თამაშმა ზუსტად გამოაჩინა ჩვენი სუსტი წერტილები შემადგენლობაში: კვირკველია, წიტაიშვილი, მექვაბიშვილი და ხვიჩას არ მიხმარება დაცვას, შეტევაში პროდუქტულობას რომ თავი დავანებოთ. რა გააკეთა მწვრთნელმა მეორე თამაშში: შეცვალა მხოლოდ ჩაკვეტაძე და ისიც არა სპორტული, არამედ დისციპლინარული მიზეზით... თამაშის მსვლელობისას, პოსტ ფაქტუმ დაიწყო შეცდომების გამოსწორება: "სუსტი რგოლების" ნაცვლად გველესიანის, ლოჩოშვილისა და ჩაკვეტაძის შემოყვანით (ხვიჩაც უფრო ეხმარებოდა დაცვას). თუმცა, ასევე დატოვა მექვაბიშვილი და შემოიყვანა ქვილითაია და არა ზივზივაძე, რომელმაც გადამწყვეტ ფაზაში იმაზე მეტი გოლი მოუტანა საქართველოს ნაკრებს, ვიდრე თამაში აქვს ჩატარებული. ასევე დაივიწყა, თუ ვინ გაიტანა ბოლო პენალტი საბერძნეთთან და რომ ის კაცი მექვაბიშვილს ჩაანაცვლებდა! აზაროვის არწაყვანა და კანკავას არწასვლა კიდევ სხვა თემაა. ზუსტად ამ ორ პოზიციაზე გვიჭირს ყველაზე მეტად, რასაც კიტეიშვილისა და შენგელიას ტრავმები ემატება. და სიგუას ნაცვლად შეეძლო კიდევ იმ "ერთი კაცის" წაყვანა, მაგრამ ეგ მართლაც მისი გადასაწყვეტი იყო... ტაქტიკაზე არ ვსაუბრობ, ეგ ზუსტადაც რომ მწვრთნელის პრეროგატივაა, მაგრამ თუ რომელიმე ფეხბურთელი ობიექტურად ვერ თამაშობს, ის უნდა ჩანაცვლდეს!
რეალობა
სანიოლის ინტერვიუ მოისმინეთ https://youtu.be/5iea9VsUfbI?si=9IEI5mNuixyYYdac 6 წუთი 40 წამი: აქ გამოცდილების მისაღებად ჩამოვედით. ევროპის ჩემპიონატის მოგება არ შეუძლია საქართველოს ("When you are Georgia, you cannot pretend, that you can win the European championship") ისეთი მწვრთნელი გვინდა, ვინც მოსაგებად წავა მსოფლიოს ჩემპიონატზეც კი. მწვრთნელი უნდა იყოს საქართველოს პატრიოტი. ახალკაცი ამ ფეხბურთელებით ყველას გადაუვლიდა.
აბა ჰე
მეგონა უმადურობას აქვს ზღვარი, მაგრამ ამის ნაწარმოდების წამკიტხველი დავრწმუნდი, რომ ეს ზღვარი არ არსებობს. ეს სუფთად რუსული მენტალიტეტია იმ რუსლი ზღაპრიდან, - "ოქროს" თევსის" შესახებ ბაშვობაში, რომ საბჭოელები თავში გვტენდნენ. ავტორ, ეტყობა ის გატეხილში გირჩევნია ყოფნა რაც გვაქონდა და აი იმას მისტირი და თუ კარგან მოინდომებთ ეგრეც იქნება. მიდით მოშორეთ სანიოლო და მოიყვანეთ თქვენი მწვრთელი, რომელიც მაგალითად ზივზივაძეს დააყენებს მიქაუტაძის ნაცვლად, და ასეთივე მიდგომები ექნება. მერე ერთმანეთშიც რომ ვერ შეთანხმედბოთ დააყარეთ ერთმანეთს. ყელამდე ვართ თქვენი სიბრძნით, როგორც აქამდე და განაგრძეთ. ისევ იმ გატეხილ ვარცლში ვიქნებით. იმას აგინეთ ვის ხელშიც ასეთიშ ედეგი ჯერ არ ყოფილა.

თუ კვარაცხელია ითამაშებს ძირითადში ვერ მოვიგებთ
მერაბი-1960
ნაკლებ სავარაუდოა, პორტუგალია მოეშვას და რაიმე დაგვითმოს. კლასის ხარჯზე მაინც უპირატესობა ექნება. თუმცა...იმედი ბოლოს კვდება. ჩემი აზრით, ჩვენმა ბიჭებმა პროგრამა მინიმუმი უკვე შეასრულეს. მთავარი უარყოფითი ამ ორ თამაშში რაც გამოჩნდა, მეტოქეებმა 50(!) დარტყმა შეასრულეს ჩვენი კარისკენ. ჩამოვრჩებოდით ფიზიკურ მომზადებაში, მობილურობაში. მძიმე დაცვა გვყავს. საყრდენ ზონაში მარტო ქოჩორაშვილის კარგი თამაში არაა საკმარისი. კიტეიშვილი დაგვაკლდა. მიუხედავად ყველაფრისა, რომ გაგვმართლებოდა, ახლა ოთხი ქულა გვექნებოდა. მთავარი ისაა, რომ მამარდაშვილს, ქოჩორაშვილს, მიქაუტაძეს ალბათ უკეთეს გუნდებში ვიხილავთ. რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი გვჭირდება მაღალი დონის გუნდებში და ჩემპიონატებში. არ დაგვავიწყდეს კვარაცხელია. მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია თავისი კლასი აჩვენოს...
ვაჟა მასწავლებელი
26 ივნისს უნდა დავამტკიცოთ: კოლხური სისხლით გაკეთილშობილებული აღმოსავლეთის იბერიელები, ანუ ქართველები - დასავლეთის იბერიელებზე, ანუ პორტუგალიელებზე მაგრები ვართ. შედეგ კი დასავლეთის მეორე იბერიელებს - ესპანელებს მივხედავთ! P.S. არ გამიჯავრდეთ: - ოცნებას კაცი არ მოუკლავს!
ჰოო
ჰოდა, ეგ "მიგნებები" რომ არ ქონდეს და თქვენ ჭკუაზე ევლო, ვიქნებოდით დღეს იქ სადაც აქამდე ვიყავით.
Ვისტი
კარგი სტატიაა, თამაში რომ უნდა გააძლიერო და ლოჩოშვილი და ალთუნაშვილი გამოგყავს (პატვისცემა ბიჭებს) და ბუდუს და საბას სკამზე ტოვებ მაგას ნარდის ნაკრების მწვრთნელი არ იზამდა.
რრრ
ჩეხებისგან პრესინგს და მაღალ ჩაწოდებებს ველოდი და მარა ტექნიკურადაც კარგად კომბინირებდნენ.
ქართველი
სანიოლი კა არა კაზიოლი მოიყვანეს, არაპროფესიონალი. აბა ვიღაცას ვიღაცით მეც შევცვლი, ხან წავაგებ ხან თავს გავიმართლებ, სად არის აქ პროფესიონალიზმი ?
soc.press
შანსი არის, თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც და როგორც ერთი ცნობილი გამონათქვამი მოწმობს - "არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ". მსურს, ერთხელ მაინც ევროპის ჩემპიონატზე ვიხილო ჩვენი ნაკრების შემტევი სტილით თამაში, ლაღი და უდარდელი. გასაგებია, რომ ეს ვარსკვლავებით დახუნძლული პორტუგალიის ნაკრებია, რომელსაც ევროპის ჩემპიონის ტიტული აქვს ახლო წარსულში მოპოვებული. გასაგებია, რომ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობა 700-800(ან მეტი) მილიონი ევრო ღირს, ჩვენი კი მხოლოდ 150-მდე და ისიც, რომ ამ ღირებულების 80% - მდე კვარაცხელიაზე და მამარდაშვილზე მოდის, მაგრამ ქართველი გენეტიკურადაა ძლიერ მოწინააღმდეგესთან უთანასწორო ბრძოლას ნაჩვევი და ამიტომ ეს ჩვენთვის არაა ახალი ან უჩვეულო მოცემულობა. ახლა არაა დრო წნეხის, არაა დრო დაფიქრების, ორჭოფობის, შიშისა და ვაი-ვიშის - ახლა დროა თითოეულმა ფეხბურთელმა, რომელიც 26-ში მოედანზე გამოვა, გააერთიანოს და მოედანზე დატოვოს ყოველი დღე, საათი, წუთი და წამი აქობამდე დაღვრილი ოფლისა და გაწეული შრომის. ჩვენ კი გავერთიანდეთ, ვისაც როგორ და საიდან შეგვიძლია, გავამხნევოთ და მხარში დავუდგეთ ამ საამაყო თაობას, რათა მომავალი უფრო ნათელი და წარმატებული გვქონდეს. გამარჯვება და წინ საქართველო!!!
გია
ავტორმა სწორად შენიშნა, „მიგნებები“. სწორედ ეს სიჯიუტე ამტკიცებს, რომ პიროვნულად ჩამოუყალიბებელ მწვრთნელთან გვაქვს საქმე. აწვება თავის სისულელეებს.
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ლობჟანიძის გუნდის უდიდესი სენსაცია - "ატლანტამ" ლიონელ მესის მაიამის "ინტერი" პლეი-ოფიდან გამოთიშა [VIDEO]