ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დარჩება თუ არა სანიოლი საქართველოს ნაკრებში?

დარჩება თუ არა სანიოლი საქართველოს ნაკრებში?

ჯერ უცნობია, გააგრძელებს თუ არა საქართველოს ნაკრებში მუშაობას მწვრთნელი ვილი სანიოლი. ის „ჯვაროსნებს“ 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ერთა ლიგის C დივიზიონიდან B დივიზიონში გადავიდა და ევროპირველობის საგზური მოიპოვა, სადაც მერვედფინალში გავიდა. მას სფფ-სთან კონტრქტი ამა წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

ფრანგი სპეციალისტი ევრო 2024-ზე ყველაზე დაბლანაზღაურებადი მწვრთნელი იყო (მისი წლიური გასამრჯელო 200 ათასი ევროა). ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანიოლს ირლანდიის ნაკრების თავკაცობას სთავაზობენ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

გუშინ თავისუფლების მოედანზე გამართულ ზეიმზე მან განაცხადა, რომ 3.5 წლის განმავლობაში დიდი სამუშაო გასწიეს, ფეხბურთელებმა ბევრი ოფლი დაღვარეს და მომდევნო 3.5 წელიწადში უკეთესი შედეგის მიღწევას იმედოვნებს. სანიოლმა სამშობლოში გამგზავრების წინ ქართულ მედიასთან აეროპორტში კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ძალიან ბედნიერია, ფეხბურთის ფედერაციასთან უნდა განიხილონ, რა იყო ცუდი და რა კარგი და გადაწყვეტილების მიღებაზე ამის შემდეგ ისაუბრონ.

სანიოლმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო უყვარს და აქ თავს კარგად გრძნობს.

ერთი რამ ფაქტია - ის საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია.

• სოსო

კარგი პოსტია!დავამატებ,რომ სანიოლი,გუნდთან ერთად,თვითონაც სწავლობს და იზრდება.

• მერაბი

რა დაგვიმტკიცა საზონოვმა, რომ მარადიშვილი ჩვენზე ნაკლები ქართველი არ არის? საბას ვენაცვალე ჯიგარში, მაგრამ მარადიშვილი ცოცხალი თავით არ მოდიოდა ჩვენს ნაკრებში, მანამ რუსეთს დისკვალიფიკაცია არ აჰკიდეს. მაგ მანქურთს როგორ ადარებ საბას? გოგლიჩიძე და ვახანია არ ვიცი, მაგრამ მარადიშვილს ქართული მარტო გვარი აქვს და არ არის საქართველოს ნაკრების ღირსი

• გია

ფეხბურზე მოპროფესორე ხალხის გასაგონად: ვაისიც სანიოლის დონისაა. ჩვენი დონის გუნდები ჩვენზე გამართულ ფეხბურთს თამაშობენ და უკეთესი მწვრთნელი იმიტომ გვინდა, რომ ნაკრებმა ტაქტიკურად გამართული თამაში აჩვენოს და 11 კაცი დაცვაში არ იდგეს.

• გურულო

პრესინგს დანერგავს,რას ნიშნავს? რას დანერგავს,ვინ გყავს პრესინგის მოთამაშე?ნაკრების მწვრთნელს ფიზიკურად და ტექნიკურად გაზრდილი ფეხბურთელი უნდა მისცე,რომ ამ ფეხბურთელებმა,მწვრთნელის კომბინაციებით, ახალი ტაქტიკითა და მითითებებით ითამაშონ,სადაა აქვს იმისი დრო ნაკრების მწვრთნელს, რომ ნაკრების ფეხბურთელს, ბურთის მიღება-დამუშავება ასწავლოს, ან ფიზიკური კონდიციები გაუუმჯობესოს.მაგას ბავშობაში და სადაც თამაშობს იმ კლუბში უნდა სწავლობდნენ

• გურულო

მარადაშვილის კარგი თამაში სად ნახე?

• baloteli

მწვრთნელის დამსახურება უფრო დიდია ჩვენს წარმატებაში, ვიდრე ფეხბურთელების. ამ გუნდიდან ყავდა 5 ფეხბურთელი ძირითადში ვაისს მაკედონიასთან უშანსოდ რომ გამოვვარდით უფრო ერთა ლიგაში უფრო დაბალ დივიზიონში (D-ში ვერ მოიგო და სანიოლმა ც ჯგუფი მოიგო.). 13 ფეხბურთელი გვყავდა ამ გუნდიდან 2021 წელს საბერძნეთთან 0-2 რომ წავაგეთ და შეტევაში ჩაკვე, კვარა, მიქაუტაძე, ლობჟანიძე და დავითაშვილი იყვნენ. ცოტა ნორმალურ გუნდთან, სადაც ინდივიდუალური შესაძლებლობის ხარჯზე ვერაფერს ახერხებდნენ ჩვენი შემტვევები, გუნდი თამაშს აგებდა, იმიტომ რომ არანაირი ტაქტიკა არ არსებობდა. გუნდს არ ჰქონდა არანაირი ჟილკა, შემართება, არ იგრძნობოდა თავდადება და ზუსტად ამ ფეხბურთელებისგან ჩამოაყალიბა დაბალანსებული, ორგანიზებული მოტივირებული გუნდი, სწორი ტაქტიკა შეურჩია, რომლითაც თურქეთთანაც, ჩეხეთთანაც შეგვეძლო მოგება. მადლობა ვილის, რომელმაც ბევრი ყლის წნეხს გაუძლო, თავის პრინციპებს მიყვა და სასწაული მოახდინა. უყურეთ ანალიტიკურ გადაცემებს გინდა ინგლისურს, გინდა რუსულს და ნახავთ რა დონეზე ჰქონდა დახვეწილი ტაქტიკა გინდა ლუქსემბურგთან, გინდა საბერძნეთთან, თურქეთთან ან პორტუგალიასთან.

• მდაა

კი სანიოლის ბრალია რომ კიტეს შემცვლელი არ გვყავს რომ მაგ როლში არ მოსინჯა არაბიძე თუ ჯანომ შეძლო არაბაც შეძლო ფედერაციის ბრალი არის ის რომ მარადიშვილის პასპორტი დროზე ვერ გააკეთეს იმას კიტეს შეცვლაც შეუძლია და თუ საქმეს დაჭირდა ქოჩოროსაც ასევე ფედერაციის ბრალია რომ კარგი მარჯვენა მცველი თუ იქნა საჭირო რომ კაკაბა შეცვალოს არ ეძახიან გოგლიჩიძეს და ასევე დაკარგეს მაგარი მარცხენა მცველი ვახანია ( ერთმა დებილმა თქვა ის რუსიაო სახელი აქვს რუსულიო როდის მერე გახდს ილია რუსული სახელი )ამ ვახანიას შეუძლია მთელი ფლანგი დაკეტოს ართმევაში ძაან მაგარია და შეტევაში არც თუ ისე ნაკლები ბოდიში ჩვენ ბიჭებთან ( ისიც ჩვენია ვახანიაც იგეთი ქართველია როგორც დანარჩენი 4 მილიონი ) მაგრამ როგორც მცველი ბევრად სჯობს აზარასაც და შენგელიასაც …ძაან მაგარი მარცხენა მცველია ეგაა რომ უკვე ათამაშეს ღრუსეთის ნაკრებში მაგრამ მაინც შეიძლება წავართვათ რუსებს !!! რატომ უნდა ისარგებლოს რუსებმა ქართველი ფეხბურთელით როდესაც ჩვენც გვჭირდება ძაან მაგარი მარცხენა მცველი …!!!და ნუ დაიწყებთ ეხლა რუსეთში მისი დაბადება მისი ბრალი კი არ არის ან როგირც ჯორჯის საფრანგეთში ეგ არის ჩვენი მთავრობების ბრალი და რუსეთში რომ ფიზიკურად ძლიერად ზრდიან ბავშვებს ეგ ფაქტია ასე რომ ფედერაციამ გაანძრიოს თავი და ეძებოს ქართველები საზღვარგარეთ და ეს სამი ჩამოიყვანოს გოგლიჩიძე ვახანია და მარადიშვილი …არავისზე ნაკლები ქართველები ეგენი არ არიან ეს დაგვიმტკიცა საზონოვმა !!!

• იასონას უდარი

რეფერენდუმი ჩავატაროთ,გადავწყვიტოთ უნდა ეს ამბავი და კონსტიტუციაში ავსახოთ,სანიოლი მწვრთნელად და ბუდუ კაპიტნად:) ობიექტურად,სანიოლი უნდა წავიდეს,მარა საქმეც ეგ არის რო არ გაუშვებენ.ეიფორიაში არის ერი და ახლა მათთან რაიმეს მტკიცებას აზრი არ აქვს. თუმცა ეს ნაკრები ისევ ის არის,რაც იყო ადრე და ჩვენ ისევ პრობლემა გვექნება ყველასთან.თუ ვინმეს გონია რო გავალთ და საშუალო დონის გუნდებს უპრობლემოდ მოვუგებთ,მცდარი მოსაზრება იქნება. ჩვენი გამოსვლა ევროზე იყო მოულოდნელობის ეფექტის და დებიუტანტის პრაქტიკა,ყველას უჭირს იმ გუნდთან თამაში,რომლის სათამაშო დისციპლინაზე და მონახაზზე არაფერი იცი,არ იცი როგორ თამაშობენ დიდ ტურნირებზე. მარტო საქართველო არ არის ეგრე,ყველა დებიუტანტ გუნდს და თუნდაც ქვედა ლიგიდან ამოსულ გუნდთან თამაში რთული საქმეა. ამიტომაც სანიოლის მადლობა გადავუხადოთ და გავუშვათ,მოვიყვანოთ ისეთი მწვრთნელი,ვინც იცის როგორ ითამაშოს დაბალანსებული ფეხბურთი. არც უაზროდ შეტევები ვარგა სულ და არც ყრუ დაცვა,ბალანსია საჭირო. თუ აზრებაიჯანმა ფერნანდუ სანტუში დანიშნა,რატომ არ შეგვიძლია ვინმეს სახელიანის მოყვანა? თუ მე ვცდები და მართლა პროგრესი გვაქვს,შემთხვევითობა არ იყო ეს და ეს იყო კანონზომიერება,მაშინ უფრო უნდა შეიცვალოს მწვრთნელი. ახალი სისხლი და ახალი იდეებია საჭირო,რათა ფეხბურთელების განვითარებას ხელი არ შეეშალოს მწვრთნელის გამო. აგერ ინგლისს ეგ სჭირს,ფეხბურთელების კლასი მაღალია,თუმცა მწვრთნელი ვერ აყვა თავის გუნდს. 6 წლის წინ,ინგილისისთვის ზედ გამოჭრილი იყო თავბურთა ფეხბურთი,თუმცა ახლა ბურთის ფლობაზე და ტოტალურ უპირატესობაზე უნდა იყოს საუბარი,მარა რათ გინდა,საუტგეიტი ისევ იმას აწვება. დეკლან რაისი გყავს და რატომ უნდა დაუყენო ვინმე გვერდზე? ეგ და როდრი იმ ტიპის ფეხბურთელები არიან რო მთელი ხაზის კონტროლი შეუძლიათ და იქ ვინმეს ყოფნა არის დიდი დისკომფორტი. ამიტომ ინგლისმა ორმაგი 6 ნომრით კი არა,ორმაგი 10 უნდა ითამაშოს. თან რო ყავთ ასეთები და მაინც აწყვალებენ ფეხბურთელებს. აი,მსგავს შედეგს მივიღებთ,თუ მართლა ფიქრობთ და ამ გუნდს დიდი პროგრესი აქვს და კიდევ მოუმატებს.

• Levani

სანიოლის ბრალი ყოფილა კიტეიშვილს რო სულ ტრავმა აქვს და შემცვლელი მექვაბიშვილია და ისიც რომ არ გყავს და ალთუნაშვილის დაყენება გიწევს როდრის წინააღმდეგ. ესაა ჩვენი "ოქროს თაობა". არ დაგავიწყდეთ ცოტა ხნის წინ სახლში ლუქსემბურგი მოგვიგებდა თუ არა იმაზე ვნერვიულობდით და ახლა ესპანეთთან სანამ 11 კაცი გყავდა იგებდი ევროს მერვედფინალს. მერე თურქეთი გადაგირჩა,პორტუგალიას მოუგე და რო შეგხვედროდა რომელიმე რუმინეთ-ავსტრია-სლოვაკეთი მეოთხედფინალში გავიდოდი სავარაუდოდ. და ეს ხდება იმ გუნდით რომელიც ბურთს ვერ ართმევდა ნორვეგიას და შოტლანდიას. მერე ნეიტრალური გულშემატკივარი(ემიგრანტი ვარ და ვიცი) ყველა სიმპათიით ლაპარაკობს საქართველოზე. ესეიგი ამ კაცმა რაღაც სისტემას მიაგნო რაშიც არის ხარისხი-გუნდური მოქმედება,ვინ სად ადის-ჩამოდის. ახლა ამის მოშლა არ შეიძლება,თუნდაც ამაზე ძლიერი იყოს სხვა. ამ სისტემას უნდა გავყვეთ და ჩვენი შანსი მსოფლიოზე ვეძებოთ. ახლა ახალი მწვრთნელის მოყვანა არაფერ სასიკეთოს არ მოგვიტანს,სანამ ის თავიდან გაიცნობს დეტალებს და შეისწავლის შეგვრჩება მსოფლიოს შესარჩევი ევრო2028 შესარჩევისთვის მოსამზადებლად. ამ ბიჭებს კიდე მსოფლიოზე უნდა გასვლა და შეუძლიათ კიდეც. და დააკვირდით-უმეტესობა 25-26 წლის ქვემოთაა.ისინი ვისზეც იმედებს ვამყარებთ არიან 22-23-24 წლის და ჯერ კიდევ აქვთ მომატების რესურსი. +ის აკადემიები იმედია ამათზე არ გაჩერდნენ და ისევ მოგვაწოდებენ 1-2 ხვიჩა-ჩაკვეს. ვილი უნდა დარჩეს და მსოფლიოზე უნდა ვითამაშოთ.ერთა ლიგის B დივიზიონს ალბათ ვერ მოვიგებთ და თავი არ უნდა შევაკლათ,თუ არ გავვარდით კარგია რეიტინგისთვის,ან A დივიზიონში ასვლა ხო საერთოდ მაგარი.ეგ ნიშნავს რო ტოპებში მოხვდნენ ბიჭები. მერე მართლა ხორვატიასავით სულ გავალთ ფინალურზე. ასეა ბაბუ,ყველაფერი შრომით მოდის. თვით დე ლა ფუენტემაც ხო ეგ თქვა-ჩვენი დონისთვის ბევრი ვიმუშავეთო. დანარჩენი ფეხბურთია,საინჟინრო საქმე არ არის,თამაშია და ასე სერიოზულად არ უნდა მივუდგეთ.

• T.q

შენ თუ ფეხბურთი გესმოდეს რა, ჩვენი საქმე როგორ არის იციი ტილი ფეხზე დაისვი და თავზე აგაცოცდებაო, იგივე შემადგენლობა ხო არ ყავდა ვაისს 2020ში შემთხვევით?? მიქაუტაძის გამოკლებით მხოლოდ, დავითაშვილი როგორ აღმოჩნდა ბორდოში?? კვარაზე ვინ რეკავდა ფრანგულ კლუბრბში?? რომელ უკეთესს მწვრთნელზე ლაპარაკობ?? ვინ გინდა აბა უკეთესი დაასახელე ბარემ მადლიერების ძარღვიც გაწყდეს ბოლომდე!!!

• T.q

პირდაპირ აქედან დავიწყებ ვინც იძახის უნდა წავიდესო ან რაიმე მსგავს ამ აზრთან მიახლოებულს მაინც იძახიის ფეხბურთის გარტყმაში არ არიან საერთოდ, კაი თამაშების ყურება რო უყვართ მარტო, აი ის ტიპები მე მარტო ფინალს ვუყურებ ძმაა ან ისენი ვინც იგებს და იმ მომენტში რომ იმის მხარეს არიან, ვფიქრობ რომ ასეთი მცოდნე ხალხი გამოდის და აზრებს ისვრის, ჯერ ბიჭო რას უწუნებთ და ვის უწუნებთ ორი დღის წინ დამთავრდა ევროპის მერვედ ფინალი სადაც შენმა ქვეყანამ ითამაშა არსებობობის ისტორიაში პირველად და ეგრევე პირდაპირი კითხვა მიჩნდება ნამუსი გააქვთ საერთოდ ბიჭოო?? რა თამაშის სტილებს იწუნებთ და ტაქტიკებს განიხილავთ ან ჯგუფებს მაინც ჩახედე რა გუნდები ჩარჩნენ საერთოდ ჯგუფებში და სად გააღწიე შეენ და ამის მერე უნდა წავიდეს სხვა ვეძებოთ უკნიდან ვთამაშობთ ის არ მოგვწონს ეს არ მოგვწონს ამას ფეხბურთის მცოდნესთან ვერ იტყვით და ვერც ხალხში იტყვით იგივეს, მარაზმია რა უკვე მუდამ უკმაყოფილო და მუდამ უმადური იყო ადამიანი კარგი რა ბოლო ბოლო რა ყელში ამოყვანეთ მადლობათქვი და ჩეკეტე რა! ამ კაცმაა აწყო ეს გუნდი და ამ კაცმა მოახდინა ის რაც მოახდინა უკრაინაც აქედან გავიდა და საბერძნეთსაც აქედან უნდოდა გასლა და რავიცი ვის არ უნდოდა და ვინ არ იოცნება რო ჩვენს ადგილას ყოფილიყვნენ უბრალოდ ამხელა სიძულვილი ღვარძლი და ბოღმა საიდან გროვდება რომ მადლიერების გრძნობა გაქვთ დაკარგული, და რატომ უნდა დარჩეს???? იმიტომ რომ გუნდს თავის მწვრთნელთან ერთად გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს მორალურად გაიზარდნენ იდეალური ატმოსფერო თავდაჯერება და ნდობაა ერმანეთის მიმართ მერე სანიოლმა უკვე იცის ბიჭების მენტალიტეტი ავტორიტეტია გუნდში მისი სჯერათ რაც მთავარია ეიმედებათ მისი რომ კიდევ დიდი წარმატებისკენ წაიყვანს გუნდს, თავისი ფილოსოფია და ფსიქოლოგია დანერგა რამაც შედეგი გამოღო გუნდი გაზარდა ჩამოაყალიბა და დააკომლექტა თავისი ხედვები ზუსტად მოარგო ჩვენს დონეს. უკვე აქედანვე უმიზნებენ მსოფლიოს საკვალიფიკაციოს იმხელა თავდაჯერება და ატმოსფერო შეიქმნა გუნდში, ასევე მოხდება დაცვის ხაზში ცვლილებები და ცენტრშიც რაც თავად სანიოლმაც იცის და უკვე სავარაუდო შემცვლელებიც იცის და პოტენციურ ახალწვეულებზეც აქვს ინფორმაცია ანუ შიდა სამზარეულოში გარკვეულია უკვე იდეალურად! გამოდის რომ გადახალისება და დაკომპლექტება ისევ სანიოლმა უნდა მოახდინოს, სანიოლის მაგივრად სულ რომ გვარდიოლა ან იგივე ანჩელოტიც რომ მოიყვანონ აბსურდია მსოფლიოზე გასვლა აბსურდი რატოომ?? სანამ ახალი მწვრთნელი გაეცნობა ჩვენს მენტალიტეს ხასიათს ჩემპიონატს ფეხბურთელების დონეს და მათზე დაკვირვებას მოახდენს ახალი სათამაშო სქემის ტაქტიკის ხედვების გადმოტანას ამაში იმხელა დრო გავარდება მსოფლიოზე გასვლა ათასი პროცენტით გაგვემაზება. ნეტა დარჩებოდეს ნეტააა და ხელფასის ზრდაზე ხო ულაპარაკოდ, უ ლა პარაკოდ 2კ მინიმუმ ეკუთვნის!! ხოო ევროში

• Yt

Iseti shemtxvevaa azri gaorebulimaq erta ligis mere jobs am temaas mivibrundet pirvel or turshi gamochdeba

• დავით 67

წავიდეს არ წავიდეს აქ რა შუაშია? ეს მასზეა დამოკიდებული, თუ უკეთესი შემოთავაზება მიიღო ფინანსური, წავა რატომაც არა. აბა ჩვენი ფედერაცია გაუზრდის ხელფასს?

• გულშემატკივარი

თუ ნაკრების ფეხბურთელი ფიზიკურად ცუდად არის მომზადებული, ეს ყველაზე ნაკლებადაა სანიოლის ბრალი. თუ მამარდაშვილი, რომელიც ბრწყინავდა ევროზეც და მთელი სეზონის განმავლობაში, ქოჩორა, რომელიც ბრდღვნივდა და კაფავდა, მიქაუტაძე და კვარა, რომლებიც კარგად გამოიყურებოდნენ, ეს იმის ნიშანია, რომ ისინი საკუთარ თავზე სერიოზულად მუშაობენ. სულაც რომ კლოპი და გვარდიოლა ჩამოიყვანო, თუ ფეხბურთელი სუსტია, შედეგს ვერ დადებენ. არადა, არჩევანიც მწირია. ხომ ვნახეთ, რა დონეზეა მომზადებული ფიზიკურად სხვა გუნდები, გერმანია, ესპანეთი, ჰოლანდია და სხვები. წარმატებები ჩვენს ნაკრებს!

• sss-ს

და ვინ ჰყავდათ, რო?

• გია

ამას, როგორც ჩანს, ჩვენ არავინ გვეკითხება და ტყუილად განვიხილავთ ამ საკითხს. კიდევ 3 წელი ვიქნებიო, სანიოლმა. გაუფორმეს ალბათ უკვე ახალი კონტრაქტი...

• სიმენონი

მოდი მე ლეგენდარულ კარლო ანჩელოტის დავესესხები: კარგი მწვრთნელის მოვალეობა მხოლოდ ისაა, რომ ფეხბურთელებს ფეხბურთის თამაშში ხელი არ შეუშალოს. მე ვიტყვი, რომ ჯერჯერობით ასეთი მწვრთნელი არ გვყოლია და არც სანიოლია გამონაკლისი, ასე, რომ ალბათ ჯობია ძიება გავაგრძელოთ. თუმცა საკმაოდ დიდი შანსი არის, რომ უარესი შედეგი მივიღოთ

• Walter White

მგონია რომ შედეგით ორივე მხარე კმაყოფილია.სანიოლი იყო გარეყილი და აბსოლუტურად უპერსპექტივო ყოფილი მწვრთნელი. შანსი, რომელიც მისცა კობიაშვილმა ( დარწმუნებული ვარ რომ მისი იდეა იყო) მან გამოიყენა.ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩვენი შანსი იყო ნულის ტოლი.კარგია, რომ ფიფამ ჩვენი დონის გუნდებისათვის მოიგონა ერთა ლიგა. რაც შეეხება ხელფასს, დიდი ეჭვი მეპარება, რომ მხოლოდ 10 000 (თვიურად) ევროს იღებს, მაგრამ ოფიციალურად მასეა და ჯერჯერობით არავითარი სხვა ინფორმაციამ არ გაჟონა. რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, მიუხედავად ისტორიული შედეგისა, თვითონ თამაშის ყურება იყო საშინელი.ოთხ თამაშში ათიოდე შეტევა, მეორე ტაიმში ქანცგამოცლილი ფეხბურთელები, არავითარი ტაქტიკა გარდა- ყველა დაცვაში ( სხვათაშორის ასეთი ტაქტიკის გამო ვაკრიტიკებდით ქეცბაიას, ოღონდ მაშინ გუნდა არ ჰყავდა არც მიქაუტაძე,არც კვარაცხელია და არც ქოჩორა მანარდაშვილთან ერთად. პრობლემა ისევ და ისევ ახალგაზრდა ფეხბურთელების არასწორ ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებაშია, ხოლო მიზეზი ისევ იგივეა- ბავშვთა და ახალგაზრდულ ფეხბურთში მწვრთნელების დაბალი დონე და გაუნათლებლობა.

• იკა

ძალიან კარგი შედეგი დადო სანიოლმა, როგორც მწვრთნელს და როგორც პიროვნებას დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ და დავაფასოთ. (როგორც ამბობენ ერთ-ერთი დაბალ ანაზღაურებადი მწვრთნელია) თუმცა ჩემი აზრია რომ უნდა წავიდეს, შესაბამისად ახალი ფურცელი უნდა გადავშალოთ, ვფიქრობ ეს სანილოსთვისაც კარგი იქნება და ნაკრებისთვისაც, თუმცა თუ სანიოლს საქართველოს ნაკრებში სურს მუშაობის გაგრძელება, არანაირი საფუძველი არ გვექნება უარი ვუყხრათ.

• გია

ვერ ვთამაშობთ დიდ სანახაობრივ ფეხბურთს თუმცა.დღეს ესაა ჩვენი მაქსიმუმი.უნდა დარჩეს

• სოსო

წინა წლებთან შედარებით,მხოლოდ დაცვა კი არა,მთლიანად ნაკრები გაუმჯობესდა.ესპანეთთან წაგებულმა 7-1-მაც დაგვიდასტურა,რას ნიშნავს მწვრთნელის სწორი თუ არასწორი მუშაობა.ზოგიერთს სამწუხაროდ ჰგონია,რომ საქართველოს ნაკრები,მხოლოდ ფეხბურთელებია და მწვრთნელი არაფერს ნიშნავს.სანიოლმა ვაისის მიერ გაკეთებული რაც კარგი იყო,ყველაფერი შეინარჩუნა და უფრო განავითარა.ამ ჩემპიონატის შემდეგ,რამდენიმე ფეხბურთელი გადავა, კიდევ უფრო უკეთეს კლუბებში და ეს,ნაკრების გაძლიერებასაც გამოიწვევს.ამ შემოდგომით,ერთა ლიგაზე ბ ჯგუფში ადგილი თუ შევინარჩუნეთ,ვფიქრობ ნორმალური იქნება და სამომავლო წინსვლისათვის საფუძველს შეგვიქმნის.ჯგუფში უკრაინა,ჩეხეთი და ალბანეთი გვყავს.ვერც ერთ მათგანთან,წინასწარ თავდაჯერებულად ვერ ვიტყვთ,რომ გავიმარჯვებთ.ნებისმიერ მათგანთან,დიდი ბრძოლები გველის და წინასწარ ვერც იმის მტკიცებას დავიწყებთ,რომ რომელიმესთან,ფავორიტები ვართ.იმედია კიტეიშვილი,კვლავ ტრავმების ზოლში არ შევა,რადგან მის გარეშე,საქართველო,სულ სხვა ნაკრებია.

• უვიცი

ვაისი დავაბრუნოთ. დდდდ

• ბესოს

და ეგ სანიოლოს ბრალია? კვიპროსში, ირანში, სლოვაკეთსა და არაბეთსი მოთამაშე ფეხბურთელებით იცავდა თავს. მეტი რა ექნა. ვეღარ დარბის თორემ თავად დადგებოდა ალბათ კაკაბაძის ადგილზე

• ბესო

წინა წლებთან შედარებით დაცვა გაუმჯობესდა კი, თუმცა კარგი დაცვა მაინც არ გვყავს! მაგაზე მამარდას სეივები მეტყველებს. მასეთი კარგი მეკარე რომ არ გვყოლოდა, კიდევ უფრო მეტს გაგვიტანდნენ

• გიო

ვინც წერს უნდა წავიდესო მაგი ხალხში ნაღდად ვერ იტყვის მაგას

• 100%

თან თვითონ ფეხბურთელები პატივისცემას და დაფასებას გამოხატავენ, მის მიმართ.

• rigiti

"თურაშაულის პატრონი ტყეში პანტას დაეძებდაო" ჩვენზეა ზედგამოჭრილი!!!! კაცმა ამხელა შედეგს მიგვაღწევინა და.... თურმე რატო ჩემპიონები არ გაგვხადაო!!!! სანიოლი წავა და ხუხულასავით ჩამოიშლება ასეთი აწყობილი გუნდი. ერთხელ გახსნილადაც ათამაშა ესპანეთთან და 7-1 წავაგეთ(რო სდომოდათ ერთ მაგდენს კიდევ გაგვიტანდნენ), ასეთი კარგი დაცვა არასოდეს არ გვყოლია! არასოდეს!!! თორემ აგერ წინ გვიდევს კალათბურთის მაგალითი...

• rigiti

ასი პროცენტით მართალი ხარ აბა რა! ანჩელოტი მოვიწვიოთ კალას ძმაკაცია. ნუ თუ არ დაგვთანხმდება მაშინ იყოს გვარდიოლა სათადარიგო ვარიანტად....

• G.LA

ვფიქრობ ეს სტატია ახლა უდროა. გუშინ დიდ მადლობას ვუხდიდით ყველა სანიოლს და დღეს იმაზე ვიმსჯელოთ დარჩეს თუ წავიდეს ცოტა უხერხულიც არის ჩემთვის. ჯერ მადლობა შევარგოთ კაცს და ჩვენც შევირგოთ მისი ამაგი. ჩავცხრეთ ცოტა და მერე ვილაპარაკოთ

• sss

არა სანაია აჯობეს

• sss

იქნებ გაგვახსენო კუპერმა და ტოპმიულერმა რა ტიტულები მოიგეს.

• aleko

Slovaketis mcvrtneli moiyvanet magaria

• პატრიოტი

ვეთანხმები უმრავლესობის აზრს, უკეთესი მწვრთნელი და უკეთესი თამაში გვინდა, თითქმის ყველა გუნდი ჩვენზე კარგ ფეხბურთს თამაშობდა (სლოვაკეთი, თურქეთი, სლოვენია, რუმინეთიც კი, ჩვენზე უკეთესი ფეხბურთელები არავის ჰყავდა, რომ არა მამარდა, ყველა თამაშს დიდი ანგარიშით წავაგებდით

• Pepelu

თუ ფედერაციამ დაითანხმა ვილი სანიოლი აუცილებლად უნდა დარჩეს!!!! დარჩენა-არდარჩენაზე ლაპარაკიც კი სიგიჟეა!!!

• Pepelu

კუპერს და ტოპმიულერს ჯამში 8 მილიონი დილარი გადაუხადეს … ასეთ რაღაცეებს საიდან იგონებთ?! ძალით თუ აკეთებთ სიბრიყვეა და თუ გულწრფელად ამბობთ აბა ცოტა დაფიქრდით და შედეგები შეადარეთ 8 მილიონი დოლარი და სანიოლის 125 ათასი ევრო წელიწადში …. კარგით რა რაღაცას აზრი ხომ აქვს ესეთი სიბეცე რანაირად შეგიძლიათ?!!!!!!!

• გია

კარგი თაობაა წამოვიდა და უნდა მოვასწროთ რამე ტიტულის მოგება. პატარა ქვეყნებს: ხორვატიას ,ბელგიას, ადრე დანიას, _ იშვიათად ეძლევათ შანსი კარგი თაობის ყოლის და თუ ვერაფერი ვერ შეძლეს, კარგა ხანი აღარაფერი არ ექნებათ. წავიდა დანიის თაობა (ევროპა მოიგეს), მიდის ხორვატიის და ბელგიის თაობაც (ასრულებენ თამაშს მოდრიჩი და დე ბრუინი). ჩვენ ბიჭებს კარგი მწვრთნელი ჭირდებათ, რომ კარგი გუნდი დადგეს. ადრე თუ ახერხებდა ძველი ფედერაცია კუპერის და ტოპმიულერის მოყვანას, ამათ რა ჭირთ? ნაკრებს ახალი პროფესიონალი მწვრთნელი ჭირდება, რომელიც ბიჭების პოტენციალს სრულად გახსნის. ამ ბიჭებს დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ.

• ზიზუ

სანიოლს ეხლა სულელი თუ გაუშვებს..გუნდმა იმაზე მაქსიმუმს მიაღწია რასაც წარმოვიდგენდით და რაც მთავარია,კარგი სანახაობრივი თამაშით.თქვე ვითომ პროფესორები რეებს ბკუჩუნებთ

• ბორკა ვლადიმეროვიჩი

სალომე ზურაბიშვილი მწვრთნელად და კობახიძე ასისტენტად. ვფიქრობ კარგად იმუშავებენ ერთად.

• ტაში-ტუში

სოსო პავლიაშვილი დანიშნეთ სანიოლის ნაცვლად, პატრიოტი კაცი ყოფილა, ნახალოვკელი ძმაკაციც ყოლია და თურმე ფეხბურთიც ყვარებია.))

• დავითი

დილემის წინაშე ვართ,ვფიქრობ უფრო მაღალი კატეგორიის და გამოცდილი მწვრთნელის მოყვანის დროა,მაგრამ მოვა კი?!..მეორე,იმ მწირი რესურსებით რაც გაგვაჩნია სანიოლი კარგადაა ჩახედული"შიდა სამზარეულოში" და შეიძლება სხვებსაც მისცეს შანსი,მანაც იცის,რომ ასაკოვან,გამოცდილ ფეხბურთელებს მუდმივად ვერ დაეყრდნობა!

• ბესო

მიუხედავად დიდი პატივისცემისა ვფიქრობ, რომ უფრო მაღალი დონის სპეციალისტი გვჭირდება. რომელიც დანერგავს ნაკრებში პრესინგს, უბურთოდ მოძრაობას და მრავალკომბინაციურ ფეხბურთს. ეს იყო ჩვენი აქილევსის ქუსლი და ამის გამო დაგვახია ესპანეთმა ბურთი თავზე (კი, ზუსტად მასე იყო. გადახედეთ სტატისტიკას 108 თავდასხმა 13 წინააღმდეგ. 772 წარმატებული პასი 229 წინააღმდეგ) პირადად მე მოლიდინი მქონდა რომ ესპანეთთან წავაგებდით მაგრამ უფრო კარგად ვითამაშებდით. ვფიქრობ ეს სანიოლის ტაკტიკური შეცდომაც იყო. დაცვაც და შუა ხაზიც გასაძლიერებელია. მამარდა რომ არა, ჩეხებთანაც წავაგებდით, იმდენი გვირტყეს! ეს სიმართლეა და ჯობია რეალობას გავუსწოროთ თვალი. მესმის რომ მარტო მწვრთნელი ვერ შეცვლის ამ ყველაფერს, თვითონ ფეხბურთელებმა უნდა იშრომონ მეტი და აიმაღლონ როგორც კლასი ასევე ფიზ მომზადება.

ნამეტანს არ და ვერ ვიპროფესორებ, მაგრამ თუ კი საუბარია წარმატებაზე , ცალსახად მოლოდინს გადააჭარბა. მაგრამ მე რითიც მომხიბლა, ესაა ის , რომ საქართველო გამოიყურებოდა როგორც გუნდი. ასეთი რამ კი მე არ მახსოვს. მოკლედ, მადლობა სანიოლის გუნდური თამაშისათვის, ქართველებს ნიჭიერება არ გვაკლია , მაგრამ ყველაზე მეტად გუნდურობა გვიჭირს ყველა სფეროში.

• Levani

უნდა დარჩეს და ხელფასიც მოუმატონ.

• სერიოზულად უნდა მივუდგეთ საქმეს

ჯერ კიდევ სანამ არის საკმარისი დრო სექტემბრის შესარჩევამდე, უნდა მოვძებნოთ მაღალანაზღაურებადი კარგი სპეციალისტი, რომელიც რადიკალურად შეცვლის ნაკრების შემადგენლობას. მოიწვევს ახალგაზრდებს და მოასწრებს მათ შეთამაშებას ძირითად ბირთთვთან. ხვიჩა კაპიტნად. თუ დატოვეს სანიოლი, ვერც ჩეხებს მოვუგებთ და ვერც უკრაინასა და ალბანეთს. ამ კაცს მეტი არ შეუძლია, უბრალოდ არ იცის და ყველასთან მე-2 ნომრად თამაში მართლაც რომ სვარკის ყურებაა. სანიოლი და ვაისი ორივე პრაქტიკანტია.

• ვვვ

გცალია შენ?

• ღადაობთ?

სულ 10 დარტყმა გვქონდა 4 თამაშში და რა შედეგი დაიდო, რეკორდებს ვამსხვრევთ!!!

• მე არ ვარ ბოროტი

კაპელო ჩამოიყვანეთ!

• giorgi

არაა საჭირო. ნაკრებს გამოცდილი პრაქტიკოსი მწვრთნელი ჭირდება და არა პრაქტიკანტი.

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ