"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში კიდევ ერთხელ ერკინებიან იტალიას და მე-9 ადგილის დაკავებას შეეცდებიან.

თამაში 19 ივლისს, საქართველოს დროით 16:30 საათზე ქეიფთაუნში, "ათლონ სპორტ სთედიუმზე" დაიწყება.

ლადო კილასონიას შეგირდები იტალიას ტურნირზე წელს მეორედ ეთამაშებიან. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში მათ მეტოქე 28:17 დაამარცხეს, 4 ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც აიღეს და მესამე ადგილი დაიკავეს, მაგრამ მაინც მე-9 ადგილისთვის მოუწიათ ბრძოლის გაგრძელება, რომლის ნახევარფინალში ფიჯის დრამატულ მატჩში 40:36 მოუგეს. თავის მხრივ, იტალიელებმა ნახევარფინალში ესპანეთს 28:15 აჯობეს.

ფიჯისთან მოგების შემდეგ მწვრთნელებმა "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება და გადაადგილება განახორციელეს. ლუკა ცირეკიძემ მგეზავის პოზიციიდან ფულბეკად გადაინაცვლა, ოთარ მეტრეველი კი თამაშს ფრთაზე დაიწყებს. მგეზავად თამაშს გელა ხელაძე იწყებს, რომელიც გიორგი სპანდერაშვილს შეუწყვილდება.

ცენტრში ადგილი შეინარჩუნა გიორგი ხაინდრავამ, ლუკა კობაურმა მარქაფაში გადაინაცვლა, მის ნაცვლად კი ძირითადში ნუგზარ ქევხიშვილი დაწინაურდა. კვლავ სასტარტოა ფრთა ლუკა კეშელავა.

შერკინების ხაზში ერთი ცვლილებაა. დამწყებთა შორის დაწინაურდა კვაჭი თამაზ ჭამიაშვილი. ბურჯები ლუკა უნგიაძე და დავით მჭედლიძე იქნებიან, მეორე ხაზში დავით ლაგვილავა და თემურ წულუკიძე შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზში გიორგი გერგედავას, ანდრო დვალს და ნიკა ლომიძეს ვიხილავთ.

მარქაფაში ერთი ისეთი მოთამაშეა, რომელსაც 20-წლამდელთა ჩემპიონატზე დებიუტი ექნება – ბურჯი ბაჩუკი ბარათაშვილი. შემადგენლობაში დაბრუნდნენ კვაჭი შოთა ხელაძე და მარჯვენა ბურჯი დავით მჭედლიშვილი, ასევე მეორეხაზელი თორნიკე ღანიაშვილი და ხაზის მოთამაშე ლუკა თაყაიშვილი. ამჯერადაც მარქაფაში არიან ლუკა სულუაშვილი და მიხეილ ყაჩლავაშვილი.

2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

IX ადგილისთვის. 19 ივლისი. 16:30 საქ. დრო

სამხრეთ აფრიკა. ქეიფთაუნი. „ათლონ სპორტ სთედიუმი“

საქართველო – იტალია

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ოთარ მეტრეველი (აია), 10. გელა ხელაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 6. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 18. დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), 19. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 20. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ლუკა კობაური (ლეუკატე), 23. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

Rugby.ge

სოსო
თუ კვლავ დავამარცხეთ და უნდა დავამარცხოთ,უკვე პირველ ნაკრებშიც ფსიქოლოგიური უპირატესობა შეგვექმნება,იტალიელებთან.კვლავაც ბევრი ნაკლი გვაქვს,მაგრამ ტურნირის მიმდინარეობისას,მაინც საგრძნობ პროგრესს განიცდის ნაკრები და პირველ მატჩში გამარჯვებამ თუ არ მოგვადუნა,ამ მატჩშიც უნდა დავამარცხოთ იტალიელები.იმედია კონცენტრაციას არ დავკარგავთ და კვლავაც გაგვახარებენ,ბიჭები.ხომ ამდენ ნაკლს ვამჩნევთ ბიჭებს,არასპეციალისტებიც კი,მაგრამ მაინც ამ ასაკში,ჩვენი ნაკრები,უკვე 6 ერის გუნდების დონისაა და გამარჯვებას არ დავიფიცავ,მაგრამ არც ბოლო ადგილზე დავრჩებოდით,იქ რომ მუდმივად ვთამაშობდეთ.იმედს გვაძლევენ და იმედია მართლაც მიგვიღებენ.
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. იტალია საქართველოსთან ისევ უშანსოდაა - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" კვლავ ბონუს ქულით სძლიეს [VIDEO]
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იტალია
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
U20. შესანიშნავია - საქართველოს ნაკრებმა იტალიას ბონუს ქულით სძლია! [VIDEO]