სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრებმა იტალია 24:13 დაამარცხა.

მძიმე გაზონზე ჩატარებულ შეხვედრაში უპირატესობას თავიდან იტალიელები დაეუფლენ და საჯარიმოთი დაწინაურდნენ, რის შემდეგაც „უმცროსი ბორჯღალოსნები“ შეტევაზე გადავიდნენ, გერგედავამ ლელო დადო, გარდასახვის რეალიზება კი ცირეკიძემ ვერ მოახერხა. ცოტა ხანში მეტოქემ საჯარიმო გამოიყენა. გაწითლებულ დროში ქართველთა მრავალფაზიანი იერიში წულუკიძის ლელოთი და ცირეკიძის გარდასახვით დაგვირგვინდა და პირველი ტაიმი 12:6 დასრულდა. თან მსაჯმა მეტოქის მოთამაშეს, პისანის ყვითელი ბარათი უჩვენა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები დომინირებდა, ქევხიშვილმა მოწინააღმდეგე ლამაზად დაალელოვა, ცირეკიძემ გარდასახა. მერე ვნახეთ თაყაიშვილის სოლო-რეიდის შედეგად კეშელავას ლელო (ცირეკიძემ ვერ გარდასახა). ვიზავიმ ლელო-გარდასახვით ანგარიში შეამცირა და საბოლოოდ - 24:13.

შეგახსენებთ, ჯგუფურ ეტაპზე კილასონიას გუნდმა იტალიას ასევე ბონუს ქულით 28:17 მოუგო. საერთოდ კი, რომ არა ირლანდიასთან არაობიექტური მსაჯობა, ჩვენი გუნდი ტურნირზე უკეთეს შედეგს აჩვენებდა.

საქართველომ პირველი შეხვედრა ავსტრალიასთან 11:35 დათმო, ირლანდიასთან მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომის შემდეგ მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა (16:22), იტალიას 28:17 მოუგო, ხოლო ფიჯი 40:36 დაამარცხა.

სამხრეთ აფრიკა. ქეიფთაუნი. „ათლონ სპორტ სთედიუმი“

საქართველო – იტალია

საქართველო 24:13

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ოთარ მეტრეველი (აია), 10. გელა ხელაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 6. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 18. დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), 19. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 20. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ლუკა კობაური (ლეუკატე), 23. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი).

ამე
ეგ შოტლანდია სადაა?რაც გავარდა ვერ დაიბრუნა ადგილი თუ დაიშალა
სოსო
დამთავრდა ჩემპიონატი და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ ჩვენმა ნაკრებმა,ვერ მოასწრო,გუნდად შეკვრა და ამას,ტურნირის მიმდინარეობის პროცესში ახორციელებდა.არცაა საკვირველი.ჩვენ ხომ ფაქტობრივად არ გვქონია,მოსამზადებელი თამაშები.კი,ამ თამაშშიც აშკარად ჩანდა,ჩვენი ნაკლოვანებები,მაგრამ მიუხედავად ამისა,მიუხედავად თითქმის ყველა მატჩში,მსაჯების მხრიდან ჩვენი დაჩაგვრისა,მაინც ღირსეულად გამოვიყურებოდით.მაგარი ბიჭები გვეზრდებიან,6 ერის გუნდებს,თითქმის ტოლ სწორად რომ ეთამაშებიან და სათანადო სათამაშო პრაქტიკაც რომ გვქონდეს,არავის დავუდებდით ტოლს.ხომ ვნახეთ როგორ თამაშობდა ინგლისი,ყველას გადაუარა,მაგრამ თუნდაც ამხანაგურ თამაშში,ჩვენ მათი დამარცხება შევძელით.შარშან,სულ ერთი ლელო დაგვაკლდა,მთელი ჯგუფურ ეტაპის განმავლობაში და ოთხეულში შევდიოდით.ახლაც,მსაჯი რომ არა,სავარაუდოდ ოთხეულში ვიქნებოდით.ეს უკვე შემთხვევითობა აღარ არის.ჩვენ უკვე გავდივართ,საუკეთესო ქვეყნების დონეზე.ახლა მნიშვნელოვანია,შევძლოთ ამ ბიჭებისათვის ზრდის დინამიკის შენარჩუნება და უძლიერეს კლუბებამდე მიყვანა.ვულოცავ ჩვენ ბიჭებს,ამ გამარჯვებას და დიდ მომავალს ვუსურვებ,ყოველ მათგანს. პ.ს.ბოლო ადგილების გადათამაშებაში,უდაძაბულეს მატჩში,ესპანელებმა დამატებითი დროის მეორე ტაიმში დაუდეს ლელო,ფიჯელებს და ქვედა ლიგაში გაისტუმრეს.ფიჯელებს უკვე აღარ შერჩათ ენერგია,ჩვენთან ბრძოლის შემდეგ,ძალიან ცუდი ამინდის პირობებში,ძველებური სიკასკასით ეთამაშათ.
მარკიზ დე სადი
უკაცრავად თქვენ პიერ მაზოხას მიმდევარი (ანუ მაზოხისტი) ხომ არ ბრძანდებით?
ძახილის ნიშანი
და კიდევ კიხვის ნიშნისაც....
zviads
ირლანდიასთან თამაშის შემდეგ ბოდიში მოუხდიათ, კაი დროსია, ჯერ წაგაგებინებენ და მერე ბოდიშებს იხდიან და რა შეიცვლება ამით?! წესით პირველი ადგილისთვის უნდა გვეთამაშა, სულ მინიმუმ მეოზტხეზე გავიდოდით....კარგი თაობა მოდის, წინ ბიჭებო!!!
გიო
სანამ ზელანდიას და სამხრეთ აფრიკას არ მოუგებთ ბევრი არ იტრაბახოთ
გიორგი
ეს აღარაფერს სცვლის, მაგრამ ლომიძეს მხარი რო დაარტყეს თავში, ეს მცირე საფრთხის შემცვლელი უხეშობაცრანაირადაა? თან ეს სამჯერ ნახა ქალბატონმა მსაჯმა. რას გვერჩიან, რა ჯანდაბა უნდათ?
გიორგი
გეთანხმები, მაგრამ წერტილ-მძიმის ხმარება სკოლაში არ გასწავლეს?
ჭიჭიკო
თქვენ შემოგევლეთ ლომებო!!!
ნოდო
მსოფლიო რაგბის ფედერაციაში ვერ არიან რატო უნდა მოგინდეს მეორეჯერ ზამთრის პერიოდში ჩატარება არ მესმის არადა ბოლო ხომ წონა წელს იყო და არა 50 წლის წინ რო არ გახსოვდეს მერე ის რო ჩვენი ჩაგვრის პიკი იყო ირლანდიასტან მიტუმეტეს საჯარიმო ლელო თამაშს გვაგებინებდა ჰო და რაც აქ ვთამაშობთ მერამდენეჯერ დავამარცხეტ ახალგზრდული ექვსი ერის ქვეყანა არგენტინაც რო მივატვალოთ ჰოდა ასეთი დაბრმავება მსოგლიოს რაგბის კავშირისგან ვერ ვხსნი რიი ბრალია
pepelu
ყოჩაღ ბიჭებო!!!!
კაკო
გულში გენაცვალედ გულში ღმერთმა დაგლოცოდ და ხელი მოგიმართოდ ამინ ამინ ამინ
Bs
კარგია ბიჭებო! გენაცვალეთ!
ალექს
სუპერკვირა გრძელდება და დიდებმა თუ დააგვირგვინეს ავსტრალიასთან მთლად ჯეკპოტი იქნება
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
U18. საქართველოს ნაკრები ევროპირველობის ფინალში ესპანეთთან დამარცხდა
18 წ. | მე-10 ფინალის შემადგენლობა
[VIDEO] სპალეტიმ "რომას" მოუგო, გასპერინის წყალი შეუდგა?
ცნობილი გახდა, რატომ არ ითამაშებს კვარაცხელია "ფონტენესთან"
ხვიჩა "ფონტენესთან" არ ითამაშებს
"მილანი" ნიკლას ფულკრუგის დამატებასთან ახლოსაა
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
სათადარიგო "კვარა", ბარკოლა შვებულებაში და 16 წლის ბოლი სასტარტოში?
15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში
შანსი საზონოვისთვის - საბა შემადგენლობაში დააბრუნეს
ფუტსალის ნაკრები ერევნის საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა
Rousing the Kop: ალისონი მიდის, მამარდაშვილი პირველი ნომერი იქნება, თუმცა...
აზაროვი "შახტარიდან" მიდის - გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება
საფონოვმა ხელი მოიტეხა - თასის მატჩში პსჟ-ს კიდევ სამი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება
რონალდოს რეკორდი დამხობასთან ერთ ნაბიჯშია - მბაპე კრიშტიანოს გაუთანაბრდა
"სელტიკმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი დანიშვნიდან 2 კვირაში მოხსნას
[VIDEO] რას აკეთებდნენ ზაბარნი და შევალიე, როდესაც პენალტების სერიის შემდეგ პსჟ-ის ფეხბურთელებმა საფონოვი ხელში აიტაცეს
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
"ჩაკვეტაძის თამაშს ამ პოზიციაზე განვიხილავ" - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
შეთანხმებასთან ძალიან ახლოს - გულიაშვილი შვედეთის 12-გზის ჩემპიონ გუნდში გადადის
ხვიჩა ქუვეითისკენ, ქართველები "ბარსასა" და "ბაიერნის" წინააღმდეგ და მატჩი ახალ წელს
"რაც გააკეთა, სირცხვილი იყო" - კარაგერმა სალაჰი კვლავ გააკრიტიკა
20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან
20 წ. | კიდევ ერთხელ იტალიასთან
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-10 ადგილზე გავიდა [VIDEO]
20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან
U20. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი იტალიასთან 3:7 წააგო
20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
20 წ. | სამი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
U20. შესანიშნავია - საქართველოს ნაკრებმა იტალიას ბონუს ქულით სძლია! [VIDEO]
20 წ. | მცირედი ცვლილებებით იტალიასთან