ზედიზედ მე-2 სეზონში ევროსარბიელზე ქართული კლუბი იასპარეზებს. ეს გახლავთ საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010”, რომელიც კოტე ტუღუშის წინამძღოლობით, მესამედ გახდა სუპერლიგის ჩემპიონი. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული კლუბები არ არიან განებივრებული ევროპულ ასპარეზზე გასვლით, ეს ნამდვილად გამორჩეული ამბავია. მკვიდრდება ჩვეულება, რომ საქართველოს ჩემპიონი ევროტურნირში მონაწილეობს და თუკი სწორი მიმართულებით განვითარებას გააგრძელებენ, ევროსარბიელზე ქართული კლუბების რიცხვი გაიზრდება.

წინა, 2023-2024 წლების სეზონში, 5-წლიანი წყვეტის შემდეგ ევროტურნირზე სუპერლიგის ჩემპიონმა თსუ-მ იასპარეზა, რომელმაც თავიდან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში მოსინჯა ძალა და პორტუგალიურ "ბენფიკასთან" დამარცხების შემდეგ ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლა, სადაც თავი არ შეურცხვენია (ჯგუფში 1 მატჩი მოიგო და სამში ბრძოლაში დამარცხდა). ანალოგიურ გზას დაადგება ახალი სეზონიდან “ქუთაისი 2010”-იც, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში, ანტალიაში იასპარეზებს. ჯგუფურ ეტაპზე რომ მოხვდნენ, ქუთაისელებმა ზედიზედ სამი მეტოქე უნდა დაამარცხონ. თუ ეს ვერ მოახერხეს, იმერული კლუბი შედარებით დაბალი რანგის ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლებს, რომლის წილისყრაც 19 ივლისს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართა.

ქუთაისელები, ცხადია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებენ, თუმცა, როგორც გითხართ, ამ ტურნირიდან გამოვარდნის შემთხვევაში ფიბა-ევროპის თასზე ასპარეზობა გარანტირებული აქვთ. მიუნხენში გამართული წილისყრის შედეგად გაირკვა, თუ რომელ ჯგუფში მოხვდება “ქუთაისი” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში დამარცხების შემთხვევაში. არის 3 ვარიანტი, რომლებიც იმაზეა დამოკიდებული, საკვალიფიკაციოს რომელი ეტაპიდან გამოეთიშება გუნდი ბრძოლას – მეოთხედფინალიდან, ნახევარფინალიდან თუ ფინალიდან.

საკვალიფიკაციოში ქუთაისის პირველი (მეოთხედფინალი) მეტოქეა სლოვაკური “ლევიცე” და ამ წყვილს შორის მოგებული გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად ბრძოლას გააგრძელებს, ხოლო წაგებული გუნდი მოხვდება ფიბა-ევროპის J ჯგუფში, სადაც გერმანული "ტელეკომ ბონი", ბულგარული "ბალკანი" და "ბილბაო" (ესპანეთი)-"ნეპტუნასს" (ლატვია) შორის გამარჯვებული მოხვდნენ.

GBF.GE

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასის მატჩი სლოვაკეთში ბრძოლაში დათმო
"ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასზე გასვლითი შეხვედრა ბულგარეთში "ბალკანთან" მოიგო
"ქუთაისმა" ესპანურ "ბილბაოსთან" ფიბა ევროპის თასის მატჩი თბილისში დათმო
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში "ქუთაისი" "ლევიცესთან" დამარცხდა და ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლა
ზედიზედ მეორედ ევროსარბიელზე | "ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასი ჩეხურ "ბრნოსთან" მარცხით გახსნა
ფიბა ევროპის თასზე სეზონის პირველი გამარჯვება "ქუთაისმა" ჩეხეთში, "ბრნოსთან" მოიპოვა