"ერთა ლიგის" სტარტი მოახლოვდა. ევროპის ჩემპიონატზე ჩეხებთან ჩატარებული მატჩის, გამოძახებული ფეხბურთელების, სათამაშო ფორმისა და მომავალი ტაქტიკის გათვალისწინებით, იმავე გუნდთან ვილი სანიოლისგან ძირითად შემადგენლობაში 4 ცვლილებას ველით.

მეკარე

გიორგი მამარდაშვილმა ჰამბურგში ჩატარებულ შეხვედრაში პირველივე წუთებიდან "იფრინა". ის კარგ ფორმაშია და იმას ვისურვებთ, ახლა ნაკლები საქმე ჰქონდეს.

დაცვა

გერმანულ დაპირისპირებაში საბა კვირკველია თამაშობდა, შემდეგ კი სანაკრებო დებიუტი გიორგი გველესიანს ჰქონდა. ახლა საბა ნაკრებში არაა, გიორგი კი პირველივე წუთებიდან უნდა ვიხილოთ. "ჯვაროსნებში" არც საზონოვია, თუმცა მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე კიდევ ორი ალტერნატივაა - "ემპოლიში" წარმატებული დებიუტის მქონე საბა გოგლიჩიძე და ლუკა გადრანი "კაირათიდან".

კაპიტანი გურამ კაშია და ლაშა დვალი ამ ეტაპზე შეუცვლელები არიან.

ფლანგები

ირაკლი აზაროვის დაბრუნებისა თუ გიორგი გოჩოლეიშვილის კარგი ფორმის მიუხედავად, ვვარაუდობთ, სანიოლი ფლანგებს არ შეცვლის და ოთარ კაკაბაძე კვლავ მარჯვენა ფრთას ჩაიბარებს, გიორგი წიტაიშვილი კი, რომელიც გუნდში მარჯვენა ნახევარმცველია - მარცხენას.

როგორ ფორმაში არიან ფეხბურთელები? - იხილეთ აქ -

ნახევარდაცვა

შუა ხაზი ის ადგილია, სადაც ჩეხებთან ბოლო დაპირისპირების შემდეგ ყველაზე მეტი ცვლილება იქნება. ამას ის განაპირობებს, რომ ოთარ კიტეიშვილი მაშინ ტრავმირებული იყო, რომელზეც ჩვენს ნაკრებში ბევრია დამოკიდებული. პირველივე წუთებიდან ზურიკო დავითაშვილის ნაცვლად ველით გიორგი ჩაკვეტაძესაც, რომელიც ევროპირველობის შეხვედრაში გვიან ჩაერთო.

გიორგი ქოჩორაშვილმა ყველაზე ბოლოს (ორშაბათს) ითამაშა, თვალწარმტაცი საგოლე პასი გააკეთა და ახლა მისი ნაკრებში გვეიმედება.

შეტევა

საქართველოს ნაკრების წარმატებული სტილისა და ხელწერის მიუხედავად, მიგვაჩნია, თბილისში ჩეხებს უფრო უნდა შევუტიოთ, მოწინააღმდეგის საჯარიმოში კი მეტი დრო გავატაროთ. მათთვის კვლავ ბურთის მთლიანად დათმობა და ჩაწოდებების საშუალების მიცემა, თუგინდ ამას ჩვენი მწვავე კონტრშეტევები მოჰყვეს, საუკეთესო გადაწყვეტილება არ გვგონია. ამ ფაქტორისა და ახალი სეზონის მონაცემების გამო, სავარაუდოდ, ხვიჩა კვარაცხელიას შეტევაში ბუდუ ზივზივაძე შეუწყვილდება, გიორგი მიქაუტაძე კი ამჯერად სათადარიგოთა სკამზე იქნება. "ჟორჟს" სარგებლის მოტანა სათადარიგოთა სკამიდან შეუძლია. ბოლოს ის ამ რანგში საბერძნეთთან ფინალურ დაპირისპირებაში ვნახეთ. ბუდუს ჰამბურგში ჩეხებთან საერთოდ არ უთამაშია.

შეგახსენებთ, 7 სექტემბერს (20:00 სთ) მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს (22:45 სთ) ტირანაში საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება.

IHMO
zura222 არ იღელვვო მაგაზე და ჩეხეთს რომ მოვუგებთ ყველა ქართველს გაგვიხარდება და ისინი ვისაც არ გაუხარდებათ კიდე ბოღმისგან გასკდებიან
Levani
საქართველო-პორტუგალიის პარალელურად თურქეთი-ჩეხეთი მიდიოდა პარალელურად და ბუნებრივია ქართველებმა არ ნახეს ეგ თამაში, მე ტოტალიზატორში მომიწია ყურებამ და ცალი თვალით იმათაც ვუყურებდი. ჩეხეთს პირველ ტაიმში კაცი გაუგდეს,მაგრამ კაცნაკლულებმა თამაშით აჯობეს თურქეთს და ზუსტად ისე ითამაშეს როგორც ჩვენთან, ცხოველური ფიზიკის ხარჯზე უპირატესობა ჰქონდათ,მაგრამ გოლის გატანა არ იციან. ანუ ეგაა მაგათი სტილი და სავარაუდოდ სულ მასე თამაშობენ სწორხაზოვნად. ასე რომ ვილი და მისი შტაბი რამეს მოიფიქრებს. ჩვენ კვარაცხელია,ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი გვყავს არ დაგვავიწყდეს ეს ბიჭები ბარეორს გაძლევენ შუაზე და კიდე ერთი დიდი პლიუსი ყველა გუნდისთვის მეგობრული და დადებითი ატმოსფეროა. დანარჩენი შაბათს გამოჩნდება. ამ ბიჭებმა ფინალურს გემო გაუგეს და ახლა ამათზე მეტად არავის არ უნდა მსოფლიოზე გასვლა
zura222
რომელი გოგოტიძე ? ასლანას ჯემალა? DD ისე გოგლიჩიძემ ძალიან კარგად ითამაშა გეთანხმები ))
zura222
წინა სტატიის კომენტარებში იმ არაკაცმა GLA-მ დაწერა ჩემი სახელით ჩეხებზე ის სისულელე თითოს მე ევროპის ჩემპიომატზე ჩეხების მოგებას ვნატრობდი და შანსი არ გვქონდა @ ვინც იქ დაიჯერა რომ ის სისულელე მე დავწერე ნახოს კომენტარებში როდის ვიხმარე სიტყვებში "დ"-ნაცვლად "თ" ? თანაც ორჯერ გაიმეორა იმ ვირთხამ აი ასე--"სამწუხაროთ" ! და მერე მოაყოლა შეფების მიერ წინასწარ მომზადებული ტექსტები--ნახეთ რა მოღალატეები არიან ზურა222 და სხვებიო (იმ სხვების სახელითაც წერს ასიანი კომენტარებს) მთელი დღე და ღამე კომპიუტერთან გდია და "მუშაობს" და უყრიან მსუყე სალაფავს ლიბერალები @
zura222
დაცვაში რაც შეიძლება მაღალი მცველები უნდა დავაყენოთ რომ იმ აყლაყუდა ჩეხებს შანსი არ ქონდეთ ჩვენ საჯარიმოში ბურთის მიღების და ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილი კიტეიშვილი და აუცილებლად ჩაკვეტაძე ! ვეღარ ვცნობ მაგ ბიჭს მთელი თამაში ისე დარბის და ყველგანაა თითქოს ავიაძრავი ჩაუდგეს და ყოველ ბურთზე ისე იბრძვის თითქოს სიკვდილ-სიცოცხლეა იმ ბრძოლაზე დამოკიდებული (კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვლადიმერ ვაისს ჩაკვეს გადარჩენისთვის და ასეთ ფორმაში ჩაყენებისთვის) ასეთი მოძრავი და მებრძოლი ნახევარმცველი მგონი გოგიტა გოგუას მერე არ გვყოლია და შეტევაში რაც შეუძლია ის ყველამ ვიცით
bd
ძალაზე აგებული გუნდია თან მაღლები იმედია ევროპაზე რაც დაგვმართეს ისე არ წაუვათ... ლოჩოს დააყენებს მგონი ფლანგზე გაბარიტების გამო კონტრ შეტევებზე შეიძლება დაჭერა მაგ გუნდის საკითხავია რამდენჯერ გამოგვივა
zura222
თამაშს ვუყურე ერთნახევარჯერ (ანუ ჯერ მთლიანად ვუყურე და მერე 15 წუთიან მიმოხილვას) და გოგლიჩიძემ მართლა ძალიან კარგად ითამაშა-მართალია ცარიელიკარიდან არ გამოუტანია ბურთები მაგრამ მეტოქის ყველა შეტევის დროს კარგად ავსებდა ცარიელ ადგილებს აზღვევდა თანაგუნდელებს და თავითაც კარგად თამაშობდა ორი პატარა "ძშეცდომა" ქომდა-ერთხელ მეტოქე გასცდა და ჩააწოდა და ერთხელკი ცუდად გამოიტანა ბურთი და მეტოქეს მიუვიდა საჯარიმოს ხაზთან სახიფათოდ ანუ ის შეფასებები რაც მიიღო ნაღდად დაიმსახურა კი არა უფრო მეტიც უნდა ქონოდა !
გია_544
მერე გოგიტიძე გამოეძახა )) ბმული დადე, რომ ბოტად არ ჩაგთვალოთ )
კახა ქ.
არის იუთუბზე ცალკე გოგიტიძის მომენტები ამოკვეთილი.ნე რაც ვნახე მშვენივრად გაართვა თავი
მირო+
თამაშიც არ აჩვენეს და შეფასებებით ვუყურებდი მის სწირ თუ არასწორ ქმედებას,ისე ერთ ეპიზოდში 7.6 ზეც კი ავიდა.იქ მწვრთნელმა და კიდე რამოდენიმე ემპოლის ჟურნალისტმა დაწერა კარგი სიტყვები...ის პოლონელი ვინც ტორინოში გაუშვეს დაცვის იმედი იყო,ეხლა გარისკეს ისე დიდი ხანი ავარჯიშეს ტაქტიკა და სავარაუდოდ ენაც ისწავლა მოღონიერდა და ათამაშეს რისკი იყო მაგრამ...ბოლონიას შეტევა არაა ხუმრობა...უნდა ითამაშოს მთელი სეზონი რომ ვილიმ ჩასვას..ვფიქრობ ეხლანდელი გამოძახება მისი "პალასაა" ცხოვრიბესეული შეაგუებს ნაკრების გარემოცვას ეგ ტორპედოელია და დინამოელ ბიჭებს არც იცნობდეს შეიძლება..ჩეხებთან ღმერთმა არ ქნას და თუ ჩვენი ანგარიში არ იქნება შეიძლება 10-15 წუთი შევიდეს,გველესიანის ნაცვლად,ალბანეთში ვერ გადრანი ყავს სანახავი მთლიანი თამაშიც რო მიცეს არ გამიკვირდება და ის არ ჩააგდებს ცოცხალი თავით...წარმატებები ჩვენ ქვეყანას. ( სკოლაში არ გივლია და რაღაც მსგავსები მომწერა რამოდენიმე გენიოსმა,ვაღიარებ ერთი ორ ადგილას მძიმე არ გამოვიყენე და ვერ იქნებოდა კარგი წასაკითხი, დავდიოდი და ოკ ვიღებ შენიშვნას ოღონდ სულ ვცდილობ პოზიტიურს მივაწვეთ და იმ სტატიიდან მარტო წერტილ მძიმეს რო ეძებ და აკრიტიკებ.)
ქომაგი
გია_544
გია_544
""ემპოლიში" წარმატებული დებიუტის მქონე საბა გოგლიჩიძე" - მიხარია, რომ როგოც იქნა დაცვის ცენტრში ახალი თაობა გამოჩნდება! მაგრამ.... "წარმატებული დებიუტის" ვიდეო დასტური ვერსად ვერ ვნახე. ყველა ქართული სპოტული გამოცემა იმეორებს ამ ფრაზას და არც ერთ ეპიზოდს არა დებს) საეჭვოდ შეკრეს პირი და თავს გვახვევენ ამ აზრს. რა კადრებიც ვნახე (3 წუთი იტალიელების ვიდეო), არსად არანაირ მოქმედებას არ აკეთებს გოგლიჩიძე (შებინტული მარცხენათი ადვილად იპოვით მინდორზე). პირიქით, ან გვერძე დგას ან გვერდს უვლიან მეტოქეები)) ღმერთმა ქნას და ნაკრებში გაიბრწყინოს.
Achi
Me magalitad msurs shemtevi pexburti itamashon tanabari donis gundebivart titkmis. Mamarda, azarovi,kashia,goglichidze,kakabadze,kiteishvili kochora,chakve,xvicha,zuriko,budu(mikautadze)
tngh
მეტოქე სერიოზულია... სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს პირველიდან ბოლო წამამდე!!!
ქუთაისელი
დაგვღუპავს სანიოლი.
rigiti
ჩვენთვის ყველა ჯგუფი სიკვდილისაა(ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო)
წატი შენი
მიდი რა ,მხითარიანს და ბარსაგიანს უწერე კომენტარები, შენი სირობები აქ არავის აინტერესებს.
tngh
შემადგენლობას სანიოლი დაადგენს!!! წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
დავითი
ძალიან მნიშვნელოვანია დაცვამ ითამაშოს კარგად.ამით ნახევარ დაცვას მიეცემა საშუალება ბურთის დაჭერის და კავშირი არ გაწყდება თავდასხმასთან.ყრუ დაცვაში და მარტო კონტრშეტევებზე თამაში არ მოგვიტანს კარგ შედეგს.ეროვნებათა თასზე კი ნამდვილად აქვს აზრი კარგად გამოსვლას იმიტომ,რომ რამოდენიმე ძლიერი ნაკრები შესარჩევიდანაც გავა და შეიძლება ფლეი ოფში(და არა პლეი ოფში, როგორც რუსული კალკიდან დაეჩვიენ გამოთქმას)საკმაოდ მისაღები მეტოქე შეგვხვდეს.
Genas
ტაში პარიი!
გენა
ჯამბული, ჯუმბერი, ჯემალი იქნება შედეგი..
nika
ჩვენ გარანტირებული არც ჯგუფურიდან გასვლა გვაქ და არც ერთა ლიგიდან, ამიტომ ორივეგან მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ იქნებ რომელიმე ერთმა გაამართლოს.
leqso-ს
მე არსად ამომიკითხავს, რომ თავქუდმოგლეჯილი უნდა შევუტიოთ, მაგრამ ჩეხეთთან თამაშს უყურეთ? ისევ მამარდა ხოარ აიღებს ამდენ ბურთს. კვარას შიშს რაც შეეხება, ეგ ჩვენს ყველა მეტოქეს აქვს
მირო
ბიჭებო და გოგონებო,თუ გადავხედავთ ამ ერთა ლიგის სასტავს,ჩვენთვის უფრო მთავარი შეიძლება ძირითადი ჯგუფური ეტაპიდან გასვლა უფრო პერსპექტიული იყოს.აქ ისეთ გუნდებთან შეიძლება მოგვიწიოს თამაში,თუ ჯგუფს მოვიგებთ,რომ შანსები ნაკლები გვექნება.ამიტომ ერთა ლიგას მგონია ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ და აქცენტი ძირითად ასპარეზობაზე უნდა გადავიტანოთ.არ უნდა ვეცადოთ თავით კედლის განგრევა.ამიტომ დიდ მნიშვნელობა ვერ მივანიჭებდი ჩეხეთთან თამაშს.ჩვენ შეგვწევს ძალა და ოსტატობა ძირითადი ჯგუფიდან გავიდეთ,რადგან რეიტინგში წინ წავიწიეთ და მაინცდამაინც სიკვდილის ჯგუფში არ უნდა მოვხვდეთ.
შულაია
ჩვენებს მაისურებზე საქართველოს ბანკი რომ აწერიათ და არა ისევ ვთბ ბანკი, მთავარი ჩემთვის ეს არის. ეხლა კიდევ თუ არ წავაგებთ ან კიდევ უკვეთესი ყარაულის თოფივით გაგვივარდება[კარგი გაგებით] და მოვიგებთ ხომ საერთოდ კამფეტი იქნებოდაააააა.....
d-ს
ხედავ, როგორ აეწვათ ბიჭბს ერთი ადგილი.
q
ჭირიმე შენი
leqso
მე კიდევ ცოტა ავანტურულად ამბიციური და ბაქი-ბუქი მგონია იმის მოწოდება რომ ნაკრებმა აუცილებლად პირველ ნომრად უნდა ითამაშოს და საკუთარ საჯარიმოში გამოკეტოს ჩეხეთის ნაკრები, ასეთ თამაშს რა აჯობებდა, მაგრამ არის კი ჩვენი ნაკრები დღეისათვის იმ დონეზე რომ ჩეხეთის ყალიბრის გუნდს გახსნილი ფეხბურთი ეთამაშოს ,თუნდაც თბილისში,არც სანიოლი მგონია ისეთი ბრიყვი რომ ის სტილი შეცვალოს რასაც ევროზე იყენებდა-დაცვიდან თამაში, წინ კვარას და მასთან ეთად სხვა შემტევების იმედათ, რომლებიც რამდენიმე მომენტს მაინც შეიქმნიან უდავოდ. მახსენდება იგვე მოწოდება გასულ სექტემბერში ესპანეთის ნაკრებთან თამაშის წინ,რომ უნდა შეგვეტია,კარვახარს კვარას შიშით არ სძინავსოოო და კიდევ ათასი მსგავსი...რაც მივიღეთ აღარ მინდა გავიხსენო. მგონია მსგავსი შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ და ვითამაშოთ ისე რამაც გასულ ევროზე გაამართლა - მკაცრად დაცვიდან! კონტრშეტევებზე გათვლით!!!
01-07
ჩეხეთს ვამარცხებთ 3-1
არ გინდათ მოგება?
არ შეუტევთ და კარგ ჩიტსაც დაიჭერთ! ყოველთვის მამარდა ვერ გადაგარჩენთ. საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. და ისწავლეთ ნორმალური პრესინგის თამაში. არა ისე, როცა ხვიჩა ან ჟორჟი ეულად ვითომ აწუხებენ დაცვას და სულ ტყუილად ხარჯავენ ძალებს. ორი კაცი 5-6 კაცს ბურთს ვერასოდეს წაართმევს. და მორჩით ერთხელ და სამუდამოდ ამ მეორე ნომრად თამაშს! ყველა ხომ ესპანეთის ნაკრები არაა? ითამაშეთ რა ნორმალური ფეხბურთი, დავიღალეთ ამ სვარკის ყურებით.
გენა
2:0 წააგებენ და მერე ატყდება ბუზღუნი, დაიწყებთ წუწუნს, რომ სანიოლი არ ვარგა, რომ ესა თუ ის მოთამაშე არ უნდა დაეყენებია. რომ ვიღაცა რატო არ გამოიძახა და ა.შ... გეგონება პელეები გყავდეთ და არ იძახებდეს. ეეჰ.
Temo
Miqautadze dziritadshi
d
ესენი არიან საბჭოთა მენტალიტეტის საზოგადოება თუ შენი აზრი არ ემთხვევა სხვისას ესეიგი არ ვარგა :) მარტო თვითონ იციან და მოიტხოვენ რო გინდა თუ არა შენც დაეთანხმო. ადამიანი გამოთქვამს თავის მოსაზრებას, თუნდაც მცდარს, არ აქვს უფლება? არა ბატონო ამათი ფიქრით არ აქვთ. და მათგან უნდა აიღო ნებართვა :)
გიგა
რატომღაც მგონია ჩვენები დიდი ანგარიშით, დათმობენ თამაშსს.
რატი
საინტერესოა, ვინც ამინუსებს, რა არ მოსწონს. თეორიულად, ალბათ ჟორჟის სათადარიგოობა. რა გგონიათ, თქვენზე ნაკლებად უყვარს გიორგი ხალხს ან ავტორს? არაფერს უყურებთ და მარტო ისევ პოლიტიკურში გადაგყავთ? ან წინა თამაშის ანალიზი წაიკითხეთ, ან ბიჭების ფორმას შეხედეთ
Korsava
სად მეორე ბუნდესლიგა და სად ჩეხეთის ნაკრები?? რუმინეთში გადადიოდა ბუდუ მილინ ევროდ, რა ხაჭაპური ხინკალი ხალხო?! მიქაუტაძე დაიწყებს ძირითადში!!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ