საქართველოს ნაკრები ისტორიული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად იასპარეზებს. ვილი სანიოლის გუნდი ისევ ჩეხებს შეხვდება, რომელთაც გერმანიაში ფრედ (1:1) ეთამაშა - "მიხეილ მესხზე" დღეს, 7 სექტემბერს, 20:00 საათზე.

"ჯვაროსნებმა" ევროპირველობის მერვედფინალში გასვლით თავი მაღლა ასწია და ახლა მუნდიალზე ფიქრი დაიწყო. "ერთა ლიგა" ჩვენი ნაკრებისთვის წარმატებული ტურნირია, უკვე ორი დივიზიონით დავწინაურდით. მსოფლიო ჩემპიონატისკენ გზა გაცილებით რთულია, ხსნებული ტურნირი ამის პირდაპირ საშუალებას არ გვაძლევს.

ბოლო 11 მატჩიდან საქართველო მხოლოდ სამში დამარცხდა და აქედან ორჯერ ესპანეთთან. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალამდე მისვლის შემდეგ ჩეხეთის ნაკრები ჯერ "ერთა ლიგის" მთავარი დივიზიონიდან გავარდა, უკანასკნელი ევრო კი ქართველებთან მოპოვებული ერთადერთი ქულით (1:1) დაასრულა. მწვრთნელ ივან ჰასეკს მოუწევს, ისევ გააჩინოს ის ნაპერწკალი, რაც მუშაობის დასაწყისში ჰქონდა. ევრო 2024-ის შემდეგ ფიფას რეიტინგში ისინი 13 საფეხურით დაეცნენ. ბოლო 13 გასვლითი დაპირისპირებიდან ჩეხებმა მხოლოდ სამი მოიგეს და ამ მხრივ საკმაოდ უჭირთ.

როგორი იყო წინა მატჩი და რა ცვლილებებს ველით -

ევროპირველობის შემდეგ, ამ ეტაპზე, სანიოლის გუნდთან ერთად არ არიან კვირკველია, შენგელია, კვეკვესკირი და ქვილითაია, ხოლო მექვაბიშვილი და სიგუა ტრავმირებულები არიან; გვყავს დებიუტანტები - გოგლიჩიძე, გადრანი და ნონიკაშვილი; დაბრუნდა აზაროვი... ცვლილებებია ჩეხეთის ნაკრებშიც. ლევერკუზენის "ბაიერის" კიპერი მატეი კოვარი აქ მთავარი მეკარე გახდება. კაპიტანი ტომას სოუჩეკი ("ვესტ ჰემი") ნაკრების რიგებში 73-ედ ითამაშებს. მათგან ყველაზე სახიფათო ისევ პატრიკ შიკი იქნება, რომელიც 40 სანაკრებო შეხვედრაში 20 გოლის ავტორია.

საქართველოს ნაკრების ძალები კონტრშეტევებზე ჩეხებმა კარგად დაინახეს (ჩვენ - მათი ჩაწოდებების ხიფათი), ჰამბურგში გამარჯვებაც შეგვეძლო. დაველოდოთ, თბილისში როგორ სცენარს ვიხილავთ - გულშემატკივრები მონატრებულ და წარმატებულ ნაკრებს ელიან!..

ვახო
ბიჭებო! გამარჯვებას გისურვებთ,აბა თქვენ იცით როგორ გაგვახარებთ!
sandrex
ლაივსქორს სავარაუდო შემადგენლობაში ალთუნაშვილი უწერია,იმედია არ გამართლდება და მაგ აზრზე არ დადგება სანიოლი,ალთუნაშვილს ძირითადში კი არა საერთოდ ნაკრებში რა უნდა???
გიორგი
ჩეხებს დაადუღებენ ბიჭები დღეს.
აკაკი კიმახიძე
სალამი ღვთისო,მეგობარო.ვკითხულობ შენს სტატიებს.მომწონს და გულშემაკივარი ვარ შენი.ემიგრაციაში ვარ და მონატრებული ყველაფერ ქართულს.ერთ თხოვნა მაქვს იქნება გააკეთოთ რუბრიკას სადაც ქართული გუნდებს გაგვაცნობთ ან თუნდაც საბავშო სკოლებს რეგიონებიდან,ქვედა ლიებიდან,არამარტო საფეხბურთოს.ვფუქრობ საინტერესო იქნება

ჩემი მოკრძალებული აზრით, სანიოლი უნდა წასულიყო და ახალ მწვრთნელს დაეწყო ახალი მიზნებისთვის მუშაობა, ახალი უკანა ხაზით, ახალი ხედვებით. ამაზეა სამუშაო რომ მუხტი არ დავარდეს და მოტივირებული გუნდი სიახლეებს შეეჭიდოს. გაცილებით ძლიერ გუნდებს ეპარებათ ეს მომენტი (ესპანეთი 2014, შემდგომ გერმანია, ახლა საფრანგეთი, ხორვაიაც) და არ არის დიდი ტრაგედია, მაგრამ დრო იკარგება და არც მაღალი კლასის ფეხბურთელების ის რაოდენობა გვყავს რომ მერე მალევე დავბრუნდეთ აღმავლობის გზაზე. სამწუხაროდ არ მაქვს წარმატების მოლოდინი , იმედს კი რა თქმა უნდა არ ვკარგავ, რომ ჩეხების დომინირება ევროს თამაშზე მხოლოდ შემთხვევითობა იყო და ახლა ნამდვილ ფეხბურთს ვაჩვენებთ. წარმატებები ბიჭებს!
ჩემის აზრით
არაფრის დიდებით არ უნდა დავთმოთ ცენტრი. არაა ჩეხეთი ესპანეთის ნაკრები, რომ პირველივე წუთიდან ჩავაბაროთ ცენტრი. თუ ვაჯობებთ, მაშინ დაცვაც არ დაიღლება უაზრო მოგერიებებით და თავდასხმაც დროულად მომარაგდება პასებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი ერთში განმეორდება ევროპა და იქნება უამრავი ბრახუნი მამარდას კარში და არაა გამორიცხული რომ ეხლაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდეს. ბიჭებო, დაიმახსოვრეთ, საუკეთესო დავდაცვა თავდასხმაა. პრესინგი მოწინააღმდეგის ნახევარზე და ცენტრი სულ ჩვენი იქნება. სანიოლს მოვუწოდებ დროულად განახორციელოს შეცვლები როგორც კი ვინმეს შეატყობს დაღლას. ვეღარ დარბის? გამოცვალე, თუნდაც პირველი ტაიმი იყოს. მხოლოდ სწრაფ ტემპში და მასირებული ზეწოლით გავიმარჯვებთ. დროა პირველ ნომრად ვისწავლოთ თამაში! მხოლოდ გამარჯვება საქართველო!!!
მწარე
"ფილოსოფიური" კითხვა: რა სჯობს ჩეხებთან, გამარჯვებისთვის თამაში ძველი ტაქტიკით და შემადგენლობით თუ ახალი ტაქტიკურუი სქემების ძიება და ახალი ხალხის გამოცდა?
არჩი
გულშემატკივარი უნდა იყოს ოპტიმისტი და იმდიანად განწყობილი. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გვყავს, ჩვენს შეტევას - კვარა-ჩაკვე-ჟორჟიკას ნებისმიერი დაცვის გარღვევა შეუძლია, კარგი ნახევარდაცვა გვყავს - ქოჩორა და კიტე და არავის დაუდებენ ტოლს. ამ ეტაპზე ცოტა დაცვა გვანერვიულებს, მაგრამ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს, რომელთაგანაც ყველა ახალგაზრდაა, დაცვაშიც წამოეწევიან ახალგაზრდა ტალანტები და ისეთი ნაკრები გვეყოლება 8-10 წელი, ნებისმიერ გრანდს თანაბრად ვეთამაშებით. რა მაგის პასუხია და ახალგაზრდულში ძალიან მომეწონა ოდიშარია, ტექნიკურია, სწრაფია და ორივე ფეხით მაგრად თამაშობს. ნაკრებმა შეიძლება წააგოს, მაგრამ ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. მთავარია, გუნდში დისციპლინა, თავდადებული თამაში და გამარჯვებულის მენტალიტეტი მოიტანა სანიოლმა და მადლობა ამისთვის გულშემატკივრებისგან. ვისაც თავი სპეციალიტი გონია, ჩასაფრებულია ან პოლიტიკურად ანგაჟირებულია, თავი დაგვანებეთ ჩვენ და ნაკრებსაც
გიო
კიდევ კარგი შენ არ ხარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, დაღპავდი ნაკრეს მაგ ფსიქოლოგიით რომ გაუშვები ნაკრებს მოედანზე, ისე სირცხვილია შენგან ასეთი კომენტარი
dinamo
რატო და არ გვყავს ის დონე რო ჩეხეთს მოვუგოთ..ღმერთმა ქნას ვცდებოდე მაგრამ გეუბნებით ჯერ ბევრი გვიკლია ჩეხეთამდე...
სამწუხაროდ
სამწუხაროდ,არ მაქვს ზედმეტი ბილეთი,გაჩუქებდი უეჭველად. დროა,ვისწავლოთ რო გადაყიდვა ტეხავს და არ შეიძლება ერთი ფანი მეორის ხარჯზე მდიდრდებოდეს.
Levani
არა გვაქვს ისე საქმე რომ ვიწუწუნოთ. 4-5 წლის წინ ყაზახეთთან თამაშზე ვნერვიულობდით. ამ გუნდ შეუძლია ბრძოლა,ჩვენ უნდა ვუქომაგოთ. რა იყო,ბრაზილია ვართ თუ ესპანეთი ჩეხეთთან გამარჯვებაში დარწმუნებული რო ვიყოთ. მერე მეორეა-ამ ჯგუფში ისეთი მართალი გუნდებია უკრაინა და ალაბანეთი რო ყველა ერთმანეთთან ქულას დაკარგავს და საქართველოს შეუძლია თუნდაც 7-8 ქულით მინიმუმ არ გავარდეს. დანარჩენი კიდე მოედანზე ვნახოთ. ხვიჩას,კოტეს და ჩაკვეს თამაში ერთად ერთი სიამოვნებაა,როგორ არ უნდა უქომაგო როცა ასეთი გუნდი გეღირსა. თუ გავიხსენოთ 10-15 წლის წინანდელი შემადგენლობა ყველაზე შემოქმედებითი ფეხბურთელი გოგუა რო ყავდა გუნდს.
გიორგი
3 ბილეთი მჭირდება თუ ვინმეს აქვს გასაყიდი ავიღებ,გამომეხმაურეთ.
Irakli
ქოცი მე მგონი შენ თვითონ ხარ!
41
ჩეხებს ფიზიკურად ვერ ვაჯობებთ, მაგრამ მათ გოლის გატანა უჭირთ და ტეხნარებიც არ უყვართ სასურველი ანგარიში იქნება 0:0
მიროს
კაი კაცი, აბა ერთი წაგება და ეგრევე დედას რომ უტრიალებენ, ეგაა საქმე?
555
ჩეხეთი მოუგებს ქოცების ნაკრებს 3-0 ს ან უფრო მეტს ერთადერთი ქოჩორა მეცოდება იმ ქოც ბანდაში რომ მოხვდა
რაბუ
რატოოო ადამიანო რატოოოოოო ?
ავლიპ ზურაბიშვილი
მოიტა ძმა დონ ფიფოს დინამოს მიხედე რა...რას ითარსები...რთული თამაშია და ყველაფერი მინდორზე გამოჩნდება...წარმატება უსურვე რა ბიჭებს,შეფასებები მატჩის შემდგომ გავკეთოთ...
dinamo
გინდა გამკიცხეთ რაც გინდათ ის თქვით სიმართლე სიმართლეაა ერთს გეტყვით უეჭველი წავაგებთ ჩეხეთან მილიონი პროცენტით გეუბნებით არარსებობს ჩეხეთთან ფრეც დიდი შედეგია...
G.LA
ეს უკვე ბ დივიზიონია და ჩვენ დავწინაურდით. ახლა ჯერ ბ დივიზიონშია საჭირო დამკვიდრება, ამ ჯგუფში ა დივიზიონიდან დაქვეითებული გუნდებიც არიან. ახლა თუ წარმატებით წარმოვჩინდებით საუკეთესი შემთხვევაში პლე ოფში გაცალთ თუ ვერ გავალთ კარგად გამოსვლა ამ ჯგუფში წაგვადგება მსოფლიოს შესარჩევ ჯგუფის კენჭის ყრაში. შესაძლებელი გახდება შესარჩევიდან გასვლა რადგან იქ უკვე ჩვენზე დაბალი რეიტინგის გუნდები შეგვხვდება და შესაბამისად აუტსაიდერებიც იქნებიან შესარჩევ ჯგუფში. მაგალითად ფავორიტი რომელიმე გრანდია და ჩვენი ნაკრები შესაძლო აქ კარგად გამოსვლით მე-2 კალათიდანაც შეიძლება კენჭი ვიყაროდ. იმედია წარმატებულად გამოვალთ. დარწმუნებული ვარ მინიმუმ არ წავაგებთ ჩეხებთან.
მირო
ძალიან ძნელი თამაში გველის.რაც იუო ევროპაზე,მშვენიერი და საამაყო იყო,მაგრამ უნდა და ვეშვათ მიწაზე და არ მოვთხოვოთ ჩვენს ფეხბურთელებს ის,რაც შეუძლებელია.რომც წავაგოთ არ იქნება ტრაგედია.მთავარია თამაშში მონდომება,ინტენსივობა,ცოტა ყურადღება დაცვაში და აქტიურობა თავდასხმაში.ჩვენ ზრდის და განვითარების გზაზე მყოფი გუნდი გვყავს და ყველაფერი წინაა.ამ გზაზე კი ზოგჯერ წაფორთხილებაც გარდაუვალია.წარმატება უსურვოთ ბიჭებს და მსოფლიოზე მოხვედრა.წინ თავაწეულები!!!თქვენ დაიმსახურეთ!!!
Jora-giorgi
ხოო კარგია იმათ გასვლაზე თამაში რომ უჭირს,მაგრამ ჩვენცრომ ვერ ბრწყინავართ სახლში ესეც ფაქტია,ახლო წარსულში,მხოლოდ კვიპროსის და ლუქსემბურბის დამარცხება შევძელით,მონღოლეთს და ტაილანდ არ ვგულისხმობ, ხოლო უფრო სერიოზულებიდან ვერც ესპანეთი,ნორვეგია,შოტლანდია,საბერძნეთი დავამარცხეთ ,ასე რომ არც ისეა საქმე როგორი ჰარი-ჰარალო განწყობაცაა-ეე მანდ! როგორც ესპანეთან დაგვემართა გასულ სექტემბერში-მარცხი არ მოგვივიდეს.
ჟორა გაბრიჭიძე
ის რაც ევროპაზე იყო, ნამდვილად იყო, ჩაგვეთვალა და ისტორიაშია შეტანილი. ხვალ კი ყველაფერი თეთრი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ, ანუ დავივიწყოთ რაც იყო და ახალი ისტორიის დასაწერად უნდა გავიდეთ მინდორზე. წარმატება ჩვენს ავაზებს.
ეეე
ასე მგონია ამ ორ თამაშში გამოჩნდება სად ვართ რეალურად, მართლა გავიზარდეთ თუ უბრალოდ ემოციის ფონზე მოჩვენებითი იყო ეს ყველაფერი.
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
დღეს, თურქეთი VS საქართველო - რას ეფუძნება ჩვენი რწმენა და წარმატება
სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას
სანიოლი: გამარჯვება? რატომაც არა, ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება
სანიოლი: ამოცანა იყო, ნაკლები ყვითელი ბარათი მიგვეღო - სამ დღეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
არსებობდა სხვა გზა? - არის თუ არა ესპანეთთან მარცხი ტრაგედია და რა შეიცვლება თურქეთში
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია