...სათაურში გამოტანილი ფრაზა ფრანგულიდან ასე ითარგმნება - ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. უკვე თამამად შეგვიძლია თქმა, რომ ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები იმ კონდიციებში მოიყვანა, მისგან ის გამოძერწა, რაზედაც აქ ყოფნის პირველივე დღიდან უფიქრია...

მწვრთნელობა მარტივი არაა. განუსაზღვრელი დრო არავის აქვს, მუდმივი სიახლეები და მოძრაობაა საჭირო, შეკრებიდან შეკრებამდე და ტაიმიდან ტაიმამდე კი არა, მატჩის ყოველი წუთის განმავლობაში. ზოგჯერ უნდა გარისკო, გაარღვიო და შეცვალო. გაუმართლებლობა იქნებ დასასრულსაც ნიშნავდეს... ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს შენ მიმართ გამოთქმულ ნდობასაც და იმასაც, საკუთარ თავს გარედან როგორ უყურებ, თვითგანვითარებაზე რამდენად მუშაობ.

გაგვიკრიტიკებია სანიოლი? ბევრჯერ. იმიტომ, რომ მას ხშირად ჰქონდა ჩავარდნილი შეკრებები, რომელთა შემდეგ მუდმივად თავის მართლება უწევდა, ან არაფერს ამბობდა, როგორც ესპანელებთან მძიმე (1:7) წაგების შემდეგ. შეგვიქია ფრანგი? არაერთხელ. მაგალითად, მაშინ, მის მიერ ტაქტიკის შეცვლამ რომ გაამართლა; როცა "ნაპოლის" მწვრთნელს კვარაცხელია ნაკრებში ახალ პოზიციაზე მოეწონა და ცვლილება მანაც სცადა.

ვილი სანიოლის პიროვნების საილუსტრაციოდ და ჩვენი დამოკიდებულებების გადმოსაცემად ციტირებას მოვუხმობთ, რომელიც ევროპირველობაზე ჩეხეთთან მატჩისშემდეგი სტატიიდანაა - "რა მოეწონა ლუკა ლოჩოშვილის ფლანგზე თამაშიდან თურქეთთან, ამას ისევ რომ მიმართა?! არის პერიოდები, როცა სანიოლი თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებს, მისმა გადაწყვეტილებამ აუცილებლად რომ უნდა გაამართლოს. გარკვეული დროის შემდეგ იქნებ ასეც იყოს (პორტუგალიასთან ეს ნათქვამი დამტკიცდა, ლოჩოშვილმა ისევ ითამაშა და თერთმეტმეტრიანის მოპოვებით, გააამართლა. გაამართლა ჩეხეთ-ალბანეთთანაც), მაგრამ ახლა, ამ მნიშვნელოვან ტურნირზე, ამის დრო მაინც ნაკლებადაა." გვგონია, აქ კარგადაა გადმოცემული მწვრთნელის ხასიათიცა და ჩვენი სათქმელიც.

ვიცით, ვილისთვის ობიექტური კრიტიკა მნიშვნელოვანია და მას ეცნობა. შესაძლოა, პრესკონფერენციაზე ყველა შეცდომა არ აღიაროს, "გაპრავება" სცადოს, მაგრამ გავა დრო და ხვდები, მან რომ ისწავლა, დააკვირდა... სანიოლისგან "იდეალური ტიპი" არ უნდა შევქმნათ, თავისი შეცდომებითა თუ ეგოთი უნდა მივიღოთ.

არც კლუბში და არც ნაკრებში მხოლოდ ფეხბურთელების შესაძლებლობები წარმატების გარანტი არ ყოფილა, აქ უფრო მეტია საჭირო. იქნებ ვილი სანიოლს ძალიან გაუმართლა, ისეთი ბიჭები რომ ჰყავს, ერთმანეთის მიმართ მხოლოდ პატივისცემა და თანადგომა რომ გააჩნიათ, მინდორზეც ბოლომდე იხარჯებიან, დისციპლინა ჩანს, მაგრამ თავისი წვლილი ფრანგსაც აქვს. მწვრთნელის როლს წაგების დროს უფრო ხედავენ, გამარჯვებებისას კი თითქოს ცოტათი იკარგება. მოგებაზე მეტი სწორედ ისაა, გუნდში საოცარ ურთიერთგაგებასა და პოზიტივს რომ ხედავ. ძირითადი და სათადარიგო ფეხბურთელები ერთად აღნიშნავენ გამარჯვებას და ეძებენ გამოსავალს რთული სიტუაციიდან.

"დაკარგული დროის ძიებაში" ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი სახეა. მარსელ პრუსტი "რეფლექსური მეხსიერების" საკითხზე გვესაუბრება. ფრანგული დესერტი ნაწარმოების გმირს შორეულ ბავშვობაში გატარებულ დროს ახსენებს. ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში იპოვა ის მუხტი და წერტილი, სადაც კარგად იხსენებს და აანალიზებს საკუთარი საფეხბურთო თუ სამწვრთნელო კარიერის შუქ-ჩრდილებს, ის ხომ მოწოდებით მწვრთნელია, დიდი გამოცდილების გარეშე, რომელიც თავს იმკვიდრებს. ვილის თავისი წვლილი შეაქვს იმაში, ფეხბურთელებმა წარმატების, დისციპლინისა თუ პრობლემების არსი სხვისი გამოცდილებით ისწავლონ და არა მაშინ, როცა შეცდომას თავად დაუშვებენ. ალბათ, სადღაც ყველა მწვრთნელი ის მშობელია, შვილებს გამოცდილების სრულად გადაცემის საშუალებას რომ აძლევს...

გავაკრიტიკებთ კვლავ ვილი სანიოლს? რა თქმა უნდა. მარჩელო ლიპიმ იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახადა, წავიდა და როცა დაბრუნდა, ძველი დიდების გამო ზედმეტად არავინ მოფრთხილებია. ცხოვრება ასეთია, ზოგჯერ მკაცრიც...

კარგად ვითამაშეთ, შანსები გვქონდა, მაგრამ წავაგეთ - ამ ფრაზას ახლა ჩვენი მოწინააღმდეგეები ამბობენ. აი, როგორ ნაკრებს მოვესწარით. ცოტა ძველ გულშემატკივრებს ეს გვაკვირვებს კიდეც.

ფრანგ პოეტ მალარმეს "თეთრი" ლექსის შესავალში რეკომენდაციებზე წერია, თუ როგორ უნდა წაიკითხონ შემოქმედება. ჩვენ სანიოლისგან ამ წერილის კითხვისას შენელებას ან მშვიდი ადგილის შერჩევას არ ვითხოვთ, უბრალოდ გვინდა ვუთხრათ, რომ წარმატებას მხოლოდ ჩვენს ძალიან მაგარ ფეხბურთელებს არ ვაწერთ და ის მარტო კრიტიკის ჟამს არ გვახსენდება!..

ზ.გ.
რა არი აქ სადაო და საგინებელი თქვე კაი ხალხო .ეგ ესპანეთი რო არ ყოფილიყო მაინდამაინც კიდე რა საოცრება სასწაულს მოვესწრებოდით დიდი ალბათობით!
დავითი
საბჭოთა მენტალიტეტში რას გულისხმობ მეგობარო? საბჭოთა სპორტი მსოფლიოში ყოველთვის ერთერთი უპირველესი იყო...
გიორგი
რას იზავ, ეგრე არ არის ცხოვრება მოწყობილი მარტო სახლში ითამაშო.
T.q
სტატიის ავტორს ვეთანხმები ნამდვილად სანიოლი არის უდიდესი მწვრთნელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, მე და ასევე ვფიქრობ ჩემს გარდა კიდევ ძალიან ბევრი ასე ფიქრობს რომ ის არის ლეგენდა ჩვენთვის და ამას არ ვწერ მხოლოდ იმიტომ რომ სტატიის თემას ერგება არა ამას ძალიან დიდიხანი ვფიქრობ მაგრამ სწორედ ამ სტატიას ესადაგება ჩემი ნააზრევი ამიტომ მას ნებისმიერი ამის შემდგომ შედეგებისა და როდესაც მოვა დრო და იგი ჩვენთან აღარ იქნება მას ყოველთვის და ყველგან პატივისცემით და დიდი სიყვარულით მოვიხსენიებთ, უმადურობა არის ერთ ერთი საშიში მდგონარეობა რის გამოც შეიძლება ადამიანმა ღვთის რისხვა დაიმსახუროს, კი ჩვენი ბიჭები ჩვენები არიან და ყოველთვის ჩვენთან იქნებიან მათ გარეშეც არაფერი არ გამოვიდოდა რათქმაუნდა და ისინიც ოქროს ასოებით ჩაიწერებიან ჩვენს გულებსა და ისტორიაში ამიტომ როგორც ნათ ასევე სანიოლსაც შესაბამისი პატივისცემა და მადლიერება ჭირდება, დაფასება ეს არის ის რაც მადლიერებას უმაღლეს დონეზე გამოხატავს, და კიდევ თუ გავალთ მსოფლიო ჩემპიონატზე მე ლირდაპირ ვიძახი იგი ეროვნული გმირის სახელს იმსახურებს! მან შემოიტანა მენტალიტეტი და დისწიპლინა საბჭოთა მენტალიტეტი აღგავა მიწისაგან პირისა და შედეგიც ჩვენი თვალით ვიხილეთ!! და იცით მე მწამდა რომ საბერძნეთთან იგი თავის სიცოცხლეში მეორე ფინალს აღარ წააგებდა უბრალოდ საკუთარ თავთან არ ქონდა ამის უფლება და ასეც მოხდა მაინ გაიმარჯვა ჩვენთან ერთად. ვილი ჩვენ გულებში სამუდამოდ!!
ქუთაისელი
ამ გვერდს ადმინი არ ყავს? ბოლო სიტყვებით რომ იგინებიან, ამას რატომ ადასტურებთ? GEL-100, ქუთაისელი ვარ. არც ნაცი ვარ, და არც ქოცი. შენს დედის რძეს მოვიკითხავ, დიდი სიყვარულით! შენი დედის ატმებსაც დავაყოლებ გემრიელად. მე ჩემი აზრი დავაფიქსირე, თუ არ მოგწონს, დამიმტკიცე საწინააღმდეგო, პიროვნულზე რატომ გადმოდიხარ, შე კლავიატურის ვირთხა???
gel-100
რატომღაც მგონია შენ ქუთაისელი არ ხარ უბრალოდ იცი ყველა დედის პირს გაგინებს და მაგის გამო იწერ სხვა სახელს თორე ქუთაისლებს ვიცნობ, ვმეგობრობ და შენნაირი ბოღმიანი და ბოროტი ხალხი არ არიან ქუთაისლები,,რა პროცენტები ჩამოწერე ბიჭო შე დაუნახავო დედა რძე მოტყნულო, სანიოლის წარმატებას მხოლოდ დაუნახავები, ბოროტები, ბოღმიანი პატარა კაცუნები და ნაცები ვერ ხედავთ დანარჩენი საქართველოსთვის ვილის მოღვაწეობა ნაკრებში არის კარგი და დადებითი თანაც პროგრესირებადი და შენნაირი თითოოროლა სულით მეძავი ვერ შეუშლის ხელს ამ პროგრესს,,ძაან საცოდავები ხართ ეს ოპოზიციურად განწყობილი ხალხი ((ყველა სფეროში)) ვერსად ვერაფერს ვერ შვებით მერე ამის გამო იბოღმებით და ათას სიბოროტეს წერთ და იმდენათ სულელები ხართ იმასაც ვერ ხვდებით არასწორ მხარეს რო დგახართ,,სანაიას შეხედეთ მარტო ეგ გეყოფათ გულის სახეთქად, რადგან ქოჩორამ ნაცებისთვის და ნაცმაცუნებისთვის მისაღები კომენტარი გააკეთა სანაია ამოხტა ტრუსიდან იმდენი აქო და ადიდა არადა ქოჩორა რო პირადად ვილის აღმოჩენილია, ვილი ფედერაციის, ფედერაციის შეფი კიდე კობია, აქამდე რო მიდიან გიჟდებიან ამიტომ მაგდენს არ ფიქრობენ ეს პაწაწინა კაცუნები,,ჩეხეთთან გუნდმა და ყველა ფეხბურთელმა იფრინა თუმცა არც სანაიას და არც სხვას ოპოზიციიდან ერთი საქებარი სიტყვა არ უთქვია და სადაც ძლივს მოვიგეთ იმაზე წერენ რატოო?? იმიტო რომ ქოჩორამ მოგვაგებინა თავისი გოლით, რატო წერდნენ ლუქსემბურგთან გამარჯვებაზე გაუთავებლაად?? იმიტომ რომ ბუდუს გოლებით მოვიგეთ,,დააკვირდით ესაა გუნდის გახლეჩის და ერთმანეთზე გადაკიდების მცდელობა იმის იმედით რო გუნდი აირევა შედეგი დაიკარგება და ამაზე პასუხი კობის და მთავრობას მოეკითხება, აი ესაა რეალურად ნაცების და ყველა მათთან დაკავშირებული ნაძირლის მიზანი რაც არ გამოგივათ,,მადლობა კობის რომ მოძებნა ვილი და პირადად მისი პატივისცემით და გავლენით დათანხმდა ვილი საქართველოს ნაკრების გაწვრთნას თანაც იმ ხელფასად რასაც ქართველი მწვრთნელებიც კი ცოტაობდნენ და მაგის გამო ნაკრებს ღალატობდნენ ეს ფულისტები,,მადლობა ვილის ამ ნაკრების ჩამოყალიბებისთვის ვინაიდან ამაზე მაგარი თაობაც გვყოლია ამაზე მეტი ფეხბურთელიც ტოპ-5 გუნდებში მაგრამ ვერავინ ვერაფერს ვერ აღწევდა და ეხლა ეს პაწაწინა ოპოზიციის კაცუნები დგანან და ვილის დასაკნინებლად მაგარ თაობაზე აპელირებენ მაშინ როცა თავიანთი მმართველობის დროს მაგარი ფეხბურთელებიც ყავდათ და მაგარი მწვრთნელებიც ჩამოყავდათ იმ დროისთვის თუმცა შედეგი ნული, ამით იმის თქმა მინდა რომ ვილიმ, კობიმ, იაშკამ, მუჯირმა, ხიზანამ და ყველამ ვინც არიან ნაკრები გუნდების სათავეში ალალი მადლობა დაიმსახურეს ამ გუნდისთვის ამ ერთიანი ოჯახისთვის და სითბო-სიყვარულისთვის რაც დანერგეს ნაკრებში და რაც თქვენი პლიუსი არასდროს ყოფილა არც ერთ სფეროში ვითომ ოპოზიციავ სინამდვილეში კი ბოღმიანების გაერთიანებავ
100%
ინგლისის პრემიერ ლიგა. შოტლანდიის პრემიერ ლიგა. ლა ლიგა. ბუნდეს ლიგა. ერე დივიზიონი და თან ,,აიაქსი,, ასე შემდეგ. აქ თამაშობდნენ ჩვენი ბიჭები. ტოპმიულერი, კუპერი, ჟირესი და ასე შემდეგ. ესენი იყვნენ ჩვენი მწვრთნელები. შედეგი 0! პირველ რიგში მწვრთნელი უნდა იყოს ფსიქოლოგი და გუნდი ათამაშოს კონკრეტული თამაში ისე, რომ მოწინააღმდეგე წინასწარ ჰქონდეს შესწავლილი. რათქმაუნდა მოტივირებული მოგებაზე და არა თვის ბოლოს, ხელფასზე. ჯერჯერობით ჩვენთვის ვილი კარგი მწვრთნელია.
გიო
კარგი გულშემატკივარი გვყავს ესაა შედეგის მიზეზი ადრე რომ საგინებლად დადიოდნენ და პოლიგონი ქონდათ გინების ბევრ მაშინდელ ქუჩაში გაფარჩაკებულ ხალხს დღეს ეგეთი სასტავი აღარაა
Sasha
Vახ რა შირიკი Xარ

შანიოლი არის კაცური კაცი. ჯერ მარტო მისი პროტესტი ზიდანის საქციელის მიმართ რა ღირს ( არადა მსოფლიო სპორტულ ელიტას გმირად ყავთ შერაცხული ), არის პრინციპების კაცი ,პროფესიონალი თავისი საქმის , ნიჭიერი და აქვს გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება . შემოქმედებითი ადამიანისათვის მეტი არცაა საჭირო.შეკრა გუნდი ფეოლასავით ( კვარას სხვა ტოპებს არ ვგულისხმობ ) და დიდ ფეხბურთს ათამაშებს . მაგარია და მე პირადად მადლობას ვეუბნები და აღფრთოვანებული ვარ მისი შედეგებით. ვინც იცნობს ქართულ სპორტულ სამყაროს მწვრთნელების არაპროფესიონალიზმით და ნეპოტიზმით, ის ხვდება , რა ძლიერი ხასიათის კაცია ილი. ბრავო , სანიოლი.და როგორც თავად თქვა , მადლობა ფედერაციას. არც ერთ შემოქმედს მეცენატის ( ხელშეწყობის ) გარეშე არაფერი ღირებული არ შეუქმნია.
ასეა-s
მოყვარეს პირში უზრახე , მტერს პირს უკანაო კაცმა ჭირი მალა და ვერ დამალაო. ის რომ რამეს ავღნიშნავტ ეს არ ნიშნავს რომ ცუდი გვიხარია. პირიქთ გვინდა რომ უკეთესი იყოს :) ის რომ ცვლილებები არის პრობლემა ეს თურქეთთან წაგებულ მატჩშიც გამოჩნდა. თუნდაც ჩეხეთთან ვერ მოგებაში ევროზე
ასეა
გაიხსენე ცვლილებები, გაიხსენე ბუდუ ძირითადში(დუბლი), და ალბანეთთან ზურიკოს თითქმის 100 % მომენტი, ევროპაზე ლობჟანიძის თითქმის 100 % მომენტი, ხვიჩას შუისკენ გადაყვანაც ცვლილებაა პოზიციური,იგივე ლოჩოშვილის ფლანგზე გამწესება. არ გინდათ რა ეს ზედმეტი ფილოსოფოსობა დატკბით სანიოლის შემოქმედებით და ბიჭების თავდადებით, ინტელექტით, მეგობრული ურთიერთობით და თამაშის ხარისხით.
სოსო
ძალიან კარგი სტატიაა და მადლობა ავტორს!მხოლოდ ერთს დავამატებდი.გუნდის წინსვლასა და შიგნით კარგი ატმოსფეროს შექმნაში,ვლადიმერ ვაისიც არ უნდა დაგვავიწყდეს.ვაისი ნაბიჯ ნაბიჯ აძლიერებდა გუნდს და მათგან ერთიან ოჯახს ქმნიდა.მართალია თვითონ ვერ მიაღწია სანუკვარ მიზანს,მაგრამ გუნდის ხასიათი,შიდა ატმოსფერო და ხერხემალი,უკვე შექმნილი იყო.სანიოლმა მის დათესილს კარგად მოუარა,კიდევ უფრო განავითარა,ახალი ფეხბურთელებიც დაუმატა და უკვე შედეგებსაც ვხედავთ.დღეს ჩვენი ნაკრები მიზანდასახული,შეკრული კოლექტივია,რომელმაც იცის,რა უნდა,იცის,როგორ უნდა და საამისოდ,ძალისხმევასაც არ იშურებენ.
Levani
ვაისს არ ყავდა ფეხბურთელები. ბავშვი ჩაკვეტაძე ათრევდა გუნდს. თავისი თავის ფანი ოქრიაშვილი,20კილო ჭარბი წონა ყაზაიშვილი,გვილია,კვეკვესკირი,აბურჯანია. ამ ბიჭებით ამ ჯგუფს 1-2 ქულით დავასრულებდით.
ჟორა
ალბანეთტან თამაშის ხარისხი არ იყო მაინცდამაინც სახარბიელო ალბათ გასვლაზე დაძაბულები იყვნენ ბიჭები...უფრო მეტით მოვიგებდით სახლში რომ გვეთამაშა
გენო.
გამოძახოს არაბიძე. ანდა ლიბჟანიძე რად უნდა თუ არ ათამაშა.... ან აზაროვი? ლიჩოშვილი კოპენჰაგენს რად უნდოდავესეც ვერ გავიგე
სოსო
ლუკა ლოჩოშვილი,11 კაცში კი არა,14-შიც არ მოიაზრებოდა,თუმცა სანიოლი მასაც ხედავდა და როცა მეტოქე გუნდების სათამაშო სტილმა მოითხოვა,სწორედ ის დააწინაურა,ძირითადში.ასევე გიორგი გველესიანს დიდხანს არ იძახებდა ნაკრებში,მაგრამ როცა კვირკველია უგუნდოდ დარჩა,სწორედ ის დააწინაურა ნაკრებში და მანაც გაუმართლა.გამოდის,რომ სანიოლი ყველას შესახებ კარგადაა ინფორმირებული და როცა საჭიროა,საჭირო კარტს გამოაჩენს ხოლმე.მეორე საკითხია,რომ სამწუხაროდ ყველა პოზიციაზე არა გვყავს შესაბამისი რეზერვი და აქ უკვე მწვრთნელიც უძლურია.
d
ერთადერთი ნაკლი ესაა მეორე ტაიმში შეცვლები ფაქტობრივად ვერაფერს ცვლის. არ მინდა დავიჯერო რომ ნაკრებს 11 მოთამაშის მეტი არ ყავს :)
იხვი
კარგი რა, ტოპმიოლერს ჰყავდა შემადგენლობა, რომელიც ტოპ-20ში ალბათ შედიოდა ევროპაში, თითქმის მთელი გუნდი ტოპ-ლიგებიდან, და მოახერხა იმ გუნდით ლიეტუვის (!) უკან ადგილის დაკავება შესარჩევში. კუპერსაც თითქმის ეგ გუნდი ჰყავდა, და კვიპროსს (!) და ჩერნოგორიას უშანსოდ ჩამოვრჩით. ჟირესმაც ხომ "აგვაშენა". გვარებით ეს თაობა არაა ჯერ იმ თაობის დონეზე, მაგრამ სანიოლმა წინა, ჩავარდნილ შესარჩევებშიც არ იკადრა კვიპროსთან და კოსოვოსთან ჩამორჩენა ჯგუფში.
llcl
პირველ რიგში ვილი აღმოცნდა შესანიშნავი ფსიქოლოგი, ერთ მუშტად შეკრა ბიჭები, რაც ვერცერთმა წინამორბედმა ვერ შესძლო, გულს უხარია მართლაც ბიჭების რთმანეთისადმი ესეთი დამოკიდებულება, აქ ყველა ძირითადის ფეხბურთელად თვლის თავს, ერთად შეკრული ქართვლების დამარცხბა კი ძალიან რთულია! ტაკტიკურადაც გეომეტრიული პროგრესით იზრდება ვილი, პირწმინდდ მოუგო მეორე ტაიმები ოპონენტებს. მადლობა ვილის და ბიჭებს! უკვე ნამდვილი გუნდი გვყავს, შეიძლება წააგონ, მაგრამ იმას ვერავინ დასწამებს ბიჭებს რომ მონდომება და სულისკვეთებ დააკლეს. ღმერთმა დაგლოცოთ ლომებო!
რიგითი
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სტატიის ავტორს მადლობა უნდოდა ეთქვა სანიოლისთვის, ოღონდ თან იმის ეშინოდა თავში არ აუვარდესო:) აქ ზოგიერთის კომენტარი კიდე საერთოდ ცალკე თემაა, ეკუთვნის ამ კაცს მადლობა და დაფასება და ნუ ამადლით, ერთი მადლობის თქმით არაფერი დაგაკლდებათ.
ხომ ერა
ნაკრების გუნდად შეკვრა ჯერ კიდევ ვაისმა დაიწყო, თუმცა ვილიმ ეს ნაკრები ძლიერ გუნდად ჩამოაყალიბა. მადლობა პირველ რიგში ბიჭებს და თითოეულ იმ ადამიანს ვისაც წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს ჩვენი გუნდით ვხარობთ. სანიოლის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის!
ზაგალო
ვინ ამბობს რომ სანიოლი ტოპ მწვრთნელია?, ტოპ მწვრთნელები, ტოპ გუნდებში მიდიან ან პენსიაზე გასვლამდე შეიძლება ჩაიბარონ საშუალო დონის ნაკრები. ჩვენ ჯერ ბევრი გვიკლია "ტოპამდე". შეიძლება გაუმართლა სანიოლს ამ ნიჭიერ თაობასთან მუშაობით, მაგრამ მარტო ნიჭი რომ ვერ შველის საქმეს და სხვა საჭირო კომპონენტებიც და უნარებიც უნდა ასწავლო, ეს არის მწვრთნელის საქმეც.
გოგა
ნაკრების თამაშების 80% ვარ ნაყურები და რაც დღესა ნაკრები ესეთი არასოდეს გვყოლია, იყო გამონათებები ერთი ორი იმედი გვიჩნდებოდა და ისე ჩაისვრიდნენ, რო ... ვინც ეხლა დაიწყო ყურება ვერ გაიგებს, წინა ნაკრებები და დღევანდელშორის რამხელა სხვაობა, იმედია მსოფლიოზე გავალთ
არჩი
დავამატებ მოსაზრებებს: თითქმის სამოცი წლის სტაჟი მაქვს გულშემატკივრობის. 64 წლის საბჭოთა კავშირის დინამო უმაგრესი თაობა იყო, მაგრამ მათი თამაში უფრო ვიდეოებიდან ვიცი. ასევე უმაგრესი იყო ყიფიანის თაობა, ეხლანდელიც ძალიან მაგარია, მაგრამ ნურავის ეწყინება და არველაძეები-ქინქლაძის თაობა გამორჩეულად ნიჭიერი იყო, თუმცა მათ რასაც მიაღწიეს სანაკრებო დონეზე - მაქსიმუმი იყო მესამე ადგილი შესარჩევ ჯგუფში. შემდეგ წელებზე ფეხი დაიდგა ჩვენმა საყვარელმა და ამავე დროს საცოდავმა ქვეყანამ, ტოპმიულერს და ექტორ რაულ კუპერს მილიონიანი კონტრაქტები გაუფორმეს, მაგრამ შედეგი არც ერთს ქონდა. ამ თაობამ შეძლო სანიოლის ხელმძღვანელობით ევროპირველობაზე თამაში, თან მერვედფინალში გავიდა და იქ ესპანეთთან წააგო. მთელი ევროპა გაოცებულია და აღნიშნავს ნაკრების კარგ თამაშს და ვისაც გიყვართ საქართველო და ქართული ფეხბურთი, დაიცალეთ ბოღმისგან, გაიხარეთ და დააფასეთ სათითაოდ ყველას დამსახურება.
mamuka09ze
კარგი სტატიაა. ვილის ნამდვილად ეკუთვნის დიდი მადლობა. პირადად მე ევროს შემდეგ მეგონა, რომ ვილიმ ამოწურა საკუთარი თავი ნაკრებში. რა სასიამოვნოა, რომ თურმე ვცდებოდი. კიდევ ბევრი წარმატება გველოდება ვილისთან ერთად.
ქუთაისელი
სანიოლს რომ მისცე ნებისმიერი წინა ნაკრები, იგივე მენტალიტეტით და ფეხბურთელებით, იმაზე უარეს შედეგს დადებდა რაც დადეს სხვებმა. და წინა მწვრთნელებს, მაგალითად, კუპერს, ტოპ-მიოლერს, ჟირესს რომ ეს ფეხბურთელები ჰყოლოდა ამ მენტალიტეტით, უფრო ადრე მიაღწევდა უფრო სტაბილურ შედეგებს. არ არის სანიოლი ტოპ-მწვრთნელი, რენის და ოსერის დონეა. უბრალოდ, ჯეკ პოტი მოიგო, გ ა უ მ ა რ თ ლ ა!!!

დაუნახავი და უმადური ხალხი ვართ ქართველები! ამაში უკვე მერამდენედ დავრწმუნდი:/
დავითი
ყველას დამსახურებაა, ფედერაციიდან სტადიონის დამლაგებამდე მისული ყველას წვლილი მიუძღვის ამ ბიჭების წარმატების მოპოვებაში
L.J .
Aseti daunaxavi rogor xar???raga erti procenti egac ar dagewera shen xelshi araa :)))
არჩი
ქართველებს უმადურობა არასდროს გვახასიათებდა. კარგის დანახვა ყოველთვის ვიცოდით, შეფასებაც და ზოგჯერ გადაჭარბებულად დაფასება. სანიოლთან რა გვემართება, რას ვემართლებით?! სანიოლს 1% კი არა, ძეგლი ეკუთვნის ქართული ფეხბურთის მიღწევებისთვის. მართლაც საუკეთესო ახალგაზრდები მოვიდნენ ნაკრებში, მაგრამ ვეტერანებიც საკმარისია და ყველა ერთად საუკეთესო გუნდს რომ ქმნის, მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა. სანიოლმა დააწესა გუნდში დისციპლინა და არა მხოლოდ მოედანზე, მანვე მიაღწია მონდომებულ და თავდადებულ თამაშს ფეხბურთელებისგან და გადასცა თავდაჯერება და გამარჯვებულის მენტალიტეტი, რაც თვითონ ჭარბად ქონდა ფეხბურთელობის დროს და მწვრთნელის რანგშიც ამჟღავნებს. ელემენტარულად, ვინც ფეხბურთს მართლა უყურებს და არა მხოლოდ კლავიატურას აჟღარუნებს პროფესორის ან ჩასაფრებულის პოზიციიდან, ყველამ დავინახეთ, რომ პლეიოფებში გამარჯვების შემდეგ თითოეული ფეხბურთელი უფრო თავდაჯერებული გახდა, თავიანთ გუნდებში ძირითადში მოიპოვეს ადგილები და გოლების გატანა დაიწყეს. ეს თავდაჯერება ევროპირველობამ კიდევ უფრო აამაღლა და რა დონეზე თამაშობენ - ვხედავთ. კვარაც და მამარდაც უფრო მაღალი დონის გახდნენ. ჩემგან და ბევრი შემომიერთდება - სანიოლს დიდი მადლობა იმისთვის, რაც გააკეთა, იმისთვის რომ დარჩა ჩვენთან მომდევნო ციკლზე და იმისთვის, მომავალში რასაც გააკეთებს ჩვენი გუნდისთვის. ვინც პოლიტიკურად ანგაჟირებული არ არის, კობიაშვილის გუნდის დამსახურებასაც ხედავს ქართული ფეხბურთის აღორძინებაში და მათაც დიდი მადლობა ეკუთვნით.
მწვრთნელი
ეხლა უკვა ამ გადმოსახედიდან გასაგებია სანიოლს რისი მოღწევა უნდოდა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ამ ბიჭებს ერთად 2-3 წლის უკან, რომ ეთამაშათ მაშინაც გამორჩეულები იქნებოდნენ! ჩაკვეტაძეს, კვარაცხელიას ან კიტეიშვილს, ქოჩორაშვილს (ქოჩორა სანიოლის აღმოჩენაა) ადრე ერთად არ უთამაში! ხან ტრამვებმა და უგუნდობამ გააწამეს ჩაკვეტაძე, ასევე ხშირი იყო ტრამვები კიტეიშვილის შემთხვევაში! რაც შეეხება დაცვას შარშანაც ვიძახდი, რომ გველესიანი და გადრანი გამოსაძახებლები იყვნენ ნაკრებში, როცა არასტაბილურად თამაშობდნენ კვირკველია და ხოჭოლავა! ნაკრები თანდათან უნდა გაახლგაზრდავდეს და ასეც ხდება!
ქუთაისელი
საქართველოს ნაკრების წარმატებაში წვლილი ჩემი სუბიექტური აზრით: 33% - უნიჭიერესი თაობა 33% - შრომისმოყვარე თაობა - ნიჭიერი თაობა ადრეც გვყავდა, მაგრამ ასე მასიურად დისციპლინირებული, მე არ მახსოვს (საბჭოთა თაობას არ მოვსწრებივარ) 33% - სწორი მენტალიტეტი - კაშიამ რომ თქვა, ადრე ნაკრების ფეხბურთელები ბურთს ემალებოდნენ, არ მეხსნებოდნენ ბურთი რომ ამომქონდაო, ეს გამოსწორდა. 1 % - სანიოლი - დიახ, სანიოლს გაუმართლა რომ 99% გამართული გუნდი შეხვდა, სადაც თავდასხმაში და კარში ტოპ-ათეულის ფეხბურთელები ყავს. სანიოლი როგორ მწვრთნელია გამოჩნდება საქართველოს ნაკრებიდან წასვლის შემდეგ. ასე მგონია, სხვაგან წარმატების მიღწევა გაუჭირდება.
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ