საქართველოს ნაკრების მატჩების წინ, პირველ რიგში, ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ვფიქრობთ და სასიხარულოა, ტრავმის მიზეზით სიაში ცვლილებები რომ არ შედის. ყოველთვის ასე ნამდვილად არ იყო. მანამდე და ამის შემდეგ თითოეულ დეტალს ვაკვირდებით, თუ ვინ როგორ ფორმაშია. უკანასკნელ უქმეებზე ზურიკო დავითაშვილი "აფეთქდა", სხვა მხრივ, თითქოს, განსაკუთრებული შედეგები არ გვქონია. ამან ახალი სამსჯელოც წარმოშვა, უნდა ითამაშოს თუ არა ზურიკომ ეროვნული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში. ასეთი გადაწყვეტილებები, გუნდური ბალანსის მიღწევა და ფეხბურთელის "არგაბრაზება" ისაა, რაც მწვრთნელებს უჭირთ. ვილი სანიოლის სასარგებლოდ იმას ვიტყვით, რომ გუნდურობა "ჯვაროსნებში" აშკარად ჩანს, ვინ რამდენი წუთითაც ან საერთოდ არ ითამაშოს, ეს გარემოს არ აუარესებს.

დამაინც, რადგანაც ეს საკითხი ასე აქტუალური გახდა, დავითაშვილთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ. როცა ფეხბურთელი ნაკრებს ასეთ ფორმაში (ჰეთ-თრიკით) და ხასიათზე უერთდება, ბუნებრივია, მას თამაში განსაკუთრებით სურს და სხვა შემთხვევაში იქნებ ობიექტურობაზე კითხვები გაუჩნდეს. როგორც აღვნიშნეთ, აქ ამის შანსი ნაკლებია, ამ ბიჭების უმრავლესობა მეგობრობს და ბავშვობიდან ერთად მოდიან.

არსებულ ტაქტიკურ სქემაში რომ განვიხილოთ, ზურიკო სანიოლს ორ პოზიციაზე წარმოუდგენია - ნახევარდაცვაში გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ან შემტევად იქ, სადაც ხვიჩა კვარაცხელია მოქმედებს. ევროპის ჩემპიონატზე ჩეხებთან ვნახეთ, როცა "ჩაკვემ" დაისვენა და დავითაშვილმა პირველივე წუთებიდან დაიწყო. ამ ფეხბურთელებს განსხვავებული სტილი და ძლიერი მხარეები აქვთ, თუკი გიორგი უფრო ბურთის ფლობასა და პასზეა ორიენტურებული, ზურიკო სწრაფია და მაშინვე იერიშზე მიდის. უკრაინის ნაკრებს ორი მარცხი აქვს, შეტევას აუცილებლად თავიდანვე ეცდებიან და ამ დროს ჩვენი მთავარი მწვრთნელის მხრიდან აქცენტი მეტ სწრაფ ფეხბურთელზე მოულოდნელი არ იქნება. ეგაა, ჩაკვეტაძის გარეშე ჩვენი თამაში ცოტა რთული წარმოსადგენია.

გიორგი მიქაუტაძე ალბანელების წინააღმდეგ

საკლუბო მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, გიორგი მიქაუტაძე ახლა იდეალური ვითარებიდან შორსაა, თუმცა "ჟორჟის" კოზირი გუნდთან და სანიოლის ტაქტიკურ სქემასთან სრული შეთავსებაა. გარდა ამისა, მასზე უშუალოდ დასაკვირვებლად ფრანგ მთავარ მწვრთნელს რამდენიმე დღე აქვს. თუკი საქართველოს ნაკრების შტაბმა გადაწყვიტა, რომ არსებულ ვითარებაში, დავითაშვილი - კვარაცხელიას დუეტმა უნდა შუტიოს, ეს რაღაც ახალი იქნება. ამ შემთხვევაში გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბუდუ ზივზივაძეს მეტი დრო უნდა მიეცეს. რაც ნამდვილად ვიცით, სანიოლი გადაწყვეტილებას გუნდური ინტერესების მიხედვით მიიღებს, ბოლო დროის შედეგები ამის თქმის უფლებას გვაძლევს.

საქართველოს ნაკრებს ახლა თვეში ორი შეხვედრის ჩატარება უწევს. რადგანაც შედეგები დადებითია, სასტარტო შემადგენლობაში განსაკუთრებული ცვლილებები თითქმის გამორიცხულია. ამიტომ, ძირითად შემადგენლობაში, შესაძლოა, კვლავ ლუკა ლოჩოშვილი ვიხილოთ, რომელმაც ბოლო ტურში მხოლოდ ერთი წუთი ითამაშა. ვილის ის ახალ პოზიციაზე მოსწონს, მთელი ფლანგის კონტროლს ავალებს და სასტარტო თერთმეტეულის შესარჩევად მწვრთნელი მხოლოდ გუნდური სტატისტიკით ვერ იხელმძღვანელებს. როგორც სიის, ასევე თერთმეტეულის შედგენისას არჩევანი მისი გასაკეთებელია, ვერგამართლების შემთხვევაში კი პასუხისმგებლობაც მასზეა.

სანიოლს ალბანეთის მწვრთნელ სილვიონიოსთან კიდევ ერთი დუელი ელის

სანაკრებო პაუზამდე ბოლო მატჩში გამარჯვების გოლი გიორგი გველესიანმა გაიტანა. არსებულ ვითარებაში, ირანიდან ფრენების პრობლემის გამო, ის სამშობლოში ავტომანქანით გამოემგზავრა და პოლონეთში, სადაც უკრაინას უნდა ნაკრებს შევხვდებით, ჩვენ გუნდს აქედან შეუერთდება. აღვნიშნავთ ნაკრებში ახლახან დამკვირდებულ შოთა ნონიკაშვილის სადებიუტო გოლს (პენალტით) უკრაინულ "ჩერქასში." მისი გუნდი ირაკლი აზაროვის "შახტართან" (1:5) განადგურდა. ირაკლიმ 90 წუთი ითამაშა, ის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს უმნიშვნელოვანესი შეხვედრებისთვის შეუერთდება.

დღეიდან საქართველოს ნაკრები შეკრებას დაიწყებს. 11 ოქტომბერს უკრაინას ნეიტრალურ მოედანზე, პოზნანში (42 837 მაყურებლის ტევადობის სტადიონზე) ვეთამაშებით, 14-ში კი ალბანელებს "მიხეილ მესხზე" დავუხვდებით.

gel-100
მოკლედ მთელი საქართველო და მსოფლიო თანხმდება და შენც თუ ბრმა არ ხარ ადამიანი უნდა ხედავდე რო მიქაუტაძე ბევრად სწრაფია ვიდრე ბუდუ და ისეთ თამაშში სადაც დაცვაში ვზივართ და კონტრშეტევებზე მივრბივართ ბევრად უკეთესია ჟორჟიკა ეს მსოფლიომ იცის, ამას გარდა სანიოლმა გარკვევით თქვა მიქაუტაძის დამსახურებიდან და კლასიდან გამომდინარე მიუხედავად იმისა რომ ეხლა ცოტა რთული დრო აქ ჩვენ დავეხმარებით და ვათამაშებთო და იმსახურებს კიდეც თავისი შედეგებიდან გამომდინარე ძირითადში ყოფნას მიუხედავად მაგ ყველაფრისა ეს ნაცები და მართლა ყველაფერში ცუდის მაძებარი ხალხი რატო ბურღავთ ტვინს ამ ბუდუთი?? რა ვერ გაითავისეთ რო კლასით და გაქანებით ჟორჟიკა უკეთესია, მაინცდამაინც სანიოლი უნდა გამოვიდეს და გითხრათ რო უმაღლესი ლიგის 20-მილიონიანი ფეხბურთელი უკეთესია ვიდრე მეორე ლიგის მილიონნახევრიანი ფეხბურთელიი?? ბოლო სამ თამაშში კარლსრუემ 2-2, 4-4 და 3-3 ითამაშა და ბუდუმ ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა არადა სულ ითამაშა ყველა თამაში, ჟორჟმა კიდევ დაამტკიცა მეორე ლიგების დონეზე რაც შეუძლია და არც უმაღლეს ლიგას აკლებს ასე რომ დაწყნარდით ნაკრების ძირითადში დღეს თამაშობს ყველა ვინც კლასით უფრო მაღლაა და უსამართლო დამოკიდებულება არც ერთი ფეხბურთელის მიმართ არ ხდება,,გასაგებია ვიღაცას ბუდუ უყვარს ვიღაცას ჟორჟი ვიღაცას ქვილითაია მაგრამ ნაკრებში გყავდეს ლიონის 20-მილიონიანი ფეხბურთელი და მეორე ლიგელს ათამაშებდე სასტარტოში ცოტა გაუგებარი იქნებოდა, ისევე როგორც კვარას ადგილზე ბერიძის დაყენება, მამარდას ადგილზე ლორიას დაყენება და კიტეიშვილის ან ქოჩორას ადგილზე ალთუნაშვილის დაყენება რა ვქნათ ვიღაცებს ეს ბიჭები უფრო უყვართ და დავაყენოთ მაშინ სასტარტოში ჰაა რას იტყვით ნაცებო გაწყოობთ?? სასაცილოა უკვე თითზე ჩამოსათვლელებიც აღარ ხართ და რამის მოთხოვნის დროს მთელი საქართველოს სახელით მოსთქვავთ გეგონება თქვენს მეტი აღარავინაა ამ ქვეყანაში,,იყავით მთავრობაში და ვნახეთ რა დღეში ჩააგდეთ ფეხბურთიც და ყველა სპორტის სახეობაც, აგეყვავებინათ და თქვენც გეთამაშებინათ ის ხალხი ვინც აყვავებაში დაგეხმარებოდათ,ისტორიული დროება უდგას საქართველოს ნაკრებს გინდა თამაშით და გინდა შედეგებით და მთელი მსოფლიო თანხმდება რომ მოგებულ შემადგენლობას არ ცვლიან და თქვენ როგორ ცდილობთ რო შემადგენლობა შეიცვალოს და გუნდში აირიოს რაღაცა ეს ხო თვალნათლივ ჩანს?? თქვენი მიზანი თუ საქმის არევა და ამ აწყობილი გუნდის დაშლა არაა რატომ ითხოვთ ცვლილებებს ესე თავგანწირვით? თქვე მოღალატეებო იმის გამო რომ კობიაშვილს პლიუსი არ დაეწეროს მზად ხართ ნაკრებში არეულობა შეიტანოთ ამ უაზრო მოთხოვნებით ხან ბუდუ ათამაშეთო ხან ქოჩორა გააკაპიტნეთო,ხან არაბიძე გამოიძახეთო ხან აზაროვი ათამაშეთო, არადა სანიოლი რა გადაწყვეტილებებსაც იღებს თითქმის ყველა მართლდება და დრო აჩენს რო სწორად იქცევა ყოველ ჯერზე მარა ეს მოღალატე ნაცები მაინც ვერ ისვენებენ ოღონდ სადმე რამე არეულობა და ზიზღი დათესონ
tngh
"აბრეზიჩი" ფორმაშია!!!

აშინებენ რომ კონტრაქტი გააანგრძლივოს.. ისე ნერეშის ხელფასი რამდენია საინტერესოა..
aburjga
მიდი ჩემო ზურიკო, ჩემო მარჯვევ, ახლა შენი ჯერია, შენი დრო მოვიდა, უკრაინასთან შენს 3 გოლს ველოდები! მოწინააღმდეგე სწორედ ისეთი გუნდია, რომ ეს არ გაგიჭირდება!

სავარაუდოდ კვარა გამოტოვებს ტრავმის გამო ამ სანაკრებო შეხვედრას
ABARA
ლოჩოშვილი კი კარგად აბეტონებს ფლანგს, მაგრამ არაა იმ ყაიდის მცველი წინ და უკან თანაბრად ეფექტური იყოს. აქეთ მარჯვენა ფლანგიც სრულად კაკაბაძეს აბარია და მთელი თამაშის მანძილზე წინ ჩართვა ურთულდება. ფლანგური შეტევები უფრო ეფექტური რომ იყოს, ხანდახან გადაწყობაა საჭირო 4-5-1 ზე ან 4-3-3 ზე, მართალია ეს ჩვენს დაცვის ხაზში მეტ სივრცეებს გააჩენს, თუმცა შეტევაში 2-3 ჯერ პროდუქტიულები გავხდებით. მიმაჩნია, რომ უკრაინასთან კარგი იქნება ამ ორი სქემიდან რომელიმეს მოსინჯვა და ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე, თამაშის სპეციფიკიდან გამომდინარე ბუდუს დაყენება. დავითაშვილს და გოგლიჩიძესაც უნდა მიეცეს შანსი სასტარტოდან დაწყების. ვიღაც იტყვის რა დროს ექსპერიმენტებიაო, მაგრამ ხალხი მაგარ ფორმაშია და თამაშიდან თამაშამდე ამტკიცებენ ამას. კარგ ხასიათზე მყოფი და თავდაჯერებული ხალხი გვჭირდება სასტარტოში და რაც შეიძლება მეტი!
levani-ს
ხოდა გამგელებულნი რომ გამოვლენ ჩემო ლევან, სწორედ მაგაშია საქმე. უნდა ვისარგებლოთ, რადგან სივრცეები გვექნება უხვად და თავიდანვე ჯობს გამოვიყენოთ, შევაგდოთ შესაგდები და შემდეგ გადავეწყოთ 5-3-2 ან 4-5-1 სქემაზე. დაცვაში რომ ჩავუჯდეთ და ერთი ბრმა ბურთი გაუვარდეთ, მერე იქით ჩაგვიჯდებიან ისე, რომ გართულდება ძაან მათთან მჭიდრო თამაშში სივრცეების მოძიება და შეიძლება სანანებელი გახდეს.
Burton
რაც 3(5) მცველიან ტაქტიკაზე გადავედით, ნაკრებს დაეწყო აღმავლობის ხანა. თავიდან 5-2-2-1 იყო, როცა 1 გამოკვეთილი თავდამსხმელი(მიქაუტაძე) თამაშობდა და შემტევებად ოდნავ მარცხნივ კვარაცხელია და მარჯვნივ დავითაშვილი ან ჩაკვეტაძე(მაგრამ არცერთი მათგანისთვის ეს პოზიცია არაა ბოლომდე მოსახერხებელი, დავითაშვილიც კი მარცხნივ უკეთესია, გადახედეთ მის გოლებს), მაგრამ ამის შემდეგ ნაკრები გადავიდა 5-3-2 ტაქტიკაზე, სადაც კვარაცხელია დაემატა მიქაუტაძეს მეორე თავდამსხმელად, ჩაკვეტაძემ კი უკან დაიხია და 3 ცენტრალურ ნახევარმცველში გადაინაცვლა, შედარებით მარცხნივ. ამით გამოვიდა ის, რომ ჩაკვეტაძესაც შედარებით მარცხნივ უწევს თამაში, თუმცა ცენტრსაც აკონტროლებს და ამ პოზიციაზე ყველაზე სასარგებლოა(შეტევებსაც იწყებს და შლის ცენტრიდან და მომენტებში კვარასაც ეხმარება მარცხენა ფლანგზე). ვფიქრობ, ლოჩოშვილის მარცხენა ფლანგზე გამოჩენაც მაგას უკავშირდება, რომ მეტი ბალანსი იყოს ამ ფლანგზე დაცვაშიც. მარჯვენა ფლანგს კი კაკაბაძე და ხანდახან ცენტრალური ნახევარმცველი ქოჩორაშვილი ავსებენ. მოკლედ, ნაკრებს იდეალურად მოერგო ეს ტაქტიკა და ამის მიუხედავად კიდევ ტაქტიკის შეცვლაზე რომაა საუბარი, გაუგებარია ჩემთვის :)
G.LA
სანიოლმა უკვე თქვა თუ გახსოვთ, მიქაუტაძეს ჩვენ დავეხმარებითო. ასე რომ ცვილელებები ჩემი აზრით არ იქნება სასტარტო შემადგენლობაში. მე-2 ტაიმში თამაშიდან გამომდინარე გააკეთებს ცვილებებს. ისე კარგია ამდენი საფიქრალი რომ არის, იქ გოგლიჩიძე მშვენივრად თამაშობს და უკვე ძირითადში ვფიქრობთ, აქეთ ზურიკომ აიწყვიტა რასაც ქვია. წარმატება ჩვენ ბიჭებს. მე ჩემ აზრზე დავრჩები, ამ ჯგუფს წაუგებლად ჩავამთავრებთ.
Levani
კარგად ჟღერს, მაგრამ რო დავატრიალე თავში,გაგვარღვევენ 4 მცველით თუ გავედით. უკრაინა კი ჩასვრილია,მაგრამ გამგელებული გამოვა და არ არის ექსპერიმენტების დრო
მეზღვაური
აზაროვი არ არის გამოძახებული.
ABARA
კარგი ამბავი ისაა, რომ ნაკრებში ასეთი კონკურენციაა. სანიოლს როგორც წესი არ უყვარს გამარჯვებული შემადგენლობის შეცვლა, თუმცა იმის გათვალისწინებით , რომ 1) გველესიანი მგზავრობაში ბევრ დროს დაკარგავს და სავარაუდოდ გადაღლილი ჩავა პოლონეთში და 2) მიქაუტაძეს რბილად რომ ვთქვათ მთლად კარგი დრო საკლუბო დონეზე არ უდგას, უპრიანი იქნებოდა გარკვეული ცვლილებების გატარება. გოგლიჩიძე შესანიშნავ ფორმაშია, საკუთარ გუნდში სტაბილურად თამაშობს და დღითიდღე უმატებს, ამიტომ ის გველესიანის საუკეთესო ალტერნატივად მიმაჩნია. თუ სანიოლი 4-3-3 ტაქტიკით თამაშს განიხილავს, ასეთ შემთხვევაში იდეალური იქნებოდა შემტევი ტრიო - კვარაცხელია, დავითაშვილისა და ზივზივაძის სახით, რადგან სამივე სტაბილურად თამაშობს და კარგ ფორმაშია, სამივეს შეუძლია შეგდება და ეს ამ სეზონში არაერთხელ გააკეთეს. ნახევარდაცვის ხაზი რომ შეცვლას არ საჭიროებს ამას კიტეიშვილი, ქოჩორა და ჩაკვეტაძე თამაშიდან თამაშამდე ამტკიცებენ. პირადად მე ვფიქრობ, რომ შეტევაზე წამოსულ უკრაინელებს ღრმა დაცვის ნაცვლად, ჩვენი შემტევი და სწრაფი ფეხბურთი უნდა დავუპირისპიროთ და შემდეგი შემადგენლობითა და ტაქტიკით გავიდეთ 4-3-3 მცველები - დვალი, კაშია, გოგლიჩიძე, კაკაბაძე, ნახევარდაცვა კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე და ბოლოს შემტევი ტრიო - დავითაშვილი , კვარაცხელია, ზივზივაძე. ზივზივაძის დაყენება უკრაინასთან მატჩში კიდევ იმით შეიძლება გამართლდეს, რომ ის მინიმუმ 2 ცენტრალური მცველის ყურადღებას მუდმივად მიიქცევს და ასეთ ვითარებაში კვარას და ზურიკოს ფლანგებზე მარტივად შეეძლება სივრცეები გამოუთავისუფლდეს, ეს კი განსაკუთრებულ ხიფათს ჩვენი კონტრშეტევებისას შეიძენს.
Პელიდი
ცენტრფორვარდის გარეშე თამაშიც შეიძლება იყოს ვარიანტი. მიქაუტაძის მაგივრად ზურიკო. ან სხვა შემთხვევაში 4 მცველიანზე უნდა გადავიდეთ.
Levani
წიტაიშვილი მარცხნივ იქნება სავარაუდოდ,იმიტომ რომ უკრაინა არ და ვერ მიგვპრესავს,ისინი ეცდებიან ჩვენზე მეტი ირბინოს და სირბილი წიტაიშვილს ლოჩოზე მეტი და უფრო სწრაფად შეუძლია +გუნდის შემტევი ძალა იზრდება როცა ასეთი შემტევი მცველი გყავს
Levani
სანიოლი არ არჩევს დამსახურების მიხედვით. დამსახურებით-შეიძლება ითქვას ბუდუ იმსახურებს-სულ გააქვს,მაგრამ სანიოლი აწყობს სტრატეგიას,სად წავა ბურთი,ვინ სად დახვდება,გაგრძელება და ა.შ. კი ბუდუ ქილერი თავდამსხმელია,მაგრამ თუ თამაში არ ააწყვეს ისე რომ იმ ქილერ თავდამსხმელს მომენტები შეექმნას იდგება საჯარომოში მარტოდმარტო(გვინახავს ბევრი მასე დამდგარი) ჟორჟის პლიუსი ისაა რომ ჩვენ სწრაფ გადასვლებზე მაგრა თამაშობს. აი რაც შეეხება ზურიკოს. 3 დღეში 2 თამაშია და ხვიჩა-ზურიკო-ჩაკვე ბევრი კი არა ვიღაცაა ეს სამი მოთამაშე და კიდევ მგონია რომ უკრაინასთან მარცხნივ არა ლოჩოს,არამედ წიტაიშვილს დააყენებს
las
ყვეკას მათშორის მაქვს ჩემი აზრის გამოთქმის უფლება :) ნაკრები უნდა გადაეწყოს 2 ცენტრალურ მცველზე. მე ვფიქრობ ახალგაზრდა მოძრავი გოგლიჩიძე უკვე გართმევს ამ სქმეას თავს. ვეტერანებისგან განსხვავებით და მჯერავს სნიოლი გამოცდის ამ სქემას ახლო მომავალში. და ამით წინა ხაზს დაემატებას 1 მოთამაშე --------- ქოჩორა ----- კიტე ---------- დავითაშვილი --------- ჩაკვეტაძე --------- კვარაცელია ---------------- მიქაუტაძე -------------
inviz9
რა გადაღლილობაზეა ლაპარაკი-სულ ოცნებად მქონდა ნაკრებში ჩაკვე, კვარა და ზუკა ერთად მეხილა და აი რა ტაქტიკური განლაგებით შეიძლება ეს: სამი ცენტრალური მცველი : გოგლიჩიძე, დვალი და გველესიანი (კაშიას სისწრაფე აკლია და მუდრიკ დოვბიკთან გაუჭირდება) ფლანგებზე დაცვაში კაკაბაძე და აზაროვი (თუ შემტევი გვინდა) ან ლოჩო თუ დაცვა გვინდა ნახევარდაცვა: ჩაკვე, კიტე, ქოჩორა და მარჯვნივ ზუკა და ერთი ცენტრალური თავდამსხმელი-კვარა (მაინც სულ ცენტრისკენ იწევს :) სუპერ შემტევი შმადგენლობაც ესაა, რომელმაც კონტრიერიშზე უნდა დაიჭიროს უკრნა
შოთა
არც კვარა-ჩაკვეს დუეტი უნდა დაიშალოს და არც სამ ცენტრალურმცველიანი დაცვის სქემა ჩემი აზრით. კაშიას ამოგდებაც არასწორად მიმაჩნია ამ ეტაპზე(მშვენიერ ფორმაშია).
მწვრთნელი
ჯერ-ჯერობით ალთუნაშვილი გვყავს კიტეიშვილის შემცვლელი ნაკრებში!
ნიკა
გადაღლილი ზურიკოს სასტარტოში დაყენება, ათლეტური უკრაინელების წინააღმდეგ,შეცდომა იქნება
რატი
კვარა-ჩაკვეს დუეტის დაშლა ყველაზე დიდი მავნებლობაა, რისი შედეგიც თურქეთთან და ჩეხეთთან ვნახეთ ,,ევროზე". რაც შეეხება ზურიკოს, რატომ არავინ ფიქრობთ 4-3-3 სქემაზე: კვარა - ჟორჟი (ან ბუდუ) - ზურიკო, ჩაკვე - კიტე - ქოჩორა, ლოჩო - დვალი - გველესიანი - გოგლიჩიძე (ან კაკაბაძე). რაც მთავარია, კიტეს შემცვლელის პოვნა!!! თუ კიტეს რამე დაემართა (ფუი ეშმაკს!), რომელიმემ უნდა შეითავსოს ცენტრში თამაში. სანიოლის მთავარი საფიქრალი ეს უნდა იყოს. მოკლედ ვნახოთ. წარმატებები ნაკრებს!
მწვრთნელი
მე მგონი იგივე ტაქტიკით და შემადგენლობით გავალთ რაც აქამდე იყო და მეორე ტაიმისთვის ან სულაც პირველი ტაიმის ბოლოს შეიძლება დავითაშვილის და ზივზივაძის გამოშვება! უკრაინასთან ფრისკენ ვიხრები 1-1 ან 2-2, მაგრამ შეიძლება სულაც მოვიგოთ 2-1 ან 3-1! ალბანეთს რაც შეეხება ანგარიში 2-0 მგონია ჩვენს სასარგებლოდ!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
[VIDEO] დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
[VIDEO] დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" წაგებას გადაურჩა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს