წარსულში ცნობილმა მწვრთნელმა, ამჟამად კი საფეხბურთო ექსპერტმა, ოლეგ ფედორჩუკმა საქართველოს ნაკრებთან უკრაინის ეროვნული გუნდის ერთა ლიგის მატჩის მოლოდინზე Sport.ua-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

- არ მომწონს, რომ დაპირისპირებამდე დიდი ხნით ადრე პრესაში უკრაინის ნაკრების საკადრო დანაკლისებზე დაიწყეს ყურადღების გამახვილება. სერგეი რებროვისთვის ალიბის ნაადრევად ძებნა საჭირო არ არის. აუცილებელია ფოკუსირება იმ შემსრულებლებზე, რომლებიც მის განკარგულებაში დარჩნენ.

- მაგრამ ფაქტები ჯიუტია: ძნელი გასახსენებელია, ბოლოს ნაკრებში ამდენი ფეხბურთელი როდის იყო ტრავმირებული.

- მოდით, ნუ გადავაჭარბებთ. ახლა დახმარება მხოლოდ ვიტალი მიკოლენკოს, ვიკტორ ციგანკოვს და ვლადიმირ ბრაჟკოს შეეძლოთ. ანდრეი იარმოლენკოს და ტარას სტეპანენკოს მთელი პატივისცემის მიუხედავად, დანარჩენები როტაციის ფეხბურთელები არიან. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მწყობრში 5-6 "ვარსკვლავური" ფეხბურთელი დაგვრჩა, მაშინ როდესაც ქართველებს მხოლოდ ორი ჰყავთ: გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია.

- თქვენ ქართველებთან დადებითი შედეგის გჯერათ?

- მე უპირატესობას უკრაინის ნაკრებს ვანიჭებ, ამისათვის საკუთარი "კოზირები" მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. აქ შეიძლება ქართველთა მესაჭის ვილი სანიოლის მაგალითი გამოვიყენოთ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია 5-3-2 ტაქტიკური სქემით ათამაშებს გუნდს. ეს განლაგება სანახაობრივი ფეხბურთის გარანტიას არ იძლევა, სამაგიეროდ ეფექტურია. საიმედო დაცვაზე და სწრაფ შეტევაზე გადასვლაზეა გათვლილი. სად წერია, რომ სანახაობა ფეხბურთის აუცილებელი ატრიბუტი უნდა იყოს? მახსოვს, ვიკტორ პეტრაკოვს ასევე ხშირად აკრიტიკებდნენ რაციონალური სტილის გამო, როცა ხუთი მცველით ათამაშებდა გუნდს. თუმცა, ამან მის მიერ გაწვრთნილ უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაში ხელი არ შეუშალა.

აი, რატომ იქნება 11 ოქტომბერს პოზნანში მწვრთნელთა იდეების ჭიდილი, ვინ ვის გააოცებს? იმედია, სერგეი რებროვმა იცის, რა უნდა გააკეთოს.

საქართველოს ნაკრები უკანასკნელ ხანს მართლაც უფრო სტაბილურად ასპარეზობს, მაგრამ უკრაინას დიდი პოტენციალი გააჩნია და უფრო დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს. გამორჩეულია მეკარე ანატოლი ტრუბინი "ბენფიკადან", მცველი ილია ზაბარნი "ბორნმუთიდან", "შახტარის" ნახევარმცველი გეორგი სუდაკოვი ძალების ტოპ-ჩემპიონატში გამოსაცდელად უკვე მზადაა, სერია A-ში გოლების გატანით არტიომ დოვბიკმა გამოიჩინა თავი, თუმცა მას ნაკრებში დასამტკიცებელი აქვს.

კიდევ ერთ ასპექტზე მინდა ყურადღების გამახვილება. ბოლო წლებში, როდესაც უკანდასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა, ჩვენმა ნაკრებმა არაერთხელ "გაისროლა". პოზნანში ჩვენებს თავს ზევით გადახტომის კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნებათ.

დავით 67
შენა და არ მოეშვები ჩემი სახელით პოსტების დადებას? ვისგან გამოგყვა ეს ვირთხული საქციელი? მშობლებისგან? მე რომ უკრაინას ვუჭერ მხარს ეს ისედაც ყველამ იცის, მაგრამ შენ რას იფხრიწები?
ჯიჯი
ხახოლი და კაი?...აბა რას უნდა ველოდეთ ამათგან.რუსებზე უარესები არიან
Grisha
თქვენი მზე უკვე ორწელიწად ნახევარია ჩაესვენა, რა ვარსკვლავი რის მთვარე ფეხბურთი ლამაზი სპორტია ეგ თქვენ არ გიხდებათ, ერთი ქალთა ფეხბურთს თუ ითამაშებთ შორტებში შევხედოთ თქვენ გუნდს, ისე სიმართლე თუ გინდათ ეგენიც არ გივარგათ
ჯეჯე
შოვინისტი უკრაინელი იქით იყოს და აგერ, კონა მანეთად ყრიან ამ საიტზე ,,სლავა უკრაინები", საქართველოს ნაკრების წაგებას რომ ნატრულობენ.
დავით 67
ამ შენს ბოდვას არ ვუპასუხებ, მაგრამ აბა ჩამოთვალე ის უკრაინელი მსაჯები ,რომლებიც ვითომ ჩაგრავდნენ ქართველებს. მე მოსკოველ მსაჯებს ჩამოგითვლი ვინც დავალების შესასრულებლად ჩამოდიოდა. ვალენტინ ლიპატოვი, ალექსეი სპირინი ,ჰუსაინოვი .გავაგრძელო?
გივიკია
აუ ერთი ამოტენონ უკრაინა.
გიორგი
თქვენ მუდრიკსაც ვარსკლავს ეძახით სამი ბურთი აქვს გატანილი ჩელსში ორ სეზონში
ნაპოლეონი
რაო ძმაკუშ კარგია გეიპარადები გაგანია ომის დროს?!. . .ჰა ლინკი ხომ არ ჩაგიგდო ბოლო წლების ჰა?!. . .სლავა უკრაინე არა?!
მესიაკონი
შოვინისტი რუსი საშინელებაა, მაგრამ შოვინისტი უკრაინელი 1000-ჯერ საშინელია
გიორგი
ოღონდაცა რაააა ))) დღეს უკრაიანას გადაუვლიან ჩვენი ბიჭები . ხუთამდე რომ ახვალთ მეტი აღარ გაუტანოთ ბიჭებო გთხოვთ
ნაპოლეონი
სლავა უკრაინისტების გასაგონად მინდა ვთქვა.გქონიათ შეხება აფხაზეთში ნაომარი ხალხთან?. . .30 თუ 40 უკრაინელი იყო ჩვენ მხარეს .აქედან 4 დაიღუპა და მგონი 12 დაიჭრა. . . დაჭრილებს წამალიც არ მისცეს და საერთოდ ფეხებზე დაკიდება.ვისთვისაც დაკარგეთ ეგ ხელი და ფეხი იმათ მოგხედონო. . .ხოლო პირიქით 3000 მეტი უკრაინელი იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ. . . ადმირალი ბალტინი კრავჩუკის ბრძანებით შემოვიდა და არა ელცინის. . . უკრაინის ფლოტის დაქვემდებარებაში იყო. . . თბილისის დინამოს თუ ოდესმე ვინმესთან ჩაგრავდნენ,მუდმივად უკრაინულ გუნდებთან და თითქმის ყველა მსაჯი რომელიც სინდისზე ხელს იღებდა საიუზის დროს დინამოს თამაშებზე უკრაინელი იყო. . .ყველა შოვინისტი და ქართველთმოძულე პოლიტიკოსი საიუზის დროს უკრაინელი იყო. . .ყველა შოვინისტი პოეტი მწერალი კომპოზიტორი თუ რეჟისორ-მხატვარი ვინც ქართველთა სიძულვილს ღიად გამოხატავდა თითქმის ყველა უკრაინელი იყო. . . მარა დღევანდელ გაუნათლებელ და ბრიყვ თაობას ხო ტყუილი ბევრად გირჩევნიათ სიმართლეს
ნაპოლეონი
ლალიგის აუტსაიდერის მეკარე თურმე ვარსკვლავია და გალაქტიკის მპყრობელი გუნდის მეკარე კი. . . ნოუ კომენტარი რომ იტყვიან. . .
ნაპოლეონი
არა რუსებს კი არ გულშემატკივრობს და აი რომ აგებს და პროევროპელი კრეტინებს რომ გგონიათ რომ იგებს ,იმიტომ ეცინება კაცს. . .
რაის ნარკომანი
რას მიქვიან საქართველო, სლავა უ8კრაინე, უნდა გეიმარჯვონ ნაციონალურად, მააააშ!
ქერიმ აღა
ქართველებს მეზარბაზნეები არა ჰყავთ!!!
დავით 67
სლავა უკრაინე! სლავა ზელენსკი! გეროიამ სლავა!
გიორგი-ს
შენ შეეშვი მაგ ტაბლიაშვილის ყურებას და ნახავ იგებს თუ აგებს.ნახევარი მოსახლება გაიქცა,ნახევარი ქვეყანა დაიქცა და საცხოვრებლად აღარ გამოდგება მილიონამდე ადამიანი დახოცილ დასახიჩრებული ჰყავს და ტაბლიაშვილს ბარბაქაძეს და შენ რო გკითხოს კაცმა იგებს.
გიორგი
საიდან მოიტანე ნარკომანი პრეზიდენტი რო ყავთ? შენ ნახე სადმე რო იჩხირავდა ან რო ყნოსავდა ისე? თუ სალავიოვ სკაბაევას უყურებ?
ako
მთელი საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ვარსკლავთა გუნდია, 2 ვარსკლავი კი არა ყველა ჩვენი იმედია, ჯერ ევროპაზე მოგვახვედრეს და ახლა მსოფლიოსაც მოველით და ასეც იქნება!
დავით 67-ს
ანუ, კარში ვარსკვლავი გვეყოლება, თუ ჭე კლასის მეკარე, მეორეხარისხოვანია? იცით რამხელა მნიშვნელობა აქვს გუნდისთვის, როცა ზურგს მაღალი დონის მეკარე გიმაგრებს? იმედია, ნათამაშები გაქვთ ფეხბურთი ბავშვობაში მაინც.
ტასის
თუ აგებს ომს რა გაცინებს მერე შე უბედურო, რუსებს გულშემატკივრობ?
ჯეჯე
მკითხველ-ს და რატომ იძაბებით? ხალხი თავის აზრს ამბობს, რომელიც ყოველთვის ჩვენსას ვერ დაემთხვევა. პიტინ ხუილო-ზე ერთხმად ვთანხმდებით. დანარჩენი, გემოვნების საკითხია.
მინდია
ქოცური კომენტარია, გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს უკრაინას, ძირს ღრუსეთის დამპალი იმპერია!!!
aburjga
როგორ არ ჰყავთ? - ჰყავთ! : ბლოხინი, ბელანოვი, პროტასოვი, ზავაროვი, ბურიაკი, შევჩენკო...))
ღრუზინ
ხუილოს გულისხმობ ტრუკი?
ქართველობის მიმიკრია !
ქართველობის მიმიკრია გრძელდება? დიდი ხანია გაიშიფრე! ზურა არა, სუფთაც ჯაყო ... -------------- პ.ს. უკრაინელებისადმი ამდენი ზიზღის ნთხევა, არც კაცურია, არც ქართულია და დიდი უმადურობაცაა, თუნდაც აფხაზეთში რუსულ - -ჩრდილოეთკავკასიური და სხვა ჩვენი "ძმების" საზიღრობების ფონზე . ჰოდა, ჯაყო !
დავით ტაქტიანი
რავაც ყოლისფერი არ იჭმევა ისთე ყოლიფერი არ ითქმება.
ტასი
ამათ ხომ შეჭამეს ტვინი ამ თავისი ბაქი ბუქით,როგორ დაემზგავსნენ თავის ნარკომან პრეზიდენტს.ერთი უკრაინა იგებს ომს,მეორე თქვენ მოგვიგებთ,ხა ხა ხა.
mkitxveli
ნუ თარგმნით ესეთ სტატიებს და ნუ გვძაბავთ წინასწარ. ჯობია ჯერ მოვიგოთ და მერე ვიკითხოთ რას წერდნენ ისინი ჩვენთან თამაშამდე. თან მაინც ომში მყოფი ხალხი არიან არ გინდათ წიხლს ნუ დავაჭერთ. ეგენი თავიანთი მდგომარეობიდან გამომდინარე მსჯელობენ და ფიქრობენ. კი წესით ჩვენზე ძლიერი უნდა იყოს უკრაინა ამ მომენტში ჯობია რეალურად შევაფასოთ და შესაბამისი ზომები მივიღოთ. უფრო ჭკვიანურად ვინც ითამაშებს ის მოიგებს
რემი
ერთია ესენი და ისინი ,კარგია ნუ დაგვაფასებენ ჩვენ ჩვენი ვითამაშოთ.
გიორგი
აქ უფრო საპირისპირო შემთხვევა გვაქვს - ზედმეტი თავდაჯერებულობა. უკრაინის ნაკრებს აქვს ფეხბურთელების დანაკლისი, ცუდი შედეგები პირველ 2 ტურში და როგორც ხმები გამოდის, გუნდში ცუდი ატმოსფერო. ამ ფონზე ჩვენ პირიქით - კარგი შედეგები, თავდაჯერებულობა და კარგი ატმოსფერო. აი აქ თუ ჩათვალეს ჩვენებმა რომ მოგება უკვე ჯიბეში უდევთ, მაშინ როცა უკრაინას აღარაფერი დასაკარგი არ აქვს, არც სატურნირნო მდგომარეობიდან გამომდინარე, არც მწვრთნელს აღარ აქვს უკან დასახევი და გუნდსაც გულშემატკივრების თვალში რეაბილიტაცია სჭირდება. დამატებით იმ ფეხბურთელებსაც, რომელსაც ნაკლები დრო ეძლეოდა ნაკრებში, აქვთ შესაძლებლობა დაამტკიცონ რომ ღირსი არიან ნაკრების ძირითადში ითამაშონ. ასე რომ არც თუ ისეთი მარტივი თამაში იქნება, როგორი აჟიოტაჟიც არის საქართველოში ატეხილი. მშრალად რომ გადავხედოთ ნაკრებში რა გუნდების მოთამაშეები თამაშობენ, აქაც უკრაინას აქვს უპირატესობა (წინა თამაშების სტატისტიკას ამ თამაშისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს)
კაი ერთი
ხახოლები ვისაც ეჯავრება, ეგეთი ერთი ერი ვიცი მხოლოდ - ღრუსები . და სხვა ერებში აქა იქ გაფანტული ავადმყოფი რუსეთუმეები. ( აბა ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი რუსეთუმე ვერ იქნება)
G.LA
მაინტერესრბს 5-6 ვინ ყავთ ვარსკვლავი მამარდას და კვარას დონის? მუდრიკიც იმათ 5-6 რიცხვში თუ არის კატგად ქონიათ საქმე
დავით 67
მე ვიტყოდი რომ ჩვენ როგორც 1 ვარსკვლავი გვყავს, თქვენ არცერთი. არ ვაკნინებ მამარდას შრომას, მაგრამ ვინც გოლები უნდა გაგიტანოთ ისინი მყავს მხედველობაში. შეიძლება ვცდები კიდეც.
roma bejanidze
ვაღიაროთ რომ ძალიან მძიმე თამაში გველოდება. ისეთივე როგორც ალბანეთთან გვქონდა. ღმერთი ჩვენსკენ
ოპტიმუს
კარგია, კარგი. იმედია უკრაინელი ფეხბურთელებიჩ მასე ფიქრობენ. ვინც მასე იფიქრა ყველა რაღაცას წამოეგო. სანამ ზემოდან გვიყურებენ არაფერი გვიჭირს, აი A LEAGUE-ში რომ ავალთ მერე მართლა გაჭირდება, მაგრამ ჩვენსას ყველგან გავა*რაკებთ.
nika
კარგია, კარგი. მეტოქის დაუფასებლობას რა მოაქვს, იწვნია ჩეხეთმა, ალბანეთმა, მაკედონიამ და კიდევ ბევრმა. ჯობია, თავისუფლად გვეთამაშონ, ვიდრე შიშით და ყურადღებით
დდდ
რას ერჩით, ბოლოსკენ ეს კაცი იძახის, რომ უკრაინელთა გამარჯვება თავს ზემოთ გადახტომის ტოლფასი იქნება და ამით ყველაფერი თქვა...

უკრაინელია და გამარჯვების იმედინაქვს. რა ქართველი სხვარამეს დაწერს? ჩვენ ბრაზილიას რო ვეთამაშოთ მაინც გვექნება იმედი რო მოვიგებთ :) რაც თქვა მართალია. 2 ვარაკვლავი გვყავს. მაგრამ რაც შეეშალა არის ის რომ საქართველოს ყავს ფარული ვარსკვლავები და ნახავს 11 -ში :) და საერთოდ ვილიმ შეკრა ძალიან მებრძოლი გუნდი. ისეთინკვარას არყოფნასაც კი გაუძლებს. ანუ ერთიანი გუნდია და არა 1 მოთამაშეზე ჩამოკიდებული. რაც ადრე იყო
ლაშა
უკრებს უნდა მოვუგოთ და წერტილი.
ზაქარია
"ფურცელზე" მართლა რომ 2 ცალსახა "ვარსკვლავი" გვყავს - კვარა და მამარდა, თუმცა ესენი უბრალოდ მაღალი დონის გამოჩენილი ფეხბურთელები არ არიან მარტო, თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. უკრაინელებში ეგეთი მარტო ზინჩენკო და ლუნინი თუ არიან, დანარჩენები უბრალოდ საშუალოზე მაღალი დონის მოთამაშეები არიან უბრალოდ, ჩემი აზრით. მიქაუტაძე, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი და კოჩორაშვილი საშუალოზე კარგი ფეხბურთელებიც არიან მიუხედაად იმისა რომ შესაბამის გუნდებსა/ლიგებში არ თამაშობენ. ისინი უკეთეს იმსახურებენ და უახლოეს მომავალში უკეთეს გუნდებში ითამაშებენ იმედი მაქვს. თუმცა უკრაინას საერთო ჯამში უკეთესი გუნდია, რადგან დაბალანსებული შემასგენლობა ყავთ თავისი კარგი რეზერვით. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მიუზედავად ამხელა დანაკლისისა კარგი შემცვლელები ყავთ და მაინც სახიფათო მეტოქეა. ჩემი აზრით უკრაინას ცოტა არ უმართლებს ეს წელია, არც ევროპაზე და არც აქ. ვაიდა წაუვიდეთ ჩვენთან თამაში, მაქსიმალურად უნდა დავაფასოთ და ფავორიტის სტატუსი არ უნდა მოვირგოთ!!!
ეს ვითომ პატრიოტები
რას მიიესიეთ მართლა სვავებივით კი მარა :)) უკრაინელია და სუბიექტურად რო იფიქროს უკრაინა უფრო მაგარიაო ეგ გიკვირთ??? უნდა ეთქვა საქართველო გვჯობიაო? ჩვენ ვისზე რა უნდა ვთქვათ ინგლისი და გერმანია რო გვხდება მაშინაც ჩვენ უფრო მაგარი გვგონია თავი :) საერთოდ არაფერი უთქვამს ამ კაცს ისეთი რო გაგვტყდომოდა და გვეგინებინა ან ეს ან უკრაინული ერი.
zura222
მერე ზოგს უკვირს რატომ ეჯავრებათ ყველას ხახოლებიო? აი ამიტომაც ეჯავრებათ რომ თავები კიტრები ჰგონიათ და სხვა ერები არაფრად არ მიაჩნიათ(ერთი ჩვენი სამხრეთელი მეზობლების მსგავსად) თურმე 5-6 "ვარსკვლავი" ყოლიათ !!! მაგათი ხასიათი რომ ვიცი გამიკვირდა რატომ 14-15 ვარსკვლავი არ თქვეს ? DD
მწვრთნელი
ჰო და გადზხტომას რომ დააპირებთ, ზუსტად მაშინ გაგედებათ! ჯობია არ იხტუნაოთ! ადგილზე დადექით!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ალბანეთი
საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
უკრაინელი ექსპერტი საქართველოსთან მატჩზე: ძალიან ცუდი მოლოდინი მაქვს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
პლეი-ოფში გასვლისთვის უკრაინას პრემიალური გაუორმაგეს
უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი
უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?
"კლასი ქართველებზე მაღალი გვაქვს - მთავარია ხვიჩას ცხოვრება გავურთულოთ" - უკრაინელი ექსპერტი