ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვილი სანიოლი: პირველ 30 წუთში ჩვენი თამაში კატასტროფა იყო - გამოსაფხიზლებლად სირთულეებს უნდა გადააწყდე

ვილი სანიოლი: პირველ 30 წუთში ჩვენი თამაში კატასტროფა იყო - გამოსაფხიზლებლად სირთულეებს უნდა გადააწყდე

ერთა ლიგაზე უკრაინასთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

„პირველ 30 წუთში ჩვენი მხრიდან თამაში კატასტროფა იყო. არ გვქონდა ინტენსივობა, აგრესიულობა. ასეთი მოქმედებისთვის უკრაინა დაწინაურებას იმსახურებდა. შემდგომში თამაში გამოვასწორეთ, მაგრამ მატჩის შემოსატრიალებლად საკმარისი მომენტები და შანსები არ გვქონდა. უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი შეხვედრების მოსაგებად მუდმივად ჩვენს დონეზე თამაში გვმართებს, რაც დღეს ვერ გავაკეთეთ. მატჩის ორი მესამედის მანძილზე მოედანზე უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ წავაგეთ.

ადვილი დაპირისპირებები არ არსებობს, მოტივაციის ნაკლებობა არ გვქონდა, იმედგაცრუებულები ვართ. იმისათვის, რათა გაუმჯობესდე, გამოსაფხიზლებლად სირთულეებს უნდა გადააწყდე. მატჩების დასაწყისში პრობლემები გვაქვს. იგივე იყო ჩეხეთთანაც. სამუშაო ბევრი გვაქვს".

• გია

თუ არა ხარ პროფესიონალი შენ თავზე ბევრს ნუ იღებ! მა ქოჩოროაშვილი? ნუ ჩაკვეტაძე? და სხვა; ნახევარ გუნდს ხომ არ ჩამოვთლი. ჩვენი ნაკრები ეხლა ათამაშდა სანიოლის ხელში და ამ თაობის გამოჩენით. კიდებ ბევრი პარსპექტიული ფეხბურთელი დაგვემატება და იქნებ ოცეულშიც მალე შევაღწიოთ. გუნდის შენება სხვანაირად არ ხდება. ალბათ აგარ გახსოვთ და არც გინდათ გაიხსენოთ, მეორე ასეული გუნდი რომ იყავით!?!?!?

• მირიან

არაფერი საგანგაშო აარაა.ისე მოედანის საფარი განზრახ გაფეჭებული მგონია, უკრაინელთა ერთერთმა მწვრთნელმა აღიარა:ჩვენ კარგი ქაცვები(შიპები) გვქონდა, ქართველებს არა და მაგიტომ უცურავდათ ფეხიო.

• გენა

კვარას და მამარდას გარდა ვერცერთი ქართველი ფეხბურთელი იგივე უკრაინის ნაკრებში ვერ მოხვდებოდა იქაური რომ იყოს. ამიტომ წააგეს. შეხედეთ რეალობას თვალებში. ჯგუფს მოიგებს ჩეხეთი. უკრაინა იქნება მეორე

• Tengo

1. კუთხურებზე მუშაობა 2. ფლანგებიდან უმისამართოთ ჩაწოდების აკრძალვა 3. ჯარიმების შესრულება აი ეს სამი რამ რის გამოც ვილი კრიტიკას იმსახურებს და გამოსასწორე

• რაჟდენ მოსულიშვილი

როგორ უნდა თქვა მარცხი კარგიაო,მაგრამ იქნებ დასკვნების ახალი მიდგომების გადაფასების დრო დადგა,მუსიე ვილიც იპოვის ახალ გზას,წარმატებები!

• G.O

წაიკითხავ კომენტარებს და ადამიანს ბრაზი მოგივა ზოგ ვაიქართველს უკრაინის მოგება საქართველოს გამარჯვება ჰგონია, ზოგი შეგნებულად თამაშის დათმობაზე საუბრობს რაც სრული აბსურდია იმ ფონზე რა დამოკიდებულებაც ხელისუფლებას გააჩნია-ფედერაციაც ხო მათი ნაწილია,ეს ერთი და მეორე: ამ ბიჭებს ამით რამხელა შეურაწყოფას ვაყენებთ ვინც ფეხბურთი დააბრუნა საქართველოში და სულ ცოტა ხნის წინ გმირებად შევრაცხეთ.არ გრცხვენიათ?! სადღაც ხო უნდა წაგვეგო?!მოგება ნამდვილად არ დაგვიმსახურებია და გულდასაწყვეტი ის არის რომ არც წაგებას ვიმსახურებდით.... ქოჩორას რო მისდექით,ხდება რა ასეთები...ბიჭმა ისე განიცადა,რო არ გაეყვანა წითელს აიკიდებდა....კვარას გაყვანა რო კაპიტულაციაა ესეთ თამაშში ახალია?! ვილის კი მოუგროვდა შეცდომები,მაგრამ ნუ გვავიწყდება სად ვიყავით და რას მივაღწიეთ მის ხელში....ლოჩოშვილის ფლანგზე თამაში წაკითხვადია და ამას უნდა მოეშვას,გოგლიჩიძე სწრაფად უნდა ადაპტირდეს,კაშიას დრო წავიდა,ქოჩორას შემცვლელი სასწრაფო წესით მოსაძებნია,შიშით არ უნდა ველოდეთ ალაბანეთთან თამაშს არიქა ქოჩორა არ იქნებაო...უნდა ვითამაშოთ შემტევი სტილი,კარგი და ბევრი შემტევები გვყავს მაგრამ ამისთვის სწრაფი დაცვა გინდა და ამ სიზანტიდან 35 წელია ვერ გამოვდივართ,ვილი ხო არ ირბენს... მოკლედ ეს იყო გამოსაფხიზლებელი წაგება,მიწაზე უნდა დავეშვათ და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ...მე მჯერა ამ უმაგრესი ბიჭების და თქვენი არ ვიცი

• გია_544

არა ვართ მიჩვეული ფავორიტობას. ფავორიტებს მგლებივით ვხვდებით. გუშინ ქალაქელი მოხეტიალე ძაღლებივით დავბორიალობდით. ნაკრებში ბევრი ურტყამს ჯარიმას ოსტატურად. როცა სხვებს გასწევ და ბურთთან მიდიხარ, უნდა დარწმუნებული იყვე, რომ მზად ხარ! უთხარით იმ ბიჭს, რომ ნაკრები რუბინი და ნაპოლი არაა (იქ მაზე რამდენიც გინდა - არ ვდარდობ). იმ ცაში გაშვებული ჯარიმის შემდეგ, გუნდი დაიშალა. არადა, ჩარჩოში მორტყმული სახიფათო (რომ ვერ გაეტანა) გუნდზე სხვანაირად იმოქმედებდა. ყველამ დააკლო გუშინ და ჯამში იმედგაცრუებულები ვართ მთელი საქართველო. წარმატებები მომავალში!!!

• არ უნდა წაგვეგო!!!!!!!!!!!!

ყოველთვის მეცინება რომ წერენ, ეს თამაში უნდა დავივიწყოთ და ახლიდან შევუბერეთო. ))) ხალხო, შეიძლება დაივიწყო წყენა და აპატიო ან მიუტევო. წაგება როგორ უნდა დაივიწყო? რანაირად დავივიწყო 6-1 ბულგარეთთან ან 7-1 ესპანეთთან? პირიქით, სულ უნდა გვახსოვდეს რომ ისეთი ფეხბურთი, როგორც გუშინ პირველ ტაიმში ვითამაშეთ, აღარასოდეს ვითამაშოთ, არ გავიმეოროთ იგივე შეცდომები. მოკლედ, ნამდვილად არ ეკუთვნოდა უკრაინას მოგება, გუშინ წავაგეთ ჩვენ უნიათო და დაულაგებელი თამაშით, რაშიც მწვრთნელმა დაიდო ლომის წილი. დააკვირდით სანიოლს, ერთ თავის შეცდომასაც არ აღიარებს. სწორედ ასე იქცეოდა ვაისიც. კარგ მწვრთნელს, ყოველთვის უნდა შეეძლოს რაღაცა დოზით მარცხის თავის თავზე აღება. გქონდეს იმის ფუფუნება, გყავდეს საბა ლობჟანიძე და გიორგი არაბიძე და მათ 20-20 წუთით მაინც არ იყენებდე ნაკრებში, დანაშაულად მიმაჩნია. ჩემის აზრით სხარტი აზროვნების დეფიციტი გვაქვს, განსაკუთრებით დაცვაში. პიროვნულად ყველას პატივს ვცემ, მაგრამ დვალი, კაშია, ლოჩოშვილი, გველესიანი და კაკაბაძე ვეღარასოდეს მოუმატებენ. გვიჭირს სწრაფი ამოტანა და ზუსტი გრძელი პასების გაკეთება. რამდენჯერაც მოიგერიეს წინ, თითქმის ყოველთვის უკრაინელები დახვდნენ ბურთს. რაღაცაა შესაცვლელი, რომ სისწრაფეები გავზარდოთ. ხომ ვნახეთ რა დღეში ჩააგდო უკრაინელები სწრაფმა, სხარტმა და მოაზროვნე ჩაკვემ. ასეთები გვჭირდება დაცვაშიც. მომწონს გოგლიჩიძე. ალბათ სხვებიც გამოჩნდებიან. ქოჩორამ მეტი უნდა იმუშაოს გუნდურობაზე, ჟორჟმაც. მოკლედ საათის მექანიზმივით აწყობილი გუნდი გვჭირდება, რომელიც ერთ ზედმეტ მოძრაობასაც არ გააკეთებს. წარმატებები საქართველოს ნაკრებს!

• სოსო

შეცვლილ გველესიანს,მუხლზე ყინულის ბუშტი ედო.კაკაბაძე აქამდე სტაბილურად კარგი იყო,ლობჟანიძე კი მიუხედავად დიდი ვარსკვლავების ყოფნისა,ისეთ ლიგაში თამაშობს,ვფიქრობ თანდათან დაკარგავს,შესაძლებლობებს.ძალიან სუსტი ლიგაა.ჩვენ მგონი ცუდ საფარზე თამაშს უფრო გადავეჩვიეთ და უკრაინელებმა ეს გამოიყენეს.

• გოჩა-ს

გოჩა-ბატონო, თბილისში როგორ ვუგებთ, თუ ესეთ უკრაინის ნაკრებს კიდევ ის 5-6 წამყვანი ფეხბურთელებიც დაემატებიან, რომლებიც გუშინ აკლდნენ? თანაც ჩვენ როგორი შემადგენლობა გვეყოლება ვიცით ერთი თვის შემდეგ? იქნებიან ყველანი მზადყოფნაში, ღმერთმა ნუ თქვას და არ გვეყოლება გამონაკლისები ამა თუ იმ მიზეზის გამო?

• Achi

30 wytikiara atamashe plangis mcvelebi da ara mogonili mcvelebi locho da shengelia magalitad ver tamashoben mand mitumetes eget gundtan rogoric ukrainaa. Xvicha centramde chamodioda xolme plangi armushaobda wiliii xoveltvis ar amartlebs eg burti miecida kontrshetevaze aqit dagitmes burtida kontrze tviton itamashes da dzan kargadac aserom taktikis shecvla ixo sachiro

• გია

არ გინდა რა ვილი ეს ზღაპრები,ყველამ იცოდა რა როგორ მოხდებოდა გულდასაწყვეტი ის არის როცა ჩვენ ვიყავით ანალოგიურ სიტუაციაში არასდროს არავის მოსვლია აზრად ჩვენთვის რაიმე დაეთმო ამაზე სუსტი უკრაინა არსებობის მანძილზე არ მახსენდება და მაკედონიასთან თამაშის მერე ჩვენი გუნდის ასე უჯიგრო და უთავმოყვარეო თამაშსაც ვერ ვიხსენებ უბრალოდ სირცხვილია ამდენი ხალხი ჩამოვიდა თქვენს სანახავად და ფეხბურთის მაგივრად ჯაყოს ხიზნები აყურებინეთ გამგები გაიგებს

• ხუტა უფროსი

აბდუშაჰილსაც მიტომ ჰქონდა თაფლი წასმული, რო ფეხი ასხლეტოდა, უჰ ფეხი კიარა, ბოდიში ხელი.

• ბათუმელი ექსპერტი

დავივიწყოთ ეს თამაში და გავიდეთ ყველა თამაშის მოსაგებად რათა ტურნირის დასრულებისას ჩვენს ჯგუფშიც და მთლად დივიზიონშიც ყველაზე მეტი ქულა გვქონდეს რომ მივიღოთ შანსი ამ ტურნირიდან მსოფლიოზე გასასვლელად! წინსვლა და წარმატება საქართველო!

• bd

ალბანეთან აუცილებელია მოგება ჩეხეთი უკრაინა ფრე გვაწყობს! ჩეხეთის მოგება არ გვაწყობს არანაირად

• რომან ბეჟანიძე

გეთანხმები 100 პროცენტით. 16 ნოემბრის თამაში ბათუმშია ჩანიშნული. ამით ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. მერე რა რომ წავაგეთ 14 ში მოვიგებთ ალბანეთთან და პირველ ადგილს გავიმტკიცებთ

• tura

დაღლილებმა დაიწყეს თამში თუ უკრაინელების ფაქტორი იყო?

• buba

ეეეე,პრაfესორ!!! 9 თამაშია გუნდს არ წაუგია და სადღაც ხომ წააგებს. შენ რა მაგარი ხარ შორიდან!!!!

• სად გვაქვს დასაკარგავი 30 წუთი?

(პირველ 30 წუთში ჩვენი მხრიდან თამაში კატასტროფა იყო. არ გვქონდა ინტენსივობა, აგრესიულობა.) მერე და ეს აგრესიულობა რომ არ გვქონდა, ნეტა ვისი ბრალია, იქნებ შალვა ნათელაშვილის ან ალა პუგაჩოვასი და არ გვეუბნები, ვილი? ან იქნებ იპოლიტე ხვიჩიას უნდა გაეყვანა გუნდი საბრძოლველად შემართული და ჩვენ არ ვიცოდით? რატომ არ ქონდათ ბიჭებს ცეცხლი თვალებში, რატომ ათამაშებ ყველასთან მეორე ნომრად? რით ვერ გაიგეთ რომ ქართული ფეხბურთი ყოველთვის შემტევი იყო? მით უმეტეს როცა ასეთი მაგარი ბიჭები გვყავს? ზედ საჯარიმოსთან დანიშნული ჯარიმების დარტყმაში ვინ უნდა ავარჯიშოს ბიჭები, მე თუ შენ? კარგი, შემსრულებელი თუ არა გყავს, რამე გათამაშება ხომ შეიძლება მოიფიქრო და დაამუშაო? ხელფასს იღებ სტვენაში, სულ ეგ არის შენი მწვრთნელობა. რაღა მაინცდამაინც ესპანეთთან (7-1) ათამაშე შემტევი ფეხბურთი და დანარჩენებთან მეორე ნომრად თამაშობ? მოკლედ, კარგად სწავლობ მწვრთნელობას ჩვენზე, ალბათ 10 წლის მერე საფრანგეთის ნაკრებსაც ჩაგაბარებენ, მაგრამ ჩვენ რა ამით? ისევ ფუჭად დაკარგული წლები...ეგეთ ფეხბურთს ჩვენი ბიჭები უმწვრთნელოდაც ითამაშებენ.

• გოჩა

ტრაგედიას ვერ ვხედავ.წავაგეთ და მორჩა.ცუდია,რომ ქოჩორა არ გვეყოლება ალბანეთთან.რაც შეეხება უკრაინის ნაკრებს ნოემბერში თბილისში გამოჩნდება,რომ ჩვენი ნაკრები უკეთესია და თამაშის მერე სულ სხვა ხასიათზე ვიქნებით.ჩვენ ამ ჯგუფში პირველ ადგილზე დავამთავრებთ!

• გ.შ.

თბილიშში გავცეემთ ყველაფერზე პასუხს, სულ ყველაფერზე, მიდი ბიჭობააააააა

• Master

მიწაზე დავეშვით,ახლა ღრმად ამოვისუნთქოთ და ალბანეთთან აუცილებლად მოსაგებ თამაშზე ვიფიქროთ,სადაც ქოჩორა დაგვაკლდება და ამ გარემოებიდან გამომდინარე გინდა არ გინდა უფრო შემტევი ნახევარდაცვა გვეყოლება.იქნებ სჯობდეს 4 მცველით დავდგეთ და ნახევარდაცვას ერთი საყრდენი დავამატოთ?სად თუ არა შინ ალბანეთთან ვითამაშოთ ამ ტაქტიკით.თუმცა ისიცაა ვინ გინდა დააყენო საყრდენად.ალთუნაშვილი თუ ნონიკაშვილი?რთულია ენდო რომელიმეს სასტარტოდან.მექვაბა გამოდგებოდა ასეთ დროს ან კვეკვე,მარა არცერთი არაა.შენგელია არაა სანაკრებო დონე არაა!არ შეიძლება აგებდე,ამ ფლანგზე წიტაიშვილი გყავდეს და შენგელია შემოგყავდეს,რომელსაც აშკარად აკლია კლასი და დაცვაში თამაში საერთოდ არ იცის.მითუმეტეს უკრაინელებთან ორმაგად მოტივირებული იქნებოდა.სჩვევია ვილის ჩაციკვლები და ეს შემთხვევაა სწორედ შენგელია.არც სულ ერთი შემადგენლობით დაწყება მგონია სწორი.დავითაშვილი კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ევროპაში და ვილიმ მხოლოდ 20 წუთი დაუთმო,დავითაშვილი მეტი სისწრაფე და მეტი აგრესიაა.მითუმეტეს ასეთ ფორმაში მყოფი...ან ეს გოგლიჩიძე რა თემაა,რატომ აართვა ახალგაზრდულებს.მოკლედ ბევრ აუხსნელ გადაწყვეტილებას იღებს ჩვენი მწვრთნელი.იმედია სწორ დასკვნებს გამოიტანს.ალბანეთთან მოგება აუცილებელია...წარმატებები...

• gela

ამან როგორ წააგო ყველას ერტად ჯობია ეხლაც რომ ითამაშოს უბრალოდ სოლიდარობა გაუკეთეს ამ პუტანებს

• იასონას უდარი

ქოჩორ თავი მაღლა ასწიე,ჩემი კარდენახელი ძმა ხარ და ყოვლეთვის ასე იქნება. ვამაყობ ამ ბიჭებით,წავაგეთ და ბევრი განაწყენდა,თუმცა მოედანი არ ვარგოდა და ცოტა შებოჭილები ვიყავით,არაუშავს აქ ავიღებთ რევანშს.

• დათო

გუნდში არ გვყავს სტანდარტულის შემსრულებლები, ის ჯარიმაც შრნგელიას უნდა დაერტყა და არა ხვიჩას… არაბიძის არ გამოძახება ძვირად გვიჯდება!

• rable

ცვლილებებზე არაფერი ჰკითხეს? -როდესაც მარცხდები და უკრაინისდარ მაღალ გუნდთან გველესიანი გაგყავს(რომელიც თავით და არეულ თამაშსი ხშირად იტანს ირანში) და ტანმორჩილების იმედზე რჩები, ეს მაშინ, როდესაც შენგელია იმ იმედით შემოიყვანე, რომ ჩაწოდბებით გაამწვავო, მეორე საკითხია, რომ ყვითელი ბარათის გარდა ვერაფერი შემოგვთავაზა შენგელიამ(სამწუხაროდ), ამ შეხვედრაში გამოჩნდა ლობჟანიძის დანაკლისი, კაკაბაძის პატივისცემის მიუხედავადროგორ დავიჯერო, რომ საბა უფრო მწვავედ ვერ შეუტევდა?.. არაორგანიზებული იყი ნაკრები, დისციპლინის ნაკლებობა და ერთიც -მხოლოდ ჩვენ გუცურავდა ფეხი გაზონზე, რომ არა კვარას საწყის წუთებში ბუცების გამოცვლა, ისიც ისრიალებდა და ესაც სამწვრთნელო შტაბის უნიათობის შედეგია, სავარაუდოდ სათანადო ბუცები არც მხოლოდ კვარამ წაიყოლა.. ესეთი სუსტი უკრაინა დიდი ხანია არ მახსოვს, არაფრისდიდებით არ უნდა წაგვეგო მათთან.., მომავლის იმედით სა მადლობა ყველას

• C

მე ამ თამაშში სანიოლის ბრალს არათუ ვერ ვხედავ, მგონია რომ შეცვლებიც თამამი და სწორი გააკეთა. განსაკუთრებით ჩაკვე, რომ არ გაიყვანა და მცველი რომ მოხსნა. უბრალოდ დღეს ქოჩორაშვილი და გველესიანი ვერ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, ცოტა ყეყეჩობას მაგონებდა მიდგომა. კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე შკარად საუკეთესოები იყვნენ დღეს. ერთადერთი ბუდუს შემოყვანა შეუძლებოდა ცოტა ადრე

• მართალი

30 წუთის მერე შენ კი არ გამოასწორე გოლი გაგვიტანეს და დაცვაზე გადავიდნენ ბურთი მოგვცეს და რომ არ გაეტანათ ასეთ კატასტროფას ათამაშებდი ბოლომდე ალბათ

• ბესო

სანიოლ, ეს თამაში ტაქტიკურად შენც წააგე! შეცვლები მეორე ტაიმის დასაწყისში უნდა დაგეწყო. გუნდს თავიდანვე ეტყობოდა გადაწყობის საჭიროება! ბუდუ და ზურიკო უფრო ადრე უნდა შემოგეშვა!

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

"არარაობანი - რებროვს არ გააგდებენ, რადგან შევჩენკოს მეგობარია" - ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი

საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

პლეი-ოფში გასვლისთვის უკრაინას პრემიალური გაუორმაგეს

უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ

"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ