"სამგურალის" მწვრთნელად იტალიელი როდოლფო ვანოლი დანიშნეს, - ამის შესახებ წყალტუბოური კლუბის პრესსამსახური იტყობინება:

"წყალტუბოს "სამგურალს" 61 წლის იტალიელი სპეციალისტი როდოლფო ვანოლი გაწვრთნის. ვანოლისთან ხელშეკრულება 2025 ბოლომდე გაფორმდა. იტალიელი სპეციალისტის ასიტენტად ალბანელი დარიო ნუჰუ იმუშავებს.

როდოლფო ვანოლის ფეხბურთელობის დროს ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიცაა "უდინეზე" და "ლეჩე". მას სერია A-ში 200-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. იტალიელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს შვეიცარიულ "მენდრისიოში" დაიწყო. შემდეგ იყო "ლუგანოს" მთავარი მწვრთნელი. 2006 წელს იტალიაში დაბრუნდა და "უდინეზეს" 19 წლამდე გუნდის მწვრთნელი გახდა. 2010 წელს იმუშავა "უდინეზეს" ტექნიკურ დირექტორად. მომდევნო კლუბი იყო "პორდენონე", სადაც ერთი სეზონი დაჰყო და სამუშაოდ ბულგარეთში, სოფიას ცსკა-ს დირექტორად გადავიდა. 2012 წლიდან - 2016 წლამდე სლოვენიური "კოპერის" მთავარი მწვრთნელი იყო. მისი მწვრთნელობის პერიოდში სლოვენიური გუნდი ევროთასებზე სტაბილურად ხვდებოდა და 2014-2015 2015-2016 წლების სეზონში ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა. 2016 წელს სლოვენიურ "ოლიმპიაში" გადავიდა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიყვანა. 2021 წლის თებერვალში ვანოლი "კოპერში" დაბრუნდა და 15 ივნისამდე იმუშავა. მომდევნო წელს იტალიელმა სპეციალისტმა ტირანას "დინამოში" იმუშავა. ბოლოს კი იტალიური "სალერნიტანას" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი იყო.

იტალიელი სპეციალისტი საქართველოში წუხელ ჩამოფრინდა და დღეს პირველ ვარჯიშს ჩაატარებს".

მერაბი ბებია
პატივცემულო წყალტუბოელებო ამ წელს სამგურალი არ გახდება საქართველოს ფეხბურთის გამარჯვებული და სეზონის ბოლომდე ემუშავა ბატონ მიხეილს ახალი სეზონის დაწყებამდე მოეყვანათ ახალი მწვრთნელი მადლობა
ავთო
ძალიან კარგია,მივესალმები ბევრ ასეთ გამოცდილ სპეციალისტს საქართველოს ჩემპიონატში. სწორედ ასეთი მწვრთნელების მეშვეობით უნდა აიმაღლონ ჩვენმა სპეციალისტებმა კვალიფიკაცია.
aburjga
... გაგიჟდები კაცი. აქ ხალხს ლუკმა - პური ენატრება და იტალიიდან ჩამოგყავთ "სამგურალის" მწვრთნელი? ვთქვათ მაგრად გაწვრთნა ამ ტიპმა, მერე, მერე რა იქნება ატლეტიკო მადრიდე და აიაქსს უდა შეხვდეს სამგურალი?! რა ამოცანაა ასეთი გადასაჭრელი?
გიორგი
მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ შეხედეთ ბიოგრაფიას. ადამიანს ნამუშევარი აქვს დაწყობილ ქვეყნებში. ქართველ მწვრთნელებს ჯობია მივცეთ კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება და მეტი ნდობა.
გიუშა
აუ ჩემი)))
345
ამას ეტყობა წყალტუბოს აბანოები გამოუწერეს და უფასოდ ექნება.დდდდდ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
"სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა გუნდი დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
"ყველაზე დიდი გამოწვევა იმ გუნდებთან მქონდა, რომელთაც ქართველი მწვრთნელები ჰყავდათ..." - "სამგურალის" მთავარი მწვრთნელი ტიაგო გომისი