საქართველოს ნაკრებზე წერა ახლა განსაკუთრებით რთულია. ვიღაცისთვის ობიექტური კრიტიკა წარმატებული გუნდის ჩასაფრებას ნიშნავს, ზოგიერთები კი ჩვენი აღიარებული ლიდერებისა და სახელოვანი ლეგიონერებისთვის "კბილის მეტად გაკვრას" ითხოვენ. სამწუხაროდ, პოლიტიზირებაც გაზრდილია. ჩვენსას ისე ვეცდებით, როგორც აქამდე, სიტუაცია ჯანსაღად და სიღრმისეულად შევაფასოთ, მეტის მტკიცებას კი არ ვაპირებთ!..

რა არ იცვლება ნაკრებში?

დღევანდელი ფორმაციის საქართველოს ნაკრებმა არაერთი სტერეოტიპი, ნეგატიური სტატისტიკა თუ ფსიქოლოგიური ბარიერი დაანგრია, თუმცა ყველაფერს ერთიანად არ ეშველება. და საერთოდაც, ყველაფერს ეროვნულ გუნდში და ერთად ყოფნის ასე მოკლე დროშიც ვერ მოაგვარებ.

მაგალითად, რას ვგულისხმობთ? ვუყურებთ დიდ ტურნირებს და ვხედავთ, სტარდარტულ/სტატიკურ მდგომარეობებს რამხელა ყურადღება ექცევა. ამას აუტსაიდერები კიდევ უფრო მეტ ენერგიას უთმობენ(ისლანდიელთა აუტები გვახსოვს). ამ კომპონენტში ჩვენ გამოკვეთილად და უკვე დიდი ხანია, მოვიკოჭლებთ. ალბანეთთანაც 11 კუთხური ჩავაწოდეთ... შეუძლებელია, პრობლემა მხოლოდ დამრტყმელში/ჩამწოდებელში იყოს. აბა, რა ხდება, პოზიციას არასწორად ვარჩევთ?! თავით თამაში გვიჭირს?! ვარჯიშებზე სათანადოდ არ ვამუშავებთ?! არსებობს სიტუაციის სწრაფად შეფასებისა და კარში დროულად დარტყმის პრობლემებიც.

კიდევ რაც არ იცვლება, პირველი გაშვებული გოლის შემდეგ თამაშის შემოტრიალებაა. შეუძლებელია, ამას ფსიქოლოგიურ ამბებამდე არ მივყავდეთ, რისი მოხსნაც მიღწევადია, ოღონდ, ერთხელ უნდა გავაკეთოთ, დავიჯეროთ, რომ შეგვიძლია!..

რას ვერ ვცვლით? გვიჭირს ინიციატივის აღება, შეტევა და თამაშის წარმართვა მაშინ, როცა თეორიულად, ამის გაკეთება გვევალება და მეტოქეც საშუალებას გვაძლევს.

რა ვერ შევცვალეთ? - თავად თამაში მის პროცესში. როცა დასახული მიზანი არ გამოგდის და ამისთვის მათ შორის ახალი ფეხბურთელების შემოყვანაცაა საჭირო.

რაც მწვრთნელთან არ იცვლება...

არ გვიყვარს, როცა წაგებული ყოველთვის მწვრთნელს ბრალდება, მოგებულზე კი ივიწყებენ. ვილი სანიოლისთვის უშუალოდაც გვითქვამს კრიტიკულიც და საქებარიც. არსებობს რაღაცები, რაც საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთანაც არ იცვლება.

არ ვიცით, რა იქნებოდა, სანიოლი კლუბის დამრიგებელი რომ იყოს, ნაკრებთან ერთად ყოფნისას კი მას არ აქვს სათანადო დრო, გუნდი სხვადასხვა ტაქტიკურ სქემებთან ადაპტირებული ჰყავდეს. მან ჩამოაყალიბა სტილი, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მაგრამ მას მუდმივად განახლება და სრულყოფა სჭირდება. სიახლის წარუმატებლად დაწყება ისაა, რაც სანიოლს თან სდევს.

არ იცვლება ის, რომ ვილის თამაშის წაკითხვა მხოლოდ მოგვიანებით შეუძლია და პროცესში მოწინააღმდეგის მწვრთნელებთან ძალიან იჩაგრება. ხაზგასმით ვთქვათ, სულ სხვაა როცა შენი ტაქტიკური სქემა გაამართლებს, თამაში საშენოდ მიგყავს და სულ სხვაა, როცა მისი შეცვლა უსწრაფესად გჭირდება.

არ იცვლება ის, რომ ფრანგი მწვრთნელი თუმცა კი შემდეგ ითვალისწინებს, საკუთარ შეცდომებს არ აღიარებს. ახლაც, პასუხისმგებლობა არ აიღო და ყველაფერი ისე გამოიყვანა, თვითონ სწორად რომ ჩაიფიქრა და ბიჭებმა ვერ შეასრულეს. ან როგორ უნდა შეესრულებინათ, ფუნქციები და ზონები გადანაწილებული არ იყო და სასტარტო შემადგენლობა იმას ჰგავდა, თამაშის გადასარჩენად ბოლო წუთებში ქაოტურად რომ მოქმედებ.

წარმატებამ თავბრუ არ უნდა დაგახვიოს და ეს არა მარტო მწვრთნელს, ყველას ეხება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ცვლილებები გვინდაო, კი, მართალია, მაგრამ აქამდე არსად გვითქვამს, "ერთა ლიგას" მის მოსამზადებლად გამოვიყენებთო. ანაც, თუ მაგას გეგმავ, თუ არა ახლა, როდის უნდა გამოსცადო ნახევარმცველები, რომლებზედაც ცოტა ხნის წინ გვითხარი, კონკურენტუნარიანი არიანო და როდისღა უნდა მიეცეს დრო "ემპოლის" მცველ საბა გოგლიჩიძეს, რომელიც არც ახალგაზრდულს დაუთმე...

რა არ იცვლება ჩვენში...

რა თქმა უნდა, ნოსტალგია გვაქვს იმ ფეხბურთის, რაც ქართულად ასოცირდებოდა და რითაც დიდი წარმატებისთვის მიგვიღწევია, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.

როგორც დავინახეთ, "მცველის გარეშე" თამაში და სულ შეტევაზე ფიქრი ჯერ მაინც არ უნდა მივითხოვოთ. გასაგებია, ცალკეული ფეხბურთელების პროგრესი ცოტას გვატყუებს, სიმართლე კი სხვაგანაა, სადღაც "იქ". "სიმართლე" მოძრავ ნახევარდაცვაშია; ისეთ ფლანგებშია, შეტევასა და დაცვას ერთნაირი წარმატებით რომ ახერხებენ; ერთმანეთის დაზღვევასა და თავისუფალი სივრცეების ათვისებაშია, მეტ ართმევაში და ორთაბრძოლის მოგებაშია...

ვიტყვით, დავუბრუნდეთ არჩეულ კურსსო, მაგრამ მოწინააღმდეგეებმაც რომ შეგვისწავლეს?! რომ ცდილობენ, შეცდომაზე თავი არ "დაგვაჭერინონ"?!

დამაინც, ნაკრებში ბევრი რამ შეიცვალა. ორპოლუსიანმა აზროვნებამ არ უნდა მოგვიცვას. უბრალოდ მხოლოდ ქებით არაფერი გამოვა და ეს ყველამ, ყველამ, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ!..

Guriec
კაით რა, აცალეთ ამ კაცსაც და ბიჭებსაც ისიამოვნონ ფეხბურთის თამაშით და დარწმუნებული იყავით, ჩვენც გვასიამოვნებენ მალე მაღალი მიღწევებით! არ არის საჭირო ზედმეტი ზეწოლა, ნაკრების სტატუსზე დიდი რა ზეწოლა უნდა იყოს საჭირო მე არ ვიცი! ტაკ ჩტო, ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ უნდა მივყვეთ მწვრთნელს და ბიჭებს, აი, მომავალი სეზონიდან, თუ ვნახავთ, რომ იმავე პრობლემების წინაშე ვრჩებით, მერე უკვე შეგვიძლია თავს კრიტიკის უფლება მივცეთ! ასე ვფიქრობ მე...
zaza
სოსო-ს არ გვყავს და არც გვეყოლება თუ არ ეძებე და შანსი არავის მიეცი ./ რას ამბობთ , რომ სანამ ცურვას არ ისწავლის ადამიანი წყალში არ უნდა ჩავიდეს ?როდის მივეცით შანსი ამხანაგურებში მაინც თუნდაც გადრანს ? ანდრო ჟორდანია ეზო-ეზო დაეძებდა ნიჭიერ ბიჭებს და ჩვენ სად ვეძებთ ? სამი თავდამსხმელით რომ ითამაშა და სამივე ალა-ბალა დარბოდნენ წინ და უკან , მე უნდა დამელაგებინა მათი შეტევა და ორმოცი საჯარიმოში ჩაწოდებული კუთხურიდან ერთიც რომ ვერ მოვიგეთ და მაღალი ჩაწოდების მაგივრად დაბალი ,,პრასტრელი " რომ უნდა გვეცადა , მე უნდა მეთქვა ეგ ფეხბურთელებისათვის ? არანაირი დამუშავებული სტანდარტი , არანაირი სქემა რომ არ არსებობს და მუდმივად მეორე ნომრად რომ ვთამაშობთ , განსხვავება რომ არ გვაქვს არცერთ თამაშში , ეგეც გულშემატკივარმა უნდა დაალაგოს . სალაპარაკო იმდენია , აქ არ დაეტევა . კაშიას კი არა , ხურცილავას და ჩივაძის გარეშე გაძლო ქართულმა ფეხბურთმა და არა მგონია სლოვანის 38 წლის ფეხბურთელის გარეშე კატასტროფა დაგვემართოს .
გიორგი
კაშიაზე უკეთესი დღესდღეობით ვინ გვყავს ,ისე კი პერსპექტიული ახალგაზრდებიც უნდა გამოსცადონ სანამ კაშიასთანა ცენტრი გვყავს და უფრო გრძელ პასებზე იმუშაოს დაცვამაც და ნახევარ დაცვამაც .ყველაფრის თავი და თავი არის გრძელი პასები ,აბა ბურთიანად თუ მიუყვან მეტოქეს გეგონება თავისი 2 არ ყოფნიდეს თავდასხმას
Gel-100 -ს
ეგ რანაირად გამოდის? ფეხის ხმას რანაირად აყვა ვილი, როცა ზურიკოც და ბუდუ, სწორედაც, რომ სათადარიგოზე დატოვა უკრაინასთან? უკრაინასთან იყო დრო გასვლით თამაშში ექსპერიმენტის სწორედ და არა ალბანეთთან სახლში უეჭველად მოსაგებ მატჩში. უკრაინასთან 4-3-3 იმიტომაც ჯობდა, რომ უკრაინა უკანდახეული გვეთამაშებოდა, ეს წინასწარ ცხადი იყო, და მეტოქის ნახევარზე უპირატესობას შევქმნიდით. ჩვენი ტაქტიკა გაშიფრული იყო და უკრაინა მზად იყო იმ ტაქტიკასთან სათამაშოდ. სიახლეები მუდმივად უნდა ეძებო და შეარჩიო საჭირო დრო ექსპერიმენტებისთვის. ეს ევალება პირველ რიგში ნაკრების მწვრთნელს, ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებას სანაკრებო შეკრებრბზე ვერ გააუმჯობესებს
gel-100
უკრაინელებთან რა ტაქტიკა წყობითაც ვითამაშეთ ის წყობა უნდა გამოგვეყენებინა ალბანეთთანაც,,უკრაინას გოლის გარდა 1-2 მომენტი შეექმნა და მეორე ტაიმში საერთოდ გავაქრეთ მოედნიდან და მწვრთნელმა რა ქნას თუ შემსრულებელი უშვებს საგოლე შეცდომას?? რომ არა ეგ შეცდომა უკრაინა რო გოლის გამტანი არ იყო გარდა ინდივიდუალური ქმედებით გატანისა ჩანდა თამაშში და ეგ მწვრთნელის დამსახურება არაა?? უბრალოდ ვილი აყვა აქაურ ხმებს იიი ბუდუ ათამაშეთ და იიიი ზურიკომ ჰეთთრიკი შეასრულა და აი ამ ხმების აყოლის გამო დაუშვა ვილიმ შეცდომა და გამოიყვანა ისეთი შემტევი შემადგენლობა რო თამაშის გაძლიერების რესურსი აღარ დაიტოვა და ეგ იყო შეცდომა,,გვაქვს ჩვენ წყობა და ფეხბურთელების ჯგუფი რომლებმაც წარმატება მოგვიტანეს და ახალი ველოსიპედის გამოგონება არ იყო საჭირო უნდა გვეთამაშა ნაცადი ხერხით,,იმედია ვილი ესეთ შეცდომას არ დაუშვებს ამის მერე, უბრალოდ ერთმანეთს უშლიდნენ ხელს ჩვენი შემტევები იმდენნი იყვნენ ერთ მონაკვეთზე და სამაგიეროთ სკამზე არავინ აღარ დატოვა,,და ერთიც უნდა მივაღწიოთ როგორმე იმას რო ფეხბურთელები კლუბში რა პოზიციებზეც თამაშობენ იქ ვათამაშოთ ნაკრებშიც თორე ჩვენ კიარა თავადაც ვერ გაურკვევიათ ვინ ვისი კონკურენტია და ვის ვისი ჯობნა მოუწევს რო ძირითადში მოხვდეს და ეს არაა კარგი,,მაგალითად წიტაიშვილი ვისი კონკურენტია? ან შენგელია? ზურიკო ვისი კონკურენტია კვარასი თუ ჩაკვესი? კვარას პოზიციიდან რო შეასრულებს ჰეთრიკს და შენ საყრდენად აყენებ აბა რანაირად ითამაშებს იგივე დონეს? რავიცი ჩემი აზრით თუ კონკრეტულ მომენტში კვარაზე უკეთეს ფორმაში ზურიკოა ჯობია დააყენოს ზურიკო და კვარა დასვას სკამზე ვიდრე ზურიკოსაც პოზიცია შეუცვალოს კვარასაც, მთელი გუნდის წყობაც გადააწყოს და თითქმის ყველა ფეხბურთელი თავისთვის უცხო პოზიციაზე ათამაშონ, მგონი მარტო მამარდა და კაკაბა დგანან იმ პოზიციებზე სადაც კლუბშიც თამაშობენ
გიორგი
ჩვენების გრძელ პასებს რომ ვუყურებ, ასე მგონია ჩაფუშული ბურთით თამაშობენ, ისე ნელა მიფრინავს ბურთი რომ მოწინააღმდეგე ან გადაწყობას ასწრებს, ან სადღაც შუა დისტანციაზე ვარდება ბურთი. იგივე კუთხურებიდან ბურთს რომ ვერ წევენ
გიორგი
"უკრაინულ ფეხბურთს იცნობს" ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება. საქართველო-ინგლისი გამახსენდა, სადაც მოგებას ველოდით, იმიტომ რომ "ქინქლაძე კარგად იცნობდა ბრიტანულ ფეხბურთს", თან უელსს და ჩრდ. ირლანდიას მაშინ ცალი ფეხით ვუგებდით და მოკლედ ზედაპირული დასკვნა რომ თურმე ჩვენ კარგად გვეხერხება ბრიტანულ ფეხბურთთან თამაში. შედეგი იყო 0:2
გიორგი
ზუსტი გრძელი პასებია ჩვენი აქილევსის ქუსლი .თუ ვერ ვიმუშავებთ ამ პრობლემაზე არაფერი არ გამოვა და თან თავდამსხმელებს ისედაც 2 მცველი დასდევს და პასების დროს მესამესაც უმატებენ ,რადგანც ბურთს 5 მეტრში აწვდიან
რატი
შინაარსს (თითის ქნევების ნაწილის გარეშე) ვეთანხმები და დავამატებ: შესაბამისი მწვრთნელი გვჭირდება! 26 მარტიდან მოყოლებული ეს აზრი არასდროს შემიცვლია. არ არის სანიოლი იმ დონის, რომ ეს გუნდი შესაბამისად გამოიყენოს (ამ ორ თამაშს რომ შევეშვათ, ,,ევროზე" თურქეთთნ და ჩეხეთთან თამაშში ეს კარგად გამოჩნდა).
სიმენონი
უმეტესობა ალბანეთთან მარცხზე ლაპარაკობს, და შესაბამისად შეცვლილ ტაქტიკაზეა აქცენტი გაკეთებული, ეს სწორია, მაგრამ პირველ რიგში უკრაინასთან მატჩი იყო პრობლემა, მაშინ უნდა შემოგვეკრა თავში ხელები. ბევრი ფაქტორი იყო ჩვენს წინააღმდეგ მაგრამ უკრაინისნაირი სუსტი გუნდი ერთი ამოსუნთქვით უნდა დაგვემარცხებია. მაგრამ იქაც ვერ შეარჩია სანიოლმა საჭირო შემსრულებლები. უკრაინელებთან უნდა გვეთამაშა 4-3-3 ტაქტიკით ბევრი მიზეზის გამო, ეს იყო იდეალური მატჩი ახალი/სათადარიგო ტაქტიკისთვის, რეალურად ზურიკოს ადგილი უნდა გამოძებნილიყო, აშკარად საუკეთესო ფორმაში შეხვდა ამ მატჩს, ეს ფეხბურთელს უნდა უფასდებოდეს, რომ სხვებმაც მოინდომონ. წინა მატჩიდან განსხვავებით დაცვის ცენტრს ერთი კაცი (პირობითად გველესიანი) ამოაკლდებოდა და მის ნაცვლად დაემატებოდა ერთი შემტევი. ზურიკო უნდა დაეყენებინა მარცხნივ და ხვიჩა მარჯვნივ. იმიტომ, რომ ზურიკოს მაგარი მუხტი ჰქონდა გამოყოლილი მარცხენა ფრთის ეგ უნდა გამოგვეყენებინა, ხვიჩას მარჯვნივ გამოსვლა უკრაინელებს ძალიან დააბნევდა.მატჩის მსვლელობისას ბიჭები ფრთებსაც გაცვლიდნენ. ან თუ მაინცდამაინც ტაქტიკას ვერ ელეოდა, შეიძლებოდა განხილულიყო ისევ 5-3-2, მაგრამ რაიმე სიახლე, რომ შეეტანა უკვე გაშიფრულ გუნდში, ხვიჩას დასვენება (მცირე ტრამვაც იყო თან) და მის მაგივრად ზურიკოს დაყენება, თუ გაგვიჭირდებოდა მეორე ტაიმში დაგვემატებოდა ხვიჩა და ზურიკო მარჯვნივ გადაიწევდა. ხვიჩას შემოსვლა დაზაფრავდა უკრაინელებს. უკრაინელებისნაირ ხისტ გუნდთან ბუდუს რესურსი უნდა გამოგვეყენებინა, ალბანეთის ტექნიკურ გუნდთან ცენტრფორვარდზე მიქაუტაძე ჯობდა. წიტაიშვილი რათქმაუნდა უკრაინასთან ძირითადში უნდა ყოფილიყო, მასსავით ვინ იცნობს უკრაინულ ფეხბურთს, თან მოტივაციაა გაასმაგებული ექნებოდა. უკრაინასთან თუ მინიმუმ არ წავაგებდით, ეს სულ სხვა ხასიათზე დაგვტოვებდა ალბანეთთან მატჩის წინ და წაგების შემთხვევაშიც კი ჯგუფის ლიდერის პოზიციას არ დავთმობდით. ალბანეთთან შეხვედრაზე კომენტარიც არ ღირს, ეს იყო თავიდანვე წაგებული ტაქტიკა, სასაცილოც იყო რაღაც მომენტში. რა უნდა განიხილო არვიცი.
ივანე ვანია +
შედეგი სახეზეა. შეხედეთ ტაბლოს. ნარებმა ჩაი-ჯ-ა და აკეთეთ მაღალ ფარდოვანი კომენტარები ეტყობა ეს გვიშვდლუს მარტო აზრის გამოხატვა.
დავით 67 -ს
აქ რომ ჯღაბნი სისულელეებს, დღეს ეკლესიაში თუ იყავი, სანთელი თუ დაანტე ? შენი მოსახელის დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეა.
მერაბი
1. პასი ერთი შეხებით უნდა მისცე, თანაც ზუსტი, ორი და სამი შეხება ბურთის თეევის ტოლფასია, ამითმეტოქეს აძლევ რამდენიმე წამს რომ დაცვაში გადაეწყოს! 2. უბურთოდ ბევრი უნდა იმოძრაო, ბურთიუნდა მოძებნო და არა ბურთმა მოგძებნოს, 3. არაა აუცილებელი კარის ხაზიდან დარტყმა, კარში უნსა დაარტყა ნებისმიერი ადგილიდან, 20 დარტყმიდან თუნდაც 30% იანი შანსიდანგოლის გატანის მეტი შანსია ვიდრე 2 ვითომ 100% იანი შანსიდან, 4. მოედანზე სწრაფად უნდა ირბინო და არა იძუნძულო, 5. პასის გაკეთებისას ერთი ან ორი რგოლი (გვერდზე მდგომი მოთამაშე) უნდა გამოტოვო და მოედანი გაჭრა პასით, სხვაგვარად საშუალო დონის მცველიც კი ყველა შეტევას დაგიბლოკავს! 6. სწრაფი შეტევა რა არი ვინმემ ეკრანზე მაინც აჩვენეთ ჩვენს ნაკრებს! ვხედავ შემთხვევებს ხშირად როცა მოთამაშე გარბის ბურთიანად კონტრშეტევაზე და დანარჩენები მიძუნძულებენ მის უკან და უყურებენ რა მოხდება!!! ვისაც გეზარებათ ან არ შეგიძლიათ წადით სახლში! ისე ამ ორ თამაშში რაც ვნახე დაცვასაც და ნახევარდაცვასაც ნახევრად ეძინათ მოედანზე!!!
გელა
ვისაც დინამოს თამაშები გახსოვთ,ისიც გემახსოვრებათ, საკუთარ კარში მიღებული გოლის შემდეგ როგორ ცვლიდა გუნდი ტაქტიკას და იმარჯვებდა. გუშინ კი რა მოხდა,დასაწყისიდანვე დაბნეულები იყვნენ, გოლის შემდეგ კი სულ აირივნენ, მთვარეულებივით დაბორიალებდნენ მინდორზე.მწვრთნელს უნდა შეეძლოს გუნდის გადაწყობა, ტაქტიკის შეცვლა, რაც ვერ ვიხილეთ.აუცილებელია სხვადასხვა სათამაშო სქემა, ვერ გაამართლებს ერთი, მეორეთი შეცვალე. და კიდევ, ინდივიდუალიზმი არაფრის მომტანია.
კაჭკაჭი
მგონი მართლა ცოდვა აიკიდა ფედერაციამ თქვენ რომ ამრედიტაცია არ მოგცათ, ახალგაზრდებიც აგებენ
Თეიმურაზი
მე მგონი 3 დღიანი გრაფიკი არ არის სწორი. კიდევ თამაშების წინ ორი კვირით ადრე გამოსადზახებელია მოთამაშეები. ფიზიკური მომზადება და სისწრაფე უნდა გაუმჯბესოთ. სულ ყველას გვეწყინა ორი წაგება ზედიზედ, მაგრამ დარწმუნებული ვართ ფეხბურთელება კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ. გული არ გაიტეხა, წარმატებებს გისურვებთ
ილია
გეთანხმები უკრაინასთან მართალია ქოჩორა შეცდა,მაგრამ ძლიერი მცველი ამას გამოასწორებდა.იგივე ფლანგიდან გაგვიტანეს ალბანელებმა.მაგ ფლანგს რამე თუ არ ეშველა გაიგო მთელმა მსოფლიომ.ისე ფიზიკური მომზადება ჩვენ არ გვიყვარს (არ ვუღრმავდებით მის დეტალებს)აგერ ფაქტი, ამდენი აზრის გამომთქმელიდან ერთს არ უხსენებია.ხოდა გვაჩუქა უფალმა ბუნებრივად ძლიერი მცველი და ის მაინც დავაყენოთ.
T.q
აინმართლა გასაგდებია ეგ უკვე რაა რო გავიგე რო ამ ერთა ლიგასაც ითამაშწბდა თან უთქვია საბანაძესთვის თუ ევროპაზე გავალთ ნაკრებიდან წავალო და მერე თქვა რო ფედერაციას დაველაპარაკებიო აზე ხარ მწვრთნელს კი არა ფედერაციასო, სინაგლეც არის და სინაგლეც წადი რა შე მამაცხონებულო ხალხმა დაგიმახსოვრა კარგად გეყოს რა! ეს თუ მსოფლიოზე თამაშისთვისაც იმზადებს თავს ნაგლობაც აღარ ქვია ამას!
მამუკა
ფეხბურთელები რომ არ გაზარმაცდნენ საჭიროა მათ შორის კონკურენცია. ხვიჩასსთანაც კი...
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
რა არ იცვლება და თამაშის ტემპი ადრეც დაბალი იყო და ახლაც დაბალია. როდესაც ტემპს ზრდიდნენ მაშინვე სანახაობრივ თამაშს ვიღებდით თორე ადრე რომ ჩვენები კლებებში ირიცხებოდნენ ახლა ისეთები არც კი დაესიზმრებათ, მაგრამ დაბალი ტემპის გამო სულ აუტსაიდერებში იყვნენ. კიდევ არ იცვლება მწვრთნელების და ფეხბურთელების განათლება - შედეგი მუდმივ განახლებას და სრულყოფას მოაქვს თორემ ყველამ ზეპირად ისწავლა თქვენი თამაში და რაიმე ახალი თუ არ დაამატეთ ყოველი შემდეგი კიდევ უფრო რთული მოსაგები გახდება!
გიორგი
ვეთანხმები ავტორს. თუ უკრაინასთან დააგვიანა შეცვლები, აქ თავიდან წააგო. დაეყენებენა წოჩორას ადგილას კაკაბაძე და კაკაბაძის ადგილას გოჩოლეიშვილი. ლოჩოს მაგივრად შენგელია. მიქაუტაძის მაგივრად ზივზივაძე. რა იცვლებოდა, ჩვენს სქემაში, არაფერი. ყველამ ყველაფერი იცის. ხო შიძლება ეს უპატრონო კუთხური გაათამაშო, როცა გყავს კვარა,ჩაკვე და ზურიკო. ერთი ორსაც მოატყუებენ და პასცაც ჭკვიანურს გააკეთებენ. ალბანეთის მწვრთნელი სულ მოქმედებაში ოყო, ჩვენს კი სასოწარკველება ეწერა თვალებში.

ახალგაზრდულიდან გაგუამ,საზანოვმა,გელაშვილმა,კალანდაძემ,კვერნაძემ იმედები გამიცრუეს!!
დავით 67
ეხლა შემოხაზვა არ შეიძლება. ვაფერადებთ, როგორც გაუფერადა ხალხს ცხოვრება ორმოცდაერთმა)
ლევანი
ნამდვილად არ მეგონა, სანიოლი, ასეთი ნაგლი თუ გახდებოდა, სწორი სქემა იყო და მომავალშიც გამოვიყენებო. ერთი კაცი უნდა შეეცვალა, ერთი კაცი, ამან კი რაჰქნა, ისე აურდაურია ყველაფერი, რომ ვარავინ ხვდებოდა სად და რა ეკეთებინა. ადრეც ქნა და 7-1 წავაგეთ, მაგრამ მაშინ აღიარა მაინც. ალბათ ყველაზე მაგრად, ბატ. სანიოლს აუვარდა თავში, თავი უკვე მაგარი მრწვრთნელი ჰგონია, ბიჭებსაც ეტყობოდათ თავში ავარდნა, უკრაინასთან, აბა ქოჩორას თამაში, ზუსტად ეგ არ იყო?ეეჰ, ვაააიიიიი...

რითი და ნიჭით ბიძიკო ნიჭით, კიდევ საფეხბურთო ინტელექტით. დარასელიას ტვინი ფეხებშიც და თავშიც ჰქონდა. ქოჩორა მუშა ჯანიანი ფეხბურთელია თავის არეალში , ცოტა წინ და ცოტა უკან იბნევა, არ აქვს დონე .კი დაგვანახა უკრაინასთან . ქეცბაია კარგი ფეხბურთელი იყო , მაგრამ ცხონებულს არც ეგ შეედრება.
G.LA
ქოჩორა რითია მათზე ნაკლები სულით? ზოგს დარასელიას და ზოგს ქეცბაიას გვაგონებს.

თუ კაშია არ გააგდეს ნაკრებიდან არაფერი არ გვეშველება..უსუსტესი მცველი და საშინელი კაპიტანი ნაკრების..სამარცხვინო
მორიელი
ყველას თავის აზრი აქვს და მწც მინდა ჩემი ვთქვა, რომ ვუყურებ თამაშებს ჩვენი გუნდისას, სულ მრჩება ხოლმე შთაბეჭდილება რომ გუნდს, მოედანზე, ისეთი ფეხბურთელი სჭირდება როგორიც იყო ვქვათ, გატუზო, ეფენბერგი, როი კინი, ანუ მებრძოლი, ფეხბურთელი რომელიც თანაგუნდელებს თამაშის დროს მედროშესავით წინ წაუძღვება.
სოსო
კაშია რომ წავიდეს,უკეთესი კი არა,მასთან ახლომახლოს მყოფი ვინმე გეგულება?გოგლიჩიძე გვყავდა,ახალგაზრდულში,მაგრამ ნიდერლანდებმა თავისუფლად მოგვიგეს თბილისში.ბ ჯგუფის ნაკრებები,ნიდერლანდების ახალგაზრდულზე სუსტები გგონია?არ გვყავს სათანადო დონის საკმარისი ფეხბურთელები და აქედან კიდევ ვიღაცების გაშვებას რომ თხოულობთ,მაგით გინდათ მდგომარეობის გამოსწორება?აგერ ვითამაშეთ,სამი თავდამსხმელით და გაამართლა?ქართული ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა,მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს,ბ ჯგუფში გამარჯვებასაც და ახალგაზრდა ბიჭების შემადგენლობაში დაყენებასაც.ახალგაზრდა ფეხბურთელი მაშინ უნდა დააწინაურო,როცა ამისათვის მზად არის,ან კიდევ სხვა გზა არ არის და ამ შემთხვევაში,იმისთვისაც მზად უნდა იყო,რომ დებიუტი შესაძლოა ძალიან წარუმატებელიც აღმოჩნდეს.ფეხბურთელის ფსიქოლოგიას გაფრთხილება უნდა,რადგან ერთხელ თუ გაიბზარა,მერე ძალიან ძნელია ფსიქოლოგიური მდგრადობის აღდგენა.აგერ ჩაკვეს კი ვხედავთ,რამდენი ხანი დასჭირდა და შესანიშნავი თამაშის მიუხედავად,ჯერ კიდევ არც არის ბოლომდე.
მასტერს
გეთანხმებით, დიდი ანალიტიკა და "ფეხბურთმცოდნეობა" არ ჭირდებოდა იმის დანახვას, რა არაკოორდინირებულად მოძრაობდა გუშინ 11 კაცი (ნუ, თუ ერთსულოვნად არ მოქმედებს ჯგუფი, გუნდს ძნელად უწოდებს კაცი), როგორ უმოქმედოდ უყურებდა ამას სამწვრთნელო შტაბი... მიზანშეწონილი და ადეკვატური იქნება, ამ მოცემულობიდან გამომდინარე კეთდებოდეს კომენტარები და საექსპერტო შეფასებები, რომ იგრძნოს გულშემატკივარმა, პრობლემის აღმოფხვრაზე ზრუნავს გუნდი, შტაბი, ფედერაცია და ა.შ. მათი მხრიდან არაფრისმომცემ და უშინაარსო კომენტარებს მოჰყვება ხოლმე ის არასასიაოვმო ტონი გულშემატკივრისგან, რაც ამ საიტზეც იგრძნობა, თორემ შეიძლება ფეხბურთში დიდი კომპეტენცია ვერ მოთხოვო ყველას, მაგრამ ძირითადად თუ მართლა არ განიცდი გუნდის წარმატება-წარუმატებლობას, არც კომენტარების წერაზე შეიწუხებ თავს...

როგორც არშავინმა თქვა ერთხელ წაგების შემდეგ " თქვენი მოლოდინი თქვენივე პრობლემაა " "წავაგეთ იმიტომ ,რომ ჩვენ ვერ გავიტანეთ, მოწინააღმდეგემ კი გაიტანაო. ტელევიზორში ზოგიერთი ფეხბურთელი უფრო მაღალი დონის რომ ჩანს, სტადიონზე როცა ხარ, ნამდვილ დონს ხედავ. ზოგის სპორტული ინტელექტი , ხედვა მოედნის არის ნული. არ იყო ტემპი და რეალიზაცია. იმათმა კი აბსოლიტურად არასიმპათიური ნაკრებით ტემპის და რეალიზაციის ხარჯზე მოიგეს. ესაა ჩვენი ნაკრები , ჩვენი ფეხბურთელები , რაც შეუძლიათ , აკეთებენ, თავი არ დაუზოგავთ. ცუდია საკუთარ მოედანზე , თანაც ცუდი ქცევის და არამაღალი დონის გუნდთან წაგება, მაგრამ წააგეს. იმედია , შემდეგში მოიგებენ.
მასტერს
გეთანხმებით, დიდი ანალიტიკა და "ფეხბურთმცოდნეობა" არ ჭირდებოდა იმის დანახვას, რა არაკოორდინირებულად მოძრაობდა გუშინ 11 კაცი (ნუ, თუ ერთსულოვნად არ მოქმედებს ჯგუფი, გუნდს ძნელად უწოდებს კაცი), როგორ უმოქმედოდ უყურებდა ამას სამწვრთნელო შტაბი... მიზანშეწონილი და ადეკვატური იქნება, ამ მოცემულობიდან გამომდინარე კეთდებოდეს კომენტარები და საექსპერტო შეფასებები, რომ იგრძნოს გულშემატკივარმა, პრობლემის აღმოფხვრაზე ზრუნავს გუნდი, შტაბი, ფედერაცია და ა.შ. მათი მხრიდან არაფრისმომცემ და უშინაარსო კომენტარებს მოჰყვება ხოლმე ის არასასიაოვმო ტონი გულშემატკივრისგან, რაც ამ საიტზეც იგრძნობა, თორემ შეიძლება ფეხბურთში დიდი კომპეტენცია ვერ მოთხოვო ყველას, მაგრამ ძირითადად თუ მართლა არ განიცდი გუნდის წარმატება-წარუმატებლობას, არც კომენტარების წერაზე შეიწუხებ თავს...
ოლმოცდაელთი
თუ პროგრესი გვინდა ფეხბურთში 26 ში ყველა ვხაზავთ ოლმოცდაელთს!!!
Koba
Scori xart, kashia kai iko magram ukve droa cavides da dautmos axalgazrdebs, empolis mcveli saba, kai bichia da droa daicxos nakrebshi tamashi,
ოლმოცდაელთი
კაი რას დარდობთ ნუ მაოცებთ ხალხო. 2030 წელი ჯერ არ მოსულა და უკვე პანაშვიდები გაქვთ.26 ში ყველა ვხაზავთ ოლმოცდაელთს და ვიცდით კიდევ 6 წელიწადს!!!
ეხხხ
ქოჩორას მომენტი მახსენდება უკრაინასთან 40 წუთზე მორიდებით რომ დაარტყა ტრავმა რომ არ მიეღო,მაგას ჯობდა პასი მიეცა ან გაქცეულიყო არც კარში დარტყმა იციან და არც კუთხურის ჩაწოდება
ქუთაისელი
ბრავო ავტორს, ყველაზე კარგი სტატია რაც ბოლო დროს წავიკითხე. განსაკუთრებით სანიოლის ნაწილში. მოგებულ თამაშებშიც ვაკრიტიკებდი საპატიო მოქალაქეს, მაგრამ გამომიყვანეს დაუნახავი და უმადური. დაბალი დონე წინა ორ თამაშშიც ეტყობოდა, არ იცის რესურსების გადანაწილება და უმღერეთ, თუ გინდათ.
არჩილ-ს
მეგობარო, კონკრეტულად ღვთისავარს კი არ უთხრეს უარი აკრედიტაციაზე. არამედ, სპორტოლ.გე-ს. ეს კი, სხვადასხვა რამეა.
zaza
მცველები არ გვყავს , არა ! კაშიას მადლობა და ნახვამდის რომ ვუთხრათ წავწყდებით თუ რა მოხდება ? სად გინახავთ ხალხო ამდენი მოძრაობის ვერ შემძლე მცველი ერთად ერთ გუნდში ? ბურთის მიღებამდე შემტევის კონტროლს ვერ ახერხებენ , თავისუფლად აღებინებენ ბურთს და ასეირნებენ აქეთ-იქეთ . დაცვიდან ვერ ამოდიან , როცა ამოიზლაზნებიან დაბრუნებას ვეღარ ასწრებენ და თუნდაც ეს საკმარისი ხარვეზი არ არის გუნდისთვის ? თავდამსხმელებს რა უნდათ ყოველთვის ჩვენი საჯარიმოს წინ დაცვა რომ რაიმეს წარმოადგენდეს( დახმარება კი , მაგრამ სულ იქ ყოფნა ? ! ) ???!!!ამას გარდა , არანაირი მომზადებული კომბინაცია , მონახაზი შეტევაში , სტანდარტულების ფუჭად განიავება და უამრავი ნიუანსი კიდევ .. ამის მერე რა სერიოზულ შედეგზე ვფიქრობთ ???
ივანე-ს
ლოგიკის მამა ხარ ვანია:)
მამუკა
ყველამ რომ მისი საქმე აკეთოს არც სწორი ბუცების შერჩევა გაგვიჭირდება და სამართლის ღმერთიც ჩვენ გადმოგვხედავს. ამათ ჟურნალისტების დევნისთვის მიუცლიათ, თანაც ბიჭო საბაბი მაინც ქონდეთ ისეთს მიადგნენ
ყველამ ვისაც ეხებ, უნდა გაანალიზოს მაცხის მიზეზი
გაიხსენეთ ორი მოგებული თამაში. გუნდი იყო სწრაფი და მოძრავი, ერთი შეხებით პასები, მაღალი ინტენსივობა, მაღალი ტემპი და ბურთი დაფრინავდა. მაღალი პრესინგიდან სწრაფად და "საუცხოოდ" ამოვდიოდით (დიახ, ბრჭყალებში ჩავსვი სპეციალურად, ზუსტად ეს სიტყვა შეესაბამება ჩვენს ნაკრებს. პრესინგიდან ამოსვლა ყოველთვის იყო ჩვენი გუნდის აქილევსის ქუსლი). აქეთ ვაპრესინგებდით ჩეხეთსაც და ალბანეთსაც მისსავე მოედანზე. ბიჭები ბევრს მოძრაობდნენ. ბურთი ვისაც ჰქონდა ყოველთვის ჰქონდა შედეგიანი შეტევის გაგრძელების რამოდენიმე ვარიანტი. გადახედეთ ამ ორ წაგებულ თამაშს. უბურთოდ ნაკლები მოძრაობა, ბურთის ზედმეტად ტარება, პრესინგიდან უხეიროდ ამოსვლა, უკან პასი მეკარეზე, ორთაბრძოლების წაგება, ბურთის დაკარგვა და შეტევის დაბალი ტემპი. მოწინააღმდეგე ასწრებდა სწორ განლაგებას და ზონების გადაკეტვას. ფიზიკა, ინტენსივობა და დინამიკა არ გვივარგოდა. ბურთი მოძრაობდა ძალიან ნელა. მარცხენა ფლანგზე ვერ ვუტევდით და ვცდილობდით კაკაბაძის ფლანგი დაგვეტვირთა ან ჯიუტად ცენტრიდან, სადაც უამრავი მოწინააღმდეგე იყო ინდივიდუალურად გარღვევას, რაც ნაკლებად გამოგვდიოდა. ასე დავმარცხდით ბოლო ორივე თამაშში ერთნაირი ანგარიშით.
Givi
ნაკრები წარმატებას აღწევს(აღწევდა) ინდივიდუალისტების ხარჯზე, არაფერი გუნდურობა არ ეტყობათ, არც კომბინაცია იციან, არც სტანდარტულები აქვთ დამუშავებული და თუ ვაგებთ საერთოდ ბრინჯივით იბნევიან და ელემენტარულ შეცდომებს უშვებენ, თან ყველა ერთად... გუშინ დათვალეთ რამდენი უკან პასი და რა ნელი ტემპი იყო შეტევისას?
მაზოხისტ მოცლილებს
ხალხო არ გეზარებათ ამხელა კომენტარების წერა?ნორმალურები ხართ?ერთმა დაწერა და აბსოლუტურად ვეთანხმები,მგონი ერთი და იგივე 3-4 კაცი წერს კომენტარებს სხვადასხვა სახელით.არ მუშაობთ,სულ აქ როგორ ზიხართ? მესმის ცოლები გყავთ გაგზავნილი მომვლელებად მეგობარ თურქებთან და იტალიელებთან(ემიგრანტებს რო ეძახით და მომვლელის და ემიგრანტის მნიშვნელობაც არ იცით) მაგრამ სხვა გასართობი ვერ ნახეთ?
M-33
გუნდს სანიოლმა არა ვაისმა დაგვამსგავსა, სანიოლმა მორთმეული არ დაანგრია, პლიუს ამას შემადგენლობაც წამოეწია, პლიუს კარგი ატმოსფერი, მუხტი, ძვლების დადება და ა.შ. რაც საბოლოო ჯამში დაგვირგვინდა ევროპაზე ჯერ გასვლით და მერე იქ ნაჩვენები შედეგით. ანუ ეს შედეგი უფრო ემოციამ, მონდომებამ, ცალკეული ფეხბურთელების ინდივ ოსტატობამ განაპირობა, ვიდრე სწორმა მუშაობამ, რაღაც კუთხით სწორი მუშაობაც იყო მწვრთნელის და კარგი გადაწყვეტილებები, მაგას არავინ უკარგავს, თუმცა მეტისთვის აღარ ყოფნით კვალიფიკაცია, მარტო ვილის არა მთელ სტაფს, ასეთ დონეზე ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, მინდორს, სწორ დაგეგმარებას, ყვითლებს და ა.შ. სად მოგებაზე ითამაშო , სად ქულაზე, სად ძალები დაზოგო , სად შეასკდე ბოლომდე. და ა.შ. ანუ მისი მოქმედებები არის ქაოსური, უსისტემო, და ინდ ოსტატობაზე დაფუძნებული, ხვიჩა საკუთარ თავს არ გავს, ანუ ახლა ჩაკვემ უნდა წამოიღოს ბურთი საკუთარი საჯარიმოდან გაიაროს ყველა და ლელო დადოს დაახლოებით, ეგრე როგორც ჩეხეთთნა ქნა. ეგრე გამოვა ათასში ერთხელ. ვინმე რამე გაააზრებული კომბინაცია დაინახეთ ან ნამუშევარი რამე ბოლო ორ თამაში? მე ვერა.
ივანე
სადა კეკვესკვირი. რათ დასაჯეთ ??? იმიტომ რომ გამარჯვების გოლი გაიტანა ვიღაც ძიებს ჩაუშალა გეგმები. მე ნაინც ვფიქრობ რომ რუსეთს არ უნდა საქართველოს ნაკრები წარმატებული იყოს.
სვანსკი
სანიოლი ძალიან სუსტია ჩვენი ნაკრებისთვის,როცა ვიგებთ სქემას არ ცვლის გასაგებია,მაგრამ როცა გადაწყობაა საჭირო სქემის სასწრაფოდ შეცვლა,მაშინ ის ვერაფერს ახერხებს ალბანეთი არ არის ისეთი დონის გუნდი,რომ მთელი 80 წუთის განმავლობაში ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხო თუ ეს არ შეგიძლია მწვრთნელად რა გინდა.(უკრაინის მაგალითი ავიღოთ გიტევს მთელი გუნდით რას ელოდები? როდის გავა გოლი? შტურმს გიწყობს მთელი თამაშის განმავლობაში და წავაგეთ კიდეც) ფრეც რომ სანატრელი გახდა საკუთარ მოედანზე თან ალბანეთთან
იასონას უდარი
რა არ იცვლება და ჩვენი მოლოდინები,მარტო ფეხბურთში არა,ყველაფერში ეგრე ვართ. ერთი ან ორი თამაშით უკვე მსოფლიო ჩემპიონებად რო რაცხავთ გუნდს და საპირისპირო აზრს რო ახშობთ,მაგის ბრალია ყველაფერი. ამერიკა ძლიერი იმპერია,იქ ყველაფერს მართავენ გავლენიანი და მდიდარი ოჯახები,აკონტროელებენ ყველაფერს,უნივერსიტეტიდან დაწყებული ტელევიზიებით დამთავრებული,თუმცა არსებობს დამოუკიდებელი ორგანიზაციებიც,რათა საპირისპირო აზრი ჩამოყალიბდეს და ქვეყანაში მიმდინარეობდეს კამათი,კი არ ახშობენ,არამედ შეიძლება დააფინანსონ კიდეც. აქედან გამომდინარე,მივიღეს ქვეყანა ძალიან ძლიერი და პროგრესირებადი.ფეხბურთშიც რამხელა პროგრესი აქვთ. ჩვენთან საპირისპირო აზრის ჩახშობა მიდის და არ მიმდინარეობს კონსტრუქციული კამათი არაფერზე,მათშორის ფეხბურთზეც. ან იმისტი ხდები და ან ამისტი,ეგრევე იარლიყები. არადა სწორი ანალიზის უნარი ერთმანეთთან კამათში იბადება. ამ თამაშის სწორი ანალიზი არის,სანიოლიმ შეცდომა დაუშვა,ფეხბურთის გართულება არ შეიძლება,ის მარტივი თამაშია.ერთი ნახევარმცველით თამაში ასეთ დონეზე არ შეიძლება და წავაგეთ კიდეც. ეს პირადად სანიოლის ბრალია და სჭირს ამ კაცს ეგეთები,რა ვქნათ მოვკლათ თუ გავაგდოთ? არცერთი არ უნდა ქნა,უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ,აქვს კი უფლება მწვრთნელს მსგავსი რამის კეთების? მგონი აქვს,თუმცა ფეხბურთელებსაც აქვთ უფლება გააპროტესტონ. გავიხსენოთ,დეროსის და ვენტურას ამბავი... ხოდა,ერი უნდა მიეჩვიოს კონსტრუქციულ კამათს და სწორ ანალიზს,წაკითხულიდან აზრის გამოტანას და კონკრეტულ საკითხზე აზრის გამოთქმამდე,ჯერ კარგად ჩაიხედოს ამ სფეროში,წაიკითხოს რაღაც უნდა. თუმცა დღეს ყველა ექსპერტია,ერთხელ დაწერ ფეისბუქ პოსტს და უკვე ექსპერტი ხარ ან იუთუბლაივს გააკეთებ,ხოდა არიან კი ექსპერტები? წაგებას შეცდომები იწვევს,ყველა წაგება ეგრეა და ეგ შეცდომა დაუშვა სანიოლიმ. 22 წელია ფეხბურთს ვუყურებ,ვუსმენ სხვადასხვა სპეციალისტის მოსაზრებებს და ვაკვირდები ტაქტიკებს,ამიტომ დამეჯერება. ექსპერტი არ ვარ,ფეხბურთში კარგად მცოდნე მოყვარული ვარ. დისერტაცია რო დამეცვა ამ საკითხზე,მერე ექსპერტი ვიქნებოდი. ხოდა,"ექსპერტებს" ჯერ ეს ხარისხი მოვთხოვოთ და ნაწერი,მერე ვუწოდოთ ექსპერტი.სანიოლი ექსპერტია,რადგან ხარისხი აქვს და დარწმუნებული ვარ,ფედერაციისთვის ნაწერიც ექნება გაგზავნილი. მოკლედ,იფიქრეთ ამაზე და ნუ შემომივარდებით,ჯერ კონსტრუქციული კამათი ისწავლეთ და მერე.
არტ
1, დაცვით ფაზაში თამაშისას გუნდს არ ეტყობა რაიმე წინასწარ დამუშავებული სისტემა, პრესინგი რომ ვცადეთ გამოჩნდა რომ ამას ქაოტურად და უსისტემოდ ვაკეთებდით. ეს არ არის ფეხბურთელების ბრალი. ამის დალაგება მწვრთნელის საქმეა. 2. ნახევარდაცვაში პრობლემებია, რადგან სამი ძირითადი ნახევარმცველიდან რომელიმეს გამოკლება გადაუჭრელი პრობლემა ხდება სამწვრთნელო შტაბისათვის. არანაირი აზრიანი მცდელობა ამ პრობლემის გადაჭრის მხრივ მწვრთნელისაგან ჩვენ არ გვინახავს, სერიოზულად ხომ არ შეიძლება მართლა აღვიქვათ ის რაც ამ ბოლო თამაშში გააკეთა- საერთოდ გააუქმა ნახევარდაცვა და "ნახევართავდასხმით" ჩაანაცვლა. 3. გუნდს არ აქვს თამაშის მონახაზის შეცვლის საშუალება რადგან რამოდენიმე ასეთი საერთოდ არაა დამუშავებული. 4. სერიოზული ნაკლია ისიც, რომ სასტარტო შემადგენლობაში ცვლილების შეტანა იმ შემთხვევაში, როცა რომელიმე ფეხბურთელს აშკარად არ მისდის თამაში ვერ ხდება მწვრთნელის მხრიდან. 5. მწვრთნელი ვერ ხედავს ან არ აღიარებს საკუთარ შეცდომებს. და მისი დამოკიდებულება - რას მერჩით, ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი არ მყავს და რა გავაკეთოო არის არასწორი. ამ ფეხბურთელების უმრავლესობის კვალიფიკაცია, თვითონ სანიოლის როგორც მწვრთნელის კვალიფიკაციას ნამდვილად აღემატება
G.LA
მადლობა ღვთისავა კარგი სტატიისათვის და რა თქმა უნდა სწორი კრიტიკისათვის. ამდენი კუთხურიდან ხიფათი რომ ვერ შექმნა ამაზე გაცილებით ადრეც უნდა გვეფიქრა. საჯარიმოს გათამაშებაც ვერასოდეს ვნახე რამე სიახლე ჩვენი შესრულებით. ძალიან გაუგებარია ახალგაზდულს არ დაუთმო ფეხბურთელი რომელიც სერია A-ში მშვენივრად ასპარეზობს და ნაკრებში თუნდაც 20-25 წ შანსი არ მისცე. როდისღა უნდა ათამაშო გოგლიჩიძე თუ ამბობ ერთა ლიგა მოსამზადებელიაო? როცა გოგლიჩიძეც კაშიასავით 38 წლის გახდება? თამაში 5 შეცვლის გაკეთება შეგიძლია და არ გამოგყავს სწრაფი გოჩოლეიშვილი 2 თამაში სკამი ახეხინე. 2 ფორვარდით თამაშიც შეცდომა იყო დიდი, რომ დარჩებოდა 20 წ მაშინ შეიძლებოდა გარისკვა ვაბანკზე და ვერ მივხვდი თავიდანვე ვაბანკზე ჩვენ რატომ წავედით, როცა ალბანეთს ქონდა გასარისკი მოსაგებად? ვილიმ ორივეთამაში შეცდომები დაუშვა. იმედია გაითვალისწინებს და დარჩენილ 2 თამაშს სათანადოთ ჩავატარებთ, დაკარგული არაფერია და პირველობის შანსი გვაქს. ჩეხები ალბანეთში ვერ მოიგებენ და შეიძლება მათან პრაღაში ფრეც გვაწყობდეს თუ უკრაინის დავამარცხებთ. პ.ს. ვილი შანსი მიეცი საბა გოგლიჩიძეს სანამ კაშიას წლოვანების გახდება და გოგლიჩიძესაც მშვენიერი დებიუტი ქონდა ნაკრებში, მართალია მერე რეგრესი დაეწყო, მაგრამ მასაც სჭირდება მხარდაჭერა ისევე როგორ მიქაუტაძეს და ყველა ნაკრების წევრს.
დდდ
არ იცვლება ის ფაქტი, რომ მთავარი მწვრთნელი არავის წინაშეა ანგარიშვალდებული, გაურბის პასუხისმგებლობას და ისეთ თამამ ექსპერიმენტებს ატარებს, ამხანაგურშიც რომ არ უნდა გამოსცადო. სანიოლმა რატომღაც ჩათვალა, რომ ქოჩორაშვილი უფრო შეტევაში მოგვაკლდებოდა და უკიდეგანოდ შემტევი შემადგენლობა გამოიყვანა, ამასთან არათუ ქოჩორას შემცვლელზე იფიქრა, მესამე ცენტრალური მცველიც ( გველესიანი) ისე მოხსნა, რომ არც მის შემცვლელზე ( გოგლიჩიძე) იზრუნა და შედეგად მივიღეთ 2+8 სქემა, რომელმაც ძალიან საეჭვოა, რომ თუნდაც მონღოლეთთან ან ტაილანდთან გაამართლოს... თანაც ჯიუტად იძახის, ამ სქემას კიდევ მივუბრუნდებიო... რაკი თქვა, ალბათ იზამს კიდევაც... თქვენ ის მითხარით, ვინ უნდა დაუშალოს?!...
ილია
ბევრ ფილოსოფოსობას,ამას გირჩევთ, ერმაც და ბერმაც,მიაქციეთ სწორ სუნთქვას ყურადღება.აშკარაა,რომ ბევრმა ჩვენმა ფეხბურთელმა სწორი სუნთქვა არ იცის,შესაბამისად არ იცის მისი მნივნელობა.პირის დაღება სპრინტის შემდეგ ამის ნიშანია.მე პირადად ბევრთან მისაუბრია და არ იცინ.
gia
ეს თამაში მწვრთნელმა წააგო
პაატას
აბსოლუტურად მართალი ხართ, დიდებული კომენტარია და პატიოსნად ვთქვათ, ამ ჟურნალისტისგან კრიტიკა ყოველთვის ყოფილა. ეგაა, მერე ალბათ ზოგიერთები ბრაზდებიან, ყველაფერი კარგად მიდის, ევროს ჯგუფიდან გვედით, რა დროს კრიტიკააო და ჟურნალისტებიც ერიდებიან. ზოგს მერე იარლიყი არ მიაწებონ ან აკრედიტაციის გარეშე არ დატოვონ
თემო
კომენტარებს ვეღარ ვკითხულობ არ შეგიძლიათ მოკლედ დაწეროთ რომ გახდით ილია ჭავჭავაძეები ..თუ სულ ერთი კაცი წერს და თვითონ კითხულობს:))))
პაატა
ვინც სპორტში პოლიტიკას ტენის ის ჩემთვის გულშემატკივარი კი არა, კაციც არ არის, მაგრამ ეხლა ამას შევეშვათ. ტრადიცია გრძელდება, სანამ არ წავაგებთ, მანამდე ნაკლოვანებებს ვერ ვხედავთ, ეს პირველ რიგში ფეხბურთის მესვეურებს და სპორტულ ჟურნალისტებსაც გეხებათ. წაგება იყო საჭირო ,რომ დაგვენახა სტანდარტულ მდგომარეობებს, რომ ვერ ვიყენებთ? ხშირად ელემენტარული აუტიდანაც კი ბურთს ვკარგავთ,რამის შექმნაზე აღარ ვლაპარაკობ. ახალია, რომ ბურთის ამოტანა გვიჭირს ,რადგან ჩვენ ფეხბურთელები ,,კედლის"გათამაშებას ხშირად ვერ იყენებენ, ერთი შეხებით ზუსტი პასის გაკეთება უჭირთ და დაბალი საფეხბურთო ინტელექტის გამო თამაშის წაკითხვა უმრავლესობისთვის რთული ამოცანაა. ,,პრესინგი"- ნიშნავს რამოდენიმე მოთამაშის ერთდროულად აყვანას და არა ერთი ფეხბურთილის ხან ერთ ხან მეორე მოწინააღმდეგესთან მივარდნას! არადა ამ კომპონენტის გარეშე თანამედროვე ფეხბურთში სტაბილურად წარმატების მიღწევა რთულია,შეუძლებელია. მამარდაშვილს, რომელსაც მთლიანობაში ნაკრებში კარგი თამაშები ჰქონდა(ბოლო ორ თამაშს თუ არ ჩავთვლით)ჯერ ბევრი რამე აქვს სასწავლი ფეხით თამაშით დაწყებული, კარიდან გამოსვლები და კარში პოზიციის სწორად შერჩევა(ალბანეთთან გაშვებული გოლი, როცა დარტყმის დროს საპირისპირო ძელთან იდგა) ეხლა რაც შეეხება სანიოლს, მაგრამ რა უნდა ვთქვა მასზე იმ ქვეყანაში , სადაც ვაისი(უდავოდ დადებითი პიროვნება) როგორც მწვრთნელი ძალიან სუსტი, ყველაზე მაგარ მწვრთნელად აღიარეს! ზემოთ ჩამოთვლილი სათამაშო ხარვეზები მწვრთნელის მოსაგვარებელია(აუტის მოწოდების გარდა, რაზეც ნაკრების ფეხბურთელს საკუთარი ტვინიც უნდა ეყოს)ყველაფერს რა ჩამოთვლის,მაგრამ ეს კაცი ქართული ფეხბურთის მწირ რესურსებსაც ვერ იყენებს, იდიოტური მიზეზებით ფეხბურთელების გამოუძახებლობით დაწყებული, დროული შეცვლებით დამთავრებული. რასაც ვერ წაართმევ ეს იღბალია :) , რასაც რა სასაცილოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ ნებისმიერ სპორტში დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მუდმივად არ გაგიმართლებს... თუმცა რა აზრი აქვს ,წერე და იკითხე რამდენიც გინდა...
გუსანი
რეალობაში დაგვაბრუნეს..., 2 თამაშში 1 ქულაც თუ ავიღეთ კარგი იქნება , იქნებ ბოლო ადგილზე არ გავიდეთ და ჯერ ბ ჯგუფში დავიმკვიდროთ ადგილი სტაბილურად, მოგების რესურსი და დონე ნამდვილად არ გვაქვს, სამწუხარო კი ის არის რომ ვერც ახალგაზრული( 21) იძლევა უკთესი მომავლის იმედს, ყოველ შემთხევაში ჯერ-ჯერობით. ბევრიდან მხოლოდ ერთ სახასიათო დეტალს გავაჟღერებ, ჩვენ ბიჭებს იოტისოდენა პრესინგის ფონზეც კი უჭირთ დაცვიდან ამოსვლა და ცდილობენ ბურთის მოცილებას, რაც უმატეს შემთხვევაში ბურთი დაკარგვით მთავრდება, ასევეა ახალგაზრდულიც, შვედებთანაც მაგიტომ წააგეს....ალბანეთიც კი უკეტესად ამოდიოდა...
საბურთალო
ორი ყველაზე მწარე მარცხი. წესით არ უნდა წაგვეგო. იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ბიჭები არ ბრძოლობდნენ.........
ბესო
უკრაინის მერე დავწერე, რომ ჩვენი ნაკრები ჯერ ვერ ჩამოყალიბდა სტაბილურ გუნდად! უკვე ვფიქრობ, რომ ჩეხების დამარცხება მათი ჩავარდნის ხარჯზე მოხდა, ალბანეთთან კი გაგვიმართლა... ამ თამაებს რაც შეეხება:ორივე გოლი დაცვის უხეში შეცდომებით გავიდა. ალბანეთთან სტატისტიკას თუ გადახედავთ დაინახავთ, რომ არაერთ კომპონენტში ვაჯობეთ თუმცა ბურთის მოგებაში წავაგეთ: ჩვენ 28 - 41 ალბანეთი! (ჩვენ 42 - 50 უკრაინა) ანუ პრესინგი, ბრძოლა და სისწრაფე ისევ პრობლემაა! შეტევაში ძალიან აკლიათ კრეატიულობა. რამდენჯერ შეჩერდა თავდასხმა იმის გამო რომ არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ. როცა მთელი გუნდი დაცვაშია, უნდა კომბინაციებით და ინტელექტით გამოიტყუო საჯარიმოდან, სივრჩეები შექმნა და შეუტიო. დარტყმის მაგივრად, ხომ შეიძლება საჯარიმოს გათამაშება?! კომბინაცია თუ არ გამოვიდა, იქნებ ქაოსი შეიქმნას და ვინმემ შეაგდოს! (თუნდაც ავტოგოლი) კვარა ორივე თამაშში საკუთარი თავის აჩრდილი იყო, ამ ბიჭს სტაბილურობა მაგრა აკლია! ბუდუმ ვერ გაამართლა. მიქაუტაძე არ ჩანდა... მამარდამ ვერ იფრინა... ეხ, მოკლედ მგონი ისევ ძველ რეალობას უნდა დავუბრუნდეთ....
მერაბი ბებია
მეგობრებო მეც მგონია რომ ისეთი მოედანზე თამაშის მერე აღდგენა ვერ მოხერხდა თანაც მიკვირს რომ ბიჭები კუთხურს მოწოდებას ვერ ახერხებენ ან ვერ აღწევდა ბურთი მოთამაშეებთან უნდა გამოსწორდეს ნიუანსები და მჯერა სწორი მიმართულებით მივდივართ ვუსურვებ წარმატებებს ყველას ნაკრებს ქართველ ხალხს მადლობა ყველას
ჯეჯე
რაღა ქნას გოგლიჩიძემ რო ძირითადში დააყენოს???კაკაბაძე არ არის ამრთმევი მცველი.ძაან ნელია და გაგვარღვიეს ორივე თამაშში მისი ფლანგიდან.
მწვრთნელი
80% ვილის წაგებულია ორივე თამაში! 0-1 არ არის ის ანგარიში, რომელიც სანიოლს არ შეეძლო ფრედ გაეხადა 1-1! ორთავე თამაშში საქართველოს ნაკრებს სადავეები არ გაუშვია ხელიდან! მაშინ რაში იყო საქმე!? საქმე იყო ფეხბურთელების განლაგებაში, რომლებიც სანიოლის დავალებით იყვნენ მოედანზე განლაგებული და რაც მთავარია ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებული არ ჰქონდათ, რა უნდა გაეკეთებინათ ბურთის გაშვებამდე (გაშვების მერე გასაგებია რაც უნდა ექნათ)! ჩეხეთს, რომ 4-1 მოვუგეთ ვიცოდით რას ვაკეთებდით მოედანზე, ასევე იყო ალბანეთთან 0-1 მოგებაზე (სხვათა შორის იქ ალბანეთი ფრეზე ფიქრობდა როცა ქოჩორამ გაუტანა)! ასე, რომ ფსიქოლოგია და დროული შეცვლები იძლევა ძალიან დიდ შედეგს! უკრაინასთან და ალბანეთთან ფლანგებმა ვერ ითამაშეს, მაგრამ არც კაკაბაძე შეუცვლია გოჩოლეიშვილით და არც ლოჩოშვილი დროულად შეუცვლია ან წიტაიშვილით ან შენგელიით! კიდევ ერთი რამ სანიოლმა ძალიან კარგად იცოდა ვის უფრო უნდოდა მოგება! უკრაინას და ალბანეთს უფრო უნდოდათ მოგება და ზუსტად ამაზე უნდა აეგო ტაქტიკური მონახაზიც და მოთამაშეებიც განელაგებინა შესაბამისად მოედანზე! შემდეგ ორ თამაშშიც ასევე იქნება უკრაინას და ჩეხეთს უფრო უნდათ მოგება ვიდრე ჩვენ და ამ ფსიქოლოგიით უნდა გავიდეთ მოედანზე! კარგი გაკვეთილი იყო და დასკვნებს გამოიტანენ აუცილებლად სტაფში!
las
ის რომ ჩვენი ნაკრების წარმატება კონტექსტიდან არის ამოვარდნილი ცხადია როცა ფაქტობრივად არ გაქვს ეროვნული ჩემპიონატი. რაც არის მაგას რა ქვია არც ვიცი. ვერ ახდენ შევსებას. აგერ უკრაინა ნახევარი ნაკრები დაკარგა. და შევსება მოახდინა ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებით. რა რესურსიც არის იმის გამოყენებაც ვერ ხერხდება გყავს სერია ა-ს მცველი და საერთოდ არ ათამაშებ სადამდე გეყოლება კაშია. 38 წლის არის და მსოფლიოზეც რო გავიდეთ. 40 წლის მცველზე უნდა ააწყო ნაკრების დაცვა? არ უნდა ათამაშო გოგლიჩიძე? რომელსაც იუვენტუსის წინააღმდეგ აყენებენ. ფაქტია. აბსოლიუტრად გაუგებარი შემადგენლობა დააყენა ალბანეთთან 2 ფორვარდი. ვინ თამაშობს დღეს დამისახელეთ 2 ფორვარდით. ან ნაკრები და ან კლუბი. 2 ფორვარდი უნდა დააყენო ბოლო 20 წუთი. როცა აგებ და მიდიხარ ვაბანკზე. დავითაშვილი სად დააყენა მატჩის ბოლომდე ვერ გაიგო. და არ იცოდა რა უნდა ეკეთებინა. ფლანგზე აყენებს 2 მ-იან მძიმე ცენტრალურ მცველს როცა ყავს სხარტი გოჩოლეიშვილი. და თამაშობს ძალიან კარგ კლუბში კოპენგაგენში. და მის ნაცვლად მეორე ლიგის მოთამაშე ამპლუით ცენტრალური მცველი დგას, რომელსაც სხვათაშორის იმ მეორე ლიგის გუნდშიც არ მოიაზრებენ ძირითადში. ნუ რავიცი.
მირო
სიმართლე იმაშია,რომ ალბანელებს დრო არ დაუკარგავთ,ზედმიწევნით შეისწავლეს ჩვენი თამაში,აირჩიეს სწორი ტაქტიკა და უშეცდომოდ შეასრულეს თამაშის გეგმა.მწვრთნელების დუელუ სანიოლმა პირწმინდად წააგო.ვერც შემადგენლობა შეარჩია სწორი,ვერც ტაქტიკა.
ქ. გ.
პოლნეთში ცუდ მოედანზე ბევრი ენერგია დახარჯეს სხეული უფრო დაღლილია ასეთ მოედანზე რომ მოგიწევს თამაში. 3 დღე არ ეყოთ აღსადგენად. მერე სახლშიც სველ მინდორზე ითამაშეს. უნდა გაეშვათ ვინმე წინასწარ პოლონეთში (1-2 დღით ადრე) და გაეგოთ, რა მდგომარეობაში არის მოედანი. ასეთ ცუდ მოედანზე სათამაშოდ სათადარიგო შემადგენლობა უნდა გაეშვათ. ძირითადი შემადგენლობა დარჩებოდა თბილისში და მოემზადებოდა ალბანეთთან სათამაშოდ. ამ ორი თამაშიდან ერთი რომ მოგვეგო, სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა.
არჩილი
გაიხარეთ, ღვთისავარ. წერეთ, აკრედიტაციას მოგცენენ თუ არა, თამაშზე შეგიშვებენ თუ არა, აქ დაგიბეჭდავენ თუ არა, ბლოგი გააკეთეთ, ფეისბუქზე დაგამატებთ. ქეცბაიამ რომ უთხრა ვეტერანებს, 20 წელია ხმა არ ამოგიღიათო, ახლაც ასეთი ხალხი უნდათ გარშემო, საერთოდ არაპოლიტიკურ ხალხსაც იარლიყს აწებებენ აქედანაც და იქედანაც
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ