თებერვლის ბოლოს საქართველოს სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრები ეწვევა და "უმცროს ბორჯღალოსნებთან" ორ ტესტ-მატჩს გამართავს.

ლადო კილასონიას შეგირდები, რომლებიც ზაფხულში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, აფრიკელ თანატოლებს 23 თებერვალს "ავჭალაზე" 16 საათზე, ხოლო 28 თებერვალს “ლელო არენაზე” 15 საათზე ერკინებიან.

"წინა ორმა მოსამზადებელმა ეტაპმა ისე ჩაიარა, რომ მხოლოდ ზაფხულის დასაწყისში, ზედ ჩემპიონატის წინ გვქონდა თამაშები, ახლა კი ამის საშუალება თებერვალშიც გვექნება და ეს ძალიან მაგარი სიახლეა. სამხრეთ აფრიკელების სტუმრობა სრულადაა მორგებული ჩვენი ლეგიონერების დასვენების გრაფიკზე და ეს კიდევ ერთი კარგი სიახლეა. თებერვლის ბოლოს საფრანგეთის ესპუარების ჩემპიონატში დასვენებაა და თუ ყველაფერი კარგად იქნება, აფრიკელებთან არც ლეგიონერების დიდ ნაწილს მოვისაკლისებთ. ეს თამაშები იქნება ადრეული წინგადადგმული ნაბიჯი დიდი მოსამზადებელი შეკრების წინ", - ამბობს 20-წლამდელების მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია და განაგრძობს:

"სამხრეთ აფრიკის ნაკრები ყოველთვის არის თასის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი, რომელიც ძალიან ფიზიკური გუნდია და გამოირჩევა აგრესიული და უსწრაფესი დაცვით. ყოველთვის კარგია, როდესაც მოსამზადებელ ეტაპზე ასეთი დონის გუნდს ეთამაშები, რადგან ის გაჩვენებს სრულ სურათს. ეს შეხვედრები ძირითადად სასელექციო პროცესს დაეთმობა, თუმცა აუცილებლად უნდა ვიფიქროთ სათამაშო სტრუქტურასა და ტაქტიკურ მონახაზზე. გვექნება ანალიზის შესაძლებლობა და შევეცდებით, მოთამაშეებთან ერთად ვიპოვოთ ის სათამაშო სტილი, რომელიც ჩემპიონატზე წარმატებას მოგვიტანს”.

20-წლამდელების ჩემპიონატისთვის სასელექციო პროცესი ჯერ კიდევ შემოდგომაზე დაიწყო და ამჟამად გაფართოებულ ჯგუფში 60-70 მოთამაშეა. კილასონია ამბობს:

"მოსამზადებელი ეტაპის პირველი ნაწილი იმ ადგილობრივი მოთამაშეების სელექციას დაეთმო, რომელთაც 18-წლამდელთა ნაკრებში თამაში აღარ უწევდათ. 18-წლამდელთა შემოერთების შემდეგ გვქონდა ორი ხანმოკლე შეკრება - ნოემბერში გორში და დეკემბერში თბილისში. ნოემბერში მხოლოდ ადგილობრივი მოთამაშეები გვყავდა, დეკემბერში ლეგიონერებიც შემოგვიერთდნენ. იანვარში გვქონდა კიდევ ორდღიანი შეკრება, სადაც იმ მოთამაშეებს მივეცით განმეორებითი შანსი, რომლებმაც წინა ეტაპზე თავი ვერ წარმოაჩინეს.

აპრილის დასაწყისში ვიწყებთ დიდ შეკრებას, რომელიც ივნისამდე გასტანს. ამ პერიოდში გვექნება ერთობლივი ვარჯიშები "შავ ლომთან" და გაზაფხულის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ვგეგმავთ ტესტ-მატჩებს, რომლებთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს".

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე "უმცროს ბორჯღალოსნებს" სამხრეთ აფრიკასთან აქამდე 4-ჯერ უთამაშიათ და ყველა ჯერზე გამარჯვება მოწინააღმდეგეს დარჩა.

Rugby.ge

გულშემატკივარი
იტალიაში იქნება წელს
ნიკო
როგორც წავიკითხე 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთში, ბასკეთის რეგიონში უნდა გამართულიყო, თუმცა ბასკებმა თანხები არ გვაქვსო და უარი თქვეს. მეორე არჩევანი საქართველოა, თუმცა აქ შექმნილი მღელვარების გამო, ჯერჯერობით თავს იკავებენ. განიხილება ასევე იტალიის ვარიანტიც, როგორც მესამე. სე რომ, ყოველგვარი პოლიტიკური წიაღსვლების გარეშე, საქართველოში თუ მალე საბოლოოდ დასტაბილურდება სიტუაცია, იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ.
სოსო
რაც მეტი გვექნება ასეთი თამაშები,მოსამზადებელ პერიოდში,მით მეტად გაგვიადვილდება,მსოფლიოს თასზე.წინა ჩემპიონატის მოსამზადებელ პერიოდში,საქართველოს ნაკრები,სამხრეთ აფრიკაში გამართულ ტურნირზეც თამაშობდა,მაგრამ თუ გახსოვთ,იქ ახალგაზრდა ფრანგი მორაგბე ტრაგიკულად დაიღუპა და ამის გამო,მათმა ნაკრებმა აფრიკა დატოვა.საქართველოს ნაკრებმა ვეღარ ჩაატარა დაგეგმილი შეხვედრები და ალბათ ამის გამოც იყო,შესანიშნავად მოთამაშე საქართველოს ნაკრებს,სულ ერთი ლელოს დადება რომ დააკლდა,მსოფლიოს თასის ნახევარფინალში გასასვლელად.
ტყემალ-ოღლი
ტყემალაძე, ვოლსკი და ინჯია სასტავში!
მოვუგებთ))))))))))
ტყემალიანი თუ ითამაშებს, უეჭველი მოვიგებთ.))))))))))
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
20 წ. | მესამედ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
U20. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა