"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკელ თანატოლებთან თებერვლის ბოლოს გასამართი ორმატჩიანი სერიისთვის ემზადებიან.

ჩვენი გუნდი, რომელიც ზაფხულში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება, "უმცროს ქურციკებს" 23 თებერვალს "ავჭალაზე" 16 საათზე, ხოლო 28 თებერვალს "ლელო არენაზე" 15 საათზე ერკინება. მეტოქე საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ მომავალი თამაშებისთვის 46 მოთამაშეს უხმო. სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-სერია ისე დაიგეგმა, რომ შეკრებაზე ლეგიონერებმაც შეძლეს ჩამოსვლა, რაც მწვრთნელებისთვის დიდი ფუფუნებაა.

45 მორაგბიდან 25 მორკინალი და 21 ხაზის მოთამაშეა. მათგან 17 ლეგიონერია (16 მორკინალი, 1 ხაზი) – 15 ფრანგულ კლუბებს წარმოადგენს, თითო-თითო კი ინგლისსა (იფსვიჩი) და იტალიას (ვალო).

ლადო კილასონია მომავალი მეტოქის შესახებ ამბობს:

“სამხრეთ აფრიკის ნაკრები ძალიან ფიზიკური გუნდია, გამოირჩევა აგრესიული და უსწრაფესი დაცვით. ყოველთვის კარგია, როდესაც მოსამზადებელ ეტაპზე ასეთი დონის გუნდს ეთამაშები, რადგან ის გაჩვენებს სრულს სურათს. ეს შეხვედრები ძირითადად სასელექციო პროცესს დაეთმობა, თუმცა აუცილებლად უნდა ვიფიქროთ სათამაშო სტრუქტურასა და ტაქტიკურ მონახაზზე. გვექნება ანალიზის შესაძლებლობა და შევეცდებით, მოთამაშეებთან ერთად ვიპოვოთ ის სათამაშო სტილი, რომელიც ჩემპიონატზე წარმატებას მოგვიტანს”.

უმცროსი ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა სამხრეთ აფრიკასთან ორმატჩიანი სერიისთვის

შერკინება: არჩილ ნოზაძე (აჟენი), ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), ნიკოლოზ ოლქიშვილი (ლელო), გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), შოთა ხელაძე (ლელო), ირაკლი უსუბიანი (სურენსი), ბექა ნეფარიძე (ხვამლი), ანრი შველიძე (ბრივი), ლუკა კოროხაშვილი (ლელო), გიორგი კაკალიაშვილი (ვალო), გიორგი ძაგანია (ნარბონი), გიორგი მესხიძე (პერპინიანი), თემურ წულუკიძე (ოიონა), დავით ლაგვილავა (გრენობლი), ლევან კეპულაძე (ბორდო), გაგი მარგველაშვილი (რასინგი), დავით ბარამია (ტულონი), ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), ანდრო დვალი (პერპინიანი), ლუკა საღინაძე (ლიონი), მიხეილ შიოშვილი (ტულონი), ნიკა აბესაძე (ლელო), გიორგი ხუროშვილი (ლელო), საბა ლაღაძე (აია), ლუკა ნარსია (აია);

ხაზი: გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), თემო ძოძუაშვილი (აია), გოგა უშვერიძე (აია), დავით წიკლაური (ხვამლი), ბუბა ნოზაძე (ბათუმი), გიორგი ჯაში (არმია), გიგი სირბილაძე (ლელო), გიორგი ხაინდრავა (ბორდო), დავით ბარბაქაძე (არმია), ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), დათა ახვლედიანი (ლელო), სანდრო სესიაშვილი (არმია), ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), ლუკა კეშელავა (არმია), გივი სოსელია (ხვამლი), საბა შარვაშიძე (აია), ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), ანდრია ნიქაბაძე (წიქარა), გიგა ყიფშიძე (ხვამლი), გიორგი ბოლქვაძე (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, მიხეილ ნარიაშვილი, რატი შანიძე, გიორგი ბეგაძე, ზურაბ ამონაშვილი

Rugby.ge

გიორგი
ქართულ საგუნდო სახეობებში ყველაზე წარმატებული, პროგრესირებადი, თავდადებული ვაჟკაცებით აღსავსე სახეობა, მაგრამ საზოგადოებისაგან სიყვარულს მოკლებული. ლელობურთი სხვისია? თუ გაპიარებული გასაგიჟებელია ე.ი. ცნობიერებაში ნაპრალია და განათლების სისტემაში საგანგაშო სიტუაციაა. ერთიანობა და საქართველო უპირვილეს ყოვლისა, დაგვტოვებს ქართველებს ქართველებად. ერთად ნაკრებთათ!!!
Porto
“45 მორაგბიდან 25 მორკინალი და 21 ხაზის მოთამაშეა” - ოპოზიციის არითმეტიკა გაქვთ :))))))))))))))))
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
20 წ. | მესამედ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
U20. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა