"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა.

რაგბი ევროპის მე-17, ზედიზედ მე-8 ტიტულს საქართველო 16 მარტს, 16 საათზე შეუტევს. თბილისის "მიხეილ მესხზე" ჩვენი გუნდის მეტოქე ესპანეთი იქნება, რომელსაც წელს ჯგუფურ ეტაპზე უკვე ვეთამაშეთ და ერთი თვის წინ მადრიდში 62:32 დავამარცხეთ.

მას შემდეგ ესპანეთმა ნახევარფინალში პორტუგალიას ლისაბონში, 42:31 სძლია, საქართველომ კი "ავჭალაზე" რუმინეთი 43:5 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატში ფინალური თამაშები 2023 წლიდან დაინერგა და საქართველო გადამწყვეტ თამაშს პირველად უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით "მიხეილ მესხზე" მისულ გულშემატკივარს არაერთი სიურპრიზი ელის, როგორც მატჩის დაწყებამდე, ასევე მისი დასრულების შემდეგ.

რუმინეთთან ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ, "ბორჯღალოსნების" 23-კაციან განაცხადში მცირედი ცვლილებებია. ლუკა მატკავას არყოფნის ფონზე, მგეზავის პოზიციაზე თამაშს დავით ნინიაშვილი იწყებს, რომელიც ვასილ ლობჟანიძეს შეუწყვილდება. აღსანიშნავია, რომ ესპანეთთან მადრიდულ მატჩში ღერძზე თამაში სწორედ ამ წყვილმა დაიწყო.

ფულბეკის პოზიციაზე თამაშს დაჩი პაპუნაშვილი იწყებს, რომელიც რუმინეთთან მარქაფაში იყო. ცენტრში კვლავ თორნიკე კახოიძე და გიორგი შველიძე შეწყვილდებიან, ფრთებზე კი სანდრო თოდუას და აკაკი ტაბუცაძეს ვიხილავთ. თოდუა ფინალში 120-ე კეპს მოიხვეჭს და კიდევ უფრო მიუახლოვდება დავით კაჭარავას, რომელსაც დღემდე "ბორჯღალოსნების" კვართით ყველაზე მეტჯერ, 122-ჯერ უთამაშია.

ხაზის მარქაფაში არიან გელა აფრასიძე, ლუკა ცირეკიძე და გიორგი კვესელაძე.

ორი ცვლილებაა შერკინების პირველ ხაზში, სადაც დამწყებთა შორის დაბრუნდნენ კვაჭი ვანო კარკაძე და ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, ხოლო ირაკლი ქვათაძემ და ირაკლი აფციაურმა მარქაფაში გადაინაცვლეს. დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნა ბურჯმა ნიკა აბულაძემ, რომლის შემცვლელი კვლავ გიორგი ახალაძე იქნება.

მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილისა და ლადო ჩაჩანიძის წყვილი ბრუნდება, რომელმაც განვლილი 4 თამაშიდან სამი დაიწყო. ამჯერად მარქაფაში იქნება გურამ ღანიაშვილი.

უცვლელია მესამე ხაზი - ლუკა ივანიშვილი, გუნდის კაპიტანი ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე. გორგაძე ფინალში 50-ე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს. მესამე ხაზის მარქაფაშია თორნიკე ჯალაღონია.

საქართველოს ესპანეთის წინააღმდეგ ისტორიაში 26-ჯერ უთამაშია და მათგან 22-ში გამარჯვება მოიპოვა, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ 3 შეხვედრა დათმო, ბოლო 2012 წელს. ესპანეთთან საქართველოში გამართული ყველა თამაში "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა, 2013 წლიდან დღემდე კი, ჩვენმა გუნდმა "ლომები" ზედიზედ 14-ჯერ დაამარცხა.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

ფინალი. 16 მარტი (კვირა). 16:00 საათი

თბილისი. „მიხეილ მესხი“

საქართველო - ესპანეთი

საქართველო

ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი), 20. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 23. გიორგი კვესელაძე (გრენობლი).

Rugby.ge

დავით ლორია
კარგ და ლაღ ბურთაობას ველოდებით, ბევრი ლელოთი და ხაზის გაჭრებით.
გიორგი
ჩვენი მწვრთნელის გვარი მართლა ასე გამოითქმის: ქოქრილი. და არა კოკერილი, როგორც ხშირად ახსენებენ ხოლმე :)
სიმართლე
გიგაშვილი უკვე ვეტერანია და ალბათ აღარ ჯდება კოკერილის მიერ გაახალგაზრდავებული ნაკრების სქემაში (მიქაუტაძე სწორედ მაგ მიზეზით აღარ არის ნაკრებში). რაც შეეხება გოგიჩაიშვილს (და მასთან ერთად ოთია გიორგაძესაც ახსენებენ), შეიძლება ჯერ კიდევ მიეცეს ნაკრებში თამაშის შანსი თუ საკლუბო კარიერაში აღმასვლა ექნება. გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა მგონია რომ კოკერილს და სამწვრთნელო შტაბს ამ ეტაპზე აქცენტი "შავი ლომი"-ს ბიჭებსა და ხელით სწრაფად მობურთავე ახალგაზრდებზე აქვთ გაკეთებული, რადგან მსოფლიომდე დარჩენილი პერიოდი ახალი გუნდის ჩამოყალიბებისთვის უნდათ რომ გამოიყენენონ-ესაა პასუხი. P.ს. შარიქაძესა და მოდებაძეზე იმედია აღარ იკითხავთ, ისედაც ყველაფერი ნათელია
status quo
ქოქრილი არა კვიწიწი.
Gio
იქნებ ვინმემ მითხრას გიგაშვილმა და გოგოჩაიშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულეს თუ რა ხდება, რატომ აღარ იხახებენ
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
10 გატანილი ლელო - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთს 62:32 სძლია [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
რაგბი ევროპა | ესპანეთს ახალი კაპიტნით შევუტევთ
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის