ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სავარაუდო შემადგენლობა სომხეთთან - სრული თავისუფლება ჩაკვეტაძეს და აზაროვის დაბრუნება

სავარაუდო შემადგენლობა სომხეთთან - სრული თავისუფლება ჩაკვეტაძეს და აზაროვის დაბრუნება

ხუთშაბათს, 20 მარტს, 21:00 საათზე, უეფას ერთა ლიგის "ბ" დივიზიონში დასარჩენად სომხეთისა და საქართველოს ნაკრებები პირველ მატჩში დაუპირისპირდებიან (განმეორებითი 3 დღის შემდეგ, თბილისში). ვაჟგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე 14 403 მაყურებელი ეტევა. ბოლო დღეებში შემადგენლობაში მოსალოდნელ ტაქტიკურ ცვლილებებზე ბევრი დავწერეთ, ისიც მოგეხსენებათ, დისკვალიფიკაციის გამო, გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია რომ არ იქნებიან. "ჯვაროსნებში" ირაკლი აზაროვი დაბრუნდა, ვილი სანიოლს კი დებიუტანტიც ჰყავს, ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე.

გთავაზობთ სავარაუდო შემადგენლობას.

გიორგი მამარდაშვილი - სანიოლმა კი თქვა, "მამარდა" ორი წელია გადაბმულად თამაშობს (ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიც იგულისხმა) და დასვენება სჭირდებაო, თუმცა ის ამ პრინციპულ დაპირისპირებებს არ იგულისხმებდა. "ვალენსიას" მეკარე ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო.

მაინც ვთქვათ, რომ გიორგი ლორია და ლუკა გუგეშაშვილი ერონულ გუნდში კარგი სათამაშო პრაქტიკით არიან.

ოთარ კაკაბაძე - როცა საქმე დაცვასა და შეტევაში ბალანსს ეხება, "კრაკოვიას" მცველი უალტერნატივოა. მისმა ტექნიკის დემონსტრირებამ სომხებს მარჯვნივ პრობლემები უნდა შეუქმნას. მთავარია, ოთარის მხრიდან სტაბილური თამაში ვიხილოთ, ამ მხრივ ბოლო დროს ნაკრებში გარკვეული პრობლემები არსებობდა.

საბა გოგლიჩიძე - "ემპოლის" მცველმა ჩვენ ნაკრებს სრულიად ახალი უნარები უნდა შესძინოს. 20 წლის ფეხბურთელი პასითა და შეტევის კარგად წამოწყებით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, იტალიის ჩემპიონატმა საბას ფიზიკური ორთაბრძოლების მხრივაც ბევრი მისცა.

ლუკა ლოჩოშვილი - ყოველთვის ვამბობთ, რომ მწვრთნელი უშუალოდ მეტს ხედავს და აკვირდება და გარედან ყველაფრის განსაზღვრა რთულია. რასაც ვხედავთ, ლუკა ლოჩოშვილი ახლა ლაშა დვალზე უკეთეს ფორმაშია და პრაქტიკაც მეტი აქვს. თუკი ჩვენი სამწვრთნელო შტაბი კვლავ 3 მცველს დაეყრდნობა, კაშიას შემცვლელად უფრო დვალი წარმოგვიდგენია, 2 ცენტრალური მცველის შემთხვევაში კი აქ ლუკას თამაშის მეტი შანსია. შესაძლოა, ეს იმის გამოც არ მოხდეს, ლოჩოშვილი კვლავ ფლანგზე ვიხილოთ.

არ ვიცით, დებიუტანტი ლაცაბიძე ახლა წუთებს რამდენად მიიღებს, ისე კი მისი თამაში ე.წ. შუა ცენტრალურ მცველად წარმოგვიდგენია.

ირაკლი აზაროვი - ეროვნულ გუნდში დაბრუნების შემდეგ წესით სასტარტოში ადგილი უნდა მიიღოს. ფრანგი მწვრთნელიც უკეთ დააკვირდება, დაცვაში თამაშის კუთხით ირაკლიმ რა შეცვალა, იერიშებში ჩართვა კი აზაროვს წარმატებით ეხერხება. იქედან გამომდინარე, საქმე პლეი-ოფთან, პირველ დაპირისპირებასთან და თანაც, სტუმრად გვაქვს, იქნებ

ვილის მხრიდან ნაკლები რისკი ვიხილოთ და ფრთაზე, პირველ რიგში, დაცვაში ძლიერი ფეხბურთელი ვნახოთ.

ანზორ მექვაბიშვილი - თუკი მანამდე ანზორ მექვაბიშვილი ტრავმირებულ ოთარ კიტეიშვილს ცვლიდა, თანაც საკმაოდ კარგად, ბოლო პერიოდში დაზიანების გამო მას გაუცდა, თუმცა უკვე ფორმა აღიდგინა. მექვაბიშვილს, რუმინეთის ჩემპიონატში, 3-კაციან ნახევარდაცვაში თამაშის გამოცდილება როგორც მარჯვნივ, ასევე ცენტრში აქვს. ოთხი მცველის შემთხვევაში მისი, როგორც დაცვისა და შუა ხაზის დამაკაშირებლისა და დამზღვევის როლი უფრო გაიზრდება. ევროპის ჩემპიონატზე დავრწმუნდით, რომ 23 წლის ნახევარმცველი ბევრს მოძრაობს და კარში დარტყმასაც არ ერიდება.

ვილი სანიოლი თუ გადაწყვეტს, ცენტრში ერთით ნაკლები ფეხბურთელი ჰყავდეს, მაშინ სასტარტოში გიორგი გოჩოლეიშვილის ან გიორგი წიტაიშვილს უნდა ველოდოთ, ვინც მარჯვნიდან შეუტევს.

ოთარ კიტეიშვილი - ამ შეხვედრაში ჩვენი კაპიტანი, რომელმაც ავსტრიაში ბოლო ოთხ მატჩში სამი გოლი გაიტანა, გუნდში "ათიანია", ჩვენ ნაკრებში კი "ექვსიანის" როლს მშვენივრად ირგებს და ამ საქმეში კონკურენტი არ ჰყავს. "კიტეს" ძალიან დახვეწილი პასი აქვს, მოედანს კარგად გრძნობს და თითქოს არაფრიდან კარგი შეტევის წამოწყება შეუძლია. ოთარი ის ფეხბურთელია, რომლის მინდორზე არყოფნასაც ყოველთვის შესამჩნევია.

გიორგი ქოჩორაშვილი - "ქოჩორა" დაუღალავია და აქვს უნარი, ნახევარდაცვაში დიდი სამუშაო გასწიოს. გუნდში მისი სტატისტიკა, 6 გოლი და 4 საგოლე პასი, გიორგის უნარებს კარგად გვაჩვენებს. ბოლო სანაკრებო შეხვედრები მისი საუკეთესო ვერსია არ ყოფილა და ახლა სრულყლფილად დაბრუნებას ველით.

გიორგი ჩაკვეტაძე - თუკი ახალ ტაქტიკურ სქემაზე, 4 მცველსა და სამ ნახევარმცველზე ვსაუბრობთ, მითუმეტეს, პირველ მატჩში "კვარა" არ გვეყოლება, მაშინ დანიოლისგან სრული თავისუფლება უნდა მიიღოს და ის როგორც გამთამაშებლად, ასევე მარცხენა ფლანგზე უნდა ვიხილოთ. მითუმეტეს, ჩვენ მიერ შემოთავაზებულ შემადგენლობაში ნახევარდაცვაში გამოკვეთილი ფლანგელები არ გვყავს. თუკი "ჩაკვე" საკუთარ თამაშს "დაიჭერს", მისი შეჩერება ძალიან გაუჭირდებათ.

ზურიკო დავითაშვილი - ერთი შეხედვით, ზურიკომ შეტევაში კვარაცხელიას პოზიცია უნდა დაიკავოს, მაგრამ თუკი სისტემა შეიცვლება, მარცხნივ მოქმედების არეალი ჩაკვეტაძეს ექნება, დავითაშვილი კი, რომელიც მეორე ფორვარდად წარმოგვიდგენია, მარჯვენა ფლანგიდან შეტევასაც შეძლებს, სადაც კაკაბაძე იაქტიურებს.

გიორგი მიქაუტაძე - მისი "გადაკეთების" მცდელობა როგორც ნაკრებში, ასევე კლუბში წარუმატებლად დასრულდა. გიორგი გამოკვეთილი ფორვარდია და სხვა პოზიციაზე მისი გამოყენება ნაკლებად პროდუქტიულია. "ლიონელს" ეროვნულ გუნდში დიდი როლი აქვს მაშინაც, როცა კონტრშეტევებზე ვთამაშობთ და პოზიციური იერიშების დროსაც მშვენიერი დამგვირგვინებელია. გასულ შემოდგომაზე, ალბანეთთან შინ, დავინახეთ, მოედანზე რაოდენობრივად ბევრი შემტევი უკეთესი შედეგის გარანტია ვერ იქნება, ამიტომ ბუდუ ზივზივაძეს მეორე ტაიმში ველით.

ფეხბურთელები, რომლებიც არ გვიხსენებია, მაგრამ 5 შეცვლის გათვალისწინებით, დროის მათთვის დათმობაც შესაძლებელია:

ლევან შენგელია, შოთა ნონიკაშვილი, გიორგი გულიაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორი ზარია.

P.S. Sportall.ge ყოველთვის იცავს საავტორო უფლელებს და პირიქით, მისი მსხვერპლი თავად ვართ, როცა ჩვენ მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციები წყაროს მითითების გარეშე ვრცელდება. სანაკრებო სტატიების ირგვლივ, ძირითადად, nakrebi.ge-ს ფოტოებს ვიყენებთ. მიგავჩნია, რომ ამ საიტის ერთ-ერთი დანიშნულება სწორედ ესაა და ამისთვისვის მადლოებლიც ვართ. თუკი გამონაკლის შემთხვევაში, კონკრეტული ფორმატიდან გამომდინარე, ფოტოს ის ნაწილი მოიჭრა, რომელზედაც საავტორო ლოგო იყო გამოსახული, ეს საავტორო უფლებების დარღვევის საბაბით ნამდვილად არ მომხდარა.

• nia

metexis eklesiashi mama akaki miqelqdze kvetebulis locvebs atarebs da midi gamoalocvine,egeb arc ise uimedo xar rogorc erti shexedvit chanxar.fui eshmaks!

• სვანსკი

კალას თმა სცვივა აბაროტი აღებულია ))))

• zura222

მანქანის გაყიდვე ვერ გიშველის დედაშენი გაყიდეე PP

• მე არ ვარ ბოროტი

ბევრს ნუ ეწევი, მავნეა!

• 100%

• სოსო

საინტერესო ანალიზია და მგონი არაფერი დაეწუნება,მაგრამ თუ ჩავთვლით,რომ სომხები ჩვენს აქტიურობას დაელოდებიან და მეორე ნომრად ითამაშებენ.ასე იქნება?სომხებმა იციან,რომ კაშია და კვარაცხელია არ ეყოლებათ.მაგის გარეშეც,სომხეთის ნაკრები ძალიან ბევრ მომენტს ქმნის,თუმცა რეალიზაციის პრობლემა აქვს,მაგრამ დაცვაზე თუ მიუდგათ საქმე,იქ დიდი პრობლემები აქვთ.ყველაფერ ამას თუ გავითვალისწინებთ,ისინი ახლაც აგრესიულ შეტევაზე წამოვლენ.მათ ხომ იციან,რომ თნილისში,სადაც კაშიაც და კვარაცხელიაც ითამაშებენ,მათი შანსები რამდენჯერმე დაიწევს,საშინაო თამაშთან შედარებით.ვან სხიპიც,აიაქსის სკოლის გაზრდილია და შემტევ,აგრესიულ ფეხბურთს ქადაგებს.სხვა გზა არ აქვთ,სახლში უნდა შემოგვიტიონ.სანიოლი პირველ მატჩში აუცილებლად იფრთხილებს და აქცენტს საიმედო თამაშზე გადაიტანს.დაცვის ხელმძღვანელის (კაშიას) არყოფნაში ეს რამდენად გამოგვივა,ცოტა საყოყმანოა,მაგრამ გასვლაზე და დასუსტებული შემადგენლობით თამაშში,კონტრშეტევაზე და საიმედო დაცვაზე დაამყარებს თამაშს.რა თქმა უნდა პრესინგსაც ვითამაშებთ და კონტრთამაშსაც შევთავაზებთ,მაგრამ პირველ რიგში მაინც საკუთარი კარის უსაფრთხოებიდან გამოვლენ.საქართველო ისედაც მეორე ნომრად თამაშსაა მიჩვეული,სომხები კი,დაცვაში შეცდომებს დაუშვებენ და საკმაოდ ბევრ შანსს მივიღებთ.ჩვენი შემტევების ფორმიდან გამომდინარე,ვფიქრობ უგოლოდ არ გამოვალთ მოედნიდან და შესაძლოა მეტიც გავიტანოთ.სომხები ჩივიან,ქართველებს კუთვნილზე მეტი ბილეთები მიჰყიდესო და ეს თუ მართალია,ბიჭებს გულშემატკივრებიც მაგრად დაეხმარებიან.სომხები თავიდანვე გააფთრებით შეეცდებიან ჩვენს წალეკვას,ჩვენც კონტრთამაშს შევთავაზებთ.პირველი ვინ გაიტანს,შედეგი ვფიქრობ დიდწილად ამაზე იქნება დამოკიდებული.ჩვენ უფრო მაღალი კლასის ბიჭები გვყავს და ვფიქრობ ეს გადამწყვეტი ფაქტორი გამოვა.მაინც მგონია,რომ სანიოლი გამოცდილ ბიჭებს ენდობა და შეცვლებს თამაშის მიმდინარეობის მიხედვით გააკეთებს.თამაშის გაძლიერებისათვის თადარიგში რომელ წამყვან ფეხბურთელებს დაიტოვებს,მაგას კი,ნამდვილად ვერ ვიტყვი.ბოლო თამაშში მექვაბიშვილს და გულიაშვილს ვუყურე,ორივე კარგები იყვნენ და ვფიქრობ წინა წელთან შედარებით, ორივეს საგრძნობლად მომატებული აქვთ.მათთვის სათამაშო დროის მიცემა, ვფიქრობ რომ დიდი რისკი არ იქნება.

• ოოოო ბლიად

ბლიად, ბლიად, ბლიად....მადაააა

• ვაჟა

თამაში ერევანში მერე და რავი იქნებ თუ ვერა და უფრო კი ან არა ფაქტიურად სანიოლმა თქვას და სადაა მექვაბიშვილმა წამოიღოს საყრდენად კიტეიშვილის მერე ფლანგებიდან კაკაბაძე და მეკარე ფორმაში უნდა ვერ იყო ადრე.

• ვახო

აი ამომწურავი პასუხი, გასაგები და ლაკონური

• თემო

რა გინდა ჩემო ძმაო, რატომ ასე აგრესიულად? გამოთქვამენ აზრებს და ექსპერტობენ თუნდაც, აბა ჟურნალისტიკა მეტი რა არის? შედეგი, რომ დაიდება მერე რაღა იქნება დასაწერი? თუ არ მოგწონს კიდევ, ნუ წაიკითხავ, დროსაც დაზოგავ დანერვებსაც

• ქორ-პარიკმახერი

შენ ზოდიაქოთი რა ხარ?

• დათო

აკაცი ჩამოაყალიბა ყველაფერი იდეალურათ

• გურულო

პრობლემები თქვენ გაქვთ ბლიად აზროვნებაში! გამოგვიხვედით აქ სექსპერტები! სანიოლის რომ რაღაცებს უწუნებთ და არიგებთ რა როგორ გააკეთოს ჯობია, აი მანდ ხართ ნამდვილი ტაკიმასხარები თქვე უდღეურებო! მიმოიხილეთ კონკრეტული თამაშები თუ შეგიძლიათ, თან ობიექტური სურათი დადეთ და არა საკუთარი ჩხიბვები ბლიად და გააჯვით სახლში და დაისვენეთ! არ ხართ თქვენ იმ დონის გენიოსები, რომ ექსპერტობასაც იჩემებთ და დაზღნარდით თქვეჩემა, მიაყედეთ ერთი ადგილი სადმე კუთხეში!

• ამატაკი

სოსო მადლობა გამოხმაურებისათვის. საქმეც მაგაშია, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ ზურასა და კაკაბაძის როლს ჩვენი ნაკრებისათვის, პირიქით. ოღონდ მინდოდა მეთქვა, რომ ამ სქემაში , მხედველობაში მაქვს 3-5-2 ფრთებზე ხომ ლატერალები გვჭირდება. ამ ამპლუას, მოცემულ შემადგენლობაში იდეალურად ერგება აზაროვი მარცხნივ, ხოლო მარჯვნიდან კი ბატონო, შეიძლება კაკაბაძეც, მაგრამ გემოვნების საკითხია - მე ვამჯობინებდი წიტაიშვილს. რადგანაც შეტევით ფაზაში უფრო კრეატიული მგონია. პრინციპში გააჩნია ლოკალურ ამოცანას. თუ უფრო დაცვისკენ ვიხრებით - კაკაბაძე, შეტევა დაგვჭირდება - წიტაიშვილი. რაც შეეხება ზურას, მიმაჩნია რომ მისი დაყენება ლატერალად არ იქნება გამართლებული და ჩვენ გვახსოვს ამის მაგალითები, სადაც ამან არ გაამართლა. მისი გამოყვანა შეიძლება ან მიქაუტაძის შესაცვლელად ან იმ შემთხვევაში, თუ სიტუაციამ სქემის ცვლილება მოითხოვა და გაჩნდა ვინგერის აუცილებლობა. გოჩოლეიშვილი უნდა განიხილებოდეს და ამაში სანიოლს ვეთანხმები, ლატერალების ალტერნატივად ორივე ფლანგზე. ერთი რაც ვილის ნოუ-ჰაუდ იქცა - ლოჩოშვილის წამოწევა ფაქტიურად ლატერალად - ამ შემთხვევაში მაინც კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია. უბრალოდ ზემოთქმულიდან გამომდინარე არ არის ამის საჭიროება და მისი გამოყენება ჯობია ამპლუის შესაბამისად. თუ ადევნებდით თვალყურს, აზაროვსაც და წიტაიშვილსაც ძალიან აქვთ მომატებული და არც სათამაშო პრაქტიკა აკლიათ. სავარაუდოდ სომხები ბურთს დაგვითმობენ და კონტრშეტევებს დაელოდებიან. მათ დაცვაზე გასაღების მოსარგებად, აუცილებლად დაგვჭირდება მეტი კრეატივი და მრავალფეროვნება შეტევაში, რათქმაუნდა ბურთის ფლობითა და დომინირებით, თავიდან არცთუ აგრესიული პრესინგით, მაგრამ საკმაოდ აწეული დაცვის ხაზით. ერთი სიტყვით, გვჭირდება შემადგენლობა, რომელიც შეძლებს ცენტრის გაკონტროლებას და ფრთებზე აქტიურობას, საიდანაც წამოსულ როგორც მაღალ, ისე დაბალ ბურთზე გვყავს შემტევები.

• იასონას უდარი

სომხების საბლატაო არასოდეს ყოფილა და არც იქნება. ამ თამაშში ველი მიქაუტაძეს გოლებს,რამეთუ სომხების მწვრთნელი არის აიაქსის ყოფილი თავკაცი,რომელმაც გიო ნახევარმცველად ათამაშა. ამ თამაშში დაანახებს,თურმე სად ყოფილა მისი ადგილი და სად ათამაშებდნენ. ამიტომაც არ ვნერვიულობ ამ თამაშებზე,სომხებს მოვუგებთ და ამის ბევრი მიზეზი მაქვს. ჯერ ერთი სომხეთია და რა გუნდი ეგ არის,მერე მწვრთნელიც მაგარი უვიცი ყავთ,თავდასხმელი ყავდა გუნდში და ვერ შეამჩნია,ნახევარზე ათამაშებდა და ბრობის ქონდა სასტარტო იმ გუნდში. წარმოიდგინეთ,რა ფეხბურთელია ბრობი და მერე გიოს უნარებს შეხედეთ,აიაქსში ეს რანაირად ვერ დაინახეს? მარა არაუშავს,პასუხი მოედანზე გაეცემა და გამოტენის გიო.

• ვაჟა

რეალურად ეხლა მანდ ისეთი თემაა ანუ მე რასაც ვხედავ ფაქტიურად როგორც არ უნდა იყოს ასე იქნება თუ ისე იქნება ბევრი ბაზარი ვაგზალი არ უნდა რასაც ქვია დაცვაში და თუ იქნა ან ნახევარდაცვა და მერე ფლანგებიდან ან ფლანგებისკენ თავდასხმა და მეკარე ერთიანად ჩაჯდომა და წინ გავარდნა. აუ, ეგაა რა. რას მაწერინებთ ამდენას.

• კალაძეს.

კალაძემ იმდენად შემაძულა ცხოვრება ამათ ჩვენ ნაკრებს რო გულშემატკივრობს მე პირიქით არვუგულშემატკივრებ მაფიოზი მატყუარაა ფულის მჭრელი გინდა სამორინებიდან გინდა მერიიიდან ყველგან ფულს აკეთებს..იმდენი ჯარიმა ამკიდაა მანქანა რო გავყიდო ვერ გადავიხდი ნეტა მოუგონ სომხებმა და გამწარდეს კალაძე...

• სოსო

ზურიკოს და კაკაბაძეს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ და რატომ არ ენდობით?დვალს სათამაშო პრაქტიკის და ეტყობა ფორმის პრობლემაც აქვს,ლოჩოშვილი,საკმაოდ მოუხეშავი მოძრაობის გამო,პატარა,ტექნიკური და ცქვიტი თავდამსხმელები, საკმაოდ ხშირად ჰკიდებენ ჯარიმას,ან პენალტს.სომხები კი ჩვეულებრივ ასეთები არიან.კაკაბას ფლანგზეც შეუძლია და მარჯვენა ცენტრალურ მცველადაც,თანაც ძალიან გამოცდილია და ორი ლიდერის არყოფნაში,მას და ზურიკოს უფრო ვენდობოდი.ლოჩოშვილის დაყენებაც შეიძლება ცენტრში,მაგრამ ვინმე დამზღვევი დასჭირდება.სანიოლმა ვფიქრობ ამის გამო გადაიყვანა ფლანგზე და მხოლოდ სტანდარტულებზე შედის ცენტრში.გოჩოლეიშვილმაც და აზაროვმაც,ძალიან სერიოზულად უნდა მოუმატონ დაცვაში თამაშს.საერთოდ კი,აზაროვი ჩემთვის უფრო ნახევარმცველია,გამთამაშებლის მონაცემებით.მისი ფიზიკური კონდიციები,დღევანდელი მცველის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.ფიზიკურ ორთაბრძოლებში ნამეტანი იჩაგრება ხოლმე.აი ნახევარმცველის კვალობაზე კი საკმარისი უნარ ჩვევები აქვს,დაცვის დასახმარებლად.ვფიქრობ მისი მომავალი კარიერა,ამ მიმართულებით განვითარდება.გოჩოლეიშვილს უფრო პოზიციური ხასიათის შეცდომები მოსდის და ამავე დროს,ზოგჯერ გაუმართლებლად რისკავს,საკუთარ ნახევარზე.როგორც კი სრულად გაიაზრებს,დარწმუნებული ვარ,ძალიან სწრაფად შესძლებს თამაშის კორექტირებას და ძალიან საიმედო,უნივერსალ ფეხბურთელს მივიღებთ.

• Givi

ვინმემ თუ იცით ნამდვილად ოღონდ, ჯგუფის ბარათები გადმოყვებათ ჩაკვეს, ქოჩორას, კიტეს... დაწერეთ რა.

• გიო

მამარდა კაკაბაძე-გოგლიჩიძე-დვალი-ლოჩო-აზარა(წიტა-შენგელა) კიტე-ქოჩორა-ჩაკვე მიქაუტაძე-ბუდუ (ან ზურიკო) 1. მარცხენა მცველად ვინც არუნდა დააყენოს, ჩემთვის მოულოდენელი არცერთი არიქნება (მე პირადად აზარა მევასება). ცენტრალურ დაცვაში შუა მცველად ვფიქრობ დვალი ყველაზე გამოცდილი და დასტოინია, ნაკრების თამაში იცის და უკნიდან უკეთ შეძლებს კარნახს და თამაშის წაყვანას. მამარდა გოჩოლეიშვილი-კაკაბაძე-გოგლიჩიძე-დვალი-ლოჩო(აზარა-წიტა-შენგელა) კიტე-ქოჩორა-ჩაკვე მიქაუტაძე-ბუდუ (ან ზურიკო) 2. არც ამ ვარიანტს გამოვრიცხავ, თუმცა რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთება დაცვითი მოქმედებების დროს. კაკაბა ფლანგის მცველია თუმცა შეუძლია ცენტრში შემოსვლა, რაც გვინახავს თუმცა მაშინ ფლანგზე ლობჟანიძე ედგა და მიუხედავად იმისა რომ თავდამსხმელია ძალიან ბევრს შრომობდა, თავის მხრივ გოჩო მევასება მაგრამ დაცვა უნდა ისწავლოს და წინ არგაერთოს (გუნდზე ითამაშოს). ამას ემატება ისიც რომ მაგ წყობით ცენტრში გოგლიჩიძეს უწევს, რაც დებიუტის ფონზე, პლიუს იტალიის პრაქტიკის მიუხედავად ასაკი და ნაკრებში გამოუცდელობა ძალიან მეეჭვება. 3. ოთხ მცველიან სქემაზე იგივეს ვიტყვი, გჭირდება ორი მაღალი დონის ცენტრალური მცველი და კარგი ჩამშლელი. რეალობას რომ შევხედოთ სუფთა 6იანი კანკავას მერე არგვყავს (მექვაბა ჯერ უნდა გაიზარდოს), რაც შეეხება მცველებს გოგლიჩიძე იტალიაშიც სამ მცველიანშია და იქ ბევრი გადაზღვევა ხდება, გვერდზე კი აუცილებლად ჭირდება გამოცდილი მცველი. ლაცაბიძე ჭკვიანი ბიჭია, თუმცა სიმართლე ვთქვათ ჯერ U21-შიც არაქვს ადგილი გარანტირებული, ძალიან ბევრი სამუშაოა ჯერ ჩერნომორეცში გახდეს ერთ-ერთი ლიდერი და შახტარში დაბრუნდეს

• გიო

1. რატო გადაუწყვიტე რო მიშა ევასებათ? :D ქოჩორა სულ თამაშობს, რაც შეეხება ბუდუს ფაქტია კვარა-მიქაუტაძის წყვილი დგას თავდასხმაში და არა მარტო პოზიციურად, ისედაც მგონი ნაკრებში ყველაზე მაღლა ეგ ორი დგას. ეხლა კვარა გვაკლია და მის ადგილზე ან ბუდუ დადგება ან დავითაშვილი.. ორივე ძალიან კარგია და ორივეს თავისი პლიუსები აქვს და ვერავინ იტყვის რომელიმეს დაყენება წარმოუდგენელიაო.

• zura222

მართალი ხარ პრინციპში მაგრამ ნაცი არ შეიძლება იყოს საქართველოს შვილი ! აი ამ საქონელს რომ თავი დავანებოთ როგორ მტრობენ ის მართლა მოთღალატე საქონლები საქართველოს ხომ კარგად ჩანს ? 12 წელი გავიდა იმათი ხელისუფლებიდან გადაშენებიდან მაგრამ ეხლაც არანაკლებად აზიანებერნ და მტრობენ ქვეყანას @@

• ნუგზარი

მართალს წერთ იმაზე რომ 4 მცველიან განლაგებას ძლიერი დაცვის ხაზი, განსაკუთრებით ცნტრალური მცველები გვჭირდება, რაც დღემდე ყველაზე სუსტი წერტილი იყო ნაკრებისთვის, მაგრამ მედალს მეორე მხარც აქვს, რაც შემდეგში გამოიხატება: 1.მოწინააღმდეგეებმა უკვე შეისწავლეს საქარელოს ნაკრების თამაში, ამიტომ საჭიროა სიახლეები. 2.მწყვრთნელს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე შეცვალოს ტაქტიკა და გუნდი შეაბამისად გადააწყოს. 3. თუ ლაცაბიძის ადაპტაცია სწრაფად მოხდა ძირითად შემადგენლობაში, ცენტრში ლაცაბიძე-გოგლიჩის დუეტი გვეყლება ამ სესრჩევ ციკლში და 21 წლამდელებთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, კიდევ დაიმატებენ ვინც თავს გამოიჩენს. ახლაკეთდება გუნდი, რომელმაც მსოფლიოს 2026 და ევრო 2028 -ზე გასასვლელად უნდა იბრძოლოს და იქ კარგი თამაში აჩვენოს.

• აფერიი.სტ !

ერთი ჩვეულებრივი ტროლი ხარ ! არა და, ხალხი სერიოზულად რეაგირებს და მოზრდილი ნოველის შესადარ კომენტატებს წერენ... :))))))))

• "ავლიპ ზურაბაშვილი"- ს

ავლიპი ერქვა იმ ცხონებულს,ავლიპ-ი ! ანუ, ავლიპი და არა, ავლიპ! ავლიპი ზურაბაშვილი ! აცხონოს ღმერთმა ! უადგილო და "ნაკლებინტელექტუალურია" მისი ხსენება ...

• ამატაკი

ყველამ ვიცით რომ "ჯადოქარი" ამ თამაშში არ გვეყოლება. ამ ეტაპისთვის, ჩვენდა სასიხარულოდ მაინც მაგარი გუნდის დაყენება შეგვიძლია. სიტუაციიდან გამომდინარე, ეხლა უკვე ნაღდად უალტერნატივოა სანიოლის მიერ ჩვენს ნაკრებში აპრობირებული (როგორც ჩანს მისთვის საყვარელი) 3-5-2 სქემა. ჩემეული ვერსია შეიძლება მოგეწონოთ, შეიძლება არა, თქვენი ნებაა. თქვენს შეხედულებას ნაკრების შემადგენლობაზე სიამოვნებით გავეცნობი. აი ისიც: მამარდაშვილი გოგლიჩიძე დვალი ლოჩოშვილი წიტაიშვილი ქოჩორაშვილი ჩაკვეტაძე კიტეიშვილი აზაროვი მიქაუტაძე ზივზივაძე საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალად მოჩანს ასეთი გუნდი. საერთოდაც მგონია, რომ ევროპის საშუალო რანგის გუნდებს (ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი) არაფრით ჩამოუვარდება. სომხების მიმართ პატივისცემის მიუხედავად ამ ეტაპზე მათი ნაკრების დონე, ჩვენების საპირწონედ აშკარად არ გამოდგება. წარმატება ჩვენს ლომებს და თითოეულ თქვენთაგანს!!!

• სპორტს -მენი !

სპორტსმენი, "სპორტს-მენი", ანუ სპორტის კაცი!

• ზურას

განხილულია რომ მარჯვნივ შესაძლოა გოჩოლეიშვილი ან წიტაიშვილი იყოს. მარცხენა მცველად წიტას აღარ ველით, რადგან აზაროვი დააბრუნა

• ზურა

წიტაიშვილი ?

• სოსო

ოდესმე ყოფილა,რომ ქოჩორას თამაში შესძლებოდა და არ ათამაშეს?!ბუდუ სათადარიგო იყო,რადგან მიქაუტაძე მასზე უკეთე ფორმაში იყო,თუმცა შეცვლაზე მასაც ათამაშებდნენ!შენისთანა მამალ ნაცებს,ნამუსის და სირცხვილის შეგრძნება არასოდეს გაწუხებდათ და ახლაც ასეა.აი ვინც თქვენი ფეხის ხმას იყო აყოლილი,იმათ ახლაც რომ ატყუებთ და ისინიც ხვდებიან ამას,რადგან კარგად ახსოვთ,სინამდვილეში როგორ იყო,კიდევ გამოგყვებიან?დაფინანსება შემოგაკლდათ და ყველა მხარეს ანთხევთ შხამს!კი,გიორგი ქოჩორაშვილის მამა ნაცია,შესაძლოა გიორგიც მათი მომხრე იყოს,ბუდუზე ვერაფერს ვიტყვი,პარტიული სიმპათიების შესახებ,მაგრამ ვის მხარეზეც უნდა იყვნენ,საქართველოს შვილები არიან,მოედანზე საქართველოს სახელისათვის თავს დებენ და საქართველოს ნამდვილ პატრიოტს,პარტიულობის მოუხედავად,ყველას ენაცვალოს ჩემი თავი.ქოჩორასა და ბუდუსაგან განსხვავებით,შენ საქართველოს პატრიოტთა რიცხვში ვერასოდეს ჩადგები,რადგან ქოცების ხელში საქართველოს ყოველი გამარჯვება,შენ დამარცხებად მიგაჩნია.საქართველო უპირველეს ყოვლისა და უკვე შემდეგ,პარტიული თუ სხვა ინტერესები!

• აღარ გავიდა ზერაგიას პარახოდი

ეს პ.ს. რაა. უი კიდე რაღაც შარი მოგდეთ? ისედაც გავიგე რომ ბევრ ჟურნალისტს არ მისცეს აკრედიტაცია. ასეთ დროს სულ მაინტერესებს ჩემი საყვარელი ფეხბურთელი კობი რას ფიქრობს ან თავზე ახტებიან ან ვიღაცებს აჯეჯილებს

• Giga

რა გააწყალეთ ამ პოლიტიკით საქმე ფეხბურთს მაინც დაანებეთ თავი ყოვლის მცოდნეებო, მშვენივრად ართმევს თავს სანიოლი თავის საქმეს და შენი პოლიტიკა სუ ფეხებზე კიდია. ან ეს პოლიტიკა რა სპორცმენის საქმეა? ყველაფერს რომ ერთმანეთში ურევთ და იბოღმებით უაზროდ, დაანებეთ ამ სპორცმენებს თავი

• ავლიპ ზურაბიშვილი

მიშას გაპობილო დაინახავ თუ არ ათამაშებენ,ხო ისე აზაროვი გამოგრჩა

• სვანსკი

აზაროვი ფიზიკურად ძალიან სუსტია დაცვაში არ გამოდგება,ერთი მხრის მირტყმა და ჩამოშორებული იქნება,როგორც ჩანს სანიოლს აზროვნებაშიც უჭირს

• გიოს

უფრო მწვრთნელის ნათქვამის გამო ფიქრობენ ასე და პლუს კაშიას შემცვლელი შუაში არ გვყავს. გუშინ თუ წაიკითხეთ იქ იყო კაკაბაძე-გოჩოლეიშვილის ერთად თამაშის ვარიანტი განხილული

• მწვრთნელი

გასვლაზე ორი ცენტრალური მცველით თამაში ძალიან სარისკოა და ბოლო- ბოლო სომხეთმა უდა შემოგვიტიოს, მათ უფრო უნდათ გოლის გატანა! აი ამ მომენტში კონტრშეტევაზე დაჭერა სამ ცენტრალურ მცველიან ტაქტიკაში ძალიან დიდია!

• 555

ქოც რუსები არც ქოჩორას არ ათამაშებენ და არც ბუდუს ეგენი არიან დღეს საუკეთესოები და იმის გამო რომ ორივეს მიშა უყვართ ამიტომ არ ათამაშებენ

• გიო

ვფიქრობ 4 მცველზე გადასვლა უფრო თქვენი სურვილია ვიდრე რეალობა.. 5 მცველიანი ტაქტიკა ძალიან მოუხდა ჩვენს ნაკრებს (2 უმაღლესი დონის ცენტრალური მცველი არგვყავს, 3 კი კარგად აზღვევენ ერთმანეთს), შეიძლება მეტად შემტევის სურვილი გქონდეთ მაგრამ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ ესპანეთი (ჰოლანდია), თურქეთი, ბულგარეთი რომ გყავს ჯგუფში მეორე ნომრად მოგიწევს ჯგუფის ლიდერებთან თამაში და ეგ ტაქტიკა უნდა დახვეწო.. ჩეხეთთან მატჩში კი ვნახეთ რომ შეიძლება ძალიან შემტევიც იყო 5 მცველიან ტაქტიკაში. P.S. ნაკლებად სავარაუდოა თუმცა მაქსიმუმ კაკაბაძე შემოიყვანოს მარჯვენა ცენტრალურ მცველად (თუ გახსოვთ სანიოლმა თავიდან ეგ ვარიანტი მოსინჯა და ცუდად არგამოიყურებოდა) და უფრო მრავალფეროვანი გახადოს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა..

• ბაბაიაგა

ახლა ხომ ხვდებით რატომ არ მოუციათ აკრედიტაცია. დაწერეთ ხოლმე დიდი ასოებით მადლობაააააა

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი