ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში განმეორებითი მატჩები გვაქვს. დაფიქსირებული ანგარიშების გამო, თითქოს, ბევრი ინტრიგა აღარ დარჩა, თუმცა ამ ტურნირზე ყველაფერს უნდა ველოდოთ, მითუმეტეს, მადრიდის "რეალისგან." ჩვენი მთავარი ინტერესი კვლავ პსჟსკენაა, რომელიც საკუთარ მოედანზე (3:1) გამარჯვების შემდეგ "ასტონ ვილას" ბირმინგემში, "ვილა პარკზე" (42 789) ეთამაშება - დღეს, 23:00 საათზე.

ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ყველაზე კარგად იცის, განმეორებითი შეხვედრები პარიზელთა ძლიერი მხარე რომ არაა (ორბურთიანი უპირატესობის შემდეგ 7 შემთხვევიდან სამში გავარდნენ), თუმცა ახლა სხვა ვითარება უნდა იყოს. პირველ დაპირისპირებაში "ვილა", ძირითადად, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, პარიზელთა შემტევები კი მცირე სივრცეებსაც კარგად იყენებდნენ - ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი იყო. ლუის ენრიკეს გუნდს ახლა კონტრიერიშების მეტი შესაძლებლობა ექნება. ბოლოს, ზუსტად ათი წლის წინ, როცა ესპანელმა მწვრთნელმა "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, იქ მესი-ნეიმარი-სუარესის სამეული ბრწყინავდა.

პრინც უილიმისა თუ რიო ფერდინანდის ემოციები, პარიზულმა შედვედრამ ბევრი მოსაგონარი დაგვიტოვა. "კვარას" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელობა და კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა დიდი ბედნიერება იყო. ვნახოთ, ახლა რა იქნება.

შაბათ-კვირას ჩემპიონმა პსჟმ თუ დაისვენა, "ასტონ ვილამ" უკვე გავარდნილ "საუთჰემპტონს" ცოტა რთულად, მაგრამ მაინც აჯობა. მარკო ასენსიომ "არსენალის" ექსმეკარე რამსდეილს თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ორჯერ ვერ გაუტანა. ემერის გუნდი საკუთარ მოედანზე ძლიერია და აქ ყველა ტურნირის ჯამში უკვე 17 შეხვედრაა, არ დამარცხებულა. ბოლო 13 ევროპული ბრძოლიდან 11-ში გაიმარჯვეს. პარიზელებს კარგი სერია აქვთ და წაგება დაავიწყდათ. დაველოდოთ, ეს სერია ვესტ მიდლენდსშიც თუ გაგრძელდება. ლიგის ფაზის კატასტროფულად დაწყების შემდეგ პსჟ ახლა ტურნირის ერთ-ერთი მთავატი ფავორიტი გახდა.

"ასტონ ვილას" იამაიკელი ბაილი ტრავმის გამო აკლია, მალენი კი ამ ტურნირზე დარეგისტრირებული არაა. დისკვალიფიკაციის შემდეგ პსჟს კაპიტანი მარკინიოსი უბრუნდება, რაც ბერალდოს სათადარიგოთა შორის ყოფნას უნდა ნიშნავდეს. მიუხედავად იმისა, პარიზში მშვენივრად ითამაშა, დუეს ნაცვლად იქნებ ბარკოლა ვიხილოთ.

მთავარი მსაჯი 41 წლის ესპანელი ხოსე მარია სანჩეს მარტინესი იქნება, ვინც ბოლოს "ვალენსიასა" და "სევილიას" შეხვედრაში ვნახეთ, სადაც გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა.

სხვა მატჩები

დღეს, 23:00 სთ

დორტმუნდი - ბარსელონა (პირველი მატჩი 0:4).

ოთხშაბათი, 23:00

რეალი - არსენალი (0:3);

ინტერი - ბაიერნი (2:1).

დავით 67
დათუჩა, რატო გაჩუმდი გენათალე:))))
გადარეული
მიყვარს ეს ბიჭი და თუ გნებავთ მომკალით. ხვიჩა, გთხოვ დაანგრიე რა დღეს ასტონ ვილა. ლამაზი თამაში შემოგვთავაზე, ძალიან დიდხანს რომ არ დაგვავიწყდეს. სულ გამარჯვებით გევლოს საქართველოს სიამაყევ. მხოლოდ შეუმდგარი პიროვნება თუ გისურვებს ცუდს და სიბოროტეს. შენი ლამაზი ოჯახით გამრავლებული, გახარებული და სულ გამარჯვებული ყოფილიყავი. მადლობა ბედნიერი წუთებისათვის.
გიო
ყველა სიახლეს ვკითხულობდი წლებია ამ საიტზე და შემოსვლა აღარ მინდა . დააბრუნეთ ძველი ფორმატი
რატი ემიგრანტი
დაკვირვებულებო და ჩასაფრებულებო კარგათ დააკვირდით რამდენჯერ გამოგაღებინებთ კვარა მიდი კვარა ლიგა გვინდა წელსვე
გიგო პაპა
დავითს დავეთანხმებოდი. არ არსებობს რომ ხვიჩას უგულოდ ეთამაშოს. ეს ბიჭი ბურთისთვისაა დაბადებული. დიდ იმედს გამოვთქვამ რომ დღეს კიდევ ერთხელ გააკვირვებს მსოფლიოს. მართალი თქვეს იმათ, რომ ამ ბიჭს ჭერი არ გააჩნია. ზღაპარი ბიჭები გვყავს, ბედნიერი ერი ვყოფილვართ. აბა გაიხედეთ, ან სომხებს, ან აზერებს, ან რუსებს, ვინ ყავთ ამდენი მარგალიტი ერთად აღებული ნაკრებში. სულ გამარჯვებით გევლოთ, ლომებო!
ჰკა ხვიჩი, ჰკა!
ჰკა ხვიჩი, ჰკა. უნდა მოუგო ინგლისელებს. უძლიერესი ხარ ხვიჩიკო!!!
ჟორა გაბრიჭიძე
ლივერპულთან გასვლაზე ნაჩვენები თამაშისა და შედეგის შემდეგ, როგორ შეიძლება ასტონ ვილასთან წარმატებაში ეჭვი შეგეპაროს? ჩაკეტილ ასტონ ვილას 3 ბურთი გაუტანეს და გახსნილს მეტს თუ არა 2-ს მაინც გაუტანენ, პსჟ კი 5-6 ბურთის გამშვები რომ არაა, მათ ეს უამრავლჯერ დაამტკიცეს.
MIRO
დამკვირვებელო,სულით ბინძურობას კარგად ავლენ,როგორც ყველა უსამშობლო ბოღმიანი არარაობა.ხვიჩას ფეხის დაცდომაზე ჩასაფრებულო ნეხვის ტომრებო,მთელი თქვენი ცხოვრება მოგიწევთ ბოღმაში და გულის გასკდომაში ცხოვრება ხვიჩას და საქართველოს მუდმივი წარმატებების გამო.
tngh
პსჟ-ს რთული თამაში ელის... თუმცა შანსები აქვს!!!
დათუჩა 67
ვნახოთ დათუჩა, ვნახოოთ:))))
დავით 67
დაკვირვებულო! ხვიჩას ჯერ თამაში არ ჩაუგდია არასდროს და რაღა ეხლა ჩააგდებს. თუ გოლი ვერ გაიტანა თქვენისთანები ამას თამაშის ჩაგდებას ეძახიან
დდდ
ჰო, ნერეში, მერეში და ზიგმანტოვიჩიც არ დაგვავიწყდეს...
დაკვირვება
სიმშვიდეა, როგორც ჩანს სამარგალო ისვენებს:)) ან უფრო შედეგს ელიან- თუ წააგო პესეჟემ და კვარამ ჩააგდო თამაში სრული სიჩუმე იქნება:)). თუ მოიგო ხო აიკლებთ აქაურობას:))
გიორგი
არაფერიც არ იცის მაგ ემერიმ ოთხ ბურთიანი ჰანდიკაპი გაანიავა ბარსასთან პსჟეს შემჩერებელი არავინაა ტოტალიზატორის გარდა მასეთი მობილური ნახევარ დაცვა კარგა ხანია არ მინახავს ვიტინია კვარა დუე ნერეში შეუდარებლები არიან .და ამას დამატებული მოიერიშე განაპირა მცველები ჰაკიმი და მერეში
[VIDEO] მბაპეს გმირობა, "არსენალის", "ატლეტიკოს", "ატალანტას" და "სპორტინგის" მოგებები
[VIDEO] ეს უკვე საგანგაშოა - "ლივერპული" შინ პსვ-სთან 1:4 განადგურდა
[VIDEO] ზარიას საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე - "კაირატი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა, "მონაკომ" და "პაფოსმა" ქულები გაიყვეს
ჩინებული ამბავი - მამარდაშვილი პსვ-სთან მატჩის სასტარტოშია
ლუის ენრიკემ "ტოტენჰემთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
რონალდომ თანანაკრებელებს ძვირფასი საჩუქრები გაუკეთა
"ჩელსის" მეკარე: კუკურელიამ იამალი ჯიბეში ჩაისვა
7-კაცა | რულოფ კოცე - Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის
ხაბო ალონსომ "რეალიდან" შესაძლო გათავისუფლებაზე ისაუბრა
სიმეონემ დაასახელა კლუბი, რომლის გაწვრთნაც "ატლეტიკოდან" წასვლის შემდეგ სურს
სეზონი ნაადრევად დაასრულა და "სანტოსსაც" ემშვიდობება? - ნეიმარის მომავალი ჯერ გაურკვეველია
კარგი თამაში დაუფასდება - "რეალი" ზაფხულში ნიკო პასს დაიბრუნებს
[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
ჩაკვეტაძემ აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა - "უოტფორდი" "პრესტონს" დაუზავდა
[ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ელიტაში დაბრუნდა!
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტური "ბენფიკას" და "იუნიონის" გამარჯვებებით დაიწყო
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
მოლოდინი სრულდება - ჩაკვეტაძე "პრესტონთან" მატჩის განაცხადშია
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "გაგრა" გადარჩა, "გარეჯი" პლეი-აუტში... მაღალი ალბათობით...
"ბეშიქთაში" დავითაშვილთან ერთად ტერ შტეგენის, სანჩოს, სალიჰის და გიულის დამატებას აპირებს
კვარაცხელია პრესკონფერენციაზე და ევროპის სუპერთასი ამჯერად პარიზში
კვარაცხელიას დიდი მატჩი ფინალისთვის და ნაცნობი "ინტერის" მოლოდინი
"კვარა" - არასასიამოვნო აურიდან ლიდერობამდე ფორმის პიკის პერსპექტივით
მოიგებს ლიგას კვარაცხელია? ქართველებს გავარდნა ემუქრებათ - მაისის ამბები
არსენალი VS პსჟ - ხვიჩა ფინალისთვის!
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...
კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე - მე-40 წაუგებელისთვის...
ხვიჩა დაისვენებს - ქართველების ბევრი გადამწყვეტი დაპირისპირება