მაროკოს დედაქალაქ რაბატში მსოფლიოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის (AIPS) 87-ე კონგრესი გაიმართა. მასში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გიგა გვენცაძე და გენერალური მდივანი ზურაბ თალაკვაძე მონაწილეობდნენ. კონგრესს 123 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო.

ფორუმის დღეებში მსჯელობა ბევრ საინტერესო თემაზე მიმდინარეობდა, როგორებიცაა - 2026 წელს იტალიაში გასამართი ზამთრის ოლიმპიადის განრიგი, ტრანსპორტირებისა და აკრედიტაციის საკითხები. განიხილეს AIPS-ის გეგმები დაკარის მომავალი წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. ასევე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული 2024 წლის საუკეთესო სპორტული ჟურნალისტები.

დასკვნითი დღე კი მომავალი წლის საარჩევნო კონგრესის მასპინძელი ქალაქის შერჩევას დაეთმო. განიხილებოდა ორი კანდიდატი, ლოზანა (შვეიცარია) და სეჯონგი (სამხრეთ კორეა). საბოლოოდ, ფარული კენჭისყრის შედეგად, ლოზანამ 44:36 მოიგო და შემდეგი კონგრესის მასპინძელი ქალაქი გახდა.

ვიზიტი საქართველოს სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით შედგა.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია

tngh
წარმატებები გიგას!!!
alexandre
გიგა გვენცაძე პრეზიდენტია? სალუქვაძესთან როდესაც იყო სტუმრად ნორმალურად ილაპარაკა,ცოდნაც გამოავლინა.მაგრამ რა დამავიწყებს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატიდან მის რეპორტაჟს. პირველ ტაიმში ლამის ჩაეძინა,დაახცლოებით 10 წუთამდე თუ აკეთებდა კომენტარს, თან ლამის მოკვდა მთქნარებით. სად არ დავრეკე, რომ ცოტა გონზე მოეყვანათ. ასეთი უპატივცემულობა მაყურებლების მიმართ ძალიან სამწუხარო იყო.
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
გიორგი მამარდაშვილი „არქის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს” ინვესტორი გახდა
სასიხარულო ამბავი - შეიქმნა სპორტული ფონდი, რომლის მთავარი მიზანიც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..