საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე, დასკვნით ტურში, მასპინძელ იტალიას კალვიზანოში, „სტადიო სან მიხელიზე“ 9 ივლისს, ჩვენი დროით 22:30 საათზე შეერკინება.

ორი ტურის შემდეგ გ ჯგუფს 9 ქულით ახალი ზელანდია ლიდერობს და 9 ივლისს ირლანდიას ეთამაშება, რომელიც 6 ქულით მეორე ადგილზეა. იტალია 4 ქულით მესამე პოზიციაზეა, საქართველოს კი 2 ქულა აქვს. შესაბამისად, ბოლო ტურის წინ საქართველოს მეორე ადგილის დაკავების შანსი აქვს. ამისათვის ლადო კილასონიას შეგირდებმა იტალიას ბონუს-ქულით უნდა მოუგონ, ირლანდიამ კი ახალ ზელანდიასთან ქულა ვერ აიღოს. მხოლოდ გამარჯვება ჩვენს გუნდს მესამე ადგილს დაუბევებს.

პირველ ტურში იტალია ახალ ზელანდიასთან 5:14 დამარცხდა, მეორე ტურში კი ირლანდიას დაძაბულ ბრძოლაში 18:16 სძლია. საქართველომ პირველ მატჩში ირლანდიასთან (28:35) 2 საცხრილო ქულა აიღო - 4 ლელოს გატანისა და მცირე სხვაობისთვის, ხოლო ახალ ზელანდიასთან (19:38) უქულოდ დარჩა.

მასპინძლებთან თამაშამდე 48 საათით ადრე სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. სასტარტო შემადგენლობაში 3 ცვლილებაა. ირლანდიასთან მატჩის შემდეგ ძირითადში ბრუნდება ფრთა ტარიელ ბურთიკაშვილი და კვაჭი მიხეილ ხახუბია. ზელანდიასთან მარქაფაში იყო და ძირითადში დაწინაურდა მესამეხაზელი გიორგი არძენაძე.

ცვლილებებია მარქაფაშიც. 20-წლამდელთა ჩემპიონატში წელს პირველად ითამაშებენ ინგლისის ‘იფსვიჩის’ ბურჯი გიორგი ტურაშვილი და ‘ლელოს’ უკანახაზელი დათა ახვლედიანი. პირველი ტურის შემდეგ მარქაფაში დაბრუნდნენ ბურჯი გიორგი მესხიძე და მეორეხაზელი ნიკოლოზ ჩხორთოლია. ზელანდიასთან დამწყებთა შორის იყვნენ და ახლა თადარიგში არიან კვაჭი მიხეილ ხახუბია და უნივერსალი ნიკა აბესაძე.

2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

გ ჯგუფი. მესამე ტური. 9 ივლისი

კალვიზანო (იტალია). „სტადიო სან მიხელი“. 22:30 საქ. დრო

საქართველო - იტალია

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. სანდრო მესხიძე (არმია), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);

შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. გიორგი არძენაძე (ბათუმი), 7. ანდრო დვალი (პერპინიანი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 18. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 20. დავით ბარამია (ტულონი); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. დათა ახვლედიანი (ლელო), 23. ნიკა აბესაძე (ლელო).

Rugby.ge

გიორგი 50
იტალიას უნდა მოვუგოთ... და მორჩა...

იტალიამ ირლანდიასთან ძალიან მძიმე ბრძოლა გადაიტანა და შესაძლოა დაღლილობა დაეტყოთ,მაგრამ ჩვენი ნაკრები რას იზამს,ეგ არის საკითხავი.რომც მოიგოს,4 ლელოს დავუდებთ?გუნდი ჯერ ვერ არის შეკრული.დისციპლინაში და სხვა უნარებშიც ძალიან ბევრი წუნი გვაქვს.არც იმაში ვარ დარწმუნებული,რომ ირლანდია, ზელანდიასთან ქულას ვერ აიღებს.გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს,მაგრამ უძნელესი საქმე ჩანს.მაგარი გუნდია,იტალია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
U20. იტალია საქართველოსთან ისევ უშანსოდაა - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" კვლავ ბონუს ქულით სძლიეს [VIDEO]
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან რუსთავსა და თბილისში
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
20 წ. | კიდევ ერთხელ იტალიასთან
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-10 ადგილზე გავიდა [VIDEO]
20 წ. | მსოფლიოსთვის მზადებას ვიტო კოლელიშვილის დებიუტით და მოქმედი ჩემპიონით ვიწყებთ
U20. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი იტალიასთან 3:7 წააგო
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
U20. შესანიშნავია - საქართველოს ნაკრებმა იტალიას ბონუს ქულით სძლია! [VIDEO]
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!
20 წ. | მცირედი ცვლილებებით იტალიასთან