ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან

კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან

ხვალ, 13 ივლისს, თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგი“ კახის თასის შეჯიბრებას უმასპინძლებს. ამ ტურნირში, შეჯიბრზე მეტად, ოჯახური გარემო იგრძნობა და ქართველებთან ერთად, მონაწილეობას სხვა ქვეყნის ათლეტებიც იღებენ. ოფიციალური განცხადებების ნაცვლად, აქ მოგონებების მთელი კასკადია: როგორ ვარჯიშობდა მომავალი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონიგაცვეთილი სპორტულებით ცხინვალის მტვრიან სპორტდარბაზებში, როგორ აკრა 235 კილოგრამი ბარსელონის ოლიმპიადაზე 1992 წელს და ა.შ.

უცხოელებიც კი სიამაყით აღნიშნავენ იმას, რომ კახი კახიაშვილი წლების განმავლობაში ძალოსანთა ახალ თაობას გულმოდგინედ ეხმარებოდა და ახალ სპორტულ დარბაზებს აშენებდა, რათა მომავალ ევროპის, მსოფლიოსა თუ ოლიმპიადის ჩემპიონებსა თუ პრიზიორებს კარგ პირობებში ევარჯიშათ. ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ჟურნალისტმა მასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც ამ პოსტში შემოგთავაზებთ:

- კახი, როდესაც ამ დერეფანში შემოდიხარ და ბანერზე შენს სახელს ხედავ, რას გრძნობ? როგორი შეგრძნებაა ეს?

- სიმართლე რომ ვთქვა, უცნაურიც კია. თავს ისევ იმ ცხინვალელ ბავშვად ვგრძნობ. ახლაც იმ ცარცის სუნი მცემს და ფეხებქვეშ იქაურ ცივ იატაკს ვგრძნობ. მაშინ ამას, რაც ახლა ხდება, ვერც კი წარმოვიდგენდი. უბრალოდ, დღითიდღე საკუთარი თავის გაუმჯობესება მინდოდა.

- კახი, შენ ყველაფერი მოიგე კარიერის განმავლობაში, რატომ მოექცა ეს შეჯიბრი შენი ყურადღების ქვეშ?

- იმიტომ, რომახალ თაობას ვუყურო. ერთ დროს, მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. ხოლო, თუ ნებისმიერი გოგო ან ბიჭი ამ დერეფანში შემოვა და ჩემპიონობაზე იოცნებებს, ჩავთვლი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უკვე გავაკეთეთ.

- შენი კარიერიდან რა გსურს, რომ ახალგაზრდა ძალოსნებს დაამახსოვრდეთ?

- მათ უნდა იცოდნენ, რომ ყოველთვის მედლები და წარმატება არ იქნება. მე უფრო ბევრჯერ დავმარცხდი, ვიდრე გავიმარჯვე, თუმცა ყველა დაცემამ მასწავლა, რომ არასდროს უნდა დავნებდე. ეს გაკვეთილი უფრო ღირებულია, ვიდრე ნებისმიერი ტიტული.

მოგეხსენებათ, შარშან სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კიდევ ერთი სუპერძალოსანი გახდა: სუპერმძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე, რომელმაც კახი კახიაშვილისგან, ამჟამინდელი საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისგან ამავე სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის სავარძელი გადაიბარა. ახლა მისი ინტერვიუც მოვისმონოთ:

- ყველაფერი, რასაც მივაღწიე, რაფაელ ჩიმიშკიანის, კახი კახიაშვილისა და გიორგი ასანიძის მიერ მოპოვებული დიდებიდან გამომდინარეობს. სპორტსმენის სტატუსიროგორი ღირსებითაც ვატარე, ლიდერის პოზიციაზეც ასეთივე პატიოსნებით ვიქნები და მომავალ ჩემპიონებსაც გავუზრდით თამასას.

- რას იმედოვნებ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაჰყვებათ მონაწილეებს წლევანდელი კახის თასიდან?

- ძალოსნობა არა მხოლოდ კუნთთან და ძალასთან, არამედ გრძნობებთანაც კავშირშია. ასევე, იმასთან, რომ არ დაივიწყო, აქამდე როგორ მოხვედი. კახის ისტორიაც ამისი ნათელი მაგალითია. თუ ჩვენს საქმეს სწორად გავაკეთებთ, შესაძლოა, ეს ამბავი ვიღაცის გამარჯვების დასაწყისი აღმოჩნდეს.

- თუ ვინმე პირველად გამოვა კახის თასზე, რას ფიქრობ, რას იგრძნობენ ისინი?

- იმას, რომ რაღაცის ნაწილნი არიან. არ აქვს მნიშვნელობა, თუ საიდან იქნებიან, ფიცარნაგი ყველასთვისაა. ეს საქართველოს ისტორიას ჰგავს, რომელიც ძალით, შრომითა და სიყვარულით გაკეთებული საქმეების მოამბეა.

აგრეთვე, ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ კითხვა დაუსვა რუსუდან მურადაშვილს, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალურ მდივანს, რომელსაც ამ ასპარეზობის დაორგანიზებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

- რუსუდან, შენ ბევრ შეჯიბრზე გიმუშავია და რა ქმნის კახის თასის ორგანიზებას განსხვავებულს?

- კახის თასს უფრო ღრმა დატვირთვა აქვს: ეს მეტია, ვიდრე სპორტი - მოგონება და პატივისცემა. საქართველო ყველას მადლობა უხდის, ვინც ფიცარნაგზე ჩვენთვის გამოვიდა. ბედნიერი ვარ, რომ ამ ტურნირში ჩემი წვლილი შევიტანე და ჩემი გზით ძალოსნებს საქმე გავუადვილე.

აქვე ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ოფიციალური პირების განცხადებებს შემოგთავაზებთ:

„კახის თასი, მართლაც, რომ შეჯიბრზე მეტია, რადგან საქმე მეგობრობასა და პატივისცემას ეხება. კახი კახიაშვილი - ნამდვილი ლეგენდა ახალგაზრდებს არა მხოლოდ თავისი წარსული ასპარეზობებით, არამედ თავისი ამჟამინდელი საქმისადმი გამოხატული პასუხისმგებლობითაცშთააგონებს. მისი სახელი სიამაყითაა ამოტვიფრული ისეთი ადამიანების გულში, როგორებიც არიან: სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, რომლის სიძლიერემ და ღირსებამ იგი ეროვნულ სიამაყედ აქცია და აგრეთვე, ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი გიორგი ასანიძე, რომელიც ქართული ძალოსნობის განვითარებაში ლომის წილის შეტანასთავდადებით აგრძელებს. მათი ამბები არა მხოლოდ ქართული სპორტის სიდიადეა, არამედ ისინი ევროპული სპორტის ისტორიის მნიშვნელოვან თავს წარმოადგენენ.“ - აცხადებს ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი ასტრიტ ჰასანი.

„კახისა და ლაშას ერთმანეთის გვერდი-გვერდ ნახვა, როგორც ოსტატისა და შეგირდის, წარსულისა და მომავლის, ყოვლისმთქმელია. საქართველო არა მხოლოდ ჩემპიონებს ზრდის, არამედ დიადი სულისა და გამბედაობის მქონე პიროვნებებს - წარმატება სწორედ ეს გახლავთ.“ - აღნიშნავს ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენ.მდივანი ბატონი მილან მიხაილოვიჩი.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, კახის თასი 13 ივლისს თბილისში, „ჰუალინგ პლაზაში“ აიღებს სათავეს, მანამდე კი ფიცარნაგი ქართველ 20-წლამდელ ათლეტებს ახალგაზრდული შიდა ჩემპიონატის ეგიდით უკავიათ.

მათ და კახის თასის მონაწილეებსა თუ ტურნირში ჩართულ პირებს კი წარმატებებს ვუსურვებთ!

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ცოტნე ლომსაძემ

საქართველოს 17 და 20-წლამდელ ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 13 მედლით დაბრუნდა

ევროპირველობა - თურმანიძის ბრინჯაო ატაცში

რევაზ დავითაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა

ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!

აღმასკომის სხდომა: კახი კახიაშვილი ევროპის ფედერაციის პრეზიდენტობას გეგმავს

კახიაშვილმა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი: იმედია, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლებს

ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ბათუმმა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კონგრესს უმასპინძლა