საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები რთულ მდგომარეობაშია. გუნდს ერთდროულად დაუშავდა 3 ლიდერი მოთამაშე – ავთანდილ ბახტაძე, თენგო გოგიშვილი და ალექსანდრე დაუშვილი. ამ სამიდან დღეს, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში არც ერთს არ უთამაშია. ბახტაძე და გოგიჩვილი სულაც თბილისში არიან, რადგან მიღებული ტრავმების შემდეგ მათი ევრობასკეტზე თამაში გამოირიცხა და მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ისინი სამკურნალოდ სომხეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მეტოქედ ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი, ნიდერლანდები გვყავდა. შედეგი არ ყოფილა მოულოდნელი: ნიდერლანდებმა 84:61 გაიმარჯვეს და ჯგუფიდან გავიდნენ. ჩვენი, C ჯგუფი გამოდგა წარმოუდგენლად თანაბარი და შესაბამისად, დაძაბული. ოთხმა გუნდმა – შვეიცარიამ, ნიდერლანდებმა, ავსტრიამ და დანიამ თანაბარი ქულები დააგროვეს. ოთხივემ 3 მატჩი მოიგო და 2 დათმო. ერთმანეთში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით 1-2 ადგილებზე და შესაბამისად, პლეი ოფში შვეიცარია და ნიდერლანდები გავიდნენ. ავსტრია, რომელიც 3 ტურის შემდეგ დაუმარცხებლად ლიდერობდა, ჯერ ნიდერლანდებთან, დღეს კი შვეიცარიასთან წააგო, ჯგუფში ჩარჩა.

საქართველოს ნაკრებმა 1 მოგებითა და 4 მარცხით ბოლო ადგილი დაიკავა. მე-5 იყო ჩრდილოეთ მაკედონია 2 მოგებითა და 4 მარცხით.

საქართველოს ნაკრები ახლა საკვალიფიკაციო ტურნირში გადაერთვება, სადაც გუნდები ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით 17-21 ადგილებს დაიკავებენ.

GBF.GE

წაგეყვანა რაგბში?მაღალ ბიჭებს სანთლით დაეძებენ.რადმდენიმე წლის წინ,განცხადებაც კი დადეს,ვეძებთო მაღალ ბიჭებს.გინდ ნავარჯიშევები საერთოდ არ იყვნენ,ვასწავლითო.207 სმ სიმაღლის 20 წლის ბიჭს,ბავშვს რომ უძახი,ცოტა უხერხული ხომ არ არის?თუ მაგ ხნისა უკვე პიროვნებად ვერ იქცა,ძალიან გაუჭირდება.დიდი სპორტი უმწიფარებს ვერ იტანს.გისურვებ საკუთარი საქმე და მოწოდება იპოვოს.
გია
მართალია
ტოტო
100% იანი ბატონო, რასაც ბრძანებთ , ქართული კალათბურთი ღრმა ჭაობშია , მხოლოდ ნათესაობის სამეგობროს და ფულიანი მამიკოს შვილები თამაშობენ, სრული უვიცობა მწრთვნელების 90%ში. გასაწმენდია ბავშვთა კალათბურთი ბალასტისაგან!!!
მამო
ვფიქრობდი დამეწერა თუ არა და ფაქტს მოგიყვებით.თქვენ განსაჯეთ.207სმ ბავშვი მყავს 2005 წლიანი.რომ ევარჯიშებიათ და მოემზადებია აკადემიას და ფედერაციას მე გამომადგებოდა თუ ნაკრებს ახლა? ....ბავშვს ჩაყვა იტალიაში და იქ რომ ნახეს თვალები შერჩათა ვინ გაგაფუჭაო..რატო არ გავარჯიშებდნენო....ბავშვა უთხრა სიმაღლეში აღარ გაიზრდებიო ასე მეუბნებიანო და იმათ უთხრეს მცდარი აზრია გაგაფუჭესო.ახლა მითხარით აქ თუ იციან აკადემიებში ბავშვების გაზრდა....სადაც დადიოდა მეც ვეუბნებოდი მწვრთნელებს ავარჯიშეთთქო და მეც მაავს გაგონილი არ გაიზრდება სიმაღლეშიო თუ მახვევდნე თავზე.ფული არ მაქვს და არც არავინ მყავს. 16 წლის რომ იყო 16 კაცში მოხვდა ნაკრებში კოვიდი დაიწყო და დაიკარგა ყველაფერი.ახლა თქვენ თქვით იციან გაზრდა ბავშვების არა არ იციან.207სმ სიმაღლის ბავშვი რომ გეყოლება და არ ავარჯიშებ ...ყოველ შემთხვევაში ხომ უნდა ცადო გამოვა თუ არა.არც უცდიათ. მეტსაც გეტყვით აკადემიიდან რომ წამოვიყვანე ყველა სუპერლიგის გუნდს მივწერე არც დრო მინდა არც ხელფასი ავარჯიშეთ რომ მოემზადოს და განავითაროთქო.მაგრამ არავინ შემომეხმიანა არ მქონდა ფული და არც ვიყავი მაგათი ახლობელი.რომ ვყოფილიყო მაგათი ახლობელი ხომ ავარჯიშებდნე.დაფიქრდით ახლა რა ხდება.არ მინდოდა დაწერა მაგრამ ფაქტი ხომ გინდოდა აი ფაქტი რაც ჩემს შვილს შეეხო. მეტსაც გეტყვით მწვრთნელმა ფული მასესხეო და 2 დღეში მოგცემო.სესხის გადასახდელ თანხას მოვაკელი.ველოდი მომცემდა არ მომცა გადახდის დღე რომ მოვიდა მოვთხოვე და აი აქ დაიწყო მაქსიმალურად ბავშვის დევნა. ფედრაციასაც მივმართავ და სპორტალ ჯე საც და აქ ყველასაც არი თუ არა ეს ბავშვსბის შეზღუდვა....გამარკვიეთ.
ადამიანი
ჩემი გამოცდილებიდან რაც დავინახე კალათბურთის სამყარიში. 1. დიდი ფული გინდა ან პატრონი. რატო 203 სიმაღლის ბავშვი მყავს არავინ იცის რა გამოვიდოდა.სადაც დადიოდა აკადემიაში ყურადღებას არ აქცევდნენ.აქცევდნენ ყურადღებას მეგობრის შვილებს და ფულიანი მამიკოების შვილებს. ასეთი გაზრდილი ბავშვები ევროპაშიც მიდიან და ყველგან. პრობლემა არის აკადწმიებში.აკადემიას შეუძლია შეფუთოს ბავშვი როგორც ჩემი და გააპიაროს ახლობლის ან ფულიანის ბავშვი.ეს ხდება აკადემიებში. არავინ დაიწყოს არაო. შედეგიც სახეზეა. 2. პერსპექტიულ ბავშვებს რომლის საგვარეულოს შეხება არ აქვს კალათბურთთან იჩაგრებიან.იზრდებიან კალათბურთელის შვილები და შედეგიც სახეზეა.მანუს ძმიშვილი 16 წლამდელებიდ ნკრებში.სანაძეს 3 ძმა ნაკრებში.წამოვლენ შერმადინების და შენგელიების ბოისების ფაჩულიების ბავშვები და გახდება საგვარეულო ნაკრებები. 3. ეს ბავშვები მიდიან საზღვარგარეთ და გვიხარია რა მაგარიაო მაგრამ იქ თამაშობენ ჭ გუნდში მეტი რომ არ შეუძლიათ და ვერც ვითარდებიან.შედეგიც სახეზეა. 4.ჩვენი პრობლემა მოდის აკადემიებიდან ბავშვები ვერ მოდიან კარგები. 5.აქიდან უდა დავიწყოთ. 6. 20 წლამდელების ნაკრები იტალიიდან და ესპანეთში ვარჯიშობენ.ეს ორი გუნდი ნახევარ ფინალშია რაც მიუთითებს მაღალ კლას.20 წლამდელები თუ ამ ბავშვებთან თამაშობენ ბ ლიგაში უნდა გვქონდეს მაღალი შედეგი.მაგრამ ჩვენი ბიჭები თამაშობენ დაბალ ლიგებში ვერ ვითარდებიან ან არ აქვთ მეტი აიქიუ . P.S.ამიტომ ფედერაციამ და ადმინისტრაციამ უნდა ამოიღოთ ხმა და ყურადღება მიექცეს ყველა ბავშვს თანაბრად გამორჩევით არა. ეს დალოცვილი ეს შედეგი ჯობია თუ რომ წაგეყვანათ ამათზე კარგი ბავშვები და შედეგი დაედოთ.საქართველოს ნაკრებს გამოდგებოდნენ ეს დალოცვილი.რატო კლავთ ბავშვებს. სპორტალ ჯემ დამიდასტუროს და მივალ ოფისში .ავუხსნი უფრო დეტალურად რაც ხდება
გიორგი
nbA-ს საზაფხულო ლიგა მიდის ახალა ლას-ვეგასში. უყურეთ 19-20 წლის ბიჭების თამაშს. დაფრინავენ. ჩვენი ნაკრების 90% უკვე პენსიონერია-ისე ირჯება.წალეკა ნეპოტიზმმა ქართული სპორტი. ეგეთივე სიტუაციაა ფეხბურთში. ვერ გამოვედით საბჭოთა მენტალიტეტიდან. როგორ დავიჯერო, რომ საქართველოში ახალგაზრდა კალათბურთელების დონე ეს არის?!
irakli Apkhaidze
აუცილებლად უნდა გააკეთოს განცხადება ფედერაციამ და სამწვრთნელო შტაბმა. ეს არის კატასტროფა. ამ დღეში არ უნდა იყოს ჩვენი უახლოესი რეზერვი... მით უმეტეს თუ საქმე მართლა ნეპოტიზმთან გვაქვს, როგორც წინა კომენტარის ავტორმა ახსენა, გასაყრელია ყველა კინწისკვრით. ამოიღონ ხმა მათ ვისაც ნამდვილად აქვს ამის ფაქტები...
llcl
სანიკიძე! პარლამენტში ჯდომას და ზარქუას მაგვარი იდიოტებთან კონცერტებზე სიარულს კალათბურთს მიდედო სჯობს!
დიმა
ზუსტად ეს 3 ადამიანია და კიდო 1 ბავშვი ვინც იმსხურებს ნაკრებში თამაშსს.დანარჩენი 8 ვნახეთ საქმეში და აბსოლიტური კრახი.ნული თამაში და არანაირი კალათბურთი. ფედერაციას მივმართავ და თქვენც მოგწონთ ეს შედეგი.ხომ იცის ხალხმა რომ ბავშვებს მშობლები ტენიან ნაკრებში.ნეპოტიზმის შედეგი.მოგწონთ ეს შედეგი?
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
საქართველომ ეს შეძლო | 16-წლამდელთა ნაკრებმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
თურქეთის ჩემპიონატს შესაძლოა, "სიტის" კიდევ ერთმა მეკარემ მიაშუროს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
6-7 სექტემბერს საქართველოში წყალსათხილამურო სპორტში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება „პროტური ფოთი 2025“
"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს
უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია
[VIDEO] "იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი" - რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა
მძიმე ამბავი - "ლიონის" აკადემიის 13 წლის ფეხბურთელი 16 წლის მოზარდის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
"თავს არ დავზოგავთ, მთელი საქართველო ჩვენს გვერდით იქნება" - ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
[VIDEO] შენგელიას 27, ბითაძის 21 - საქართველომ კვიპროსს დიდი ანგარიშით მოუგო
მორიგი სენსაცია ევრობასკეტზე - ბოსნია და ჰერცეგოვინამ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა
ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა
Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!
ფეხბურთის თამაში აუკრძალეს და ახლა მნიშვნელოვანი თანხის გადახდაც მოუწევს - მუდრიკის თავს კვლავ ცუდი ამბებია
მანუელ აკანჯი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"კარლოს დროს მეტი თავისუფლება გვქონდა" - კარვახალმა ერთმანეთს ანჩელოტი და ალონსო შეადარა
"ეს სიმართლეა, ზაბარნიმ პსჟ-ს ხელმძღვანელებს საფონოვზე პირობა წაუყენა" - უკრაინელის ყოფილმა თანაგუნდელმა ინფორმაცია დაადასტურა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
დავით უსტიაშვილი: მიზანია, ნაკრებმა ოპტიმალურ კონდიციებს ივლისის დასაწყისისთვის მიაღწიოს
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
U20 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მე-20 ადგილზე დაასრულა
U20. საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა