საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა. სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა 21 მონაწილეს შორის მე-20 ადგილი დაიკავა. ამ შედეგის მიზეზი ტრავმებია, რის გამოც კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 3 წამყვანი მოთამაშე დაკარგა. არადა, როცა ყველა ჯანმრთელად იყო, საქართველოს ნაკრებმა, მეორე ტურში ის შვეიცარია დაამარცხა, რომელიც შემდეგ ნახევარფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო გამოაკლდა 2 მთავარი ლიდერი – ავთანდილ ბახტაძე და თენგო გოგიშვილი, რომლებიც ჯერ კიდევ ჯგუფური ეტაპის დროს სამშობლოში დაბრუნდნენ. რამდენიმე მატჩი გამოტოვა ალექსანდრე დაუშვილმა, რომელიც მოედანს საკვალიფიკაციო ეტაპზე, ალბანეთთან მატჩში დაუბრუნდა.

ალბანელების დამარცხების შემდეგ საქართველომ ტურნირის ბოლო შეხვედრა ესტონეთთან, მე-19 ადგილისთვის გამართა, რომელიც 85:105 დათმო. ჩვენს ნაკრებში თავი გამოიჩინა საბა ნარიმანიძემ, რომელიც ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო, თუმცა სხვებმა მხარი ვერ აუბეს. ნარიმანიძემ შეხვედრა 32 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა.

GBF.GE

Sani
Ასე კარგად ვერ ვერკვევი, მაგას შარშან ვუყურე 18-ში რომ ითამაშეს ევროპაზე, კრახი იყო ჩვეულებრივი და ეს ხალხი ისევ იყო წელს ახლა 20-ებში და ვერანაირი მომატება მაგათ ვერ შევატყე რა ვიცი.. თუ დავიჯერეთ, რომ უკეთესი არჩევანი არ არის, ძაან ცუდად ყოფილა ნაკრების საქმე მომავალში...

იტყვიან,სამი კალათბურთელი დაგვემტვრა,თამაში დაგვეშალა და ორი დღეში ვერ გამოვასწორეთო,მაგრამ სანამ ჯანმრთელად იყვნენ,მაშინ რას შვრებოდნენ?აჰა,გუნდური თამაში დაიშალა,მაგრამ სროლა რომ არავინ იცის,მაგასაც გუნდური თამაში სჭირდება?თავისუფალი პოზიციიდან რომ ესვრი და კალათის რგოლზე ბურთის მორტყმა რამის სასიხარულო ამბად იქცეს,მაგას ტრავმებით გაამართლებ?თითო ბავშვს ორი ბურთით რომ ავარჯიშებ,ერთი მიეცი და და იმ ერთის ნორმალურად ტარება და სროლა ასწავლე.ახალგაზრდების გაზრდა,უცხოურ კლუბებს რომ დააკისრეს,იმათ რაში ენაღვლებათ შენი ბიჭი?თვითონვე მოუმატებს,ათამაშებენ,თუ არადა თავისი ქვეყნის შვილს გაზრდის და მასზე დახარჯავს რესურსებს,შენთვის რატომ დახარჯავს ფულს და დროს?ყველა ვეტერანი საკუთარ აკადემიას ხსნის და 90-იან წლებში,ორ ოთახში აკადემიებს რომ ხსნიდნენ,ის დრო მახსენდება.ყველამ უმაღლესის და აკადემიის დიპლომი რომ დაიდო სახლში და უმეტესობამ წერა კითხვა რომ არ იცოდა,კარგად.
ადამიანი
ეს ბავშვები 16 წლიდან მოდიან და 4 წლის განმავლობაში უფრო და უფრო მოუკლეს ესე იგი ვერ ვითარდებიან და ვერ განვითარდნენ. დავნტეტესდი სხვა გუნდებით და წლები გადავამოწმე და 1 ბავშვი მეორდება დანარჩნები სულ ახვა ბავშვები არიან.აკვირდებიან წლის განმაბლობაში და ცვლიან.ჩვენთან ასეთი მიდგომაა ახლის აყვანას ისევ გამოცდილი მირჩევნიაო და შედეგი ეს არის გამოცდილების.ფედერაცია რატო იქცევი ასე იმიტომ რომ ყველა ძველი კალათბურთელის შვილია.ან მეგობრის შვილია ან კიდო ფულიანი მაკიკოს შვილები.პასუხი უნდა მოეთხოვოთ
იუკა
სადღაა ფედერაცია, რაც სანიკიძე მოვიდა ფედერაცია აღარ არსებობს, კვდება კალათბურთი, როგორც ბიჭების ასევე გოგონების, ასაკობრივ ჩემპიონატში რომ გუნდს სამ თამაშს ათამაშებ რა კალათბურთის განვითარებაზეა ბაასი. წარმოგიდგენიათ ერთი წლის განმავლობაში სამი თამაში. ასე ჩვენ ვერ გავფრინდებით. სომხეთმა და აზერბაიჯანმა გაგვანადგურა, როცა ჩვენგან სწავლობდნენ კალათბურთის თამაშს.
დათო
სპორტალ გვერდის ადმინისტრაცია მიმართეთ დაიბარეთ ყველა კალათბურთელის მამები რედაქციაში და დაუსვით მითხვა მოგწონთ ასეთი შედეგი და ასეთი ბავშვების თამაში.სხვებს რომ არ მიეცით გასაქანი. აგრეთვე მოიწვიეთ ფედერაცია და რატო იქცევით ასე რომ სულ კრახი რატო გუნდათ.ასევე ფედერაციას დაუსვით კითხვა შენგელია სანაძე და ეგთაობა რომ წავა ვინ გაზარდეთ ეს ნაკრები .
ირაკლი
აქედან ვერ ვარდებიან ბატონო, იმიტომ რომ, ამის ქვევით უბრალოდ არაფერია:)))
ირაკლი
ყველაზე დაბალ ლიგაში 21 გუნდიდან მეოცე ადგილს რომ დაიკავებ და თავს იმით იმართლებ, სამი მოთამაშე გავაკლდაო, ხარ უნამუსო ფედერაცია. როცა თამაშობდა ეს სამი მოთამაშე, უშანსოდ წავაგეთ ავსტრიასთანაც და მაკედონიასთანაც. თითქმის ყველა გუნდს ჩვენთან თამაშში ჰქონდა შედეგიანობის რეკორდი. აგერ ესტონეთთან 105 ქლა გავუშვით. რაზე უნდა ვილპარაკოთ, როცა იმ სამ კალათბურთელთან ერთად მაკედონიამ, რომელმაც ჩვენთან თამაშამდე 58 ქულაზე მეტი ვერც ერთ შეხვედრაში ვერ მოაგროვა და ჩვენს შემდეგაც შედეგიანობით არ გამოირჩეოდა 92 ქულა ჩაგვიგდო! გაგნებაში არ იყო გუნდი დაცვაში თამაშის, საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა. სამქულიანებში საშინელი პროცენტი, რაც ვიცი ყველა მონაწილეზე უარესი, ბახტაძე გვყავდა გუნდში და საშუალოზე საშუალო ავსტრიამ ფარი თავზე დაგვახია, ჩვენთან თამაშში ლამის ორჯერ მეტი ბურთი მოხსნა, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ! სანიკიძემ კალათბურთს რომ მიხედოს და იმის კეთებას რომ გაანებოს თავი, რისი წარმოდეგნაც არ აქვს, არ უნდა? თუ ეს საქმეც არ იცის?! საერთოდ ვინმე არის პასუხისმგებელი რაც ამ ტურნირზ მოხდა? გულწრფელად ვულოცავ სხვათა შორის ჩვენს მეზობელ სომხეთის ნაკრებს წარმატებას. პირველად კალათბურთის ისტორიაში ტურნირზე ხუთი ადგილით გაგვისწრეს!
zaza
და ის ლიდერები რომ ჰყოლოდნენ იფრენდნენ?ვაი თქვენ პატრონს.იმის მაგივრად რომ გააკრიტიკოთ რაღაც მიზეზებს ეძებთ.
მწარე
ზუსტად დაწერეთ, ბ ჯგუფიდან გავარდა?
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
U20. საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ