საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მარცხით დაიწყო. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი სადებიუტო მატჩში ავსტრიას შეხვდა და ბრძოლაში – 78:89 (სტატისტიკა) დამარცხდა. მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ავთანდილ ბახტაძის ბონუს-საჯარიმოთი ჩაგდებული ორქულიანის შემდეგ სხვაობა მინიმუმამდე (78:79) შემცირდა, ხოლო საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე ლუკა ალავიძეს სამქულიანი რომ ჩაეგდო, ანგარიშს ათანაბრებდა.

არ გაგვიმართლა და ავსტრიამ საპასუხო შეტევაში სამქულიანი მეტოქის ჯარიმით ჩააგდო. ის ბონუს-ქულაც გამოიყენეს და ავსტრიელები საფინალო სირენამდე 1:50 წუთით ადრე 84:78 დაწინაურდნენ. შესაბამისად, მატჩის ბედიც აქ გაირკვა. დარჩენილ დროში ქართველები სამქულიანებით თამაშის გადარჩენაზე გადავიდნენ, მაგრამ უშედეგოდ და ავსტრიელებმა ბოლო წამებზე სხვაობა 11 ქულამდე გაზარდეს.

საქართველოს ნაკრებში 17 ქულით ბომბარდირი თენგო გოგიშვილი გახდა, საერთო სარგებლიანობით კი საუკეთესო ავთანდილ ბახტაძე გახლდათ, რომელმაც 12 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და თითო პასი-დაფარება მიითვალა. ლუკა ალავიძის ანგარიშზე 10 ქულა და 3 პასი დაგროვდა. ავსტრიელებს ფინ შოტმა ულიდერა, რომელმაც 14 ქულა, 7 მოხსნა, 3 დაფარება და 2 ჩაჭრა მიითვალა.

სომხეთის დედაქალაქში დღეს დაწყებულ ევროპის B დივიზიონში ჯგუფური ეტაპის მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება. საქართველო შვეიცარიას შეხვდება. პირველ ტურში შვეიცარიელებმა დანია 86:81 დაამარცხეს, ხოლო ნიდერლანდებმა ჩრდილოეთ მაკედონიას 78:58 სძლია.

GBF.GE

ნეპოტიზმი
არ იციან ამათ თამაში და ძალით რატო ტენით ამ ბავშვებს.
რამო
ამ ადმინისტრაცის და ფედერაციას მამიკოებს მოგმართავთ დაფიქრებულხართ საერთოდ რატო გვაქვს ასეთი შედები ბ ლიგა და 12 ადგილს ვერ ჩამოვცდით.მოგწონთ ეს შედეგი სპორტალის ადმინისტაცია ან ფედერაია. PS 18 14 წლიდან მოდიან ეს ბავშვები და სულ კრახი.სულ წაგება.სულ 12 ადგილი.რატო გეტყვის ეს ფსიქოლოგიაა ბავშვმა რომ იცის რომ 100% ნაკრებშია არ იდომებს და თამაშიდანაც ჩანს შედეგიდან.პერსპექტიული ბავშვები იჩაგრებიან. 1.ალავიძეს თუ ვინმე მწვრთნელი იყო საქ. შეატენეს და რაგოვიდა.წულაიას ფედერაციაში მამა ყავს და ბასკონიაშიც გაუშვა ფედერაციის ფულით.ვიცით ფედრაცია ატარებდა ბასკონიას კემპებს.დანარჩენები კიდო ვინ ვისია კაცმა არ იცის.ბახტაძე პერსპექტიულია მაგრამ უპატრონო ბავშვებმა რა დააშავეს ბახტაძესაც პპატრონი ყავს და მიხედა.ვისაც პატრონი არ ყავს ისინი სად არიაან დალექილები სად და სწავლობენ გული აქვთ გატეხილი. ნაკრებიდა 7 8 ხომ გასულია და აქაც იწერება სტატიები უცხოეთში ძლიერ გუნდებში არიანო .ესპანეთში რომ თამაშობ არ ვარგიხარ რომ ნაკრებს ვერ ადგები შედეგით.ძალათ რატო ზრდით და სხვებს ზღუდავთ. P.S. დაფიქრდით.ვის ზრდით პირველი ნაკრებისთვის ამათ? მანუს შემცვლელი არა სააძის შემცველი არა ცინცაძის შემცვლელი არა 2 ნომერი საერთოდ არ გვყავს. ბითაძე და სანდრო არც ამათი შემცვლელი გვყავს მოედანზე ხომ უნდა დაასვენონ. დაფიქრდი სპორტალ რატო არ იღებ ხმას და რა არის შენი მიზანი ჟურნალისტი ხომ ხარ.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
"იაგელონიასთან" მატჩს "იბერია 1999" შემდეგი შემადგენლობით იწყებს
ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
უკრაინელი ფეხბურთელი "ჟირონადან" "აიაქსში" გადავიდა
"ნოტინგემმა" "ჩელსისგან" თავდამსხმელი 50 მილიონ ევროდ შეიძინა
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
"მე არ მძულს რუსი ხალხი, მძულს რუსული პოლიტიკა და რუსეთის მთავრობა" - დვალიშვილმა მახაჩევის განცხადებას უპასუხა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - პრემიერ ლიგის გუნდი მიქაუტაძის სანაცვლოდ 45 მილიონს იხდის
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
U20 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მე-20 ადგილზე დაასრულა
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
U20. საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ