საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის შანსი რეალური გახადა. პირველ ტურში ავსტრიასთან დამარცხების შემდეგ პლეი ოფში გასვლას ჩრდილი მიადგა, თუმცა კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე ტურის მატჩში სოლიდურ მეტოქეს სძლია. შვეიცარიას პირველ ტურში დანია ჰყავდა დამარცხებული, შესაბამისად, ურიგო ოპონენტი არ გახლდათ, თუმცა ქართველებმა მოინდომეს და მეტოქე ისე დაამარცხეს, შანსი არ მიუციათ – 96:81.

ქართველებმა პირველი, მეორე და მესამე პერიოდები მოიგეს. საქართველოს ლიდერობამ ბოლო ათწუთეულის წინ მთლიანობაში 25 ქულა შეადგინა, რაც გამარჯვებას ნიშნავდა. ბოლო პერიოდში შვეიცარიელებმა ჩამორჩენა მხოლოდ შეამცირეს, თუმცა საბოლოოდ 15 ქულით მაინც დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი ჰქონდა თენგო გოგიშვილს რომელმაც 23 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ალექსანდრე დაუშვილმა, რომელმაც 22 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. ავთანდილ ბახტაძის ანგარიშზე 20 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა.

სანამ ჯგუფის დღევანდელი მატჩები დასრულდებოდეს, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. დღეს ნიდერლანდები დანიას შეხვდება, ავსტრია კი ჩრდილოეთ მაკედონიას.

GBF.GE

დღეს დანიელებთან მათ თამაშს ვუყურე და ნეტავი არ მეყურებინა!ორი წუთის დაწყებული იყო,ბახტაძემ თან ჯარიმა მიიღო და თან ტრავმა,ისეთი,რომ სკამზეც კი აღარ გამოჩენილა.მატჩის ბოლოს დანიელი კალათბურთელი სულაც საკაცით გაიტანეს.არ ვიცი,ბახტაძის გამოკლებამ იმოქმედა თუ სულ ასე თამაშობენ,მაგრამ ქართული კალათბურთის მომავალზე,კაი ხანს, საიმედოს ვეღარაფერს ვიტყვი.კალათბურთის აკადემიაო და აკადემიას რომ უძახი და ბავშვს ფულს ართმევ,ცოტა კალათბურთის თამაშიც ხომ უნდა ასწავლო?!კომბინაცია არ იცი,შეტევაში თამაში არ იცი,დაცვაში დაზღვევა არ იცი,სროლაც რომ არ იცი,რაღაში ახარჯვინებ მშობლებს ფულს?უამრავი დაკარგვა გვქონდა!კოლია დერიუგინი,16 წლისა მიიყვანეს დინამოში და სასწაულებს აკეთებდა,გელა დარსაძე 19 წლისა,სსრკ ნაკრების კანდიდატი იყო,დონჩიჩი,საბონისი,სულაც სუპერვარსკვლავი გახდა მაგ ასაკში,ესენი კი,თითქოს პირველად მიაწოდეს კალათბურთის ბურთიო,ისე ესვრიან.დავიჯერო აკადემიაში ბურთებიც არა აქვთ?ერთადერთი მეტნაკლებად იმედიანი სროლა,ფარქვეშიდან აქვთ,7 მეტრიდან კი,ეტყობა საერთოდ ვერ ხედავენ ფარს.გაუშვან ეგ მწვრთნელები,ამ ბიჭებს მისცენ ბურთები და დაავალონ რამდენიმე დღით მხოლოდ სროლებზე ვარჯიში,რომ მანძილი შეიგრძნონ.მატჩის წინა გახურებს დროსაც კი,მხოლოდ ფარქვეშ შესვლებზე ვარჯიშობდნენ და სამქულიანიდან სროლა არც უცდიათ.თამაშშიც არაფერი ჩაუგდიათ,რაც ესროლეს,ყველაფერი უიმედოდ ააცდინეს და მრავალი ჯარიმაც ზედ დაუმატეს.ერთი სიტყვით,ამ ბიჭებს,მწვრთნელების მუშაობისა არაფერი ეტყობათ,ბრძოლით კი იბრძოდნენ,მაგრამ კალათბურთში ბურთი კალათში უნდა ჩააგდო და ეს როცა არ შეგიძლია,ყველაფერი აზრს ჰკარგავს.წინა თამაშები არ მინახია და არ ვიცი ვაიძულებ თუ ვერა,საკუთარ თავს,კიდევ ვუყურო ამ საცოდაობას.რა ვიცი,სკოლაში სწავლის დროს,18 მეტრიანი დარბაზი გვქონდა და მხოლოდ ერთი კალათბურთის ბურთი.მაშინ არც სამქულიანი სროლები არსებობდა,მაგრამ ამათზე ზუსტად ცენტრიდანაც ,ესე იგი 9 მეტრიდან კარგად ვესროდით და საჯარიმოებიდანაც,თანაც ყოველგვარი მწვრთნელის გარეშე.ამათ კი,ან არ ასწავლიან,ან კიდევ არასწორად ასწავლიან.ვიღაცას ეგონება,ეს ვინ არის და რა თავი მოაქვსო,მაგრამ ასე არ არის.ჩემ რაიონში სხვა სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი,კალათბურთელი იყო და მისი ბავშვები,მართლაც თამაშობდნენ კალათბურთს.მოედანზე ისეთ ტრიუკებს ატარებდნენ,ისეთ კომბინაციებს,ფინტებს და სროლებს,რომ მეტოქეებიც სიამოვნებით ვუყურებდით.უბრალოდ იმის თქმა მინდა,რომ როცა მასწავლებელი გულიანად მუშაობს და საქმეც იცის,ბავშვებს მისი ხელი,აუცილებლად დაეტყობათ.ჩვენი მასწავლებელი,ფეხბურთელი იყო და ყოველთვის ვუგებდით ფეხბურთში თუ ხელბურთში,თუმცა ფეხბურთში,სხვა სკოლებიც გვიწევდნენ წინააღმდეგობას.ამ ბიჭებს,მწვრთნელის ხელი აკლიათ. პ.ს.ეს რომ ნაკრებია,მათ უკან რა დონეა,წარმომიდგენია!
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
U20 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მე-20 ადგილზე დაასრულა
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
U20. საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ