საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოქმედი ევროპის ჩემპიონი ევრობასკეტის 1-ელ ეტაპზე 83:69 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ თორნიკე შენგელიამ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეხვედრა შეაფასა:

"მადლობა პირველ რიგში თქვენ, გულშემატკივრებს. ძალიან ემოციებში ვარ. ერთმანეთის თვითრწმენა ჩვენ არასდროს დაგვიკარგავს, მიუხედავად იმისა რომ 6 თამაში ზედიზედ წავაგეთ, ბევრს ეგონა ხელწამოსაკრავი გუნდი ვიყავით. თითქოს დამაჯერებლობა აღარ იყო, დღეს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. ვამაყობ ჩემი გუნდით, წაგებული თუ მოგებული თამაშის შემდეგ ვიამაყებ ჩემი გუნდით, ჩემი მწვრთნელებითა და ნამდვილი გულშემატკივრით.

ჩვენ ვაკონტროლებდით რიტმს, ესპანელების თამაში მოგეხსენებათ არის ძალიან სწრაფი, მთავარი მიზანი იყო რიტმი გაგვეკონტროლებინა და მაქსიმალურად გამოგვეყენებინა 24 წამის წესი, შეგვეტია შიგნიდან, რამაც შედეგი გამოიღო. ძალიან დიდი დამსახურებაა, რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მწვრთნელების", - განაცხადა შენგელიამ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის მეორე მატჩს 30 აგვისტოს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

გურულო
მონტენეგრო ერთი სიტყვაა! ქვეყნის სახელწოდებაა და ცალცალკე არ იწერება! და კიდევ, რით დაიმსახურეს ბიჭებმა ასეთი უნდობლობა? ევროპის ჩემპიონს დააფსეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! მით უმეტეს, თოკოს მიმართ კრიტიკა სრულიად უადგილოდ, ამ ბიჭს გულზე სერიოზული პრობლემა აქვს, არითმია ძალიან მძიმე დაავადებაა, ესპანეთში გამოკლვლევებზე იყო და ექიმებმა ურჩიეს პირველი ორი თამაშის გამოტოვება, მაგრამ ჩავიდა და ულიდერა გუნდს! მადლობის მაგიერ ვინც აკრიტიკებს, ჩემს თვალში უმადური ღლეა!
ბორია ჭიფურია
რაის კურაჟი ძამა სა მეიძიე? კიპრი და კუპრი კიდო-კვიპროსია
აპა შენა ხარ რა
არ დაგედო ძმა ესპანეთზე და არ მოგივიდოდა უტვინო თავში ასეთი იდიოტური აზრები
მ.თ.
კიპრი -რუსულია.ქართულად-კვიპროსი.

ვთანხმდებოდით,რომ ჩვენი ნაკრები მებრძოლი ნაკრებია და შესაძლოა კლასი ყოველთვის არ ეყოთ,მაგრამ ყოველთვის იბრძვიან.ბევრი ღადაობდა,საწვრთნელ თამაშებში,თამაში დამალესო და თურმე მართალი უთქვამთ!ესპანეთი ევროპის მოქმედი ჩემპიონია და ცხადია,ამ გათამაშებაშიც დიდი მიზნები აქვთ.ისინი შეეცდებიან დასკვნითი ეტაპისთვის შევიდნენ ფორმაში,ჩვენი მიზანი კი,ჯგუფიდან გაღწევაა და შესაბამისად,ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ საუკეთესო ფორმაში.ესპანელები ეტყობა მაინც შინაგანად მოდუნებულები გამოვიდნენ ჩვენ წინააღმდეგ,ჩვენ ხომ წინასწარ მატჩებში საშინლად ვთამაშობდით,თანაც თორნიკეც ავად გვყავს.დაიწყო თამაში და ესპანელები ჩვენზე ხშირად ცდებოდნენ,ჩვენც მეტნაკლებად წაგვივიდა სამქულიანები,ჰოდა რაკი კურაჟი დაიჭირეს და ესპანელებსაც არ წაუვიდათ სროლები,ჩვენი გუნდი მოგებაზე გაიქაჩა.ჩვენი სისუსტეები არსად წასულა,ჯარიმებს ძალიან ცუდად ვისროდით,უკანა ხაზელები ფარქვეშ გასვლებიდან სროლებში,ძალიან ბევრს სცოდავდნენ და პერიმეტრსაც დიდად ვერ იცავდნენ,თუმცა ვერც ესპანელი უკანახაზელები დაიკვეხნიდნენ ბურთის კარგი გათამაშებით და ჯარიმებიც მათი დონისათვის საშინლად ისროლეს.ამ პირობებში,ჩვენი მაღლების შედეგიანმა სამქულიანებმა,ესპანელები გატეხა და თამაშის გეგმა აურია.რაკი გამარჯვების შანსები გაგვიჩნდა,თორნიკემაც თავი გამოიდო და მიუხედავად იმისა,რომ აშკარად ეტყობოდა უვარჯიშებლობა,მაინც საკმარისი ქულები ჩააგდო და ისე,რომ ძალიან არ გადატვირთულა,გუნდს მაინც ძალიან დაეხმარა.მგონი ესპანელები არც ამისთვის იყვნენ მზად.ის ხომ ესპანეთში მკურნალობდა და რა თქმა უნდა იცოდნენ,მისი ჯანმრთელობის ზუსტი მდგომარეობა.მეოთხე პერიოდში,ბითაძემ რომ სამქულიანი ჩააგდო,ბიჭებმა უკვე იწამეს,რომ გამარჯვება შეგვეძლო და ანთებულების გაჩერება,უკვე შეუძლებელი იყო.არაფრის იმედი არ გვქონდა და ყველაზე სასახელო გამარჯვება მოიპოვეს ბიჭებმა!რა თქმა უნდა გმადლობთ და მომავალ თამაშებშიც წარმატებებს გისურვებთ.ასეთ გამარჯვებას ისეთი სტიმული მოაქვს,რომ შესაძლოა ძალიან წარმატებულადაც გამოვიდეთ,ამ ტურნირზე.სანაძეს ბრავო!ყველა გადამწყვეტ მომენტში გაბედულად იღებდა სროლის პასუხისმგებლობას და ჩვეულებრივ,ზუსტადაც ესროდა.მაღლების ქება კი,ვერანაირად ვერ იქნება გადაჭარბებული,რადგან მართლაც მაგრად ითამაშეს და ფარქვეშ გაბატონებით,გამარჯვების მთავარი ფაქტორი გახდნენ.
ზაზა
კიპრთან და მონტე-ნეგროსთან თუ არ წააგებთ მაშინ დავიჯერებ რომ დღეს გაიმარჯვეთ.
ლევანი
მადლობა კაპიტანო! დიდი მადლობა! ასეთი თავდადება ყველას რომ შეეძლოს, ჩვენი მომრევი ვინ იქნება? დიდება საქართველოს!

მწვრთნელს მარტო მე ვიცავდი აქ. ყველა აგინებდა . კარგ მწვრთნელს კარგი შემსრულებლები უნდა მოედანზე , რაც დღეს ვიხილეთ .
მამუკა
ყვალასთან შეგვიძლია, ყველასთან საჭოროა და ყველასთან აუცილებელია. წარმატებები ბიჭებს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
SOS
მიხარია,რომ როგორც იქნა სანდრომ და გოგამ თავის თავზე აიღეს ლიდერობა და მოიგეს თამაში!!ასე გააგრძელეთ👏
დიდი მადლობა ბიჭებო. ❤️
ბიჭებო ბოდიშით ამდენი საზიზღრობებო რომ დაგიწერეთ ჩემპიონატის დაწყებამდე. მადლობა თქვენ ბიჭებო და ახლა მე-4 ადგილიდან აღარ გვაწყობს გასვლა. 😅😁 მინიმუმ მე-2 ადგილიდან გავიდეთ რომ წინ წავიწიოთ. გილოცავთ ყველას, ძალიან მაგარია ევროპის ჩემპიონს პირველივე თამაში რომ მოუგებ. მერე რა იქნება არ ვიცი დღეს ძალიან გახარებული ვარ. წარმატება.
ნინო
ყოჩაღ სანდროს და გოგას NBA-კლასი გამოავლინეს💥
იბერიელი
ყველას გილოცავთ მეგობრებო, მადლობა ბიჭებო, თორნიკე შენგელია არ გეწყინოს ნამდვილი გიორგი სააკაძე ხართ, გაუმარჯოს ერთიანი საქართველოს,
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა
კვერნაძე არ ათამაშეს - "ფროზინონე" თასიდან გამოვარდა
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა
"ის ვარსკვლავი არ არის, უბრალოდ, კარგი მოთამაშეა" - რიოლო ხვიჩას კრიტიკის შემდეგ, პსჟ-ის ახალწვეულზე გადაერთო
პსჟ-მა ევრო 2016-ის ჩემპიონს კონტრაქტი გაუწყვიტა
დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
1 სეზონით სერია A-ში - ვოლტემადე "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა
ოპერაცია გულის არითმიის გამო - "ნაპოლის" სკოტ მაკტომინი გამოაკლდა
ახალი კონტრაქტი ხვიჩას - კვარაცხელია პსჟ-ში დიდი ხნით დარჩენას გადაწყვეტს?
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
ფერნანდესი "ჩელსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
ოფიციალურად - "ლივერპულმა" მეკარე შეიძინა
"შთამბეჭდავი იყო "ემპოლიში", ფიზიკური და ტექნიკური მონაცემებით გამორჩეულია" - "მონცამ" გოგლიჩიძე დაიმატა და შეაქო
This Is Anfield-ი მამარდაშვილის შესახებ უტყუარ ინფორმაციას ავრცელებს
"Open" - წიგნი, რომელშიც ლუკა მოდრიჩმა საკუთარი თავი იპოვა
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
გენერალური რეპეტიცია ესპანეთის წინ: ჯიკიჩმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა
შენგუნმა სამმაგი დუბლი შეასრულა - ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
[VIDEO] შენგელიას და რიდის 69 ქულა - საქართველოს ნაკრებმა გმირული თამაშით ესპანეთს 22 ქულა ამოუქაჩა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
ესპანური მედია: კრახი და კოლაფსი - არაამქვეყნიურმა და "ჭკუიდან გადასულმა" შენგელიამ რიდთან ერთად შეუძლებელი შეძლო
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
შენგელიას 25 ქულა და 30-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი - "ბარსელონა" დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება
თორნიკე შენგელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა - "ბარსელონა" ქართველის შენარჩუნების იმედს არ კარგავს
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?