მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს საქართველოს ნაკრები თურქეთთან საშინაო დაპირისპირებით იწყებს - დღეს, 4 სექტემბერს, 20:00 საათზე. შეხვედრა პრინციპულია და ამავდროულად, ეს გუნდები მეორე ადგილისთვის თავდაუზოგავად იბრძოლებენ.

ვილი სანიოლის ბიჭებმა ბოლოს გასულ წელს, ჩეხეთში წააგეს. "ჯვაროსნებმა" ჯერ სომხეთის ნაკრები დამაჯერებლად (9:1 ორი მატჩის ჯამში) დაამარცხა, რასაც ამხანაგურ მატჩებში მოგება და ფრე მოჰყვა.

რაც შეეხება თურქეთის ნაკრებს, მშვენიერი შემადგენლობა ჰყავთ და კიდევ ერთ დიდ ტურნირებზე გასვლას ისინიც ესწრაფვიან. თუკი ქართველებმა "ერთა ლიგის" B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს, თურქები A ლიგაში დაწინაურდნენ.

თუკი მონტელას გიულერი, ილდიზი და ჩალხანოღლუ ჰყავს, ხვიჩა კვარაცხელიას სახით საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო დონის ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ამას ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, გიორგი მიქაუტაძე უნდა დავამატოთ და ის გუნდურობა, რამაც სანიოლის გუნდს წარმატება მოუტანა. ახლა ახალი მიზანია - მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში!

დებიუტანტმა საქართველომ და თურქეთმა ევრო 2024-ს დრამატული დაპირისპირება აჩუქეს, სადაც უამრავი საგოლე შანსის მიუხედავად, ქართველებმა ანგარიში ვერ გაათანაბრეს, შეხვედრის ბოლოს კი მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩასული მეკარე მამარდაშვილი და მესამე გოლი საკუთარ კარში... მაშინ თურქებს ყველაფერი გამოსდიოდათ, ლამაზი გოლები გაუტანეს, მაგრამ სულ ასე ვერ გაგრძელდება.

კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის არყოფნა სანიოლის გეგმებს შეცვლის, მაგრამ საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს ატარებს, "დინამო არენაზე" დიდებული აურა იქნება და დაძაბულ, საინტერესო და ლამაზი ეპიზოდებით დატვირთულ დაპირისპირებას ველით.

გამარჯვება, საქართველო!

ммм
ჩანთოსნებს გაუ! ჩანთოსნებს! ავივსენით ევრობრენდებით?!
ამ ავტორის
სავარაუდოსთან მხოლოდ ერთი ცვლილებაა
გოგა
მოდი,მოდი გაჩვენებ სიფათს და კიდევ სხვა რამეს.....ჩვენი მტერი ხაროო-ვინ ჩვენი! შენ ვისი ტიკი-ტომარა ხარ... ან ფეხბურთს ვუყურებ თუ ცხენბურთს რა შენი აჩკოს საქმეა....მე ე.წ. ჩვენ ბიჭებს კი არა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვგულშემატკივრობ....მართლა შენისთანა, ჩასარეცხი აქოთებულები არიან ამ ქვეყნის ბალასტი, რომლებისთვისაც სხვისი განსხვავებული აზრი,ბუჩქებიდან ლანძღვა გინების იწვევს. რა შენი ერთი ადგილის საქმეა, ჩემი, ერთი ადამიანის მიერ საკუთარი აზრის და ემოციების გამოთქმის გამო ლანძღვა....ფუუ თქვენიი....თუ მართლა გინდა მნახო მე-7 სექტორის მე-2 იარუსზე 21 რიგში მე-10,11,12,13,ადგილებზე ვარ, მნახე და განახედ რასაც საჭიროა...
GOGA-ს
შენაირები შესაშვები არც არიან სტადიონზე შე ვიგინდარა, ბიჭებს შეურაწყოფას რატო აყენებ? საერთოდ რატო უყურებ ფეხბურთს და ნაკრების თამაშებს ეგ მაინც გესმის? ასეთი აქოთებული რანაირად ხარ და საერთოდ ქართველი ხარ თუ ჩვენი მტერი, თამაშის წინ ასეთ ნაგვობას რომ უწერ ბიჭებს გამხნევების მაგივრად? შენი სიფათი დამანახა უბრალოდ შე არამზადა ბიღაცავ.
napoleoni
ღრმა კახური მოკითხვა პროევროპელო ელგებედეაქტივისტო
GOGA
უბრალოდ თურქებთან მაგრად მინდა საქართველომ არ წააგოს, თორემ რა დონისა და მორალის ფეხბურთელები გვყავს ქე ვიცი - გაზულურებული,თავში ავარდნილი, ფულიანი გაუნათლებელი ტიპები, რომლებსაც საკლუბო დონეზე თამაშისას არასდროს ვგულშემატკივრობ-რამდენიმეს გამოკლებით....დღეს იქნებ გაგვივარდეს და საქართველომ მოიგოს, მაგრად ვიზეიმებ სტადიონზევე - ბილეთიც ტელეფონში მაქვს-ერთი ზედმეტიც კი- მე-7 სექტორში.....
lasha
ფეხბურთი გასაგებია მთავარი სპროტის სახეობაა და დღეს რომ ჩვენი კალათბურთის ნაკრები უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ატარებს ერთუ პოსტი არ ეკუთვნის ვიტომ?
Levani
გუშინ აბუაშვილზე დავწერე და დღეს ანზორიზე დავამატებ. როცა ევროზე ძირითადში ამოვიკითხე შევიცხადე რა უნდა ანზორის ძირითადშითქო. მერე რა თქმა უნდა სასიამოვნოდ გამაკვირვა. ასევე სომხეთთან-იდეალურად ითამაშა. მერე სად ვნახავდი მაგის თამაშს,როცა მაგის გუნდი თამაშობს იმ დროს სხვა თამაშებს ვუყურებ. კვირას მომიწია ბოტოსანი-კრაიოვიას მეორე ტაიმის ყურება 1,5+ მედო და 0-0 იყო პირველ ტაიმში და მეთქი შევხედავ,მივეხმარები :) ანუ რაც მეორე ტაიმი ვნახე ეგ ბიჭი ჯერარდივით თამაშობდა. ართმევა,პასი გადატანა-გადმოტანა. ძაან მაგარი ბიჭია და ნუ გგონიათ ცენტრში გაგვიჭირდება. ქოჩორა და ეგ გადაუვლიან ჩალხანას-თუ არა და ხვალ მიპასუხეთ კომენტარებში
.-ს
რქაწითელი თუ წინანდალი?
ვაჟა მასწავლებელი
მადლობა უფალს, რომ შენნაირი ქართველები ცოტაა. რამ გაგამწარა ფეხბურთის სტადიონზე ალბათ ბილეთი ვერ იშოვე და ვიღაცას ჩახდილი უჯექი კალთაში?
ედიკა
გუბი რამ გაგამწარა

ესეთ კომენტარებზე და მათ ავტორებზე გული მერევა

ნაკრებისთვის ასაკის ცნება არ არსებობს.თამაშობს ის,ვინც იმ წუთშია საუკეთესო!ძალიან მძიმე დანაკლისი გვაქვს და ისედაც ძალიან ძლიერ თურქეთის ნაკრებთან ძალიან გაგვიჭირდება.სრული მობილიზაცია გვჭირდება,ნაკრებისაც და გულშემატკივრებისაც.ვინც ბილეთები იშოვა,თქვენ მოგმართავთ:ძმებო და დებო,ძმისშვილებო და დისშვილებო,გადადეთ თავები და ბოლო ზღვრამდე უგულშემატკივრეთ საქართველოს ნაკრებს.სტადიონიდან ადამიანი არ უნდა გამოვიდეს,ვისაც ხმა კიდევ ექნება შერჩენილი.დავეხმაროთ ნაკრებს ჩვენი ემოციით და ისინიც სრული თავგანწირვით გვიპასუხებენ.მხოლოდ ასე,ერთიანობით მივაღწევთ,სასურველ შედეგს.უკვე გამოცდილი გვაქვს და ყველამ ვიცით,რომ როცა ერთად ვართ,შეუძლებლის გაკეთებაც შეგვიძლია.ჰოდა ვეცადოთ ყველამ ერთად!იღბალიც ყოველთვის თურქების მხარეს ვერ იქნება და იქნებ დღევანდელი დღე,ის დღე გახდეს,როცა საქართველოს ნაკრებმა ჩვენი მეორე დიდი ოცნების,მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის ასრულების გზაზე,პირველი წარმატებული ნაბიჯი გადადგა.ღმერთი ჩვენსკენ!ამავე დროს გამარჯვებას ჩვენ კალათბურთელებსაც ვუსურვებ.დღეს მათთვისაც ფინალის ტოლფასი მატჩია და ზუსტად ვიცით,რომ თავს არავინ დაზოგავს.მთელი გულით მათ გვერდით ვარ,დარწმუნებული ვარ,ყველა თქვენგანთან ერთად(გულის სიღრმეში მჯერა,რომ ისინიც კი,ვინც მიწაში ფლავენ ჩვენ ნაკრებებს,გულის სიღრმეში,ისინიც ჩვენ ნაკრებების გამარჯვებას გულშემატკივრობენ),ჰოდა ჩვენი ბიჭებიც,საკუთარი თავგანწრვით და ღმერთის წყალობით,გაიმარჯვებენ,ჩვენც გაგვახარებენ და თვითონაც გაიხარებენ.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
დხეს ბოსნიას მოუგებთ და ეს ვითომ ფეხბურთელები ფრესაც ვერ ითამაშებენ საკუთარ გადაჭედილ მოედანზე. ბიჭო გააუქმეთ ეს ფეხბურთი აკრძალეთ ამის თამაში რო ვინც ითამაშებს სიკვდილით დასჯა იყოს. არაა ეს ჩვენი საქმე არა. ფეხბურთში სირბილია საჭირო და არა სიარული და ტრიპაჩობა. კიდე კალარბურთი იზამს რამეს თორე ამგენის იმედზე მტერი იყოს
მოცლილი
ძალიან მინდა რომ მოიგოს საქართველომ,აი თურქეთის წინააღმდეგ განსაკუთრებით,ჩემთვისაა ეს ძალიან მნიშვმნელოვანი.ჯერ მაგათი მოქცევის დაბლი დონე, ელემენტარული პატივსცემა უნდა ჰქონდეთ მოწინააღმდეგე გუნდისა და მათი ქომაგების მიმართ,მერე ბევრი თურქი ნაცნობი მყავს,თავი ძალიან მაგარი ტიპები რომ ჰგონიათ.
gel-100
იმედი მაქვს და მჯერა 4-სექტემბერი საქართველოს სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება და თითოეული ჩვენგანი ფეხბურთელები, კალათბურთელები თუ ქომაგები საკუთარ ჩვენ წილ დიდგორს დავდგავთ და მოვიგებთ ორივე თამაშს,,მე ჩემი წილი ომისთვის მზად ვარ უკვე ერთი კვირაა თურქების და ბოსნიელების გინებაში ვარ,,ეს ხუმრობით რა თქმა უნდა თუმცა მართლა მთელი გულით იქ ვარ სადაც ჩვენს ბიჭებს და ქვეყანას დაჭირდება
Levani
ისე ესპანეთი და იამალიც შორს არიან ფორმიდან და თუ ჩვენ თურქეთი აქედან 0ქულით გავუშვით ესპანეთს ქულებს დააკარგვინებენ.ყველანაერად შეიძლება მოვლენები განვითარდეს
Levani
მერე არ დაწეროთ-ეს თურქეთი შეფასებისთვის არ გამოდგებაო :)
tngh
ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი უდიდესი დანაკლისია ჩვენი ნაკრებისათვის... მათი სრულფასოვანი შეცვლა, თითქმის შეუძლებელია. ძნელი თამაშები გველის. მხილოდ სურვილი და მონდომება ფეხბურთს ვერ იგებს. ვიყოთ რეალისტები!!!
tngh
ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი უდიდესი დანაკლისია ჩვენი ნაკრებისათვის... მათი სრულფასოვანი შეცვლა, თითქმის შეუძლებელია. ძნელი თამაშები გველის. მხილოდ სურვილი და მონდომება ფეხბურთს ვერ იგებს. ვიყოთ რეალისტები!!!
lasha
კარგი იქნებოდა რომ მოგეხერხებინათ თურქეთის შემადგენლობაზე რა გუნდებში თამაშობენ მიგეწერათ
კახა
კობი. ანგარიში თუ გავარტყი პივნოის ხო იკისრებ. თურქებთან 2-0 ვიგებთ. ბულგარეთთან 3-0 ს. თუ გავარტყი ფედერაციაში მოვდივარ. შენ და იაშკა დამხვდით 8 ში.
რეალისტი
ობიექტურები ვიყოთ და თურქეთს დღეს ჩვენზე ძლიერი და ფორმაში მყოფი შემადგენლობა ჰყავს. თუმცა ეს არ ნისნავს, რომ შანსი არ გვაქვს. ალბათ ჯობია კონტრშეტევებზე ვითამაშოთ, ვიდრე გავრისკოთ.თუ თურქები მთელი ძალით შემოგვიტევენ კვარას და ჟორჟს შანსები მიეცემათ და იმედია ახლა იღბალი ჩვენს მხარეს იქნება.
თემური
კალათბურთში: ჩვენ ჯგუფში მე-3 ზე გასული შეხვდება D - ჯგუფის მეორეს, მე-4 ზე გასული D - ჯგუფის პირველს! მოკლედ, ხვალ უნდა მოვიგოთ! უნდა მოვიგოთ კალათბურთშიც და ფეხბურთშიც! წარმატებები ჩვენ ყველას!
alexandre
რომელია ასაკოვანი, ჩაკვეტაძე თუ კიტეიშვილი?! ნაკრები კლუბი არ არის! იქ უნდა ითამაშოს იმან, ვინც საუკეთესოა იმ მომენტში. ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? და მთავარი. ასეთ მნიშვნელოვან თამაშის წინ, რას გრუზავს ბიჭებს? გაამხნევე, გვერდში დაუდექი!
მწარე
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სანიოლი ეგეთ კრეტინობას არ გააკეთებს. ისედაც დასუსტებულ დაცვის ხაზს წინ არ ასწევს და თურქებს სივრცეებს არ გაუხსნის. ზოგს ჰგონია, რომ საკმარისია მწვრთნელმა უთხრას, არიქა დღეს პირველ ნომრად ვთამაშობთო და გუნდიც დაბრდღვნის ყველაფერს. ნუ, თუ სანიოლს თურქები მაყუთს გადაუხდიან და ესეც აიღებს, მაშინაც კი გუნდი უბრალოდ ამას ვერ შეძლებს. ესპანეთთან წაგებული 6-1 მოგენატრებათ. აი, იქ დაიწყეს პირველ ნომრად. ყოველ შემთხვევაში შემადგენლობა იყო სუპერ შემტევი. ჰოდა მივიღეთ სუპერ წაგება. პ.ს. ხალხო პრე რომ დამთავრდეს ცუდია? ამ 2 თამაშში 4 ქულა რომ ავიღოთ, ძალიან კარგია. ბოლომდე შენარჩუნდება ინტრიგა.
ხვიჩა მაგარია!
მთელი ევროპის ჩემპიონატი მეორე ნომრად არ ვითამაშეთ? და რა მივიღეთ? უთვალავი დარტყმა მამარდას კარში, ზოგჯერ ბურთი ცენტრამდეც ვერ მიგვქონდა და კინკილა მოგება პორტუგალიის მეორე შემადგენლობასთან. არ ჯობია ჩვენ ვურტყათ მოწინააღმდეგის კარში, ვიდრე იმათმა? როდისღა უნდა ვისწავლოთ პირველ ნომრად თამაში, დაბერდნენ ბიჭები. არ არიან და ნუ არიან ჩაკვე და კიტე, სხვები ხომ გვყავს? მეტი სტიმულით ითამაშებენ უფრო, მე ასე მგონია. უბრალოდ უნდა ვენდოთ ახალგაზრდობას, ისინია ჩვენი ფეხბურთის მომავალი და არა ასაკოვნები.
alexandre
დიდი ხანია ასე დაძაბული არ დავლოდებივარ თამაშს. სულ თვალ წინ ესპანეთთან მატჩი მიდგას. კიტეიშვილიიიი!!!..... დიდი იმედი მაქვს, რომ გუნდი უფრო გაიზარდა შარშან ზაფხულის შემდეგ. უფრო გამოცდილია! და შედეგიც იქნება! უფალი მთქვენ მხარეს, ბიჭებო, მთელი საქართველო გვერდში გიდგათ!
Irakli Apkhaidze
ყველაფერს აქვს 2 მხარე. რა თქმა უნდა ძალიან დიდი დანაკლისია 2, შეტევის სულისჩამდგმელი, ნახევარმცველის არყოფნა. მათი ყოფნის შემთხვევაში დიდი ალბათობით თურქებს ბურთს არ მივცემდით და ალაბათ თანაბარი თამაში წავიდოდა, სადაც ორვივე გუნდს თანაბარი შანსი ექნებოდა. შესაძლოა მათმა არყოფნამ, ბოლომდე ჩაგვარაზინოს კარი და კონტრშეტევები გახდეს ჩვენი მთავარი იარაღი და ხსნაც. თუ თურქები გოლს ვერ გაგვიტანენ, რისი ალბათობაც უფრო მაღალია მეორე ნომრად თამაშისას, აუცილებლად აიჭრებიან და ამ დროს უნდა ჩვენი ჩხვლეტა... რა ვიცი, მაგარი ინტრიგა და ნერვებია. წარმატებები ჩვენს ნაკრებს და გულშემატკივარს, მჯერა ჩვენი იქნება მოგება!
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" "ლე მანთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] მიქაუტაძემ ახალი წელი გოლით და საგოლე პასით დაიწყო
რატომ არ შედგა "ბაიერნში" ოსიმენის ტრანსფერი?
ცნობილი გახდა ჩაკვეტაძის შეცვლის მიზეზი
"მილანმა" "ვესტ ჰემიდან" გერმანელი თავდამსხმელი ინათხოვრა
"რომას" სალაჰის დაბრუნება სურს, თუმცა...
ვინ გაწვრთნის "ჩელსის"? - ფავორიტი გამოიკვეთა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
"მილანმა" შეიძლება უკრაინელი მეკარე შეიძინოს
[VIDEO] ალისონის შეცდომა. ეს რომ მამარდაშვილს გაეკეთებინა - "ლივერპულმა" "ლიდსთან" ქულები გაიყო
[VIDEO] ჩაკვეტაძის კოხტა საგოლე პასი - "უოტფორდი" პრემიერლიგისკენ მიიწევს
[VIDEO] ჩაკვეტაძის ულამაზესი საგოლე პასი "ბირმინგემთან" - ქართველის პირველი საგოლე მოქმედება მიმდინარე სეზონში
ლუის ენრიკე ვიტინიას გამო პსჟ-დან წასვლით დაიმუქრა
"ჩელსიმ" მარესკა გაათავისუფლა - მოურინიო "არისტოკრატებს" სათავეში მესამედ ჩაუდგება?!
"ერთხელ იცით, რონალდო რის გამო ატირა?" - მოდრიჩმა მოურინიოზე ისტორია გაიხსენა
დღეს შესაძლოა, "ჩელსიმ" მარესკა გაათავისუფლოს
[VIDEO] ბითაძის კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ორლანდომ" "ინდიანა" 2 ქულით დაამარცხა
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
პსჟ ლიდერობას ვერ იბრუნებს - "კვარა" მეკარესთან რევანშისთვის და ნაცნობი მსაჯით
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
კვარაცხელიამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო - ქართველის დერბიში თამაში საეჭვოა
[VIDEO] მიქაუტაძემ ახალი წელი გოლით და საგოლე პასით დაიწყო
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი, საგოლე პასი და ხელიდან გაშვებული დუბლის სუპერშანსი - "ვილიარეალმა" "ელჩეს" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ელჩესთან" მატჩში?
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ბარსელონასთან" მატჩში?
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
სანიოლის კაპიტულაცია
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...