ევრობასკეტის ბოლო მე-5 ტურში, C ჯგუფში, საბერძნეთმა ესპანეთი 90:86 დაამარცხა და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში გაიყვანა. ამ ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და საქართველო (2015 წლის შემდეგ პირველად) გავიდნენ. მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი კი ჯგუფში ჩარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველომ საკუთარი მატჩი დათმო და ესპანეთსა და ჩვენ ერთნაირი მოგება-წაგების მაჩვენებელი დაგვიგროვდა, იმის გამო, რომ პირველ ტურში ესპანელები დავამარცხეთ, ურთიერთშეხვედრაში უპირატესობის ხარჯზე, მომდევნო ეტაპზე, მე-4 ადგილით სწორედ საქართველოს ნაკრები გავიდა.

მატჩი ბერძენთა დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა და წინ 14-ქულითაც იყვნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ესპანელთა 19 წლის კალათბურთელის სენტ-სიუპერის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, ესპანეთი წინაც გავიდა, მაგრამ ბერძენთა ლიდერის და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის, იანის ანტეტოკუნმპოს ლიდერობით, საბერძნეთმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ.

იანისმა 25 ქულა, 14 მოხსნა და 9 ასისტი დააგროვა.

ბერძენთა გამთამაშებელმა ტაილერ დორსიმ 22 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა.

ესპანელთაგან ხაიმე პრადილიამ საკუთარ გუნდს 14 ქულა, 2 მოხსნა და 2 ასისტი შესძინა.

სენტ-სიუპერიმ კი 13 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეი-ოფში D ჯგუფის გამარჯვებულს, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, შეხვედრა 7 სექტემბერს გაიმართება.

ევრობასკეტის მერვედფინალური მატჩები:

6 სექტემბერი

ლიეტუვა – ლატვია

თურქეთი – შვედეთი

გერმანია – პორტუგალია

სერბეთი – ფინეთი

7 სექტემბერი

საბერძნეთი – ისრაელი

პოლონეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა

იტალია – სლოვენია

საფრანგეთი – საქართველო

ქორ-პარიკმახერი
აუ აზრზე არა ხართ რას წერთ რა! ანუ მერვედფინალში რომ გაგვათრია საბერძნეთმა ამის გამო მადლობა უნდა ვუთხრათ ბოლდვინს ერთი ნორმალური კომბინაცია რომ ვერ გაათამაშა? და და ჯიკიჩს რომ არ გააგებინა ამ კვერცხს რომ 20 წამის მერე არ დაიწყოს თამაში და ფაფხური? მადლობა რომ სამი გამთამაშებელიდან 2 სამქულიანებს არ ისვრის არ იცის და იმიტომ? ხოლო მესამე თამაშობს მაქსიმუმ სამ წუთს. არ გავაკრიტოკოთ ფედეცია იმის გამო რომ ბოლდვინზე უკეთესი ვერავინ იშოვა? აუ თქვენსავით ბოჩოლას კმაყოფილებას მივეცეთ იმის გამო რომ ზედიზედ რვა შეტევიდან ქულა ვერ ავიღეთ ბოსნიასთან? მე მჯერა რომ ამ გუნდს მეტი შეუძლია, შეუძლია საფრანგეთს მოუგოს და შეუძლია მერე თურქეთსაც. მაგიტომ ვბრაზობ რომ შეუძლია და ვერ აკეთებენ. რომ არ შეეძლოთ მაშინ თქვენსავით მხოლოდ მერვედფინალითაც კმაყოფილი ვიქნებოდი. გაიგეთ ახლა რამე თქვენ და თქვენნაირმა ვაი-გულშემატკივარმა თუ კიდევ ვერა? გვაჩვენონ რომ თამაშობენ ბოლომდე , გამართულად, ჭკუით, გულით, ემოციების მართვით და გააზრებულად. რატომ გოგას, მამუს, სანაძეს, ბურჯანაძეს, ოჩხიკიძეს, ჯინჭარაძეს და შერმადინს არ ლანძღავს არავინ? თოკოს მეტი მოეთხოვება! ბოლდუინი ანდრონიკაშვილი და ჯიკიჩი აზრზე უნდა მოიყვანოს ვინმემ!
დ.ქ.
მაღარიჩი გვაქვს საკისრებელი ანტეტოკუნმპოსთან.

ბოსნიასთან როგორ გაგვიჭირდა და წარმომიდგენია საფრანგეთთან რა იქნება!
სოსო
ბოსნიასთან შენგელია და შერმადინი დახმარების მაგივრად, ხელს უშლიდნენ გოგას და სანდროს!
გაგა
ბითაძემ და შენგელიამ უნდა აკონტროლონ ემოციები!
სანდრო
ჩვენი ნაკრებიდან ჰიმნს მარტო მამუკელაშვილი და ბოლდუინი არ მღერიან!
თორნიკე-ს
კალათბურთთან თუ შეხება არ გაქვს, კომენტარს რატომ წერ? აკადემიაც არის და ნიჭიერი კალათბურთელებისთვის შეღავათი და უფასო ვარჯიშები. ისე, ცნობისათვის, ფედერაციას და სახელმწიფოს საკალათბურთო სკოლებთან, იქ ღირებულების განსაზღვრასთან შეხება არ აქვთ. ნატურალიზებული ყოველთვის ძლიერი გვყავს. დიქსონიც, მაკფადენიც შესანიშნავები იყვნენ. ბოლდუინიც კარგად თამაშობს. თქვენ გგონიათ, ადვილია უცხოელი კალათბურთეელის მონახვა, ვისაც საქართველოს ნაკრებში თამაში სურს? იქნებ გგონიათ ხელფასს უხდიან? ჯერ გაერკვიეთ და მერე დაწერეთ.
მერაბი ჩხოროწყუ
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო,ძალა ერთობაშია, მადლობა თქვენ, წინ გამარჯვებისკენ,
S.K.K.
ის რომ თუ მეოთხე ადგილით გავიდოდით საფრანგეთს გადავეყრებოდით ამას დიდი მარჩიელობა არ ჭირდებოდა. ესეც უკვე დიდი მიღწევაა. და შემდეგ? შემდეგ ითამაშეთ ლაღად, ნუ შეიბოჭებით. გამოვიყენებ კლიშეს "ისიამოვნეთ პასუხისმგებლობით"! წარმატება!
კოტე
ვინც კალათბურთში და ზოგადად სპორტში ერკვევა, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გასვლას დიდ წარმატებად თვლის და გახარებულია. "სიკვდილის ჯგუფიდან" გასვლა ხომ საერთოდ, განსაკუთრებული მისალოცია. კვიპროსის გარდა, ამ ჯგუფიდან ნებისმიერს შეუძლია საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა. საქართველოს ნაკრებს რომ ძირითადი ხუთეულით უწევს გარჯა, ეგ ფაქტია და ვერ შევცვლით. ყველას, გარდა მუდმივად მოწუწუნე და უკმაყოფილო ადამიანებისა(სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრნი არიან და მარცხი უფრო ახარებთ), ყველას წინა და არსებული შედეგის გაუმჯობესება გვინდა. ჰოდა, გაუმჯობესდა. 2023-ში პირველად გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველა გავიდნენ ჯგუფიდან და მსოფლიოს 16 საუკეთესოში ითამაშეს. მეტი რა უნდა ექნათ, მომავალი მსოფლიო ჩემპიონი, გერმანია დაემარვხებინათ?! ახლა პლეი ოფში არიან, თუ მეტსაც შესძლებენ, ხომ დიდებული, თუმცა ეს უკვე დიდებული შედეგია. კრიტიკოსები ცოტა მიწაზე დაეშვით. გულშემატკივრობა ის არის, ნებისმიერ შემთხვევაში რომ გვერდში უდგები. კრიტიკა კი ლანძღვა, ხშირად უსაფუძვლო კი არა, მეგობრული უნდა იყოს. მაგ "კრიტიკოსებიდან" რომელიმე თუ ესწრება საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს, სადაც დასწრება უფასოა და დარბაზები მაინც ცარიელია? ვინმეს რამეს რომ სთხოვ, შენც რაიმე უნდა გააკეთო. ნაკრების თამაშებზე ბილეთი ეძვირებათ. ეროვნულ ჩემპოიონატზე უფასოა, ევროპის 16 წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელიც აგვისტოში თბილისში ჩატარდა და კარგ შედეგს მიაღწიეს, უფასო იყო. ოჯახის წევრების გარდა არავინ ესწრებოდა. ასე რომ, ჯერ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე და ასაკობრივი ნაკრებების შეხვედრებზა გადაავსეთ დარბაზები და მერე გამოთქვით აზრები. და კიდევ, არავის ხარჯზე არ გასულან, ბერძნებს თვითონ სჭირდებოდათ გამარჯვება და თავგანწირულად ითამაშეს. ნეტა ფეხბურთელები, ფრენბურთელები და რაგბისტებიც ეგრე "სხვისი დახმარებით" გავიდოდნენ ჯგუფებიდან ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე. კიდევ ერთხელ, ყველა სპორტის სახეობაში მოასპარეზე საქართველოს ნაკრებებს და ინდივიდუალურ სახეობებში მონაწილეებს წარმატებას ვუსურვებ
თირნიკე
ფედერაციის ბრალი და სახელმწიფოსიც ისაა, რომ ერთი აკადემია არაა, სადაც ფულის გარეშე თვითნაბად ტალანტს მიიყვანს ფულზე ნეიტრალური მწვრთნელი და ავარჯიშებს. ფულიანების სპორტად იქცა კალათბურთი. მაძღარი და მშრომელი ახალგაზრდა კიდევ საოცრად იშვიათია. 16 წლის ბიჭები რომ მამიკოს ნაყიდი მერსედესებით დადიან ვარჯიშებზე, ისინი რას მიაღწევენ. ჩვენს ძირითადი 3-4 ბიჭს სათანადო შეცვლა არ ყავს. ან ნატურალიზებულის შერჩევას როგორ ვერ ახერხებენ. ბოსნიელმა ამერიკელმა 5 წუთში 5 სამქულიანი ჩაგვიგდო, ჩვენ ელისის მერე წესიერი ნატურალიზებული არ გვღირსებია!
alexandre
იმედია, ყველას გახსოვთ. ახალგაზრდებს არ ეცოდინებათ, ამიტომაც დავწერ მათთვის. 3-4 წინანდელ ერთერთ ევროპის ჩემპიონატზე, ბოლო ტურში ბერძნებზე ვიყავით დამოკიდებული. გუშინდელისგან განსხვავებით, მაშინ ბერძნებს საერთოდ არაფერში არ ჭირდებოდათ მოგება (ეხლა ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძოდნენ). მთელი მატჩი ნახევრად სათადარიგოებით ითამაშეს. ანტეტოკუნმპოს ახალი დაწეყებული ქონდა ნბა-ში თამაში, თან ფაჩულიას გუნდში. მაშინ მარტო იანისმა შეაკლა თავი და გაიმარჯვა საბერძნეთმა. და ჩვენ გავედით პლეიოფში. ურთულესი იქნება, მაგრამ, იქნებ და წაგვივიდეს 3-ქულიანი სროლები, ამით საფრანგეთის დამარცხებაც შეიძლება. ოღონდ, ასეთი ნელი კალათბურთი, რასაც ბოლდუინი გვათამაშებდა გუშინ, არაფრით არ გამოგვადგება. წარმატებებს ვუსურვებ ნაკრებს! აპა თქვენ იცით ბიჭებო, თავისუფლად, ლაღად, ტემპში ითამაშეტ! გაიხარეთ და გაგვახარეთ!
LASHA-ს
სახელმწიფო ბავშვთა კალათბურთის განვითარებას ხელს კი უწყობს, მაგრამ ყველაფერს სახელმწიფოს ნუ მოთხოვთ. ასაკობრივი ჩემპიონატები ტარდება, მაგრამ ყველგან მაღალი დონის მწვრთნელი ვერ იქნება. ვერც ბავშვებს დააძალებს ვინმე, ბევრი ივარჯიშეო. ეგ თვითონ უნდა სურდეთ და მოინდომონ. კლუბების აბსოლუტური უმრავლესობა კერძოა და თვითონ უნდა მიჰხედონ. კალათბურთის ფედერაცია ორგანიზატორი, ჩამპიონატების მომწყობია. კლუბში ვინ როგორ თამაშობს, მაგაში ვერ ჩაერევა. ფედერაცია ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებს მაქსიმალურად გვერდში უდგას. ახლაც, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება უმაღლეს დონეზე მიმდინარეობდა. თუ თვითონ სორტსმენს ტალანტი და შრომისუნარიანობა არ აქვს, სახელმწიფო, ან მწვრთნელი ვერაფერს იზამს. არსებული შესაძლებლობებით მართლაც ბრწყინვალე შედეგები დადეს როგორც მსოფლიო, ასევე ევროპის ჩემპიონატებზე. რა თქმა უნდა, მეტი გვინდა, თუმცა მეტოქეებიც ბევრს მუშაობენ და შრონმობენ, კერძო სექტორი უცხოეთში გაცილებით მეტად დაინტერესებულია და მეტ ფულს ხარჯავენ.
კიეზა
მე არ ვარ ამ სპორტის მცოდნე..მაგრამ ჩემს აზრს დავაფიქსირებ..არცერთ სპორტის სახეობაში არ გვყავს ის ძალა ან რეზერვი რომ დიდ მიზნებზე გავიწიოთ და ეს არა მარტო სპორტის..საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე დიდი გამოწვევაა..რა რესურსიც გვაქვს ბიჭრბი ყველაფერს აკეთებენ..შეიძლება კარგი მწვრთნელის ხელში გაგვივარდეს ყარაულის თოფივით..მაგრამ რეალობა ასეთია..ქართვეკები მაქსიმალისტები ვართ და ეს ზოგჯერ სუბიეწტურობაში ან დიდ მოლოდონებში გადადის..წარმატებებბი ამ ბიჭებს და ყველა ქართველს..
კოტე
გეშლება, საქართველოს, ესპანეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას 2-2 მოგება რომ ჰქონოდა, ჯგუფიდან საქართველო და ესპანეთი გავიდოდნენ. ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრს საქარტველოს ნაკრებთან მხოლოდ 18 და მეტი ქულის სხვაობით მოგება აწყობდა.

ბევრ რამეში გეთანხმებით , მაგრამ ამ ფულიან მაღლებზე მერამდენედ წერთ , ნაკრების პრობლემა ჯერჯერობით მაღლები არაა,კარგები გვყავს, სხვა არ გვყავს არავინ.
გელა-ს
გელაჯან, რამდენი კომენტარი უნდა დაწერო სხვადასხვა ნიკით, დარწმუნებული ვარ საკალათბურთო წრეში ტრიალებ და ბოღმით წერ.შენ თვითონ ვინ გაზარდე ან რა გაგიკეთებია, მოყევი , აბა გისმენთ !

ბიჭებზე ღადაობენ მარტო აკაცუკები და ღვარძლიან კომენტარებს წერენ. გოგას და მამუკელაშვილს დიდი მადლობა , დაიხოცნენ, არაა ადვილი ასეთი დატვირთვით და პასუხისმგებლობით თამაში. თანაც ზოგიერთებს ასწავლიდნენ როგორ ეთამაშათ. მაგრამ სავალალო მდგომარეობაშია კალათბურთი ჩვენთან. შესაცოდი იყო უმეტესობა , ისეთი დონე აქვთ. და ეგენი არიან საუკეთესოები შიდა ჩემპიონატში. ფედერაციის დიდი შრომაა და დროც საჭირო, ჭაობიდან რომ ამოვიდნენ. ესპანეთმა წააგო, საშინელი ჩავარდნა ჰქოდათ, მაგრამ თამაში არ იციანო, ვერავინ იტყვის.არ ითამაშეს, არ იყვნენ ფორმაში და მაგათ ალბათ სხვანაირად მოსთხოვენ პასუხს საკუთარ ქვეყანაში. ერთადერთი რაც ბიჭებს შეგვიძლია ვუთხრათ , კარგი , მწვრთნელი არ გივარგა, ჩემპიონატი არ გივარგა,სათამაშო ინტელექტი არ გყოფნის ,რომ დადგე და სროლაში მაინც ივარჯიშო, ხომ შეგიძლია .
ყველაფრის "მცოდნეებს"!
ვინ ხართ, რა რჯულისანი ხართ,რომ ასე ყველას ლანძღავთ და ამცირებთ? დავიჯერო თქვენზე ნაკლებად უნდათ ბიჭებს გამარჯვება? სპორტია ხან ისე იქნება, ხან პირიქით. რა გააწყალეთ გული, უკვე აუტანელია თქვენნაირების ატანა! იქით შენგელიას ლანძღავთ, იქით კი ფედერაციას (ყველას მაგარი ხელშეწყოფაა აქვთ!) თორნიკე შენგელიაზე მეტი თქვენ კაცუნებო! რა გაგიკეთებიათ??? მოიგებენ გმირები არიან, წააგებენ მიწასთან ასწორებთ, ამის შემდეგ რანაირად გამოდის თქვენი "გულშემატკივრობა"? ვაახ გაგიჟდები უკვე ადამიანი, ამდენი ღვარძლიანი კომენტარების წაკითხვისას! ვისაც გვიყვარს ჩვენი სპორცმენები და ჭირსა და ლხინში გვერდით ვუდგავართ, თქვენაირმა ბოღმიანებმა და შურიანებმა დაგვანებეთ თავიიი!!!!!!!!!!!
BOSS
მადლობა ბიჭებს! რაც შეეძლოთ ის გააკეთეს !ბერძნებს ჩვენთვის არაფერი უჯიგრიათ-თავისთავს მიხედეს უბრალოდ!ჯიკიჩი ჯობია ამ ევროს მერე წავიდეს...
ს
ძალიან კარგი ბიჭები გვყავს. პატრიოტები. თავგანწირულები და დააფასეთ რაც შეძლეს ხო არავის ავიწყდება აქ რო ეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და იქაც ჯგუფური ტურნირი დაძლია და პლეიოფშია, სხვათაშორის მოქმედი ევროპის ჩემპიონი ჩატოვა ჯგუფში. ევროპაში კალათბურტი უმაღლეს დონეზეა განვითარებული და როცა შვენნაირი საცოდავი ქვეყანა, საიდანაც ხალხი გარბის, კორუფციაში იხრჩობა და მისი ნაკრები ამდენს აღწევს ეს დიდი მოვლენაა რატომ არ გვყავს უკეთესი ნაკრები? გადახედეთ. ფაქტობრივად 5 კაცით თამაშობს ბოსნია კიდევ ყოვლე 2 წუთში შემადგენლობას ცვლიდა რატომ? იმიტომ რომ შიდა ჩემპიონატი არის უმზიმეს მდგომარეობაში ვერ ამზადებს სათანადო კადრებს და ამ პირობებში ხალხო ადეკვატურები იყავით რამდენი შეზლეს ვერ ხედავთ? რას თხოვთ ეხლა ევროპა მოიგონ?
სამართალი
საქართველომ მოუგო ესპანეთს !!!!!. ესპანეთი ვერ გავიდა შემდეგ ეტაპზე.
FIKIs
ფთუ თქვენი გასვლა და კალათბურტთი არ გაიშვა.გაგათახსირებს საფრანგეთი და ნახავ! ნუთუ არ რცხვენია ნაკრების თითვეულ წევრს?! ოჩკიკიძეს, ჯინჭარაძეს და ლონდარიძეს განსაკუთრებით. ხვალ ღირსების მედალზე და მილიონ ლარს ჩაიჯიბრბენ! უბრალოდ უთავმოყვარეო გუნდია
გიორგიპირველი
კი ბატონო, გეთანხმები, ეგეც იყო.
ნიკა
ფიბას ოფიციალურმა გვერდმა იღადავა გუშინ,ჩვენზე და საბერძნეთზე თან მაგრად😅
Აღლექსსე
Ეგრე რომ მომხდარიყო ანუ ჩვენ ესპანელებს და ბოსნია ერთნაირად გვქონოდა 2/3 მაშინ ბოსნია ჩარჩებოდა რადგან ბურთები ჩვენი სამში დაითვლებოდა და არა მთელი ტურნირის და ჩვენ ესპანეთთან +14 უპირატესობას გვაძლევდა،
ერთ-ერთი ძმა კეჟერაძე
მადლობა ბერძნებზე მეტად ესპანელებს ეკუთვნით. რაც მათ საჯარიმოები ააცილეს, განსაკუთრებით, ბოლო წუთზე - 6-დან 5 (სულ 14 თუ 15 საჯარიმო ვერ ჩააგდეს). სპეციალური მადლობა ვილი ლონდარიძე-ერნანგომესს - 3 თუ 4 პირადად მან ვერ ჩააგდო.
ალექს
საბერძნეთს ბოსნიასთან რომ მოეგო 2-3 ექნებოდა სამ ნაკრებს და ჩვენ ბურთების უარესი სხვაობით ვრჩებოდით ჯგუფში. პარაკლისია გადასახდელი ბერძნებისთვის :)))
ელიასი
1. პრეზ. ყაველაშვილმა ძმები ერნანგომესები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა! 2. პრეზ. მაკრონმა ევრობასკეტის ფლეი-ოფში ძალთა დაზოგვის მიზნით საქართველოსთან მომავალ მატჩში საფრანგეთის ვაჟთა ნაკრების მათსავე ქალთა ნაკრებით ჩანაცვლების განკარგულება გასცა! 3. პრეზ. ლილიპუტინმა მოსკოვის ცსკა-ს ყოფილ მოთამაშეს, რომელმაც ამჟამინდელ ევრობასკეტზე კვიპროსთან მატჩში უამრავი ჩაკალათებული 3-ქულიანით გამოიჩინა თავი, ძმური მოკითხვის ნიშნად ხელი დაუქნია და შემდგომი წარმატებები უსურვა! 4. პრეზ. კიმ-ჩენ-ინმა მის კუთვნილ სახალხო რესპუბლიკაში კალათბურთისა და ბალახის ჰოკეის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მიზნით ბერას ძმობილ ბიქტორას, ატომური დაბომბვის ბრუტალური მუქარის თანხლებით, მის მიერ დათრეული კორეის საცოდავი ნახევრისთვის შემდეგი ლეგენდარული სპორტსმენების გადაცემა მოსთხოვა: ლონდარიძის, ჭინჭარაძის, დომკრატ ბიძინოვიჩის.................
R. M.
მადლობა საბერძნეთს! ვინმემ უთხარით ჯაკიჩს გაიღვიძოს და რამე გეგმა დადოს )) ამ ნაკრებს მეტი რესურსი აქვს და სწორე მიდგომის შემთხვევაში საფრანგეთთან მოგებაც შეიძლება!
Lasha
კომენტარებს ძირითადად კალათბურთის ნაკლებად მცოდნეები აკეთებენ. ჩვენი ნაკრების პრობლემა იყო, არის და ალბათ იქნება "მოკლე სკამი" 7 კაცი თამაშობს. ის 2-იც ნაკლებად ერთვება, მხოლოდ ძირითად ხუთეულს რომ ამოათქმევინოს სული. ყველა დანარჩენი გუნდი თამაშობს ძირითადად 9-10 კაცით და შედეგიც სახეზეა! ბავშვთა კალათბურთს სახელმწიფოს დახმარება სჭირდება თორემ დარჩება ისევ ფულიანი მამების შვილების სპორტად. უფულო მაღალი ბავშვები ნაკლებად აინტერესებთ და ნაკლებ ყურადღებას უთმობენ! ეს არის მოცემული სიტუაციის მიზეზი!
ვეტერანი
ეხ, ჩემო ტიმო. საზოგადოების მცირე ნაწილი რომ იყოს ავისმოსურნე და რენეგატი, ის დარჩენილი დიდი ნაწილი ანტაგონისტებს გაკიცხავდა და ბიჭებს გაამხნევებდა! გადახედე, რამდენ დადებით კომენტარს ხედავ?! შურით, ბოღმით, ღვარძლით სავსე მოყვასის მოძულე ბრბო. პლანეტაზე ერს ვერ ნახავ, რომელსაც საკუთარი სისხლი და ხორცი ასე ძულდეს. მიფურთხება კი არა, კუპრში უნდა აყოფინო დარჩენილ ქართველთა ნარჩენებს თავი. დაფიქრდი ტიმუშ< რა დარჩა ბრბოს ქართული, რა?! მხოლოდ 1 დადებითი თვისება დამისახელე...პ.ს. არ გიფიქრია, რომ ყველამ ყველაფერი პროფესიონალზე უკეთ როგორ იცის?! სტაიანშჩიკებს რომ უჯერებდა ხალხი, იმუნოლოგების ნაცვლად:) პარად კოლხოზნიკოვ ვ პოლნომ რაზგარე!!!
reso
ყოველ წელს საბერძნეთი გვახარებს
კობუჩი
ხო უეჭველი ეგ იყო მწვრთნელი ტაქტიკას რომ ხაზავდა მაგას ეუბნებოდა თან კალათბურთლებს ))
ტიმო
რა ჯანდაბა გვჭირს, ან სად გავიზარდეთ, ან საერთოდ რა გვინდა? რა ბოღმა გვალაპარაკებს, მთელი მსოფლიო ერთმანეთის თამაშებზე არის დამოკიდებული, სპორტია, ხან უნდა გაგიმართლოს ხან იბრძოლო, ხან წააგო. გვიმართლებს და არ გვინდა შევირგოთ. იმედს ვიტოვებ, აი ნამდვილად, რომ აქ ვინც წერს და ბიჭების მიმართ გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას არიან ჩვენი საზოგადოების ძალიან მცირე, ძალიიან მცირე ნაწილი. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმიფურხებია ჩვენი საზოგადოებისთვის.
სათაური !!!
იშვიათი შემთხვევაა, როცა სათაური ასე ზუსტად ასახავს შექმნილ ვითარებას!
იხვი
კონკურენტი კი არა, თავს უშველა. მეოთხეზე გადიოდა რომ წაეგო, ახლა პირველზე გავიდა და ადვილი მეტოქე ეყოლება.
იხვი
პრემიაზე საბერძნეთი გადიოდა, ბოსნიამ არ გაუშვა. ესპანეთი რანაირად გაიხიშტა, ორი ხომ აიღო. კვიპროსიც არ გახიშტულა, პასი ჰქონდა ნათქვამი. ჩვენ და ბოსნიას ორი გვქონდა ნათქვამი, ჩვენ ჩვენი ავიღეთ, ბოსნიას ეტენა.
ქიშო
მოკლედ, ჯოკერში ცხრიან დარიგებაში რომ ორი ჯოკერი ამოგივა და რასაც გინდა იმას აკეთებ, ეგრე იყო საბერძნეთი ამ ჯგუფში )) იტალია პრემიაზე არ გაიყვანა, ესპანეთი გახიშტა, ჩვენ და ბოსნია გაგვაკეთა როგორც არიფები და ა.შ. )))
მამუკა
მგონი აქ მკითხველ საზოგადოებას საქართველო უნდოდა რომ ხუთიდან ხუთი მოგებით გასულიყო, უძლიერესი ქვეჯგუფი შეგვხვდა და მადლობა ბიჭებს და შემდეგ ბერძნებს რომ ეს შედეგი დაიდო, მოქმედი ევროპის ჩემპიონი დავამარცხეთ და აქ ხალხი ბიჭებზე ღადაობს. დარწმუნებული ვარ სხვა ჩვენი ტიპის ქვეყანაში მცირე ზეიმი იქნებოდა, ჩვენთან კიდევ ბოღმას და ღვარძლს ანთხევენ მავანნი.
ღმერთმა გვისმინა
აშკარად რელიგიური ფაქტორია- მმართმადიდებელმა საბერძნეთმა მმართმადიდებელ საქართველოს უჯიგრა და ინკვიზიციის და აუტოდაფეს ქვეყანა- ესპანეთი ჩაიხსნა. აი ფეხბურთში რა გვეშველება ეგ არ ვიცი:))))
გელას
არ ეკუთვნოდათ ვალის დაბრუნება? ხოდა დაგვიბრუნეს. 😀😀 ისე, ბოსნიას რომ პატივი სცეს, ეგ საერთოდ… ბოსნია საბერძნეთის დროშით უნდა გავიდეს.
გიორგიპირველი
საქართველოს ნაკრები კი არ გაიყვანა, კონკურენტი ჩამოიშორა.
დდდ
რას ვერჩით, ძმებო, ჯიკიჩსა და ბოისას - ეგენი სათამაშო ტაქტიკაში მოიკოჭლებენ, თორემ პლეი ოფში გასასვლელ ტაქტიკაზე საფუძვლიანად უმუშავიათ, რომელიც სულ დაგა-დუგით მუშაობს და ესპანელებმა საჯარიმოები ლონდარიძეზე უარესად ისროლეს... დარწმუნებული ვარ, საფრანგეთსაც რაღაცას მოუხერხებენ, სერბებთან მოგება არც აქამდე გვიჭირდა ხოლმე, გერმანელებზეც ძველ ჯავრებს ამოვიყრით და სამკითხაო მხოლოდ ის რჩება, ფინალში თუ ისევ საბერძნეთს გადავეყარეთ, თავ-ბედი უნდა ვაწყევლინოთ, თუ დიდსულოვნად მადლობა გადავუხადოთ დღევანდელი საჩუქრისთვის... ბოისას რომ ჰკითხო, საფუძვლიანად გაიღრიჭება და გეტყვის - ეგენი უკვე იყვნენ ევროპის ჩემპიონები და ახლა ჩვენი ჯერიაო... ჰოდა, ახლავე გაფრთხილებთ - მე ვეთანხმები ანატოლის და თუ ღმერთი გწამთ, თქვენც ნუ აუხირდებით...
ლაშა
კიდევ კარგი ჯიკიჩი არ ჰყავს საბერძნეთს მწვრთნელად თორე იანის დაასვენებდა პლეიოფისთვის მერე რამო რომ ბერძნებსაც სჭირდებოდათ პირველ ადგილზე გასვლა, დასვენებული კალათბურთლეი მაინც ასწორებს
გელა
აბა თქვენ იცით ლომებო.უტირეთ გაჩენის დღე მაგ ფრანგ კალათბურთელებს.საბერძნეთი გაგვეკაიფა მგონი.ჯგუფში კი ყველამ ნახა რისი მაქნისები ვართ.ისე მოდი რააა ნუ გავატრაკებთ.ვალი დაგვიბრუნეს.რაც ამათ ბებრებს მოვუარეეეთ...ეხლა ამათ სცეს პატივი ჩვენ ბებრებს.რა გვინდა ამ თამაშით პლეი ოფში ვინმე მეტყვის?კიდევ ერთი გაბახება და ნამუსის ახდა?
გიო
უნდათ რომ თამაში. მოკლედ ძალით მიათრევენ.
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ფერსტაპენი ნურბურგრინგზე GT3-ის კლასში ირბოლებს
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
საქართველოს ნაკრების მეტოქეს მწვრთნელი შეეცვალა
თვალი ადევნე სპორტის ყველა სიახლეს Adjarabet Arena-ზე
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა - საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ
რუსთავში ბავშვთა რაგბის აკადემიის მშენებლობა დაიწყო
"კეინის "ტოტენჰემში" დაბრუნება?" - "დეზების" მწვრთნელი ამ აზრს მიესალმება
"წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი" - ჩაბი ალონსო "ლევანტესთან" მატჩის შემდეგ
80 მილიონ ფუნტამდე გუნდიდან წასვლის სანაცვლოდ - "რედ ბული" და ჰორნერი საბოლოოდ დაიშალნენ
უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო
"ჩემი მიზანია დვალიშვილი დამაჯერებლად დავამარცხო" - კორი სენდჰეგენი
"მატჩიდან მატჩამდე დროს აჩერებს" - მასკერანომ მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა
[VIDEO] კრიტიკოსები დაადუმა - ვინისიუსმა "ლევანტეს" "ტრიველა" გაუტანა
"მოწინააღმდეგე გუნდის დაცვას უბრალოდ აგიჟებს" - რას წერენ ესპანელები მიქაუტაძეზე?
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
[VIDEO] აი, როგორი უნდა იყოს თავდამსხმელი. მიქაუტაძის დამსახურებით - "ვილიარეალმა" "სევილიას" მოუგო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა
[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი, ისაკის პირველი გოლი და ეკიტიკეს უცნაური წითელი - "ლივერპულმა" "საუთჰემპტონი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა
დავითაშვილის სრული მატჩი - "სენტ-ეტიენმა" კვლავ გაიმარჯვა
პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
მორიგი სენსაცია ევრობასკეტზე - ბოსნია და ჰერცეგოვინამ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა
შენგუნმა სამმაგი დუბლი შეასრულა - ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
ანტეტოკუნმპო VS შენგუნი - ევრობასკეტის ნახევარფინალში საბერძნეთი თურქეთს შეხვდება
კიდევ ერთი რეისი რიგაში. ფინელებს გეგმა აქვთ - რას დაუპირისპირებს ჯიკიჩი?
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
"კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. მადლობა გულშემატკივარს" - თორნიკე შენგელია
[VIDEO] არიის - საქართველოს ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი 14 ქულით დაამარცხა!
"წავაგეთ გუნდთან, რომლის ერთი ლიდერი "ხულიგანს" ჰგავს, მეორეს კი არითმია აქვს" - ესპანეთი გაოგნებულია
იანისის ლიდერობით - საბერძნეთმა იტალია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
ესპანეთსა და ავსტრალიას ოვერტაიმი დასჭირდათ - მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია [VIDEO]
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
საქართველოსთან მარცხის შემდეგ ესპანეთმა ხასიათი გამოისწორა - სკარიოლოს გუნდმა ბოსნია და ჰერცეგოვინა გაანადგურა
საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები საკუთარ მოედანზე პოლონეთისგან მარცხს გადაურჩა
[VIDEO] - 41 საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრებს ფინალის ტოლფასი ორი მატჩი ელოდება
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?